გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/6343-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თ---–--ი შესავალი ნაწილი თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა
მოსარჩელე - მ----------------–---ი, ფ-----------–---–ი, გ-----------–--ე
წარმომადგენელი - მ---–-----------–---ი, ხ-------------
მოპასუხე - შპს „პ-----------ი’’
წარმომადგენლები - კ-------------ე, ზ------------ე, დ---------–---–---–ი
მოპასუხე - სს ,,ე------------------------’’
წარმომადგენელი - კ--------–--------–---–ი
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელე მ----------------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელე ფ-----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 2 500 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელე გ-----------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 2 500 ლარის ოდენობით.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-18):
1.1.1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვები, საყურე ნიშნებით №0- 6---- და №0- 6----, რეგისტრირებულია მოსარჩელე მ----------------–---ის სახელზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საყურე ნიშნით №0- 6----, რეგისტრირებულია მოსარჩელე გ-----------–--ის სახელზე, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საყურე ნიშნით №0- 6----, რეგისტრირებულია მოსარჩელე ფ-----------–---–ის სახელზე;
1.1.2. 2014 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ---–--ში, დ---ი ლ--–--ს დასახლებაში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოხდა მაღალი ძაბვის დენის სადენის დაზიანება, რომელიც დაეცა ამ ტერიტორიაზე საძოვრად გაშვებულ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ოთხ სულ პირუტყვს, რის შედეგადაც ცხოველები დაიხოცნენ;
1.1.3. განადგურებული პირუტყვი - სამი დედალი ძროხა - ფური, იყო 6 წლის, მაკე მდგომარეობაში, ხოლო მეოთხე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო ხუთი წლის;
1.1.4. მათ ერთადერთ შემოსავალს და რჩენის წყაროს წარმოადგენდა სწორედ აღნიშნული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვები;
1.1.5. მომხდარი შემთხვევის გამო ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და შედგენილია ადგილზე მყოფი პირების დაკითხვის ოქმები;
1.1.6. შპს ,,ა-----------ს’’ მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის თანახმად, მომხდარი შემთხვევის გამო მ----------------–---ისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4 500 ლარი, ხოლო გ-----------–--ის და ფ-----------–---–ისთვის მიყენებულმა ზიანმა თითოეულ შემთხვევაში შეადგინა 2 500 ლარი;
1.1.7. ანალოგიური სარჩელით მიმართული ჰქონდათ თ---–--ის საქალაქო სასამართლოსთვის 2015 წელსაც, თუმცა დავის განხილვისას სს ,,ე-------------------------მ’’ პასუხისმგებელ პირად მიუთითა შპს ,,პ-----------ი’’ და მის მიერ განმარტებულ იქნა, რომ სადენი, რომლის დაზიანებასაც მოჰყვა შემთხვევა, ეკუთვნის შპს ,,პ-----------ს’’;
1.1.8. შპს ,,პ-----------ის’’ ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მის საკუთრებაშია 6 კვტ საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი სიგრძით 200 მეტრი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, თუმცა მან განმარტებაში მიუთითა, რომ ელექტრო გადამცემი ხაზი არ იყო იმ დღეს დაზიანებული და იგი არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს;
1.1.9. ადრინდელი საქმის წარმოების ფარგლებში შპს ,,პ-----------მა’’ ასევე წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის ორი ელექტრო გადამცემი ხაზი, რომლებიც მიერთებულია ფ------ებთან: №- და №-1. ამავე ინფორმაციის თანახმად, სს "ე------------------------ს" მართვაში არსებული თ------------ის ქვესადგურიდან გამავალი ზ/აღნიშნული 2 ელექტროგადამცემი ხაზით მარაგდება დ---ი ლ--–--;
1.1.10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მათ მიმართ ეკისრებათ მიყენებული ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ე------------------------მ’’ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 71-85):
2.1.1. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ პირუტყვის დაღუპვა გამოიწვია მაღალი ძაბვის ქვეშ მყოფი დენის სადენის დაცემამ;
2.1.2. მოსარჩელესვე აქვს წარმოდგენილი შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ 2016 წლის 16 მაისის და 2017 წლის 16 აგვისტოს წერილები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ელექტროგადამცემი ხაზი (შპს ,,პ-----------ის’’ საკუთრება ფ------ი №-1), 18:00-18:35 საათის პერიოდში გათიშული იყო ძაბვიდან, ე.ი. მასში ელექტროენერგია არ გადიოდა, უფრო მეტიც, ფ------ი №-1 დამიწებული იყო, რაც გამორიცხავს მასში ძაბვის არსებობას;
2.1.3. იგი არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, ვინაიდან ვერ დასტურდება, რომ აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენდა ან ახლა წარმოადგენს მის საკუთრებას;
2.1.4. ქ/ს ,,თ------------ის’’ "შემყვანი №17"-ის ფ------ი №-1-დან გამომავალი 6კვ. ელექტროგადამცემი ხაზი შპს ,,პ-----------ის’’ საკუთრებაა და სწორედ ისაა პასუხისმგებელი მის გამართულ მდგომარეობაში ექსპლოატაციაზე და ამ ხაზიდან გამომდინარე მიყენებულ ზიანზე;
2.1.5. მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან, სწორედ იმ გარემოების გამო, რომ საქონლის დაცემის მიზეზი - გაწყვეტილი 6 კვტ ელექტრო გადამცემი ხაზი (გამომავალი ფ------ი №-1-დან) მის საკუთრებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, მისი მოპასუხედ მითითება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს;
2.1.6. მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ, რომ დაღუპული მსხვილფეხა პირუტყვი მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ, რა სახის შემოსავალზე საუბრობენ და რას გულისხმობენ აღნიშნულში.
2.2. მოპასუხე შპს ,,პ-----------მა’’ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 107-115):
2.2.1. მოსარჩელის მიერ არ არის სამართლებრივად დასაბუთებული რატომაა შპს ,,პ-----------ი’’ ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი;
2.2.2. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2017 წლის 16 აგვისტოს №0--------- წერილი, რომლიდანაც დგინდება, რომ თ------------ის ქვესადგურიდან გამავალი ორი ელგადამცემი ხაზი, რომლებიც მიერთებულია ფ------ №--სა და ფ------ №-1-ზე, იმყოფება შპს ,,ე------------------------ს’’ მართვაში;
2.2.3. თ------------ის ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერებში 2014 წლის 20 ოქტომბერს საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე №- და №-1 ფ------ების ავარიული გამორთვა არ ფიქსირდება;
2.2.4. თ------------მა 18:00 საათზე ქ-------------–ის დისპეჩერის მოთხოვნით გამორთო და შეკეთებაში ჩააყენა ფ------ი №- და ფ------ი №-1. 18:15 საათზე იმავე დისპეჩერის მოთხოვნით ფ------ი №- გამოიყვანა შეკეთებიდან და ჩართო, ფ------ი №-1 კი დაამიწა, რომ ხელი არ შეშლოდა ფ------ი №--ის შეკეთებას. შეკეთების შემდეგ კი ჩართო ფ------ი №-. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ თუ ფ------ი №-1 იქნებოდა დაზიანების გამო შესაკეთებელი, ოპერატიულ ჟურნალში აღინიშნებოდა ჩანაწერი მისი შეკეთების და ჩართვის შესახებ;
2.2.5. არავის უცნობებია დაზიანებული კაბელის და მისი აღდგენის აუცილებლობის შესახებ, რაც აუცილებლად მოხდებოდა, თუ დაზიანდებოდა მისი კუთვნილი ხაზი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მსხვილფეხა პირუტყვი №0- 6---- და №0- 6---- საყურე ნიშნებით რეგისტრირებულია მ----------------–---ის სახელზე, მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია გ-----------–--ის სახელზე, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია ფ-----------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 19)
3.1.2. 2014 წლის 20 ოქტომბერს 18:18 საათზე ქ. თ---–--ში, დ---ი ლ--–--ში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ნ--–-------–---ის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. მისი განმარტებით, გაწყდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე მაღალი ძაბვის დენის სადენები, რომლებიც დაეცა საძოვარზე მყოფ ოთხ ძროხას.
აღნიშნული შემთხვევის შედეგად დაიღუპა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით - №0- 6----, №0- 6----, №0- 6---- და №0- 6----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება, ოქმი, ფოტოსურათები, გამოკითხვის ოქმი, აქტი (ს.ფ. 20-21; 27-30; 31-37; 92)
3.1.3. მ----------------–---ის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის საყურე ნომრით - №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 000 ლარს, ხოლო №0- 6---- საყურე ნიშნის მქონე მსხვილფეხა პირუტყვის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს.
გ-----------–--ის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის, საყურე ნიშნით №0- 6----, საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს, ხოლო ფ-----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული მსხვილფეხა პირუტყვის, საყურე ნიშნით №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 24-25)
3.1.4. ქ. თ---–--ში, დ---ი ლ--–--ს ტერიტორიაზე, 6 კვტ. საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი - 105, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პ-----------ის’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები, ინფორმაცია გადასახადის შესახებ (ს.ფ. 41-42; 86-91; 202-213)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თ---–--ში, დ--- ლ--–--ში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის დენის სადენის დაცემის შედეგად დაიღუპა ოთხი მსხვილფეხა პირუტყვი, რომლებიც წარმოადგენდა მოსარჩელეთა საკუთრებას და აღნიშნულის შედეგად მ----------------–---ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4 500 ლარს, გ-----------–--ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2 500 ლარს, ხოლო ფ-----------–---–ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2 500 ლარს.
დადგენილია, რომ მსხვილფეხა პირუტყვი №0- 6---- და №0- 6---- საყურე ნიშნებით რეგისტრირებულია მ----------------–---ის სახელზე, მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია გ-----------–--ის სახელზე, ხოლო პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია ფ-----------–---–ის სახელზე. უდავოა 2014 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი შემთხვევის შედეგად მოსარჩელეთა კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვის ფაქტი. წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, მ----------------–---ის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის საყურე ნომრით №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 000 ლარს, ხოლო №0- 6---- საყურე ნიშნის მქონე მსხვილფეხა პირუტყვის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს. გ-----------–--ის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის საყურე ნიშნით №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს, ხოლო ფ-----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული მსხვილფეხა პირუტყვის საყურე ნიშნით №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა მოპასუხეთა მიერ არსებითად სადავო არ გამხდარა. თითოეული მათგანი მიუთითებს, რომ ისინი არ წარმოადგენენ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებს, თუმცა უშუალოდ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა მათ მიერ არსებითად სადავო არ გამხდარა. სს "ე------------------------" სადავოდ ხდ---ა, რომ მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ რა სახის ზიანზეა საუბარი, რას გულისხმობენ აღნიშნულში და ა.შ. თუმცა მისი განმარტებით, მას არ შეიძლება რამე კავშირი ჰქონდეს დამდგარ შედეგთან, რადგან გაწყვეტილი ელ.ხაზი მის საკუთრებას არ წარმოადგენს.
შესაბამისად, წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის გაზიარების შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თ---–--ში, დ--- ლ--–--ში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების/გაწყვეტის და მისი დაცემის შედეგად ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვის შედეგად მ----------------–---ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 4 500 ლარს, გ-----------–--ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2 500 ლარს, ხოლო ფ-----------–---–ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2 500 ლარს.
3.2.2. 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თ---–--ში, დ--- ლ--–--ში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა გამოწვეულია შპს ,,პ-----------ის’’ საკუთრებაში არსებული ფ------ი №-1-დან გამომავალი 6 კვტ საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე აუცილებელია სახეზე გვქონდეს ნორმის დამფუძნებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების ერთობლიობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. (იხ. სუსგ, საქმე №ას-100--964-2016).
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).
განსახილველ შემთხვევაში ძირითადი სადავო გარემოებაა წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებელი პირის, ან პირთა წრის განსაზღვრა. ორივე მოპასუხე მიუთითებს მათი პასუხიმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებზე და მიყენებულ ზიანის ანაზღაურებასთან მიზეზობრივი კავშირის არ არსებობაზე.
უდავოა, რომ ქ. თ---–--ში, დ---ი ლ--–--ს ტერიტორიაზე, 6 კვტ. საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი - 105, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პ-----------ის’’ სახელზე. წარმოდგენილია შპს ,,პ-----------ის’’ 2015 წლის 26 ნოემბრის ცნობა (ს.ფ. 169), რომლის თანახმადაც, თ------------ის ქვესადგურის 6 კვ. სალტებზე მიერთებულ და შპს ,,პ-----------ის’’ საკუთრებაში არსებულ №17 ფ------ის და მისი განშტოებების №19, 20, 21, 22, 23, 24, 25 და 26 ჩართვა-გამორთვაზე და შეკეთებაში ჩვენებაზე პასუხისმგებელ პირად, რომელსაც აქვს სს ,,ე------------------------ს’’ ქ-------------–ის დისპეჩერთან მოლაპარაკების უფლება, დანიშნულია გ-------------–---–ი. აღნიშნული ცნობით, თავად შპს ,,პ-----------ი’’ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის საკუთრებაშია №17 ფ------ი და მისი განშტოებებიც, მათ შორის ფ------ი №-1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია აღნიშნული ცნობით გ-------------–---–ი დანიშნულია შესაბამის უფლებამოსილ პირად და ეს ცნობა გაცემულია 2015 წლის 26 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნული არ ადასტურებს შპს "პ-----------ის" განმარტებას, რომ ამ პერიოდამდე გ-------------–---–ი არ იყო უფლებამოსილი პირი, მათ შორის, შემთხვევის დღეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დამადასტურებელი, ვინ იყო მანამდე შესაბამისი უფლებამოსილი პირი, მას არ წარმოუდგენია და არც სარწმუნოდ არ მიუთითებია აღნიშნულზე სასამართლოსათვის, ხოლო საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებით (ოპერატიული ჟურნალი ს.ფ. 143-164) დასტურდება, რომ შესაბამისი ინფორმაცია სწორედ გ-------------–---–ს მიეწოდებოდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენილ ამონაწერებზე ოპერატიული ჟურნალიდან (ს.ფ. 143-164.)
აღნიშნულ ოპერატიულ ჟურნალში (ს.ფ. 149) მითითებულ თარიღში მომხდარი მოვლენები აღწერილია შემდეგნაირად:
18:00 საათზე ,,თ------------ი - ლ-----ეს ი. გ------–---–ის მოთხ. გამოგვართვევინეს ფ №- და ფ №-1. ხაზია გაწყვეტილი, რომელი ფ------ია გასარკვევია. ორივე ფ------ი შეკეთებაშია. გ. თ---–---–თან შეთანხმებულია’’;
18:40 საათზე არსებული ინფორმაცია მითითებულია შემდეგნაირად: ,,თ------------ი ლ-----ეს ჩაართვევინეს ფ №-. თ. გ------–---–ის ინფორმაციით ხაზი გაწყვეტილია ფ №-1-ზე. დაიხოცა ძროხები (ორი). ფ №-1 შეკეთებაშია. ფ ეკუთვნის ,,პ-----------ის ფირმას’’;
ს.ფ. 158-ზე მითითებულ ინფორმაციაში კი ასახულია, რომ "10.08. თ------------ის მორიგე კ------–--ემ მაცნობა, რომ ფ. 21 დამიწებულია..გაწყვეტილი ხაზების აღდგენა.."
11:32 საათისათვის არსებული ინფორმაციით კი (ს.ფ. 159), მითითებულია რომ, გამოირთო ფ------ი №-, ვინაიდან იგი ხელს უშლიდა ფ------ი №-1-ის მუშაობას. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება რომ გ-------------–---–ი წარმოადგენს შპს ,,პ-----------ის’’ საკუთრებაში არსებული შესაბამისი ფ------ის ჩართვა-გამორთვაზე და შეკეთების ჩაყენებაზე პასუხისმგებელ პირს (ს.ფ. 169-170). გარდა ამისა, აღნიშნული მტკიცებულებები ასევე ადასტურებენ, რომ სწორედ ფ------ი 21 იყო გამორთული, რამდენადაც დაზიანებული, გაწყვეტილი იყო სწორედ ამ ფ------იდან გამომავალი 6 კვტ სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა სწორედ შპს "პ-----------ის" საკუთრებას.
სასამართლო აღნიშნული ჩანაწერების გაანალიზების შედეგად, საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხე შპს ,,ე------------------------ს’’ მითითებას, რომლის თანახმადაც იგი აპელირებს მოპასუხე შპს ,,პ-----------ის’’ საკუთრებაში არსებული ფ------ი №-1-ის დაზიანებაზე და მიუთითებს, რომ ფ------ი №--ის გამორთვა გამოიწია ფ------ი №-1-ის დაზიანებამ და იქედან გამომავალმა შპს "პ-----------ის" საკუთრებაში არსებულმა 6 კვტ სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემმა ხაზმა და მისი გამორთვა აუცილებელი გახდა ფ------ი №-1-ის გამართული მუშაობისათვის, ფ------ი №--ის მუშაობა აღდგა მალევე, ხოლო ფ------ი №-1 საჭიროებდა შეკეთებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე შპს ,,პ-----------ის’’ მითითებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს დაინტერესებული პირის - შპს ,,ე------------------------ს’’ მიერ შექმნილ დოკუმენტაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერები გაკეთებულია მიმდინარე მოვლენების პარალელურად - 2014 წლის 20 ოქტომბერს და არა მოგვიანებით საქმის წარმოებისას და მოსარჩელეთა მიერ ზიანის მოთხოვნისას, რაც ქმნის ობიექტურ და გონივრულ შინაგან რწმენას წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების გაზიარებისათვის. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება შპს ,,პ-----------ის’’ მითითება იმის თაობაზე, რომ მითითებულ თარიღში ფ------ი №-1 გამართულად მუშაობდა და იგი არ დაზიანებულა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს წარმოდგენილი ცნობის თანახმად (ს.ფ. 174), უფლებამოსილი პირის მიერ 18:00 საათზე დისპეჩერ ბ---–---–ის მოთხოვნით, გამოირთო ფ------ი №- და ფ------ი №-1 და ჩადგა შეკეთებაში, ხოლო 18:35 საათის მონაცემებით, დისპეჩერ ბ-----–---–ის მოთხოვნით ფ------ი №- გამოვიდა შეკეთებიდან და ჩაირთო, ხოლო ფ------ი №-1 დამიწდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საპატრულო პოლიციიდან წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შეტყობინება ელექტრო გადამცემი ხაზის ჩამოვარდნის და პირუტყვის დაზიანების შესახებ საპატრულო პოლიციაში შესულია 2014 წლის 20 ოქტომბრის 18:18 საათზე (ს.ფ. 20), რაც თავისთავად უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის - სს "ე------------------------ს" მითითებას ელექტრო გადამცემი ხაზის დამიწების გამო მითითებული შემთხვევის დადგომის გამორიცხვის თაობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი არსებობს სწორედ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი ფ------ის გამორთვა და დამიწება მოხდა სწორედ შესაბამისი შემთხვევის დადგომის გამო და მის შემდეგ და არა პირიქით.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, საფუძვლიანად მიიჩნევს მომხდარზე პასუხისმგებელ პირად შპს ,,პ-----------ის მითითებას’’. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება მოპასუხე შპს ,,პ-----------ის’’ მითითება იმის თაობაზე, რომ ადგილი, სადაც მოხდა შემთხვევა წარმოადგენს მისი და შპს ,,ე------------------------ს’’ ელექტრო გადამცემი ხაზების გადაკვეთის ადგილს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შემთხვევა მომხდარია ნამდვილად ელექტრო გადამცემი ხაზების გადაკვეთის ადგილას და, რაც მთავარია, 2014 წლის მდგომარეობით სწორედ ასე იყო განლაგებული ხაზობრივი ნაგებობები. მხოლოდ მოპასუხის განმარტება კი აღნიშნულის დასადასტურებლად ჯეროვან მტკიცებულებად ვერ განიხილება. ამასთან, სათანადო მტკიცებულებად ვარ განიხილება წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალები (ს.ფ.175-177), ვინაიდან, აღნიშნულით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თ---–--ში, დ--- ლ--–--ში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა გამოწვეულია შპს ,,პ-----------ის’’ საკუთრებაში არსებული ფ------ი №-1-იდან გამომავალი 6 კვტ. სიმლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების/გაწყვეტის შედეგად.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, იგი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ,,პ-----------ის’’ მიმართ, ხოლო შპს ,,ე------------------------ს’’ მიმართ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, მე-1000 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე - ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ’’ და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდ---რების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1295-1215-2017).
ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა ბრალი კი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ამასთან, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.
როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებსა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით.
ამდენად, პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (სუსგ, №ას-1287-1208-2015, 26.02.2016). სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი ნაგებობა, რომელშიც ხდება ელექტროენერგიის წარმოება ან ამ ენერგიის მიწოდება, წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, ვინაიდან ასეთი ობიექტების გამოყენება სრულად არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს მათი მახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამასთან, უდავოა, რომ ზიანი მიყენებულია სწორედ მოპასუხე შპს "პ-----------ის" საკუთრებაში არსებული 6 კვტ საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემის შედეგად. აღნიშნული შემთხვევის შედეგად კი დაიღუპა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა ცხოველი №0- 6----, №0- 6----, №0- 6---- და №0- 6---- საყურე ნიშნებით. ასევე დადგენილია აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,პ-----------ი’’ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. კერძოდ, დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თ---–--ში, დ--- ლ--–--ში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა გამოწვეულია შპს ,,პ-----------ის’’ საკუთრებაში არსებული ფ------ი №-1-დან გამომავალი 6 კვტ სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემით. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის ვალდებულებაა ბრალის მიუხედავად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი,შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს ,,პ-----------ის’’ მიმართ დგინდება დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა, რაც განაპირობებს მის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, არ არსებობს მოპასუხე შპს ,,ე------------------------ს’’ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დადასტურდა დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, უპირველსად, რომ შესაბამისი ქმდება გამოწვეული რომ იყო მის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 335 ლარი (ს.ფ. 58). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა სარჩელი ფაქტობრივად სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხე შპს ,,პ-----------ის’’ მიმართ, შესაბამისად, თითოეული მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხე შპს „პ-----------ს’’ მოსარჩელე მ----------------–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 135 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ფ-----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე გ-----------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად. ამასთანავე, მოპასუხე შპს „პ-----------ს’’ მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელეების - მ----------------–---ის, ფ-----------–---–ის და გ-----------–--ის სარჩელი მოპასუხეების - შპს „პ-----------ის“ და სს ,,ე------------------------ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს „პ-----------ს“ მოსარჩელე მ----------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე შპს „პ-----------ს“ მოსარჩელე ფ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 2 500 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე შპს „პ-----------ს“ მოსარჩელე გ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 2 500 ლარის ოდენობით;
5. მოსარჩელეების - მ----------------–---ის, ფ-----------–---–ის და გ-----------–--ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ე------------------------ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. მოპასუხე შპს „პ-----------ს“ მოსარჩელე მ----------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 135 ლარის ოდენობით;
7. მოპასუხე შპს „პ-----------ს“ მოსარჩელე ფ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
8. მოპასუხე შპს „პ-----------ს“ მოსარჩელე გ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
9. მოპასუხე შპს „პ-----------ს“ მოსარჩელეების - მ----------------–---ის, ფ-----------–---–ის და გ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი