განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-----------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - დ---------------------------------------------------------.
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული მ--------------------–------------------- - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები მისამართზე: ქ-------–------------------------------------------------------------
2. ბრალდებული ნ----------------------------------------- - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები მისამართზე: ქ-------–---------------------------------------------------------------–--
ადვოკატი - დ---------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტები - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 1--------, შ-------------------, ავტომანქანა ,,MERCEDES-Benz ML 350”-ის მარკის ავტომანქანის ჩამოყვანის მიზნით, საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა შ-------------------------------–--------------------------- დირექტორი იყო ნ-----------------------, ხოლო მ--------------------–- მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ნ------------------------ და მ--------------------–-- განიზრახეს რა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ შ------------------- კუთვნილ თანხას, თითქოსდა, მისთვის ზემოხსენებული ავტომანქანის ჩამოყვანის მიზნით, გამოართვეს 15 200 აშშ დოლარი (32,468 ლარი). რეალურად აღნიშნული ავტომანქანა შ--------------------------–------------------------ არ შეუძენია. ამრიგად, ნ----------------------- და მ--------------------–- მოტყუებით დაეუფლნენ შ------------------- კუთვნილ 15 200 აშშ დოლარს, რის შედეგადაც შ------------------- მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა შ------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წელს გადაწყვიტა ავტომანქანის შეძენა და ამერიკიდან მის ჩამოსაყვანად, მეგობრის რეკომენდაციით, დაუკავშირდა ფირმა „---------------------- კერძოდ, - მ--------------------–-, აღნიშნული ფირმის დირექტორის ნ-----------------------ს სიძეს. მ------------------ მოიძია „--რსედესის“ მოდელის ავტომანქანა, რომელიც მის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკების შედეგად, 2016 წლის 1-------- გაფორმდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, შ-------------------------- დირექტორი, ნ----------------------- იღებდა ვალდებულებას დახმარებოდა მოძიებული, 15 200 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებასა და შეთანხმებულ ფასად მის შეძენაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ავტომანქანის ღირებულება - 15 200 აშშ დოლარი, შ-------------------------- საბანკო ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო სრულად, რაც მის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულების ხელმოწერიდან მეორე დღეს. მიუხედავად ამისა, შ-------------------------- არ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულებების შესრულება. ავტომანქანა საზღვარგარეთიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით ჩამოვიდა, - ვადის ამოწურვიდან 111 დღეში. ვინაიდან შემოსავლების სამსახურში, საკუთარი ინიციატივით, დარეგისტრირებული ჰქონდა ჩამოსაყვანი მანქანის ვინ კოდი, ტვირთის ჩამოსვლისა და კონტეინერის გახსნის ფაქტი შესაბამისი სამსახურის მიერ მოკლეტექსტური შეტყობინებით ეცნობა. როცა, ავტომანქანის წამოყვანის მიზნით, შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ იგი მის სახელზე რეგისტრირებული არ იყო. საკითხის გასარკვევად მ--------------------–- დაუკავშირდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ეს გარემოება პრობლემას არ წარმოადგენდა და ავტომანქანის ევაკუატორით ჩამოყვანას მის მიერ მითითებულ ადგილამდე თავად უზრუნველყოფდა. მართლაც, ევაკუატორით ჩამოტანილი ავტომანქანა მ–-----–- ჩაიბარა და მძღოლის მომსახურების თანხა თავად გადაიხადა. ავტომანქანა იყო გაუმართავ მდგომარეობაში, გაფუჭებული ჰქონდა ძრავი. ხელოსანთან ავტომანქანის შესაკეთებლად 3 000 დოლარი დასჭირდა. აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბრალდებულებს უნდა გადაეხადათ, მაგრამ, ვინაიდან ერთი თვის გასვლის მიუხედავად, მ--------------------–- და ნ---------------------------–------ ფულს არ უხდიდნენ და მანქანა არ კეთდებოდა, ბრალდებულებს შეუთანხმდა, რომ ხარჯებს თავად გასწევდა, იმ პირობით, რომ შ------------------------- დანახარჯს აუნაზღაურებდა. პროფილაქტიკიდან მანქანა 2----–-–------------–ს გამოიყვანა და მ----------------- მანქანის განბაჟების პროცედურის დაწყება მოსთხოვა. აღმოჩნდა, რომ მანქანა საზღვარგარეთიდან ჩამოსული იყო შ----------------------------- სახელზე, შ------------------------- ამ კომპანიის მიმართ ერიცხებოდათ დავალიანება, რომლის დაფარვამდე ავტომანქანის გადაფორმების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა. მას შემდეგ ხშირად უკავშირდებოდა მ----------------- და ნ-----------------, რომლებიც პრობლემის მოგვარევას ჰპირდებოდნენ, ხან პასუხობდნენ მის ზარებს, ხან - არა. 2----–-–----------- მას დაუკავშირდა ვინმე ვ----------------------, შ----------------------------- წარმომადგენელი, რომელმაც ავტომანქანის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა. იმავე დღეს მ-------------------------------------- ერთად, შ------------------------------------–-- ზემოაღნიშნული კომპანიის დირექტორს, გ-------------------- შეხვდა. გ--------------------- რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ავტომანქანის ღირებულება სრულად ჰქონდა გადახდილი, განუმარტა, რომ ავტომანქანა ჩამოიყვანა მ---------------–-------------------------- შეკვეთით, ამიტომ იგი, შ-------------------------- მიერ 10 000 აშშ დოლარის გადახდამდე, ავტომანქანის გადაფორმების წინააღმდეგი იყო. დაზარალებულმა შ--------------- დაკითხვისას განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანაზე 18 440 აშშ დოლარი აქვს დახარჯული, არც მანქანაა მის საკუთრებაში და დღემდე არც თანხა აუნაზღაურებია მისთვის ვინმეს. მანვე აღნიშნა, რომ შ---------------------------- არსებულ გარიგებაში მესამე პირის ჩართულობის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შ---------------------------- ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.
მოწმე ტ--------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა 2017 წლის მაისის თვეში, შ---–-------–----------------------- ერთად, სადავო ავტომანქანასთან დაკავშირებით, შ----------------------------- დირექტორ გ------------------------ შეხვედრის ფაქტი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ-------------------- მათ უთხრა, რომ შ-------------------------- წარმომადგენლები იყვნენ თაღლითები და მათ წინააღმდეგ ერთობლივი დავაც კი შესთავაზა, რაზედაც უთხრეს უარი.
ს-–-------–-------------------–------------–-–------------- ხელშეკრულებით დგინდება, რომ იგი დადებულია შ-------------------- (შემკვეთი) და შ------------------- დირექტორ ნ-----------------------ს (შუამავალი) შორის; ხელშეკრულებით შუამავალი იღებს ვალდებულებას დაეხმაროს დამკვეთს მოძიებული ავტომანქანის - „--რსედესი ML 350“ ფირმის, ვინ კოდი:-------------------- ტექნიკური გამართულობის ხარისხის დეტალურად შემოწმებასა და დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ ფასად შეძენაში. ხელშეკრულების საგნის ღირებულება განსაზღვრულია 15 200 აშშ დოლარით, რომლის დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე პასუხისმგებლობას იღებს შუამავალი; ხოლო ავტომანქანის მიწოდებისათვის დადგენილ ვადად - 40-70 დღე, რომლის გადაცილების შემთხვევაშიც კომპანია კისრულობს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულება დამოწმებულია ორივე მხარის ხელმოწერით და შ-------------------------- ბეჭდით.
საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი №------ დოკუმენტის და სალაროს შემოსავლის №-------- ორდერის თანახმად, 2016 წლის 1-------- შ-------------------------- კუთვნილ, ს------------–---------------------------------- ანგარიშზე შ------------------- მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით დარიცხული იქნა თანხა 15 200 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს მანქანის (13 600 აშშ დოლარი) და სხვადასხვა მომსახურების ფასს.
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 0-----------–-------------------- მომართვის თანახმად, „--რსედესის“ ფირმის ავტომანქანის (ვინ კოდი:----------------- მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი ს---------------------------- გავლით ფიქსირდება 2016 წლის 09 დეკემბერს.
2017 წლის 09 დეკემბრის ხელწერილით დგინდება, რომ შ------------------- 2017 წლის თ--------–--------- თვეში უზრუნველყო ხელოსანთან „--რსედესის“ ფირმის ავტომანქანის (ვინ კოდი:----------------- შეკეთება, რაც დაუჯდა 3 000 აშშ დოლარი.
2016 წლის 1- დეკემბრის და 2017 წლის 2-------------------- შეთანხმების აქტებით დგინდება, რომ შ-------------------------- დირექტორი ნ------------------------–------------------- 2016 წლის 1- დეკემბერს დაპირდა, რომ 2016 წლის 1--------- საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო (ხელშეკრულების შესრულების ვადებისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის კუთხით) შ------------------- გადაუხდიდა შეთანხმებულ თანხებს; 2017 წლის 20 იანვარს კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ შ------------------------- დაზარალებულს დაუბრუნებდა ავტომანქანის შესაძენად მის მიერ გახარჯულ თანხას ან განაბაჟებდა და მასზე გადააფორმებდა მანქანას, დახარჯული თანხის დასაბრუნებლად მისი გაყიდვის მიზნით.
მოწმე გ----------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მ--------------------–- და ნ----------------------- მისი მეგობრები არიან, რომელთაც ამერიკიდან ჩამოჰყავდათ ავტომანქანები. 2016 წლის აგვისტოს თვეში ნ------------------------ და მ--------------------–-- სთხოვეს, რომ ავტომანქანის შესაკვეთად და ჩამოსაყვანად ფიქტიურად გაეწია შუამავლობა და სათანადო ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი, ვინაიდან თავად ბანკების შავ სიაში იმყოფებოდნენ. მათი თხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 08 აგვისტოს „-----------–-“, ნ-----------------------ს, მ--------------------–-- და სხვა ავტოდილერი კომპანიის წარმომადგენლის, ვინმე ვ----------------------- თანდასწრებით, ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის დეტალებითაც არ დაინტერესებულა, რადგან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა იყო მხოლოდ ფორმალობა, რეალურად ამ გარიგების მხარეს არ წარმოადგენდა, არანაირი დაინტერესება არ გააჩნდა და არც რაიმე ვალდებულებას თუ პასუხისმგებლობას კისრულობდა ამით.
შ----------------------------- და გ---------------------- შორის 2016 წლის 08 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ------------------------–---------------------------- შეუკვეთა ავტომანქანა - „--რსედესი ML 350”, საიდენტიფიკაციო ნომრით 4----------------, ხოლო შ----------------------------- იკისრა გ---------------------------- ინტერნეტის საშუალებით ზემოაღნიშნული ავტომობილის შეძენის და ჩამოყვანის ვალდებულება. გ----------------------- აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, დროულად და სრულად უნდა აენაზღაურებინა კომპანიისთვის ავტომობილის ღირებულება - 17 430 აშშ დოლარი. ამავდროულად, ხელშეკრულების თანახმად, შ---------------------------- შეეცდებოდა ავტომანქანის შესაძენად აეღო სესხი, გ----------------------- თავდებობით და იმ პირობით, რომ თუ იგი დროულად არ გადაიხდიდა სესხს, კომპანია იტოვებდა უფლებას თავის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ჩამოერთმია გ----------------------------- და მისი რეალიზაცია იმ ფასად მოეხდინა, რომელსაც „სწრაფ გასაყიდ ფასად“ მიიჩნევდა.
იმპორტის მიზნით საინტერესო ავტომობილის შეფასების ფორმის თანახმად, გ----------------------------- შესასყიდი ავტომობილის - „--რსედესი ML 350” ფირმის, საიდენტიფიკაციო #(VIN) 4------------------ საინვოისო ფასს (უცხოელი გამყიდველის მიერ მოწოდებულს) შეადგენდა 15 775 აშშ დოლარი; მსესხებლის შემოთავაზებულ თანამონაწილეობას წარმოადგენდა თანხის 40 %, ხოლო ბ----- მიერ დასაფინანსებელ თანხას 60 % - 9 999 აშშ დოლარი.
საბანკო კრედიტის №--.-------.0--- სამომავლო ქონების გირავნობის №--.-------.------ და სოლიდარული თავდებობის №--.-------.0----- ხელშეკრულებებით დგინდება, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს შ--------------------------------------------–--, ექვსი თვის ვადით აიღო ბიზნეს სესხი ავტოდილერებისათვის, 9 999 აშშ დოლარის ოდენობით, რათა გ----------------------------- შეეძინა ავტომობილი - მარკა: MERCEDES, გამოშვების თარიღი: 2010, ვინ კოდი:----------------, - რომელიც დაიტვირთა გირავნობის უფლებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------------------- გადაწყვეტილებით, შეწყდა 2016 წლის 08 აგვისტოს შპს „----------------------------------------------------- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და გ---------------------- დაევალა შ---------------------------------- დაებრუნებინა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - მარკა: MERCEDES, გამოშვების თარიღი: 2010, ვინ კოდი:----------------.
მოწმე ვ----------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გაყიდვების მენეჯერად მუშაობს ავტოდილერ კომპანია „----------------------–--- რომელიც ამერიკიდან ავტომანქანების ჩამოყვანას აწარმოებს. 2016 წელს, გარკვეული პერიოდი, ზემოაღნიშნული ფირმა თანამშრომლობდა სხვა ავტოდილერ კომპანიასთან, შ---------------------------, კერძოდ, - დირექტორ ნ---------------------------- და მის სიძე მ--------------------–----. ნ-----------------------ს და მ--------------------–-- თხოვნით, აუქციონის წესით, შეიძინეს მათ მიერ წინასწარ შერჩეული, „--რსედესის" ფირმის ავტომანქანა, რომლის ჩამოყვანის სრული ღირებულება შეადგენდა 17 430 აშშ დოლარს. ვინაიდან ნ----------------------- და მ--------------------–- იმყოფებოდნენ ბანკების შავ სიაში, მათ მიერ მოყვანილი იქნა გ----------------------- რომლის სახელზეც 2016 წლის 08 აგვისტოს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შ------------------------------- ავტომანქანის ჩამოყვანასთან დაკაშირებით. ავტოშანქანის ღირებულების 40% წინასწარ გადაიხადეს ნ------------------------ და მ--------------------–--, ხოლო დანარჩენ 6--------აფორმდა გირავნობის ხელშეკრულება შ----------------------------- და ს---------------- შორის, სადაც თავდები იყო გირავნობის ხელშეკრულების მხარე, გ----------------------. ბ----- მიმართ დავალიანება უნდა დაფარულიყო ექვსი თვის განმავლობაში. შ----------------------–--- დაარღვია შეთანხმების პირობები და ბ----- მიმართ არსებული დავალიანების გადახდა მოუწია კომპანია „------------------------- მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ნ-----------------------ს და მ--------------------–- ავტომანქანა გაუყიდიათ შ--------------------- და მანქანა მის მფლობელობაში იმყოფებოდა. სიტუაციის გარკვევის მიზნით, დაუკავშირდნენ შ------------------- და ავტომანქანის დაბრუნება სთხოვეს, რაზეც შ------------------- განაცხადა უარი, რადგან, მისი განმარტებით, „------------------------------ ავტომანქანის ღირებულება ჰქონდა გადახდილი. აღნიშნულის გამო სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომელმაც სადავო ავტომანქანა მიაკუთვნა კომპანია „-------------------------
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს შ----------------------------- დირექტორმა - გ--------------------- რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ სადავო ავტომანქანა, - რომელიც მისი კომპანიის სახელზე იყო გაფორმებული და რომლითაც უზრუნველყოფილი იყო საბანკო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, - ნ-----------------------ს და მ--------------------–- კერძო პირზე - შ--------------------- ჰქონდათ გადაცემული და გაყიდული.
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ც--------–-----------------------------–----------------–------- სამსახურის უფროსის M---------------- მომართვის თანახმად, ს----------–----–---------------- მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის თანახმად, 4-------------- ვინ კოდის მქონე „--რსედესის“ ფირმის ავტომანქანის მფლობელად რეგისტრირებულია შ----------------------------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0---------- განაჩენის თანახმად, ნ----------------------- მსჯავრდებულია 2016-2017 წლებში (-----–-–------------------------–-–------------------–---- ჩადენილი, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (შვიდი ეპიზოდი) და სასჯელად განსაზღვრული აქვს 07 (შვიდი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებულმა ნ------------------------ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შ------------------ გააცნო მამის მეგობარმა, დ---------------–---–--, რომელსაც ამერიკიდან ჩამოუყვანა მანქანა. შ------------------, რომელსაც დ-----------–---–-- მანქანა მოსწონებია, თავად დაუკავშირდა მას. შ--------------- სასურველი მონაცემებითა და ფასით მოიძიეს მანქანა, მონაწილეობა მიიღეს აუქციონში და შ------------------- შეთანხმებულ ფასად 15 200 დოლარად მისი შეძენა ვერ შეძლეს, რადგან, იმის მიუხედავად, რომ აუქციონი მოიგო, მანქანა მეპატრონემ დაუბლოკა. აუქციონში მხოლოდ ხელმეორე ჩართვისას მოახერხეს ზემოაღნიშნული ავტომანქანის შეძენა, თუმცა, უფრო მეტ ფასად, დაახლოებით 17 000 დოლარად. შ--------------- ავტომანქანის შეთანხმებული ფასი, 15 200 დოლარი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა, საიდანაც 7 000 დოლარი მის მანქანაში გადაიხადა, ხოლო დარჩენილი თანხა კი კომპანიის საქმიანობას მოახმარა. თავდაპირველად შ---------------თვის არ უთქვამს, რომ აუქციონზე მისი ავტომანქანის უფრო ძვირად შეძენის გამო 2 500 დოლარით იზარალა. ამერიკაში მანქანის კონტეინერში ჩატვირთვის ვადები და მანქანის საქართველოში ჩამოყვანა რომ გაჭიანურდა, შ------------------ ძალიან ანერვიულდა, ხშირად ურეკავდა და რამდენჯერმე გაბრაზებულმა შეთანხმების მოშლა და ფულის დაბრუნებაც კი მოსთხოვა. ფოთის პორტში ჩამოტანილი მანქანა ევაკუატორით წამოაღებინა და შ-------------------ვე თხოვნით, სათანადო შემოწმების გარეშე, მას მ–-----–- ჩააბარა. მანქანის გადაცემიდან რამდენიმე საათში შ-------------- დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მანქანა პროფილაქტიკაში ჰყავდა, რადგან გარკვეული პრობლემა აღმოაჩნდა. მანქანის შესაკეთებელი თანხის, დაახლოებით 1 300 ლარის, გადახდა თავად იკისრა და 550 ლარი შ--------------ს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა, ამდენივე კი პროფილაქტიკაში გადასცა. მეოთხე დღეს შ--------------- დაურეკა და უთხრა, რომ მანქანას ძრავიც გაფუჭებული ჰქონდა. ვინაიდან გამორიცხა მანქანას მსგავსი პრობლემა შექმნოდა, უარი უთხრა საკუთარი სახსრებით მანქანის გაკეთებაზე და შეუთანხმდა, რომ მანქანას დაიბრუნებდა და მისი გაყიდვით მიღებული თანხით ხარჯებს გაუსტუმრებდა. მანქანა პროფილაქტიკაში მიიყვანა, თუმცა, დროის უქონლობის გამო ხელოსანს ვერ გააკეთებინა. შ------------------ ყოველ დღე მიდიოდა სახელოსნოში. ბოლოს შ--------------- სთხოვა გადმოეფორმებინა მისთვის მანქანა და თავად გააკეთებდა. შ--------------- მანქანა გააკეთა. ვინაიდან მანქანის ჩამოყვანის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი, ივლისის თვეში შ------------------- უთხრა, რომ ამ თანხის მისაცემად გარკვეული დრო დასჭირდებოდა, რადგან კომპანიას სეზონური ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მას შემდეგ შ-------------- ყოველდღე აკითხავდა ოფისში და ფულს სთხოვდა. ერთ-ერთი ვიზიტისას მისი კუთვნილი, მაგიდაზე არსებული საბუთები და პლასტიკური ბარათი წაიღო და დაბრუნების სანაცვლოდ მის წინაშე არსებული დავალიანების გადახდა მოსთხოვა. ამ დროს ფოთში სხვა დამკვეთების ავტომანქანები ჩამოვიდა, მაგრამ თანხის არქონის გამო კლიენტებს ვერ ჩააბარა, რის გამოც მათ უჩივლეს. ბრალდებულმა ნ----------------- განმარტა, რომ დაზარალებულ შ----------------------- მოლაპარაკებებს, ძირითადად, თავად აწარმოებდა. მ--------------------–- მის კომპანიაში ოფიციალურად არ მუშაობდა, მხოლოდ მოლაპარაკებების წარმოებაში ეხმარებოდა და კომპანიის ფინანსებთან მისი თანხმობის გარეშე წვდომაც არ ჰქონდა.
ბრალდებულმა მ--------------------–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშვედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ნ-----------------------ს მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ შ-------------------ათვის აუქციონზე შეძენილი მანქანა იყო კარგ მდგომარეობაში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი ხელთ ჰქონდა. მანქანა თავად დაზარალებულმა გააფუჭა განზრახ. მიუხედავად ამისა, მანქანის გასაკეთებლად თანხა მაინც მისცეს და გარკვეულ პერიოდში ყველანაირი ვალდებულების გასტუმრებასაც დაჰპირდნენ. შეთანხმების მიუხედავად, შ------------------- მათ ოფისში სიარული დაიწყო და მუშაობაში ხელს უშლიდა, ერთხელ ნ-----------------------ს პასპორტიც წაართვა და თანხის განკარგვის შესაძლებლობა შეუზღუდა.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს წარდგენილ ბრალდებაში მ--------------------–--ა და ნ-----------------------ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, სანდო და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან. კერძოდ, სასამართლო თვლის, რომ საქმის არსებითი განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ შ------------------- წინასწარ შეთანხმებული თანხა - 15 200 აშშ დოლარი გადასცა ნ-----------------------ს და მ--------------------–- იმ მიზნით, რომ ისინი კონკრეტული, „--რსედესის“ ფირმის ავტომანქანის (ვინ კოდი:----------------- შეძენაში დახმარებოდნენ, თუმცა, ნ------------------------ და მ--------------------–-- შ------------------- არც ავტომანქანა შეუძინეს და არც 15 200 აშშ დოლარი დაუბრუნებიათ მისთვის.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ნ----------------------- და მ--------------------–- შ-------------------ათვის თანხის გამორთმევის დროს მიზნად არ ისახავდნენ მის მოტყუებას და დაზარალებულთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფებმა, მის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება მხოლოდ გარკვეული ხელისშემშლელი გარემოებების გამო ვერ შეძლეს. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მ--------------------–-- და ნ------------------------ გამოიყენეს იმისათვის, რომ მოეპოვებინათ შ------------------- ნდობა და მიესაკუთრებინათ მისი კუთვნილი თანხა, რაც სურვილისამებრ განახორციელეს კიდეც.
საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით დაზარალებული შ------------------ ნ-----------------------ს და მ--------------------–- შეუთანხმდა, რომ ისინი დაეხმარებოდნენ სასურველი ავტომანქანის – „--რსედესი ML 350“ ფირმის, ვინ კოდი:------------------ – 15 200 აშშ დოლარად შეძენაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად, 2016 წლის 1-------- შ------------------- მიერ მ--------------------–--ა და ნ-----------------------სთვის ჩარიცხული ზემოაღნიშნული თანხა, - რომლის დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ბრალდებულებს, - არ წარმოადგენდა მათ შემოსავალს და 40-70 დღის ვადაში ავტომანქანის დაზარალებულისათვის შეძენისა და გადაცემის მიზნით, სრულად უნდა ჩარიცხულიყო გამყიდველის ანგარიშზე. ბრალდებულებმა, შეთანხმების მიუხედავად, არ უზრუნველყვეს მათთვის გადაცემული 15 200 აშშ დოლარის დანიშნულებისამებრ მოხმარება - დაზარალებულისათვის ავტომანქანის შეძენა და შ--------------- თანხა მიისაკუთრეს. აღნიშნულის შედეგად შ--------------------- განკუთვნილი ავტომანქანა აღმოჩნდა მესამე პირის - შ----------------------------- საკუთრებაში.
ის გარემოება, რომ საბოლოოდ ნ------------------------ და მ--------------------–-- მართლაც შეიძინეს (როცა, საშუამავლო მომსახურების შესახებ დადებული ხელშეკრულების თანახმად, დაზარალებულისათვის ავტომანქანის არათუ ყიდვის, არამედ მისი გადაცემის ვადაც კი სრულდებოდა) და დაზარალებულს გადასცეს (ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დასრულებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ) მისი მოწონებული ავტომანქანა, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი დაზარალებულის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას აპირებდნენ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ავტომანქანა დაზარალებულის ხელში აღმოჩნდა არა ბრალდებულთა ინიციატივის, არამედ თავად დაზარალებულის აქტიურობისა და მის მიერ მიღებული ზომების შედეგად. ამასთან, აღნიშნული ავტომანქანის შ-------------------- ჩაბარების (რაც ოფიციალურად არც გაფორმებულა) შემდეგ, მიუხედავად მის შესაძენად გადახდილი თანხისა, დაზარალებულს ამ სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის და მისი საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან, გარდა იმისა, რომ ავტომანქანა აღმოჩნდა გაუმართავი, იგი რეგისტრირებული იყო სხვა, გარეშე პირზე, რომლის მიმართ მოთხოვნის რაიმე კანონიერი საფუძველი დაზარალებულს არ გააჩნდა.
დაზარალებული შ------------------- მიმართ ნ-----------------------ს და მ--------------------–-- არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასა და მართლსაწინააღმდეგო განზრახვას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულს, რომელსაც უმალავდნენ, რომ ავტომანქანა წარმოადგენდა სხვის საკუთრებას, 3 000 აშშ დოლარი გააღებინეს ავტომანქანის ტექნიკურად გამართვისათვის, რა დროსაც, ხან ავტომანქანის გადაფორმებას, ხან კი - ამავე ავტომანქანის გაყიდვით ხარჯების ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ, მაშინ, როცა რეალურად დანაპირების შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რადგან ავტომანქანა არც მათ ეკუთვნოდათ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოსთვის ნიშანდობლივია, რომ ნ----------------------- მსჯავრდებულია იმავე - 2016-2017 წლებში, სხვა პირთა მიმართ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულებისათვის, რომლებიც გამოიხატებოდა მასში, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნ----------------------- საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებისგან იღებდა ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილ თანხებს და ისაკუთრებდა მათ; რიგ შემთხვევებში კი ნ----------------------- შ------------------------------ რომელსაც ტექნიკურად უნდა უზრუნველეყო ავტომანქანების შესყიდვა და საქართველოში ჩამოყვანა, ურიცხავდა დაზარალებულთა მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ 40%, დარჩენილ 60%-ს კი თაღლითურად ეუფლებოდა და დაზარალებულებს იძულებულებს ხდიდა ავტომანქანის ღირებულების დარჩენილი ნაწილი ხელახლა გადაეხადათ. აღსანიშნავია, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ნ----------------------- აღიარებდა ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენას და დღეის მდგომარეობითაც დაცვის მხარე მოცემული განაჩენის კანონიერებასა და სამართლიანობას ეჭვქვეშ არ აყენებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადჰყოფს, რომ ნ----------------------- და მისი სიძე - მ--------------------–- 2016-2017 წლებში, სხვა პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთობლივად ეწეოდნენ კანონსაწინაააღმდეგო საქმიანობას და მოცემულ შემთხვევაში მათთვის ბრალადშერაცხული დანაშაული წარმოადგენს სწორედ ამ დანაშაულებრივი საქმიანობის ერთ-ერთ ეპიზოდს. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ--------------------------- დირექტორმა - ნ------------------------ და მისმა სიძემ - მ--------------------–-- განიზრახეს რა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ შ------------------- კუთვნილ თანხას, თითქოსდა, მისთვის სასურველი ავტომანქანის ჩამოყვანის მიზნით, მოტყუებით გამოართვეს 15 200 აშშ დოლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
ბ) თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით,ჯგუფის მიერ
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული შ------------------- კუთვნილი 15 200 აშშ დოლარი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებული იქნა ბრალდებულების - შ--------------------------- დირექტორ ნ-----------------------ს და მისი სიძის, მ--------------------–-- ერთობლივი, ურთიერთშეთანხმებული ძალისხმევის შედეგად.
საქართველოს სსკ 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად წინასწარ შეკავშირებულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს „ჯგუფური დანაშაულის“ ერთ-ერთ სახეს - ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულს წინასწარი შეთანხმებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ნ----------------- და მ------------------ მიერ დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენის ფაქტი.
გ) თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით
გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებული შ------------------- ჩვენებით, ს-–-------–-------------------–------------–-–------------- ხელშეკრულებით, საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი №------ დოკუმენტით და სალაროს შემოსავლის №-------- ორდერით დგინდება, რომ ნ-----------------------ს და მ--------------------–-- მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა (შ--------------- მოტყუებისა და ავტომანქანის ღირებულების სახით გადაცემული თანხის მისაკუთრების) შედეგად დაზარალებულ შ------------------- მიადგა 15 200 აშშ დოლარის (32,468 ლარი) ოდენობის ზიანი.
საქართველოს სსკ 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, დანაშაულის 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საგანი (საგნები) წარმოადგენს დიდი ოდენობის ქონებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----------------------ს და მ--------------------–-- მიერ 15 200 აშშ დოლარის (32,468 ლარი) ოდენობის თანხის სახით, დაუფლებული იქნა დიდი ოდენობის ღირებულების ნივთი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი, სხვისი ნივთის მისაკუთრების განზრახვით მოქმედმა ნ----------------------- და მ--------------------–- მოტყუებით, - რაც დაზარალებულისათვის ავტომანქანის შეძენის დაპირებაში გამოიხატა, - დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ 15 200 აშშ დოლარს, რითაც მას დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი მიაყენეს.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----------------------ს და მ--------------------–-- ქმედებებში აშკარად იკვეთება თაღლითობის, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. შესაბამისად, ნ----------------------- და მ--------------------–- დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი და მსჯავრი უნდა დაედოთ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც უნდა დაენიშნოთ კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა,ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში ნ-----------------------ს და მ--------------------–-- მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ გაითვალისწინა დაზარალებულისათვის მათ მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა (ბევრად სცდება „დიდი ოდენობის“ ზიანის კანონით დადგენილ ქვედა ნიშნულს), ჩადენილი დანაშაულით მოვალეობათა დარღვევის ხარისხი (-------------------------------------------------------------------- კი არ წარმოადგენდა კომპანიის ოფიციალურ თანამშრომელს და მის საქმიანობაში ჩართული იყო ნ----------------- მიერ), ბრალდებულთა პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება და საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა მათ მიმართ ჯარიმის დაწესების პირობებში შესაძლებელი არ არის და სასჯელის მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს ბრალდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ----------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0---------- განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ-----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ნ-----------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 1----–------- - 2----–-–------------------
ნ-----------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 26 ნოემბიდან.
მ--------------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0--------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--------------------–- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მ--------------------–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით სხდომის დარბაზში მსჯავრდებულის სახით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.
მ--------------------–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. 03 (სამი) ცალი დისკი, ნასყიდობის ხელშეკრულება, ს--------------------- გამოთხოვილი დოკუმენტები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ,,ა------------------” - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე