განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002778176
№1/360-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24.12.2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: ირაკლი შენგელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე: დ----- გ------,ბრალდებული: ი-----–- ა-------,მამის სახელი: ე-–------,დაბადებული: 0----.1--- წელი,დაბადების ადგილი: ხობი, ა---–--------–-,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 5----------,ნასამართლეობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ხობი, ა---–--------–-.
კვალიფიკაცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა ბრალდებულ ი-----–- ა-------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ ი-----–- ა-------ს სისხლის სამართლის №045131218001 საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ი-----–- ა-------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ი-----–- ა------- ქ ფოთში, პ------ ი-----ს ქუჩა N23-ში მდებარე შპს „ს-------------- კ-–--- კ---–----- 1----ის ს----------“-დან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 3000 ლარად ღირებულ 38 ცალ ლითონის ფირფიტას, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- ა-------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2018 წლის 23 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ ბრალდებულ ი-----–- ა-------სათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამავე დღეს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ ი-----–- ა-------სათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2018 წლის 24 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ე---–---- ბ------მ, ბრალდებულმა ი-----–- ა-------მ და ბრალდებულის ადვოკატმა დ----- გ------მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
ბრალდებულ ი-----–- ა-------ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, ადვოკატ დ----- გ------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ ი-----–- ა-------ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2018 წლის 22 დეკემბერს შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ ი-----–- ა-------ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული ი-----–- ა------- აღიარებს დანაშაულს.
ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ი-----–- ა------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, პროკურორმა ე---–---- ბ------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 22 დეკემბერს ბრალდებულ ი-----–- ა-------სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
ი-----–- ა------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ ი-----–- ა-------სათვის წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მათ მსჯავრი უნდა დაედოს ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ ი-----–- ა-------ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
ი-----–- ა-------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულის წარმომადგენლის ვ------- თ----------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ--–- შ-----–--ს, გ--–- ბ------–---ს, ი-----–- ა-------ს, ო----- გ-----–--ს, ე-–---- წ----–-----ს და ზ----- გ---–---ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები - ლითონის ფირფიტები და ჯართის მიღების ჟურნალი, შპს „ს-------------- კ-–--- კ---–----- 1----ის ს----------“-დან , მიღებული წერილით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ ი-----–- ა-------ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ ი-----–- ა-------ს შორის, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით, 2018 წლის 22 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ი-----–- ა------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-----–- ა-------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. მსჯავრდებულ ი-----–- ა-------ს ქცევაზე კონტროლი საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
6. ი-----–- ა-------ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიდებულებათა ბედი:
- 09 ცალი ლითონის ფირფიტა, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ შპს „ს-------------- კ-–--- კ---–----- 1----ის ს---------“-ს.
8. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა, ი-----–- ა-------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ, დარჩეს განუხილველი.
9. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე