გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
13021001-002580681
2-844-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
9 იანვარი, 2019 წ. ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------“
წარმომადგენელი ირაკლი გვასალია
მოპასუხეები თა-------------------------------–-----------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნ-------------------------–--------------------–---------------–------------------
დავის საგანი უფლებამონაცვლედ ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.გი-----------------------–----ბი ცნობილი იქნენ 201- წლის 2 იანვარს გარდაცვლილი დ-------------–---ს უფლება მონაცვლეებად;
1.2.გი-----------------------–----ბს, თ----------------------------ბს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ 2017 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 16 152.50 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 13 233.16 ლარი, პროცენტი 1 697.26 ლარი, პირგასამტეხლო - 1 222.08 ლარი;
1.3.გი-----------------------–----ბს, თ----------------------------ბს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ 2017 წლის 22 ნ---მბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 4 725.63 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3 795.92 ლარი, პროცენტი 448.44 ლარი, პირგასამტეხლო - 481.27 ლარი;
სარჩელის დაზუსტებისას, მოსარჩელემ აღარ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა (201- წლის 21 დეკემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 12:12:40-12:15:10; განცხადება სარჩელის დაზუსტების (მოთხოვნის შემცირების) შესახებ ს.ფ. 232-233);
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 23 ოქტომბერს, ,,ს----------–--------სა” და დ-------------–---ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით დ-------------–---მ მიიღო სესხი 13 500 ლარი, წლიური 22% სარგებლის დარიცხვით, 48 თვის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.
იმავე დღეს, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ,,ს----------–--------სა” და თა------------------------------------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა იყო 27 000 ლარი;
2017 წლის 22 ნ---მბერს, ,,ს----------–--------სა” და დ-------------–---ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით დ-------------–---მ მიიღო სესხი 4 000 ლარი, წლიური 22% სარგებლის დარიცხვით, 30 თვის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.
იმავე დღეს, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ,,ს----------–--------სა” და თა------------------------------------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა იყო 8 000 ლარი;
ხელშეკრულებებით, თ----------------------------ბმა ივალდებულეს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება;
მოპასუხეებმა დაარღვიეს გადახდის შეთანხმებული გრაფიკი;
დ-------------–--- გარდაიცვალა 201- წლის 2 იანვარს, მისი მემკვიდრეობა მიიღეს არასრულწლოვნებმა გი-----------------------–----ბმა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო მხოლოდ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წერილობით შეთანხმებული არ ყოფილა. დანარჩენ ნაწილში დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას (201- წლის 21 დეკემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 12:40:45-12:41:20);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 23 ოქტომბერს, ,,ს----------–--------სა” და დ-------------–---ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით დ-------------–---მ მიიღო სესხი 13 500 ლარი, წლიური 22% სარგებლის დარიცხვით, 48 თვის ვადით.
იმავე დღეს, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ,,ს----------–--------სა” და თა------------------------------------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა იყო 27 000 ლარი;
2017 წლის 22 ნ---მბერს, ,,ს----------–--------სა” და დ-------------–---ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით დ-------------–---მ მიიღო სესხი 4 000 ლარი, წლიური 22% სარგებლის დარიცხვით, 30 თვის ვადით.
იმავე დღეს, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ,,ს----------–--------სა” და თა------------------------------------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა იყო 8 000 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბიზნესსესხისა და პაკეტის მოთხოვნის განაცხადები, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, სესხის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 49-96)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. დ-------------–--- გარდაიცვალა 201- წლის 2 იანვარს. მისი მემკვიდრეობა 2001 წელს დაბადებულმა გ------- და 2007 წელს დაბადებულმა ნ-----------–----ბმა მიიღეს. თ------------ძე მათი დედაა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.198-202);
- გი-----------------------–----ბის დაბადების მოწმობები (ს.ფ.155,205);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 201- წლის იანვრის შემდეგ ორივე სესხზე გადახდა შეწყდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.99-119);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება წერილობითი ფორმით არ ყოფილა დადებული. რაზეც მოწინააღმდეგ მხარემ განმარტა, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება შესაძლებელია ზეპირადაც (201- წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 12:46:00-12:46:30);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ნ--- და გ------- გ------–----ბი ცნობილი უნდა იქნენ დ-------------–---ს უფლებამონაცვლეებად. მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დ-------------–---სა და ,,ს----------–--------ს" შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს და 2017 წლის 22 ნ---მბერს დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხა, გარდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოსი, - მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოპასუხეებისათვის დაკისრებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი, 41--ე მუხლის მე-2 ნაწილი. 626-ე, 891-ე მუხლები, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1484-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დ-------------–---სა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებები, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხე მხარეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მოპასუხეებისაგან, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე მსესხებელს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მისი ვალდებულების შესასრულებლად;
1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
1484-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.
უდავოა, რომ გი-----------------------–----ბმა მიიღეს მამის - დ-------------–---ს მემკვიდრეობა და მათზე გადავიდა მოსარჩელის წინაშე მამკვიდრებლის მოვალეობა - ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების ვალდებულება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა. სარჩელს ნაწილობრივ ცნობს - გი-----------------------–----ბის დ-------------–---ს უფლებამონაცვლეებად ცნობის, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილებში მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, - გი-----------------------–----ბმა მიიღეს მამკვიდრებლის მემკვიდრეობა და მათზე გადავიდა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობაც, ძირი თანხის და პროცენტის მოთხოვნა ხელშეკრულებებიდან გამომდინარეა.
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს როგორც 2017 წლის 23 ოქტომრის ხელშეკრულებით, ისე 2017 წლის 22 ნ---მბრის ხელშეკრულებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, რადგან პირგასამტეხლოზე შეთანხმება, ორივე შემთხვევაში, არ იყო დადებული წერილობითი ფორმით, - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 747 ლარი და 11 თეთრი. მოსამზადებელ სხდომაზე უარი თქვა 85.1- აშშ დოლარის, ასევე - 3617 ლარის და 88 თეთრის მოთხოვნაზე და უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი (5.25 ლარი და 108.54 ლარი).
მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა - 16 351.53 ლარის ნაცვლად მოითხოვა 16 152.50 ლარი და უნდა დაუბრუნდეს სხვაობის 199.03 ლარის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი (5.97) ლარი სულ, - 120 ლარი 77თეთრი;
სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი 626.34 ლარი უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 19 174.78 ლარის მოთხოვნის ნაწილში მოსამზადებელ სხდომაზე და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 575.25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. სულ უნდა დაუბრუნდეს 696.02 ლარი (120.77+575.25=696.02). 51.09 ლარი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. გ------- გ------–--ე (პირადი ნომერი 5---------3) და ნ--- გ------–--ე (პირადი ნომერი 5---------) ცნობილ იქნენ 201- წლის 2 იანვარს გარდაცვლილი დ-------------–---ს (პირადი ნომერი 5----------) უფლებამონაცვლეებად;
1.2. თ------------ძეს, გ------- გ------–--ეს, ნ--- გ------–--ეს, ნ---------------ეს 2017 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 14 930 ლარის და 42 თეთრის გადახდა, საიდანაც 13 233 ლარი და 16 თეთრი სესხის ძირი თანხაა, 1697 ლარი და 26 თეთრი პროცენტი;
1.3. თ------------ძეს, გ------- გ------–--ეს, ნ--- გ------–--ეს, ნ---------------ეს 2017 წლის 22 ნ---მბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 4 244 ლარის და 36 თეთრის გადახდა, საიდანაც 3 795 ლარი და 92 თეთრი სესხის ძირი თანხაა, 448 ლარი და 44 თეთრი - პროცენტი;
2. სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--------ს" დაუბრუნდეს 201- წლის 6 აგვისტოს, N20 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 747 ლარის და 11 თეთრის ნაწილი 696 ლარი და 02 თეთრი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი