გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/19923-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელეები - 1 - მე-----------–---–ი
2 - ევ-----–---–---ე
3 - თე------------–---–ი
წარმომადგენელი - და------------–---ი
მოპასუხეები - 1 - კა---–---–---ე
2 - თა---–--–---–--------–---–---–ი
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელეების კუთვნილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: ტუმბო ღია ყავისფერი ტანსაცმლის, კოდით - 5----- მაგიდა, კოდით - 5----; საძინებელი, კოდით - 5----- ტუმბო, კოდით - 5----- კარადა ტანსაცმლის, კოდით - 5----; პიანინო, კოდით - 5----; სამეული, კოდით - 5----- მაგიდა, კოდით - 5----; მისაღები ოთახის კედელი, კოდით - 5----- მაგიდა, კოდით - 5----; ტელევიზორი, კოდით - 5----- ტელევიზორი, კოდით - 5----- მაცივარი, კოდით - 5----- სარეცხი მანქანა, კოდით - 5----- მაგიდა კომპიუტერის, კოდით - 5----; კომპიუტერი, კოდით - 5-----
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სააღსრულებო ბიუროს მიერ მოხდა საცხოვრებელ სახლში არსებული ნივთების აღწერა-დაყადაღება. ქონების დაყადაღება განხორციელდა მოვალე კა---–---–---ის მიმართ, რომლის მიმართაც სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს კრედიტორ თა---–--–---–--------–---–---–ის სასარგებლოდ. საცხოვრებელ ბინაში განთავსებული დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მე-----------–---–ის, თე------------–---–ისა და ევ-----–---–---ის საკუთრებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქონება რეგისტრირებულია მე-----------–---–ი საკუთრებად. ბინაში განთავსებული ტუმბოები, ტანსაცმლის კარადა, მაგიდები, საძინებელი, ტანსაცმლის კარადა, სამეული, მისაღები ოთახის კედელი და პიანინო შესაბამისად წარმოადგენს მე-----------–---–ის საკუთრებას. ტელევიზორები, მაცივარი და სარეცხი მანქანა სარჩელზე დართული ზედნადებებით, დეკლარაციითა და საგარანტიო ბარათების თანახმად წარმოადგენს მოსარჩელე თე------------–---–ის საკუთრებას. კომპიუტერის მაგიდა და კომპიუტერი კი საგარანტიო ბარათებისა და სასაქონლო ზედნადების მიხედვით შეძენილია ევ-----–---–---ის მიერ. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ ქონება არ წარმოადგენს მოვალის საკუთრებას და უნდა მოხდეს მათ ყადაღისაგან გათავისუფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კა---–---–---ემ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო.
2.2. მოპასუხე თა---–--–---–--------–---–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მას სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------–- გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალე კა---–---–---ეს თა---–--–---–----ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - მა------–---–-----------------–-----–---–----ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი თითოეულისათვის 100-100 ლარის ოდენობით, 2012 წლის 10 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ნი----–-----–---–---ის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად ერთჯერადად - 70 ლარის და არასრულწლოვანი შვილის - მა------–---–----ს მკურნალობისათვის ყოველთვიურად 25 ლარის გადახდა 2012 წლის 10 დეკემბრიდან ბავშვის გამოჯანმრთელებამდე, სრულწლოვანების პერიოდში.
(მტკიცებულება: სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 69-70)
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–----- აპრილს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, მოვალე კა---–---–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N---------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე N--------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო მოვალე კა---–---–---ის შემდეგ მოძრავ ნივთებს: ტელევიზორი - სამსუნგი, პლაზმური, შავი ფერის, კოდით 5----- ტუმბო - ღია ყავისფერი, ტანსაცმლის, კოდით 5----- მაგიდა - ტელევიზორის, ყავისფერი, კოდით 5----; ტელევიზორი - სამსუნგი, პლაზმური, შავი ფერის, კოდით - 5----- მაცივარი - ჰიტაჩი, თეთრი ფერის, ორგანყოფილებიანი, კოდით 5----- სარეცხი მანქანა - წარწერით ელექტროლუქსი, თეთრი ფერის, კოდით 5----- საძინებელი - ყავისფერი, ორადგილიანი, კოდით 5----- ტუმბო - ყავისფერი, კოდით 5----- კარადა ტანსაცმლის - ყავისფერი, დიდი ზომის, კოდით 5----; პიანინო - ყავისფერი, რონიში, კოდით 5----; მაგიდა - კომპიუტერის, ყავისფერი, კოდით 5----; კომპიუტერი - ფილიფსის მონიტორით, კომპლექტი, კოდით 5----- სამეული - ნაჭრის, რბილი, ყავისფერი; 5----- მაგიდა - ხის, ჟურნალის, კოდით - 5----; მისაღები ოთახის კედელი - ყავისფერი, შუშის ვიტრინით, კომპლექტი, კოდით 5----- მაგიდა - ყავისფერი, ხის, კოდით 5----.
(მტკიცებულება: ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, ს.ფ. 71-72)
3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ყადაღადადებულ ნივთებზე აუქციონი დანიშნული არ არის.
(მტკიცებულება: ცნობა, ს.ფ. 34)
3.2.4. საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, სადაც განხორციელდა ქონების აღწერა-დაყადაღება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ვ-------------------------------------------------------, ფართი: 88.60 კვ.მ, საკადასტრო კოდი N---17.--.---.----0----- - რეგისტრირებულია მე-----------–---–ის საკუთრებად.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 42-43)
3.2.5. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით, შ--------–----------------- საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით, გამარტივებული დეკლარაციით,საგარანტიო ბარათებითა და თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკებით დგინდება, რომ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორები, „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, სარეცხი მანქანა, კომპიუტერის კომპლექტი და კოპიუტერის მაგიდა წარმოადგენს თე------------–---–ისა და ევ-----–---–---ის საკუთრებას. სასამართლო სხდომაზე მიცემული მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეებს.
(მტკიცებულება: სასაქონლო ზედნადები, შ--------–----------------- საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა, გამარტივებული დეკლარაცია, საგარანტიო ბარათები, თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკები, სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2018 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.1-17, 21-33, 100-109)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე მუხლები;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მე-----------–---–ის, ევ-----–---–---ისა და თე------------–---–ის საკუთრებას. სადავო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს თა---–--–---–--------–---–---–ს (კრედიტორს) და კა---–---–---ეს (მოვალეს) არ წარმოუდგენიათ. მოპასუხე თა---–--–---–--------–---–---–ი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე კა---–---–---ეს (მოვალეს) უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მე-----------–---–ის, ევ-----–---–---ისა და თე------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელეების კუთვნილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: ტუმბო ღია ყავისფერი ტანსაცმლის, კოდით - 5----- მაგიდა, კოდით - 5----; საძინებელი, კოდით - 5----- ტუმბო, კოდით - 5----- კარადა ტანსაცმლის, კოდით - 5----; პიანინო, კოდით - 5----; სამეული, კოდით - 5----- მაგიდა, კოდით - 5----; მისაღები ოთახის კედელი, კოდით - 5----- მაგიდა, კოდით - 5----; ტელევიზორი, კოდით - 5----- ტელევიზორი, კოდით - 5----- მაცივარი, კოდით - 5----- სარეცხი მანქანა, კოდით - 5----- მაგიდა კომპიუტერის, კოდით - 5----; კომპიუტერი, კოდით - 5-----
2. მოპასუხე კა---–---–---ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი