გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002339299
#2/785-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.11.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სსიპ დ-–---–----------------------------ო;
წარმომადგენელი - თ---------------------–ი;
მოპასუხე - შპს „ა----------„;
წარმომადგენელი- ვ-–-----------------ე;
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ა--------სს„ მოსარჩელე სსიპ დ-–---–----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 4586.5 ლარის ოდენობით.
1.2. შპს „ა--------სს„ მოსარჩელე სსიპ დ-–---–----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 137.60 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დ-–---–----------------------------ოსა და შპს „ა--------ს„-ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დაიდო #ეტ-14 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, პ-----------------ეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 67260 ლარს. ა----------ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში. აღნიშნული ვადა მხარეთა შეთანხმების აქტით (#ეტ-14-1,12.01.2017) გაგრძელდა 58 კალედარულ დღემდე. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კოტროლისა და ზედამხედველობის მიზნით სსიპ დ-–---–----------------------------ოს 2016 წლის 17 ნოემბრის #5/ა1302 ბრძანებით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი. შპს „ა----------„-ს მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დასრულებული იქნა 2017 წლის 31 იანვარს, 25 დღის დაგვიანებით, რაც დასტურდება ინსპექტირების ჯგუფის წევრებისა და შპს ა----------ს შორის გაფორმებული სამუშაოს დასრულების აქტით. ასევე შპს ა----------ს მიერ მოხდა გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევაც, რაც დატურდება კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.1. და 13.2. პუნქტების საფუძველზე დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა სამუშაოების დასრულების დაგვიანებისათვის შეადგენს 836.5 ლარს, ხოლო გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის 3750 ლარს. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ა----------„-ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოებები, რის გამოც #1 უბანზე არსებული პროექტის შესაბამისად სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა, აღნიშული გარემოების შესახებ იმავე დღეს ეცნობა სსიპ დ-–---–----------------------------ოს წარმომადგენელს (კონტროლის განმახორციელებლ ჯგუფს) და საპროექტო ორგანიზაციის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს (პროექტის ავტორს). სსიპ დ-–---–----------------------------ოს კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფთან და პროექტის ავტორთან ერთად 2016 წლის 26 დეკემბერს (პროექტის დამთავრებამდე 11 დღით ადრე) ახლადგამოვლენილი გარემოებები დათვალიერებული იქნა ობიექტზე და გადაწყდა არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად #ეტ-14 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. სსიპ დ-–---–----------------------------ოს და შპს ა--------ს შორის #ეტ-14-2 ცვლილება (კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად) გაფორმდა მხოლოდ 2017 წლის 23 იანვარს. ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 17 დღის შემდეგ. ამ პერიოდში 2016 წლის 26 დეკემბრიდან 2017 წლის 23 იანვარმდე, 28 დღის განმავლობაში შპს ა----------საგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო #1 უბანზე სამუშაოები შეჩერებული იყო, მიუხედავად ამისა შპს „ა----------„-სათვის გაურკვეველი მიზეზის გამო სამუშაოების დასასრულებლად ხელშეკრულების ვადის გადავადება არ მოხდა. შპს „ა----------„-ს მიერ სამუშაოების დასრულება მოხდა #ეტ-14-2 ცვლილების გაფორმებიდან (2017 წლის 23 იანვარი) 7 დღის განმავლობაში (2017 წლის 31 იანვარს).
ხელშეკრულების 5.7. პუნქტის შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის პარალელურად ცვლილება უნდა შესულიყო გეგმა-გრაფიკში და სამუშაოების დასრულების ვადა გადავადებულიყო პროექტის მიმდინარეობისას საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გამო განაცდური დროის შესაბამისად.
2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული #ეტ14 ხელშეკრულების მიხედვით #2 უბანზე შესასრულებელი სამუშაო დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს, რაც დასტურდება სამუშაოთა წარმოების ჟურნალის ჩანაწერებით და 2016 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული #9 ფარული სამუშაოების აქტით, რომელსაც ხელს აწერს სსიპ დ-–---–----------------------------ოს ინსპექტირების ჯგუფის უფროსი. #2 უბანზე 2017 წლის 25-27 იანვარს ჩატარდა 2017 წლის 23 იანვარს შეთანხმების აქტით #ეტ14-2 დავალებული დამატებითი სამუშაოები, რომელიც თავდაპირველ სახელშეკრულებო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული არ იყო.
შპს ა---------- არ ცნობს გეგმა-გრაფიკის დარღვევის არცერთ ფაქტს. #ეტ14 ხელშეკრულების 13 მუხლის 13.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო. გეგმა გრაფიკში ჩამორჩენის გამოსასწორებლად ხელშეკრულების 13.2. მუხლის თანახმად შპს ა----------ს ვადა 2017 წლის 20 იანვარმდე ჰქონდა, სამუშაოს გასაგრძლებლად აუცილებელი #ეტ14-2 შეთანხმება სსიპ დ-–---–----------------------------ომ მხოლოდ 2017 წლის 23 იანვარს გააფორმა, რის გამოც გეგმა-გრაფიკში ჩამორჩენის გამოსასწორებლად მოცემული 2 კვირიანი ვადა „შემსყიდველი„ ორგანიზაციის მიზეზით უშედეგოდ გავიდა. შესაბამისად შპს „ა----------„-ს ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად გეგმა-გრაფიკში ჩამორჩენის გამოსწორების შესაძლებლობა არ მისცემია. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დ-–---–----------------------------ოსა და შპს „ა--------ს„-ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დაიდო #ეტ-14 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, პ-----------------ეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-09.11.2016 წ ხელშეკრულება #ეტ-14 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #ეტ-14 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 67260 ლარით (ხელშეკრულების 3.2 პუნქტი). #ეტ-14-2 შეთანხმების აქტით სახელშეკრულებო ღირებულება შეიცვალა და განისაზღვრა 66923,71 ლარით. შპს „ა----------„-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში. აღნიშული ვადა მხარეთა შეთანხმების აქტით (#ეტ-14-1,12.01.2017) შეიცვალა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 58 კალენდარული დღის განმავლობაში გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად სამუშაოების ჩამონათვალი, ერთეულის და საერთო ღირებულება გაწერილია შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-09.11.2016 წ ხელშეკრულება #ეტ-14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
-კალენდარული გეგმა-გრაფიკები;
-12.01.2017წ შეთანხმების აქტი #ეტ-14-1;
-პ-----------------ეში დაზიანებული მონაკვეთის ააღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების პროექტის ხარჯთაღრიხვა;
3.1.3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ დ-–---–----------------------------ოს და მოპასუხე შპს „ა----------„-ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კოტროლისა და ზედამხედველობის მიზნით სსიპ დ-–---–----------------------------ოს 2016 წლის 17 ნოემბრის #5/ა1302 ბრძანებით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-17.11.2016 წ #5/ა1302 ბრძანება;
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #ეტ-14 ხელშეკრულების 13.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. 13.2. პუნქტის თანახმად, გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი დარღვეულ (ორი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, 13.1. პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევევისა, თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა გამოწვეულია შემსყიდველის მიზეზით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #ეტ-14 ხელშეკრულება;
3.1.5. 2017 წლის 31 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სამუშაოს დასრულების აქტი #ეტ-14, რომლის თანახმად, სსიპ დ-–---–----------------------------ოს და შპს ა----------ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება #ეტ-12-ით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ: პ-----------------ის ბუნების ძეგლის დაზიანებული სანაოსნო მონაკვეთის აღდგენის სამუშაოების დასრულებულია. აქტს ხელს აწერს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი, დაცვის განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი და შპს „ა----------ს„ დირექტორი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-სამუშაოს დასრულების აქტი #ეტ-14, 31.01.2017წ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „ა----------„-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში, რაც მხარეთა შორის 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული #ეტ-14-1 შეთანხმებით განისაზღვრა 58 დღით. ანუ პ-----------------ეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 06 იანვარს. დადგენილია, რომ შპს „ა--------სმა„ სამუშაოები დაასრულა 2017 წლის 31 იანვარს.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 25 დღე. ასევე მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებით იქნა შესრულებული ცალკეული სამუშაოები, კერძოდ: 1. სამშენებლო სამუშაოები (წყლის ამოტუმბვა). 2017 წლის 12 იანვრის შეთანხმების აქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 06 იანვარს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა გრაფიკით გათვალისწინებულ პერიოდზე ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 21 დღე.
უბანი #1-ის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 04 იანვარს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ პერიოდზე გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 23 დღეს.
უბანი #2-ის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 27 დეკემბერს. სამუშაოთა წარმოების ჟურნალის გათვალისწინებით დასრულდა 2017 წლის 27 იანვარს. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 31 დღეს.
მიმწოდებლის მიერ დარღვეულია 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმებული #ეტ-14 ხელშეკრულების 13 მუხლის 13.1. და 13.2. პუნქტის მოთხოვნები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 25 დღეს. ხოლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაცილების დღეების რაოდენობა შეადგენს 75 დღეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-09.11.2016 წ ხელშეკრულება #ეტ-14 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
-კალენდარული გეგმა-გრაფიკები;
-12.01.2017წ შეთანხმების აქტი #ეტ-14-1;
-22.05.2017წ კონტროლის განმახორციელებული ჯგუფის დასკვნა #2;
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.2. 2017 წლის 09 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევის თაობაზე და განესაზღვრა ვადა პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-09.06.2017 წლის წერილი;
3.2.3. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება 3.2.1. პუნქტში მითითებულ გარემოებას. მოპასუხის განმარტებით 2016 წლის 24 დეკემბერს სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოებები, რის გამოც #1 უბანზე არსებული პროექტის შესაბამისად სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ დ-–---–----------------------------ოს. 2016 წლის 26 დეკემბერს (პროექტის დამთავრებამდე 11 დღით ადრე) ახლადგამოვლენილი გარემოებები დათვალიერებული იქნა ობიექტზე და გადაწყდა არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად #ეტ-14 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, რაც განხორციელდა 2017 წლის 23 იანვარს. ხელშეკრულებით მიმწოდებელს სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრული ჰქონდა 58 დღე, მიმწოდებელს სამუშაოს შესასრულებლად 23 იანვრიდან 11 დღე დარჩენილი ჰქონდა და მოსარჩელეს ეს ვადა უნდა გაეთვალისწინებინა. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება. თუ არ მოეწყობოდა სვეტები, ვერ შესრულდებოდა სხვა სამუშაოები, სვეტების დამაგრება გათვალისწინებული იქნა 2017 წლის 23 იანვრის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით. ამასთან ხელშეკრულების 5.7. პუნქტის თანახმად ვერ მოხდებოდა სამუშაოს შერულება თუ არ განხორციელდებოდა შესაბამისი დამატება ან თანხმობა დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხე მხარის ახსნა განმარტება;
-2016 წლის სამუშაოთა წარმოების ჟურნალი;
-09.11.2016 წ ხელშეკრულება #ეტ-14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
3.2.4. 2017 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი #ეტ-14-2, რომლითაც შემცირდა სახელშეკრულებო ღირებულება 336,29 ლარით. ამავე შეთანხმების აქტის მე-2 პუნქტის თანახმად შპს ა----------ს მიერ 10 დეკემბრის #229 წერილში მოყვანილი საკითხები გათვალისწინებული იქნა მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა ფორმა #2-ში. ასევე განისაზღვრა ხარჯთაღრიცხვა შეთანხმების აქტზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება. გაუთვალისწინებელ სამუშაოებში შედიოდა რკინაბეტონის რიგელის და სვეტების ზედაპირის დაფარვა და სხვა.
დადგენილია, რომ შპს ა----------„-მა სამუშაოები დაასრულა #ეტ-14-2 ცვლილების გაფორმებიდან (2017 წლის 23 იანვარი) 7 დღის განმავლობაში (2017 წლის 31 იანვარს).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-23.01.2017 წ შეთანხმების აქტი #ეტ-14-2
-კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა;
-09.11.2016 წ ხელშეკრულება #ეტ-14 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
3.2.5. სასამართლოს ასევე დადგენელად მიაჩნია, რომ #2 უბანზე შესასრულებელი სამუშაო დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს, რაც დასტურდება სამუშაოთა წარმოების ჟურნალის ჩანაწერებით და 2016 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული #9 ფარული სამუშაოების აქტით, რომელსაც ხელს აწერს სსიპ დ-–---–----------------------------ოს ინსპექტირების ჯგუფის უფროსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 629-ე, 327-ე, 400-401-ე, 417-ე, 418-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
6.2. უდავოა, რომ დავა რომლითაც მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას მოპასუხეზე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის და გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო, გამომდინარეობს სსიპ დ-–---–----------------------------ოს და შპს „ა----------„-ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული #ეტ-14 ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვით ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, პ-----------------ეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულებების საგანზე - პ-----------------ეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით ჩასატარებელი სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 67260 ლარით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოთა შესრულების ვადაზე - შპს „ა----------„-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში. აღნიშული ვადა 2017 წლის 12 იანვრის მხარეთა შეთანხმების აქტით (#ეტ-14-1) შეიცვალა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 58 კალენდარული დღის განმავლობაში (2017 წლის 06 იანვრის ჩათვლით) გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად სამუშაოების ჩამონათვალი, ერთეულის და საერთო ღირებულება გაწერილია შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო პირობები, რის გამოც მას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარე არ დავობს ვალდებულების შესრულებაზე, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ სამუშაოს დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება;
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოებები, რის გამოც #1 უბანზე არსებული პროექტის შესაბამისად სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. 2016 წლის 26 დეკემბერს (პროექტის დამთავრებამდე 11 დღით ადრე) ახლადგამოვლენილი გარემოებები დათვალიერებული იქნა ობიექტზე და გადაწყდა არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად #ეტ-14 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. 2017 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით #ეტ-14-2 დადგენილია, რომ სსიპ დ-–---–----------------------------ოს და შპს ა--------ს შორის შედგა შეთანხმების აქტი #ეტ-14-2, რომლითაც შემცირდა სახელშეკრულებო ღირებულება 336,29 ლარით. ამავე შეთანხმების აქტის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს ა----------ს მიერ 10 დეკემბრის #229 წერილში მოყვანილი საკითხები გათვალისწინებული იქნა მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა ფორმა #2-ში. ასევე განისაზღვრა ხარჯთაღრიცხვა შეთანხმების აქტზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება. გაუთვალისწინებელ სამუშაოებში შედიოდა რკინაბეტონის რიგელის და სვეტების ზედაპირის დაფარვა და სხვა. მხარეებს შორის #ეტ14-2 ცვლილება კორექტირებული საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდა 2017 წლის 23 იანვარს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსისტიტის წერილის თანახმად გასამაგრებელ #1 უბანზე, სამუშაოების მსვლელობის პროცესში საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, საჭირო გახდა საყრდენი სვეტის 16 ცალი ანკერით მიმაგრება გვერდით ძირითად ქანზე. აღნიშნული წერილით ასევე დასტურდება, რომ აუცილებელი იყო წყლიდან ქვიშის დამატებითი მასის გატანა წყალდიდობის გამო. საჭირო გახდა მღვიმიდან გამოსული წყლის მიმღები მდინარის კალაპოტის გაწმენდა (დაგდება), რამაც მოითხოვა დამატებითი კვლევითი სამუშაოების ჩატარება.
ხელშეკრულების 5.7. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო მოეპოვებინა შემსყიდველის თანხმობა ნებისმიერ გადახვევაზე, მასთან შეთანხმებული გეგმებიდან, ნახაზებიდან და მასალებიდან, რომელთა ნიმუშები უკვე წარედგინა შემსყიდველს. ამასთან მიმწოდებელი არ იყო უფლებამოსილი დამატებით საზღაურისა და გრაფიკის გაგრძელებაზე, თუ არ განხორციელდებოდა შესაბამისი დამატება ან არ იქნებოდა მიღებული დამკვეთის წერილობითი თანხმობა (განკარგულება ან შესაბამისი წესით გაფორმებული შეთანხმების აქტი) აღნიშნული სამუშაოს შესრულებაზე. აღნიშნული შეთანხმების გათვალისწინებით მიმწოდებლის მიერ 23 იანვრამდე სამუშაოს შესრულება შეჩერებული იყო.
წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, შპს ა----------„-მა სამუშაოები დაასრულა #ეტ-14-2 ცვლილების გაფორმებიდან (2017 წლის 23 იანვარი) 7 დღის განმავლობაში (2017 წლის 31 იანვარს). მოსარჩელე მხარეს ზემოთაღნიშნული გარემოების მიუხედავად მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების 13.2. პუნქტის შესაბამისად არ განუსაზღვრია ორ კვირიანი ვადა გაესწორებინა არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებთან.
ხელშეკრულების 13.1 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად, წარმოდგენილი გეგმა გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი დარღვეულ (ორი კვირა) და შემდგომ პერიოდზე 13.1. პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველვადაგადაცდენილ დღეზე 50 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა გამოწვეულია შემსყიდველის მიზეზით.
მართლია, ხელშეკრულებების 13.1. და 13.2. პუნქტებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა, მათი დარიცხვის წესი და ოდენობა, რომელიც მხოლოდ მაშინ იწყებდა ამოქმედებას თუკი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელი 2 კვირის ვადაში არ გაასწორებდა არსებულ ჩამორჩენას გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების იმ პირობის დარღვევაში, რომელიც ეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების და გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევით შესრულებას, მოპასუხე მხარეს ბრალი არ მიუძღვის, რადგან მხარეებს შორის #ეტ14-2 ცვლილება კორექტირებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდა 2017 წლის 23 იანვარს. რის გამოც #1 უბანზე 23 იანვრამდე სამუშაოს შესრულება შეჩერებული იყო. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება.
2016 წლის 09 ნოემბრის #ეტ14 ხელშეკრულების 13 მუხლის 13.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რადგან სამუშაოს გასაგრძლებლად აუცილებელი #ეტ14-2 შეთანხმება სსიპ დ-–---–----------------------------ომ მხოლოდ 2017 წლის 23 იანვარს გააფორმა, რის გამოც გეგმა-გრაფიკში ჩამორჩენის გამოსასწორებლად მოცემული 2 კვირიანი ვადა „შემსყიდველი„ ორგანიზაციის მიზეზით უშედეგოდ გავიდა. შესაბამისად შპს „ა----------„-ს ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად გეგმა-გრაფიკში ჩამორჩენის გამოსწორების შესაძლებლობა მოპასუხეს არ მისცემია.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ #2 უბანზე შესასრულებელი სამუშაო დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოთა დასრულება დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული სამუშაოთა დასრულების აქტით. 2016 წლის სამუშაოთა წარმოების ჟურნალში არსებული ჩანაწერის თანახმად, 2016 წლის 27 დეკემბერს დათვალიერდა #2 უბანი და შედგა ფარული სამუშაოს შესახებ აქტი #8. დასრულდა #2 უბანზე ძირითადი ქანის ბურღვის სამუშაოები და მასში ლითონის უჟანგავი ანკერების მოწყობის სამუშაოები. 2016 წლის 28 დეკემბერს შედგა ფარული სამუშაოს შესახებ აქტი #9. აღნიშნული აქტის თანახმად შემოწმებული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში პ-----------------ეში სანაოსნოს ტერიტორია უბანი #2, შემოწმების შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა.
წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ #2 უბანზე მიმწოდებლის მიერ სამუშაო შესრულებული იქნა გეგმ-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში და შპს „ა----------„-ს მიერ #2 უბანზე ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ იკვეთება რა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რის გამოც ამ უკანასკნელს არ უნდა დაეკისრო პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მხარის კეთილსინდისიერება, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ გამოავლინა და სწორედ კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე განახორციელა ყველა ის ქმედება, რითაც საერთო ჯამში, არ დაზიანებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო შედეგები. ასევე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო არის ხელშეკრულების შესრულების გარანტია და ერთგვარი იძულებითი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა და მხარეებისთვის წინასწარ იყოს მოსალოდნელი ის „დამსჯელი“ შედეგი, რაც თან ახლავს მათ არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასა თუ არაჯეროვან შესრულებას. სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 137 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა
1. სსიპ დ-–---–----------------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე