განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
120100118002624070
დავის ტიპი
126 (1) 1 , 353 1 , 126 1
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/356-2624070

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურო--- – გი-----------–---–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – თო----------------ძე, დაბადებული 19-- წლის 07 ივნისი, პირადი #5----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული მისამართი: ქ. გო---, ძმ-----------–-–---–--ის ქ. N1----- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გო---, ძმ-----------–-–---–--ის ქ. N1-----.

 

ადვოკატი - კახ-----–-----–-ძე, სპ---------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქ/პ და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

1.1.2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ბო--------ს რაონის სოფელ ქვ-------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში შელაპარაკების საფუძველზე თო----------------ძემ, მეუღლეს სო------------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოითრია თმიდან, ასევე ხელი მოკიდა მარჯვენა ხელში და მხრების არეში მიაყენა დაზიანება, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2. ასევე 2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ბო--------ს რაონის სოფელ ქვ-------–ი შელაპარაკების საფუძველზე თო----------------ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ან--------–--ლს და მა-----------–-–--ლს, კერძოდ ან--------–--ლი მოითრია თმიდან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მა-----------–-–--ლს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის და ტანის არეში, ასევე მოითრია თმიდან, რის გამოც მა-----------–-–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.3.2018 წლის 26 ივლისს, ბო--------ს რაიონის სოფელ ქვ-------–ი იმყოფებოდნენ შსს ბო--------ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები: შო----------–---–ი, ბო------------–-ძე, ლა–---------ე და გუ-----------ძე, რომლებიც ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ იცავდნენ წესრიგს შემთხვევის ადგილზე და არ აძლევდნენ საშუალებას მოძალადე თო----------------ძეს მიახლოებოდა მსხვერპლს და კვლავ ეძალადა მასზე, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაუწია წინააღმდეგობა რათა შეეწყვიტათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და დაეტოვებინათ შემთხვევის ადგილი, რის გამოც თო----------------ძემ პოლიციის მუშაკს შო----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე უკბინა ფეხის არეში, რა დროსაც შო----------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ბო------------–-ძეს, ლა–---------ეს და გუ-----------ძეს ხელის კვრით გულმკერდის არეში მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ბო------------–-ძეს შემოახია სამსახურეობრივი უნიფორმის პერანგი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თო----------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე თო----------------ძემ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე თო----------------ძემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.

 

3.წარდგენილი ბრალდება.

 

2018 წლის 27 ივლისს თო----------------ძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქ/პ და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივლისის განჩინებით თო----------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა როგორც სადავო მტკიცებულებებად, ხოლო სასამართლო არსებით სხდომაზე მხარეებმა გახადეს უდავოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

დაზარალებულ სოფ---------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 26 ივლისის იგი მის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ბო--------ს რაიონის სოფელ ქვ-------–ი, დაახლოებით 01:00 საათზე სახლში იმყოფებოდა სოფ---------------ე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებსაც ჰყავდათ სტუმრები, მოგვიანებით, როდესაც სტუმრები გააცილეს მათ დაიწყეს მაგიდის ალაგება. იქვე იმყოფებოდა თო----------------ძე და მათი შვილი ბა------ე. სოფ---------------ემ მის შვილს ბა------ეს გაუბრაზდა და ხმამაღლა უთხრა, რომ დაეძინა, ამაზე გაღიზიანდა თო----------------ძე და დაიწყო უაზრო ყვირილი, მან სო------------------- ხელში არსებულ აქანდაზს ფეხი ჰკრა და ძირს დააგდებინა. მოგვიანებით იგი შევარდა საძინებელ ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ ან--------–--ლი, მა-----------–-–---–ის და ბა------ე, მათ გაყვა სოფ---------------ეც, თო----------------ძე გიჟივით შევარდა საძინებელ ოთახში და დაუწყო სრულიად უმიზეზოდ და გაუგებრად ყვირილი ან--------–--–ის, რაზეც სოფ---------------ე თავის მეუღლეს სთხოვდა დაწყნარებულიყო. თო------ არ წყნარდებოდა და მათი მისამართით ყვიროდა და იგინებოდა. თო------ს გასვლის შემდეგ მათ კარები ჩაკეტეს, მაგრამ თო------მ დაიწყო კარების ჩამტვრევა. ამის შემდეგ ოთახში შესულმა თო----------------ძემ ან--------–--ლს მოჰკიდა ხელი ხელში და დაუწყო ჯაჯგური, რაზეც მა-----------–-–--ლი დაემუქრა. ამაზე გაბრაზებული თო----------------ძე მა-----------–-–---–ს სწვდა თმებში და მოითრია, ამაზე სოფ---------------ე და ან--------–--ლი გასაშველებლად გაიწიენ, მაგრამ თო----------------ძემ ხელი ჰკრა ო---ვეს და დაუწყო თმებიდან მოთრევა.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 6-8;

 

დაზარალებულ ან--------–--ლის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 26 ივლისს იგი მის მეგობარ სო---------------------ან, რომელიც ოჯახთან ერთად იყო, ასევე მა-----------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ბო--------ს რაიონის, სოფელ ქვ-------–ი, 01:00 საათზე გოგონებმა დაიწყეს სუფრის ალაგება, რა დროსაც სოფ---------------ის შვილი ბა------ე ჭირვეულობდა და ან--------–--ლმა თავის საძინებელ ოთახში შეიყვანა. ბავშვის დაწყნარების დროს რამდენჯერმე გაუბრაზდა ან--------–--ლი ბავშვს, რაზეც თო----------------ძე გაბრაზდა და დაუწო ყვირილი. ამაზე მა-----------–-–---–ი დაემუქრა თო----------------ძე, რაზეც გაბრაზებული თო----------------ძე თმაში სწვდა მა----ს და დააგდო საწოლზე. ამაზე ან--------–--ლი და სოფ---------------ე მივარდნენ, მაგრამ თო----------------ძემ მათაც დაუწყო თმით ითრევა, რა დროსაც განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ცოტა ხანში როდესაც მა-----------–-–---–ი ცდილობდა დარეკვას თო------ დანახვისთანავე სწვდა მას თმებში, სახის არეში, კერძოდ ლოყაში დაარტყა ხელი და ისევ მოითრია თმებიდან, დააგდო ძირს იატაკზე და მუცლისა და გულმკერდის არეში ურტყამდა ფეხს.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 11-14;

 

დაზარალებულ მა-----------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 26 ივლისს იგი მის მეგობარ სო---------------------ან, რომელიც ოჯახთან ერთად იყო, ასევე ან--------–--ლთან ერთად იმყოფებოდა ბო--------ს რაიონის, სოფელ ქვ-------–ი, დაახლოებით 01:00 საათზე დაიწყეს გოგონებმა სუფრის ალაგება, რაზეც თო----------------ძე უმიზეზო შენიშვნებს იძლეოდა, ამიტომ მა-----------–-–---–ი შევიდა საძინებელ ოთახში. ცოტა ხანში ან--------–--ლმა შეიყვანა საძინებელში ბავშვი, რომელიც ჭირვეულობდა და იგი გაუბრაზდა, ამაზე გაბრაზდა თო----------------ძე და დაიწყო უმიზეზოდ ყვირილი. ამ დროს მა-----------–-–---–მა ამოიღო ტელეფონი რათა დაერეკა, მაგრამ თო------ სწვდა თმებში, დაუწყო თრევა და წააქცია საწოლზე. ან--------–--ლი და სოფ---------------ე ცდილობდნენ თო----------------ძე დაეწყნარებინათ, მაგრამ მათაც ჰკრა ხელი და ითრევდა თმებიდან.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 16-18;

 

2018 წლის 27 ივლისის N584/05/9-3 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოფ---------------ის მარჯვენა და მარცხენა მხრების არეში არსებულ სისხლნაჟღებნთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 109-111;

 

2018 წლის 27 ივლისის N582/05/9-3 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მა-----------–-–---–ის სხეულზე არსებული ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 115-117;

ბო------------–-ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 26 ივლისს 02:00 საათზე შევიდა განაცხადი, რომ თო----------------ძემ იძალადა ცოლზე და მეგობრებზე. პოლიციელები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მიხვდნენ რომ თო------ს აგრესიულობის გამო 2 პოლიციელი ვერ დააწყნარებდა და დამხმარე ჯგუფს გამოუძახეს. თო----------------ძემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინებდა და კრავდა ხელს გულ-მკერდის არეში. იგი თავისი მეუღლისკენ აგრესიულად იწევდა, რის გამოც პოლიციელებმა არ მისცეს საშუალება მეუღლეს მიახლოებოდა. იგი ცდილობდა ბო------------–-ძისთვის საქმიანობის შეწყვეტას ძალადობით და დაუზიანა სამსახურეობრივი უნიფორმის პერანგი მკერდის მარჯვენა მხარეს, რის გამოც ბო------------–-ძემ სხვებთან ერთად სცადეს თო------ს აივანზე გაყვანა და დამშვიდება, რის გამოც შო----------–---–ს სასქესო ორგანოში მოუჭირა ძლიერად ხელი და პირით მიახტა მარცხენა ფეხის კუნთში და უკბინა, ისე რომ არც ხელი გაუშვა სასქესო ორგანოდან და არც პირს უშვებდა ფეხის კუნთიდან, რა დროსაც შო----------–---–მა სიმწრისგან დაიყვირა, რაზეც სხვა თანამშრომლებმა დაუწყეს დაწყნარება თო----------------ძეს.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 54-56;

 

დაზარალებულ შო----------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 26 ივლისს 02:00 საათზე დაუკავშირდა ბო------------–-ძე და დახმარება სთხოვა, რა დროსაც ლა–---------ესთან ერთად დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ისინი ცდილობდნენ თო------ თავის მეუღლეს არ მიახლოებოდა, რის გამოც თო------ მათ მიმართ იჩენდა აგრესიას და ცდილობდა მათ მოშორებას ხელის კვრით, რა დროსაც ბო------------–-ძეს სამსახურეობრივი უნიფორმის პერანგი მკერდის მარჯვენა მხარეს. პოლიციელები ცდილობდნენ აივნიდან ეზოში გაეყვანათ რა დროსაც თო------ სწვდა სასქესო ორგანოში შო----------–---–ს, ძლიერად მოუჭირა, იმავდროულად პირით მიახტა მარცხენა ფეხის წვივის კუნთში, ჩაავლო კბილები და უკბინა. იგი რამდენიმე წუთი არც ხელს უშვებდა სასქესო ორგანოდან და არც კბილებს ფეხის კუნთიდან, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტკივილისგან დაიყვირა.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 62-64;

 

2018 წლის 27 ივლისის N581/05/9-3 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შო----------–---–ის მარცხენა წვივის არეში არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 118-120;

 

თო----------------ძის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - გუ----------ძის, ლა–---------ის, ვა-----------------ძის, გი-----------------ძის, ოლ---------ძის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოსურათებით, თო----------------ძის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, სოფ---------------ის, ან--------–--ლის, მა-----------–-–---–ის, ლა–---------ის, შო----------–---–ის, გუ----------ძის და ბო------------–-ძის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

7.სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწო--- სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღმდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შო---ს მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ თო----------------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქ/პ და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თო----------------ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

თო----------------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თო----------------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თო----------------ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

10.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება შუშის ნამტვრევები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ზეწარი სისხლისმაგვარი ლაქებით, თო----------------ძისგან აღებული ნერწყვს ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

შო----------–---–ისაგან ამოღებული ჯინსის შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

ბო------------–-ძის სამსახურებრივი უნიფორმა, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თო----------------ძე (პ/N5----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.

 

ასევე, თო----------------ძე (პ/N5----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.

 

ასევე, თო----------------ძე (პ/N5----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თო----------------ძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ თო----------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 26 ივლისიდან.

 

3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება შუშის ნამტვრევები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ზეწარი სისხლისმაგვარი ლაქებით, თო----------------ძისგან აღებული ნერწყვს ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

შო----------–---–ისაგან ამოღებული ჯინსის შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

ბო------------–-ძის სამსახურებრივი უნიფორმა, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ მას გააჩნია შეწყალების უფლება.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე