განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0---------------52
განაჩენი
საქართველოს სახელით
25.1--20-- წელი ქ.-------------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: შ-----------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: რ----------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N05---------3
ბრალდებული: თ--------------ე
მამის სახელი: ე-–-----ა
დაბადებული: 1--03.19-- წელი
პირადი ნომერი: 3--------98
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ო----------ი, სოფელი ლ-------ი
რეგისტრირებული: ო----------ი, სოფელი ლ-------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 20-- წლის 1-----–--ს, დაახლოებით 11 საათზე, ო----------ში, ე---------ს ქუჩა N 1---ში მცხოვრებმა თ--------------ემ, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლის, რ---------–-----ს მშობელმა, მასთან ოჯახში მცხოვრებმა დედამ, თ--------------–---–მა, საყვედური უთხრა მის მიმართ წარმოთქმული უცენზურო სიტყვის გამო, იძალადა მასზე, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით ცემა მეუღლის დედა თ--------------–---–ი, რომელსაც თ--------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად განუვითარდა დაზიანებები მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე, მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე, კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე და მარცხენა წვივის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, მაგრამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. დაზარალებულ თ--------------–---–ის ჩვენებით, იმყოფებოდა პეტერბურგში, როდესაც შეიტყო თ--ს ფეხმძიმობის ფაქტი. მისი შვილი, რ---------–----ე იყო 18 წლის და დიდი სტრესის შედეგად, 2007 წლის 4 აპრილს, თ-- შეიყვანა რძლად ოჯახში. თ-- ადრე ყავდა ნანახი თუმცა დაიწუნა. ოჯახს გააჩნია სასტუმრო და თავად გადაწყვიტა, სასტუმროს საქმიანობის თ--ს სახელზე გაფორმება. შემთხვევის დღეს კონფლიქტი მოხდა მეუღლესთან, ბ--------–-----სთან, რომელმაც უსაყვედურა თუ რატომ არ დაიტოვა სიგარეტის ფული. საუბრის დროს ჩაიარა თ--მ და შეაგინა დედა. არავის აპატიებს დედის მიმართ გინებას. გავარდა თ--სკენ, დაუძახა თუ ვის შეაგინა დედა, რა დროსაც თ-- მივიდა მასთან დაარტყა ფეხი, რის გამოც დაეჯახა საქანელას. თ-- ჩააფრინდა თმებში, ეცა თვალებში და გამოჭრა კისერი. შემდეგ თმებში სწვდნენ ერთმანეთს და ისროლეს ჭიქები და ბოთლები. მეუღლეს უნდა დაენახა თ--ს ქმედება რადგან კონფლიქტი ერთ სივრცეში მიმდინარეობდა. მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ცუდად გახდა და იმკურნალა. კონფლიქტის შემდეგ, თ-- და რ---------–----ე საცხოვრებლად გადავიდნენ თ--ს დედასთან. მოგვიანებით შეურიგდა თ--ს, თუმცა სახლში ყოფნის დროს თ-- კვლავ გამოხატავს მის მიმართ აგრესიას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რ---------–----ემ განმარტა, რომ 20-- წლის 1-----–--ს ეძინა და არაფერი იცის მომხდარის შესახებ. ამჟამად შერიგდნენ და ცხოვრობენ ერთად.
მოწმე თ----------–---–-ს ჩვენებით, იცნობს თ--------------ეს და თ--------------–---–ს. მათ ეზოში აქვს ფართი ნაქირავები და ეწევა საქმიანობას. 20-- წლის 1-----–--ს დილით მივიდა მაღაზიაში. ორი საათის შემდეგ დაინახა სასწრაფო დახმარების მანქანა. როდესაც მივიდა და იკითხა თუ რა მოხდა, თ------ა უთხრა, რომ რძალთან იჩხუბა და ცუდად გახდა. თ-----თან ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლე და სამედიცინო პერსონალი. მისი ჩვენებით არასდროს გაუგონია თ--ს მხრიდან გინების ფაქტი.
პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა ბ--------–-----ს 20-- წლის 1-----–--ის და 20-- წლის 28 სექტემბრის მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, რომლის თანახმად, ცხოვრობს ქალაქ ო----------ში, ე---------ს ქუჩა N 1---ში, მეუღლესთან, თ--------------–---–თან, შვილთაც რ---------–----ესთან, რძალთან, თ--------------ესთან და შვილიშვილებთან ნ-----–---------------------–-----ებთან ერთად. სახლში სადაც ცხოვრობენ, აქვთ ოჯახური ტიპის სასტუმრო. 20-- წლის ივნისში, გარდაეცვალა დედა, ნ----------ა, რომელიც იყო ინდ. მეწარმე და ოჯახური ტიპის სასტუმრო რეგისტრირებული იყო მის სახელზე. თ--------------–---–მა უარი განაცხადა სასტუმროს მის სახელზე რეგისტრაციაზე და გადაწყვიტა რძლის სახელზე სასტუმროს რეგისტრაცია. თ--------------ე გახდა ინდ. მეწარმე და სასტუმრო დარეგისტრირდა მის სახელზე. 20-- წლის 18 ივლისს, მეუღლეს, თ--------------–---–ს გადასცა ფულადი თანხა 45 ლარის ოდენობით, რომლითაც უნდა შეეძინა ოჯახისთვის საჭირო ნივთები და გადაეხადა კომუნალური გადასახადები. 1-----–--ს, დაახლოებით 11 საათზე, იმყოფებოდა სახლში და კითხა თ-----ს რაში დახარჯა თანხა, რაზეც უპასუხა რომ გადაიხადა კომუნალური გადასახადები და სასტუმროსთვის შეიძინა საჭირო ნივთები. ვინაიდან აღარ ქონდა დარჩენილი თანხა, განაწყენებულმა უთხრა თ-----ს, რომ სიგარეტის ფული მაინც დაეტოვებინა. აღნიშნულზე მათ შორის დაიწყო კამათი. თ--------------ე იმყოფებოდა მეორე ოთახში და როცა კამათის ხმა გაიგონა შევიდა იმ ოთახში სადაც ისინი იმყოფებოდნენ. დაინახა რა თ------ა ოთახში შესული თ--, დაუყვირა "შენ აქ რა გინდაო" და გაიქცა მისკენ, რა დროსაც ორივე ხელებით წვდა თმებში და შეანჯღრია. აღნიშნულის გამო თ--მაც მოკიდა მას ხელი თმებში და დაიწყეს ერთმანეთის ცემა. ჩადგა მათ შორის და გააშველა ისინი. თ--მ შეაგინა თუ არა თ-----ს არ გაუგონია. აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ თვითონ შეესწრო. რ---------–----ეს ეძინა, ხოლო მცირეწლოვანი შვილიშვილები სახლში არ იმყოფებოდნენ. თ--ს და თ-----ის გაშველების შემდეგ, თ-----ი გახდა შეუძლოდ და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თ--ს და თ-----ს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს რამოდენიმე წელი, თუმცა ძალადობის ფაქტს ამ შემთხვევის გარდა ადგილი არ ქონდა.
ბრალდებულმა თ--------------ემ საბოლოო სიტყვით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ თ--------------–---–ს თავიდანვე არ მოსწონდა იგი. თ-----ი ეუბნებოდა, რომ ოჯახში ის იყო პირველი და მას უნდა დამორჩილებოდა. თ-----ი აგრესიული იყო მის მიმართ და ეუბნებოდა, რომ მის შვილს, რ---------–----ეს, დედაზე მეტად უყვარდა. მისი ჩვენებით თ--------------–---–ი სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ღებულობდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ბებიას გარდაცვალების შემდეგ, მამამთილმა შეთავაზა გამხდარიყო ინდ. მეწარმე, რასაც დათანხმდა. 20-- წლის 1-----–--ს, დილით გაიგონა ხმაური. თ--------------–---–ი და ბ--------–----- კამათობდნენ 45 ლარზე. შევიდა ოთახში და ჩაილაპარაკა, რომ მათი ჩხუბის ხმა ყველას ესმოდა. მის დანახვაზე, თ--------------–---–მა დაიძახა "შენ აქ რა გინდაო", გაიქცა მისკენ და სწვდა თმებში. ყოველთვის გრძნობდა, რომ ეზიზღებოდა დედამთილს, თუმცა მისთვის ხელი არასდროს დაურტყამს. თ--------------–---–ს ვერ გააშვებინა ხელი, რის გამოც დაიწყო ფეხების ქნევა. მიუხედავად ამისა, თ--------------–---–მა არ გაუშვა ხელი და თავადაც მოკიდა თ-----ს თმებში ხელი. ბ--------–----- ჩადგა მათ შორის და შეძლო მათი გაშველება. მომხდარის გამო მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა დედასთან. მას შემდეგ რაც თ--------------–---–მა დაასრულა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება, დაბრუნდა სახლში და კვლავ ერთად ცხოვრობენ.
სასამართლო სხდომაზე ო----------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–--–----------მ დაადასტურა, რომ თ--------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.
საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.
საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.
„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“ (საქმე ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ).
„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).
ზემოაღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია თ--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. მოწმეთა ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებენ თ--------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ თ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადად შესაფასებელია მოწმეთა ჩვენებები, რადგან სხვა სახის მტკიცებულებებით თ--------------ის კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებასთან არ დასტურდება. წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე შეფასების მიზნით წარმოდგენილ იქნა მოწმეთა ჩვენებები, თუმცა თ--------------ის ბრალეულობის განსასაზღვრად, არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დაზარალებულ თ--------------–---–ის, მოწმე ბ--------–-----ს და თავად ბრალდებულის ჩვენებებს.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).
სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-- წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-- წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).
წინამდებარე შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ--------------–---–მა მიუთითა ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის პოზიციას, რადგან თ--------------–---–ის ჩვენება ეწინააღმდეგება ბ--------–-----ს და თ--------------ის ჩვენებებს. თ--------------–---–მა ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ საუბრობდა ბ--------–-----სთან, რა დროსაც ჩაიარა თ--მ და შეაგინა დედა. არავის აპატიებს დედის მიმართ გინებას. გავარდა თ--სკენ, დაუძახა თუ ვის შეაგინა დედა, რა დროსაც თ-- მივიდა მასთან დაარტყა ფეხი, რის გამოც დაეჯახა საქანელას. თ-- ჩააფრინდა თმებში, ეცა თვალებში და გამოჭრა კისერი. შემდეგ თმებში სწვდნენ ერთმანეთს და ისროლეს ჭიქები და ბოთლები. მეუღლეს უნდა დაენახა თ--ს ქმედება რადგან კონფლიქტი ერთ სივრცეში მიმდინარეობდა.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ბ--------–-----ს ჩვენებით - თ--------------ე იმყოფებოდა მეორე ოთახში და როცა კამათის ხმა გაიგონა შევიდა იმ ოთახში სადაც ისინი იმყოფებოდნენ. დაინახა რა თ------ა ოთახში შესული თ--, დაუყვირა "შენ აქ რა გინდაო" და გაიქცა მისკენ, რა დროსაც ორივე ხელებით წვდა თმებში და შეანჯღრია. აღნიშნულის გამო თ--მაც მოკიდა მას ხელი თმებში და დაიწყეს ერთმანეთის ცემა. ჩადგა მათ შორის და გააშველა ისინი. თ--მ შეაგინა თუ არა თ-----ს არ გაუგონია.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი თ--------------ის ჩვენებებს და ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვაში ჩამოყალიბებულ პოზიციას შორის არსებითი წინააღმდეგობა არ არის. თ--------------ემ აღნიშნა, რომ მის დანახვაზე, თ--------------–---–მა დაიძახა "შენ აქ რა გინდაო", გაიქცა მისკენ და სწვდა თმებში. ყოველთვის გრძნობდა, რომ ეზიზღებოდა დედამთილს, თუმცა მისთვის ხელი არასდროს დაურტყამს. თ--------------–---–ს ვერ გააშვებინა ხელი, რის გამოც დაიწყო ფეხების ქნევა. მიუხედავად ამისა, თ--------------–---–მა არ გაუშვა ხელი და თავადაც მოკიდა ხელი თ-----ს თმებში.
წარმოდგენილი ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს თ--------------–---–ის განმარტებას, რომ თ--------------ემ შეაგინა მას დედის მისამართით, რადგან აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებს თვითმხილველი მოწმე ბ--------–----- და თავად ბრალდებული თ--------------ე. სასამართლო ასევე არ იზიარებს თ--------------–---–ის განმარტებას, რომ თ--------------ემ დაიწყო ძალადობა, რადგან მოწმე ბ--------–-----ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ თ--------------–---–მა დაინახა რა თ--------------ე ოთახში შესული, დაუყვირა "შენ აქ რა გინდაო" გაიქცა მისკენ, სწვდა თმებში და შეანჯღრია იგი. აღნიშნულით დგინდება, რომ თ--------------–---–მა პირველმა დაიწყო ფიზიკური ძალის გამოყენება. თ--------------ეს პოზიცია სრულ თანხვედრაშია ბ--------–-----ს ჩვენებასთან, რის გამოც სასამართლო იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ თ--------------–---–ი მას დაესხა თავს და იგი ცდილობდა მის თავიდან მოშორებას. აღსანიშნავია ბ--------–-----ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის აღწერს თ--------------ის მხრიდან ქმედების დაწყების საფუძველს. კერძოდ, ბ--------–-----ს ჩვენებით იმის გამო, რომ თ--------------–---–ი ორივე ხელით სწვდა თმებში და შეანჯღრია თ--, აღნიშნულის გამო თ--მაც მოკიდა თ-----ს ხელი. ბ--------–-----ს ჩვენება ამ ნაწილშიც თანხვედრაშია ბრალდებულის პოზიციასთან, სადაც ის მიუთითებს, რომ თ--------------–---–ს ვერ გააშვებინა ხელი, რის გამოც დაიწყო ფეხების ქნევა. მიუხედავად ამისა, თ--------------–---–მა არ გაუშვა ხელი და თავადაც მოკიდა თ-----ს თმებში ხელი. ამდენად, აღნიშნული ჩვენებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ--------------ეს არ შეუგინებია დედა თ--------------–---–ისათვის. ასევე დადგენილია, რომ პირველი ფიზიკურ ძალადობას მიმართავს თ--------------–---–ი, როდესაც სწვდება თმებში თ--------------ეს, ხოლო თ--------------ე უშედეგოდ ცდილობს რა მის მოშორებას, შემდეგ თავადაც სწვდება თმებში თ--------------–---–ს.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს თ--------------–---–ის დამოკიდებულებაზე თ--------------ის მიმართ, რაც ასევე ამცირებს მისი ჩვენების სარწმუნოობის ხარისხს. თ--------------–---–მა ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ თ-- დაიწუნა როგორც სარძლო, თუმცა გაიგო რა, რომ მისი შვილისგან იყო ორსულად, დიდი სტრესის შედეგად შეიყვანა რძლად ოჯახში. თ--------------ემ დაადასტურა თ--------------–---–ის ჩვენების აღნიშნული ნაწილი და განმარტა, რომ თ--------------–---–ს თავიდანვე არ მოსწონდა იგი, ეუბნებოდა, რომ ოჯახში ის იყო პირველი და მას უნდა დამორჩილებოდა.
3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში თ--------------ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28.1 მუხლით, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას, (ხელყოფას). ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ვითარებაში თ--------------ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან სახეზეა აუცილებელი მოგერიების მთავარი კომპონენტები - თავდასხმა და თავდაცვის მიზანი.
სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ--------------–---–ს და თ--------------ეს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონდა. თ--------------ეს არ შეუგინებია თ--------------–---–ისათვის და ბრალდებული არ იყო ფიზიკური დაპირისპირების დაწყების ინიციატორი. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ პირველმა ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო თ--------------–---–მა, როდესაც იგი თავს დაესხა თ--------------ეს, კერძოდ, გაიქცა მისკენ, მივიდა მასთან, სწვდა თმებში ხელებით და შეანჯღრია იგი. თ--------------ე კი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდგომ იწყებს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას, რა დროსაც ორივე მხარეს ადგება სხვადასხვა სახის დაზიანებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------–---–ის მოქმედება, როდესაც ის თავად მიდის და პირველი სწვდება თმებში ბრალდებულს, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც წარმოშობს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას (თავდასხმას), რაც თავის მხრივ თ--------------ის აუცილებელი მოგერიების უფლებას წარმოქმნის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში და ამ უფლების რეალიზაციის პროცესში მიაყენა მან დაზიანებები თ--------------–---–ს.
3.5. სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში ფაქტის თვითმხილველი მოწმის ბ--------–-----ს და თავად ბრალდებულის ჩვენებებთან. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც დასტურდება, როგორც ბრალდებულის ასევე დაზარალებულის სხეულის დაზიანების ფაქტი, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მათი უტყუარობა და დამაჯერებლობა, რადგან დაზარალებულის და თვითმხილველი მოწმის ჩვენებები არ არის იდენტური და შეიცავენ უზუსტობებს და ეს უზუსტობები არის არსებითი ხასიათის. თ--------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი სხვა სახის მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოთ მიმოხილული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული თ--------------ემ ჩაიდინა. მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოთქმული თუნდაც გონივრული ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ--------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. გაუქმდეს თ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
3. თ--------------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა