გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
330210018002529588
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/20286-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ეკ------------------ე

წარმომადგენელი - ლე-–--------–--ე

 

მოპასუხე - სს „სა---------–--------ი

წარმომადგენელი - ლე-----------ე

 

დავის საგანი - მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება, სს „კრ------------------------–ოს“ ბაზიდან მოსარჩელის მონაცემების ამოღება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სს „სა---------–--------ის“ მოთხოვნა ეკ------------------ის მიმართ ცნობილ იქნას ხანდაზმულად. დაევალოს მოპასუხეს უზრუნველყოს ეკ------------------ის პირადი მონაცემების ამოღება სს „კრ------------------------–ოს“ ნეგატიურ გადამხდელთა ბაზიდან.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა კომერციულ ბანკებს სესხისა და განვადების მომსახურების მიღების მიზნით, თუმცა ეკ------------------ეს სესხის გაცემაზე უარს ეუბნებოდნენ, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის სს „კრ------------------------–ოს“ შავ სიაში მოხვედრით.

 

სს „კრ------------------------–ოს“ შავ სიაში დაცული ინფორმაციით დადგინდა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მისი მონაცემების გადაცემა განხორციელდა სს „სა---------–--------ის“ მიერ.

 

2008 წლის მაისში ეკ------------------ემ მიმართა სს „პრ----------ს“ საკრედიტო ბარათის დამზადების მოთხოვნით (საკრედიტო ლიმიტი 300,00 ლარი). სს „პრ----------ის“ უფლებამონაცვლეა სს „სა---------–--------ი“, რომელსაც მოსარჩელემ მიმართ თხოვნით, გადაეცა ეკ------------------ისათვის ამ უკანასკნელსა და სს „სა---------–--------ს“ ან ეკ------------------ესა და სს „პრ----------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. მოსარჩელემ ბანკიდან მიიღო მხოლოდ საკრედიტო ბარათის განაცხადი, შესაბამისად, დაუდგენელია ეკ------------------ემ აითვისა თუ არა საკრედიტო ლიმიტი, რა მოცულობით და რა პირობებით. 10 წლის განმავლობაში კრედიტორს არ მიუმართავს სასამართლოსათვის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი განზრახვის შემთხვევაში მოსარჩელე ბანკს დაუმტკიცებდა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

ეკ------------------ეს არ გაუცია თანხმობა მის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისათვის, ამ შემთხვევაში სს „კრ------------------------–ოსათვის“ გადაცემაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელეს ბანკის წინაშე დავალიანება ერიცხება სამი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შესაგებლის წარმოდგენის დროისათვის მოსარჩელის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 1 472,05 ლარსა და 3 912,09 აშშ დოლარს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე საუბრობს ერთ სესხზე, გაურკვეველი რჩება მოთხოვნა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საკრედიტო ბარათის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული კრედიტის მოქმედების ვადა და მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა დამოკიდებულია კრედიტორის მოთხოვნაზე, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ სს „პრ---------ი“ 2015 წლის 11 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეერწყა სს „სა---------–--------ს“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 30-31).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება სს „სა---------–--------სა“ და ეკ------------------ეს შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობის ხანდაზმულობა.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალური სტანდარტის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ, სუსგ, №ას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წელი).

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული შეჯიბრებითობის პრინციპი, პირველ რიგში, გულისხმობს მხარეთა მიერ ფაქტების მითითების სრულ ავტონომიას, რაც შეეხება მათ დამტკიცებას, ეს ის ეტაპია, როდესაც მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ყველა ელემენტის შესახებ და საკითხი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობა-არარსებობის დადგენას ეხება, რასთან ორგანულადაა დაკავშირებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია სს „სა---------–--------ში“ 2018 წლის 22 აპრილს შეტანილი განცხადება, რომლითაც ეკ------------------ემ მოითხოვა მასსა და სს „ტ--- პრ----------ს“ შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ასლი. განცხადების პასუხად მოსარჩელეზე გაიცა საკრედიტო ბარათის განაცხადი, რაც ასევე წარმოდგენილია საქმეში (ს.ფ. 18). საკრედიტო განაცხადის თანახმად, 2008 წლის 20 მაისს ეკ------------------ემ მიმართა სს „ტ--- პრ----------ს“, საკრედიტო ლიმიტის 300,00 ლარის მიღების მოთხოვნით.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა სს „კრ------------------------–ოს“ მიერ გაცემული განვრცობილი საკრედიტო რეპორტი, რომლის თანახმად, ეკ------------------ე, როგორც მოვალე დაფიქსირებულია სს „ტ--- პრ----------ის“ მიერ გაცემული 200,00 აშშ დოლარის კრედიტიდან წარმოშობილ სახელშეკრულებო ურთიერთობაში (ვადაგადაცილებული თანხა 129,00 აშშ დოლარი) ნეგატიური სტატუსით, ასევე ეკ------------------ე წარმოადგენს მოვალეს სს „სა---------–-------ის“ მიერ გაცემული 665,00 აშშ დოლარის კრედიტიდან (ვადაგადაცილებული თანხა 665,00 აშშ დოლარი) და სამომხმარებლო სესხის 396,00 ლარისა(ვადაგადაცილებული თანხა 63 ლარი) და სამომხმარებლო სესხის 2025,00 აშშ დოლარის კრედიტიდან (ვადაგადაცილებული თანხა 2303,00 აშშ დოლარი) გამომდინარე ნეგატიური სტატუსით, და მოსარჩელე წარმოადგენს მოვალეს სს „ვი----------ის“ მიერ გაცემული 2000,00 ლარის სამომხმარებლო სესხის (ვადაგადაცილებული თანხა 2483 ლარი) ურთიერთობის საფუძველზე ნეგატიური სტატუსით (ს.ფ. 21-29).

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა 2008 წლის საკრედიტო ბარათის განაცხადზე, რომლითაც ეკ------------------ემ მოითხოვა 300,00 ლარის სესხის გაცემა სს „ტ--- პრ----------ისაგან“ (იხ, 2018 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:18:41)

 

მტკიცების ტვირთის რეალიზების საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ მართალია, მოსარჩელემ ბანკიდან მიიღო საკრედიტო ბარათის განაცხადი, თუმცა დაუდგენელია ეკ------------------ემ აითვისა თუ არა საკრედიტო ლიმიტი, რა მოცულობით და რა პირობებით. გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის მარწმუნებელს, ეკ------------------ეს არ ახსოვს, როგორც მსესხებელმა რომელი ბანკიდან რა ოდენობის სესხის თანხა მიიღო (2018 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:29:47).

 

სს „სა---------–--------ის“ წარმომადგენელმა სადავოდ არ გადახა ბანკის წინაშე ეკ------------------ის დავალიანების არსებობა, თუმცა სადავოდ გახადა საკრედიტო ურთიერთობის ხანდაზმულობის საკითხი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია სს „სა---------–--------ის“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმად, ეკ------------------ეს 2018 წლის 01 აგვიტოს მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება სამი საკრედიტო ხელშეკრულებიდან (ხელშეკრულების/ანგარიშის ნომერი 2-------, 2-------, 8-----) გამომდინარე, 1 209,41 ლარის, 262,64 აშშ დოლარისა და 3 912,09 აშშ დოლარის ოდენობით (ს.ფ. 58).

 

ეკ------------------ეს არ მიუთითებია მოცემული დავის ფარგლებში მის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის კონკრეტული სახელშეკრულებო საფუძველი, კერძოდ, მას არ მიუთითებია, რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რა პირობებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით ითხოვს მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანდაზმულად აღიარებას. ამასთან, მხარეთა შორის არც არის სადავო ის გარემოება, რომ სს „სა---------–--------ს“ რაიმე მოთხოვნა ეკ------------------ის მიმართ არ დაუყენებია (იხ, 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 16:29:41).

 

იმ შემთხვევაშიც თუ ჩავთვლით, რომ მხარეთა შორის არ არის სადავო დავალიანების არსებობა და მივიჩნევდით რომ მოსარჩელის მოთხოვნა გულისხმობდა ლარის ვალუტაში არსებული დავალიანების (1 209,41 ლარი) ხანდაზმულად ცნობას, ხანდაზმულობის ფაქტის დადგენის საკითხი დადებითად ვერ გადაწყდებოდა. რამდენადაც ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა უპირველესად ფაქტობრივი შეფასების საკითხია, სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ის მინიმალური ფაქტობრივი გარემოებები, რაც ხანდაზმულობის ფაქტის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მატარებელი იქნებოდა, რაც, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია. მაგალითად, ამგვარ საკითხს მიეკუთვნება იმ დროის განსაზღვრა, როცა მოთხოვნის უფლება წარმოეშვა კრედიტორს. მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია სახელშეკრულებო პირობები, კრედიტის დაფარვის დრო და სხვა ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გამოერკვია მომენტი, დრო როდესაც კრედიტორს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება.

 

ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მხარეთა შორის არსებული რომელიმე საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორის, სს „სა---------–--------ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 867-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას განსაზღვრავს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ითხოვს რა ამ ურთიერთობის ხანდაზმულად აღიარებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის განსაზღვრავს სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა უპირველესად ფაქტობრივი შეფასების საკითხია, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით ფასდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე დაადასტურებდა სს „სა---------–--------ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობას, იგი უფლებამოსილი იქნებოდა სსკ-ის 129-ე და 144-ე მუხლებზე მითითებით უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე, რაც კრედიტორს მოთხოვნის იძულებით წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას წაართმევდა.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან ეკ------------------ემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მხარეთა შორის არსებული რომელიმე საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე სს „სა---------–--------ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობა, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას სსკ-ის 144-ე მუხლის გამოყენებით უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნაზე და მის მოთხოვნას გამოაცალოს იძულების წესით მოთხოვნის განხორციელების შესაძლებლობა.

 

6.2. სასამართლო სს „კრ------------------------–ოს“ ნეგატიურ გადამხდელთა ბაზიდან ეკ------------------ის პირადი მონაცემების ამოღების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელემ ვერ შეძლო პირველი მოთხოვნის დამფუძნებელი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და დადასტურება, ასევე იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეს სს „სა---------–--------ის“ წინაშე ერიცხება დავალიანება და ეს ფაქტი არ არის მხარეებს შორის სადავო, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია იმსჯელოს სს „კრ------------------------–ოს“ ნეგატიურ გადამხდელთა ბაზიდან ეკ------------------ის პირადი მონაცემების ამოღების შესახებ მოთხოვნაზე. უფრო მეტიც, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც აღინიშნა, (თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგინდა) ეკ------------------ეს, როგორც მოვალეს ნეგატიური სტატუსი მინიჭებული აქვს სხვადასხვა კრედიტორის წინაშე, რამდენიმე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კერძოდ, სს „ტ--- პრ----------ის“ მიერ გაცემული 200,00 აშშ დოლარის კრედიტიდან წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, სს „სა---------–-------ის“ მიერ გაცემული 665,00 აშშ დოლარის კრედიტიდან და სამომხმარებლო სესხის 396,00 ლარისა და 2025,00 აშშ დოლარის კრედიტიდან გამომდინარე და ასევე სს „ვი----------ის“ მიერ გაცემული 2000,00 ლარის სამომხმარებლო სესხის ურთიერთობის საფუძველზე. ამდენად, ეკ------------------ის მიზანი მოცემული დავის ფარგლებში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, დარჩებოდა მიუღწეველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ)“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს100 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს ბაჟი 100,00 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ეკ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე