განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
110100117002143828
დავის ტიპი
126 2 გ
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117002143828

N1/147-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-------- რ---–------ ძე ნ------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ტ-------;

 

ადვოკატი - მ-----– ხ---------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ-------- ნ------ე, იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ტ------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, მისი მეუღლის ცუდად მოხსენიებისათვის, შელაპარაკება მოუვიდა დედასთან - მ---- ნ------ესთან, რის გამოც ეს უკანასკნელი შეეცადა განრიდებოდა და გავიდა საცხოვრებელი სახლის ეზოდან, თუმცა მ-------- ნ------ე დაედევნა მას და თავისა და გვერდების არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. მ-------- ნ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, მ---- ნ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება. მეუღლის - მ---- ნ------ის დასახმარებლად მისულ რ---–----ი ნ------ეს, შვილმა, მ-------- ნ------ემ, ორჯერ დაარტყა მუშტი გულმკერდის არეში. მ-------- ნ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, რ---–----ი ნ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2017 წლის 14 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მ-------- ნ------ეს, დედის - მ---- ნ------ის და მამის - რ---–----ი ნ------ის მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ--–----ან ნ------ემ განაცხადა, რომ მის მეზობლად ცხოვრობენ მ-------- ნ------ე, მ---- ნ------ე და რ---–----ი ნ------ე. ეს უკანასკნელები არიან მ--------ის მშობლები.

 

4. 1979 წლის 22 მაისის მ-------- ნ------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია მ---- ნ------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია რ---–----ი ნ------ე.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-------- ნ------ე და დაზარალებულები მ---- ნ------ე, რ---–----ი ნ------ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ:

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ--–----ან ნ------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, იმყოფებოდა სახლში, სტუმრად ჰყავდა მ-------- ნ------ე და სვამდნენ. მ--------ს დაუძახა დედამისმა - მ---- ნ------ემ, რა დროსაც მ--------მა უთხრა, რომ მალე გადავიდოდა. მართლაც, მ--------ი მალე წავიდა. გარკვეული დროის შემდეგ, შემოესმა მ--------ის ხმამაღალი საუბარი. გავიდა ეზოს წინ და მოსაცდელთან დაინახა მ-------- და მ---- ნ------ეები. მ--------ი ხმამაღლა ესაუბრებოდა დედას, ეუბნებოდა „ნუ მინგრევ ოჯახს“. მივიდა, მ--------ი გამოიყვანა, დააწყნარა და გაუშვა სახლში. მ---- ნ------ე იდგა გუთანთან. მოწმის განმარტებით, მას ადგილზე რ---–---- ნ------ე არ უნახავს. არც, მ---- ნ------ეს ემჩნეოდა ტანსაცმლის დახევის ან სხეულზე დაზიანების კვალი. ასევე, მისთვის არ უთქვამს მ----ს, რომ მ--------მა სცემა. შესაბამისად, არ დაუნახავს მ--------მა მიაყენა თუ არა მ---- ნ------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2017 წლის 24 ოქტომბერს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი (ს.ფ.159-161), სადაც მითითებულია „როგორც აღვნიშნე მ---- იჯდა მიწაზე, ხმამაღლა ტიროდა და ეუბნებოდა მ--------ს თავი დაენებებინა“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ---–- ლ---------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, რა დროსაც მიღებული იქნა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო მ-------- ნ------ის დაკავებაში, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 17 სექტემბერს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ მ.ნ------ეს, გამოკითხა მოწმის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- გ-------–--ნმა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოახდინა დაზარალებულ მ---- ნ------ის გარეგნული დათვალიერება. აღნიშნულის შესახებ შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ გამომძიებლად. იყო მ-------- ნ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნა ექსპერტიზები, შეადგინა ბრალდებულის დაკავების ოქმი და განუმარტა უფლებები, გამოკითხა ბრალდებულის სახით, ამოიღო მ---- ნ------ისგან მაისური, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია მ-------- ნ------ის მიმართ.

 

12. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულებმა მ---- ნ------ემ, რ---–----ი ნ------ემ და მოწმე ი----- მ----------მა, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა მ-------- ნ------ემ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

13. 2017 წლის 15 სექტემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ მ---- ნ------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც საყელოსთან და გვერდზე მარჯვენა მხარეს აღენიშნება გახევის კვალი.

 

14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ 15.0-.1-–-----------------ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ---- ნ------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (შუბლის მიდამოში მარჯვნივ, აღენიშნება განივ-ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით ორი ნაჭდევი თითოეული ზომით 1.4X0.2სმ და 2.1X0.1სმ. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით 3.2X0.2სმ. მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედების დონეზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით 9.2X0.2სმ. მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით 0.4X0.2სმ. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 6.0X4.1სმ. მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 3.5X3.3სმ. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 4.2X4.0სმ. მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 4.3X4.2სმ. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0.5X0.3სმ - დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე აცლილი ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის).

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დაზიანება მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ 15.0-.1-–-----------------ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. რ---–----ი ნ------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დგინდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად მ-------- ნ------ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა.

 

17. 2017 წლის 16 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ ტ------ში, მ---- და რ---–----ი ნ------ეების საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე.... გზის მხარეს ეზოს აქვს ხის ჭიშკარი...... მოსახვევიდან 40 მეტრში გზის ნაპირზე დასავლეთ მხარეს მდებარეობს ხის ბოძებით გაკეთებული მგზავრთა მოსაცდელი, რომელიც არის გადახურული და შიდა მხარეს ფიცრებით გაკეთებულია სკამები. მგზავრთა მოსაცდელთან გზა იყოფა და მიემართება აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებით.

 

18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---/ტრ დასკვნით დგინდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ მ---- ნ------ის გრძელსახელოებიანი მაისური: შავი ფერის, ყელის არეში სხვადასხვა ორნამენტებით გაწყობილი, სამარკო ეტიკეტზე იკითხება ,,P-----’’. მარჯვენა და მარცხენა ბეჭის ნაკერზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალები ნაკერის რღვევის სახით. მარჯვენა მხარეს, გვერდით ნაკერზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალები ქსოვილის ნაკერის რღვევის და ხევის სახით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----- ხ----------ამ.

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ. რაც შეეხება ამ დამამძიმებელ გარემოებას, აუცილებელია, რომ ეს პირები (როგორც მსხვერპლი, ისე ამსრულებელი) იყვნენ ოჯახის წევრები. მაგალითად მამამ ერთდროულად სცემა როგორც ცოლი, ისე შვილი (ორი პირის მიმართ), ასევე შვილმა ერთდროულად სცემა როგორც დედა, ასევე მამა ან/და დედმამიშვილი (და ან ძმა).

 

20. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ-------- ნ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს მ-------- ნ------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ-------- ნ------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, ორი პირის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მ-------- ნ------ის მხრიდან დაზარალებულების მ---- ნ------ის და რ---–----ი ნ------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მ-------- ნ------ეს, დედის - მ---- ნ------ის და მამის - რ---–----ი ნ------ის მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

24. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ, ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება (პირდაპირი მოწმე), რომელიც მიუთითებდა მ-------- ნ------ის მიერ მ---- და რ---–----ი ნ------ეების მიმართ ძალადობის განხორციელებაზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა, მიუთითეს, მათ მიერ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების შესახებ. რაც შეეხება მოწმე ვ--–----ან ნ------ეს, მან განმარტა, რომ მას არ დაუნახავს მ--------ის მიერ მ---- ნ------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, არც მ---- ნ------ეს ემჩნეოდა სხეულზე ან ტანსაცმელზე დაზიანების კვალი. ასევე, მ----საც არ უთქვამს მისთვის, რომ მ--------მა სცემა. ხოლო რაც შეეხება რ---–---- ნ------ეს, მოწმემ განმარტა, რომ ის ადგილზე საერთოდ არ უნახავს. ხმაურზე, როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა მ---- და მ--------ი. ეს უკანასკნელი კი ხმამაღლა ესაუბრებოდა დედამისს. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან არ დასტურდება, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, მ-------- ნ------ემ ძალადობა ჩაიდინა დედის - მ---- ნ------ის და მამის - რ---–----ი ნ------ის მიმართ. სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია მ---- ნ------ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. ასევე, ყურადსაღებია საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ რ---–---- ნ------ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ 15.0-.1-–-----------------ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. რ---–----ი ნ------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ასევე, ბრალდებულის ბრალეულობას ვერ ადასტურებს საქმეზე მ---- ნ------ისაგან ამოღებული მაისური, რომელსაც აღენიშნება გახევის კვალი. მართალია აღნიშნული სვიტერი ამოღებულია დაზარალებულისაგან, მას აღენიშნება გახევის კვალი, თუმცა რით არის გამოწვეული მისი გახევა (ვინ მოახდინა ფიზიკური ზემოქმედება), ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ნ--- გ-------–--ნის ჩვენებას ვინაიდან მოწმის მიერ საქმეზე ჩატარებული იქნა ერთადერთი მოქმედება - დაზარალებულ მ---- ნ------ის გარეგნული დათვალიერება. აღნიშნული დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, 2017 წლის 6 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომაზე ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით. საქართველოს სსსკ 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, მოწმე ნ--- გ-------–--ნის ჩვენება წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ან/და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, მ-------- ნ------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

28. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-------- ნ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

მ-------- ნ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

გამართლებულ მ-------- ნ------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: მ---- ნ------ისგან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ---- ნ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე