გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210018002371131
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - თ----- ლ-------–---–ი

წარმომადგენელი - რე--------------–---–ი

მოპასუხე - სს ,,ს--------------------------------ი“

წარმომადგენელი - ბა---------------–-ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს ,,ს--------------------------------ს“ თ----- ლ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 310 ლარის გადახდა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელის განმარტებით, 20---–-–----------–----------------ან მუშაობს შპს „ორ----------–-“ შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. დამსაქმებლის მიერ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობდა კორპორატიული დაზღვე-ვით, რომლის ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილი იყო სამედიცინო დაზღვევა. აღნიშნული თავის მხრივ, ითვალისწინებდა ორსულობისა და მშობიარობის დაზღვევას 2 800 ლარის ფარგლებში. ხელშეკრულების თანახმად, სამედიცინო მომსახურების მიღება შესაძლებელი იყო როგორც მზღვეველის პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

მოსარჩელემ 201--–-–----------------, საკეისრო კვეთით იმშობიარა სს „ჩ---------–-----–ი“ და შეეძინა შვილი, ალ---------------–----ე. მთლიანობაში სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 2 300 ლარი. სს „ჩ---------–-----“ არ წარმოადგენდა მზღვეველის პროვაიდერი კლინიკას, რის გამოც მომსახურების ღირებულება თავად გადაიხადა წინასწარ და ამის შემდეგ მიმართა სადაზღვევო კომპანიას ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიას წარუდგინა ხარჯების ასანაზღაუ-რებლად აუცილებელი ყველა დოკუმენტი, მზღვეველმა 20---–-–---------------ს აცნობა, რომ დოკუმენტაციის თანახმად, კლინიკაში შესვლისას არ ქონია დაწყებული სამშობიარო მოქმედება, არ იკვეთებოდა რაიმე გართულების საფრთხე, რა დროსაც აუცილებელი გახდებოდა საკეისრო კვეთის გადაუდებლად ჩატარება, იმშობიარა მისივე მოთხოვნით, სამედიცინო ჩვენების გარეშე და, რომ მისი მშობიარობა იყო არა გადაუდებლობით გამოწვეული, არამედ, გეგმიური სადაზღვევო შემთხვევა. სწორედ ამ მოტივით, მზღვეველმა უარი განაცხადა მშობიარობის ხარჯების - 2 310 ლარის ანაზღაურებაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი მშობიარობა ისედაც გადაუდებელი იყო, რადგანაც 11 ა---------, მშობიარობამდე ერთი დღით ადრე, დაეწყო გაუსაძლისი ტკივილები და უკვე მეორე დღეს, ექიმთან ვიზიტისას გადაწყვიტა, რომ საკეისრო კვეთით იმშობიარებდა. გარდა ამისა, მზღვეველის მსჯელობა რომ გაიაზროს და ჩათვალოს, რომ მისი მშობიარობა გეგმიური სადაზღვევო შემთხვევა იყო, ეს მაინც არ ათავისუფლებს მზღვეველს ვალდებულებისგან, ვინაიდან მისი ინტერესები არ შელახულა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ სადაზღვევო კომპანია მიზანმიმართულად, ხელშეკრულების ფორმალისტური და ზედაპირული განმარტების გზით ცდილობს საკუთარი ვალდებულების თავიდან არიდებას. რის გამოც, იძულებული გახდა კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მოემართა სასამართლოსთვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ,,ს--------------------------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კომპანიასა და შპს „ო---------“-ს შორის 20---–-–---------------ს გაფორმებული N1------ ხელშეკრულების 5.10 პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის შეტყობინების გადაცემის პროცედუ-რულ ვადებს. სახელშეკრულებო ნორმა არეგულირებს მშობიარობის ორი ტიპის შემთხვევას, ერთი როდესაც მშობიარობა ხდება ბუნებრივი მეთოდით, ხოლო მეორე როდესაც ხდება გეგმიური საკეისრო კვეთა. პირველ, ანუ ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში ნორმა მიუთითებს, რომ „დაზღვეული (ან უფლებამოსილი მესამე პირი) ვალდებულია, დაუკავშირდეს ქოლცენტრს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 48 საათის განმავლობაში“, ხოლო მეორე, ანუ გეგმიური საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი - „დაზღვეულმა (ან უფლებამოსილმა მესამე პირმა) დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს მზღვეველთან ოპერაციის ჩატარების თარიღიდან მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე.

აღნიშნულ შემთხვევაში, პაციენტმა საკუთარი სურვილით, ბუნებრივი მშობიარობის შიშის გამო გადაწყვიტა ჩაეტარებინა საკეისრო კვეთა. ამას სადაოდ არც თავად მოსარჩელე ხდის. აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს 5.10 პუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მშობიარობას. სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს შესთავაზა ორი ტიპის სერვისი, როგორც ბუნებრივი წესით მშობიარობის დაფინანსება, ასევე საკეისრო კვეთის დაფინანსება. საკეისრო კვეთის მიზნობრიობა ხელშეკრულებით არაა გაწერილი და შესაბამისად, აღნიშნული არ გამხდარა უარის თქმის მიზეზი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურდა გეგმიური საკეისრო კვეთის ჩატარება (იქნებოდა ეს გამოწვეული შიშით თუ სხვა რაიმე გარემოებით) მას 3 სამუშაო დღით ადრე უნდა მიემართა კომპანიისთვის და წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მას არ გაუკეთებია. ქალბატონმა თ----- ლ-------–---–მა სს „ს--------------------------------ში“ ზარალის განაცხადი შეიტანა 20---–-–---------------ს, ანუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 12 დღის შემდეგ. შესაბამისად, დაირღვა საკეისრო კვეთის ჩატარებისთვის ხელშეკრულებით დადგენილი განაცხადის წარდგენის ვადა, და ამის საფუძველზე დამზღვევს უარი ეთქვა ანაზღაურებაზე.

როგორც მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფორმა N---100- ში ასევე მიმღები ექიმის ხელწერილსა და ჩა--------–-----ს პაციენტის ისტორიაშიც ერთმნიშვნელოვნადაა მითითებული, რომ მშობიარობა იყო ვადის შესაბამისი და არა გადაუდებელი. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების რაიმე სახით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–---------------ს შპს „ს--------------------------------ს“ და შპს „ო---------“-ს შორის დაიდო სამედიცინო (ჯანმრთელობის) და უბედური შემთხვევისგან კორპორატიული დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება. თ----- ლ-------–---–ი დასაქმებულია შპს „ო---------“-ში.

ხელშეკრულების მეხუთე მუხლი მოიცავდა სადაზღვევო მომსახურებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პირობებს. კერძოდ, 5.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღების წინ, დაზღვეულს შეუძლია გააკეთოს შეტყობინება მზღვეველის ქოლ ცენტრის ცხელ ხაზზე (+995 32 2 991 991), რომელიც ახორციელებს შემდგომი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. ოჯახის ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში დაზღვეული ვალდებულია მოახდინოს წინასწარ დატოვოს შეტყობინება ქოლ ცენტრის ცხელ ხაზზე (+995 32 2 991 991), რომელიც მოახდენს ვიზიტის ორგანიზებას.

დაზღვეულს აქვს უფლება მიმართოს ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ასეთ შემთხვევაში, მომსახურების საფასურს იგი იხდის სრულად. მომსახურების მიღების შემდეგ, დაზღვეული ვალდებულია მზღვეველთან 30 დღის განმავლობაში წარადგინოს ბარათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მომსახურების მიღების დამადასტურებელი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული უნდა იყოს კონკრეტული სამედიცინო მომსახურების საჭიროებაზე ექიმ - სპეციალისტის მიმართვა, დიაგნოზი, მომსახურების სახე და ღირებულება, ასევე მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 17)

- კორპორატიული დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 30 - 47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 20---–-–---------------ს შპს „ს--------------------------------ს“ და შპს „ო---------“-ს შორის დაიდო სამედიცინო (ჯანმრთელობის) და უბედური შემთხვევისგან კორპორატიული დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების 5.10 პუნქტი არეგულირებს მშობიარობას. კერძოდ, დაზღვეული (ან უფლებამოსილი მესამე პირი) ვალდებულია, დაუკავშირდეს ქოლცენტრს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 48 საათის განმავლობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაზღვეულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში ან სხვა ლიცენზი-რებულ დაწესებულებებში, ხოლო გეგმიური საკეისრო კვეთის შემთხვევაში - დაზღვეულმა (ან უფლებამოსილი მესამე პირი) დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს მზღვეველთან ოპერაციის ჩატარების თარიღამდე მინიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე; დაზღვეულის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მზღვეველი გასცემს საგარანტიო წერილს, რომლის საფუძველზეც დაზღვეული უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურებით, რაც ათავისუფლებს დაზღვეულს სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდისაგან. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეულს თავად მოუწევს მომსახურების ღირებულების გადახდა, სრულყოფილი დოკუმენტაციის მზღვეველთან წარდგენის შემდეგ მოხდება თანხის ანაზღაურება უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კორპორატიული დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 30 - 47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. თ----- ლ-------–---–ს 201--–-–---------------- საკეისრო კვეთა ჩაუტარდა მისი მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ს.ფ. 54 - 55)

- განცხადება (ს.ფ. 56);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. საკეისრო კვეთის თანხამ შეადგინა 2 310 ლარი. თ----- ლ-------–---–მა სს „ს--------------------------------ს“ თანხის ანაზღაურების მიზნით დოკუმენტაცია წარუდგინა 20---–-–---------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზარალის განაცხადი (ს.ფ. 146);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. სს „ს--------------------------------მა 2--- წლის 25 ა--------- უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ იკვეთება საკეისრო კვეთის გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ არ არის გათვალისწინებული დაზღვევის ხელშეკრულების 5.10 პუნქტი, კერძოდ, არ არის შეტანილი დოკუმენტაცია გეგმიური საკეისრო კვეთის ჩატარების თარიღამდე. ასევე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საკეისრო კვეთა ჩატარებულია სამედიცინო ჩვენების გარეშე „პაციენტის მოთხოვნით“ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს--------------------------------ის წერილი (ს.ფ. 151- 152)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თ----- ლ-------–---–ის 201--–-–---------------- საკეისრო კვეთა წარმოადგენს სს „ს--------------------------------ის“ მხრიდან ანაზღაურებად სადაზღვევო შემთხვევას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცე-ბულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორცი-ელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოპასუხე მხარე აპელირებას ახდენს ორ ძირითად გარემოებაზე, ერთი ის, რომ მოსარჩელემ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა საკეისრო კვეთის ჩატარებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის (3 დღის) დარღვევით და მეორე, თავად საკეისრო კვეთის ჩატარება განაპირობა პაციენტის მოთხოვნამ და არა გადაუდებელმა მდგომარეობამ.

 

პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, ორსულს და მეძუძურ დედას უფლება აქვთ სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების შესახებ.

 

აღნიშნული მუხლით, ორსულ და მშობიარე ქალს, მეძუძურ დედას უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, ჩაუტარდეს თუ არა მას ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება. მისი თანხმობა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. ამასთან, თანხმობა მიღებულ უნდა იქნას მას შემდეგ, რაც მას მიეწოდება სრული ინფორმაცია დაგეგმილი ჩარევის ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო მავნე ზემოქმედების შესახებ. სამედიცინო მომსახურებაზე უარის გაცხადება ქალის უფლებაა.

 

დადგენილია, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტს სრულად მიეწოდა ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, კერძოდ, ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობა ოპერაციული გზით მშობიარობასთან შედარებით და მისი დადებითი მხარეები როგორც დედის, ასევე ახალშობილის ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით. იქვე განემარტა მშობიარობის გაუტკივარების თაობაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. თუმცა, მიუხედავად ინფორმაციისა, გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.

 

დადგენილია, რომ საკეისრო კვეთის ჩატარების ერთადერთი განმაპირობებელი მიზეზი იყო ის შიში, რომელიც პაციენტს დაეუფლა მხოლოდ მას შემდეგ რაც დაეწყო სამშობიარო ტკივილები. ამასთან, პაციენტის ისტორიაში ასახულია მისი სამშობიარო ტკივილების პერიოდი და მათ შორის არსებული შუალედი, რაც ქმნის ვარაუდს, რომ არსებობდა ნაყოფის დაბადებისათვის დროული ჩარევის საჭიროება.

 

რაც შეეხება თავად შიშს, რამაც პაციენტს სამშობიარო ტკივილების შემდგომ მიაღებინა გადაწყვეტილება მომხდარიყო საკეისრო კვეთა, რამდენად შეიძლება მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში მიჩნეულ იქნას საპატიო მიზეზად, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ შიში ერთ - ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოციაა, რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს. შიში თავისი ბუნებით ადაპტურია, მისი გავლენით მომხდარი ტრანსფორმირებები ადამიანს აიძულებენ საკუთარი თავი მიმართოს გარეგნული მოთხოვნილებებისაკენ. შიშს სხვა ემოციებისგან შედარებით შეუძლია ადამიანის ქცევაზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს. ორსული ქალის სულიერი მდგომარეობა კი თავის მხრივ, ცვლილებების უდიდესი ხანაა არამარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. მშობიარობის შიში ქალს შეიძლება აწუხებდეს ბოლომდე გაუცნობიერებლად, რომელიც დაკავშირებულია იმ საბოლოო მომენტთან რასაც თავად მშობიარობა ქვია, მითუფრო როდესაც ადგილი აქვს პირველ მშობიარობას.

 

ამდენად, მართალია, სასამართლო არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სადაც არსებობს შიში იქ შესაძლოა ხელშეკრულების დამრღვევი პირის ყველა ქმედება საპატიოდ იქნეს მიჩნეული, თუმცა, როდესაც საკითხი ეხება ახალი სიცოცხლის დაბადებას, ამასთან, დადგენილია, რომ დაწყებული იყო სამშობიარო ტკივილები რაც თავის მხრივ დააჩქარებდა საბოლოო შედეგს (ნაყოფის დაბადება) სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ მომენტში მშობიარეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს მოსთხოვო შეტყობინების ვადის დაცვა მიზანშეწონილი არ არის და ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, მითუფრო როდესაც, კანონმდებელი პაციენტს აძლევს მისთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაძლებლობას და არ უწესებს შეზღუდვას. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარისაგან ვერ მოისმინა დასაბუთებული პოზიცია, თუ რა არსებითი ზიანი მიადგა მოპასუხე მხარეს გეგემიური საკეისრო კვეთის შესახებ 3 დღით ადრე შეუტყობინებლობით, იმის გათვალისწინებით, რომ საკეისრო კვეთა (გეგმიურიც და გადაუდებელიც) წამოადგენდა სადაზღვევო შემთხვევას და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 814-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრუ-ლებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნორმები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე, დამზღვევს კანონმდებელი იმიტომ აკისრებს შეტყობინების ვალდებულებას, რომ შეიძლება სადაზღვევო შემთხვევა დადგეს, მაგრამ დაზღვევმა იგი დადგომისთანავე ვერ შეიტყოს. თუ დამზღვევი დროულად არ შეატყობინებს სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, შეტყობინების დაგვიანების გამო მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს სადაზღვევო საზღაურის გაცემაზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხშირად შეუძლებელია სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ზუსტი განსაზღვრა, ასეთი შემთხვევის გამომწვევი გარემოებების დადგენა და ა.შ. მზღვეველის განთავისუფლება სადაზღვევო საზღაურის გაცემისაგან შეიძლება დადგენილ იქნეს დაზღვევის ხელშეკრულებით. თუმცა, თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულების დარღვევით, მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვა, მაშინ, ზემოაღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, მზღვეველი მაინც მოვალეა გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია დამზღვევის მიერ სამშობიარო მომსახურე-ბისათვის ხარჯების გაღება და მისი ზუსტი ოდენობა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებ-ლობით, მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დარღვეულა, რაც მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს თ----- ლ-------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- ლ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

სს ,,ს--------------------------------ს“ თ----- ლ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 310 ლარის გადახდა;

 

2. სს ,,ს--------------------------------ს“ თ----- ლ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 100 ლარის ანაზღაურება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე