გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
010210116001428417
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010210116001428417

N2/2157-16.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომისმდივანი - თამარ გიორგაძე

მოსარჩელე - სს „ია----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--ში“, შპს „ია-–--ნ მა------ი“

წარმომადგენლები- და---ლ ხი-----ე, და--თ მე----ე

მოპასუხე -ალ----ი ოვ-------ო

წარმომადგენელი - თა--რ ბა-------ე

დავის საგანი - საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არაქონებრივი ზიანის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს ალ----ი ოვ-------ოს სს „ია----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--ში“ და შპს „ია-–--ნ მა------ის“ სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება თითოეულზე 10000 ლარის ოდენობით.

1.2. დაევალოს ალ----ი ოვ-------ოს სს „ია----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--ში“ და შპს „ია-–--ნ მა------ის“ მიმართ გააკეთოს წერილობითი განცხადება იმის შესახებ, რომ ია-–--ნ მა------ი არ არის ქურდი, მატყუარა და თაღლითი.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2012 წლის 10 ივლისს, ალ----ი ოვ-------ოსა და სს „ია----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--ში“ (შემდეგში სს “ია-ფეთ ია-–--ნი“) შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N16-ში მდებარე ბინა N339, სამომავლო საკუთრების უფლებით გადაეცა მოპასუხეს. 2014 წლის 19 ნოემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ბინაში დამატებითი სამუშაოების შესრულების პირობით. ალ----ი ოვ-------ოს მიერ გამოთქმული პრეტენზიის გამო მოსარჩელემ შესასვლელი კარი შეცვალა ახლით, 2016 წლის 11 თებერვლის ხელშეკრულებით მიყვანილი იქნა ბინამდე გაზი, ელექტროენერგია. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ სახელი და რეპუტაცია შეულახა კომპანიას, რაც გამოიხატა სს “ია-ფეთ ია-–--ნის“ ოფისის და ია-–--ნ მა------ის წინ შეურაცხმყოფელი წარწერის მქონე პლაკატის საჯაროდ გამოფენაში. კერძოდ, ალ----ი ოვ-------ომ კომპანიის ოფისისა და შპს „ია-–--ნ მა------ის“ წინ, ამ უკანასკნელის გახსნის დღეს, გამოფინა პლაკატი წარწერით „ია-–--ნ ჯგუფი მატყუარა“, „ია-–--ნ ჯგუფი თაღლითი“. კომპანიები ბათუმში ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს, თავისი ქმედებით კი მოპასუხე შეეცადა ჩაეშალა მოსარჩელეების ნორმალური ფუნქციონირება. ცდილობდა გავლენა მოეხდინა პოტენციურ მყიდველებზე და ტურისტებზე, შელახა კომპანიის იმიჯი. მოსარჩელეთა პოზიციით სიტყვა „თაღლითი“ სისხლისსამართლებრივი დატვირთვის ტერმინია და წარმოადგენს მცდარ ფაქტს და არა აზრს. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოპასუხემ დარღვია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მიაყენა მათ არაქონებრივი ზიანი, შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის 2012 წლის 10 ივლისს ნამდვილად გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად ბინის საერთო ფართი შეადგენდა 60.4 კვმ-ს. წინარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად ნასყიდობის სრული საფასური შეადგენდა 42280 აშშ დოლარს, კომპლექსი უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 1 მარტიდან 30 თვის ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ დროულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, მოსარჩელის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების 3.1 და 3.2 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებები: არ ჩასვა რკინის კარი, არასათანადოდ მოჭიმა იატაკი, სადარბაზო მოპირკეთდა არა შეთანხმებული მასალით, კარ-ფანჯრის ღიობები დამუშავდა არაჯეროვნად. შენობი ექსპლოატაციაში მიღება გადავადდა 2016 წლის 28 აგვისტომდე.

 

2016 წლის 27 დეკემბრის მორიგების აქტით მოსარჩელე სს „ია----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--ში“ და მოპასუხე ალ----ი ოვ-------ოს შორის შედგა საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დაუბრუნდა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური. მოპასუხე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმებით მოსარჩელემ აღიარა ის გარემოება, რომ მიაწოდა მოპასუხეს ნაკლიანი ნივთი. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ არ დაურღვევია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგან მის მიერ გამოხატული იქნა პროტესტი ნაკლიანი შესრულების გამო, ხოლო სიტყვა „თაღლითი“ ალ----ი ოვ-------ოს მიერ აღიქმული იქნა არა ფაქტის კონტექსტით, არამედ წარმოადგენს მოპასუხის აზრს, რომელზედაც არ მოქმედებს კანონით დადგენილი შეზღუდვა. ამასთან, წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე არ არის იურისტი და მას კარგად არ ესმის ქართული სიტყვის „თაღლითი“ მნიშვნელობა. ასევე, არ იცის, რომ აღნიშნული ტერმინი სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის დასახელებაა. ამდენად, გამოხატული პროტესტი იყო მისი სუბიექტური დამოკიდებულება იმ უმართლობაზე, რაც მოსარჩელე სს „ია----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--ში“ მხრიდან მის მიმართ ჰქონდა ადგილი. ასევე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მეორე მოსარჩელე შპს „ია-–--ნ მა------ის“ მოთხოვნა უსაფუძვლოდა დაუსაბუთებელია, ვინაიდან პროტესტი მიმართული იყო არა მის, არამედ სს „ია-ფეთ ია-–--ნის“ მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს „ია-ფეთ ია-–--ნი“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ქ. ბათუმში ახორციელებს მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას. შპს „ია-–--ნ მა------ის“ საქმიანობის სფეროა სუპერმარკეტების ქსელი. სს „ია-ფეთ ია-–--ნის“ ადმინისტრაციული ოფისი და შპს „ია-–--ნ მა------ის“ ერთ-ერთი სუპერმა------ი მდებარეობს ერთ შენობაში, ერთმანეთის გვერდით.

 

2012 წლის 8 ივნისს, ალ----ი ოვ-------ოსა და სს „ია-ფეთ ია-–--ნს“ შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N16-შიმდებარე ბინა N339 სამომავლო საკუთრების უფლებით გადაეცა მოპასუხეს. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 42280 აშშ დოლარით, გადახდის დროისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1.2 მუხლის თანახმად გამყიდველი იღებდა ვალდებულებას დაესრულებინა მშენებლობა და საცხოვრებელი ბინის მყიდველისათვის გადაეცა 2012 წლის 1 მარტიდან არაუგვიანეს 30 თვის ვადაში.

 

2016 წლის 27 დეკემბრის მორიგების აქტით (შეთანხმება საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულების გამო საარბიტრაჟო დავის შეწყვეტის მორიგების აქტის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ) 2016 წლის 27 დეკემბერს შეწყდა სს „ია-ფეთ ია-–--ნსა“ და ალ----ი ოვ-------ოს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავა მორიგებით. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა და ალ----ი ოვ-------ოს დაუბრუნდა მის მიერ საცხოვრებელი ბინის შეძენისათვის გადახდილი ნასყიდობის საფასური.

 

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

-წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.42-48)

-საარბიტრაჟო შეთანხმება (ს.ფ. 162-165)

 

3.2. დადგენილისადავოფაქტობრივიგარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთ დასკვნებით.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ პირნათლად შეასრულა მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხე აცხადებს, რომ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შესრულდა, რის გამოც მხარე იძულებული გახდა მიემართა არბიტრაჟისთვის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, ხოლო საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო აქცია გამართა მოსარჩელის სს „ია-ფეთ ია-–--ნის“ იურიდიულ მისამართზე პლაკატით, რომლის წარწერის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში: „ფრთხილად! ია-–--ნ-ჯგუფი თაღლითობს“. აღნიშნული წარწერით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ფოტოსურათი, რომელზედაც მოპასუხე ალ----ი ოვ-------ოა გამოსახული (ს.ფ. 50)

 

მოცემულ საქმეში, დავის საგანია პლაკატზე არსებული წარწერა თავისი შინაარსით „აზრია“, თუ „არსებითად მცდარი ფაქტი“.

 

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ წარწერა პლაკატზე შეიცავდა მითითებას ფაქტის შესახებ, ვინაიდან, მოპასუხემ სიტყვით „თაღლითობს“, მიუთითა კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის არსებობაზე. ამასთან, მათი მოსაზრებით ალ----ი ოვ-------ომ შეგნებულად აირჩია საპროტესტო ადგილად მოსარჩელების იურიდიული მისამართი, ოფისისა და მარკეტის შესასვლელი, რათა საჯაროდ მომხდარიყო მათი იდენტიფიცირება საპროტესტო პლაკატზე არსებულ წარწერასთან - „ია-–--ნ-ჯგუფი“, იმის გამო, რომ ორივე იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებაში ასახულია ეს სიტყვა. მოპასუხე განმარტავს, რომ პლაკატზე არსებული წარწერა წარმოადგენს მოპასუხის აზრს, ესაა მისი უარყოფილი დამოკიდებულება იმ ფაქტის მიმართ, რომ საცხოვრებელი ბინა არ ჩაბარდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხის. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ალ----ი ოვ-------ო არ არის იურისტი და მისთვის უცნობია სისხლისსამართლებრივი ტერმინი „თაღლითობა“, ამასთან, ეროვნებით რუსია, სიტყვა „თაღლითი“ მისთვის ასოცირდება მოტყუებასთან, მან თავი იგრძნო მოტყუებულად და თავისი აზრი გამოხატა საპროცესო აქციით.

 

სასამართლომ უნდა დაადგინოს ალ----ი ოვ-------ოს მიერ პლაკატით საჯაროდ გავრცელებული განცხადება მოსარჩელე კომპანიების საფირმო სახელწოდების მითითებით, წარმოადგენს მოსარჩელეთა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. წარწერა პლაკატზე ცილისწამებაა, რომელმაც შელახა იურიდიული კომპანიების საქმიანი რეპუტაცია, თუ „აზრია“ და არ არსებობს მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობა მოსარჩელეების საქმიანი რეპუტაციის დასაცავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018წ.გვ.9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მე-6 პუნქტით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. მე-2 პუნქტით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში კანონი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს, რომლის თანახმად მტკიცების ტვირთის მატარებელია შეზღუდვის ინიციატორი, რომელიც ვალდებულია შეზღუდვის აუცილებლობა დაადასტუროს სათანადო მტკიცებულებებით.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ბ) პუნქტის თანახმად "აზრი" განიმარტება, როგორც – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე მუხლის ე) პუნქტით ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანისმიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

 

სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა და შეფასებას, რომლის სისწორე და მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა (სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 ).

 

მყარად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარწერა პლაკატზე „ფრთხილად! ია-–--ნ-ჯგუფი თაღლითობს“, თავისი შინაარსით არის აზრი და არა არსებითად მცდარი ფაქტის კონსტატაცია. პლაკატზე არსებული ფრაზა არ აღწერს, არ გადმოგვცემს რაიმე ფაქტის შინაარსს. ის არ შეიცავს გადამოწმებად ინფორმაციას. ის გამოხატავს წარწერის ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას ადრესატის მიმართ, მის განწყობას. წარწერა არ ახდენს საჯარო პროტესტის იდენტიფიცირებას რაიმე კონკრეტულ ფაქტობრივ მოცემულობასთან და წარმოდგენილი ფორმით ვერ მოხდება მისი დაკავშირება რომელიმე ობიექტურად არსებულ გარემოებასთან. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ არის პროფესიით იურისტი და მის აღქმაში სიტყვა „თაღლითი“ ვერ იქნება გაიგივებული სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ დანაშაულის შემადგენლობასთან. ამავე დროს, იგი რუსულენოვანია და შესაძლებელია, საერთოდ ვერ აღიქვამდეს სიტყვის, როგორც სისხლის სამართლებრივი ტერმინის დატვირთვას.

 

ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე -სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.). მითითებული წარწერა ზოგადი ხასიათისაა, რის გამოც მისი გადამოწმება შეუძლებელია. ეს უფრო თვალსაზრისია, რომელიც გამოხატავს წარწერის ავტორის პოზიციას და არა ფაქტს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ განახორციელა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის გარკვეული ინფორმაციის მატარებელია მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა ანუ ის თუ რამდენად იქნა დაცული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია მხოლოდ ის თუ რა მოვლენები უძღოდა წინ მოსარჩელის საჯარო პროტესტს და არა რეალურად დაირღვა თუ არა ხელშეკრულება. მოსარჩელეები არ უარყოფენ, რომ ობიექტურად დავა არსებობდა, რასაც შეეძლო გამოეწვია მოპასუხის მხრიდან საკუთარი სუბიექტური აზრის გამოთქმა. როგორც აღინიშნა, მოცემული დავის საგანი არ არის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ეს გარემოება კვლევის საგანი გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებულ წარწერას მიენიჭებოდა "ფაქტის" განმარტება და მტკიცების საგანში შევიდოდა იმის დადგენა არის აღნიშნული ფაქტის რეალური თუ შეიცავს დიფამაციურ ელემენტებს ადრესატის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციონაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ია----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--ში“, შპს „ია-–--ნ მა------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით ყველას აქვს უფლებa გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედუელებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯაროხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განთავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის ანუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება და ექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

ევროსასამართლომ არაერთ პრეცენდენტულ გადაწყვეტილებაში განმარტა, თუ რას მოიცავს ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აზრის გამოხატვის თავისუფლების მასშტაბები და როგორია თავისუფლების ამ სფეროში ჩარევის ობიექტურად და გონივრულად დასაშვები და გამართლებადი ფარგლები.

 

უდიდესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს „ფაქტები“ და „მოსაზრება“/მსჯელობა. თავის მხრივ, ფაქტების არსებობა დასაშვებად მიიჩნევდა მათ დადასტურებას, მაშინ როცა „მოსაზრების“/“შეხედულების“ დადასტურება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამდენად, იგი განეკუთვნება შეხედულებათა თავისუფლების სფეროს და დაცულია კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით (LINGENCE v. AUSTRIA, 8 ივლისი, 1986 წელი, განაცხადის N9815/82; OBERSCHLICK v. AUSTRIA, 1 ივლისი, 1997 წელი, განაცხადის N 20834/92).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

კერძო პირის ცილისწამების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების იურიდიულ შემადგენლობას განსაზღვრავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი და სავალდებულოდ მიიჩნევს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობას: ა) გავრცელებული ინფორმაცია უნდა ეხებოდეს მოსარჩელეს; ბ) გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი; გ) გავრცელებული ინფორმაცია ზიანს უნდა აყენებდეს პირის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარეს იურიდიული პირი წარმოადგენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება, აგრეთვე, იურიდიულ პირებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ ამ ნორმის სუბიექტად აღიარებულია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მე-10 მუხლი ვრცელდება „ყველაზე“, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე (Autronic AG v Switzerland, 1990, §47). სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილიდან, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ბრალეული შელახვა), მართალია, გამომდინარეობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუმცა იურიდიული პირის სარჩელთან მიმართებით სასამართლო პრაქტიკით დადგენილია დამატებითი შეზღუდვები. იურიდიული პირი გათანაბრებულია ფიზიკურ პირთან ყველა იმ უფლებაში, რომელიც თვისობრივად არ უკავშირდება ადამიანს. „იურიდიულ პირს არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული ისეთი სიკეთე, როგორიცაა პირადი ხელშეუხებლობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, ასევე, მორალურ განცდებთან დაკავშირებით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი არ შეიძლება მიადგეს იურიდიულ პირს, რადგან მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა, და სხვა). ამდენად, იურიდიული პირის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იურიდიულად უსაფუძვლოა“ (სუსგ N3კ/924-01 26/12/01წ).

 

იურიდიული პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საქმიანი რეპუტაცია, რომლის შელახვის გამო, შესაძლოა, განხილულ იქნას მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი. საქმიანი რეპუტაციის შელახვა სახეზეა მაშინ, თუ გავრცელებული ცნობები ზეგავლენას ახდენს და ეწინააღმდეგება პირის მიერ შერჩეულ საკუთარ „საბაზრო სახეს“, ანუ კომერციულ შეხედულებას, რომლის დამკვიდრებაც იურიდიულ პირს სურს საზოგადოებაში და გავრცელებული ინფორმაცია მას მესამე პირებთან საქმიან ურთიერთობებში განაცდევინებს მარცხს.

 

იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

ამდენად, პირველ რიგში სასამართლოს კვლევის საგანია საჯაროდ გავრცელდა „აზრი“ თუ „არსებითად მცდარი ფაქტი“ და სახეზეა თუ არა ზიანი, რომელიც მიადგა პირის საქმიან რეპუტაციას.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ გამონათქვამი - „ფრთხილად! იალჩინ-ჯგუფი თაღლითობს“. წარმოადგენს მოპასუხის აზრს და აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ.

 

6.2. როგორ აღნიშინა, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის დაცვა, აუცილებელია არსებობდეს განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო ასეთი ფაქტი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. მოსარჩელეთა წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე მიუთითებდნენ, რომ როგორ ერთ, ისე მეორე კომპანიას შეელახა საქმიანი რეპუტაცია. პროტესტის მითითებული ფორმა, მათი აზრით პოტენციურ კლიენტს აფიქრებინებს საქმიანი ურთიერთობა არ დაიჭიროს მოსარჩელე სამშენებლო კომპანიასთან, ხოლო სუპერმარკეტის გახსნის დღეს მის შესასვლელთან გამოხატული საჯარო პროტესტი, სახელს უტეხს ამ ქსელის სუპერმარკეტების საქმიან იმიჯს.

 

ცილისმწამებლური ან არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელების დადგენის შემთხვევაშიც კი, მოპასუხეს ვერ დაეკისრება იურიდიული პირების სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ზიანის მიყენება ვერ გამოიხატება არაქონებრივ ზიანში, ვინაიდან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სუბიექტები შეიძლება მხოლოდ ფიზიკური პირების იყვნენ. სარჩელის და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა მითითება ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტზე იყო ფორმალური და ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება. მხარე მხოლოდ ზეპირ განცხადებებს აკეთებდა არსებული ან მოსალოდნელი ზიანის არსებობაზე, საქმიანი იმიჯის შელახვაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმიანი რეპუტაციის შელახვა სახეზეა მაშინ, თუ დასტურდება კონკრეტული ზეგავლენა, რომელიც ქმედების განხორციელების უშუალო შედეგია. ზიანის მიყენების ფაქტის შესაბამისი მტკიცებულებებით დაუდასტურებლობა დიფამაციიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეზე თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 ლარის დაკისრება. სასამართლოსთვის გაუგებარია მოთხოვნილი თანხა რა პრინციპითაა გათვლილი. საქმიანი რეპუტაციის შელახვის შეფასება უნდა მოხდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელი არ შეიცავს შესაბამის მოთხოვნას, თუ სად და რა ფორმით უნდა მოხდეს წერილობითი განცხადების გამოქვეყნება. სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურ ბუნებას და მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამდენად, სასამართლო ვერ განსაზღვრავს, თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების ან შეცვლის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ მხარის უფლებამოსილებაში შედის, რაც მან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განახორციელოს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფობაჟი 800 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ დავაზე შეადგენს 700 ლარს (600 ლარი ფულის გადახდევინების შესახებ საქჩელზე-სსსკ-ის 41.1 მუხლის ა) ქვეპუნქტი და 100 ლარის არაქონებრივ დავაზე-სსსკ-ის 39.1 მუხლის თ) ქვეპუნქტი) სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 700 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 100 ლარი უნდა დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სს „ია----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--ში“, შპს „ია-–--ნ მა------ი“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 700 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სარჩელის აღძვრის გამო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 100.00 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეებს უკან. (საგადასახადო დავალება N1; გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი" საბიუჯეტო შემოსავლის კოდი - 300693150; მიმღების დასახელება - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22)

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილები სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლადაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე