გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
330210018002709318
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32332-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - შპს „ყა-------------------–--ი“

წარმომადგენელი - გი----------–---–ი

მოპასუხე - შპს „ჯო-------------------------------ი“

წარმომადგენელი - იო----------–--–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ჯო-------------------------------ს“ შპს „ყა-------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 941,70 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 14 აგვისტოს ქალაქ თ---–--–-, წ-------–-- მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი დ----- მ----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 378,76 ლარი.

 

2018 წლის 18 მაისს ქალაქ თ---–--–-, ნ--–--------------ის მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ზ-----------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 483,35 ლარი.

 

2017 წლის 04 ივნისს ქალაქ თ---–--–-, შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ბ----------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 79,59 ლარი.

 

ამდენად, შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს მიერ გაზსადენის დაზიანებით შპს ,,ყა-------------------–--ის“ მიადგა 941,70 ლარის მატერიალური ზიანი, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა ანაზღაურებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ დაზიანება მისი ბრალით არ იყო გამოწვეული. ასევე, არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ზიანის ოდენობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 14 აგვისტოს ქალაქ თ---–--–-, წ-------–-- მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.

 

2017 წლის 14 აგვისტოს, მისამართზე: თბილისი, წ-------–-- მიმდებარედ, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 378,76 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (იხ. ს.ფ. 23-25);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-4, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2018 წლის 18 მაისს ქალაქ თ---–--–-, ნ--–--------------ის მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.

 

2018 წლის 18 მაისს, მისამართზე: ქალაქ თ---–--–-, ნ--–--------------ის მიმდებარედ, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 483,35 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (იხ. ს.ფ. 27);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-4, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2017 წლის 04 ივნისს ქალაქ თ---–--–- შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი.

 

2017 წლის 04 ივნისს ქალაქ თ---–--–-, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 79,59 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (იხ. ს.ფ. 29);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 3-4, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ, როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ისე საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ სადავო გარემოებებს, დამდგარ ზიანთან მიმართებით მოპასუხის ბრალის არ არსებობასა და ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს „ჯო-------------------------------ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების დროს დაზიანდა შპს „ყა-------------------–--ის“ გაზსადენი და აღნიშნულის გამო შპს „ყა-------------------–--ს“ მიადგა ზიანი ჯამში - 941,70 ლარის ოდენობით, წარმოდგენილი აქვს შპს „ყა-------------------–--ის“ საავარიო სამსახურში შესული განაცხადებები და დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა, რომელთა თანახმად:

ა) 2017 წლის 14 აგვისტოს ქალაქ თ---–--–-, წ-------–-- მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი. 2017 წლის 14 აგვისტოს, მისამართზე: თბილისი, წ-------–-- მიმდებარედ, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 378,76 ლარი.

ბ) 2018 წლის 18 მაისს ქალაქ თ---–--–-, ნ--–--------------ის მიმდებარედ შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი. 2018 წლის 18 მაისს, მისამართზე: ქალაქ თ---–--–-, ნ--–--------------ის მიმდებარედ, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 483,35 ლარი.

გ) 2017 წლის 04 ივნისს ქალაქ თ---–--–- შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი. 2017 წლის 04 ივნისს ქალაქ თ---–--–-, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 79,59 ლარი.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზიანებული გაზსადენების განთავსების ადგილი ზოგიერთ შემთხვევაში არ იქნა მითითებული, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად იქნა მითითებული. მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

 

რაც შეეხება მოპასუხე შპს „ჯო-------------------------------ის“ წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობა არ შეესაბამება რეალობას და არის გაზვიადებული, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოპასუხის მოსაზრება სარწმუნოდ არ არის გამყარებული შესაგებელში მითითებული გარემოებებით და ამ გარემოებათა დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებით. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები გათხრითი სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტთან და მის ოდენობასთან დაკავშირებით, მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება აღნიშნულის თაობაზე, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

 

შპს „ჯო-------------------------------ი“ ვერ ასახელებს არგუმენტს და ვერ უთითებს შესაბამის მტკიცებულებაზე, რაც ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ღირებულების ოდენობის კანონიერებაში სასამართლოს მიერ ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ შპს „ჯო-------------------------------ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგად, შპს „ყა-------------------–--ს“ მიადგა ზიანი ჯამში - 941,70 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადებები და მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 23-30.)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ყა-------------------–--ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 997-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 992-ე მუხლი განაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

6.3. წინამდებარე გადაწყვეტილებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს შპს „ჯო-------------------------------მა“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (მოქმედებით) მიაყენა თუ არა ზიანი შპს „ყა-------------------–--ს“, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას მას ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს. ასეთ დროს მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისათვის სამუშაოს მიმცემი პასუხს აგებს თავისი და არა სხვისი ბრალისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, მუშაკის მოქმედება შეფასებულ უნდა იქნეს როგორც თვით სამუშაოს მიმცემის მოქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მუშაკების მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც მოჰყვა ზიანი, კერძოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოს შედეგად მოხდა შპს „ყა-------------------–--ის“ მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანება, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელე შპს „ყა-------------------–--ს“ მიადგა ზიანი - დაზიანდა მისი კუთვნილი მიწისქვეშა გაზსადენი, საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, კი ზიანის ოდენობა შეადგენს ჯამში - 941,70 ლარს.

 

ამრიგად, დადგენილია, რომ შპს „ყა-------------------–--სა“ და შპს „ჯო-------------------------------ს“ შორის არ არსებობდა რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ზიანი, რომელიც მიადგა მოსარჩელეს გამოწვეულია მოპასუხის მუშაკის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას განხორცილებული ქმედებებით. ზიანის ოდენობა შეადგენს - 941,70 ლარს. ამასთან, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ და კვალიფიციურად ვერ იქნა შედავებული მოპასუხის მიერ, რის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ყა-------------------–--ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ს’’ შპს ,,ყა-------------------–--ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 941,70 ლარის გადახდა.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ყა-------------------–--ი’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს „ჯო-------------------------------ი“-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ს’’ შპს ,,ყა-------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 941,70 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ს’’ შპს ,,ყა-------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი