განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
330100118002554264
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----18

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორები - ილ---------ა, ზუ---------–--–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მი----–--------–---–ი (დაბადებული -------–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, დ----–-----------------------–---------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, დ----–---------–-----------------),ადვოკატი - კა---------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 2-------- ნოემბერს, ქ. თბილისში, დ----–------, ნუშის ბაღების ტერიტორიაზე, კერძო საკუთრების ნაკვეთის (----------------------------------------- მიმდებარე სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, მი----–--------–---–მა, ტრაქტორით მუშაობის დროს მოჭრა 4 (ოთხი) ძირი შავი ფიჭვი (-----–-–---------------- აქტის მიხედვით 9, 10, 11, 12), გარემოსადმი მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 8 832 (რვა ათას რვაას ოცდათორმეტი) ლარი. მანვე, მოჭრა 2 (ორი) ძირი შავი ფიჭვი (2------------ აქტის მიხედვით 1-4), ზიანმა შეადგინა 3 840 ლარი (სამი ათას რვაას ორმოცი) ლარი. მი----–--------–---–მა ასევე დააზიანა 2 (ორი) ძირი შავი ფიჭვი (2--- წლის 2------------ აქტის მიხედვით 2-3), რომლის ზიანი განისაზღვრა 1 440 (ათას ოთხას ორმოცი) ლარით.

 

მი----–--------–---–მა სულ გაჩეხა 8 (რვა) ძირი შავი ფიჭვის ხე, რის შედეგადაც გარემოსადმი მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 14 112 (თოთხმეტი ათას ას თორმეტი) ლარი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

მი----–--------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ერ---–-----–------ს გამოკითხვის ოქმს, მოწმე გი-------------–--–---–-ს გამოკითხვის ოქმს, ნარგავების ადგილზე დათვალიერების ოქმებს (საველე აქტები), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მი----–--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. ტყით სარგებლობის უფლება სანებართვო ხასიათისაა. ეს უფლება წარმოიშობა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის, დოკუმენტის საფუძველზე. ობიექტური მხრივ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა გამოიხატება: ა) აქტიურ ქმედებაში, ბ) შედეგში და გ) მიზეზობრივ კავშირში. გაჩეხვაში იგულისხმება როგორც ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან (მოჭრა, მოხერხვა), ასევე ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როცა გაჩეხვა ხდება ლიცენზიაში მითითებული ოდენობის გადამეტებით, ანდა ხე-ბუჩქნარის ის სახეობა, რაზეც არაა გაცემული ლიცენზია. გაჩეხვა უკანონოა მაშინაც, როცა იგი ხდება ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ლიცენზიაში ან ბილეთში არაა მითითებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მი----–--------–---–ს არ ჰქონდა გაჩეხვისათვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა. შესაბამისად, მის მიერ რვა ძირი შავი ფიჭვის ხის უკანონოდ მოჭრა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

რაც შეეხება დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მოქმედების (უკანონო გაჩეხვა) ჩადენა. აუცილებელია ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მატერიალურია.

 

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, კერძოდ: 20-4 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის #54 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1--0 (ათასი) ლარით და ზევით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულის უკანონო ქმედებით გარემოსადმი მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 14 112 (თოთხმეტი ათასი ას თორმეტი) ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ 2--- წლის 2-------- ნოემბერს, ქ. თბილისში, დ----–------, ნუშის ბაღების ტერიტორიაზე, კერძო საკუთრების ნაკვეთის მიმდებარე სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, მი----–--------–---–მა, სულ გაჩეხა 8 (რვა) ძირი შავი ფიჭვის ხე, რის შედეგადაც გარემოსადმი მიყენებულმა ზინამა შეადგინა 14 112 (თოთხმეტი ათას ას თორმეტი) ლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მი----–--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რისთვისაც მი----–--------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მი----–--------–---–მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც მი----–--------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან/და გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მი----–--------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მი----–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, მი----–--------–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მი----–--------–---–ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მი----–--------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ მი----–--------–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას იყო ნასამართლობის არ მქონე, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მი----–--------–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.

 

ამასთან, სასჯელის ზომის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მი----–--------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედებები მი----–--------–---–ს ჩადენილი აქვს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენის გამოტანამდე. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნული განაჩენით მი----–--------–---–ის ნასამართლობას ვერ მიიჩნევს რეციდივად.

 

ამასთან, მი----–--------–---–ს საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმადაც, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

ამდენად, მი----–--------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· სამი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მი----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც ჩათვლილია პირობით მსჯავრად) შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მი----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.

 

მი----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ მი----–--------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· სამი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი