გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2----18
(საქმე № 3-----------------)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
(დამატებითი)
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ივანე აღნიაშვილი
მოსარჩელე - კ----–---------ა
წარმომადგენელი - მ--–---------------
მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი
წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ------–------ე
მესამე პირი - ლ-------------ა
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.1. კ----–---------ას წარმომადგენლის - მ--–---------------ს მოთხოვნა: მოპასუხეებს კ----–---------ას სასარგებლოდ დაეკისროთ სასამართლოში წარმომადგენლობის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების 500 (ხუთასი) ლარისა და საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის საფასური 33 ლარის ოდენობით;
2.1 ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით კ----–---------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №-------- განკარგულება კ----–---------ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლ-------------ას შორის 2012 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, დ----–-----ი, მ.წ-------–-ს ქუჩა (ნაკვეთი 1--/15) ბინა 14; 47,99 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.1--.0--.01.0-- კ----–---------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში; მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტს მოსარჩელის- კ----–---------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
2.2.2. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 21 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით კ----–---------ას მ--–---------------სთვის გადახდილი აქვს 500(ხუთასი) ლარი - სასამართლოში წარმომადგენლობის მომსახურების საფასური.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარესე ხარჯები, ამავე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით თავიდანვე მინდა განვმარტო, მე არ გამაჩნია იურიდიული განათლება, რის გამოს სასარჩელო განცხადების შედგენაში დამეხმარა აღნიშნული განათლების მქონე პირი, რომელმაც დაწერა წინამდებარე სასარჩელო განცხადება. რაც თავის არსით წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებას, რომლის საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება, განსახილველ შემთხვევაში ეს ჯერჯერობით შემოიფარგლა მის მიერ სასარჩელო განცხადების შედგენასა და ჩამოყალიბებაში. მარწმუნბელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედებების შესრულება, ეს მოქმედებები მიმართულია მარწმუნებლისათვის მესამე პირებთან ერთიერთობებში გარკვეული სუბიექტური უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელებისას.
დასახელებული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების მოხმობით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება სასამართლო დააკისრებს მხარეს მხარე გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწნებული ოდენობისა, რომელიც ქონებრივი დავის დროს გულისხმობს ანაზრაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონერივ დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისიწნებით - 2000 ლარამდე ოდენობით. ამ კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგროც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების) გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოყენებული გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასმართლო ხარჯების გადახდისაგან. გარდა საპროცესო ნორმებისა, ხსენებული მოთხოვნის მხარდამჭერი სამართლებრივი საფუძველია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებიც, კერძოდ, საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზრაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზრაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობბა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს მხრის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუ თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობის სირთულის გათვალისიწნებით 2 000 ლარამდე ოდენობით.''
ადვოკატების, ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული ხსენებული მიდგომა თავსებადია და გამომდინარეობს ადამიანი სუფლებათა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს დამკვიდრებული ევროპული ევროპული სტანდარტიდანაც, კერძოდ, ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შორმის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა, ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. ევროპული სასამართლოს მეორე სექციის მიერ 2012 წლის 2 ოქტომბერს მირებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,კაკაბაძე და სხვები'', განმარტა, - სასამართლო შენიშნავს რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და EHRAC-ის ქართველმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა მომჩივნებს გაუწიეს საჭირო იურიდიული დახმარება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მთელ რიგ ქართულ საქმეებში ამ ორი NGO-ს ადვოკატთა გუნდი სამართალწეარმოების დროს არ შეიძლება დარჩეს კომპენსაციის გარეშე (საჩივარი № 1489/07),ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ადრე მოქმედი პირველი სექციიის მიერ 2005 9 ივნისს განხილულ საქმეზე - ,,ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ'' სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების 147-ე პუქნტით განმარტა, ,,სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმნოუდგენია მასა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. რუსული კანონმდებლობის რუსული კანონმდებლობის თანახმად, ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერს აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განცხადებელსა და წარმომადგნლების შემტვევაში. მაშასადამე ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდათ ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა.'' უფრო მეტის ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საკითხთან მიმართებაში მსჯელობისას იგივე გადაწყვეტილების 151-ე პუქნტით განმარტა, რომ ადვოკატისათვის გადასახდელ თანხებს უნდა დაემატოს ის თანხა, რომელიც საჭირო იქნება მათზე დარიცხული გადასახადების ასანაღაურებლად. (საჩივარი № 55723/00, წიგნი მე-4 ტომი, 45-46 გვ).
საყურადრებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მესამე სექციის მიერ განხილულ საქმეზე - ,,გივი ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ'', 2012 წლის 27 ნოემბრის მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხე სახელმწიფომ თავად ,,აღიარა, რომ მომჩივანი გასწევდა გარკვეულ იურიდიულ ხარჯებს და სთავაზობს სასამართლოს მომჩივანს მიაკუთვნოს პრეცედენტული სამრთლის შესაბამისად დადგენილი გონივრული თანხა. გარდა ამისა ,,სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივანმა არ წარმოადგინა ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა დანახარჯებისა და ადვოკატის გასამრჯელოს გადახდას მისი მხრიდან, თუმცა როგორც მთავრობამ აღიარა მომჩივნისათვის გაწეული მომჩივნისათვის გაწეული იურიდიული დახმარება არ იქნებოდა უფასო''. მიუხედავად ამისა, ,,საქმის სირთულიდან გამომდინარე სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მომჩივნისათის 1 000 ევროს მიკუთვნება მის წინაშე წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების სახით (საჩივარი №35887/05).
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნადვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმების დაცვა, თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული მხარეებს სეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი, ხოლო იგივე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითო ფორმით. დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება ხელშეკრულებათა იმ ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ორლხრივი, კონსესულაური ხელშეკრულებაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 08 სექტემბრის განჩინება საქმეზე № ას - 39-489-06). კონსესუალურია ვინაიდან იგი დადებულად ითვლება მხარეებს შორის შეტანხმების მიღწევის მომენტიდან, ხოლო ორმხრივია, რადგან მისი ორივე მხარე ერთდრულად იძენს უფლებებს და იღებს ვალდებულებებს მეორე მხარის მიმართ. სახეზე გვყავს ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორეს მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება, მარწმუნბელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედებების შესრულება, ეს მოქმედებები მიმართულია მარწმუნებლისათვის მესამე პირებთან ურთიერთობებში გარკვეული სუბიექტური უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტისაკენ. დავალების ელშეკრულების ფორმაზე კანონი არ მიუთითებს, ამიტომ ფორმის საკითხის განსაზღვრისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო წესებით გარიგების ფორმის შესახებ, იგი შეიძლება გაფორმდეს, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით.
ამდენად ქართული საპროცესო სამართლის საფუძვლით და ასევე არამარტო შიდასახელმწიფოებრივი, არამედ ევროპული მყარი სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებითაც გამართლებული და მხარდასაჭერია ხსენებული მოთხოვნის სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარცელის წარმომადგენლის მოთხოვნა - მოპასუხეებს სოლიდალურად დაეკისროთ კ----–---------ას სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული 500 (ხუთასი) ლარისა და საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის საფასური 33 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, საქმის/დავის არსის სირთულიდან გამომდინარე მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტს მოსარჩელის- კ----–---------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 200 (ორასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გადახდილი ხარჯის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 16-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 135-ე, 261-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–--------------ს მოთხოვნა - მოპასუხეებს სოლიდალურად დაეკისროთ კ----–---------ას სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული 500 (ხუთასი) ლარისა და საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის საფასური 33 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტს მოსარჩელის- კ----–---------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 200 (ორასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გადახდილი ხარჯის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი