განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
170100118002700749
დავის ტიპი
126 2 გ
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/44-18

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გი-----------------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–---------------–ს, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: თეთრიწყარო, და--------–--------------------------, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - ლა-–-----–------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების ფორმულირება:

 

1. 2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–-------------------------ში მდებარე ტა-----–---–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, გი----------–---–მა მუშტის თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმისა და თმაზე მოქაჩვის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი დის - მა--------------–---–ის მიმართ. ასევე, მან მუშტის თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმისა და თმაზე მოქაჩის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მა---------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–-------------------------ში მდებარე ტა-----–---–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, გი----------–---–მა მუშტის თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმისა და თმაზე მოქაჩვის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი დის - მა--------------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–-------------------------ში მდებარე ტა-----–---–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მეუღლესა და მა--------------–---–ის კონფლიქტში ჩარევისა და პოლიციაში დარეკვით გაფრთხილების გამო, გი----------–---–მა მუშტის თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმისა და თმაზე მოქაჩის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მა---------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს ( აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.). განსახილველ საქმეში ბრალდებულ გი----------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. წინასასამართლო სხდომაზე საკუთარი ინიციატივით, ადვოკატის მონაწილეობით, ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. გარდა ამისა, ბრალდებულმა არსებით განხილვაზე ჩვენება მისცა სასამართლოს.

 

5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

6. ვინაიდან საქმეზე არსებული მტკიცებულებები უდავოდაა ცნობილი, სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს საქმის გარემოებებს, ვინაიდან გი----------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების არსებობა-არარსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია თითოეული მომენტის აღდგენა და შეფასება. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების უდავოდ ცნობა ნიშნავს, ამ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციის გამოკვლევის გარეშე მიღებას და არა მათი შეფასების გარეშე დატოვებას ან, მით უმეტეს, ბრალად წარდგენილი ქმედების არსებობის ავტომატურ დადასტურებას. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება, სასამართლო ვალდებულია, ისინი შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავეობის შეფასების კომპონენტი საერთოდ ამოვარდებოდა, რაც პირის დაუსაბუთებელი მსჯავრდების რისკს გაზრდიდა.

 

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის გი----------–---–ი და მა--------------–---–ი არიან ძმა და და, ხოლო გი----------–---–ი და მა---------------ე - მეუღლეები, რაც სადავო არც არის.

 

8. გი----------–---–მა საქმის არსებითი განხილვისას აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა და აღნიშნა, რომ დის მა--------------–---–ის მიმართ ძალადობა განახორციელა სიტყვიერი შელაპარაკების გამო, მათ შორის ეს უკანასკნელი სწყევლიდა მას, ხოლო მეუღლის მიმართ - ამ კონფლიქტში ჩარევის გამო. ნასვამი არ იყო მხოლოდ მოსმული ჰქონდა ცოტა არაყი გასასინჯად, რომელსაც ხდიდა. დაზარალებულმა მა--------------–---–მა გამოკითხვისას დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოებები და განაცხადა, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო გი----------–---–ი მივარდა, თმებში ჩასჭიდა და მარჯვნივ და მარცხნივ აჯაჯგურებდა, ასევე თავს დაბლა ახრევინებდა, ასევე რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავსა და მხრებში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. გასაშველებლად ჩავიდა ბრალდებულის შვილი სო---------------–---–ი რა დროსაც გაითავისუფლა თავი და აიღო ჯოხი, რომლის ჩარტყმაც უნდოდა ბრალდებულისთვის, ამავე დროს მათ გაშველებას ცდილობდა ბრალდებულის მეუღლე მა---------------ე, რომელმაც ჯოხი დაიჭირა ერთი მხრიდან და თან ეუბნებოდა, რომ დარეკავდა პოლიციაში, რის გამოც გ--- აგრესია მიმართა მეუღლის მიმართ, რის შემდეგაც თავად გაიქცა და არ შესწრებია სხვა ფაქტს. დაზარალებულმა მა---------------ემ გამოკითხვისას განაცხადა, რომ იმყოფებოდა სახლის მეორე სართულზე, რა დროსაც გაიგო, თუ როგორ სწყევლიდა მა--------------–---–ი გ---, რასაც მოჰყვა გინება, მისი შვილი სო----ო ჩავიდა სიტუაციის გასარკვევად, რის შემდეგაც თავადაც ჩავიდა და დაინახა, რომ გ--- წაქცეული ჰყავდა მ------ და სცემდა, რა დროსაც შეეცადა გაშველებას და უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა, რაზეც გამოეკიდა და ეუბნებოდა, რომ არ დაერეკა, შემდეგ კი თმებით ქაჩავდა ძლიერად და რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული გარემოებები საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაადასტურეს დაზარალებულებმა. მოწმე სო---------------–---–მა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მამამ მ------ს რაღაც უთხრა, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის წყევლა და შეურაცხყოფა ბრალდებულის მისამართით, რაზეც მამამ დაუწყო გინება, როდესაც ჩავიდა, ნახა, რომ მამა ძლიერად ქაჩავდა თმებზე და ურტყამდა თავისა და მხრების არეში. თავად შეეცადა გაშველებას, შემდეგ დედაც შემოუერთდა, რომელმაც გ--- უთხრა, რომ დაწყნარებულიყო, თორემ პოლიციას გამოუძახებდა, რის შემდეგაც მამა გაჰყვა დედას, წამოეწია და დაუწყო ცემა მუშტებით თავისა და მხრების არეში, ქაჩავდა თმებით. მოწმე ან----------–---–მა (ბრალდებულის შვილი) გამოკითხვისას აღნიშნა, რომ თავად არ შესწრებია, თუმცა ზემოაღნიშნულის შესახებ იცის დედისა და დისგან, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ეს ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას და არავარგისი საშუალებაა მტკიცებულებათა ერთობლიობისას. ვიზუალური დათვალიერების ოქმების მიხედვით, მა--------------–---–სა და მა---------------ეს დაზიანების კვალი გარეგნულად არ აღენიშნებათ სხეულის იმ ადგილებში, სადაც ბრალდებული ურტყამდა მათ.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გი----------–---–ის მიერ იმ ქმედებათა განხორციელებას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-2 და მე-3 პუნქტებში. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ გი----------–---–ის მიერ დასა და მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა განსხვავებული მოტივები - დის შემთხვევაში ეს იყო სიტყვიერი შელაპარაკება, დაზარალებულის მხრიდან წყევლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მეუღლის მიმართ - ამ უკანასკნელის ჩარევა კონფლიქტში და გაფრთხილება პოლიციის გამოძახების თაობაზე, რაც ორი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა და ბრალდებულის განზრახვის კონტექსტში არაფერი აქვთ საერთო. მა---------------ე საერთოდ რომ არ ჩასულიყო გასაშველებლად, ბუნებრივია ბრალდებული მასზე ფიზიკურ ძალადობას არ განახორციელებდა, ვინაიდან ამისათვის სათანადო მიზეზები, როგორც საქმის მასალებით დგინდება არ არსებობდა. კონფლიქტი ბრალდებულსა და მ------ ტა-------–---–ს შორის დაიწყო ეზოში, რა დროსაც მა---------------ე იმყოფებოდა სახლის მეორე სართულზე და არავითარი, არც ფიზიკური და არც შინაარსობრივი შეხება არ ჰქონდა გ-----------------------–---–--- შორის არსებული კონფლიქტთან. შესაბამისად, შეუძლებელია ამ საქმეში დადგინდეს ბრალდებულის ერთიანი განზრახვა მა--------------–---–სა და მა---------------ეზე ფიზიკური ძალადობის თაობაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, და. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, აღსანიშნავია, რომ აქ ძალადობა ცემასაც მოიცავს, ისევე როგორც ძალადობის სხვაგვარ ფორმებს. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი მოიცავს იგივე ქმედების ჩადენას ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

11. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გი----------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე ორი პირის მიმართ ძალადობის ნაწილში. სასამართლო განმარტავს, რომ ორის პირის მიმართ ძალადობა გულისხმობს მინიმუმ ორი პირის მიმართ ძალადობას, რომელიც განხორციელდა ერთიანი განზრახვით, რაც გადამწყვეტი ფაქტორია ქმედების შესაბამისი ქვეპუნქტით კვალიფიკაციისათვის. ის რომ ძალადობა განხორციელდა ერთიან სივრცესა და პერიოდში არ განსაზღვრავს, რომ იგი ასევე ერთიანი განზრახვითაა ჩადენილი და დამნაშავის ქმედება განუყოფელია. თუ ერთი პირის მიმართ ძალადობა მეორეს მიმართ ძალადობას არაფრით უკავშირდება, არ არის ლოგიკური ბმა მათ შორის და მით უმეტეს, წარმოუდგენელი და განუჭვრეტელი თუ იყო ერთი პირის მიმართ ძალადობის შემდეგ მეორეს მიმართაც ანალოგიური, დაუშვებელია პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა რომ გი----------–---–ის მიერ დაზე ძალადობის შემდეგ მოვლენები განვითარდა კონფლიქტის განმუხტვისკენ, მეუღლე ჩაერია გაშველებაში და მან გააფრთხილა პოლიციის გამოძახების შესახებ, რასაც მოჰყვა ბრალდებულის აგრესია მეუღლეზე და ბრალდებულმა სწორედ ამის შემდეგ განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლეზე. ამიტომ, წარმოუდგენელია ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს იმგვარად დავუკავშიროთ, რომ ერთიანი განზრახვის სახე მიეცეს. ამ ორ ინციდენტს შორის შინაარსობრივი, მიზეზობრივი წყვეტა, რომელსაც ვერ შეავსებს დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დროის სიახლოვე, რომლის ორი პირის მიმართ ძალადობად დაკვალიფიცირებაა შესაძლებელი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. სასამართლოს მიაჩნია, რომ გი----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება დის - მა--------------–---–ის მიმართ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო მეუღლის - მა---------------ის მიმართ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ასევე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი----------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რაც აღწერილია წინამდებარე განაჩენის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩაიდინა არა ერთი - სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ 2 დამოუკიდებელი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ბრალდებულის ქმედება სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (მა--------------–---–ის ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (მა---------------ის ეპიზოდი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის ცვლილების კონტექსტში, არ ხდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს გაცდენა არც ფაქტის თვალსაზრისით და არც პასუხისმგებლობა მძიმდება. კვალიფიკაცია შეიცვალა იმ ფარგლებში, რაც ბრალდების დადგენილებაშია აღწერილი, სასამართლო მხოლოდ სამართლებრივი შეფასების ნაწილში არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რაც საერთო ჯამში არ წარმოადგენს ახალ ბრალდებას დაცვის მხარისთვის შინაარსობრივი გაგებით და ამ უკანასკნელს შეეძლო ედავა იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც შეცვლილი კვალიფიკაციის კონტექსტშიც მოუწევდა პოზიციის დაფიქსირება. ამდენად, კვალიფიკაციის შეცვლა მოცემულ შემთხვევაში არ იწვევს დაცვის უფლების დარღვევას, ინფორმირებული იყოს მის მიმართ წადგენილი ბრალდების შესახებ და ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები თავის დასაცავად.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეცვლილი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გი----------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც გი----------–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი შეცვლილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

16. გი----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულები შერიგებულნი არიან და არავითარი პრეტენზია გააჩნიათ მის მიმართ, გასათვალისწინებელია მისი როლი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში.

 

17. გი----------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

19. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

20. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

21. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გათვალისწინებით (ცალ-ცალკე დისა და მეუღლის მიმართ), რომლებიც განხორციელდა ოჯახის წევრების მიმართ, რაიმე განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზის გარეშე, ასევე ძალადობის ფორმისა და ინტენსივობის გათვალისწინებით სასამართლო გამორიცხავს გი----------–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასამართლოს შეფასებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით გამორიცხულია საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენებით იმ შედეგის მიღწევა, რასაც თავისუფლების აღკვეთა უზრუნველყოფს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ გი----------–---–ისათვის იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას, რადგან ამისათვის არავითარი სათანადო მიზეზი არ არსებობს.

 

22. გი----------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას ორივე ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული ქმედებების განხორციელების ხასიათსა და ძალადობის ხარისხს, რაც ერთ შემთხვევაში გამოიხატა ხელის არაერთგზისი ჩარტყმით, თმაზე მოქაჩვითა და მოძრაობით, ასევე დაზარალებულის გარკვეული მინიმალური დოზით ვიქტიმურობით, რაც აღწერილია ზევით, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელის არაერთი დარტყმითა და თმაზე მოქაჩვით, აგრეთვე დაზარალებულების პოზიციას, რომ მათ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია გი----------–---–ის მიმართ, მის სინანულს, იმ გარემოებას, რომ მისი წარსული არ არის შებღალული რაიმე კანონდარღვევებით (არ არის ნასამართლევი, აგრეთვე ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ძალადობრივი სამართალდარღვევისათვის), მის პოზიციას პროცესის შემოკლებისადმი და ყოველივე აღნიშნული კუმულაციური შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დამამძიმებელი გარემოების არარსებობის პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად მა--------------–---–ის ეპიზოდში უნდა განესაზღვროს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მა---------------ის ეპიზოდში - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

23. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს სასჯელის ნახევარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ გი----------–---–თან მიმართებით, სწორედ ზემოაღნიშნული ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული, შემდეგ გარემოებათა გამო: თავისუფლების აღკვეთის გარკვეული ნაწილის რეალური აღსრულების აუცილებლობის კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს ქმედებების მძიმე ხასიათს და საშიშროებას (იხ. ზევით), მის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებისადმი (ხშირია გინების ფაქტები, რასაც თიითქმის ყველა მოწმე აღნიშნავს), ხოლო თავისუფლების აღკვეთის გარკვეული ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის აუცილებლობის კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს, რომ გი----------–---–ი არ არის ნასამართლევი, ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულების პოზიციას, ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, არიან სოციალურად დაუცველები.

 

24. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო გი----------–---–ი ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და მკაცრმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. საასამართლო განმარტავს, რომ მინიმალური 2-წლიანი ზღვრის წესი მიემართება მხოლოს განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრებას და არ ვრცელდება სასჯელთა შთანთქმით საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესზე. ტერმინი შეკრება არ შეიძლება ნიშნავდეს შთანთქმას, ეს ორი ტერმინი შინაარსობრივად საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და მოცემულ კონტექსტში ვერ განიხლება ერთ სამართლებრივ სიბრტყეზე მდგომ მოცემულობად, რის გამოც სასჯელთა შთანთქმის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს ძირითადი წესი, რაც გულისხმობს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსწლიანი გამოსაცდელ ვადის ფარგლებში მის განსაზღვრას. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1-წლიანი გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია გი----------–---–ის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იქნა აღწერილი.

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, რომ ოჯახის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ხშირია, ასევე ბავშვებს უწევთ კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა. ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიანიშნებს, რომ გი----------–---–ის გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (ორი ეპიზოდი).

 

2. გი----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მა--------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 თვე და 15 დღე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 თვე და 15 დღე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

3. გი----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მა---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 თვე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გი----------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 თვე ჩათვლილია პირობით მსჯავრად. მას სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

 

5. გი----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის - 4 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 22 სექტემბრიდან.

 

6. გი----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.

 

7. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გი----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

8. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, გი----------–---–ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

9. ნივთმტკიცება - ჯოხი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი