გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
330210018002303672
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „მი--- ე---------------ი“

წარმომადგენელი - ან----------–---–ი

 

მოპასუხე - ბ-------------–--ე

წარმომადგენელი - ლა-----------------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბ-------------–--ეს შპს „მი--- ე---------------ი“-ს სასარგებლო დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის 3 600 ლარის გადახდა;

1.2. ბ-------------–--ეს შპს „მი--- ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარგებელის 1 615.44 ლარის გადახდა;

1.3. ბ-------------–--ეს შპს „მი--- ე---------------ი“-ს სასარგებლო დაეკისროს პირგასამტეხლოს 3 162 ლარის გადახდა;

1.4. ბ-------------–--ეს შპს „მი--- ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის, 50 ლარის გადახდა;

1.5. ბ-------------–--ეს შპს „მი--- ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდა;

1.6. ბ-------------–--ეს შპს „მი--- ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

20---–-–----------ს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N---–---------, რომლის საფუძველზეც ამავე თარიღში გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N---–--------- და მოსარჩელემ მოპასუხეს, თვეში 5.3 % იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3 600 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 227 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ი-----–- რ-------ის კუთვნილი ავტომობილი - სუ--------–--------.

მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკითი გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადის გადახდა. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს შპს „მი--- ე---------------ი“-ს მიმართ ერიცხება დავალიანება.

ვინაიდან არაერთი მცდელობისა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, 20---–-–------------------ს მსესხებელსა და ავტომანქანის მესაკუთრეს გაეგზავნათ შეტყობინება და მოეთხოვათ დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემა, თუმცა, ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით კანონით დადგენილი წესით 20---–-–---------------ს შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე 201--–-–---------------ს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომონილი იძებნებოდა. თუმცა, ვერ მოხერხდა ავტომობილის მოძიება. პრობლემის სხვაგვარად მოგვარების მცდელობა არ არის მსესხებლის მხრიდან, თუმცა, ინფორმირებუბლია რომ საქმე გადავა სასამართლოში განსახილველად.

20---–-–---------------ს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა პირგასამტეხლო შეამცირა 134.56 ლარამდე, აგრეთვე, მოხსნა შუამდგომლობა დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–----------ს შპს ,,მი--- ე---------------ს“ და ბ-------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 3 600 ლარი, თვიური 5.3% სარგებლის დარიცხვის პირობით. ამავე ხელშეკრულების საფუძ-ველზე მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ი-----–- რ-------ის კუთვნილი ავტომობილი - სუ--------–--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N T---------- (ს.ფ. 17-25);

- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 26-28);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 29);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

3.1.2. ბ-------------–--ის მიერ არ იქნა შესრულებული 20---–-–----------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);

- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 45).

3.1.3. ბ-------------–--ის დავალიანება შეადგენს 5 500 ლარს, საიდანაც, სესხის ძირი თანხა არის 3 600 ლარი, სარგებელი 1615.44 ლარი, პირგასამტეხლო 134.56 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური ჯამში - 50 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N T---------- (ს.ფ. 17-25);

- მხარეთა ახსნა განმარტება

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, მუხლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრუ-ლების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრუ-ლებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 20---–-–----------ს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 3 600 ლარი, თვიური 5.3% სარგებლის დარიცხვის პირობით, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ი-----–- რ-------ის კუთვნილი ავტომობილი - სუ--------–--------.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა, თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ გაცემული რწმუნებულება სრულყოფილად არ მოიცავს ჩანაწერს სარჩელის ცნობის შესახებ, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავი-სუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მართალია, შპს მი--- ე---------------ი“-ს სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 201.82 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს მი--- „ე---------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ბ-------------–--ეს შპს მი--- „ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5 350 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3 600 ლარი, სარგებელი 1615.44 ლარი, პირგასამტეხლო - 134.56 ლარი;

1.2. ბ-------------–--ეს შპს მი--- „ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50 ლარის გადახდა;

1.3. ბ-------------–--ეს შპს მი--- „ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდა;

2. შპს მი--- „ე---------------ს“ დაუბრუნდეს 1--------- წელს სს „თ-----------“-ს N1--------- საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 201.84 ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე