გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
190210017002191644
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-2664-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე- ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - ეთ------–-----–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - კო---------–---–ი

მოპასუხე - ვა---–--------–---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი- თე---------–-–---–ი

დავის საგანი - განქორწინება და ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს ეთ------–-----–---–ს (პ/ნ 35001050189) და ვა---–---------–---–ს (პ/ნ 25001022956) შორის 2013 წლის 17 აპრილს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერით № 01133002493;

 

1.2. მოპასუხე ვა---–--------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2014 წლის 18 მარტს დაბადებული ნი-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2017 წლის 29 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე;

 

სამართლებრივი საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ 2013 წლის 17 მარტიდან 2016 წლის აგვისტომდე მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი 2014 წლის 18 მარტს დაბადებული ნი-----------–---–ი.

მოსარჩელის განმარტებით მას აღარ სურს მოპასუხესთან ერთად ცხოვრება, თუმცა ვა---–--------–---–ი უარს აცხადებს ნებაყოფლობით განქორწინებაზე, მოპასუხე ასევე არ ეხმარება შვილს მატერიალურად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, რომ შეწყდეს ეთ------–-----–---–ს (პ/ნ 35001050189) და ვა---–---------–---–ს (პ/ნ 25001022956) შორის 2013 წლის 17 აპრილს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერით № 01133002493, ასევე მოპასუხე ვა---–--------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2014 წლის 18 მარტს დაბადებული ნი-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ვა---–--------–---–ის წარმომადგენელმა თე---------–-–---–მა 2018 წლის 27 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ იგი თანახმაა, რომ მხარეებს შორის შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება, ასევე თავის შვილს გადაუხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 17 მარტიდან ეთ------–-----–---–ი და ვა---–--------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინება რეგისტრირებულია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით № 01133002493;

 

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15)

 

3.1.2. 2014 წლის 18 მარტს მხარეებს შეეძინათ საერთო შვილი - ნი-----------–---–ი;

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16)

 

3.1.3. მხარეები ოჯახური უთანხმოების გამო დაცილდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი ერთად ცხოვრება არის შეუძლებელი.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება და მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანდებამდე;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე,1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. აღნიშნული უფლების რეალიზაცია, თავისთავად გულისხობს, იმას რომ მეუღლეს აქვს განქორწინების მოთხოვნის უფლებაც. განქორწინების უფლება პირის ინდივიდუალური უფლებაა და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია პიროვნების სუბიექტურ სურვილზე, შესაბამისად ამ აბსოლუტურ უფლებაში ვინმეს მხრიდან ჩარევა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.

 

მითითებული კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები დაცილდნენ ერთმანეთს ოჯახური უთანხმოების გამო. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ამ ხნის მანძილზე მიუხედავად ქორწინებაში ყოფნისა, არცერთ მათგანს არ უცდია შერიგება და ოჯახის აღდგენა. მოსარჩელის მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, მას არ სურს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრება. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით ასევე დაეთანხმა განქორწინებას.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება არის შეუძლებელი, რის გამოც უნდა მოხდეს მათი განქორწინება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია

მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ნი-----------–---–ი ცხოვრობს დედასთან - ეთ------–-----–---–თან, მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და თანხმობას აცხადებს 100 ლარის გადახდაზე. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 200 ლარის ოდენობით, არ არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე მართალია დასაქმებულია, თუმცა მას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკების მიმართ გააჩნია ფინანსური ვალდებულებები, რომელთა გადახდასაც ვერ ახერხებს, რის გამოც, მას ერიცხება პირგასამტეხლო.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილის -2014 წლის 18 მარტს დაბადებული ნი-----------–---–ის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 29 ნოემბრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხემ განქორწინების ნაწილში სარჩელი ცნო, მოსარჩელე ეთ------–-----–---–ს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნულის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 22 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. ეთ------–-----–---–ის სარჩელი მოპასუხე ვა---–--------–---–ის მიმართ განქორწინების და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შეწყდეს ეთ------–-----–---–ს (პ/ნ 35001050189) და ვა---–---------–---–ს (პ/ნ 25001022956) შორის 2013 წლის 17 აპრილს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერით № 01133002493;

 

3. მოპასუხე ვა---–--------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2014 წლის 18 მარტს დაბადებული ნი-----------–---–ის (პ/ნ 25750003536) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2017 წლის 29 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე;

 

4. მოსარჩელე ეთ------–-----–---–ს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 29 ნოემბერს საგადახდო დავალება #1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;

 

5. მოპასუხე ვა---–--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 22 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი