გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
330210018002727870
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/33553-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.12.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

მოსარჩელე - შო----ა ხო------–---–ი

მოპასუხე - ნი----–--ზ ელ-----ე

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმეზე გადაწვეტილების მიღების საკითხი

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოსარჩელე შო----ა ხო------–---–ი ითხოვს ნი----–--ზ ელ-----ესთან 1991 წლის 0--------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ნი----–--ზ ელ-----ემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შო----ა ხო------–---–ი და ნი----–--ზ ელ-----ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1991 წლის 0-------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ 16 )

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. შო----ა ხო------–---–ს და ნი----–--ზ ელ-----ეს შორის უნდა შეწყდეს 1991 წლის 0--------- რეგისტრირებული ქორწინება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე,1122-ე, 1127-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

საქართველოს სსკ-ის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებელად მიღებული ზომებისა.

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახი არის ქორწინებაზე, ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული პირთა თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანაცხოვრება. ამდენად, როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და

 

შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა აუცილებელი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები შო----ა ხო------–---–ი და ნი----–--ზ ელ-----ე თანხმობას აცხადებენ განქორწინებაზე, ვინაიდან მათ შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა ვერ აღსდგება. მხარეთა ნების გამოვლინება ამჟამად გამოხატულია იმით, რომ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და არც მომავალში სურთ ერთად ცხოვრება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, მხარეებს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შო----ა ხო------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ნი----–--ზ ელ-----ესთან ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შო----ა ხო------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხემაც ცნო სარჩელი, მოსარჩელეს შო----ა ხო------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც შეადგენს 50 (ორმოცდაათ) ლარს, უნდა დაუბრუნდეს უკან.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 207-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შო----ა ხო------–---–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. შეწყდეს ქორწინება შო----ა ხო------–---–სა (პ/ნ 0----------) და ნი----–--ზ ელ-----ეს (---------------- შორის, რეგისტრირებული 1991 წლის 0---------, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი №1--.

1.2. მოსარჩელე შო----ა ხო------–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს 2018 წლის 05

ნოემბერს მის მიერ ბანკი სს ,,თიბისის" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ. თბილისი გრ. რობაქიძის №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე