განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002646573
საქმეN1-867/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.12.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვლ-------------------ძე
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: რე---- ტა---ე
მამის სახელი: ავ--------–ი
დაბადებული: 0--07.1994 წელი
პირადი ნომერი: 6---------1
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთის რაიონი სოფელი მუ---------ე.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულის დამცველი - მე----–------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172210818007
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.ქობულეთში, თა---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, რე---- ტა---ემ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ იარაღად დანის გამოყენებით, მეუღლის დედის - ნა--–---------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, რითაც ნა--–---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მანვე, მუქარის განხორციელების პროცესში, ოჯახის წევრის ნა--–---------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ ხელის ქნევითა და დანის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შედეგადაც ნა--–---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.2. 2017 წლის 05 დეკემბრიდან - 2018 წლის 21 აგვისტომდე დროის პერიოდში, რე---- ტა---ე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნი------–---ძეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა მას დედის მისამართით, ასევე სისტემატიურად აშანტაჟებდა და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რამაც გამოიწვია ნი------–---ძის ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2.1. ბრალდებულმა რე---- ტა---ემ საქმის განხილვისას აღიარა ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ კონფლიქტის ნამდვილად არსებობდა, რასაც იანანიებს, და რაშიც მ,იიჩნევს, რომ ბრალეულია მეუღლის - ნი------–---ძის დედა ნა--–---------ე; სხვაგვარად ისინი მშვიდად იცხოვრებდნენ; მისი ეს ქმედება გამოწვეულია აღელვებით; თუმცა ინანიებს ასეთი სახის ქმედებები არ უნდა ჩაედინა; მისი ერთადერთი სურვილია, ბავშვთან და მეუღლესთან ჰქონდეს კონქაქტი; მომავალში ასეთ ქმედებებს არ ჩაიდენს; ამჟამად სასამართლოს თხოვს პატიებას;(იხ სხდომის ოქმი 20.12.2018წ)
2.2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №00-------, 17.09.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების /23.08.18წ/ მონაცემებით ნა--–---------ეს აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი-ნაკაწრი. (ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში), რაც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის , წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) შემხები ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.3. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 07.09.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი რე---- ტა---ის სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, რე---- ტა---ის (დაბ:0--07.1994წ) ქმედებებიდან გამომდინარე ნინო ზაურის ასული ბეჟანიძე (დაბ:08.11.1993წ) განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა და მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა.
საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნა--–---------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქობულეთში თამარ მეფის ქუჩაზე, აქვს კერძო საცხოვრებელი - სასტუმროს ტიპის სახლი; ყავს შვილი და სამი შვილიშვილი; რე---- ტა---ე არის მისი შვილის მეუღლე - სიძე;
რე---- ტა---ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუ---------ეში; დაქორწინების შემდეგ მისი შვილი ნი------–---ძე ცხოვრობდა მასთან სოფელში; რამოდენიმე ხნის განმავლობაში კი, იმ დროს, როცა ნინო იყო ფეხმძიმედ, ისინი ცხოვრობდნენ მასთან;
რე---- ტა---ესთან ახლო ურთიერთობა არასდროს არ ჰქონია, მასთან იზრდება კიდევ ნინოს ორი შვილი , დაქორწინების შემდეგ ის ვერ ჩამოდიოდა შვილების სანახავად; ტელეფონიც არ ჰქონდა ნინოს და იშვიათად ესაუბრებოდა;
ნინოს შვილები არიან 8 წლის და 6 წლის; როგორც ნინოსგან იცის ეჭვიანობის ნიადაგზე რე----ი მას უშლიდა ქობულეთში ჩამოსვლას და ბავშვების ნახვას და ასევე არ აძლევდა ტელეფონით სარგებლობის უფლებას; ნოემბრის თვეში როცა რე---- ტა---ე საზღვარგარეთ წავიდა, ნინო იმყოფებოდა მასთან და პარასკევს შაბათ და კვირას მიდიოდა მეუღლის მშობლებთან სოფელში; ამბობდა რომ რე----ისთან ეს შეთანხმებული ჰქონდა; როცა ჩამოვიდა საქართველოში, იმ დღეს იმყოფებოდნენ სარფში და სახლში მისულს ვერ დახვდნენ; საღამოს როცა ჩამოვიდნენ, ნინომ აიყვანა ბავშვი მათი სახლის მესამე სართულზე შეხვედრისთვის და ბავშვის სანახავად, რომ თავისუფლად ესაუბრათ;
ნინო გვიანამდე არ ჩამოვიდა და როცა მიაკითხა შვილს, ის იყო აღლევებული, აწითლებული, იქვე ტუალეტის კართან ეგდი ე.წ. „ატვიორკა“; ჩამოიყვანა ნინო ბავშვთან ერთად, რე----ი ითხოვდა ბავშვის წაყვანას, მეუღლე ავადმყოფი ყავს და არ სურდა მას ენერვიულა; ნინო გვიან ღამე იყო და არ ატნევდა ბავშვს, მაგრამ ვინაიდან რე----ი არ ეშვებოდა, გაახვია ადიალაში და გაუყვანა თვითონ; ნინო დაუკავშირდა პოლიციის განყოფილებას, ცოტა მანძილით იქნებოდა წასული რე----ი და ბავშვი დააბრუნეს;
მალე კიდე მოინდომა ბავშვის ნახვა, და უწევდათ ყოველთვის იძულებით მიეცათ ბავშვი, რადგან არ ეშვებოდა, და კიდე მოინდომა ნახვა; ვინაიდან მასთან თანაცხოვრების დროს ნინო თავის შვილებს ხშირად უკვე ვერ ხვდებოდა, ბავშვები იყვნენ სტრესში; უთხრა ნინოს, რომ რე----ისთან გაერკვია სიტუაცია; ერთ საღამოს კიდე დარეკა და სურდა ბავშვის ნახვა, მისი დედაც იყო მოსული; ის ბავშვის ნახვაზე არც რე----ის და არც მის დედ მამას უარს არ ეუბნებოდა, თუკი ბავშვი იყო სახლში; იყო შემთხვევა რამდენჯერმე ხან ბაბუამ წაიყვანა ბებიას ნახვა სურდა და მოუყვანიათ ისევ უკან; ერთ მოსვლაზე ნინოს თხოვდა მასთან ესაუბრა, დანით ემუქრებოდა, რომ გაყოლოდა თავის სახლში; ის თხოვდა ნინოს გაყოლოდა; რე----ი დანით ემუქრებოდა ნინოს, ნინო ჩავიდა ქვევით; თავად ჩაიყვანა ბავშვი; იმ დროს ნოემბერი იყო თუ დეკემბერი ვეღარ იხსენებს, გამოიძახა ნინომ პოლიცია; ამის შედეგ რე----ის მოყვა მისი მამა, ბავშვის წაყვანა უნდოდათ ისევ არ უთქვამთ უარი, მოამზადეს ბავშვი , მაგრამ ნინოს ელოდებოდა, ნინომ შემაკავებელი ორდერი მოიტანა ამ დროს პოლიციიდან, რაც რე----იმ მიახია სახეში; უთხრეს, რომ ბავშვი წაეყვანათ მხოლოდ მოცილებოდნენ მათ; წაიყვანეს და ბავშვი ისევ მალე დააბრუნეს;
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ნინო მაღაზიაში პურზე წავიდა და უკან არ მოსულა რე----იმ აცნობა, რომ წავიდნენ ერთად და ნინო წაიყვანა;
იქ სოფელში, მეუღლის ოჯახში ყოფნის პერიოდში, ნინოს ბებიამ დაურეკა თურქეთიდან ესაუბრა სხვის ტელეფონზე ისევ, რე----ი ამ დროს უცხოეთში იყოო; ნინომ თხოვა რომ მისი მშობლები და ძმა შეხვედროდნენ ცუდ დღეში იყო და სახლში სურდა დაბრუნება;
ნინომ მეორე დღეს ჩამოვიდა ბავშვებიც მოიყვანა სკოლიდან და განუცხადა მათ, რომ რჩებოდა სახლში და ეს შეთანხმებული იყო რე----ისთან; ნინომ რე----ის იქ ყოფნის პერიოდში მიწერა და აცნობა, რომ თავის შვილებს ვეღარ დატოვებდა და ბავშვებთან გააგრძელებდა ცხოვრებას; თუმცა ამის შემდეგ შერიდგდნენ და ცხოვრობდნენ ერთად;
ივნისის თვეში ზეიმი იყო ბაღში ნინოს ბავშვის; რე----ისთან შეთანხმებული იყო რომ ბაღში ზეიმზე იქნებოდა, მაინც მიაკითხა და მოთხოვა მასთან წასვლა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა; ბაღიდან შეატყობინეს ამის შესახებ; ნინო დაავადებულია, ამ ნერვიულობის გამო დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება; რე----ის კვლავ ბავშვის ნახვა სურდა და გაატანა, ბავშვი ისევ დაუბრუნა; ნინომ ივნისის თვეში მათ თხოვა, რომ გაერიდებინათ ამ ადგილიდან და ბავშვები წაიყვანა დასასვენებლად რე----ისთან საუბრის შემდეგ მიიღო მან გადაწყვეტილება, რომ დათქმულ დროზე ადრე წაეყვანა ბავშვები; თან წაიყვანეს არა რე----ისთვის ნაცნობ, არამედ სხვა ადგილზე; მართლაც რე----იმ ნინოს დაძებნა დაიწყო ქვიშხეთში სადაც ფიქრობდა, რომ ნინო უნდა ყოფილიყო ბავშვებით;
ბოლოს 2018 წლის 21 აგვისტოს მოვიდა რე----ის ბიძა და თხოვა მათ ბავშვი გაეტანებინათ რე----ისთან სანახავად; რე----ი შეამჩნიეს მანქანაში და ნინომ ამ დროს ბიძას ბავშვი სასწრაფოდ გამოართვა და უარი განაცხადა ბავშვის მისთვის გადაცემაზე; რე----ი ამ დროს გადმოვიდა მანქანიდან მათ მიუახლოვდა და დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მასზედ და ნინოზე; ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით; იქვე მომუშავე ნინოს მეგობარი ჩაერია მათ საუბარში რე----ი ეძიძგილავებოდა მას ამოიღო დანა ჯიბიდან და დაუსვა ხელზე, მაიამ - ნინოს მეგობარმა დაიძახა, რომ პოლიციას გამოიძახებდა და გამოიძახა; რე----ი შეეცადა დანის მოშორებას, ჯერ გადააწოდა ბიძას, რომელმაც უარი განუცხადა და შემდეგ მისცა მისთვის უცნობ ახალგაზრდა ბიჭს; მოვიდა პოლიციის თანამშრომლები ამ დროს და დააკავეს რე----ი; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 07:11:2018წ, 14:16:27სთ);
დაზარალებულმა ნი------–---ძემ განაცხადა, რომ ყავს სამი შვილი ამჟამად ცხოვრობს დედასთან ერთად; რე---- ტა---ესთან 2016 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შემდეგ ოფიციალური სახე მისცეს; ძირითადად ცხოვრობდნენ ტა---ეების - მეუღლის ოჯახში
2017 წლის ნოემბრის თვის ბოლო იქნებოდა რე----ი წავიდა საზღვარგარეთ მისთვის შეუტყობინებლად; როცა გაიგო, საცხოვრებლად გადავიდა დედასთან ქობულეთში და სოფელში ადიოდა კვირაში ორი სამი დღით; დეკემბრის დასაწყისში მან შეატყობინა, რომ ჩამოდიოდა სურდა ბავშვის ნახვა; იმ დროს გასული არ იყო სახლში და მხოლოდ საღამოს შეხვდა; ბავშვი იმ დროს იყო სამი თვის; აიყვანა სახლის მესამე სართულზე და განმარტოვებით შეხვდნენ ერთანეთს; რე----ი იყო ზოგადად ეჭვიანი; ღამით მოვიდა ნახა ბავში და იმ დღესვე უნდოდა ბავშვის წაყვანა და არ გაატანა, წვიმიანი ამინდი იყო და მას მანქანა რა ყავდა;
კონფლიქტი გამოწვეული იმ დროს იყო იმით, რომ რე----ი წავიდა მის დაუკითხავად, ნოემბრის შუა რიცხვებში წავიდა და დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდა; იმ დღეს საუბრის დროს ე.წ. ატვიორკით დაემუქრა. იმ დროს პოლიციის განყოფილებისთვის სრულად არ უთქვამს და მისი ცემის ფაქტი დამალა, ამის შემდეგ ის ცხოვრობდა მშობლების ოჯახში; მოსვენებას არ აძლევდა, მაინც, ხშირად აკითხავდა და ითხოვდა ბავშვის ნახვას, ბავშვი არის ჩვილი და უარს ეუბნებოდა მის წაყვანაზე, მისი დედა კი ცდილობდა ბავშვი გადაეცა, მხოლოდ მათ მოცილებოდა; წაიყვანდა და მალევე აბრუნებდა; შემდეგ ერთი პერიოდი ჰქონდათ შეთანხმება, რომ კვირაში ორი სამი დღე ავიდოდა მასთან ოჯახში; ივნისის თვეში როცა მასთან შეთანხმებით წამოვიდა ბავშვის ზეიმზე ბაღში, ტელეფონით დაუკავშირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა , დაემუქრა ; იქ შეეშინდა, მშობლებმა მიაკითხეს და წამოიყვანეს სახლში; დაჭირდა სამედიცინო დახმარება;
ივნისის თვეში როცა ბავშვები წაიყვანა დასასვენებლად, ეცადა, რომ რე----ისთვის ნაცნობ ადგილზე არ მისულიყო, და ხაშურში ბავშვები წაიყვანა სხვა მისამართზე; გაიგო, რომ რე----ის დაუწყია მათი ძებნა და ვერ იპოვა ისისნი;
აგვისტოს თვეში, როცა რე----ის ბიძამ მიაკითხა მათ ბავშვის წასაყვანად , დაინახეს რე----ი იქვე მანქანაში და ბიძას ბავშვი გამოართვა და უარი თქვა ბავშვის გადაცემაზე, ამაზე გაბრაზებული რე----ი გადმოვიდა მანქანიდან და მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, გაიგო რომ იმ დღეს დაზიანება მიაყენა მის დედას ნა--–---------ეს; მისმა მეგობარმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და რე----ი დააკავეს;
ადასტურებს, რომ რე----ი მუდმივად ავიწროებდა მას და ემუქრებოდა, ორჯერ პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, რაც უკრძალავდა რე----ის მასთან მიახლოებას; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 03:12:2018წ, 13:13:46სთ-13:49:49სთ);
საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვისას მა-----------–--–--ლმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, განაცხადა, რომ რე---- ტა---ის მიმართ ორჯერ პოლიციის განყოფილების მიერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, რაც მას უკრძალავდა გარკვეულ მოქმედებებს, ერთერთი ორდერის არსებობის შესახებ მან თავად აცნობა ტელეფონით რე---- ტა---ეს; ( იხ სხდომის ოქმი 18.12.2018წ);
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ რე---- ტა---ე დაკავებულია 2018 წლის 21 აგვისტოს 20:55 საათზე; (იხ დაკავების ოქმი ს.ფ125-131);
მოწმის სახით დაკითხვისას გო---------------ემ განაცხადა, რომ მის მიერ ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები მათ შორის მან მოახდინა რე---- ტა---ის დაკავება, რა დროსაც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია; ადასტურებს მის მიერ განხორციელებული და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობას; ( იხ სხდომის ოქმი 18.12.2018წ);
საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა მა---–----–---–ის მიერ წარმოდგენილი DVD-Rდისკი, რომელზეც აღწერილია ბრალდებულის ქმედებები 2018 წლის 21 აგვისტოს - დაკავების დღეს (იხ. ოქმი 18.12.2018წ)
საქმის განხილვისას მოწმე თე----- ტა---ემ განაცხადა, რომ ის არის ბრალდებულის რე---- ტა---ის ბიძა, დაადასტურა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ნამდვილად ავტომანქანით ბავშვის სანახავად მიიყვანა რე---- ტა---ე, თუმცა ის მანქანიდან არ გადმოსულა, ავტომანქანა გააჩერა შორიახლო, რადგან არ სურდა ვითარების დაძაბვა, მაგრამ როცა ბავშვის გადაცემაზე ნინომ უარი განაცხადა, რე----ი გადმოვიდა მანქანიდან და ადასტურებს, რომ იყო რე----ის მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები, მაგრამ მას დანა არ გამოუყენებია; იქ მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს; ( იხ ოქმი 20.12.2018წ);
საქმის განხილვისას მხარეები ბრალდების მხარის დარჩენილ გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე შეთანხმდნენ; დაცვის მხარემ ისინი მიიჩნია უდავოდ; (იხ ოქმი)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ რე---- ტა---ე და ნი------–---ძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას; ასევე დადგენილია, რომ ნა--–---------ე არის - რე---- ტა---ის მეუღლის - ნი------–---ძის დედა.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი (ბრალდების და დაცვის) მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დადგენილება საქმეთა ერთწარმოებად გაერთიანების შესახებ, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეებისა ნი------–---ძის, ნა--–---------ის, და--------–--–ის, მა---–----–---–ის ლი-–-----------ის, თე----- ტა---ის, ზა-------–----ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულ რე---- ტა---ის ნასამართლობის შესახებ ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, მა---–----–---–ის მიერ წარმოდგენილი CD-R დისკის დათვალიერების ოქმით, რე---- ტა---ის და ნი------–---ძის ქორწინების მოწმობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რე---- ტა---ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს ამ ნაწილში არწმუნებს რე---- ტა---ის ბრალეულობაში. სასამართლო განმარტავს, მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მსხვერპლში ბრალდებულის მიერ მუქარის რეალურად განხორციელების შიშის გაჩენა. შესაბამისად განსახილველ ნაწილში წარმოდგენილია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ფაქტის უტყუარად დასადგენად, საიდან გამომდინარეც რე---- ტა---ე ბრალდების განსახილველ ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ;
ასევე მტკიცებულებათა გამოკვლევით და შეფასებით დადასტურებულია, რომ რე---- ტა---ემ ნა--–---------ის (მეუღლის დედის) მიმართ განახორციელა ძალადობა , - დანის ქნევითა და გამოყენებით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები; ბრალდების განსახილველ ნაწილშიც ის ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ;
3.4.სასამართლო განმარტავს, რომ 1261 მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრამვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტი ;
ქმედების სისტემატურ შეურაცხყოფად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ტანჯვას, ასევე მნიშვნელოვანია მისი სისტემატური ხასიათი. სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს შურაცხყოფის მინიმუმ სამი ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია შეურაცხყოფის, შანტაჟის არაერთი ეპიზოდი, ნი------–---ძე მიუთითებდა საქმის განხილვისას არაერთ შემთხვე----ე; შესაძლებელია ის ზუსტად დროებით, - დღისა და საათების მითითებით ვერ იყო მოხსენიებული საქმის განხილვისას სხდომაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სწორედ ოჯახში ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება კონკრეტული ფაქტების მითითება თარიღებისა და საათების დაკონკრეტებით. სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტური მხრივ განსახილველ დანაშაულში მოტივის და მიზნის გამოკვეთას არ აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისთვის; თუმცა ამ ელემენტების გამოკვეთამ შესაძლოა ასახვა ჰპოვოს სასჯელზე, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე.
3.5. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტით დაადგინა, რომ ბრალდებული რე---- ტა---ე 2017 წლის 05 დეკემბრიდან 2018 წლის 21 აგვისტომდე დროის პერიოდში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს - ნი------–---ძეს; რის შედეგადაც მსხვერპლმა განიცადა ფსიქოლოგიური ტრამვა და ფსიქიკური ტანჯვა. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა პირის მიმართ (მეუღლე), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად ;
3.6. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური თუ ფსიქიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.7. ამდენად, დადასტურებულია, რომ რე---- ტა---ის მიერ ჩადენილია ოჯახის წევრის მეუღლის დედის - ნა--–---------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით; ასევე მის მიმართ განხორციელებული ძალადობით; ასევე, თავისი მეუღლის - ნი------–---ძის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფით, შანტაჟით და დამცირებით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რე---- ტა---ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ რევა ტა---ე წარსულში ნასამართლევია სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 18 მაისს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1600 ლარის ოდენობით. სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, ჯარიმის თანხა გადახდილი არ არის და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება; შესაბამისად დანაშაულის ჩადენის დროისათვის რე---- ტა---ე ითვლებოდა ნასამართლევ პირად; აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელი უნდა განისაზღვროს რეციდივის მხედველობაში მიღებით. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულთა ერთობლიობა;
5.7. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ რე---- ტა---ის მიმართ პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით უნდა დაინიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის (ორი ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც სასჯელის ნაწილის უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და რე---- ტა---ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
ნივთიერი მტკიცებულება - მა---–----–---–ის მიერ წარმოდგენილი CD-R დისკი დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი СD-R კომპაქტ დისკი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ რე---- ტა---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,აიფონ 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული პოლიეთილენის პარკში ლუქით - 26/11 პაკეტებისათვის, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული რე---- ტა---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნი------–---ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული რე---- ტა---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნა--–---------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული რე---- ტა---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნა--–---------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი ზომის სასჯელები და რე---- ტა---ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ რე---- ტა---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ რე---- ტა---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ რე---- ტა---ეს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;
ნივთიერი მტკიცებულება - მა---–----–---–ის მიერ წარმოდგენილი CD-R დისკი დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი СD-R კომპაქტ დისკი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ რე---- ტა---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,აიფონ-6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული პოლიეთილენის პარკში ლუქით - 26/11 პაკეტებისათვის, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე