გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.12.2018 წელი ქ. რ-------ი
შესავალი ნაწილი
რ-------ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - მ-------------ე
წარმომადგენელი - ი----------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლა,წარმომადგენელი - თ---------–-–---–ი
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - ნ------------ე
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რ-------ის საგანმანათლებლო რესურსცენტრი,წარმომადგენელი - თ---------–-–---–ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი: საჯარო (საშუალო) სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, მისი დასრულებისა და ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2018 წლის 03 აგვისტოს რ-------ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა მ-------------ემ და მოითხოვა: აღიარებული იქნეს მა------------ის მიერ ქალაქ რ-------ის N---------------–----–--) სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, 1--- წელს მისი დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
რ-------ის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 08 აგვისტოს სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.
2018 წლის 16 ნოემბერს მ-------------ის მიერ რ-------ის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომელიც 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 1--- წელს დაამთავრა ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლა. 2018 წლის 31 მაისს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, სრული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. 2018 წლის 12 ივნისის N0---------გ გადაწყვეტილებით მოქალაქე მ-------------ეს უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
საქმეში არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ 2018 წლის 22 ივნისს N131784 ადმინისტრაციული საჩივრით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მ-------------ის მიერ გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 12 ივნისის N0---------გ გადაწყვეტილება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N0---------- გადაწყვეტილებით მ-------------ის წარმოამადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქმეში არსებული 1982 წლის 04 სექტემბრის რ-------ის მე-6 საშუალო სკოლის N2 ბრძანებაში მითითებულია, რომ მოსამზადებელ „ბ“ კლასში ჩარიცხულ იქნა მ-------------ე.
საქმეში წარმოდგენილი 1--- წლის 31 მაისის რ-------ის მე-6 საშუალო სკოლის N2-/2 ბრძანებაში მითითებულია, რომ 1--- წლის 31 მაისის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით საშუალო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდებზე დაშვებულ იქნა ტივაძე მარინე ლაზარეს ასული.
საქმეში არსებული ატესტატების გაცემის წიგნით დგინდება, რომ მ-------------ის სახელზე გაცემულ იქნა ატესტატი N0-----.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის 2018 წლის 30 მაისის N------ ცნობაში აღნიშნულია, რომ მა-------–--------------–--------ე (დაბადებული 1----–-–----------------ს) 1982 წლის 04 სექტემბერს N2 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ქალაქ რ-------ის N6 საშუალო სკოლაში, ხოლო 1--- წლის 31 მაისის N2-/2 ბრძანების საფუძველზე დაამთავრა თერთმეტი კლასი და მიიღო ატესტატი N0-----.
საქმეში არსებული სსიპ ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის 2018 წლის 11 ივნისის №MES 9------------ მიმართვით დგინდება, რომ სკოლაში მოიძებნა მხოლოდ გამოსასვებ გამოცდებზე დაშვების ბრძანება. დასრულების ბრძანება და პედაგოგიური საბჭოს ოქმი არ მოიძებნა, ამასთანავე მითითებული დოკუმენტაცია არ გადაცემულა ეროვნული არქივისთვის.
საქმეში არსებული №0------ დიპლომით დგინდება, რომ მა-------–--------------–--------ე 1--- წელს ჩაირიცხა თა-----------------–---------–---------------------––-----–----–----------------ში და 1998 წელს დაამთავრა არნიშნული ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტის სრული კურსი დაწყებითი კლასების მასწავლებლის სპეციალობით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რ-------ის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მართალია ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის დოკუმენტაციაში სრულად ვერ მოიძებნა მ-------------ის მიერ დღეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის არქივში დაცული ქალაქ რ-------ის N6 საშუალო სკოლის დირექტორის 04.09.1982 წლის N2 და 31.05.1--- წლის N2- ბრძანებებით დასტურდება სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი და ასევე სკოლაში დაცული საშუალო განათლების ატესტატების გაცემის ჟურნალის თანახმად მოსარჩელის სახელზე გაცემულია ატესტატი N0------.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ - ქალაქ რ-------ის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და სრულად გაიზიარა მოპასუხე ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის პოზიცია.
3.2. მესამე პირმა - სსიპ განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2018 წლის 31 მაისს ქ. რ-------ის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე მ-------------ემ და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ქალაქ რ-------ის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
რესურსცენტრის 2018 წლის 11 ივნისს N687206 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2018 წლის 11 ივნისის N686759 კორესპონდენციებიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება აღნიშნული მოქალაქის მხოლოდ გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების შესახებ ინფორმაცია. წერილების თანახმად, მ-------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართელოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე,ხოლო ცნობაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ - არასწორად დაფიქსირდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ბრძანების ნომერი, ასევე ნაცვლად საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა, მითითებულია გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების ბრძანების შესახებ ინფორმაცია.
3.2. მესამე პირმა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ არის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სკოლასა და მოსარჩელეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 1982 წელს მოსარჩელე მ-------------ე ჩაირიცხა რ-------ის მე-6 საშუალო სკოლის პირველ კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1982 წლის 04 სექტემბრის რ-------ის მე-6 საშუალო სკოლის N2 ბრძანება (გვ. 2-17)
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის 2018 წლის 30 მაისის N------ ცნობა (გვ. 23)
4.1.2. 1--- წელს მოსარჩელე მ-------------ემ დაასრულა ქალაქ რ-------ის N6 საშუალო სკოლაში თერთმეტი კლასი და მიიღო ატესტატი N0-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის 2018 წლის 30 მაისის N------ ცნობა (გვ. 23)
- 1--- წლის 31 მაისის N2-/2 ბრძანება (გვ. 18-19)
-საშუალო განათლების ატესტატების გაცემის ჟურნალი (გვ. 20-2-)
4.1.2. მ-------------ემ 2018 წლის 31 მაისს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, რაზედაც ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის N0---------გ გადაწყვეტილება ( გვ. 27-28)
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N0---------- გადაწყვეტილება ( გვ. 29-31)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მ-------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს მოსარჩელის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ-------------ე ნამდვილად სწავლობდა ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლაში. 1--- სასწავლო წელს დაასრულა ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის სრული კურსი და მიიღო ატესტატი №0------
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მ-------------ემ 2018 წლის 31 მაისს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, სრული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. 2018 წლის 12 ივნისის N0---------გ გადაწყვეტილებით მოქალაქე მ-------------ეს უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N0---------- გადაწყვეტილებით მ-------------ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქმეში არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის 2018 წლის 30 მაისის N------ ცნობაში აღნიშნულია, რომ მა-------–--------------–--------ე (დაბადებული 1----–-–----------------ს) 1982 წლის 04 სექტემბერს N2 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ქალაქ რ-------ის N6 საშუალო სკოლაში, ხოლო 1--- წლის 31 მაისის N2-/2 ბრძანების საფუძველზე დაამთავრა თერთმეტი კლასი და მიიღო ატესტატი N0-----.
საქმეში არსებული სსიპ ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის 2018 წლის 11 ივნისის №MES 9------------ მიმართვით დგინდება, რომ სკოლაში მოიძებნა მხოლოდ გამოსასვებ გამოცდებზე დაშვების ბრძანება. დასრულების ბრძანება და პედაგოგიური საბჭოს ოქმი არ მოიძებნა, ამასთანავე მითითებული დოკუმენტაცია არ გადაცემულა ეროვნული არქივისთვის.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე.
7.3. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ-------------ის (პ/ნ 3----------) მიერ ქალაქ რ-------ის N6 საშუალო სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს მ-------------ის მიერ სსიპ ქალაქ რ-------ის N6 ს-------------ლის 1--- წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. მოსარჩელე მ-------------ეს (პ/ნ: 3---------) დაუბრუნდეს სს „სა---------–---------“-ს მეშვეობით, საგადასახადო დავალება N2--ით, 2018 წლის 03 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია სახაზინო 300063150, ბანკის კოდზე TRESGE22, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილევის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის # 7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რ-------ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რ-------ი, ბოსტან-ქალაქის # 6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი