განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100118002440781
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1------------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 20-8 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორები - ც-------------------------------------------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - ლ----------------------- დაბადებული 1----–-–---------------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ს------------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–----------------------

ადვოკატი - ზ----------------

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის--------–- ნაწილი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

სხდომის სახე - ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

20-8 წლის 0---------, დაახლოვებით 05:30 საათზე, ქ.თბილისში, გ--------------------------------------- პირველ სართულზე მდებარე შ----------------- კუთვნილ სუპერმარკეტ ,------–----------–----–----–------------ ყაჩაღურად თავს დაესხა მაღაზიის მოლარეს თ------------------ და ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა, რის შემდეგადაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ------------- ქმედებით თ------------------ მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო შ---------------- მიადგა ქონებრივი სახის ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

დაზარალებულ თ------------------ ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა ქ.თბილისში------------------------------------------- პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ „-----–----------–----–-- მოლარის პოზიციაზე. მოწმემ განმარტა, რომ 20-8 წლის 0---------, თ------------------------ და კ----------------------- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სუპერმარკეტში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა შავი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ქურთუკი, თავზე გადაფარებული ,,კაპიშონი“, სახეზე აფარებული ჰქონდა მუქი ლურჯზოლიანი საყელო. მოწმის თქმით, მამაკაცი მივიდა სალაროსთან, მარჯვენა ხელში ეჭირა თეთრტარიანი დანა, რომელსაც მისკენ იშვერდა, ამავე დროს თავდამსხმელი ხელით უჭერდა მის ხელს და სთხოვდა ფულის მიცემას. მას მუქარის შეეშინდა, გახსნა სალარო, ფული კი თავად თავდამსხმელმა ამოიღო სალაროდან. სალაროდან ფულის ამოღების დროს და შემდგომ მაღაზიიდან გასვლისას ბრალდებულს სახიდან ჩამოეწია საყელო, მოწმემ დაინახა მისი ცხვირი. სალაროში ფული რაოდენობის მიხედვით ჰქონდა ცალცალკე დალაგებული, თავდამსმხელმა წაიღო 5 ლარიანი კუპიურები, მათ შორის ერთ-ერთი 5 ლარიანი კუპიურა იყო დაზიანებული (მოხეული ჰქონდა გვერდი). სალაროსთან მათ აქვთ პულტები, რისი საშუალებითაც გამოიძახა დაცვის პოლიცია, ხოლო მისი თანამშრომლების მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახამრების ბრიგადა. თავდამსხმელმა მიაყენა დაზიანება, კერძოდ, ხელი ჰქონდა ნაღრძობი და სახვევები დაადეს. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში მონაწილეობა.

 

მოწმე თ---------------------- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა ქ.თბილისში------------------------------------------- პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ „-----–----------–----–-- კონსულტანტის პოზიციაზე. მოწმემ განმარტა, რომ 20-8 წლის 0---------, თ------------------თან და კ----------------------- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სუპერმარკეტში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუხლთან გახეული შავი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი, ლურჯი ფერის ზედა, თავზე გადაფარებული ,,კაპიშონი“, სახე ჰქონდა დაფარული. მოლარესთან მისვლისას თავდამსხმელმა ამოიღო თეთრტარიანი დანა და მოსთხოვა მასვე ფული. სალაროს გახსნის შემდეგ მისთვის უცნობმა პიროვნებამ ხელზე ძლიერად მოუჭირა მოლარეს, შემდეგ აიღო ფული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოწმის განმარტებით თ------------------ თავდასხმის შემდგომ იტირა, რადგან ხელზე ჰქონდა დაზიანება მიყენებული.

 

მოწმე კ--------------------- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა ქ.თბილისში------------------------------------------- პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ „-----–----------–----–--. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გაიგო თ------------------ და თ--------------–---–-- ყვირილი, რომლებიც სთხოვდნენ მას დაეჭირა ხელი ე.წ პულტზე. იმ დროს დაინახა პიროვნება მოლურჯო ფერის ქურთუკში, რომელიც გადიოდა მაღაზიიდან. ვინაიდან მოლარეს სტკიოდა ხელი, დარეკა სასწრაფოში.

 

მოწმე ბ-------------- ჩვენებით დგინდება, რომ მაღაზიაზე განხორციელებული ყაჩაღობის შემდგომ დაუკავშირდნენ, ადგილზე მისვლისას ნახა შეშინებული თანამშრომლები. ვიდეოკამერების ჩანაწერები შეამოწმა, დაინახა მაღაზიაში შესული დანით შეიარაღებული მამაკაცი, იგი ხელით იჭერდა მოლარეს, გახსნა სალარო და წაიღო ფული. პიროვნება, რომელმაც ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა იყო საშუალოზე მაღალი აღნაგობის მამაკაცი, სახე ჰქონდა დაფარული, ტანთ ეცვა ლურჯი ქურთუკი, სპორტული ფეხსაცმელი და მუქი ფერის ფეხსაცმელი. ინკასაციის შემდგომ გამოვლინდა 300 ლარის დანაკლისი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (0-.0-.20-8) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე (ქ--------------------------------------------------- პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტი ,------–----------–------), არსებულ სალაროს დახლზე აწყვია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. დახლში მოთავსებულია სალაროს თანხის შემნახველი უჯრა, სალაროს უკან დგას კომპიუტერი კლავიატურით. აღნიშნული სალაროს წინ დგას კიდევ ერთი სალარო, ხოლო ორივე სალაროს თავზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. მაღაზიაში მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულია თაროები, სადაც ალაგია გასაყიდი პროდუქცია, ასევე მაღაზიის შუაში განთავსებულია თაროები და მაცივრები, სადაც ასევე განთავსებულია გასაყიდი პროდუქცია. მაღაზიაში შიდა და გერე პერიმეტრებზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები.

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად (შემდგენი: ი------------------------–------------------), 20-8 წლის 0--------- ლ------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ასევე მისი სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდა ამოღებულ იქნა 5 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, საიდანაც ერთ კუპიურას კუთხე აქვს მოხეული.

ლ------------- დაკავების ოქმის თანახმად (შემდგენი: ი------------------------–------------------), 20-8 წლის 0---------, 05:58 სთ-ზე, ქ. თბილისში, გ---------------------, კორპუსი №-------------- სადარბაზოს მიმდებარედ, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პ------–------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების გ---------------- და გ----------------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გვათვალისწინებული დანა–-ულისათვის, ბრალდებულის სახით, დაკავებულ იქნა ლ-----------------------

 

ოქმით დაკავების შეტყობინების შესახებ დგინდება, რომ ლ------------- ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ ეცნობა მის მეუღლეს - დ-------------------

მოწმე გ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ 20-8 წლის 0--------- მეწყვილესთან - გ------------------------- ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას გ-------------------–-- რა დროსაც რადიოკავშირზე გაიგეს შეტყობინება ქ.თბილისში------------------------------------------- პირველ სართულზე არსებულ „-----–----------–------- დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ მ--------------–----, რომელმაც განაცხადა თავდამსხმელის მიერ ფულადი თანხის (5 ლარიანები, ერთ-ერთს კუთხე ჰქონდა მოხეული) წართმევის შესახებ და დეტალურად განმარტა თავდამსხმელის ფიზიკური აღნაგობა. გ-------------------–----------- კორპუსთან პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებდნენ ერთ-ერთ ა---–---------- შეჩერებულიყო. ისინი მივიდნენ აღნიშნულ პიროვნებასთან. ვინაიდან იყო ღამე და ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა მოკლემკლავიანი მაისურით იწვევდა ეჭვს, ასევე აღნიშნული პიროვნების აღნაგობა იდენტური იყო მოლარის მიერ აღწერილ პიროვნებასთან. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთი ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,ნოკიას“ ფიმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 05 ლარიანი კუპიურები, რომელთაგან ერთ-ერთ 05 ლარიანს მოხეული ჰქონდა კუთხე. პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე გამომძიებელ გ------------------------- ერთად ბრალდებულის სახით დააკავა ლ-------------

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ------------------------

 

მოწმე ჯ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ 20-8 წლის 0--------- გამთენიისას მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრვი მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს ინფორმაცია ქ.თბილისი,----------------------- კორპუსი №----- პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ ,------–----------–------- დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. სამსახურეობრივ ავტომანქანაში დამონტაჟებულ მონიტორზე აისახა გამოძახება და ყაჩაღობის სავარაუდო ჩამდენი პირის აღწერილობა. ე----–--- განაწილდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა და სხვა მიმართულებებით, დაევალათ მსგავსი გარეგნობის პიროვნების გაჩერება, დათვალიერება და ვინაობის დადგენა. ქ.თბილისი,----------------------- კორპუსი №---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას დაინახეს მსგავსი გარეგნობის პიროვნება, რომელიც მოკლემკლავიანი ზედით გავიდა მეოთხე სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯებით. აღნიშნული პირი მიიჩნიეს საეჭვოდ, რადგან ძალიან ჰგავდა მონიტორზე გამოსახულ პიროვნებას. მოუწოდეს პიროვნებას გაჩერებულიყო, მაგრამ ს----------–---------------------------------- საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. ამ დროს საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა კ--------–----------–-–--- თანამშრომლებმა შეაჩერეს.

 

მოწმე პ--------------- ჩვენებით დგინდება, რომ 20-8 წლის 0--------- გ-–------------–------- პოლიციის--------–- განყოფილებიდან შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ.თბილისი,----------------------- კორპუსი №----- პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ ,------–----------–----------. მან თანამშრომელ - ი----------------------- ერთად მაღაზიაში დახლთან ახლოს მეტლახიდან აიღო სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დაილუქა სპეცპაკეტში, შეიფუთა, გაკეთდა ხელმოწერები და შემდეგ გადასცა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილი იყო დაცული, მაღაზია არ იყო განიავებული და შესაბამისად ექსპერტებს შეეძლოთ აეღოთ სუნის კვალის ნიმუში 24 საათის განმავლობაში.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ი--------------------

 

მოწმე ლ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ 20-8 წლის 0--------- გ-–------------–------- პოლიციის--------–- განყოფილებიდან შესული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან პ------------–---–-------- ერთად გამოცხადდა ქ.თბილისი,----------------------- კორპუსი №----- პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ ,------–----------–----–--. შემთხვევის ადგილი დაცული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ. კინოლოგიის სამსახურის თანაშმრომლები იწყებდნენ მუშაობას. სუნის ნიმუშების აღების შემდგომ მათ დაიწყეს მუშაობა. ექსპერტების მიერ აღებულ იქნა ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე სალაროს უჯრიდან, მაგიდიდან, შემდეგ დალუქეს სუპერმარკეტის კარის სახელურები. მათ მიერ ასევე აღებულ იქნა ხელის კვლები შესასვლელი კარის მარჯვენა და მარცხენა ფრთებიდან. ეს ნივთიერი მტკიცებულებები შეიფუთა სპეცპაკეტებში, გაკეთდა ხელმოწერები და შემდეგ გადასცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნო ყველა მონაწილე და შესაბამისად გაკეთდა ხელმოწერა.

 

მოწმე რ------------- ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტებთან - ლ------------------------------------------ ერთად დაათვალიერა ქ.თბილისი,----------------------- კორპუსი №-------- სადარბაზოში პირველ და მეორე სართულებს შორის განთავსებული ბ-----. აღნიშნულ ადგილას განთავსებული იყო რ----------–----–--- სეიფი, ხოლო მრიცხველების გვერდით შედებული იყო ტანისამოსი, კერძოდ, მოლურჯო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ერთი ცალი გასაღები ლიბერთი ბანკის ბრელოკით, მაღალყელიანი გრძელმკლავიანი ზოლიანი მაიკა და სპორტული შარვალი რომელიც მუხლის ადგილას იყო გახეული. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგად ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდის ორი ნიმუში ოთხ ცალ სტერლურ ჩხირზე...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. №1,2) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,...ამოღებულია სუპერმარკეტში შესასვლელი კარის გარე და შიდა სახელური ...“, მოთავსებულ სახელურებზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა (ობ. №3,4) შერეული გენეტიკური პროფილებით. ობ.№3-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წელი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ობ.№3-ის პროფილის მინორული წილი და ობ.№4-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,...მოლურჯო ფერის კაპიშონი ღია ფერის კანტით ქურთუკი ამოღებულ იქნა პირველი და მეორე სადარბაზოს...“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№5,6) გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,...მოლურჯო ფერის მოთეთრო ფერის ზოლებით მაღალყელიანი...“, მოთავსებულ სვიტერზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№7,8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ------------- (ობ.№11; პაკეტი, წარწერით ,,...ნერწყვის ნიმუში...აღებული...ლ--------------------------).

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,..მოშავო ფერის სპორტული შარვალი.. ამოღებული იქნა კორპუსის მ--- სადარბაზოს--------–- და მეორე სართულების შორის ბაქანზე...“, მოთავსებულ შარვალზე (ობ.№9,10) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ.№9-ის გენეტიკური პროფილი და ობ.№10-ის შერეული პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ლ------------- (ობ.№11). ობ.№10-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ე-------------------------------------

 

მოწმე გ------------------- ჩვენებით დგინდება, რომ ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: მოწმის სახით გამოკითხა ლ------------- მეუღლე დ------------------ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და ბინის ჩხრეკაში. 20-8 წლის 0--------- საგამოძიებო ექსპერიმენტში მოწმე დ---------------------- ერთად მონაწილეობდნენ ექსპერტები - დ----------–-------------–------------. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ლ------------- ბინის შესასვლელი კარის შიგთავსიდან ამოიღეს ერთი ცალი საკეტის გულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდგომ თანამშრომლების - გ------------------------------------------ მონაწილეობით გაიჩხრიკა ლ------------- საცხოვრებელი სახლი. მოწმის განმარტებით სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

20-8 წლის 0--------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქ.თბილისში, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- ადმინისტრაციული შენობიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ექსპერტები და მოწმე დ------------------ საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ქ.თბილისი, გ----------------------------------------–- მდებარე საერთო საცხოვრებლის მეოთხე სართულის მარჯვენა მხარეს მდებარე ბინის კართან. ექსპერტების და მოწმის უშუალო მონაწილეობით მოხდა ბინის შესასვლელი კარიდან საკეტის გულის ამოღება.

 

მოწმე გ----------------- ჩვენებით დგინდება, რომ 20-8 წლის 0--------- ის მისი მეწყვილე დ----------–---- მივიდნენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც შეხვდნენ გამომძიებელს და მოწმე დ------------------, რომლის მითითებითაც გავიდნენ ქ.თბილისი, გ----------------------------------------–- მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ბინიდან ამოიღეს კარიის საკეტის გულა, რომელიც დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერით.

 

მოწმეების გ------------------------------------------ ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობენ გ-–-----------–------- პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში. 20-8 წლის 0--------- გ--------------------- ერთად ჩაატარეს ლ------------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე ქ.თბილისი ქ----------------–-- ბინაში ეძებნდნენ დანა–-ულის იარაღს - დანას და ყაჩაღობის შედეგად წაღებულ ფულად თანხას. ბინის ჩრეკისას ზემოაღნიშნული ნივთები არ იქნა აღმოჩენილი, ხოლო ჩხრეკის კანონიერება დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა ხელმოწერით.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის (ექსპერტი: გ------------) თანახმად, მაღაზია ,------–----------- შესავლელი კარებიდან ხელმარცხნივ სალაროს მაგიდებს შორის მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ - ლ---------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ე--------------------------------

 

სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ ქ--------------------------------------------------- პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ ,------–----------–-----–-- 05:25:42 საათზე მაღაზიაში შედის მაღალი აღნაგობის პიროვნება, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის კაპიშონიც აქვს თავზე წამოფარებული. მას შიგნიდან აცვია ჭრელი ფერის მაისური, რომლის საყელოც აქვს პირზე აფარებული. ქურთუკის ბოლოში მკლავებთან მას უჩანს ჭრელი ფერის სახელოები, ქვევით აცვია მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. მას მარჯვენა ხელში უჭირავს თეთრ ტარიანი დანა. ზემოაღნიშნული პიროვნება მიდის მოლარესთან და მარცხენა ხელს კიდებს მარცხენა ხელზე ხოლო მარჯვენა ხელით წევს მაღლა და ატრიალებს დანას, რის შემდეგაც მოლარე ხსნის სალაროს უჯრას. აღნიშნული პიროვნება სალაროდან იღებს თანხას და 05:25:50 საათზე გადის მაღაზიიდან. ვინაიდან ვიდეოკამერა არის ხმოვანი, 05:25:42 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნული პიროვნება, რომელსაც ქურთუკის ბოლოში მკლავებთან უჩანს ჭრელი ფერის სახელოები, მას მარჯვენა ხელში უჭირავს თეთრ ტარიანი დანა, იგი მოლარე გოგონას მარცხენა ხელს კიდებს მარცხენა ხელზე, ხოლო მარჯვენა დანიანი ხელით მას დანას უტრიალებს სახესთან, სადაც ისმის თავდამსხმელის ხმა, რომელიც გოგონას ეუბნება სალაროს უჯრაზე - ,,გააღე თორემ გაგიყრი“. ამის შემდეგ მოლარე აღებს სალაროს უჯრას და ზემოაღნიშნული პიროვნება მარჯვენა ხელით იღებს თანხას უჯრიდან, რის შემდეგაც ხელს უშვებს მოლარე გოგოს და 05:25:49 საათზე გადის კადრიდან.

 

ამოცნობის ამოცნობის ოქმით (2-.0-.20-8) დგინდება, რომ თ------------------ წარდგენილი ფოტოსურათებიდან მრგვალი სახის მოყვანილობით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, ხშირი ოდნავ გადაბმული წარბებით, სწორი ტუჩებით და თვალებით ამოიცნო მეორე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ლ------------- რომელიც 20-8 წლის 0---------, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით სალაროდან გასტაცა თანხა.

 

ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ა-----–----–---ე) თანახმად, 20-8 წლის 21--------, 15:55-16:15 სთ., შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა----–----- ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - ლ--------–-–---–-- მიერ, ლ-------------- აღებულ იქნა სუნის ნიმუში.

ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ა-----–----–---ე) თანახმად, 20-8 წლის 21--------, 16:16-16:28 სთ., შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა----–----- ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - ლ-------------–---–-- მიერ, ლ-------------- აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.

ნ----–-----------–---------------–----------------------------–-------------------------------------–-–---------------------------------–-----–-----------–--------------------–--------–-–-------------------------------------------------–--–--------------–--------–-------------------------------------------------------–----------------–-------------–---–-----------–-----------------------–---------–------–--------–--

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე--------------–-------------------------------------------- დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და სისწორე.

მოწმე ლ----------------- ჩვენებით დგინდება, რომ ჩატარებული აქვს ტრასოლოგიური ექსპერტიზა. გამომძიებლის მიერ დასმულ იქნა შემდეგი კითხვები: ქ.თბილისში, გ-------------------------------------–- ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული გასაღები არის თუ არა ამავე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ბრალდებულ ლ------------- საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის საკეტის გულის გასაღები? ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი დალუქული პაკეტი, ერთი პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩდა საკეტის გულა და მეორე პაკეტში იყო გასაღები. გასაღები თავისუფლად მოთავსდა საკეტის გულაში, თავისუფლად გადაბრუნდა მარჯვნივ-მარცხნივ, რის შემდგომაც დაადგინა, რომ გასაღები განკუთვნილი იყო წარდგენილი საკეტისათვის.

 

მოწმე დ------------------ გამოძიებისას მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ლ-------------------------–---------–-–-------------------–-------------------–-------–----–-------------------------––---------------–----------------------------–------------–-–------------- დილის საათებში წამოვიდა ს--------------- და თბილისში ჩამოსვლის დროს დარჩა მ----–----–------, რადგან იყო ადრიანი დილა და არ მისულა სახლში. იმავე დღეს დაურეკეს პოლიციის გ-–-----------–------- პოლიციის--------–- განყოფილებიდან და უთხრეს, რომ მისი მეუღლე ლ------------ დაკავებული იყო ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის შემდეგ წავიდა სახლში, სადაც სახლის გასაღები უნდა ყოფილიყო კართან ხალიჩის ქვეშ, რადგან მას და მის მეუღლეს ჰქონდათ ერთი გასაღები. გასაღები იყო ვერცხლისფერი მეტალის, ერთი წითელი ფერის რგოლით, რომელსაც ეწერა ქართული და ლათინური ასოებით ,--–---------------. ადგილზე მისვლისას გასაღები ხალიჩის ქვეშ არ დახვდა, შემდეგ წავიდა გ-–-----------–------- პოლიციის--------–- განყოფილებაში მეუღლის ამბის გასაგებად.

 

ბრალდებულმა ლ------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

 

სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). ეროვნული სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ კი სასამართლოების გადასაწყვეტია ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციის პრობლემების გადაჭრა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Rohlena v. The Czech Republic, №59552/08, §51). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.

 

შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე - საქართველოს კონსტიტუციის, რომლის მ---0 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანა–-ულის უშუალო შემსწრე პირთა - თ------------------, თ---------------------- და კ--------------------- ჩვენებებზე, რომლებიც თავის მხრივ, არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ამასთან, სრულ თანხვედრაში ისეთ თვალსაჩინო მტკიცებულებებთან, როგორიც არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულებები, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს სარწმუნოობის აშკარად მაღალი ხარისხი. მათი ჩვენებების სანდოობის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მათ დეტალურად აღწერეს მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანა–-ულებრივი ფაქტი. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს თ------------------ მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის ჩატარებას, სადაც მან ამოიცნო ლ------------- სასამართლოს შეფასებით, ამოცნობა ჩატარდა დამოუკიდებლად, ყოველგვარი მინიშნების გარეშე, ვინაიდან ამოცნობის ოქმებზე რაიმე სახის შენიშვნა, რაც დაადასტურებდა საპირისპიროს, არ ფიქსირდება.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. The Netherlands, №160-4/90; 19/04/1994; §61); მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავიანთი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №2152-/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ძირითადად აპელირებდა შემდეგ საკითხებზე: 1) ყაჩაღობის დროს დაზარალებულმა როგორ დაინახა ბრალდებულის შარვალი (შარვლის მუხლზე არსებული დაზიანება), მაშინ როდესაც დახლი ისე იყო მოწყობილი შეუძლებელი იყო ტანს ქვემოთ რაიმეს შემჩნევა; 2) ბრალდებულის ამოცნობის ოქმი არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ამომცნობმა (--------------------- ამოსაცნობი პირი (ბრალდებული ლ------------- ნახა პოლიციის ავტომანქანაში ამოცნობის ჩატარებამდე; 3) თუ ბრალდებულმა ჩაიდინა ყაჩაღობა, რატომ დატოვა ტანსაცმელი სადარბაზოში.

 

ყაჩაღობის დროს დაზარალებულმა როგორ დაინახა ბრალდებულის შარვალი (შარვლის მუხლზე არსებული დაზიანება), მაშინ როდესაც დახლი ისე იყო მოწყობილი შეუძლებელი იყო ტანს ქვემოთ რაიმეს შემჩნევა - სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანა–-ულის უშუალო შემსწრე პირთა - თ------------------ და თ---------------------- ჩვენებებზე, რომლებმაც დეტალურად აღწერეს მაღაზიაში განვითარებული მოვლენები. თ---------------------- განმარტებით, როდესაც მ--------–----–-------------------------–--------------------–--–-----–--------–---------------------------------------------–-------------------------------–----------–---–------–--------------------------------–--–------–---------–--------------–----------------------------------------- ზემოაღნიშნული ჩვენება სრულ თანხვედრაშია დ--------–-----–-- ჩვენებასთან, რომელმაც ასევე დეტალურად აღწერა ბ----–-------–-----–----–----. მოწმეთა ჩვენება სრულ თანხვედრაშია ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმთან, სადაც აღწერილია ქ.თბილისში, გ------------------------------------------- სადარბაზოში აღმოჩენილ ნივთებზე (დათვალიერების შედეგად სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩენილ იქნა 1 ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც მარჯვენა ტოტის მუხლის არეში იყო დაზიანებული).

 

ბრალდებულთა ამოცნობის ოქმები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ამომცნობმა (--------------------- ამოსაცნობი პირი (ბრალდებული ლ------------- ნახა პოლიციის მანქანაში ამოცნობის ჩატარებამდე - დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტის განხილვამდე სასამართლო მიმოიხილავს საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის შინაარსს, რომელიც განსაზღვრავს ამოცნობის სახეებსა და მათი ჩატარების წესს, ამასთან, ადგენს ამოცნობის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძვლებს. სასამართლო განმარტავს, რომ ამოცნობის მიზანია სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის, საქმისთვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ობიექტის იდენტიფიცირება. საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. დაცვის მხარე სწორედ ამ უკანასკნელ გარემოებაზე დაყრდნობით ასაბუთებს თავის არგუმენტს. თუმცა ჭეშმარიტების დადგენამდე, სასამართლო მიმოიხილავს ზოგადად მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციიდან რამდენად იკვეთება, ამომცნობისთვის ამოსაცნობ ობიექტზე მინიშნების ფაქტი ან მისი მინიშნების მცდელობა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ თ------------------ დაადასტურა მისი მხრიდან ლ------------- ამოცნობაში (ფოტოსურათით) მონაწილეობა, როგორც ამოსაცნობმა პირმა. თ------------------ მიერ ლ------------- ნახვა და შემდგომ ფოტოსურათით ამოცნობა არ იწვევს მტკიცებულების დაუშვებლობას, რადგან არ დარღვეულა სსსკ-ის 131-ე მუხლი. დაცვის მხარის მოსაზრებით დაზარალებულმა ბრალდებული პოლიციის მანქანაში ნახა 20-8 წლის 1--------, ამოცნობა ჩატარდა 20-8 წლის 2---------------------–-------. ამასთან, დ--------–-----–-- განმარტებით ლ------------- სახის ნაკვთები დაინახა ყაჩაღური თავდასხმის დროს (ცხვირი,თვალები, წარბები), რაც ასეე აღწერა ფოტოსურათით ამოცნობამდე.

 

თუ ბრალდებულმა ჩაიდინა ყაჩაღობა, რატომ დატოვა ტანსაცმელი სადარბაზოში - დაცვის მხარის ზემოაღნიშნული ფაქტის საპირისპიროდ სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის შედეგად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს ტანსაცმლის მოშორება მისი მხრიდან მიუთითებს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ და სამართალდამცავთა მიმართ გზის აბნევისკენ. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლების ჩვენებაზე, რომლებმაც საეჭვოდ მიიჩნიეს ბრალდებულის უჩვეულო ჩაცმულობა (მოკლემკლავიანი მაისურით გაადაადგილება), იგი შეაჩერეს სუპერმარკეტის სიახლოვეს (ბრალდებული გამოდიოდა დანაშაულის ადგილიდან ახლომდებარე კორპუსის სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯებით, პოლიციელთათვის აღწერილი პიროვნება ძალიან ჰგავდა სადარბაზოდან გამოსულ პიროვნებას). დაცვის მხარის პოზიცია, თითქოსდა ბრალდებული დილის 6 საათზე სავარჯიშოდ იყო გამოსული, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ იმ ტანსაცმლის მოშორება, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეცვა, სრულიად ლოგიკური საქციელია და ისევ და ისევ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და კვალის არევის მიზნით გააკეთა ბრალდებულმა. სასამართლოს უჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ბრალდებული ვარჯიშობდა, რატომ აღმოჩნდა (დატოვა) ლ------------- ტანსაცმელი შემთხვევის ადგილიდან ახლოსმდებარე კორპუსის სადარბაზოში? კ------------------------–---------------–-------–---––-------------------–-------–------------------------------------–------------------------------------------------------–------------------------------------------------–----------------------–-------------–----------–-----------------------------–-----------------–------------------------------------------------------------------------–-------------–---–--------------------–---–---------------------------------------

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.

 

დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ---0 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 2-/0-/20-5; §41).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 20-8 წლის 0---------, დაახლოვებით 05:30 საათზე, ქ.თბილისში, გ--------------------------------------- პირველ სართულზე მდებარე შ----------------- კუთვნილ სუპერმარკეტ ,------–----------–----–----–------------ ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარეს თ------------------ და ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა, რის შემდეგადაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ------------- ქმედებით თ------------------ მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო შ---------------- მიადგა ქონებრივი სახის ზიანი, რის გამოც ის ცნობილ უნდა იქნეს დამნა–-ვედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ლ------------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობასაც და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ნასამართლევია, რაც წარმოადგენს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად:

 

· დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

· სუნის კვლები, ნიმუშები, ხელის კვლები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.

· სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, მობილური ტელეფონი, მოლურჯო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი ცალი მოლურჯო ფერის თეთრზოლებიანი გრძელმკლავიანი მაისური, საკეტის გულა, გასაღები - გადაეცეს ლ.ყი--–--ის ნდობით აღჭურვილ პირებს (პირს).

· 5 ცალი 5 ლარიანი კუპიურა და კარის სახელური - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის--------–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ------------- სასჯელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. ლ------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-8 წლის 0--------------

 

4. განაჩენის აღსრულებაზე ლ------------- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

· სუნის კვლები, ნიმუშები, ხელის კვლები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.

· სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, მობილური ტელეფონი, მოლურჯო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი ცალი მოლურჯო ფერის თეთრზოლებიანი გრძელმკლავიანი მაისური, საკეტის გულა, გასაღები - გადაეცეს ლ.ყი--–--ის ნდობით აღჭურვილ პირებს (პირს).

· 5 ცალი 5 ლარიანი კუპიურა და კარის სახელური - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე