გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
831210018002535209
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210018002535209

საქმე №2/155-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.1-.2018 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - სს ,, კ-------------’’

წარმომადგენელი - კ--- ჩხ----ა

მოპასუხე - ი---- ფო------ე

- ს----- რ-------ე

- გ------- ხა------–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ი---- ფო------ეს, ს----- რ-------ესა და გ------- ხა------–---–ს მოსარჩელის სს "კ-------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 10 ივნისის #2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 4202.10 ლარი, საიდანაც 2416.13 ლარი არის სესხის ძირი, 555.53 ლარი საპროცენტო სარგებელი, 106.94 ლარი სადაზღვევო შესატანი, 24.16 ლარი - მომსახურების საკომისიო, 1099.3- ლარი პირგასამტეხლო.

 

1.2. მოპასუხეებს ი---- ფო------ეს და ს----- რ-------ეს მოსარჩელის სს "კ-------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2016 წლის 1- თებერვლის #2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 457.09 ლარი, საიდანაც 293.92 ლარი არის სესხის ძირი, 25.03 ლარი საპროცენტო სარგებელი, 4.41ლარი - სადაზღვევო შესატანი, 133.74 ლარი პირგასამტეხლო.

 

1.3. მოპასუხეებს ი---- ფო------ეს, ს----- რ-------ესა და გ------- ხა------–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის - სს "კ-------------"-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 139.78 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯის - 2- ლარისა და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯის - 42 ლარის გადახდა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2015 წლის 10 ივნისს სს ,,კ--------------’’ და ი---- ფო------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #2------------, რის საფუძველზეც მან ისესხა 3800 ლარი 24 თვის ვადით 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებლთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

 

ძირითადი მოვალის ი---- ფო------ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2016 წლის 19 მაისის გადასახდელი და იმყოფება 28 თვიან ვადაგადაცილებაში.

 

2015 წლის 10 ივნისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ს----- რ-------ემ და გ------- ხა------–---–მა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა ხსენებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მათ არაერთხელ ჩაბარდა გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ,,გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ასევე პირგასამტეხლოს ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება’’.

 

მოპასუხეებს 2015 წლის 10 ივნისის #2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 4202.10 ლარი, საიდანაც 2416.13 ლარი არის სესხის ძირი, 555.53 ლარი საპროცენტო სარგებელი, 1-0.81 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 978.53 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 150 დღის განმავლობაში, 24.16 - მომსახურების საკომისიო, 106.94 ლარი სადაზღვევო შესატანი.

 

2016 წლის 1- თებერვალს სს ,,კ--------------’’ და ი---- ფო------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #2------------, რის საფუძველზეც მან ისესხა 550 ლარი. (2.1. პ-ი), 6 თვის ვადით 2016 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან (სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 4.17 %-ს თვეში - 3.8. პ-ტი), მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

 

2016 წლის 1- თებერვალს თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე ს----- რ-------ემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე ი---- ფო------ის მიერ 2016 წლის 1- თებერვლის #2------------ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.

 

ძირითადი მოვალის ი---- ფო------ის მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის იგი იმყოფება 28 თვიან ვადაგადაცილებაში.

 

შესაბამისად 2016 წლის 1- თებერვლის #2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს ი---- ფო------ეს და ს----- რ-------ეს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 457.09 ლარი, საიდანაც 293.92 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 25.03 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 14.70 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 1-9.04 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 150 დღის განმავლობაში, 4.41 ლარი სადაზღვევო შესატანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოცემულ სარჩელზე მოპასუხე - ი---- ფო------ემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მან ცნო სარჩელი ნაწილობრივ.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა - ი---- ფო------ემ და ს----- რ-------ემ კვლავ ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. კერძოდ, მოითხოვეს პირგასამტეხლოს შემცირება 0.02%-ამდე.

 

მოპასუხე გ------- ხა------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, ამიტომ უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 10 ივნისს სს ,,კ--------------’’ და ი---- ფო------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #2------------, რის საფუძველზეც მან ისესხა 3800 ლარი, 24 თვის ვადით, 3.08% თვიური სარგებლით, 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით, სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 26-3-).

 

3.1.2. მსესხებელმა ი---- ფო------ემ აითვისა შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ - 29-3-),3.1.3. მსესხებელმა 2016 წლის ივლისიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს/ფ 24-25 ).

-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.1.4. მსესხებელსა და თავდებებს არაერთხელ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-გაფრთხილების წერილი (ს.ფ.36-44 ).

 

3.1.5. მოპასუხეებს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 4202.10 ლარი, საიდანაც 2416.13 ლარი არის სესხის ძირი, 555.53 ლარი საპროცენტო სარგებელი, 1-0.81 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 978.53 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 150 დღის განმავლობაში, 24.16 - მომსახურების საკომისიო, 106.94 ლარი სადაზღვევო შესატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი. (ს/ფ 2-25 ).

მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (სხდომის ოქმი)

ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ 24-25 ).

 

3.1.6. 2016 წლის 1- თებერვალს სს ,,კ--------------’’ და ი---- ფო------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #2------------, რის საფუძველზეც მან ისესხა 550 ლარი. 6 თვის ვადით 2016 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 45-49).

 

3.1.7. მსესხებელმა ი---- ფო------ემ აითვისა შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ - 45-49),3.1.8. მსესხებელმა 2016 წლის ივლისიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (სხდომის ოქმი).

-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.1.9. მსესხებელსა და თავდებს არაერთხელ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-გაფრთხილების წერილი (ს.ფ.36-44 ).

 

3.1.10. 2016 წლის 1- თებერვლის #2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს ი---- ფო------ეს და ს----- რ-------ეს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 457.09ლარი, საიდანაც 293.92 ლარი არის სესხის ძირი, 25.03 ლარი საპროცენტო სარგებელი, 14.70 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადიცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 1-9.04 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 150 დღის განმავლობაში, 4.41 ლარი სადაზღვევო შესატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 36-44).

 

3.1.1-. 2016 წლის 09 სექტემბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და 2017 წლის 17 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად წარმოადგენს სს „კ-------------’’.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 10 ივნისის სესხის ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. მუხლის მიხედვით, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს ხელშეკრულებით დადგენილი წესით: სესხის მიღებისას მსესხებელს ექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის 3.5%-ს, სესხის გაცემიდან ყოველ მეთორმეტე თვეს გრაფიკით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან ერთად მსესხებელი იხდის იმ მომენტისათვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 26-27).

 

3.2.2. ამავე სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.8. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება №(ს/ფ 26-27.).

 

3.2.3. 2015 წლის 10 ივნისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ს----- რ-------ემ და გ------- ხა------–---–მა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-თავდებების განცხადებები და

-თავდებობის ხელშეკრულებები (ს/ფ 33-3-).

 

3.2.4. 2016 წლის 1- თებერვლის #2------------ სესხის ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. მუხლის მიხედვით, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს ხელშეკრულებით დადგენილი წესით: სესხის მიღებისას მსესხებელს ექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის 5%-ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 45-46-27).

 

3.2.2. ამავე სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.9. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება №(ს/ფ 45-46).

 

3.2.3. 2016 წლის 1- თებერვლის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხე ს----- რ-------ემ სოლიდარულად იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-თავდებების განცხადება (ს/ფ 51).

-თავდებობის ხელშეკრულებები (ს/ფ 51).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს ი---- ფო------ეს, ს----- რ-------ესა და გ------- ხა------–---–ს მოსარჩელის სს "კ-------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 10 ივნისის #2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 3---.24 ლარი, საიდანაც 2416.13 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 555.53 ლარი- საპროცენტო სარგებელი, 106.94 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 24.16 ლარი -მომსახურების საკომისიო, 72.48 ლარი - პირგასამტეხლო.

4.2. მოთხოვნა 2016 წლის 1- თებერვლის #2------------ სესხის ხელშეკრულიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ი---- ფო------ეს და ს----- რ-------ეს მოსარჩელის სს "კ-------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 332.18 ლარის გადახდა, საიდანაც 293.92 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 25.03 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 4.41 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 8.81 ლარი -პირგასამტეხლო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 3-6-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,კ--------------’’ და მოპასუხე ი---- ფო------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული სესხის თანხები, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოვალე ი---- ფო------ეს კრედიტორის სს ,,კ-------------ს’’ წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხების, პროცენტის, საკომისიოსა და დაზღვევის თანხების დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხეებმა ამ ნაწილში ცნეს სარჩელი.

 

ამიტომ მოპასუხეებს ი---- ფო------ეს, ს----- რ-------ეს და გ------- ხა------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2015 წლის 10 ივნისის #2------------ სესხის ხელშეკრულების გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 2416,13 ლარი, პროცენტი- 555.53 ლარი, 106.94 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 24.16 ლარი - მომსახურების საკომისიო, ხოლო 2015 წლის 1- თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი---- ფო------ეს და ს----- რ-------ეს გადასახდელი აქვთ - ძირითადი თანხა - 293.92 ლარი, პროცენტი - 25.03 ლარი, დაზღვევის თანხა - 4.14 ლარი.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ--------------’’ და ი---- ფო------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.02%-მდე. შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 2015 წლის 10 ივნისის #2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 72.48 ლარით, ხოლო 2016 წლის 1- თებერვლის #2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8.81 ლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარცელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკმა“ სარჩელის აღძვისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 139.78 ლარი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის - 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 2- ლარი, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებმა ი---- ფო------ემ და ს----- რ-------ემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სს ,, კ-------------ს“-ს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 139.78 ლარიდან 69.89 ლარი დაუბრუნდეს უკან, ასევე მოსარჩელეს დაუბრუნდეს მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის ნაწილში გადახდილი ბაჟი 3-.94, ხოლო მოპასუხეებს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 14.94 ლარი. სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 20 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:

 

1.1 მოპასუხე ი---- ფო------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: უძრავი ქონების მისამართი: ქალაქი ბაღდათი, თ---–---------- 2-; ზონა: ბაღდათი 3-; სექტორი ქ. ბაღდათი 1-; კვარტალი: 3-; ნაკვეთი 1--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ტიპი: სასოფლო-სამეურნეო; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3-.1-.3-.1--.

 

1.2. მოპასუხე ს----- რ-------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: უძრავი ქონების მისამართი: ქალაქი ბაღდათი, დ-------------- 1-; ზონა: ბაღდათი 3-; სექტორი ქ. ბაღდათი 1-; კვარტალი: 3-; ნაკვეთი 1--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ტიპი: სასოფლო-სამეურნეო; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3-.1-.3-.1--.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „კ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ი---- ფო------ეს, ს----- რ-------ესა და გ------- ხა------–---–ს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 10 ივნისის #2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 3---.24 ლარი, საიდანაც 2416.13 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 555.53 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 106.94 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 24.16 ლარი - მომსახურების საკომისიო, 72.48 ლარი - პირგასამტეხლო.

 

3. მოპასუხეებს ი---- ფო------ეს და ს----- რ-------ეს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2016 წლის 1- თებერვლის #2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 332.17 ლარი, საიდანაც 293.92 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 25.03 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 4.41 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 8.81 ლარი -პირგასამტეხლო.

 

4. ი---- ფო------ეს, ს----- რ-------ესა და გ------- ხა------–---–ს - სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 14.94 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯის - 2- ლარისა და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯის - 42 ლარის გადახდა.

 

5. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

6. მოსარჩელე სს ,,კ-------------“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის 2018 წლის 07 თებერვალს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 69.89 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ანგარიში/სახაზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი/სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (139.78 ლარი, გადამხდელი: სს ,,ბ-------------“ გადახდის თარიღი: 07.02.2018; საგადახდო დავალება: #276887, გადამხდელის ბანკი: სს ბ-------------);

 

7. მოსარჩელე სს ,,კ-------------“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 07 თებერვალს მის მიერ სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3-,95 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ანგარიში/სახაზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი/სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (139.78 ლარი, გადამხდელი: სს ,,ბ-------------“ გადახდის თარიღი: 07.02.2018; საგადახდო დავალება: #276887, გადამხდელის ბანკი: სს ბ-------------);

 

8. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #7).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე