განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----14
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივნების - თამთა გაჩეჩილაძის, ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ზ---- ქ--------–---–ის,ბრალდებულების - ი------ დ--------ის, ხ---- ბ-------ის,ადვოკატების - დ----- დ--------ის, ლ---- მ-----–--ის, ნ-----–---- ბ---–----ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: 1. ი------ დ--------ის, დაბადებულის 1--- წლის 6-----------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ბ------ში, კ-----–--ის ქ. N------------ში მცხოვრების მიმართ; 2. ხ---- ბ-------ის, დაბადებულის 1--- წლის 7------------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, ტექნიკური განთლების მქონე, დაოჯახებული, ხ--–--------ის რაიონის სოფელ ზ---–-----ში მცხოვრების მიმართ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
ი------ დ--------ემ და ხ---- ბ-------ემ ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, ასევე თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. იმავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭოროხის სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა-----ს-წყლის - 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს.
2011 წლის 01 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „ა-------------------ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ა---------------ში, კერძოდ: მდინარეების ჭ-------ისა და ა-------–--–ის ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.
ქ. ბ------ში ი------ დ--------ეს საარქივო მონაცემებით ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 მ2 მიწის ნაკვეთი. ი------ დ--------ემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ-------ის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა-------------------ზე“ რეალიზებით თაღლითურად დაუფლებოდა იმავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით ი------ დ--------ემ დახმარებისათვის მიმართა შპს „გ---ს“ ამზომველ ხ------ ლ-----ეს და სთხოვა მის სახელზე აეზომა მდინარე ჭ-------ის კალაპოტში არსებული 2884 კვ/მ ფართი. აღნიშნულზე ხ------ ლ-----ე დათანხმდა და 2013 წლის 4 იანვარს, ი------ დ--------ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ი------ დ--------ემ მიმართა ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ის რწმუნებულს ჯ----– ლ-----ეს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და იმავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება. აღნიშნულზე ჯ----– ლ-----ემ თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 04 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ი------ დ--------ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 2884 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.
ამის შემდეგ, 2013 წლის 15 იანვარს, ი------ დ--------ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა ს-------------------------------–----------ოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დ----- გ-------–--ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 23 იანვარს, ი------ დ--------ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ---------ში რეალურად მდინარე ჭ-------ის კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარე ჭ-------ში და ნაწილობრივ მდინარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 2886 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------. ამ გზით ი------ დ--------ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-------------------ის“ კუთვნილ, ჯამში 57 720 ლარს, რითიც სახელმწიფოს და შპს „ა-------------------ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 03 აპრილს, ს-------------------------------–----------ოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 2886 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
ასევე ხ--–--------ის რაიონის სოფელ ძ---–-----ში მცხვორებ ხ---- ბ-------ეს სარქივო მონაცემებით იმავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ხ---- ბ-------ემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ-------ის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახლემწიფოს კუთვნილი ფართები და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართების შპს ,,ა--------------------ზე“ რეალიზებით თაღლითურად დაუფლებოდა იმავე კომპანიის ფულად თანხას.
ამ მიზნით ხ---- ბ-------ემ დახმარებისთვის მიმართა შპს ,,გ---ს“ ამზომველ ხ------ ლ-----ეს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ მ---------ში, მდინარე ჭ-------ის კალაპოტში არსებული 1028 კვ/მ და 572 კვ/მ ფართები. აღნიშნულზე ხ----- ლ-----ე დათანხმდა და 2013 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ხ---- ბ-------ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომლებშიც აღნიშნული ფართების დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ხ---- ბ-------ემ მიმართა ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ის რწმუნებულს ნ------ დ--------ეს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართების ურთიერთშესაბამისობისა და იმავე ფართების მის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება. აღნიშნულზე ნ------ დ--------ემ თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 15 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობები ხ---- ბ-------ის პირადი სარგებლობაში ზემოაღნიშნული 1028 კვ.მ. და 572 კვ.მ. ფართების არსებობის შესახებ.
2013 წლის 14 და 20 თებერვალს, ხ---- ბ-------ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად, შპს ,,გ---ს“ მეშვეობით წარადგინა ს-------------------------------–----------ოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის ასისტენტის ე---------- ქორცივაძის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 21 თებერვალს, ხ---- ბ-------ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ---------ში, რეალურად მდინარე ჭ-------ის კალაპოტში, კერძოდ: მდინარის რიყეზე არსებული 1029 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით 2----------- და ნაწილობრივ მდინარე ჭ-------ში და მის მომიჯნავე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში, არსებული 572 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------. ამ გზით ხ---- ბ-------ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართებზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს ,,ა-------------------“, რომელსაც ზემოაღნიშნული 1029 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით 2----------- მიყიდა 20580 ლარად, ხოლო 572 კვ.მ. დანაყოფი - 472 კვ.მ. საკადასტრო კოდით 2-----------, მიყიდა 9440 ლარად. მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად ხ---- ბ-------ე თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-------------------ის“ კუთვნილ, ჯამში 30 020 ლარს, რითიც სახელმწიფოს და შპს „ა-------------------ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
2014 წლის 24 მარტს და 3 აპრილს, ს-------------------------------–----------ოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 1029 კვ.მ. 472 კვ.მ და 100 კვ.მ ფართების რეგისტრაციები და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
უპირველეს ყოვლის სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები ხ---- ბ-------ის ბრალდების ნაწილში არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა აღნიშნული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, ს------------------იდან გადმოგზავნილი მასალები უკანონო რეგისტრაციებთან დაკავშირებით, ს------------------იდან მიღებული სიტუაციური და KFW მონაცემების შემცველი ნახაზები და სურათები, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული მასალები, წყლის შესახებ კანონი, ს------------------ის ინსტრუქცია, ხ--–--------ის რაიონის არქივიდან მიღებული საარქივო მონაცემები და საკომლო ჩანაწერები, ს-------------------------------–----------ოს გადაწყვეტილება თანდართული მასალებით უკანონო რეგისტრაციების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოება, ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სხვა), შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ხ---- ბ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ხ---- ბ-------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები, კერძოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, ასევე თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
რაც შეეხება ი------ დ--------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენას, უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ--------- მ-------–იამ განმარტა, რომ არის ი------–---------------------------–------------–-------–-------------------------------------–---------------–ოს გამომძიებელი. იმავე თანამდებობაზე მუშაობდა 2013-2014 წლებში. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2013 წლის 21 დეკემბერს, ს-------------------------------–----------ოს თანამშრომლების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქმეს დაერთო ეროვნული სააგენტოდან შემოსული მასალები, რომლის თანახმად ენერგეტიკის სამინისტროდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, ს-------------------------------–----------ოს თანამშრომელები, კერძოდ, გ---------------------------------------------ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ა---------------ში, ხ--–--------ის მუნიციპალიტეტში, ა-------–--–ის კალაპოტში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციების გადამოწმების მიზნით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაახლოებით 96 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდინარე ჭ-------ის და ა-------–--–ის კალაპოტში, რიყეზე, გამყოფ კუნძულებზე, ასევე მთის ფერდობზე, მაშინ როცა მათი კერძო საკუთრებაში რეგისტრაცია და პრივატიზება კანონის თანახმად აკრძალულია. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სქემა: 2011 წელს სახელმწიფოს მთავრობასა და შპს ,,ა--------------------ს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ხსენებულმა კომპანიამ იკისრა ვალდებულება, მდინარეების ჭ-------ისა და ა-----სწყლის კალაპოტში და მიმდებარე ტერიტორიაზე აეშენებინა 3 ჰიდროელექტროსადგური, რისთვისაც უნდა შეესყიდათ საჭირო მიწის ნაკვეთები. ინფორმაციის გახმაურების შემდეგ მოქალაქეებს გაუჩნდათ განზრახვა, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის გზით, კომპანიისაგან მიეღოთ ფულადი კომპენსაცია. დოკუმენტის გაყალბებით, ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით მიუთითეს არა მდინარის კალაპოტი, არამედ კერძო პირის საკუთრება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მიმართეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და რწმუნებულისაგან მიიღეს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც მითითებული იყო, რომ წარდგენილ საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი იდენტური იყო საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთისა და იმყოფებოდა კონკრეტული მოქალაქეების სარგებლობაში. აღნიშნულის შემდეგ მოქალაქეებმა დოკუმენტები წარადგინეს ს------------------ში, რომლის თანამშრომლებმაც სრულყოფილად არ გამოიკვლიეს წარდგენილი დოკუმენტები და სამსახურეობრივი გულგრილობით საკუთრებაში დაარეგისტრირეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აღნიშნულის რეგისტრაციის შემდგომ კი მოქალაქეებმა დარეგისტრირებული ნაკვეთები მიყიდეს შ---------------------------ს“ და მიიღეს ფულადი კომპენსაცია. საბოლოოდ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ს------------------ის თანამშრომლები - სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენისათვის, კონკრეტული ამზომველები - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისათვის, რწმუნებულები - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ხოლო მოქალაქეები - ყალბი დოკუმენტის შეძენისა და თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით მიეცენ პასუხისმგებლობაში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ფაქტი არის ი------ დ--------ის შემთხვევა, რომელსაც საარქივო დოკუმენტის საფუძველზე, გამოყოფილი ჰქონდა 5 000 (პირადული) საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, როგორც სახნავი ასევე ვენახი, თუმცა მის მიერ აღნიშნული საარქივო დოკუმენტაციის გამოყენების გზით, დაკავებული იქნა - სახელმწიფოს ტერიტორია, კერძოდ მდინარე ჭ-------ის კალაპოტში არსებული - 2886 კვ.მ. ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ნაწილობრივ მდინარე ჭ-------ში, ნაწილობრივ ციცაბო მთის ფერდობზე. ი------ დ--------ემ რეგისტრაციის შემდგომ გაასხვისა ნაკვეთი შპს ,,ა--------------------ზე“ და სანაცვლოდაც მიიღო 57 720 ლარი. მსგავსი მდებარეობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია კერძო პირის საკუთრებაში, კანონის თანახმად აკრძალულია. ბრალის წაყენების მომენტში ბრალდებულმა ბრალი აღიარა და დაეთანხმა წაყენებულ ბრალს. ს------------------ის ეროვნულ სააგენტოში ჩატარდა ადმინისტრაციული საჯარო მოსმენა, რა დროსაც მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და ე-----------------------ოს წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები ვის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული ნაკვეთები და სხვა პირები ვისაც შემთხვევა ქონდა აღნიშნულ რეგისტრაციებთან, რა დროსაც დადგინდა, რომ რეგისტრაციის უნდა გაუქმებულიყო. გადაწყვეტილება მოქალაქეების მხრიდან არ იქნა გასაჩივრებული და ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში დადგინდა, რომ ი------ დ--------ეს ნაკვეთი რეგისტრირებული ქონდა ნაწილობრივ ჭ-------ში და ნაწილობრივ ციცაბო ფერდობზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ჟ----–---–---მა განმარტა, რომ დაახლოებით 2010 წლიდან თანამშრომლობს შპს ,,ა-------------------თან“. კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების აშენება, 2007 წელს სახელმწიფოსთან გააფორმა მემორანდუმი და იკისრა ვალდებულებები ჰიდროელექტრო სადგურისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ოპერირებისათვის სახელმწიფოსგან და კერძო პირებისაგან უნდა შეეძინა საჭირო მიწის ნაკვეთები, იმის შესაბამისად ვის საკუთრებაში იქნებოდა კონკრეტული ნაკვეთი. საჭირო ტერიტორიაზე აღმოჩნდა დაახლოებით 30-მდე რეგისტრირებული ნაკვეთი, შესაბამისად კომპანიამ მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად მფლობელებს გადაუხადა შესაბამისი თანხა, თუმცა მალევე ს------------------მა გაუუქმა საკუთრების უფლება, რადგანაც დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება კონკრეტულ პირებს (გამყიდველებს) უკანონოდ ქონდათ მოპოვებული და დარეგისტრირებული. შედეგად კომპანია დარჩა საკუთრების უფლების გარეშე, მოტყუებული და დაზარალებულები, იმ თანხით რაც გადაიხადა მიწის ნაკვეთების შესაძენად.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------- წ---–-----მა განმარტა, რომ 2013-2014 წლებშიც მუშაობდა ე-------------------------------------–-–-------------------------–--------------------–------------------------------------------–----------------–---–----ის თანამდებობაზე. სამსახური ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონიტორინგს და აღრიცხვას. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული იქნა მდინარის მიმდებარე ტერიტორია - კალაპოტზე არსებული ნაკვეთი. მოწმემ განმარტა, რომ თუ არ არსებობს რაიმე იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ქონებაზე პირის საკუთრების უფლებას, ქონება ავტომატურად ითვლება და წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, მდინარის მიმდებარე კალაპოტის საკუთრებაში დარეგისტრირება კი საჭიროებს გარკვეულ პროცედურას და რეგულირდება შესაბამისი კანონი, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ასეთი ნაკვეთის გასხვისება დაუშვებელია. მოწმე განმარტა, რომ თუ ნაკვეთი რაიონშია და მობილური ჯგუფი არ გადის მის სანახავად, ხელმძღვანელობენ პროგრამით და ზუსტი კოორდინატებით, საკადასტრო კოდით ზუსტად ადგენენ ადგილმდებარეობას. მოცემულ შემთხვევაში ნაკვეთი მდინარის კალაპოტის იმ მონაკვეთში მდებარეობს, რომლის გასხვისებაც არ არის მიზანშეწონილი, შესაბამისად მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ იყო კანონიერი და სახელმწიფოს მიადგა ზიანი. ამჟამად რეგისტრაცია გაუქმებულია და დაბრუნებულია პირვანდელ მდგომარეობაში, თუმცა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---- ც---–--ემ განმარტა, რომ არის გ-------------------------------–-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმავე თანამდებობაზე მუშაობდა 2013-2014 წლებში და ხელმძღვანელობდა გეოდეზიის და კარტოგრაფიის სამსახურს. მის დაქვემდებარებულ სამსახურში მუშაობდნენ ე-–------ ქ---------ე, შ--–-- რ-----ე და ნ---- ხ------ი. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მათ შეასრულეს სამუშაოები, კერძოდ გადაამოწმეს რეგისტრირებული მონაცემებისა და ფაქტობრივ მდგომარეობის შესაბამისობა. კონკრეტულ ადგილზე მივლინებულ იქნენ საველე ჯგუფის წარმომადგენლები: შ--–-- რ-----ე და ე-–------ ქ---------ე, რათა ადგილზე ენახათ და შემდგომ სამსახურში წარმოედგინათ ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ტექნიკური მასალა, რის საფუძველზეც შემდგომ შესაბამის სამსახური მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. მათ ადგილზე დაკვალეს ნაკვეთი და წარადგინეს ასევე ფოტომასალაც, კონკრეტული წერტილების მითითებით, მომზადდა შესაბამისი ნახაზი და ჩაბარდა უფლებამოსილ ორგანოს. მოწმემ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე სარეგისტრაციოში შესული იყო განცხადება, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურმა მოამზადა შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, სიტუაციური ნახაზი, თუ როგორ იყო განლაგებული მიწის ნაკვეთი. ინფორმაცია გადაეგზავნა სარეგისტრაციო სამსახურში შემდგომი რეაგირებისთვის, რადგან რეგისტრაციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ რეგისტრაციაზე, თუმცა მათ აქვთ დამატებით კვლევის უფლება და შესაძლებლობა. მოცემულ საქმეში ადგილი ქონდა გადაფარვას, შესაბამისად მიწოდებულ იქნა ინფორმაცია - სახელმწიფო ტყის ფონდის შესახებ. მოთხოვნილი იქნა შესაბამისი საკადასტრო გეგმა, რომლის შემდეგაც განხორციელდა რეგისტრაცია. როგორც აღინიშნა რეგისტრატორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, მის სამსახურში კი კეთდება მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები, მზადდება მონაცემები და გადაეცემა მომთხოვნ სამსახურს, ამ შემთხვევაში - იურიდიულ სამსახურს, სადაც ხდება შესაბამისი კვლევა და სარეგისტრაციო სამსახურთან ერთად გადაწყვეტილების მიღება. მოწმემ განმარტა, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობდა ციცაბო ფერდობზე, ნაწილობრივ წყლით დაფარულ ტერიტორიაზე. მონაცემებთან შედარებით მზადდება შესაბამისი სიტუაციური ნახაზი, კონკრეტულ მონაცემთან მიმართებაში, რათა დადგინდეს როგორი შემხებლობა აქვს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–------ ქ---------ემ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში მაშაობდა ს------------------–---------------------------------------------–---–----ის თანამდებობაზე. გ---------------------------------------------მა უშუალოდ სამსახურის უფროსისგან მიიღო დავალება დაეფიქსირებინათ და შეედგინათ შესაბამისი დოკუმენტი - პირველ ეტაპზე მდინარე ჭ-------ის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე, მეორე ეტაპზე კი მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთებზე. მისი უშუალო დავალება იყო მიწოდებული კოდებით განესაზღვრა ნაკვეთის ადგილმდებარეობა, სამუშაოებს ასრულებდა შესაბამისის ხელსაწყოთი, რომელიც 5 სანტიმეტრიანი სიზუსტით იძლევა კოორდინატებს, ასევე უნდა გადაეღო ფოტოსურათები კონკრეტული ადგილისათვის, რადგან დარწმუნებულიყვნენ, რომ ნაკვეთის ადგილმდებარეობაში. მისთვის უცნობია რატომ მიაწოდეს მიწის ნაკვეთების კოდები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნაკვეთები არასწორად იყო რეგისტრირებული. კოდების შესაბამისად მიუთითა რომელი ნაკვეთი მდებარეობდა ფერდობზე, რომელი რიყეზე. ადგილზე პირველად ჩავიდა 2013 წლის 8-13 ოქტომბერს, სამუშაოს აწარმოებდა და ხელმძღვანელობდა შ--–-- რ-----ესთან ერთად, მათთან ერთად იყო ასევე კონტროლის სამსახურის უფროსი. შესრულებული სამუშაო და მასალები გადასცეს ს------------------ის საკადასტრო განყოფილებას. საბოლოოდ რეგისტრაციები იმ ნაკვეთებზე, რომლებიც წყალში და კლდის ციცაბო ფერდობზე ხვდებოდა გაუქმდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-- რ-----ემ განმარტა, რომ 2011-2013 წლებში მუშაობდა - გ---------------------------------------------ში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. კონკრეტულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იყო ეჭვი, რომ მდებარეობდა მდინარეში, საუბარია ჭ-------სა და ა-----ს წყალზე. შ--–-- რ-----ეს დაევალა სანაპირო ზოლის ორივე მხარის დაგეგმვა და რეგისტრირებული ნაკვეთების მდებარეობის განსაზღვრა. შედარდა გადაცემული ნაკვეთები, გადაღებულ იქნა ფოტომასალა, მდებარეობის ასახვის მიზნით. ადგილზე იყო ე-–------ ქ---------ე და ტ------– შ-------ესთან, კონტროლის სამსახურის უფროსთან ერთად, თუმცა სამუშაო იმდენად მოცულობითი იყო ერთ ჩასვლაზე ვერ მოხერხდა მისი დასრულება. ადგილზე GPS მიმღების საშუალებით გეგმავდნენ მდინარის ნაპირს. მიწის ნაკვეთების უმრავლესობაზე გეგმა ცალ-ცალკეა მომზადებული და მასზე ასახულია მდინარის გეგმა ნაკვეთებთან მიმართებით, რასაც თან ერთვის ნახაზები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ხ------იმ განმარტა, რომ მუშაობს იუ----–--------------------------------------ში მთავარ სპეციალისტად. 2012-2013 წლებში მუშაობდა კადასტრის სამსახურში, მთავარ სპეციალისტად და აკეთებდა ხ--–--------ის, შ------ის, ხ---–--ს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიწოდებულ მიწის ნაკვეთების კადასტრულ დამუშავებას. მოქალაქეს ს------------------ის შესაბამის ადგილობრივ სამსახურში სხვა სარეგისტრაციო საბუთებთან ერთად მიჰქონდათ მიწის ნაკვეთის ელექტრონული და ფურცელზე ვერსია. უფლებამოსილი პირი ს------------------ის ვებგვერდზე აბამდა ორივე ვერსიას, რის შემდეგაც საბუთები ნაწილდებოდა კადასტრის სამსახურის თანამშრომლებზე, რომელიც ამოწმებდა ემთხვეოდა თუ არა ფურცელზე წარდგენილი და ელექტრონული ვერსია კონფიგურაციას, ასევე ამოწმებდნენ ხომ არ ხდებოდა ზედდება რეგისტრირებულ ნაკვეთებთან ან წარმოებაში მყოფ ნაკვეთებთან, ასევე ტყის მასივთან, ნაკვეთს ანიჭებდნენ უნიკალურ კოდს და ამზადებდნენ სიტუაციური ნახაზებს. მომზადებულ მასალებს ათავსებდნენ საერთო საქაღალდეში, რათა მონაცემებით ესარგებლა შესაბამისი სამსახურის რეგისტრატორს. მოცემულ საქმეზე მასალები შევიდა 2013 წლის 15 იანვარს, გადანაწილდა მომდევნო დღეს და ნაკვეთის ფურცლის ვერსია და ელექტრონული ვერსია შედარდა, აღმოჩნდა იდენტურობა, თუმცა ნაკვეთს ჰქონდა ზედდება ტყის მასივთან, გაკეთდა პირველი სიტუაციური ნახაზი, ტყის კონტურთან. 2013 წლის 23 იანვარს რეგისტრატორმა უთხრა, რომ უნდა დაკორექტირებულიყო ტყის კონტური, რის შემდეგაც დაკორექტირდა ტყის კონტური და დამზადდა ახალი სიტუაციური ნახაზი. მონაცემების თანახმად ტერიტორია იყო მდინარის პირას - ნაწილობრივ ტყის მასივში, ნაწილობრივად რიყეზე. როგორც აღინიშნა გამზადებული ინფორმაცია მზადდება რეგისტრატორისთვის, რომელიც მუშაობს ნაკვეთთან დაკავშირებით და იღებს შესაბამისს გადაწყვეტილებებს, მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციში ჩანდა მიწების ადგილმდებარეობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ------– შ-------ემ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში მუშაობდა ი------–--------------------------------------------------------–--------------–----------------–ის სამსახურის უფროსად. 2013 წლის სექტემბერში-ოქტომბერში ენერგეტიკის სამინისტროდან შევიდა წერილი, რომლის თანახმადაც არსებობდა გარკვეული ეჭვი, რომ ხ--–--------ის რაიონის კონკრეტული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ნაწილში არსებობდა ხარვეზები და ადგილი ქონდა არასწორად აღრიცხულ უძრავი ქონებას. ტ------– შ-------ის მოვალეობაში შედიოდა არასწორ, დაგვიანებით რეგისტრაციებზე და გადაცდომებზე რეაგირება და შესაბამისი დევნის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში. სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში კი საქმე გადაეცემა გენერალურ ინსპექციას. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, გეოდეზიის სამსახურის 2 თანამშრომლებთან - შ--–-- რ-----ესთან და ე-–------ ქ---------ესთან ერთად ჩავიდა ადგილზე, რათა ენახათ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მითითებული უძრავი ქონების მდებარეობა - მდინარე ჭ-------იდან მოყოლებული მდინარე ა-----სწყალამდე. ტ------– შ-------ემ განმარტა, რომ მსგავსი რამ როგორც წესი არ ხდებოდა, შესაბამისად მისი გაკვირვება გამოიწვია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ, თუმცა გადამოწმებისას ეჭვი დადასტურდა. გეოდეზიის სამსახურის თანამშრომლები აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური აპარატურით, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს კონკრეტული უძრავი ქონების ადგილმდებარეობას, კერძოდ აპარატურა აფიქსირებს იმ საკადასტრო კოდის კოორდინატებს რომელშიც არის, სანტიმეტრების სიზუსტის, 2-3 სმ. ცდომილებით აჩვენებს რომელ საკადასტრო კოდში დგახარ. მოწყობილობის საშუალებით მიწის ნაკვეთის მონაცემები - წერტილები დარდება სამსახურში დაცულ მონაცემებთან, რომელიც მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა უძრავი ქონების მონაცემებს, განხორციელდა ფოტოგადაღებაც. შესაბამისად გადაამოწმეს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მითითებული ყველა უძრავი ქონება შესაბამისი საკადასტრო კოდი. შედეგად დადგინდა, რომ უძრავი ქონების ნაწილი რეგისტრირებული იყო მდინარეში, ნაწილი ნახევრად მდინარეში, რიყეზე, ციცაბო ან ტყიან ნაწილში, და ეს მაშინ როცა მსგავს ადგილას, უძრავი ქონების რეგისტრაცია არ ხდება, რადგან იქ მოსავალი არ მოდის და სოფლის მეურნეობისთვის არ გამოდგება. აშკარად ჩანდა, რომ მდინარის ადიდებისას, ნაკვეთი დაიფარებოდა. რეგისტრაციები ჩათვალეს საეჭვოდ და მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს. საქმეზე უძრავი ქონების მესაკუთრეების თანდასწრებით ჩატარდა ზეპირი ადმინისტრაციული საქმის წარმოება და ყველა რეგისტრაცია გაუქმდა. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მიწოდებული ნაკვეთებიდან დაახლოებით 5% იყო კანონიერად რეგისტრირებული, რომელიც არანაირ ეჭვს არ იწვევდა, დანარჩენი კი იყო მდინარეში, ნაწილობრივ მდინარეში, კლდეზე და ციცაბო ადგილებში რეგისტრირებული, ანუ ისეთი ადგილებში, რომლებიც მიწის რეფორმის შედეგად არ გაიცემოდა. მსგავს ნაკვეთზე გლეხიც უარს იტყოდა, რადგან მისი გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ფაქტობრივად შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------- ყ---–---ამ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს თ---–----------–----–---------------------------–----------------------–--ო სამსახურში. 2009 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით მუშაობდა ს------------------ში, 2014 წლის იანვრიდან ასრულებდა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, მაისიდან კი იყო იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. საქმის წარმოება დაიწყო ენერგეტიკის სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა მდინარების ჭ-------ისა და ა-------–--–ის მიმდებარე ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს. ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა რამდენიმე ეტაპად, რადგან საკითხი ეხებოდა 100-ზე მეტ მიწის ნაკვეთს. ს-------------------------------–----------ო ახორციელებდა ადმინისტრაციულ წარმოებას, რაშიც მონაწილეობდნენ: ე-----------------------ო, გარემოს დაცვის სამინისტრო და ის პირები ვისზეც განხორციელებული იყო მიწის რეგისტრაცია, ანუ მესაკუთრეები, ასევე ის დაინტერესებული პირები ვისაც უშუალოდ ეხებოდა აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება. ყველა ნაკვეთზე თავად არ გასულა, თუმცა მასალებში წარმოდგენილი იქნა ყველა ნაკვეთის სურათი. ნაკვეთები, რომლებიც უშუალოდ მან ნახა განთავსებული იყო მდინარეში, ფერდობზე, ტყეში, ნაწილი კი გზაზე. საბოლოოდ დაადგინეს, რომ გასხვისებული იყო სახელმწიფოს კუთვნილი საჯარო ნაკვეთები, რის საფუძველზეც ბათილად ცნეს რეგისტრაცია. გადაწყვეტილება აღსრულდა, კერძოდ საკუთრების უფლება გაუქმდა, მიწა-წყალი სახელმწიფოს უნდა ყოფილიყო და დაუბრუნდა. დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ გაუქმებულა, ადმინისტრაციული წესით. მოწმემ განმარტა, რომ მართალია კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები დაცულია სამოქალაქო წესით, თუმცა ვინაიდან საქმე ეხებოდა საჯარო ნივთს, შემძენს თავის მხრივ ქონდა ვალდებულება თითოეული სამოქალაქო ბრუნვის საგანი გადაემოწმებინა, რადგანაც ეს პრინციპი არ იყო დაცული მიიჩნიეს, რომ კეთილსინდისიერი მყიდველი სახეზე არ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- კ--------ემ განმარტა, რომ მუშაობს ე-----------------------ოში. 2006 წელს მუშაობდა ს------------------ში. ჩართული იყო ,,KFW” პროექტში, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ემსახურებოდნენ უსასყიდლოდ, მათ შორის უკეთებდნენ მიწის აზომვას. ს------------------ს ოფიციალური მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა პროექტი მასალა, რათა შესრულებული სამუშაო არ დაკარგულიყო. მოწმემ დაადასტურა, რომ მდინარეზე მდებარე მიწის ნაკვეთს ეთითებოდა, რომ ტერიტორია იყო მდინარეზე. მიმდინარეობდა აერო გადაღება, რომელიც ჩატვირთული იყო საველე კომპიუტერში, ხელსაწყო ზომავდა წერტილის 0.25-იანი ცდომილებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–- მ--–-----ემ განმარტა, რომ 2012-2014 წლებში იყო ხ--–--------ის მ----–----–---------------------------------–----–ი სამსახურის უფროსი, 2014 წლის მარტიდან კი სამართლებრივი დანაყოფის განყოფილების უფროსი. მის უფლებებში შედიოდა იურიდიული საკითხების მოგვარება, მათ შორის სამართლებრივი აქტების - ბრძანების, ხელშეკრულების, მემორანდუმის მომზადება, ასევე სასამართლოში ურთიერთობები და სხვა. თუ საქმე ეხებოდა მუნიციპალური ქონების რეგისტრაციას ან იჯარის გაცემას, ურთიერთობდა ს------------------თან. ჯ----– ლ-----ესთან რაიმე საკითხზე მსჯელობა და შეთანხებას ვერ იხსენებს, შესაძლებელია რაიმე შემთხვევას ქონოდა ადგილი. როგორც წესი თათბირს ესწრებოდნენ მხოლოდ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები, სოფლის რწმუნებულები არ დადიოდნენ, ისინი ძალიან იშვიათად მიდიოდნენ გამგეობაში, რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მათთან ურთიერთობას ძირითადად ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ახორციელებდნენ. როგორც იმ პერიოდში მოქმედი თვითმმართველობის შესახებ კანონი და მუნიციპალიტეტის დებულება ადასტურებს, ტერიტორიულ ორგანოს ქონდა ცნობის გაცემის უფლება და რამდენადაც იცის გასცემდნენ კიდეც, კერძოდ გასცემდნენ მიწათმოსარგებლეებზე და მიწათმფლობელებზე, ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში იყო, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებზე ვერაფერს იტყვის, უძრავ ქონებას მართლზომიერ მფლობელობას არეგისტრირებს ს------------------ი, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს კი მუნიციპალიტეტის კომისია. 2013 წლის 4 იანვარს ჯ----– ლ-----ის მიერ გაცემული განცხადება/თანხმობასთან დაკავშირებით (ბ------ი კ-----–--ის ქუჩა N--------ში მაცხოვრებელ ი------ დ--------ეს, შპს „გ---ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად, პირად სარგებლობაში, მართლზომიერი მფლობელობა გააჩნია 2884 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მდებარე ხ--–--------ის რაიონის სოფელი მ---------ში) მოწმემ განმარტა, რომ პიროვნება მივიდა სანოტარო ბიუროში და განაცხადა, რომ ის, როგორც ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ადასტურებს კონკრეტული პირის მიერ ნახაზის შესაბამისად არსებული ნაკვეთის მფლობელობას - სარგებლობის ფაქტს, როგორც აღინიშნა ტერიტორიულ ორგანოს ქონდა ცნობის გაცემის უფლება, ხოლო თავად პიროვნებამ რას დააფუძნა კონკრეტული მსჯელობა მასთან უნდა დაკონკრეტდეს. შეიძლება ყოფილიყო განცხადება, რომ ვიღაც პიროვნებას რომელიმე სოფელში გააჩნია გარკვეული ტერიტორია, ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ახლოს, რეესტრი ასეთ ცნობებს ითხოვდა და ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტაციას ახარვეზებდა და არ არეგისტრირებდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ბ-----ემ განმარტა, რომ მუშაობს ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2012-2014 წლებში მუშაობდა ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურიდიულ განყოფილებაში. იმ დროისათვის რწმუნებულს ერქვა ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, კონკრეტულ ტერიტორიულ ორგანოში და კანონმდებლობით მინიჭებული ქონდა უფლებამოსილება გაეცათ ცნობები, მათ შორის საცხოვრებლის ადგილის, გარდაცვალების შესახებ და ა.შ. იმ დროისთვის როდესაც შპს ,,ა--------------------მა“ დაიწყო სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთების ათვისება, შესაბამისად დაიწყო სარეგისტრაციო პროცედურები, თუმცა აღნიშნულ რეგისტრაციებში ხ--–--------ის გამგეობა არ იყო ჩართული, წარმოდგენილი იყო სანოტარო აქტები, რომლებითაც მოწმდებოდა კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელის მართლზომიერი მფლობელობა, რაც გამოსახული იყო კონკრეტულ ნახაზზე. ასეთი სანოტარო აქტები დამოწმებული ქონდათ რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ცნობა არ იყო გაცემული. იმ პერიოდში არსებობს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის ბრძანება, რომელიც თემის წარმომადგენელს ავალდებულებდა დაედგინა იდენტურობა ნახაზსა და უფლების დამდგენ დოკუმენტს შორის. ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია: „მე ჯ----– რ-----ე, როგორც ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ის რწმუნებული ვაცხადებ, რომ ბ------ი, კ-----–--ის ქ------------------ში მაცხოვრებელი ბატონ ი------ დ--------ეს, შპს ,,გ---ს“ მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, პირად სარგებლობაში მართლზომიერი მფლობელობა გააჩნია 2884 კვ.მ-ის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხ--–--------ის რაიონი სოფელი მ---------ი“ მოწმემ განმარტა, რომ ეს არის თანხმობა და არა ცნობა. მოწმემ განამრტა, რომ ნახაზის კოორდინატების დასადგენად შესაბამისი ხელსაწყო არის საჭირო, რომელიც დღესაც არ გააჩნია მუნიციპალიტეტს და კოორდინატებს გამარჯვებული კომპანია ადგენს. რწმუნებულს არ ქონდა მართლზომიერი მფლობელობის დადგენის უფლება. მოცემული განცხადების გაცემის თაობაზე იურიდიული სამსახურის საქმის კურსში არ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე----- ქ-------ემ განმარტა, რომ არის შპს „გ---ს“ დამფუძნებელი. 2012-2014 წლებში იყო დირექტორი და აკეთებდა აზომვით ნახაზებს, მასთან კომპანიაში მუშაობდა: ა-----–- შ-----–--ე, ვ-–- ა---–---ი, ხ------ი ლ-----ე. კომპანიას ს------------------თან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება. კლიენტი კომპანიას უკვეთავს მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზს, რა დროსაც შპს ,,გ---ს“ თანამშრომლებს არ აქვთ უფლება გადაამოწმოს პიროვნებას ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ასაზომი ადგილი, შეკვეთის მიღებისას კი ერთ-ერთი თანამშრომელი - ამზომველი მიდის კლიენტის მიერ მითითებულ ადგილას და ინიშნავს მონაცემებს, რის შემდეგაც უკვე ოპერატორს შეყავს კომპიუტერში მონაცემები და მზადდება აზომვით ნახაზი, რომელსაც ხელს აწერს და ბეჭედს ურტყამს ე----- ქ-------ე და აძლევენ დამკვეთს. იმ შემთხვევაში თუ ს------------------ში მიტანილ დოკუმენტაციაში აღმოჩნდება შეცდომა, ს------------------ი მიმართავს თხოვნით - შეასწორონ შეცდომა. მოწმემ განმარტა, რომ ნახაზის შესრულებაზე პასუხისმგებელია ნახაზის შემდგენელი და ოპერატორია, კერძოდ კოორდინატებზე პასუხისმგებელია - ამზომველი, ხოლო ნახაზზე - ოპერატორი, რომელიც ნახაზს ხაზავს მიწოდებული კოორდინატების მიხედვით. განსახილველი კონკრეტული ნახაზი შედგენილია მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, პირველ გვერდზე არის ტექნიკური დახასიათება, მეორე გვერდზე კი შესრულებული სამუშაო, სადაც მითითებულია, რომ აზომვა შეასრულა ა-----–- შ-----–--ემ, თუმცა კონკრეტული ნახაზი აზომილია ხ------ ლ-----ის მიერ, ა-----–- შ-----–--ე კი იყო ოპერატორი. დოკუმენტი ხელმოწერილია ე----- ქ-------ის მიერ და დამოწმებულია მათივე ბეჭდით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------ ლ-----ემ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა შპს „გ---ში“ სპეციალისტის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში შედიოდა მიწის ნაკვეთების ნახაზების აზომვა. სწორედ აღნიშნული თხოვნით მივიდა მასთან 2012 წელს ბრალდებული ი------ დ--------ე, რომელმაც განუმარტა, რომ სურდა მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, საუბარი იყო დაახლოებით 2864 მ2-ზე, ბრალდებულს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მიწა მამა-პაპისეული იყო, აღნიშნულით არც თავად დაინტერესებულა. ასაზომი ადგილი იყო რთულად მისასვლელ ადგილას, საზღვრებს დამკვეთი უთითებდა, რის მიხედვითაც გამიჯნა მეზობლის ადგილები და დასვა წერტილები, ნახაზი შეადგინა ხელის ,,ჯიპიესით“, ასევე თან ქონდა 30-40 მეტრიან ფოლადის საზომი ფირი. აღწერის შემდეგ მონაცემები ჩაიტანა ოფისში, ჩაიტვირთა პროგრამაში და შედგა ნახაზი. ნახაზმა გაიარა რეგისტრაცია და მოამზადა დოკუმენტაცია ს------------------ისათვის. მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტული ტერიტორია არის საკმაოდ ციცაბო, დანიშნულების ადგილად სასოფლო-სამეურნეო მიწა მიუთითა, უახლოესი საზღვარი მდინარესთან ძალიან ახლოს იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული მიწა მან აზომა, იმ დროს იცნობდა ს------------------ის მონაცემებს და მათი მოთხოვნების შესაბამისად ასრულებდნენ აზომვით სამუშაოებს, თუმცა მის მიერ მომზადებული მონაცემები ჩაითვალა ყალბად, რის გამოც გასამართლებულია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----–- შ-----–--ემ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში იყო შპს „გ---ს“ ოპერატორი, მისი საქმიანობა მოიცავდა კომპიუტერში მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ნახაზის შედგენას. იმ დროისთვის კომპანიის ამზომველები იყვნენ - ვ-–- ა---–---ი და ხ------ ლ-----ე, რომლებიც ადგილზე გადიოდნენ ასაზომად. საბოლოოდ კომპიუტერულად დამუშავებული ნახაზი მიჰქონდა დამკვეთს. მოწმემ განმარტა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზების შინაარსიდან გამომდინარე აზომვა შეასრულა მან, თუმცა ეს არის ტექნიკური შეცდომა, რადგან ის ადგილზე არ გადიოდა და შესაბამისად მას აზომვა არ განუხორციელებია, ასევე უცნობია კონკრეტულად ვინ აწარმოა, საბოლოო შედეგს ბეჭედს დირექტორი ე----- ქ-------ე ურტყამდა, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაო მიქონდა დამკვეთს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–- ა---–---მა განმარტა, რომ მუშაობს შპს „გ----ში“ ამზომველად, დამკვეთისთვის ადგილზე - მიწის ნაკვეთზე იღებდა ზომებს, რის შემდეგაც ოფისში ამუშავებდნენ და ამზადებდნენ ნახაზებს. ა-----– შ-----–--ე კომპიუტერში ამუშავებდა მიტანილი ნახაზის ზომებს. ბრალდებულ ი------ დ--------ეს ვერ ცნობს, ამასთან წარდგენილი აზმოვით ნახაზი მის მიერ არ არის შესრულებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ----– ლ-----ემ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა კ-------ის თემის, სოფელ მ---------ში რწმუნებულად, კ-------ის თემს ყავდა თავის რწმუნებული. 2013 წლის 4 იანვრის მის - როგორც ხ--–--------ის, სოფელ მ---------ის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, რომლითაც ადასტურებს, რომ ბ------ი კოპალას ქუჩა N------------ში მაცხოვრებელ ი------ დ--------ეს, შპს „გ---ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად, პირად სარგებლობაში, მართლზომიერი მფლობელობა გააჩნია 2884 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - მდებარე ხ--–--------ის რაიონის სოფელი მ---------ი, განმარტავს, რომ მისი მოვალეობა იყო და აწერდა ხელს სოფელ მ---------ში მცხოვრები ნებისმიერი პირის განცხადებას, რაც მის ტერიტორიას ეხებოდა ყველაფერს თავად ადასტურებდა ხელმოწერით, ნოტარიუსის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში ი------ დ--------ემ მიმართა ნახაზებით, რომლის გაკონტროლების უფლება მას არ ჰქონდა, თუმცა იცოდა, რომ კონკრეტულ მიწებს ნამდვილად ფლობს ი------ დ--------ე. შესაბამისად წავიდნენ ხ--–--------ში ნოტარიუსთან. იმ შემთხვევაში თუ ნახაზი სწორი არ აღმოჩნდებოდა, ს------------------ი დააბრუნებდა უკან და შესაბამისად გასწორდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ მას ნახაზის წაკითხვა არ შეეძლო და არანირი საშუალება არ ჰქონია ნაკვეთის ადგილმდებარეობის გადასამოწმებლად. ამასთან მისთვის უცნობია რას ნიშნავს მართლზომიერი მფლობელობა, თუმცა მის მიერ ხელმოწერილ აღნიშნულ განცხადებაში სწორედ ასე წერია. მოწმემ დაადასტურა, რომ ცნობის გაცემისათვის მას დაეკისრა პასუხისმგებლობა - დაჯარიმდა 3 000 ლარის ოდენობით, რადგან სოფლის რწმუნებულს არ ჰქონდა უფლება ნოტარიუსის ცნობა გაეცა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ-------–--ემ განმარტა, რომ 2012-2014 წლებში მუშაობდა ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსად, პარალელურად ჰქონდა ადმინისტრაციული მართვის უფლებამოსილება, ასევე იყო უძრავი ქონების რეგისტრატორი. რამდენადაც ახსოვს, ი------ დ--------ის შემთხვევაში წარდგენილი იყო - უფლების დამდგენი არქივის ცნობა, აზომვით ნახაზი და ასევე იმ დროისთვის დამატებით მოთხოვნილი - რწმუნებულის დასტური, შეესაბამებოდა თუ არა აზომვითი ნახაზი და უფლების დამდგენი დოკუმენტი ერთმანეთს. დ----- გ-------–--ემ განახორციელა რეგისტრაცია, თუმცა არ გაითვალისწინა ,,წყლის შესახებ კანონის“ დებულებები, მაშინ როცა მისი გათვალისწინება ევალებოდა, რადგან სადავო მიწის ნაკვეთები მდებარეობდა ზედ კალაპოტზე, სწორედ აღნიშნულის გამო 12 ეპიზოდში მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, სამსახურებრივი გულგრილობის გამო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------- თ---------ემ განმარტა, რომ ბრალდებულ ი------ დ--------ეს იცნობს როგორც პროფესორს და წესიერ ადმიანს. 2012-2014 წლებში ნ------- თ---------ეს ქონდა შპს და ასრულებდა ბიზნესს. 2012 წლის 31 დეკემბერს გახდა მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე, 19 მარტს დაავალეს გამგებლის მოვალეობის შესრულება და 18 აგვისტომდე ასრულებდა. შემდეგ არჩევნებამდე დარჩა მოადგილედ კულტურულ-საგანმანათლებლო დარგში, შესაბამისად მიწის და რწმუნებულებების საკითხი მის მოვალეობაში აღარ შედიოდა, ასრულებდა მოადგილის როლს საგანმანათლებლო საკითხებში. გამგებლის მოვალეობას ასრულებდა და რწმუნებულებთან ჰქონდა შეხება, თუმცა არცერთ რწმუნებულს უკითხავს რაიმე ცნობის გაცემის თაობაზე ინფორმაცია, მან თავის მხრივ სიტყვიერად გააფრთხილა ყველა რწმუნებული, რომ თავი შეეკავებინათ ცნობის გაცემისგან, რათა თავიდან აეცილებინათ არასასიამოვნო ინციდენტები. მოწმემ განმარტა, რომ თვითმმართველობის კანონი რწმუნებულს არ უკრძალავს ცნობის გაცემას. 2013 წელს იუსტიციის მინისტრმა მიიღო ბრძანება, რომლის საფუძველზეც რწმუნებულს ავალდებულებდა ცნობის გაცემას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- მ–------ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამომძიებლების მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დადგინდა, რომ მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული ქონდათ მდინარე ჭ-------ის კალაპოტში, ციცაბო მთის ფერდობზე და რიყეზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. ს------------------იდან გამოითხოვეს ი------ დ--------ის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საარქივო ცნობა და შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც დგინდებოდა, რომ ი------ დ--------ეს ერიცხებოდა 5 000 კვ.მ, რის საფუძველზეც შემდგომში მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის 2886 კვ.მ რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც შემდგომში წაუყენეს ბრალი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---–------ გ---–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2013 წლის 21 დეკემბერს, ს------------------ის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაიკითხნენ მოწმეები, ს------------------ის, არქივის თანამშრომლები, რწმუნებულები, ამზომველები, გამოთხოვილი იქნა დოკუმენტაცია, არქივიდან, ს------------------იდან, გარემოს დაცვის სამინისტროდან. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული იქნა - 3 რწმუნებული, 8 ამზომველი, 26 მოქალაქე და 3 ს------------------ის თანამშრომელი.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების ხმარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:
2013 წლის 21 დეკემბრის საქართველოს იუ----–--------------------------------------ის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წერილისა და თანდართული განმარტებითი ბარათის თანახმად, 2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან შესული წერილის საფუძველზე, ს-------------------------------–----------ოს გ---------------------------------------------ის თანამშრომლების მიერ, ჩატარდა აზომვითი სამუშაოები ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კ-------ის, მ---------ის, მ-----–------ის, ა-------–--–ის და ე----ს მონაკვეთებში მდინარე ჭ-------ისა და ა-------–--–ის კალაპოტში. ჩატარებული სამუშაოებისა და ს-------------------------------–----------ოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში დაცული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოვლინდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია როგორც მდინარეში, ასევე მდინარის კალაპოტში, რიყეზე და მდინარეში არსებულ გამყოფ კუნძულებზე.
2013 წლის 15 იანვრის განცხადების მიღების ბარათით დგინდება, რომ ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა ი------ დ--------ის განცხადება, რომლითაც ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სოფელ მ---------ში. განცხადებას თან ახლავს - დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადება-თანხმობა.
ხ--–--------ის ადგილობრივი არქივის 2010 წლის 4 ოქტომბრის N125-დ წერილის თანახმად ი------ დ--------ეს (კომლში ირიცხება 6 წევრი) აწერია მიწა პირად სარგებლობაში 2001-2006 სს. 0,50 ჰა. კომლს საცხოვრებელი სახლი არ აწერია.
2013 წლის 4 იანვრის საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანოტარო აქტის თანახმად ჯ----– ლ-----ემ, როგორც ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ის რწმუნებულმა პირადად მოაწერა ხელი განცხადება-თანხმობას, რომლის თანახმადაც აცხადებს, რომ ბ------ში, კ-----–--ის ქ. N------------ში მცხოვრები ი------ დ--------ეს შპს ,,გ---ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად პირად სარგებლობაში (მართლზომიერ მფლობელობაში) გააჩნია - 2884 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხ--–--------ის რაიონის, სოფ. მ---------ი.
2013 წლის 21 იანვრის საქართველოს იუ----–--------------------------------------ის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სააგენტოს სამსახურის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ს------------------ის რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებით თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში.
2013 წლის 22 იანვრის ი------ დ--------ის განცხადების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ნაკვეთის ტყის ფონდში მოხვედრა არ შეესაბამება სინამდვილეს, რის გამოც ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება ტყის ფონდის საზღვრებში და დარეგისტრირდეს მიწის ნაკვეთი წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით.
2013 წლის 22 იანვარს იუ----–--------------------------------------ის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სააგენტოს სამსახურის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო 2013 წლის 23 იანვრის ს------------------ის ამონაწერის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის, მდებარე ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ში, საკადასტრო კოდით 2-----------, მესაკუთრეა ი------ დ--------ე და მისი ოჯახის წევრები.
2013 წლის 14 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულება ნასყიდობის შესახებ გაფორმდა ერთის მხრივ შპს ,,ა--------------------სა“ და მეორეს მხრივ დ--------ეების ოჯახის წევრებთან. გამყიდველმა და მყიდველმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2886,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2----------- გამყიდველისგან გადაეცა მყიდველს - 57 720 ლარის სანაცვლოდ, შესაბამისად საკუთრების უფლება გადაეცა გამყიდველისგან მყიდველს.
2013 წილის 20 თებერვლის ს------------------ის ამონაწერის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის, მდებარე ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ში, საკადასტრო კოდით 2----------- მესაკუთრეა შპს ,,ა------------------“.
2014 წლის 25 თებერვლის საქართველოს იუ----–--------------------------------------ის ეროვნული სააგენტოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ს-------------------------------–----------ოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესახებ, მათ შორის: N--------------- (23.01.20113) გადაწყვეტილება ი------ დ--------ის და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-----------.
2014 წლის 3 აპრილის საქართველოს იუ----–--------------------------------------ის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს-------------------------------–----------ოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ მითითებული გადაწყვეტილებები, მათ შორის N--------------- (23.01.20113) გადაწყვეტილება ი------ დ--------ის და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-----------, მისამართი: ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის, სოფელი მ---------ი, N--------------- (20.02.2013) გადაწყვეტილება შპს ,,ა--------------------ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის იმავე ნაკვეთზე და N--------------- (26.03.2013) გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 2-----------.
საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ა--------------------ს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით, მემორანდუმი გაფორმდა 2011 წლის 1 ივლისს.
2014 წლის 8 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი სახელმწიფო, მიადგა ქონებრივი სახის ზიანი.
2014 წლის 8 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ,,ა------------------“, რომელსაც მიადგა ქონებრივი სახის ზიანი.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განაჩენი, მსჯავრდებულების: დ----- გ-------–--ის, რ----- ზ----ის, ე---------- ქ---–---ისა და ხ------ ლ-----ის მიმართ, ასევე 2015 წლის 23 იანვრის განაჩენი ჯ----– ლ-----ის მიმართ.
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ ი------ დ--------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ:
უპირველეს ყოვლისა სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ი------ დ--------ის სახელზე რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია მდინარე ჭ-------ის წყალდამცავ ზოლში. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. იმავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად, მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭ-------ის სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე, ა-----ს-წყლის - 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
ამასთან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წყლის რესურსები არ ექვემდებარება პრივატიზებას. პრივატიზებას არ ექვემდებარება საქართველოს მდინარეების - ჭ-------ისა და ა-----ს-წყლის მიმდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობა და ასეთი მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც ქონების მმართველის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამდენად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში და სახელმწიფოსაც კი შეზღუდული ჰქონდა ამ ტერიტორიის განკარგვის (პრივატიზების) უფლებამოსილება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
ამდენად, ბრალდებულის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ჭ-------ის წყალდაცვით ზოლში, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. შესაბამისად, ამ საკითხზე სასამართლო დამატებით არ იმსჯელებს.
აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის პოზიციაზე - რიგი მტკიცებულებების დაუშვებელ მტკიცებულებად გამოცხადების თაობაზე და განმარტავს, რომ არსებითი სხდომის ეტაპისათვის მნიშვნელოვანია წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცებული მტკიცებულებების ნუსხა, რომლითაც ხელმძღვანელობს სასამართლო. მოცემული შემთხვევისათვის კი სახეზეა სასამართლოს მიერ არსებითი განხილვისთვის დაშვებული მტკიცებულებები - კანონიერ ძალაში მყოფი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცებული მტკიცებულებების ნუსხა. ამასთან, არსებითი განხილვის პირველი ინსტანციის მოსამართლეს არ გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება სააპელაციო, ან საკასაციო წესით შეაფასოს, შეცვალოს ან გააუქმოს იმავე ინსტანციის, ან სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და მათი კანონით გათვალისწინებული წესით გაუქმება ან შეცვლა არ მომხდარა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, 2011 წლის 1 ივლისის საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ა-------------------ს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმითა და სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულის წარმომადგენელ ზ------- წ---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობასა და კერძო კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მდინარეების ჭ-------ისა და ა-------–--–ის ხეობებში ხორციელდებოდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. მემორანდუმის საფუძველზე კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესყიდვის სანაცვლოდ მოსახლეობას უხდიდა კომპენსაციას. ზ------- წ---–-----მა ასევე განმარტა, რომ მდინარის და მიმდებარე კალაპოტის საკუთრებაში დარეგისტრირება საჭიროებს გარკვეულ პროცედურას რასაცარეგულირებს კანონი, შესაბამისად სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მდინარის მიმდებარე კალაპოტის გასხვისება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ იყო კანონიერი, შედეგად სახელმწიფოს მიადგა ზიანი, ამჟამად რეგისტრაცია გაუქმებულია. თუ ნაკვეთი რაიონშია და მობილური ჯგუფი ადგილზე არ გადის, ხელმძღვანელობენ სპეციალური პროგრამით და ზუსტი კოორდინატებით, საკადასტრო კოდი ზუსტად უდგენს ადგილმდებარეობას, მოცემულ შემთხვევაში ნაკვეთი მდინარის კალაპოტის იმ მონაკვეთში მდებარეობს, რომლის გასხვისებაც არ არის მიზანშეწონილი.
თავის მხრივ ი-----–- ჟ----–---–---მა, როგორც დაზარალებულ შპს „ა-------------------ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული მემორანდუმის საფუძველზე, შპს „ა-------------------მა“ მოსახლეობისგან შეიძინა პროექტის ფარგლებში მდებარე ს------------------ში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. თუმცა შემდგომ ს------------------ის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე შესყიდული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციები გააუქმა, რადგან გაირკვა, რომ თავის მხრივ მოსახლეობას უკანონოდ ჰქონდა შესყიდული ნაკვეთები მდინარეში, მის კალაპოტში, რიყეზე, მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობებზე. შედეგად შპს „ა------------------“ დაზარალდა, ი------ დ--------ის შემთხვევაში ზიანმა შეადგინა 57720 ლარი.
შ--–-- რ-----ემ და ე-–------ ქ---------ემ განმარტეს, რომ 2013 წლის ოქტომბერში, ხელმძღვანელობის დავალებით შიდა კონტროლის სამსახურის უფროსთან ტ------– შ-------ესთან ერთად, მივლინებით რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ხ--–--------ის რაიონში, სადაც განსაზღვრეს მდინარეების კალაპოტებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა. დავალება შეასრულეს სააგენტოში შემოსული ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომლის თანახმადაც მდინარეების - ჭ-------ისა და ა-------–--–ის კალაპოტში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ იყო დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. აზომვითი სამუშაოებისთვის გამოიყენეს სპეციალური ტექნიკური საშუალებები. დაადგინეს, რომ მითითებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მოქცეული იყო, ან მთლიანად, ან ნაწილობრივ ხვდებოდა მდინარეში, რიყეზე და ციცაბო მთის ფერდობზე, ან მდინარეში არსებულ კუნძულებზე, ნაკვეთები არ იყო დამუშავებული და მათი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ყოფილიყო გამოყენებული.
ს-------------------------------–----------ოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსმა ტ------– შ-------ემ დაადასტურა შ--–-- რ-----ის და ე-–------ ქ---------ის ჩვენებებში მითითებული გარემოებები. მანვე განმარტა, რომ შესამოწმებელ ტერიტორიაზე იყო ისეთი ადგილები, რომლებიც შეუძლებელია საერთოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყოფილიყო, რადგან ნაწილობრივ მდინარეში, კლდეზე და ციცაბო ადგილებში მდებარეობდა, ანუ ისეთი ადგილებში, რომლებიც მიწის რეფორმის შედეგად არ გაიცემოდა, ამასთან მათზე გლეხიც უარს იტყოდა, რადგან მისი გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეუძლებელია. საქმეზე უძრავი ქონების მესაკუთრეების თანდასწრებით ჩატარდა ზეპირი ადმინისტრაციული საქმის წარმოება და ყველა მსგავსი რეგისტრაცია გაუქმდა.
ს-------------------------------–----------ოს რეგისტრაციისა და კადასტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნ---- ხ------მა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მასალები შევიდა 2013 წლის 15 იანვარს, გადანაწილდა მომდევნო დღეს და ნაკვეთის ფურცლის ვერსია და ელექტრონული ვერსია შედარდა, აღმოჩნდა იდენტურობა, თუმცა ნაკვეთს ჰქონდა ზედდება ტყის მასივთან, გაკეთდა პირველი სიტუაციური ნახაზი, ტყის კონტურთან. 2013 წლის 23 იანვარს დაკორექტირდა ტყის კონტური და დამზადდა ახალი სიტუაციური ნახაზი. მოწმემ განმარტა, რომ მონაცემების თანახმად ტერიტორია იყოს მდინარის პირას - ნაწილობრივ ტყის მასივში, ნაწილობრივ რიყეზე. მის მიერ მიწოდებულ იქნა რეგისტრაციისათვის საჭირო ინფორმაცია, რომელშიც ჩანდა მიწების ადგილმდებარეობა.
2013 წლის 22 იანვრის ი------ დ--------ის განცხადების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ნაკვეთის ტყის ფონდში მოხვედრა არ შეესაბამება სინამდვილეს, რის გამოც ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება ტყის ფონდის საზღვრებში და დარეგისტრირდეს მიწის ნაკვეთი წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით.
2013 წლის 22 იანვარს იუ----–--------------------------------------ის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სააგენტოს სამსახურის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო 2013 წლის 23 იანვრის ს------------------ის ამონაწერის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის, მდებარე ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ში, საკადასტრო კოდით 2-----------, მესაკუთრეა ი------ დ--------ე და მისი ოჯახის წევრები.
თავის მხრივ ს-------------------------------–----------ოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა ი---- ც---–--ემ დაადასტურა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლების: ნ---- ხ------ის, შ--–-- რ-----ის და ე-–------ ქ---------ის ჩვენებებში მითითებული გარემოებები.
ს-------------------------------–----------ოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თ------- ყ---–---ას ჩვენებით, დადგინდა, რომ მონაწილეობა მიიღო ს-------------------------------–----------ოს მიერ ჩატარებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის შედეგად ბათილად იქნა ცნობილი დაახლოებით ასამდე მიწის ნაკვეთის უკანონო რეგისტრაცია, მათ შორის, ი------ დ--------ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაც. მოწმემ განმარტა, რომ რამდენიმე მიწის ნაკვეთი პირადად დაათვალიერა, ასევე წარდგენილი იყო დანარჩენი ნაკვეთების ფოტოსურათები და ნახა, რომ ნაკვეთები განთავსებული იყო მდინარეში, ფერდობზე, ტყეში, ნაწილი კი გზაზე. საბოლოოდ დაადგინეს, რომ გასხვისებული იყო სახელმწიფოს კუთვნილი საჯარო ნაკვეთები, რის საფუძველზეც ბათილად ცნეს რეგისტრაცია, რადგან წყლის სახელმწიფო ფონდის მიწები არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, თუმცა ამ დრომდე გასაჩივრებულა და არ გაუქმებულა.
ს-------------------------------–----------ოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრატორის ნ---- კ--------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 1998-2005 წლებში მონაწილება მიიღო კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის KFW პროექტში, რომელიც ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის დასრულების შემდეგ, მიღებული მონაცემები მთლიანად გადაეცა ს------------------ის ეროვნულ სააგენტოს.
ხ--–--------ის მ----–----–---------------------------------–----–ი სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ყოფილმა უფროსმა გ--–- მ--–-----ემ დაადასტურა, რომ ჯ----– ლ-----ის მიერ ი------ დ--------ეზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული ცნობა არ იყო მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა და შეთანხმებული, ეს იყო რწმუნებულის მიერ ნოტარიუსთან გაკეთებული განცხადება.
ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტმა გ------- ბ-----ემ განმარტა, რომ აზომვითი ნახაზის კოორდინატების დასადგენად საჭიროა შესაბამისი ხელსაწყო, რომელიც მუნიციპალიტეტს დღემდე არ გააჩნია, შესაბამისად რწმუნებულს არ ქონდა მართლზომიერების დადგენის უფლება. მოცემული განცხადების გაცემის თაობაზე იურიდიული სამსახურის საქმის კურსში არ იყო.
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნობილი ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლ ა------- ფ---–--–--ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, არც კანონმდებლობით და არც ხელმძღვანელობის მითითებით, რწმუნებულებს ასეთი ცნობების გაცემა არ ევალებოდათ. როდესაც ა------- ფ---–--–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ რწმუნებულები გასცემდნენ ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობას, რითაც ადასტურებდნენ მოქალაქეების მხრიდან მიწის ფლობის ფაქტს, დაახლოებით 2013 წლის აპრილის დასაწყისში დაიბარა ყველა რწმუნებული, მათ შორის კ-------ის, აჭარისწყლის და თხილნარის რწმუნებულები და გააფრთხილა კატეგორიულად, დასახელებული სახის ცნობები გაეცათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იყვნენ, რომ საარქივო ცნობებში მითითებულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ნამდვილად ეკუთვნოდა მოქალაქეს. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ამ შეხვედრის შემდეგ, კონკრეტულ რწმუნებულებს მაინც გაუციათ თანხმობები ს------------------ში წარსადგენად, რის საფუძველზედაც ადასტურებდნენ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. ასეთი თანხმობების გაცემის უფლება რწმუნებულებს არ ჰქონდათ, რადგან არ იყვნენ აღჭურვილი სათანადო ცოდნით და არ გააჩნდათ სპეციალური აპარატურა, რითაც დაადგენდნენ მიწის ნაკვეთების იდენტურობას. 2013 წლის აპრილის თვის ბოლოს ა------- ფ---–--–--ემ, ყველა რწმუნებულს, მათ შორის კორნათის, აჭარისწლის და თხილნარის რწმუნებულებს აუკრძალა ასეთი თანხმობების გაცემა.
შპს „გ---ს“ ამზომველმა ხ------ ლ-----ემ, რომელიც თავის მხრივ მსჯავრდებულია ი------ დ--------ის ეპიზოდში ყალბი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის დამზადებისათვის, დაადასტურა მოცემულ შემთხვევაში ყალბი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის დამზადების ფაქტი. მისი ჩვენებით, აღნიშნული ნახაზი დაამზადა ი------ დ--------ის დაკვეთით და მითითებით. მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდინარის ნაპირზე არსებულ ფერდობზე, ამასთან უახლოესი საზღვარი მდინარესთან ძალიან ახლოს იყო.
შპს „გ---ს“ დირექტორმა ე----- ქ-------ემ და ა-----– შ-----–--ემ დაადასტურეს, რომ იმ დროისთვის კომპანიის ამზომველები იყვნენ - ვ-–- ა---–---ი და ხ------ ლ-----ე, ა-----– შ-----–--ე ადგილზე არ მიდიოდა და მხოლოდ ოფისში ამუშავებდა ინფორმაციას კომპიუტერის გამოყენებით. თავის მხრივ ვ-–- ა---–---მა განმარტა, რომ ბრალდებულ ი------ დ--------ეს ვერ ცნობს და წარდგენილი აზმოვით ნახაზი მის მიერ არ არის შესრულებული.
ყოფილმა რწმუნებულმა ჯ----– ლ-----ემ, რომელიც მსჯავრდებულია ი------ დ--------ის ეპიზოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დაადასტურა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, რა დროსაც ი------ დ--------ეზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებულ ცნობაში დაადასტურა საარქივო ცნობასა და საკადასტრო აზომვითი ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, მაშინ როცა ნახაზის წაკითხვა არ შეეძლო და არანირი საშუალება არ ჰქონია იმისა, რომ გადაემოწმებინა ნაკვეთის სიზუსტე და მდებარეობა. აქვე მნიშვნელოვანია ჯ----– ლ-----ის განმარტება, რომ მისთვის უცნობია რას ნიშნავს მართლზომიერი მფლობელობა, თუმცა მის მიერ ხელმოწერილ 2013 წლის 4 იანვრის საქართველოს აჭარის რესპუბლიკის სანოტარო აქტის თანახმად, ჯ----– ლ-----ე, როგორც ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ის რწმუნებული, აცხადებს, რომ ბ------ში, კ-----–--ის ქ. N------------ში მცხოვრებ ი------ დ--------ეს, შპს ,,გ---ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად, პირად სარგებლობაში (მართლზომიერ მფლობელობაში) გააჩნია - 2884 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხ--–--------ის რაიონის, სოფ. მ---------ი.
თავის მხრივ ს------------------ის ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა დ----- გ-------–--ემ, რომელიც მსჯავრდებულია ი------ დ--------ის ეპიზოდში სამსახურებრივი გულგრილობისათვის, დაადასტურა მის მიერ ი------ დ--------ის ეპიზოდში სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან, როგორც რეგისტრატორმა აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელებისას, კადასტრის სამსახურიდან მოწოდებული მონაცემების მიუხედავად, არ გაითვალისწინა წყლის შესახებ კანონის მოთხოვნა, მდინარის კალაპოტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების სახით რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მინიშნებას, კონკრეტული მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შესახებ, რადგან მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ი------ დ--------ე არათუ იყენებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მისი გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელიც იყო, როგორც აღინიშნა:
მოწმე ხ------ ლ-----ემ, რომელმაც 2012 წელს შეადგინა ბრალდებულ ი------ დ--------ის მიწის აზომვითი ნახაზი დაადასტურა, რომ ასაზომი ადგილი იყო რთულად მისასვლელი, საკმაოდ ციცაბო, მდინარესთან ძალიან ახლოს, ამასთან საზღვრებს დამკვეთი უთითებდა.
ტ------– შ-------ემ, შ--–-- რ-----ემ და ე-–------ ქ---------ემ, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ კონკრეტულ ნაკვეთთან დაადასტურეს, რომ შესამოწმებელ ტერიტორიაზე იყო ისეთი ადგილები, რომლებიც შეუძლებელია საერთოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ყოფილიყო, ვინაიდან ეს მიწის ნაკვეთები ნაწილობრივ მდინარეში, კლდეზე და ციცაბო ადგილებში მდებარეობდა, ანუ ისეთი ადგილებში, რომლებიც მიწის რეფორმის შედეგად არ გაიცემოდა, ამასთან, მათზე გლეხიც უარს იტყოდა, რადგან მისი გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეუძლებელია.
თ------- ყ---–---ამ ასევე განმარტა, რომ რამდენიმე მიწის ნაკვეთი პირადად დაათვალიერა, თუმცა მასალებში წარმოდგენილი იქნა სხვა ნაკვეთის სურათები, შესაბამისად ნახა, რომ ნაკვეთები განთავსებული იყო მდინარეში, ფერდობზე, ტყეში, ნაწილი კი გზაზე.
ჯ----– ლ-----ემ (სოფელ მ---------ის რწმუნებულ), ნოტარიულად დაუდასტურა ი------ დ--------ეს სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, განმარტა, რომ ი------ დ--------ის მიერ მიწის ნაკვეთის დასადასტურებლად მივიდნენ ხ--–--------ში, ნოტარიუსთან. ჯ----– ლ-----ეს ნახაზის წაკითხვა არ შეეძლო და არანირი საშუალება არ ჰქონია მისი მდებარეობის გადასამოწმებლად, შესაბამისად მითითება, რომ ჯ----– ლ-----ემ დაირეგისტრირა ის მიწის ნაკვეთი (კონკრეტულ საზღვრებში), რომელსაც ფლობდა, არადამაჯერებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ერთი მხრივ მოწმე ჯ----– ლ-----ემ ფაქტობრივად არ იცოდა ნაკვეთის ზუსტი კოორდინატები და მეორე მხრივ არსებობს მოწმეების - ტ------– შ-------ის, შ--–-- რ-----ის, ე-–------ ქ---------ისა და თ------- ყ---–---ას ჩვენებები, რომელთა სანდოობაშიც ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთს, ი------ დ--------ე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ იყენებდა. აზომვით ნახაზში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მითითება არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ერთი მხრივ ნაკვეთი მისი მდებარეობით მიეკუთვნება მდინარის კალაპოტს, ხოლო მეორე მხრივ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ბრალდებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ იყენებდა.
ამასთან, სასამართლო ადვოკატის მინიშნებების საპასუხოდ განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთებზე ცალკეული ნარგავების (ხეები, ბუჩქები) არსებობა არ განაპირობებს საჯარო ნივთის (მდინარის) მიმდებარე ტერიტორიის - კალაპოტის, ან წყლის დაცვითი ზოლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად გადაქცევის ან ასეთად მიჩნევის შესაძლებლობას.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით უტყუარად არის დადგენილი, რომ ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად, ი------ დ--------ემ მიმართა ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ის რწმუნებულ ჯ----– ლ-----ეს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და იმავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ხსენებული ცნობის გაცემის უფლება არ ჰქონდა, მითუმეტეს იმავე კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არ შედიოდა სახელმწიფო ტყის ფონდის და წყლის ფონდის მიწები, ჯ----– ლ-----ემ გადაამეტა სამსახურებრივი უფლებამოსილებას და ი------ დ--------ეს თანხმობა განუცხადა მითითებული ცნობის გაცემაზე. ამ მიზნით ჯ----– ლ-----ემ 2013 წლის 4 იანვარს გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, რომლითაც დაადასტურა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული ფართების ურთიერთშესაბამისობა და მდინარე ჭ-------ში და ნაწილობრივ მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული, 2886 კვ.მ. ფართის ი------ დ--------ის პირად სარგებლობაში არსებობა. გარდა აღნიშნულისა, მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- მ--–-----ემ და გ------- ბ-----ემ დაადასტურეს, რომ რწმუნებულებს ამ შინაარსის ცნობების გაცემის უფლებამოსილება არ გააჩნდათ და ამ ცნობების გაცემასთან დაკავშირებით რწმუნებულებს იურიდიული სამსახურებისთვის კონსულტაციის თხოვნით არ მიუმართავთ.
ამდენად, უტყუარად არის დადასტურებული, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ცნობა (განცხადება), რითაც ჯ----– ლ-----ე ადასტურებდა, ი------ დ--------ის ხ--–--------ის ადგილობრივი არქივის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის და შპს ,,გ---ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის ურთიერთშესაბამისობას, გაცემული იქნა ჯ----– ლ-----ის მიერ უფლებამოსილების გადამეტებით, ყალბი მონაცემების შემცველი საკადასტრო ნახაზის საფუძველზე.
გარდა ამისა სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე დ----- გ-------–--ემ, ანუ პირმა რომელმაც დაარეგისტრირა ი------ დ--------ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, თავადვე დაადასტურა, რომ ი------ დ--------ის შემთხვევაში წარდგენილი იყო - უფლების დამდგენი არქივის ცნობა, აზომვით ნახაზი და რწმუნებულის დასტური, მან განახორციელა რეგისტრაცია, თუმცა არ გაითვალისწინა ,,წყლის შესახებ“ კანონის დებულებები, მაშინ როცა მისი გათვალისწინება ევალებოდა, რადგან სადავო მიწის ნაკვეთები მდებარეობდა ზედ კალაპოტზე, სწორედ აღნიშნულის გამო 12 ეპიზოდში მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, სამსახურებრივი გულგრილობის გამო.
ამასთან, ნ---- ხ------მა მოახდინა განაცხადის კადასტრული დამუშავება, მონაცემების თანახმად ტერიტორია იყო მდინარის პირას - ნაწილობრივ ტყის მასივში, ნაწილობრივად რიყეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განაჩენით უტყუარად არის დადგენილი, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დ----- გ-------–--ეს სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ეკისრებოდა გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ევალებოდა, შეეფასებინა და დაედგინა, სარეგისტრაციო ობიექტი იყო თუ არა რეგისტრაციაუნარიანი ნივთი და გაერკვია, ხომ არ იყო სახეზე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული - საჯარო ნივთი: გზა, სახელმწიფო წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდი ან სხვა საჯარო სარგებლობის ნივთი, რომლის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია სახელმწიფო ინტერესთან ერთად, ხელყოფდა საზოგადოებრივ ინტერესსაც. ამასთან, ეკისრებოდა კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების გამოკვლევაც, რაც აუცილებელი იყო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულის მიუხედავად, დ----- გ-------–--ემ კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, მან ი------ დ--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასებისა და შემდგომ ზემოხსენებული ფართის რეგისტრაციისას სათანადოდ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, მანვე უგულვებელყო მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მიწოდებული მონაცემები, რომელთა გათვალისწინებაც შეეძლო და ევალებოდა კიდეც რეგისტრაციის სწორად განხორციელების მიზნით. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დ----- გ-------–--ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 23 იანვარს ი------ დ--------ის და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ---------ში, რეალურად მდინარე ჭ-------ის კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარე ჭ-------ში და ნაწილობრივ მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 2886 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------.
ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი------ დ--------ის სახელზე, სოფელ მ---------ში, რეალურად მდინარე ჭ-------ის კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარე ჭ-------ში და ნაწილობრივ მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 2886 კვ/მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ს-------------------------------–----------ოს ხ--–--------ის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის დ----- გ-------–--ის მიერ გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად.
სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების რეგისტრაციისას გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, 2014 წლის 3 აპრილის საქართველოს იუ----–--------------------------------------ის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ ს-------------------------------–----------ოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ მითითებული გადაწყვეტილებები, მათ შორის N--------------- (23.01.20113) გადაწყვეტილება ი------ დ--------ის და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-----------, მისამართი: ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის, სოფელი მ---------ი, N--------------- (20.02.2013) გადაწყვეტილება შ--------------------------ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის იმავე ნაკვეთზე და N--------------- (26.03.2013) გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 2-----------. საყურადღებოა, რომ ბრალდებულს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად: საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს. მოწმე ხ------ ლ-----ემ კი დაადასტურა, რომ აზომვისას საზღვრებს დამკვეთი უთითებდა, ბრალდებულს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მიწა მამა-პაპისეული იყო. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (ადგილმდებარეობის თვალსაზრისით) და ერთიან საკადასტრო რუკაზე მისი ასახვა კი განხორციელდა სწორედ ი------ დ--------ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს ი------ დ--------ის წინასწარ განზრახვაზე, მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც დაუფლებოდა შპს „ა-------------------ის“ კუთვნილ 57720 ლარს და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მხოლოდ ყალბი ცნობის საფუძველზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსა და ,,ა-------------------ს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი (2011 წლის ივლისი) და კომპანიამ დაიწყო მასიურად პროექტის ფარგლებში მოქცეული მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამასთან, ი------ დ--------ემ საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან (2013 წლის 23 იანვარი) დროის მოკლე პერიოდში (2013 წლის 14 თებერვალი) მიყიდა მიწის ნაკვეთი ,,ა-------------------ს“, რაც ცალსახად მიუთითებს მის განზრახვაზე სასწრაფოდ დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რათა მაშინვე გაესხვისებინა,,ა-------------------ზე“, ეს მაშინ როცა დაცვის მხარის განმარტებით ი------ დ--------ემ 2886 კვ/მ ფართზე კანონიერ საკუთრების უფლება მოიპოვა ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისის თვეში, თუმცა დაცვის მხარე არ განმარტავს, რატომ არ დაირეგისტრირა ბრალდებულმა მიწის კონკრეტული ნაკვეთი ამ დრომდე.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს. დანაშაულის საგანია - ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იმ პირობით, თუ სახელმწიფო მათ ანიჭებს იურიდიულ ძალას. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე, მათ შორის, გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება დასჯადია მხოლოდ მაშინ, თუ იგი მათ შორის გამოყენების მიზნით ხდება. რაც შეეხება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის ოფიციალური წარდგენა საწარმო/დაწესებულებაში, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რათა მის საფუძველზე განხორციელდეს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია კანონში მითითებული მოქმედების ჩადენისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, აქტებით, შპს ,,გ---ს“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზით, 2013 წლის 4 იანვრის საქართველოს აჭარის რესპუბლიკის სანოტარო აქტით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აგვისტოს და 2015 წლის 23 იანვრის განაჩენებით, უტყუარად დადასტურდა, რომ ი------ დ--------ის თხოვნით, შპს ,,გ---მ“ დაამზადა აზომვითი ნახაზი, სადაც შეიტანა ყალბი მონაცემები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის დანიშნულებაში მდინარის კალაპოტის ნაცვლად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება. ასევე უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ი------ დ--------ის თხოვნით, ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ის, ორგანიზატორმა - ჯ----– ლ-----ემ, უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ყალბი ცნობა, რითაც დაადასტურა ი------ დ--------ის სარგებლობაში არსებული ფართის და ყალბი აზომვითი ნახაზის ურთიერთშესაბამისობა. ი------ დ--------ემ კი ყალბი აზომვითი ნახაზი და რწმუნებულის ყალბი ცნობა წარადგინა ს-------------------------------–----------ოს ხ--–--------ის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურში, რის საფუძველზეც მოხდა 2886 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ი------ დ--------ის სახელზე უკანონო რეგისტრაცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენის (გამოყენების მიზნით) და გამოყენების, შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია დაზარალებულის ნივთის დაუფლების ან/და ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, რასაც ახერხებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისაგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე.
მოცემულ შემთხვევაშიც გარეგნულად ქონების გადაცემა ბრალდებულისათვის მოხდა ნებაყოფლობით, მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი ქონების გადაცემისას, მოტყუება წინ უძღოდა ქონების დაუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების - თაღლითობის სპეციფიკაც სწორედ ამაში პოულობს გამოხატულებას.
ამდენად, მოტყუება ამ დანაშაულის შემადგენლობაში წარმოადგენს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებას. მოტყუების მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა (ქონების დაუფლება). სწორედ ამიტომ მოტყუება როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობაში და ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანაში ცრუ მონაცემების (ინფორმაციის) მიწოდების საფუძველზე.
ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის საჭიროა სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, შესაბამისად მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს, შესაბამისად მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების ჩვენებებით, საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ა------------------“-ს შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებული მემორანდუმით, ი------ დ--------ისა და შპს ,,ა-------------------ს“ შორის 2013 წლის 14 თებერვალს დადებული ხელშეკრულებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მოტყუებით ქონებრივი უფლების მიღების შემდეგ, ი------ დ--------ემ შეცდომაში შეიყვანა შპს ,,ა------------------“ და მოტყუებით, 57 720 ლარად გაასხვისა კომპანიაზე 2886,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2-----------.
ამდენად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ი------ დ--------ე კანონიერად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, რომ მას არ ქონდა სახელმწიფოს და შპს ,,ა-------------------ს“ მოტყუების მიზანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან სახეზეა მოტყუება და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზისა და რწმუნებულის ყალბი ცნობის წარდგენა გახდა ძირითადი მიზნის - სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლების მიღების და ფულადი თანხების დაუფლების, განხორციელების უზრუნველყოფის საშუალება. ბრალდებულმა განახორციელა ყველა საჭირო მოქმედება საკუთრების უფლების მისაღებად და თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, თაღლითობა - დიდი ოდენობით, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას, კონკრეტული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 57720 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის - 10 000 ლარიან ზღვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------ დ--------ეს პასუხისმგებლობის გამოკვეთილად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას ამახვილებს მის ოჯახურ მდგომარეობაზე, ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივზე, მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე - მის მტკიცე სურვილზე, მოტყუებით დაუფლებოდა ჯერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლებას და შემდგომ შპს ,,ა-------------------ის“ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათზე, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე - ყალბი დოკუმენტების წარდგენით საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც მდებარეობდა მდინარის კალაპოტში და რომლის რეგისტრაციის უფლება კანონმდებლობით აკრძალულია, რითაც რეალურად მოატყუა სახელმწიფო და შპს ,,ა------------------“, ტყუილი კი წარმოადგენდა თანხის დაუფლების ხერხს, ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის პოზიციაზე, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფოს ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია და აღდგენილია პირვანდელი მდგომარეობა.
ხ---- ბ-------ის შემთხვევაში სასამართლო დამატებით ითვალისწინებს მის აღიარებას და თანამშრომლობას, ასევე მის ოჯახურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ყველა ზემოაღნიშნული გარემოების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ი------ დ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს ჯარიმა - 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ხ---- ბ-------ეს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ხასიათის ღონისძიება, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
საქართველოს სსსკ-ის 81–ე მუხლის შესაბამისად, ნივთმტკიცება: 2 (ორი) ცალი CD დისკი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი------ დ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი------ დ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ხ---- ბ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ხ---- ბ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
3. 2 (ორი) ცალი CD დისკი, რომლებიც ერთლის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი