განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
010100114623296
დავის ტიპი
180 3 ბ
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100114623296

საქმე #1-1236/14

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ დ-------------ის

ბრალდებულების - ი-–----------ის, რ---–---- ბ----–--ის, ს---–----- კ---–--–--ის

ადვოკატების _ დ----------–--–---–-------------------------------–-------ის

 

მონაწილეობით, ბრალდებულ ბ------ ბ----–--ის დასწრების გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092150314002 საქმე :

 

1. ბრალდებულ ბ------ ა---------–ის ძე ბ----–--ის მიმართ

დაბადებული: 14.1--1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქ------–-----------–----–----------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები ;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტი;

 

2. ბრალდებულ ს---–----- თ------- ძე კ---–--–--ის მიმართ

დაბადებული: 28.0--1--- წელს

დაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–----------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტი;

 

3. ბრალდებულ რ---–---- ა-–-- ძე ბ----–--ის მიმართ

დაბადებული: 04.09.---- წელს

დაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------–----–------------------–--------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტი.

 

4. ბრალდებულ ი-–- მ-----–ის ძე მ-------ის მიმართ

დაბადებული: 30.06.1--- წელს

დაბადების ადგილი: ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------–----–----------------–--------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლი;

საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №494 განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისათვის, მათ შორის მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე მოეხდინა სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

 

2. 2012 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენის და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, ბ------ ბ----–--ემ, რ---–---- ბ----–--ემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ი-–----------ემ პირადი მოტივით და ს---–----- კ---–--–--ემ, ზემოთ აღნიშნული პროცედურენის განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე 17 195 კვ/მ (298a) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში - საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტში და ურთიერთშედარების აქტში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი 298a მიწის ნაკვეთის მოსარგებლე პირს წარმოადგენდა (პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ბ------ ბ----–--ე.

 

3. აღნიშნული ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ბ------ ბ----–--ე და ს---–----- კ---–--–--ე, რ---–---- ბ----–--ის და ი-–----------ის დახმარებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მოსარგებლე პირებისათვის (შ-------------ის, თ------------------ის, მ-------------ის, ს---–------------ის, რ------------ის და ზ-------------ის) განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას - 258 858 ლარს, რითაც მათ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

4. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებულები ბ------ ბ----–--ე, ს---–----- კ---–--–--ე, რ---–---- ბ----–--ე და ი-–----------ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

5. მოწმე შ-------------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირში, ფლობს სახლს და 2500 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, გარდა ამისა შეღობილი ჰქონდა ბაღის მიმდებარე ტერიტორია, მისი სახლიდან 100-120 მეტრში და 1981 წლიდან სარგებლობდა მისით. არაერთხელ აიღო მოსავალი, თესავდა სიმინდს, კარტოფილს, იყენებდა სათიბად, ჭრიდა ხეებს, ამზადებდა შეშას. იმავე ნაკვეთის მოსაზღვრედ ნაკვეთებს ფლობდნენ ს---–----, მერაბ და თემურ ჯ-----ეები, ასევე ზ-------------ე და რ------------ე, სულ ექვსი ოჯახი. ფართობი იყო 17000 კვ.მ. სრულად იყო შემოღობილი მავთულხლართით. გზის მშენებლობის დაწყებამდე ღობე ადგილზე იყო, ტრაქტორებმა დაშალეს მშენებლობის დაწყებისას. აღმოჩნდა, რომ ბ------ ბ----–--ემ ზემოაღნიშნული ტერიტორია სრულად მიითვისა და შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ამ არეალში მოქცეული მიწების მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი კომპენსაცია მან მიიღო. როდესაც კომპენსაციის გაცემის შესახებ ჯ-----ეებმა შეიტყვეს, ის უკვე გაცემული იყო. მართალია, ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია მითითებულ ტერიტორიაზე შემოვლითი გზის გავლასთან დაკავშირებით, მაგრამ ელოდნენ დამატებით შეტყობინებას ასეთი კომპენსაციის გაცემის დაწყების თაობაზე. აქვს პრეტენზია მათი სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან - ბ------ ვ---–----ესთან, რომელმაც არ გააფრთხილა ეს ექვსი ოჯახი ეწარმოებინათ კომპენსაციის მისაღებად აუცილებელი აზომვები. 2013 წლის ივლისამდე ამ ექვსი ოჯახიდან არც ერთს მიუღია მსგავსი ინფორმაცია, ამიტომ კომპენსაცია აიღო სხვამ და არა მითითებული ნაკვეთით რეალურად მოსარგებლე პირებმა. კომპენსაცია თავად შ-------------ემ აიღო მხოლოდ მცირე ნაკვეთზე, რომლის ფართი 1400 კვ.მ-ს შეადგენდა. მიაკითხეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიას, კომისიის წევრები ჩავიდნენ და ადგილზე დაათვალიერეს ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპენსაცია გაცემული იყო ბ------ ბ----–--ეზე და დაადგინეს, რომ ამ ნაკვეთით სწორედ ჯ-----ეები, ბ-----ე და გ-----ე სარგებლობდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული ნაკვეთი აღარ დაუმუშავებია, რადგან იცოდნენ "იქ გზა მოდიოდა", თუმცა ნამდვილად გაივლიდა თუ არა ამ ნაკვეთებზე, ინფორმაციას არ ფლობდნენ.

 

6. მოწმე ს---–------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში ჯ-----ეების, ბ-----ის და გ-----ის წინაპრები ხულოს რაიონიდან ჩამოასახლეს სოფ. ციხისძირში და დასახლდნენ იმ სადავო ტერტორიაზე, რომელზეც შემოვლითმა გზამ გაიარა და საკომპენსაციო თანხა ბ------ ბ----–--ემ აიღო. შემდეგ ცოტა ზევით აინაცვლეს, დაახლოებით 200 მეტრში და დღემდე იქ ცხოვრობენ. 1970 წლიდან დაიწყეს სადავო მიწით სარგებლობა, თესავდნენ სიმინდს და კარტოფილს, დარგეს თხემლის ჯიშის ხეები, შემოღობეს მავთულხლართით. ღობე ტრაქტორებმა დაშალეს შემოვლითი გზის მშენებლობისდაწყებისას, მანამდე ის ადგილზე იყო. მიუხედავად ამისა, შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი ამ ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა საგზაო დეპარტამენტისგან ბ------ ბ----–--ემ მიიღო, რის შესახებაც ჯ-----ეებისთვის ცნობილი გახდა 2013 წლის 22 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. შეხვდნენ თავად ბ------ ბ----–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ ბ------ ვ---–----ემ, ციხისძირის თემის რწმუნებულმა დაურეკა მოსკოვში მყოფს და აუწყა, რომ მის სარგებლობაში არსებული მიწა მოხვდა შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში და შეეძლო კომპენსაციის მიღება, ამიტომ ჩამოვიდა, მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და აიღო კომპენსაცია. მოსთხოვეს ბ------ს 24000 ლარის მიეცა ჯ-----ეების, ბ-----ის და გ-----ის ოჯახებისთვის, მაგრამ უარი მიიღეს. ამიტომ მიმართეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომისიას, რომელიც გავიდა ადგილზე და დაადგინა, რომ მითითებული ნაკვეთით სწორედ ჯ-----ეების, ბ-----ის და გ-----ის ოჯახები სარგებლობდნენ.

 

7. მოწმე თ------------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ სადავო მიწა, რომელზეც კომპენსაცია ბ------ ბ----–--ემ აიღო, მისი ოჯახის სარგებლობაში იყო ათწლეულების განმავლობაში. 1952 წელს ჯ-----ეების, ასევე ბ-----ის და გ-----ის წინაპრები ჩამოსახლეს ხულოს რაიონიდან და დაასახლეს მითითებულ ადგილას, მოგვიანებით კი, იმის გამო, რომ იქ საკმაოდ ყინავდა და ციტრუსი არ მოდიოდა, 200 მეტრით ზემოთ აინაცვლეს და საბოლოოდ დაფუძნდნენ, მითითებული ნაკვეთით სარგებლობა კი კვლავ განაგრძეს. თესავდნენ სიმინდს, კარტოფილს, ჰქონდათ სათიბი, დარგეს ხეები. ექვსივე მოსარგებლეს ცალ-ცალკე ჰქონდა ნაკვეთი შემოღობილი მავთულხლართით. საკმაოდ გვიან გაიგეს შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრის გამო ნაკვეთით მოსარგებლეთათვის კომპენსაციის დარიგების თაობაზე, მიმართეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, აღმოჩნდა, რომ კომპენსაცია აღებული ჰქონდა ბ------ ბ----–--ეს. შეხვდნენ მას და აღნიშნულის გამო პრეტენზია განუცხადეს, ამ უკანასკნელმა კი განუმარტა, რომ მიწით მისი სიმამრის უსუფ ო-----------ის ოჯახი სარგებლობდა ჯერ კიდევ კომუნისტური წყობის დამყარებამდე და კომპენსაცია სამართლიანად აიღო. მისი თქმით, ციხისძირის თემის რწმუნებულმა ბ------ ვ---–----ემ დაურეკა მოსკოვში და შეატყობინა მიწებზე კომპენსაციის გაცემის დაწყების შესახებ, ჩამოვიდა, დოკუმენტაცია მოამზადა და კომპენსაცია მიიღო, რომელიც უსუფ ო-----------ის - ამ მიწით მთავარი მოსარგებლის ოჯახის წევრებს გაუნაწილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ-----ეებს პრეტენზია აქვთ ციხისძირის რწმუნებულის ბ------ ვ---–----ის მიმართაც, რომელმაც ბობოყვათში მცხოვრებ ბ------ ბ----–--ეს შეატყობინა კომპენსაციის გაცემის დაწყების შესახებ და არა მისივე თემის მცხოვრებლებს, რომლებიც ნამდვილად სარგებლობდნენ მითითებული ნაკვეთით. მოწმე თ------------------ემ ასევე დაადასტურა სადავო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთზე კომპენსაციის - 5000 ლარის მიღების ფაქტი. განმარტა, რომ ასეთივე კომპენსაცია დანარჩენმა ჯ-----ეებმაც მიიღეს.

 

8. მოწმე მ-------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს სოფ. ციხისძირში. 1991 წლიდან მის ოჯახს სარგებლობაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია. მასთან ერთად იმავე ტერიტორიაზე მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ შ-------------ე, ს---–------------ე, თ------------------ე, ზ-------------ე და რ------------ე. ყველა ნაკვეთი იყო ცალ-ცალკე შემოღობილი მავთულხლართით, თესავდნენ სიმინდს და კარტოფილს, ჰქონდათ სათიბი, დარგეს სხვადასხვა ჯიშის ხეები. არასდროს უნახავთ ამ ნაკვეთის მოსარგებლე ბ------ ბ----–--ე და მისი ნათესავები. როდესაც შეიტყვეს შემოვლითი გზის ამ ტერიტორიაზე გავლის გამო ნაკვეთით მოსარგებლეებზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, მიაკითხეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ კომისიას, სადაც განუცხადეს, რომ ამ ნაკვეთზე კომპენსაცია აღებული ჰქონდა ბ------ ბ----–--ეს. კომისიას მოთხოვეს ადგილზე დაეთვალიერებინათ ეს ტერიტორია. მართლაც კომისიის თავმჯდომარის, დურმიშხან ინაიშვილის ხელმძღვანელობით კომისია გავიდა ამ ადგილას, დაათვალიერა ნაკვეთი და დაადგინა ამ ნაკვეთით ჯ-----ეების, ბ-----ის და გ-----ის სარგებლობის ფაქტი,შესაბამისად, დადასტურდა, რომ ბ----–--ემ უკანონოდ მიიღო კომპენსაცია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ექვსივე ოჯახმა, რომელიც ამჟამად ბ----–--ეს ედავება კომპენსაციის უსამართლოდ მიღების გამო, მიიღო შემოვლითი გზის მშენებლობის გამო გამოყოფილი კომპენსაცია იმ ნაკვეთებზე, რომლებიც "არ გადაფარა" ბ----–--ემ და არაკომპენსირებულ ტერიტორიას წარმოადგენდა.

 

9. მოწმე რ------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირში. 90-იანი წლებიდან ამუშავებდა ორ მიწის ნაკვეთს სადავო ტერიტორიაზე, ერთზე მიიღო კომპენსაცია, მეორეზე არა. იმავე ტერიტორიაზე მისი ნაკვეთის მომიჯნავედ ნაკვეთებს ფლობდნენ შ---------------------------, ს---–------------ეები და ზ------ გ-----ე. თითოეულს ნაკვეთი შემოღობილი ჰქონდა ხის ბოძებით და მავთულხლართით. მოჰყავდათ სიმინდი, კარტოფილი, დარგეს ხეები. გზის მშენებლობის დაწყებამდე ღობე ადგილზე იყო. 2013 წელს შეიტყვეს, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვდა ეს ტერიტორია და საგზაო დეპარტამენტი კომპენსაციას აძლევდა მიწით მოსარგებლეებს. დაწერეს განცხადება საკომპენსაციო თანხის მოთხოვნით და წარადგინეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომპენსაცია აღებული ჰქონდა უკვე ბ------ ბ----–--ეს, რომელსაც მანამდე საერთოდ არ იცნობდა. მოწმე გ-----ემ ასევე დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ ნახა როგორ იმყოფებოდა სადავო ტერიტორიაზე სპეციალური კომისია, რომელმაც დროშებით მონიშნეს გზის გავლის ადგილები, თუმცა ნაკვეთით მოსარგებლეთათვის არ უთქვამთ, რომ იქ გზა გაივლიდა.

 

10. მოწმე ზ-------------ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მისი ბაბუა მემედ ბ-----ე 1950-იან წლებში დასახლდა სოფ. ციხისძირში და მას შემდეგ მათი ოჯახი პატრონობდა სადავო ტერიტორიის ნაწილს. კომუნისტური წყობის დასრულების შემდეგ, 1993 წელს ხის ბოძებით და მავთულხლართით შემოღობეს ამ ტერიტორიის ის მონაკვეთი, რომლითაც სარგებლობდნენ და მოჰყავდათ სიმინდი, ლობიო, გოგრა. მოსაზღვრედ მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ შ--------------------------- და ს---–------------ეები, ასევე რ------------ე. მათაც სათითაოდ ჰქონდათ შემოღობილი ის ნაკვეთები, რომლებსაც ამუშავებდნენ. ამ ტერიტორიაზე შემოვლითი გზის გავლის გამო კომპენსაციის გაცემის შესახებ შეიტყვეს გვიან, რის გამოც პრეტენზია აქვთ ციხისძირის თემის რწმუნებულთან, რომელმაც სხვა ოჯახებისგან განსხვავებით, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, ეს ექვსი ოჯახი არ გააფრთხილა საკომპენსაციო თანხების გაცემის დაწყების შესახებ. შედეგად კომპენსაცია ბ------ ბ----–--ემ მიიღო და არა ამ ნაკვეთებით რეალურად მოსარგებლე პირებმა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა კომისიამ ადგილზე დაათვალიერა ნაკვეთი და დარწმუნდა, რომ ნამდვილად ეს ექვსი ოჯახი სარგებლობდა აღნიშნული მიწებით, შეადგინა შესაბამისი დოკუმენტიც.

 

1-- მოწმე ბ------ ვ---–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2010 წლიდან მუშაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის თემის რწმუნებულად. როდესაც დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, გაიცა კომპენსაცია მშენებლობის არეალში მოხვედილი მიწებით მოსარგებლე პირებზე. მისი რწმუნებულად მუშაობის პერიოდში, იმ მიწით, რომელზეც კომპენსაცია ბ------ ბ----–--ემ მიიღო, სარგებლობდნენ ჯ-----ეების, ბ-----ის და გ-----ის ოჯახები, უფრო ადრე (ანუ 2010 წელზე ადრე) არ იცის ვინ ამუშავებდა მიწას. როგორც კი შეიტყო საკომპენსაციო თანხის გაცემის დაწყების შესახებ, მაშინვე აცნობა მითითებულ ოჯახებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომპენსაცია უკვე ბ----–--ეს ჰქონდა მიღებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულმა სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრებმა ადგილზე გასვლით დაათვალიერეს ეს ადგილი და დაადგინეს, რომ ამ მიწით ნამდვილად ჯ-----ეები, ბ-----ე და გ-----ე სარგებლობდა. გასცა ცნობა, რომ ეს ოჯახები ამუშავებდნენ მიწას, მაგრამ კარგად არ ახსოვს ეს კომპენსაციის გაცემამდე მოხდა, თუ შემდეგ. ზუსტად არ ახსოვს ცნობა სადავო ნაკვეთზე გასცა, თუ მის მიმდებარედ მდებარე მიწაზე. შესაძლოა ცნობა იმ ნაკვეთზე გასცა, რომელზეც ამ ექვსმა ოჯახმა კომპენსაცია მიიღო. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილ კომისიაში, რომელმაც ადგილზე დაათვალიერა სადავო ტერიტორია, თვითონაც შედიოდა, თუმცა ამ კომისიის მიერ შედგენილ აქტს რატომ არ აწერს ხელს, არ იცი, ალბათ არ უთხრეს მოაწერეო და ამიტომ.

 

12. ციხისძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ბ------ ვ---–----ის მიერ 2013 წლის 24 ოქტომბერს გაცემული ცნობების თანახმად, სოფ. ციხისძირში შ-------------ეს სარგებლობაში გააჩნდა 5814 კვ.მ. მიწის ფართობი, მ-------------ეს - 2930 კვ.მ. ფართობი, ზ-------------ეს - 2220 კვ.მ. მიწის ფართობი, თ------------------ეს - 337 კვ.მ. მიწის ფართობი, ს---–------------ეს - 4396 კვ.მ. მიწის ფართობი, ხოლო 2013 წლის 12 აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით, რ------------ეს სარგებლობაში აქვს 1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შუაღელის მდინარის პირას.

 

13. მოწმე გ------ ბ-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთებით სარგებლობდნენ ჯ-----ეების, ბ-----ის და გ-----ის ოჯახები. ზ-------------ე მისი ბიძაშვილია და უნახავს როგორ ამუშავებდა ის მიწას. ექვსივე ოჯახს ცალ-ცალკე ჰქონდა შემოღობილი თავისი ნაკვეთი. ბ------ ბ----–--ე არ დაუნახავს ამ მიწით სარგებლობის პროცესში, თუმცა აღმოჩნდა, რომ საკომპენსაციო თანხა მან მიიღო. ბოლო პერიოდში ამ ნაკვეთებზე დასმული იყო ნიშნულები და მათი დანახვა შესაძლებელი იყო. მონაწილეობა მიიღო გამომძიებლის მიერ ჩატარებულ დათვალიერებაში და ადასტურებს ოქმში მითითებულ გარემოებებს.

 

14. მოწმე რ----- მ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ დაიბადა და გაიზარდა სოფ. ციხისძირში, იცნობს შ-----, თ----------, ს---–----, მ-------------ეებს, რ------------ეს და ზ-------- ბ-----ეს. იცის, რომ ისინი ამუშავებდნენ სადავო ნაკვეთს და არა ბ------ ბ----–--ე.

 

15. მოწმე შ----- ც-–--–--ემ, რომელიც მისივე განმარტებით ჯ-----ეების მეზობელი და ნათესავია, დაადასტურა დაკითხვისას, რომ სადავო ნაკვეთით სწორედ ჯ-----ეების, გ-----ის და ბ-----ის ოჯახები სარგებლობდნენ.

 

16. ციხისძირის თემის სტალინისუბნის მცხოვრებელების მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მოქალაქეების - შ-------------ე, მ-------------ე, ს---–------------ე, თ------------------ე, ზ-------------ე, სარგებლობენ იმ მიწის ნაკვეთით, რომელზეც გადის შემოვლითი ავტობანი. აქტს ხელს აწერს 12 პირი, რომლებიც ბრალდების მხარეს გამოკითხული არ ჰყავს, შესაბამისად, მათი ჩვენებები არ წარდგენია სასამართლოს.

 

17. მოწმე თ----------------ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მთავარ სპეციალისტად. იყო წევრი კომისიისა, რომელიც ჯ-----ეების მიერ გამგეობაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე გავიდა სოფ. ციხისძირში მიწით სარგებლობის ნიშნების დასადგენად. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ იმ ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთებით სარგებლობდა ჯ-----ეების და კიდევ სხვა ოჯახები, რომელთა გვარები არ ახსოვს. ჩანდა ერთწლიანი კულტურების მოყვანის ფაქტი - სიმინდის, ლობიოს, პომიდვრის, დათესილი იყო ბალახი, დარგული იყო კაკლის ხეები. დათვალიერებას ესწრებოდნენ თავად ჯ-----ეები, სწორედ მათი მითითებით გავიდნენ ამ ტერიტორიაზე, ე.წ."ჯიპიარეს"პროგრამით არ უსარგებლიათ, მიწა არ აუზომიათ, ნახაზი არ შეუდგენიათ, მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერეს, მეორე მხარე არ ესწრებოდა ამ პროცესს, ალბათ არ ჩათვალა ეს კომისიამ მიზანშეწობილად და ამიტომ. ციხისძირის თემის რწმუნებული ვ---–----ე იყო მათთან ერთად, თუმცა არ იცის რატომ არ აწერს ეს უკანასკნელი ხელს დათვალიერების აქტზე. ნაკვეთზე შესრულებული სამუშაო რომ ჯ-----ეების მიერ იყო და არა სხვის მიერ, ეს ჯ-----ეების გადმოცემით იცის. ნაკვეთი შემოღობილი იყო ორად, 50 გრადუსიან სიცხეში რაც შესაძლებელი იყო გააკეთეს,გადაიღეს სურათები, შეადგინეს აქტი და "სწრაფადვე წამოვიდნენ".

 

18. მოწმე ი----------------მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, სასამართლოს განუმარტა, რომ საკრებულოში შეიქმნა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ბენეფიციარების სადავო საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრიც თავად იყო. ჯ-----ის განცხადების საფუძველზე კომისია გავიდა ადგილზე, რათა დაეთვალიერებინათ განცხადებაში მითითებული ტერიტორია და დაედგინათ სარგებლობის ფაქტი. მოწმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დათვალიერებას დაექვემდებარა ტერიტორიის ის ნაწილი, რომელზეც ჯერ კომპენსაცია გაცემული არ იყო. ჯ-----ის მიერ განცხადებასთან ერთად წარდგენილი ნახაზის კომპიუტერულ მონაცემებთან შედარებისას, აღმოჩნდა, რომ ტერიტორიის ნაწილი უკვე კომპენსირებული იყო, თანხა აღებული ჰქონდა ბ----–--ეს. კომპენსირებულ ნაკვეთებზე კი კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდებოდა. მას ევალებოდა იმ ნაკვეთებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა - სარგებლობის ფაქტის დადგენა, სადაც საგზაო დეპარტამენტის მიერ არ იყო ჯერ გაცემული კომპენსაცია. მითითებულ ეტაპზე ჯ-----ე კომპენსირებულ მიწას არ დავობდა, ანუ პრეტენზია იმ მიწაზე, რომელზეც ბ----–--ეს ჰქონდა აღებული კომპენსაცია, არ გამოუთქვამს. ამიტომ კომისიამ გამიჯნა ეს ორი ნაკვეთი და დასკვნა სარგებლობის შესახებ გააკეთა მხოლოდ "არაკომპენსირებულ" მიწის ნაკვეთზე. დასათვალიერებლად გასულ კომისიის წევრებს ადგილზე დახვდნენ სამი გვარის- ჯ-----ეების, გ-----ის და ბ-----ის წარმომადგენლები. მოდავე მხარე იმ ნაკვეთზე, რომელზეც სარგებლობის დადგენასაც ითხოვდნენ, მათ არ ყოლიათ, ამიტომ მხოლოდ ამ პირების მონაწილეობით ჩატარდა დათვალიერება. ნაკვეთს ემჩნეოდა სარგებლობის კვალი, იდგა თივის ზვინი, ემჩნეოდა ნასიმინდარი. ამიტომ კომისიიამ დაადგინა, რომ ნამდვილად იყო სარგებლობის ფაქტი. ასეთივე კვალი შეინიშნებოდა "კომპენსირებულ" ნაკვეთზეც, თუმცა ვინ სარგებლობდა მისით - ჯ-----ე თუ ბ----–--ე, ამის გარკვევის მცდელობაც კი არ ჰქონიათ, რადგან მხოლოდ "არაკომპენსირებული" ნაკვეთი წარმოადგენდა დათვალიერების და კონკრეტული დასკვნის გაკეთების ობიექტს. ნაკვეთზე იყო ეკლიანი ღობეც, როგორც ახსოვს სამი ასეთი ღობე ყოფდა ერთიან სივრცეს, ზოგან სათიბის ადგილი, ზოგან სასიმინდე, ზოგან ნარგავები იყო. ნაკვეთზე შეიმჩნეოდა საგზაო დეპარტამენტის მიერ დასმული ნიშნები - წითელი ლენტები, ყოველ 50 მეტრში, რომლებიც, როგორც იცის, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო განთავსებული. ბ------ მასილაძეს არ იცნობს, არასოდეს შეხვედრია. საგზაო დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც ამ პი---- მიიღო საკომპენსაციო თანხა, ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

19. ანალოგიური ინფორმაცია მიწოდა სასამართლოს კომისიის კიდევ ერთმა წევრმა მ------–--–----ემ. მისი განმარტებით, კომისიის შექმნა თავის დროზე გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საგზაო დეპარტამენტის მიერ მოსახლეობაზე კომპენსაციის გაცემის შემდეგ გამოიკვეთა სადავო თემები, დეპარტამენტი თავისი ძალებით ვერ გაერკვა და დახმარება სთხოვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც გადაამოწმებდნენ სარგებლობის ფაქტებს და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით მოხდებოდა კომპენსაციის გაცემა. ციხისძირში მცხოვრებმა ჯ-----ეებმა განცხადებით მიმართეს კომისიას და მოითხოვეს სარგებლობის ფაქტის დადგენა არაკომპენსირებულ მიწის ნაკვეთზე. მათ მიერ წარდგენილი ნახაზი გადაამოწმეს "ჯიპიარეს" პროგრამით და დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად იმ ნაკვეთზე იყო საუბარი, რომელზეც კომპენსაცია ჯერ არ იყო გაცემული. ამიტომ მიიღეს ადგილზე გასვლის და დათვალიერების გადაწყვეტილება. დათვალიერებისას დადგინდა სარგებლობის ფაქტი, ნახეს თივის ზვინები, ნარგავები, იყო ნასიმინდარი. ან ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უკვე კომპენსირებული ნაკვეთი არ დაუთვალიერებიათ, თუმცა იმ ნაკვეთზეც ჩანდა სარგებლობის კვალი. დათვალიერების ობიექტი იყო მხოლოდ ე.წ. "თავისუფალი" მიწა, რომელზეც კომპენსაცია გაცემული არ იყო. შეადგინეს აქტი, რომელშიც ასახეს დათვალიერების შედეგები. საგზაო დეპარტამენტს აცნობეს, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე დგინდებოდა ჯ-----ეების სარგებლობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ამ ტერიტორიაზე კარგად ჩანდა საგზაო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული ნიშნულები, მკაფიოდ იყო მონიშნული გზის არეალი, ნიშნები დასმული იყო ხეებზეც. მოწმის განმარტებით, მეზობლად მდებარე სოფლების - ციხისძირის და ბობოყვათის გამიჯვნა რთულია, საზღვრები დადგენილი არ არის.

 

20. 2013 წლის 30 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დრობითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ - დ. ინაიშვილმა, კომისიის წევრებმა - ი. გუგუნავამ, მ. ცინცაბაძემ, თ. ჯაფარიძემ მოახდინეს მერაბ, შ-----, ს---–----, თაიმურაზ ჯ-----ეების, რ------------ის და ზ-------------ის მიწის ნაკვეთების დათვალიერება ამავე პირების მონაწილეობით. დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთები არის შემოღობილი, ჯ-----ეებს დათესილი აქვთ კოინდარის ბალახი, რომელიც ნაწილობრივ მოთიბულია და დახარისხებულია ზვინებად, ხოლო გ-----ეს და ბ-----ეს ნაკვეთებზე არის საძოვარი და გაშენებულია რამდენიმე ძირი კაკლის ხე. აქტის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს კომისიის წევრებმა და ნაკვეთით მოსარგებლეებმა.

 

21. მოწმე ზ---------–---–---–მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტში განსახლების განყოფილების უფროსად. მის მოვალეობებში შედიოდა საპროექტო გზების, ანუ განთავსების ზოლში არსებული უძრავი ქონების აღწერა-შეფასება, შესაბამისი გეგმის მომზადება, დონორებთან შეთანხმება და ამ გეგმის განხორციელება, რათა მომხდარიყო გზის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობების გათავისუფლება. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებამდე, 18 კილომეტრიან მონაკვეთზე მომზადდა გეგმა, შეთანხმდა ბანკთან და დაიწყო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებსაც აცნობდნენ პირობებს, პროცედურებს, უმარტავდნენ რომელი ნაკვეთი კომპენსირდებოდა და რომელი არა. ასეთი შეხვედრებისას აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის გაკვეული კატეგორია გამოთქვამდა პრეტენზიას იმის გამო, რომ მათი ნაკვეთები მოქცეული იყო შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში, მაგრამ რატომღაც გამორჩენილი იყო განსახლების გეგმაში. ამის გამო საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ მოსახლეობას. აღმოჩნდა, რომ საკუთრების უფლებით დაუტვირთავი მიწის ნაკვეთების შემთხვევაში, მიწით მოსარგებლეები გამორჩენილები იყვნენ განსახლების გეგმაში, თუმცა მთავრობის განკარგულებით მათზეც ვრცელდებოდა საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან, ამიტომ ასეთი მოსარგებლეებიც ჩართეს განსახლების გეგმაში. შედეგად, გეგმა განახლდა და ასამდე ნაკვეთი დაემატა. ახალი გეგმა შეთანხმდა აზიის განვითარების ბანკთან და დაიწყეს მისი განხორციელება. ხელშეკრულებებს აფორმებდნენ მიწის მესაკუთრეებთანაც და მიწით მოსარგებლეებთანაც და აძლევდნენ კომპენსაციას, ოღონდ, სარგებლობის ფაქტი უნდა დაედასტურებინათ მოწმეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამდენად, განსახლების გეგმის შედგენა ხდებოდა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, პირველ ეტაპზე საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, შემდეგ კი უკვე ხელშეკრულებების გაფორმების და კომპენსაციის გადახდისას, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად. საპროექტო კომპანია აწარმოებდა აზომვებს სპეციალური ხელსაწყოებით, იყენებდა ე.წ. "ჯიპიარეს" პროგრამას და როგორც კი აღმოჩნდებოდა, რომ არსებობდა დავა ნაკვეთის სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, ჩერდებოდა პროცესი და არ ხდებოდა კომპენსაციის გაცემა. განსახლების გეგმის პირვანდელ ვარიანტში არ იყო მითითებული ბ------ ბ----–--ე, თუმცა ხელახალი კვლევების ჩატარების, გეგმის განახლების და ასამდე მოსარგებლით შევსების შემდეგ, ბ----–--ეც აღმოჩნდა ამ სიაში და მოხდა მასზეც კომპენსაციის გაცემა. არანაირი დავა იმ ნაკვეთზე, რომელზეც ბ----–--ემ აიღო კომპენსაცია, არ არსებობდა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა აღარ მოხდებოდა საკითხის გადაწყვეტამდე. ახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამოიკვეთა მოდავე მხარეები და ასეთ ნაკვეთებზე კომპენსაციის გაცემის პროცესი შეჩერდა.

 

22. მოწმე გ--–---–-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია შპს "ბითის" კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი. საგზაო დეპარტამენტთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, მათ კომპანიას დაევალა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთებით მოსარგებლეთა დადგენა. 2012 წლის ზაფხულში თანამშრომელთან ერთად ჩავიდა ადგილზე, სადაც დახვდნენ თემის რწმუნებულები და მიწით მოსარგებლეები. დაიწყეს მიწების აზომვა, ხეხილის აღრიცხვა. სიის მიხედვით, რომელიც სახელმძღვანელოდ გადაეცათ, ბ------ ბ----–--ეს ორი ნაკვეთი ჰქონდა სარგებლობაში. რწმუნებულმა ი-–----------ემ მიიყვანა ამ ნაკვეთებთან, ხოლო ბ------ ბ----–--ის ნდობით აღჭურვილმა პი---- რ---–---- ბ----–--ემ მიუთითა ნაკვეთების საზღვრები. ჩაატარეს მიწის აზომვა, შეადგინეს ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს ი-–----------ემ და რ---–---- ბ----–--ემ, რითიც დაადასტურეს ამ მიწებით ბ------ ბ----–--ის სარგებლობის ფაქტი. ნაკვეთს ეტყობოდა წინა წელს დამუშავების კვალი, იყო ნასიმინდარი, დარგული იყო ხეები. ამ ნაკვეთზე ღობე არ ახსენდება, თუმცა მომიჯნავე ნაკვეთზე ღობე იყო. ადგილი დაასურათეს, შესაბამისად, ღობე გამოჩნდებოდა სურათებზე. ნაკვეთის აზომვისას, მათ გარდა, კიდევ არაერთი პირი ესწრებოდა ამ პროცესს, როგორც აუხსნენ ისინი მომიჯნავე ნაკვეთებით მოსარგებლეები იყვნენ.

 

23. მოწმე მ------–--–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2013 წლის 26 მარტს როგორც ფიზიკურმა პი---- ხელშეკრულება გააფორმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან განსახლების სპეციალისტის პოზიციაზე და დაიწყო მუშაობა ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც საჭირო იყო სახელმწიფოს მიერ მესაკუთრე ან მოსარგებლე პირებისგან მიწების გამოსყიდვა. საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულების საფუძველზე მოხდა საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტების მომზადება, რასაც წინ უძღოდა საგზაო კორიდორის აზომვითი სამუშაოები. ამ სამუშაოების წარმოებას ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. განსახლების გეგმის მიხედვით, რომელშიც დაფიქსირებული იყო მესაკუთრის ან მოსარგებლის მონაცემები, გამოსასყიდი ფართი, კვადრატულ მეტრზე გადასახდელი თანხის ოდენობა, მიდიოდა ადგილზე, ხვდებოდა ადგილობრივებს, ესაუბრებოდა, აწვდიდა საჭირო ინფორმაციას, ართმევდა თანხის ჩასარიცხად საჭირო ანგარიშის ნომრებს. ნაკვეთის მესაკუთრე საჯარო რეესტრში მიყავდა და რეგიტრირდებოდა ნასყიდობის ფაქტი, მოსარგებლის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადასტურებდნენ სარგებლობას. ტერიტორიის დათვალიერებას არ ახდენდნენ, რადგან მთავრობის მიერ დამტკიცებული სია უკვე ხელთ ჰქონდათ. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საკითხის გარკვევამდე კომპენსაციის გაცემას აჩერებდნენ. საქმიანობას ახორციელებდა ჩოლოქში მდებარე ოფისში მ-----------–----სთან ერთან. იგივე წესით მოხდა ბ------ ბ----–--ის სარგებლობის დადგენა მიწის ორ ნაკვეთზე. ჩოლოქში მდებარე ოფისში მივიდნენ ს---–----- კოცელიძე და ბ------ ბ----–--ე. ახლდათ რამდენიმე ქალბატონი. განაცხადეს, რომ შემოვლითი გზის არეალში ჰქონდათ მიწა. კომპიუტერის მეშვეობით ნახეს ნაკვეთი, დაადასტურეს, რომ ნამდვილად მათ სარგებლობაში არსებული ნაკვეთი იყო. მიწით ბ----–--ის სარგებლობის ფაქტი დაადასტურა თემის რწმუნებულმა ი-–----------ემ. იყო შემთხვევა, როდესაც მ-------ემ უარი თქვა დემარკაციის აქტის ხელმოწერაზე, განმარტა რა, რომ ნაკვეთის სარგებლობასთან დაკავშირებით წარმოიშვა დავა. თუმცა ასეთი დავა არ არსებობდა ბ----–--ის შემთხვევაში. შესაბამისად, მოხდა ბ------ ბ----–--ეზე კომპენსაციის გაცემა. როდესაც ე.წ. "კორიდორის გაჭრა"დაიწყო და ტრაქტორებმა მიწის მოჭრა დაიწყეს, ამის შემდეგ დაიწყო დავებიც. მოწმემ ასევე განმარტა,რომ სიების შედგენა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას შპს ბითი"ახდენდა, რომელმაც 2010-2011 წლებში წითელი საღებავით და ე.წ. "კოლებით" ნიშნავდა გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილ ნაკვეთებს, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ნაკვეთებით მოსარგებლეებისთვის ინფორმაცია სათანადოდ იყო მიწოდებული რომელ ნაკვეთებზე გაივლიდა გზა. მოწმის სიტყვებით -"ჩემს ეზოში რომ ვინმემ "კოლი" დაასოს, დავინახავ და გავიგებ რაც ხდება"-ო.

 

24. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმე მ-----------–----მ, რომელიც 2012 წლის ივლისიდან მუშაობდა საავტომობილი გზების დეპარტამენტის განსახლების სამმართველოში, განსახლების კონსულტანტად და წივწივაძესთან ერთად უშუალოდ იყო ჩართული საკომპენსაციო თანხების გაცემის პროცესში.

 

25. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულებით, რომლის ასლი ერთვის საქმეს, ნება დაერთო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისთვის სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, მათ შორის მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ და უკვე გამოსყიდულ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია. კომპენსაციის გაცემის მიზნით აჭარის არ მთავრობას დაევალა საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის სათანადო მონაცემების მიწოდების უზრუნველყოფა.

 

26. 2013 წლის 6 ივლისით დათარიღებული დემარკაციის აქტის მიხედვით, ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული 17195 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ბ------ ბ----–--ის სარგებლობის ფაქტი ხელმოწერებით დაადასტურეს მინდობილმა პი---- ს---–----- კ---–--–--ემ და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა ი-–----------ემ. 17195 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტს, საკადასტრო აზომვის ჩამტარებელ პირებთან ერთად ხელს აწერს ბ------ ბ----–--ის მინდობილი პირის ს---–----- კ---–--–--ე.

 

27. N298a მიწის ნაკვეთის ანკეტის თანახმად, ანკეტაში მითითებული ინფორმაცია, მათ შორის ნაკვეთის მოსარგებლესთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს მიაწოდა და ხელმოწერით დაუდასტურა რ---–---- ბ----–--ემ.

 

28. შემოვლითი გზის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთებით მოსარგებლეთა პირვანდელ სიაში, რომელიც ერთვის საქმეს, ბ------ ბ----–--ე არ ფიგურირებს, როგორც ნაკვეთით მოსარგებლე, თუმცა დამატების სიაში, რომელიც მომზადდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ პირვანდელი სია არ შეიცავდა ინფორმაციას მითითებული მიწის ნაკვეთებით მოსარგებლე არაერთი პირის შესახებ, სოფ. ბობოყვათის თემში მცხოვრებ მოსარგებლეთა შორის გაჩნდა ბ------ ბ----–--ის სახელი და გვარი. აღნიშნული სია შეიცავს ასევე მონაცემებს იმ მოსარგებლეთა შესახებ, რომელთაც ამავე მიწით სარგებლობას ედავებოდნენ სხვა პირები, თუმცა ბ------ ბ----–--ის შემთხვევაში, სია მსგავს მონაცემებს არ შეიცავს. შესაბამისად, დამატებითი სიის მომზადების მომენტში, 2012 წლის ივნისის თვეში, ბ------ ბ----–--ეს არ ჰყოლია ამ ნაკვეთში მოდავე და შემცილებელი პირი.

 

29. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2013 წლის 17 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ბ------ ბ----–--ე ს---–----- კ---–--–--ეს ანიჭებს მისი სახელით გარკვეული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას; სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ 2013 წლის 7 ივლისის ხელშეკრულება, რომელსაც ბ------ ბ----–--ის მინდობილი პირი ს---–----- კ---–--–--ე აწერს ხელს; 2013 წლის 7 ივნისის ურთიერთშედარების აქტი, ს---–----- კ---–--–--ის ხელმოწერით; საგადასახო მოთხოვნა, რომლითაც ფიზიკური პირის ს---–----- კ---–--–--ის სახელზე სს "ლიბერთი ბანკში" გადაირიცხა საკომპენსაციო თანხა - 258 858 ლარის ოდენობით.

 

30. სს "ლიბერთი ბანკის" გასავლით ორდერებით დადასტურებულია მითითებული თანხის მიღების ფაქტი ბ------ ბ----–--ის მიერ 2013 წლის 8 აგვისტოს.

 

31. 2014 წლის 3 აპრილს გამომძიებელ სერგო წულაიას მიერ შედგენილია ადგილმდებარეობის დათვლიერების შესახებ ექვსი ოქმი. თითოეულ შემთხვევაში დათვალიერებულია ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც შ-------------ე, მ-------------ე, ს---–------------ე, თ------------------ე, რ------------ე და ზ-------------ე მიუთითებდნენ როგორც თავის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთებზე. დათვალიერებებში მონაწილეობდნენ მხოლოდ აღნიშნული პირები, დათვალიერების მომენტისთვის დაწყებული იყო ავტობანის სამშენებლო სამუშაოები. არც ერთი ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას მიწის თითოეული ნაკვეთის აზომვის და ფართობის დადგენის შესახებ, ასევე ადგილმდებარეობის დადგენისთვის აუცილებელი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების თაობაზე.

 

32. 2014 წლის 5 მაისს შედგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა იური დვალიძემ შ-------------ის, მ-------------ის, ს---–------------ის, თ------------------ის, რ------------ის და ზ-------------ის, ასევე მათი მეზობლების - შ----- ც-–--–--ის და რ----- მ-------ის, შპს "ბითის" წარმომადგენლის გ--–---–-----ის მონაწილეობით, დაათვალიერა მიწის ნაკვეთი N298a, რომელზეც მიმდინარეობდა შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები. ჯ-----ეების, გ-----ის, ბ-----ის, ასევე მათი მეზობლების - მ-------ის და ც-–--–--ის განმარტებით ამ ტერიტორიით სარგებლობდა ეს ექვსი ოჯახი და არა ბ------ ბ----–--ე. ოქმს ერთვის ფოტო-მასალა.

 

33. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების მიერ მათზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.

 

34. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

35. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

36. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

37. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმეების და ბრალდებულების ჩვენებები .

 

38. მოწმე ზ------ მ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის სოფ. ბობოყვათიდან კარგად იცნობს ამავე სოფელში მცხოვრებ ბადრო ბ----–--ეს, რომელიც ი------- ო-----------ის სიძე იყო და ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებულ იმ მიწებს პატრონობდა და ამუშავებდა, რომელზეც შემოვლითმა გზამ გაიარა. ბ----–--ეს სათიბი ჰქონდა, სიმინდს თესავდა, ხალხს იხმარდა და ისე ასრულებდა სამუშაოებს. მ-------ე თავად ტრაქტორისტია და თავისი ტრაქტორით არაერთხელ მიხმარებია ბ------ს ამ მიწიდან თივის და შეშის გატანაში შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ეს ხდებოდა 2000 წლამდეც, ი------- ო-----------ის სიცოცხლეშიც და შემდეგაც.

 

39. მოწმე მ------- მ-------ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს სოფ. ბობოყვათში, კარგად იცნობდა ი------- ო-----------ეს და მის ოჯახს, იცნობს მის სიძეს ბ------ ბ----–--ეს. მიწა, რომელზეც ჯ-----ეები ედავებიან ბ----–--ეს და რომელზეც ავტობანი გავიდა, ი------- ო-----------ეს ჰქონდა სარგებლობაში, მისი გადარცვალების შემდეგ კი სიძე - ბ------ ბ----–--ე პატრონობდა მის დანატოვარ ოჯახსაც და მიწებსაც. სადავო მიწაზე ბ------ს ჰქონდა სათიბი, მოყავდა სიმინდი, ამზადებდა შეშას. თავად მ-------ეც დაეხმარა რამდენჯერმე ამ მიწაზე მუშაობისას. მას შემდეგ, რაც ბ------ ბ----–--ე მოსკოვში წავიდა, არ შეუწყვეტია მიწით სარგებლობდა, ჩამოდიოდა თავადაც, იხმარდა ახლობლებსაც და ამუშავებდა, მოყავდა მოსავალი, ამზადებდა თივას და შეშას. მისი საქართველოში არყოფნისას, უკავშირდებოდნენ და ნაკვეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხს უთანხმებდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ დათვალიერებაში, რა დროსაც აზომეს და დაათვალიერეს მიწა, შეადგინეს ნახაზი. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ მიწათმომწყობი ანანიძე, ასევე ი-–----------ე, რ---–---- ბ----–--ე (კ----ე), ს---–----- კ---–--–--ე, კ--- ო-----------ე.

 

40. მოწმე ე------ კ---–--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს სოფ. ბობოყვათში და კარგად იცნობს ბრალდებულად ცნობილ პირებს, იცნობდა ი------- ო-----------ესაც, რომელსაც სარგებლობაში ჰქონდა ის მიწა, რომელსაც ჯ-----ეები ო-----------ის სიძეს - ბ------ ბ----–--ეს ედავებიან და რომელზეც ქობულეთის შემოვლითი გზა გავიდა. ო-----------ეს სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათგან ერთ-ერთს, ბ------ს მეუღლეს დაუტოვა თავისი ქონება, მათ შორის ის მიწაც, რომლითაც სარგებლობდა. ი-------ის სიკვდილის შემდეგ ბ------მ განაგრძო მიწის დამუშავება, თესავდა სიმინდს, ამზადებდა შეშას. მოწმის სარგებლობაში არსებული ნაკვეთი ამ ნაკვეთის მოსაზღვრედაა და ხშირად ხედავდა ამ პროცესს. ბ----–--ე ხან თავად მუშაობდა ნაკვეთში, ხან მუშებს ქირაობდა და ამუშავებდა. უშუქობის პერიოდში, ამ მიწაზე, რომელსაც მდინარე ჩამოუდის, მიკრო ჰესის მშენებლობაც განიზრახეს მან და ბ------მ, მხარი აუბა სოფლის მოსახლეობამაც, პირველადი სამუშაოები ჩაატარეს, არხი გათხარეს, ქვები ჩაყარეს და წყალი დააგუბეს, მაგრამ უსახსრეობის გამო მეტი ვეღარ შეძლეს და იდეა სისრულეში ვერ მოიყვანეს. რაც შეეხებათ ჯ-----ეებს, გ-----ეს და ბ-----ეს, მოწმისთვის გაუგებარია რატომ გამოთქვამენ პრეტენზიას ამ მიწაზე. მათ აიღეს კომპენსაცია იმ მიწებზე, რომელსაც ფლობდნენ და ამუშავებდნენ, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და შეედავენ ბ----–--ეს მისივე სარგებლობაში არსებულ ნაკვეთშიც, 40000 ლარის მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჩივრის შეტანით დაემუქრნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაესწრო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლების მისვლის, აზომვების ჩატარების პროცესს, რა დროსაც სხვებთან ერთად მანაც დაუდასტურა ამ ნაკვეთით ბ------ ბ----–--ის სარგებლობის ფაქტი, მაგრამ აქტზე ხელი მხოლოდ რ---–---- ბ----–--ემ მოაწერა. ესეც საკმარისიაო, ასე აუხსნეს და თვითონ ხელმოწერით აღარ დაუდასტურებია იგივე გარემოება.

 

41. მოწმე რ---–---- კ----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მიწა, რომელზეც ჯ-----ეები გამოთქვემენ პრეტენზიას და საკომპენსაციო თანხის მიკუთვნებას ითხოვენ, არა მათი, არამედ სოფ. ბობოყვათში მცხოვრები ი------- ო-----------ის სარგებლობაში იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სიძე - ბ------ ბ----–--ე აგრძელებდა ამ ნაკვეთის დამუშავებას და მოსავლის მოყვანას. ხან თავად ხნავდა და თესავდა, ხან დაქირავებულ მუშებს იყენებდა. მართალია, ჯ-----ეები ამ მიწის ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ მათ სხვა ადგილას ჰონდათ ყანა. ერთ ხანს ეცადნენ კიდეც სადავო მიწაზე ფეხის მოკიდებას, მაგრამ ბ------მ არ მისცა ამის საშუალება, ნაღობი მოუშალა, რასაც მოწმეც ესწრებოდა და გააფრთხილა სხვა ადგილას მდებარე მიწებზე მოეყვანათ მოსავალი. ბ----–--ის რუსეთში წასვლის შემდეგ, ბ------ს მითითებით მისი ახლობლები და მეზობლები, მათ შორის თავად კ----ე, ასრულებდნენ ამ ნაკვეთში სამუშაოებს, ურეკავდნენ და ნაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებს უთანხმებდნენ ბ------ს. 90-იანი წლების ბოლოს, უშუქობის პერიოდში იმ ნაკვეთზე ჰესის მშენებლობაც წამოიწყეს ბ------ს ხელმძღვანელობით, თუმცა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელეს.

 

42. მოწმე კ--- ო-----------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ი------- ო-----------ე მისი ბიძა იყო. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ ი-------ი დაეპატრონა იმ მიწებს, რომელზეც შემოვლითმა გზამ გაიარა. ეს ტერიტორია ციხისძირსა და ბობოყვათს შორის მდებარეობს, ამ სოფლებს შორის საზღვარი დადგენილი არ არის. ო-----------ე ამ მიწაზე შეშას ჭრიდა, სიმინდს თესავდა, ზამთრის სარჩოს იღებდა. ჯ-----ებიდან ერთ-ერთი ძმა, ზუსტად ვერ იხსენებს რომელი, თავისი ტრაქტორით ემსახურებოდა ხოლმე და მიწას უხნავდა. ჯ-----ეების როლი ამ მიწაზე ამით შემოიფარგლებოდა, მათ ამ ტერიტორიის ზემოთ ჰქონდათ საყანე მიწა სარგებლობაში. ი-------ის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახლ-კარი და მიწა, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საკუთრების უფლებით არ ფლობდა, დარჩა მის ქალიშვილს და სიძეს - ბ------ ბ----–--ეს. ბ------მ განაგრძო ამ მიწებით სარგებლობა, მოსკოვში წასვლის შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და პატრონობდა სახლ-კარსაც და მიწებსაც, ეხმარებოდნენ ახლობლებიც.

 

43. მოწმე ე------ მ-------ემ მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა სადავო მიწით ბ------ ბ----–--ის სარგებლობის ფაქტი. ამ უკანასკნელს ყანა და სათიბი ჰქონდა იმ ადგილას, ქირაობდა მუშებს და ამუშავებინებდა ნაკვეთს. მცირე ხნით მიწა "ათხოვა" ჯ-----ეებს, მაგრამ ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, იკამათეს და ბ------მ "გაუშვა" ისინი ამ მიწიდან. ჯ-----ეები თავად მ-------ესაც ედავებოდნენ მისივე ნაკვეთს. ბ------ს მიერ კომპენსაციის აღების შემდეგ მასთან დაიწყეს დავა. ერთ-ერთმა მათგანმა, ს---–----მ ან შ-----მ, ზუსტად ვერ იხსენებს რომელმა, პირადად უთხრა მ-------ეს, რომ ბ------ს 3000 ლარი უნდა მიეცა მათთვის. მართალია, მიწა მისია, მაგრამ მეც ხომ მათხოვა ცოტა ხნით და ამიტომ წილი მეც მეკუთვნისო, ასე განუცხადა ჯ-----ემ.

 

44. მოწმე დ--------------–მა განმარტა, რომ ბ------ ბ----–--ე სიმამრის დანატოვარ მიწას პატრონობდა, ამუშავებდა, ყანას თესავდა. ჰყავს "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანა და ხშირად დახმარებია ბ----–--ეს მოსავლის დაბინავებაში, აზოტიც აატანინა. 2000-იანი წლების დასაწყისში მცირე ჰესის მშენებლობასაც აპირებდა ამ ნაკვეთზე ბ------ და სოფლის მოსახლეობაც მხარს უჭერდა. მოსკოვში წასვლის შემდეგ, დაახლოებით 4-5-ჯერ ჩამოდიოდა წელიწადში, პატრონობდა სახლ-კარსაც და მიწასაც. შემდეგ კი მის მიწაზე ავტობანი გავიდა.

 

45. მოწმე ა------ ვ---–----ემ საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ მუშაობდა ციხისძირის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. ადასტურებს, რომ ციხისძირსა და ბობოყვათს შორის საზღვარი დადაგენილი არ არის. იცის, რომ ბ------ ბ----–--ის სიმამრი სარგებლობდა სადავო მიწებით, მათი მამა-პაპისეული იყო. თავად ბ------ მივიდა მასთან, როგორც კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან ამ მიწების იჯარით გადაცემა მოითხოვა, ძველი საბუთიც წარუდგინა, თუმცა უარი მიიღო, რადგან იმ მომენტისთვის კოლმეურნეობებს მიწის იჯარით გაცემა არ შეეძლოთ. იცის, რომ ბ----–--ემ ბობოყვათის კოლმეურნეობის თავმჯდომარესაც მიმართა იგივე მოთხოვნით. თავისი თვალით არ დაუნახავს, მაგრამ გადმოცემით იცის, რომ ბ------ ამუშავებდა ამ მიწებს. ჯ-----ეები და ბ-----ეები ამ ნაკვეთთან დაკავშირებული რაიმე მოთხოვნით, მასთან, როგორც კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან, არ მისულან.

 

46. მოწმე მ---------------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს სოფ. ბობოყვათში და კარგად იცნობს ბ------ ბ----–--ეს და მის ოჯახს. იცის ის ტერიტორიაც, რომელიც სარგებლობაში ჰქონდა ჯერ ი------- ო-----------ეს, შემდეგ მის სიძეს ბ------ ბ----–--ეს ავტობანის გასვლამდე. ეს ნაკვეთი ესაზღვრება მის ნაკვეთს, ნაკვეთების დამუშავებაში ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თუ საკმარისი არ იქნებოდა ეს, ჯ-----ეებს და გ-----ეებს ქირაობდნენ დასახმარებლად. ეს უკანასკნელები არასდროს ფლობდნენ ამ მიწებს, მათ სხვაგან აქვთ საყანე ფართობი გამოყოფილი, თუმცა კომპენსაციის მიღების შემდეგ ბ------ს შეედავენ და თანხა მოითხოვეს. უშუქობის პერიოდში ბ------ს თაოსნობით მოფლის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მცირე ჰესის აშენებად გეგმავდა, მიიყვანეს ამწე, მიიტანეს მილები და გარკვეული სამუშაოები ჩაატარეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ უსახსრობის გამო მშენებლობის გაგრძელება ვერ შეძლეს. საერთოდ არ ჩანდნენ და არ ფიგურებდნენ ამ დროს ჯ-----ეები ამ მიწებთან დაკავშირებულ საკითხებში. 2005 წლამდე ი------- ოროპირიძის სიცოცხელში და მისი გარდაცვალების შემდეგაც ბ------ ბ----–--ე სარგებლობდა ამ მიწით. ოროპირიძეს ვაჟი არ ჰყავდა, სამი ქალიშვილი ჰყავდა და ბ------ ეხმარებოდა ყოველთვის, შემდეგ თავისი ქონება, ბ------ს მეუღლეს - ნინო ო-----------ეს დაუტოვა. შესაბამისად, მიწებით სარგებლობა ბ------ს ოჯახმა განაგრძო. რუსეთში წასვლის შემდეგ ის ხშირად ჩამოდიოდა და "თავს არ ანატრებდა" ბობოყვათელებს, მუშაობდა, შრომობდა, მეზობლები და ახლობლებიც ეხმარებოდნენ. საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისას, როდესაც ხდებოდა მოსარგებლეთა დადგენა, მიწების აზომვა, მოწმეც იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე სოფლის მოსახლეობასთან ერთად და მანაც დაუდასტურა სოფლის რწმუნებულს ი-–----------ეს, რომ ნამდვილად ბ------ ბ----–--ე სარგებლობდა მითითებული მიწით.

 

47. მოწმე ა--------------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ მიწით, რომელზეც ავტობანმა გაიარა და ბ------ ბ----–--ემ კომპენსაცია აიღო, შემდეგ კი ჯ-----ეები შეედავენ, ნამდვილად ბ----–--ე სარგებლობდა. ამ მიწის დამუშავებისას არაერთხელ დახმარებია თვითონაც, ასევე მეზობლები რ---–---- კ----ე, გიორგი ცივაძე. პირადად უნახავს როგორ მუშაობდა ბ----–--ე ამ მიწაზე. გადმოცემით იცის, რომ ბ------მ ერთ ხანს სათიბი ჯ-----ეებს "ათხოვა", მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ერთამანეთში და ისევ ბ------მ დაიწყო მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა. ეს ფაქტი კარგა ხნით ადრე იყო, ვიდრე ამ ტერიტორიაზე ავტობანი გაივლიდა. ბოლო წლებში მიწით ისევ ბ------ს ოჯახი სარგებლობდა. 2006 წლის შემდეგ, მართალია, ის რუსეთში წავიდა, მაგრამ ხშირად ჩადიოდა ბობოყვათში, პატრონობდა ქონებას, მათ შორის ამ მიწასაც. ბ------ს მამა მერაბიც ხშირად უნახავს ამ ნაკვეთში მოწმეს.

 

48. მოწმე ო--------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბ------ ბ----–--ე მისი მეზობელია. ადასტურებს, რომ სწორედ ეს უკანასკნელი სარგებლობდა ბობოყვათის და ციხისძირის საზღვარზე მდებარე ნაკვეთით, რომელზეც შემოვლითმა გზამ გაიარა. ი------- ო-----------ის გარდაცვალების შემდეგ, ბოლოს კი 2010 -2011 წლებში არაერთხელ დახმარებია ბ----–--ეს ამ ნაკვეთის დამუშავებაში, შეშის მოჭრაში. ამიტომ საგზაო დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლების ნაკვეთში გასვლის და აღწერისას, სოფლის რწმუნებულს ი-–----------ეს დაუდასტურა ამ ნაკვეთით ბ------ ბ----–--ის სარგებლობის ფაქტი.

 

49. ბ------ ბ----–--ის მიერ სადავო ტერიტორიით სარგებლობის ფაქტი დაადასტურეს ასევე მოწმედ დაკითხულმა ზვიად ზოიძემ,თენგიზ ბ----–--ემ, გელა ცივაძემ.

 

50. ბრალდებულმა ს---–----- კ---–--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებული ბ------ ბ----–--ე მისი მეუღლის დის ქმარია, ი------- ო-----------ე კი სიმამრი იყო ორივესთვის. სწორედ ეს უკანასკნელი სარგებლობდა იმ ნაკვეთით, რომელზეც ჯ-----ეებმა დაიწყეს დავა კომპენსაციის გაცემის შემდეგ. ი-------ს სამი ქალიშვილი ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ სამმა დამ გადაწყვიტა ერთ-ერთისთვის, ნინოსთვის, რომლებიც ორი დისგან განსხვავებით ისევ სოფლად ცხოვრობდა, დაეთმოთ მამის დანატოვარი ქონება, სახლ-კარი, მიწები. შესაბამისად, ნინომ და მისმა მეუღლემ - ბ------ ბ----–--ემ განაგრძეს ი-------ის დანატოვარი ქონების პატრონობა, სარგებლობა მიწებით. დათესეს ყანა, შეშას ჭრიდნენ და ზამთრისთვის იმარაგებდნენ. რუსეთში წასვლის შემდეგაც, ბ------ პერიოდულად ჩამოდიოდა ბობოყვათში, თავადაც მუშაობდა და მუშებსაც ქირაობდა მიწის დამუშავებისთვის, ტრაქტორს ქირაობდა და ყანას ათესინებდა. 2013 წლამდე, შემოვლითი გზის გასვლამდე, სწორედ მათ სარგებლობაში იყო სადავო ტერიტორია და ოჯახის ყველა წევრმა, ასევე მთელმა ბობოყვათმა იცოდა ამის შესახებ. როდესაც გაირკვა, რომ ამ ადგილას შემოვლითი გზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მიწით მოსარგებლეებს კი სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდიდა, რუსეთიდან ბ----–--ემ საქართველოში მყოფ თავის მეუღლეს - ნინო ო-----------ეს მისცა მინდობილობა მისი სახელით ეწარმოებინა ურთიერთობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, მაგრამ მალე შვილიშვილი შეეძინათ, აუცილებელი გახდა ნინოს მოსკოვში გამგზავრება და ამ უკანასკნელმა თავის დას, კ---–--–--ის მეუღლეს მიმართა თხოვნით მის სახლზე გაფორმებულიყო მინდობილობა. თ----- ო-----------ემ კი, რომელიც პედაგოგია, დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და გაუჭირდებოდა ბიუროკრატიულ პროცესებში ჩართვა, მეუღლეს სთხოვა დახმარებოდა ბ----–--ეების ოჯახს. სწორედ ამიტომ მოხდა ს---–----- კ---–--–--ისთვის ბ------ს მიერ მინდობილობის მიცემა. რაც შეეხება თავად საკომპენსაციო თანხას, ის უშუალოდ ბ----–--ემ მიიღო. ამდენად, მიიჩნევს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მიწით, რომელზეც კომპენსაცია მიიღო, ნამდვილად ი------- ო-----------ის, შემდეგ კი ბ------ ბ----–--ის ოჯახი სარგებლობდა, რაც კარგად იყო მისთვის ცნობილი და დაადასტურა კიდეც დემარკაციის აქტზე ხელმოწერებით.

 

51. მოწმე თ----- ო-----------ემ დაადასტურა მინდობილობასთან დაკავშირებით ს---–----- კ---–--–--ის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები. მანვე სასამართლოს განუმარტა, რომ ს---–----- კ---–--–--ე მისი მეუღლეა, ბ------ ბ----–--ე კი - დის, ნინო ო-----------ის ქმარია. სოფელ ბობოყვათში გაიზარდა ორ დასთან ერთად და კარგად ახსოვს, როგორ შრომობდა მამა - ი------- ო-----------ე იმ მიწაზე, რომელზეც შემოვლითმა გზამ გაიარა და კომპენსაციის თანხა ბ------ ბ----–--ემ მიიღო . მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს, სამივე დამ გადაწყვიტა, რომ მშობლების დანატოვარ სახლს და ნაკვეთებს ნინო და ბ------ უპატრონებდნენ. განსხვავებით ორი დის ოჯახისგან, ისინი იმავე სოფელში ცხოვრობდნენ, მშობლების სიცოცხლეშიც ეხმარებოდნენ მათ. ნაკვეთი, რომლითაც ო-----------ეები სარგებლობდნენ ბ------ ბ----–--ის ოჯახის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიას წარმოადგენდა. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ბ------მ და ნინომ ჩაიბარეს მშობლების ქონება და განაგრძეს მიწით სარგებლობა. ჰქონდათ სათიბი, ამზადებდნენ თივას პირუტყვის გამოსაკვებად, სიმინდს თესავდნენ და შეშას ეზიდებოდნენ.თავადაც მუშაობდნენ, ხშირად მუშებს ქირაობდნენ, მეზობლებიც ეხმარებოდნენ. იგივე გაგრძელდა ბ------ს მოსკოვში წასვლის შემდეგაც. ის პერიოდულად ჩადიოდა სოფელში, პატრონობდა მიწას, მისი არყოფნისას ძმა, ხან ბიძაშვილები მუშაობდნენ, ყანას იღებდნენ, ბალახს თიბავდნენ. ასე გაგრძელდა 2013 წლამდე - აღნიშნულ ტერიტორიაზე ქობულეთის შემოვლით გზის გასვლამდე.

 

52. ანალოგიური განმარტებები მისცეს სასამართლოს და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა ნ-------------------- ო-----------ეებმა.

 

53. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით - მინდობილობის გაცემის პროცესის ვიდეოჩანაწერით, მისი დათვალიერების ოქმით, 2013 წლის 17 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის ასლით, რომლითაც ბ------ ბ----–--ემ ს---–----- კ---–--–--ეს მიანიჭა მისი სახელით ეწარმოებინა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოქმედებები; ნინო ო-----------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ შსს მომსახურების სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, ნინო ო-----------ემ 2013 წლის 19 მაისს (მინდობილობის გაცემიდან ორ დღეში) დატოვა საქართველო - დასტურდება ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებში მითითებული გარემოებები.

 

54. დაცვის მხარის მირ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმების თანახმად, რომლებიც თარიღდება 2014 წლის 18 სექტემბრით და 2014 წლის 16 ოტომბრით და ს---–----- კ---–--–--ესთან და მის ადვოკატთან დ----- საფარიძესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ შპს "გოლდენ-სერვისის "სპეცია-–--ტი მ------- ანანიძე, ასევე მ------- მ-------ე, ე------ კ---–--–--ე და კ--- ო-----------ე, ადგილმდებარეობის დამდგენი ტექნიკური საშუალების GPS 60CS-ს გამოყენებით, დათვალიერდა 2013 წლამდე ბ------ ბ----–--ის სარგებლობაში არსებული ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს სოფ. ციხისძირის და სოფ. ბობოყვათის საზღვარზე და რომელზეც მიმდინარეობდა საავტომობილო გზის მშენებლობა. დათვალიერებაში მონაწილე მ------- მ-------ის, ე------ კ---–--–--ის, კ--- ო-----------ის განმარტებით ამ ნაკვეთს ი------- ო-----------ე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისივე სიძე ბ------ ბ----–--ე ამუშავებდა, მოყავდა სიმინდი, იღებდა თივას, ჭრიდა შეშას. ოქმს ერთვის აზომვითი და ორთონახაზები.

 

55. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით ირკვევა, რომ არ არსებობს ინფორმაცია სოფ. ბობოყვათსა და სოფ. ციხისძირს შორის არსებულ საზღვრებთან დაკავშირებით.

 

56. ბრალდებულმა რ---–---- ბ----–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ბ------ ბ----–--ე მისი ბიძაშვილია. მიწა, რომლის თაღლითურად დაუფლებასაც ედავებიან, ბ------ს სიმამრის - ი------- ო-----------ის წინაპრებს ეკუთვნოდათ, რასაც საარქივო ცნობებიც მოწმობს. მაგრამ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიწები ჩამოერთვათ და კოლექტივს გადაეცა. სადავო მიწა სოფ. ბობოყვათსა და სოფ. ციხისძირს შორის გამავალი მდინარის ნაპირებზეა შეფენილი. კოლექტივის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან ო-----------ემ დაიბრუნა მიწები, რაშიც ბ------ც დაეხმარა. დაიწყეს სარგებლობა, ყანა ჰქონდათ, სათიბი. უშუქობისას, ამ ნაკვეთზე და მდინარეზე მიკრო ჰესის მშენებლობაც გადაწყვიტა ბობოყვათის მოსახლეობამ ბ------ ბ----–--ის თაოსნობით, თუმცა უსახსრობის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. ო-----------ის გარდაცვალების შემდეგ ბ------მ განაგრძო მისი დანატოვარი ქონების პატრონობა, მათ შორის მიწისაც. რუსეთში წასვლის შემდეგაც ის სარგებლობდა ამ მიწით, ეხმარებოდნენ მეზობლები, ახლობლები, ქირაობდა მუშებს. ამიტომ როდესაც გაირკვა, რომ ამ ადგილას შემოვლით გზას უნდა გაევლო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს დაუდასტურა, რომ მითითებული ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთით ბ------ ბ----–--ე სარგებლობდა. მოაწერა ხელი ყველა შესაბიმის დოკუმენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დაეთანხმება წარდგენილ ბრალდებას როგორც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ისე თაღლითობაში დახმარების ნაწილში.

 

57. 2014 წლის 18 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ბრალდებული ბ----–--ის ადვოკატმა დ----- ჩავლეიშვილმა, სპეცია-–--ტის მ------- ანანიძის, მოქალაქეების - ე------ კ---–--–--ის, ე------ მ-------ის, ა--------------–---–ის, მ---------------–---–ის, ბრალდებულ რ---–---- ბ----–--ის მონაწილეობით, ადგილმდებარეობის დამდგენი ტექნიკური საშუალების GPS 60CS-ს გამოყენებით, დაათვალიერა ბ------ ბ----–--ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი. დათვალიერების შედეგები ასახულია ოქმში, რომელსაც ერთვის სიტუაციური გეგმა.

 

58. ბრალდებულმა ი-–----------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მუშაობდა სოფ. ბობოყვათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნაკვეთით, რომლის თაღლითურად დაუფლებასაც ედავებიან ბ------ ბ----–--ეს, მას კი თაღლითობაში დახმარებას, ავტობანის გასვლამდე ნამდვილად ბ------ ბ----–--ის ოჯახი სარგებლობდა. აღნიშნული გარემოება დაუდასტურა სოფ, ბობოყვათის მოსახლეობამ, რომლებიც იმ დროს, როდესაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ათვალიერებდნენ მიწებს, ადგენდნენ მოსარგებლეებს, ატარებდნენ აზომვებს, - თვალყურს ადევნებდა და მონაწილეობდა ამ პროცესში. ამდენად, მან ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლის სიყალბესაც ედავება სახლემწიფო ბრალდება, შეიტანა სწორი მონაცემები, სოფლის მოსახლეობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამ წესით მოხდა არა მხოლოდ ბ----–--ის, არამედ სხვა ნებისმიერი მოსარგებლის დადგენა, რომელზეც შემდეგ კომპენსაცია გაიცა. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ქობულეთის შემოვლითი გზა გადიოდა, კარგად იყო ცნობილი ბობოყვათის და ციხისძირის მოსახლეობისთვის. პირველადი აზომვების ჩატარების მომენტიდანვე, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა წითელი ნიშნულებით საგზაო დერეფნის მონიშვნა. აბსოლუტურად ყველას და მით უფრო დაინტერესებულ პირებს, ადვილად შეეძლოთ ამ ნიშნულების დანახვაც და დროული ინფორმირებაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსი, რომ ჰქონდათ პრეტენზია ამა თუ იმ ნაკვეთთან დაკავშირებით და დავის დროულად წამოწყება. ჯ-----ეებს, გ-----ეს და ბ-----ეს, რომელიც სადავო ტერიტორიის თავზე ცხოვრობენ და ფაქტიურად გადაჰყურებენ ამ მიწებს, შეეძლოთ ნიშნულების დანახვაც და დავის არსებობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ინფორმირება, რაც არ გაუკეთებიათ. იმ დროისთვის, როდესაც უშუალოდ ამ მიწებზე ხდებოდა საგზაო დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომების მიერ ერთობლივი მუშაობა, სოფლის ათეულობით მოსახლის თანდასწრებით, ჯ-----ეები, გ-----ე და ბ-----ე საერთოდ არ გამოჩენილან და არც თავისი პრეტენზიის შესახებ განუცხადებიათ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მ-------ე აღარ შეადგენდა ურთიერთშედარების და დემარკაციის აქტებს, ამ ნაკვეთთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შეჩერდებოდა სიტუაციის გარკვევამდე და არც კომპენსაცია ჩაერიცხებოდა ბ----–--ეს. მათ დავა დაიწყეს მთელი ამ პროცესის დასრულების შემდეგ, რის გამოც მ-------ეს არ ჰქონდა უკვე რეაგირების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

 

59. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის - შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის სადავო საკითხთა შემსწავლელი დრობითი კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის N26 ოქმის თანახმად, რომელიც თარიღდება 2013 წლის 12 სექტემბრით, დაკმაყოფილდა ს---–------------ის, შ-------------ის, ზ-------------ის, რ------------ის, თ------------------ის, მ-------------ის განცხადებები და დაუდასტურდათ ს---–------------ეს - 4396 კვ.მ. ზ-------------ეს - 980 კვ.მ; რ------------ეს - 8------------------------------------------------------------------------–---------------------- კვ.მ ნაკვეთებით სარგებლობა.

 

60. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით - განცხადებებით, გეგმა-ნახაზებით, ცნობებით დასტურდება, რომ ჯ-----ეებმა, ბ-----ემ და გ-----ემ მხოლოდ 2013 წლის სექტებრის თვიდან დაიწყეს მოქმედება ზემოქმედების არეალში მოხვედრილ, თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებზე კომპენსაციის მისაღებად.

 

61. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდებულად ცნობილი პირების დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

62. ბრალდების მხარის მტკიცებულებებს წარმოადგენს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ნაწილი საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, საქმეზე გამოძიება დაიწყო მათი განცხადების საფუძველზე და ისინი ცალსახად და კატეგორიულად მიუთითებენ რომ მიწა, რომელზეც სახელმწიფომ გასცა კომპენსაცია შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, მათი სარგებლობის ქვეშ იყო და არა ბ------ ბ----–--ის. ბრალდების მხარის მოწმეთა ნაწილი კი აბსოლუტურად ობიექტურად და მიუკერძოებლად აღწერს მათთვის ცნობილ და საქმესთან კავშირში არსებულ გარემოებებს. სწორედ მათი ჩვენებების ობიექტური ანალიზი გამორიცხავს ბრალდების მხრის ვერსიის გაზიარების შესაძლებლობას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2013 წლის 30 აგვისტოს შედგენილ მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დრობითი სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და რომელიც ბრალდების მხარის ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს. მოწმეები - შ-----, ს---–----, თ----------, მ-------------ეები, რ------------ე, ზ-------------ე ჩვენებებში მათი პოზიციის დასადასტურებლად სწორედ ამ აქტს იშველიებენ, როგორც ოფიციალურად შექმნილი კომისიის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან დოკუმენტს, დაფუძნებულს უშუალოდ ადგილზე ჩატარებული დათვალიერების შედეგებზე. თუმცა, კომისიის წევრების ი----------------ს, თ----------------ის, მ------–--–----ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ კომისიას არ დაუთვალიერებია და აქტი არ შეუდგენია იმ ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც კომპენსაცია უკვე გაცემული იყო ბ------ ბ----–--ეზე. დათვალიერება მოიცავდა მხოლოდ "არაკომპენსირებულ, თავისუფალ" მიწას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდნენ ჯ-----ეები, გ-----ე და ბ-----ე. მხოლოდ ამ უკანასკნელთა მონაწილეობით დათვალიერების ჩატარება, მეორე მხარის დასწრების და მონაწილეობის გარეშე, სწორედ იმით ახსნა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა ი----------------მ, რომ მათ მიერ ჩატარებული მოქმედება და მიღებული დოკუმენტი არ იყო კავშირში ბ----–--ეებთან და იმ მიწის ნაკვეთთან, რომელზეც მათ უკვე აღებული ჰქონდათ კომპენსაცია. კომისიის უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ნაკვეთების მოსარგებლეთა დადგენით, რომელზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ ჰქონდა გაცემული კომპენსაცია. ამდენად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის 30 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტი ვერ იქნება განხილული, როგორც ბრალდების მხარის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება, პირიქით - ის ამყარებს დაცვის მხარის არგუმენტებს და პოზიციას.

 

63. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრების, ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის რომელ სოფლებზე და კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე გაივლიდა შემოვლითი გზა, მოსახლეობისთვის ცნობილი იყო, სულ მცირე, ერთი წლით ადრე კომპენსაციების გაცემამდე. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ პროცესში, 2011-2012 წლებში მოხდა საგზაო დერეფნის მონიშვნა ყველასათვის თვალსაჩინო ნიშნებით, ალმებით, წითელი საღებავებით და შემდეგ უკვე ადგილზე ჩასული კონტრაქტორი ფირმის შპს "ბითის" თანამშრომლების უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მოსარგებლეთა ვინაობის გარკვევა, აზმოვების ჩატარება, ხეხილის აღრიცხვა. როგორც ციხისძირის, ისე ბობოყვათის მოსახლეობა ჩართული იყო ამ მოქმედებებში და შესაბამისად, არ იყო რთული ამ სოფლების მცხოვრებთათვის ინფორმაციის მიღება რომელი მათგანის საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაივლიდა გზა. წითელი ნიშნულები დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ადგილზე და თვალსაჩინო იყო ყველასთვის. მოწმედ დაკითხულმა ჯ-----ეებმა, ბ-----ემ და გ-----ემ განმარტეს, რომ სავარაუდოდ იცოდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ნაკვეთებზე შემოვლითი გზის გასვლის შესახებ, თუმცა არც ნიშნულები შეუმჩნევიათ და არც მოსახლეობასთან ერთად ადგილზე რამდენჯერმე მისული საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ მათივე განმარტებით, ცხოვრობენ ძალიან ახლოს სადავო მიწასთან, შემაღლებულ ადგილზე და დაბლობში არსებული ნაკვეთი შესანიშნავად ჩანს. აღნიშნული მოწმეების განმარტებით, ისინი ელოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რწმუნებულის მისვლას და კონკრეტულ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მათ სარგებლობაში არსებულ მიწებს შეეხებოდა საქმე და მოემზადებინათ დოკუმენტაცია კომპენსაციის მისაღებად. თუმცა, მათივე ჩვენებების თანახმად, რწმუნებულმა ვ---–----ემ არა მათ, არამედ რუსეთში მყოფ ბ------ ბ----–--ეს დაურეკა და შეატყობინა ამ მიწაზე ავტობანის გავლის და მოსარგებლისთვის კომპენსაციის გამოყოფის შესახებ, რასაც ბ----–--ის ჩამოსვლა და ამ თანხის მისაღებად ყველა შესაბამისი პროდეცურის გავლა მოჰყვა. ჩნდება კითხვა, რატომ შეატყობინა ვ---–----ემ სხვა სოფლის მკვიდრს და იმ მომენტისთვის ქვეყანაში არმყოფ ბ----–--ეს ეს ინფორმაცია და არა მეზობლად მცხოვრებ ჯ-----ეებს, გ-----ეს და ბ-----ეს, თუ მიწის ნაკვეთით მოსარგებლე არა ბ----–--ე, არამედ ეს უკანასკნელების იყვნენ.

 

64. საგულისხმოა თავად ვ---–----ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ორაზროვანი ჩვენება იმის შესახებ, რომ არ იცის რომელ ნაკვეთებთან დაკავშირებით გასცა ცნობები ჯ-----ეებზე, გ-----ესა და ბ-----ეზე სარგებლობის ფაქტის შესახებ; არ ახსოვს ეს კომპენსაციის გაცემამდე მოხდა თუ შემდეგ; არ იცის 2010 წლამდე ვინ სარგებლობდა ამ მიწით; რომ მონაწილეობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი დროებითი კომისიის მუშაობაში, როდესაც კომისია ადგილზე გავიდა და დაათვალიერა მიწის ნაკვეთი და დათვალიერებულ იქნა სადავო ტერიტორია და არა ე.წ. "არაკომპენსირებული"ნაკვეთი (რაც ცალსახად განმარტეს კომისიის სხვა წევრებმა), რომ არ ახსოვს მიუხედავად მონაწილეობისა რატომ არ აწერს აქტს ხელს და ა.შ.

 

65. ბრალდების მხარე საკუთარი პოზიციის დაფიქირებისას, ისევე, როგორც საქმის განხილვის მთელი პროცესის განმავლობაში, განსაკუთრებით აპელირებდა სადავო მიწის ნაკვეთის და ჯ-----ეების, გ-----ის და ბ-----ის საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სიახლოვეზე, როგორც ამ მიწით სწორედ ამ ექვსი ოჯახის სარგებლობის დამადასტურებელ გარემოებაზე. მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით, ცხადია, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ბ----–--ის და სხვათა მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას და ვერ იმსჯელებს ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლების სიახლოვის გამო ჯ-----ეების მხრიდან ამ ნაკვეთის უპირობოდ სარგებლობის ფაქტის დადგენილად მიჩნევის შესახებ, თუ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდება ეს. ნებისმიერი მოქალაქე არა მხოლოდ მეზობლად, არამედ სხვა ტერიტორიულ ერთეულში, სულ სხვა ქალაქსა თუ სოფელში, მოშორებით მდებარე რეგიონში შესაძლოა სარგებლობდეს ან საკუთრებაში გააჩნდეს უძრავი ქონება, მათ შორის მიწის ნაკვეთი და ტერიტორიული სიახლოვე არ ქმნის დამაბრკოლებელ ან ხელშემწყობ პირობებს საამისოდ.

 

66. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც ბრალდების მხარე უსვამდა ხაზს, როგორც დაცვის მხარის ვერსიის გაზიარების გამომრიცხველ გარემოებას, მდგომარეობს მასში, რომ დაცვის მხარე და მისი მოწმეები საუბრობდნენ სადავო მიწის ნაკვეთის ი------- ო-----------ის წინაპრების მიერ ფლობის ფაქტზე. მათი განმარტებით, საბჭოთა წყობის დამყარებამდე ეს ტერიტორიები ი------- ო-----------ის მამა-პაპას ეკუთვნოდა, იწოდებოდა, როგორც "ო-----------ის მიწა". საბჭოთა წყობის დასრულების და კოლექტივის დაშლის შემდეგ კი, როგორც უპირატესი უფლების მქონემ ისევ ო-----------ის შთამოვალმა დაიკავა და დაიწყო მისი დამუშავება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულები და დაცვის მხარის მოწმეები მოვლენათა თანმიმდევრობის სწორედ ასეთ სქემაზე საუბრობდნენ, თუმცა მხოლოდ თანმიმდევრობაზე და არა იმ ფაქტზე, რომ რადგან მიწა მამა-პაპისეული იყო, სწორედ ო-----------ის ოჯახის წევრებს უნდა მიეღოთ მასზე კომპენსაცია. ამდენად, ბრალდების მხარის ინტერპრეტაცია არასწორია და სასამართლოს წინაშე დაკითხული დაცვის მხარის არც ერთი მოწმე არ მიუთითებდა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით, ბ----–--ის მიერ კომპენსაციის მიღების მართებულობაზე. ამ გარემოებასთან ერთად ყველა მათგანი ცალსახად აღნიშნავდა, რომ კოლექტივის დაშლის შემდეგ მიწა სარგებლობაში დაიბრუნა ო-----------ემ, ამუშავებდა, თესავდა სიმინდს, იღებდა მოსავალს და ჰქონდა სათიბი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქალიშვილის და სიძის ოჯახმა განაგრძო სარგებლობა და სარჩოს მიღება ამ მიწიდან. დაკითხული მოწმეების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათი ჩვენებების მიხედვით, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ოქრქოპირიძესთან, შემდეგ კი ბ----–--ესთან ერთად ამ ნაკვეთის დამუშავებასა და მოსავლის აღებაში. რაც შეეხებათ ჯ-----ეებს, მოწმეთა ჩვენებების ერთი ნაწილი განმარტავს, რომ ჯ-----ეები მხოლოდ როგორც დაქირავებული მუშახელი რამდენჯერმე დაეხმარენენ ბ----–--ეს ნაკვეთის დამუშავებაში, ნაწილი მიუთითებს, რომ ჯ-----ეებს ბ----–--ემ მცირე ხნით დაუთმო ნაკვეთი, თუმცა იმის გამო, რომ მათ შეთანხმების დარღვევა და ნაკვეთის დასაკუთრება მოინდომეს, ბ------მ "გაუშვა" ისინი ამ მიწიდან. მოწმეთა განმარტებით, ეს არ მომხდარა შემოვლითი გზის გავლის წინა პერიოდში და კარგა ხნით ადრე ქონდა ამ ფაქტს ადგილი. ამის შემდეგ ისევ ბ----–--ემ განაგრძო მიწით სარგებლობა 2013 წლამდე - ამ ტერიტორიაზე შემოვლითი გზის გასვლამდე.

 

67. საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება: თავად მოწმედ დაკითხული ჯ-----ეები, გ-----ე და ბ-----ე ადასტურებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროებითი კომისიის მიერ ნაკვეთის დათვალიერების და აქტის შედგენის შემდეგ, მათზე, როგორც მიწით მოსარგებლეებზე კომპენსაციის გამოყოფის და მიღების ფაქტს. მიწა, რომელზეც კომპენსაცია მიიღეს, იმ ტერიტორიას ესაზღვრებოდა, რომელზეც ბ------ ბ----–--ის სარგებლობა დაადგინეს და კომპენსაციაც გამოუყვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტია, რომ ბ----–--ემ არა მთლიან ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ ნაწილზე მიუთითა, როგორც თავისი სარგებლობის ქვეშ არსებულზე. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოდავე მხარე ჯერ კიდევ არ არსებობდა, ცხადია, არაკეთილსინდისიერი და უფრო მეტიც - დანაშაულებრივი განზრახვის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო ამ მიწებზეც გამოეთქვა პრეტენზია და კომპენსაციის მიღება მოეთხოვა, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

68. ბრალდების მხარემ სასამართლოს მტკიცებულებებად წარმოუდგინა გამომძიებლის მიერ ჯ-----ეების, ბ-----ის და გ-----ის მონაწილეობით ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, რომელთა მიხედვით, გამომძიებელმა მხოლოდ ამ პირების მითითებით, იმ მომენტისთვის უკვე გამოკვეთილად არსებული მოდავე მხარის - ბ----–--ეების მონაწილეობის გარეშე დაათვალიერა სადავო ტერიტორია და ოქმში ასახა უშუალოდ ჯ-----ეების, გ-----ის და ბ-----ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დათვალიერებისას არ გამოყენებულა ადგილმდებარეობის უტყუარად დასადგენად "ჯპს" პროგრამა, ნაკვეთი არ აზომილა, ფართობი, რომელსაც თავისი სარგებლობის ქვეშ არსებულად უთითებდნენ მასში მონაწილე პირები, დადგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული ოქმების გამოყენება და გაზიარება, როგორც წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა, სასამართლოს მიერ ვერ მოხდება.

 

69. ბრალდების მხარე სადავოდ ხდიდა ბ------ ბ----–--ის რუსეთში წასვლის შემდეგ სადავო ნაკვეთით სარგებლობის ფაქტს. დაცვის მხარის ყველა მოწმემ ამ პერიოდთან დაკავშირებით ჩვენების მიცემისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბ----–--ე ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, პატრონობდა ქონებას, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთს. მისით სარგებლობა არც ამ დროისთვის შეუწყვეტია. მისი არყოფნისას ნაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებს ტელეფონით უთანხმებდნენ, ახლობლები და მეზობლები ეხმარებოდნენ მიწის დამუშავებაში, ქირაობდა მუშებს. ბრალდების მხარე აპელირებდა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებდა ბ----–--ის მიერ 2006 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლის სულ რამდენიმე შემთხვევას, თუმცა სასამართლოსთვის უცნობია ასეთი ინფორმაცია. ბ------ ბ----–--ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ რაიმე დოკუმენტი ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. მტკიცებულება კი, რომელიც არ გამოკვლეულა საქმის ასრებითი განხილვისას საფუძვლად ვერ დაედება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

70. ბრალდების მხარე ი-–----------ეს, როგორც ბობოყვათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ედავება წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულს -თაღლითობაში დახმარებას და პირადი მოტივით ყალბი დოკუმენტის შედგენას, თუმცა რომელი მტკიცებულება მიუთითებს სხვა ბრალდებულებთან რაიმე სახის წინასწარი შეთანხმების არსებობას, რა ინტერესი უნდა ქონოდა ი-–----------ეს ეს მიწის ნაკვეთი უსაფუძლოდ მიეჩნიათ ბ----–--ის სარგებლობაში არსებულად და შემდეგ ამ უკანასკნელს სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია მიეღო, - არც ბრალდების მხარეს განუმარტავს და სასამართლოსთვისაც უცნობია. უფრო მეტიც, ბრალდების მხარეს არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო განხილვისას გაუმახვილებია ყურადღება ბრალდების შემადგენელი ელემენტის "პირადი ინტერესის" არსებობის დამადასტურებელი ინფორმაციის მოძიებასა და გამოკვლევაზე, არც დასკვნით სიტყვაში უმსჯელია ამ მაკვალიფიცირებელი ნიშნის თაობაზე. კონკრეტულად რა პირადი მოტივები გააჩნდა ბრალდებულ მ-------ეს ბ------ ბ----–--ისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, აბსოლუტურად გაურკვეველია ბრალდების ფორმულირების მიხედვით და ასეთადვე დარჩა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ. სასამართლო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება - რამდენიმე ათეული მოწმის ჩვენება, საკმაოდ მოცულობითი წერილობითი ინფორმაცია არ შეიცავს რაიმე მინიშნებასაც კი, არათუ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რაიმე სახის პირადი ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით ბრალდებულის მხრიდან ბ------ ბ----–--ესთან მიმართებაში. მტკიცებულებათა გამოკვლევისას ბრალდების მხარის მიერ მოწმეთათვის დასმული არც ერთი შეკითხვა არ შეეხებოდა ასეთი პირადი მოტივის არსებობის გარკვევას. ამდენად, რა მიზეზები არსებობდა, რატომ უნდა ყოფილიყო მ-------ე დაინტერესებული ბ----–--ისთვის უპირატესობის მინიჭებით, ბრალდება და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არაფერს ამბობენ.

 

71. თავად ბრალდებული მ-------ის განმარტებით, მისი, როგორც ბობოყვათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ დემარკაციის აქტსა და სხვა დოკუმენტებზე ხელმოწერა, რომლის სიყალბესაც ედავება ბრალდების მხარე, განპირობებული იყო იმით, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ მიწით ბ----–--ის სარგებლობის ფაქტი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გასულს, ადგილზე მყოფმა ბობოყვათის მაცხოვრებლებმა დაუდასტურეს სადავო მიწით ბ------ ბ----–--ის სარგებლობა. ამდენად, მან ოფიციალურ დოკუმენტებში, შეიტანა სწორი მონაცემები, სოფლის მოსახლეობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა რამდენიმე მოწმემ დაადასტურა ი-–----------ისთვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი ნაკვეთით ბ------ ბ----–--ის სარგებლობის თაობაზე. ამ წესით მოხდა არა მხოლოდ ბ----–--ის, არამედ სხვა ნებისმიერი მოსარგებლის დადგენა, რომელზეც შემდეგ კომპენსაცია გაიცა. იმ დროისთვის, როდესაც უშუალოდ ამ მიწებზე ხდებოდა საგზაო დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლების მიერ ერთობლივი მუშაობა, სოფლის ათეულობით მოსახლის თანდასწრებით, ჯ-----ეები, გ-----ე და ბ-----ე საერთოდ არ გამოჩენილან და არც თავისი პრეტენზიის შესახებ განუცხადებიათ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მ-------ე აღარ შეადგენდა ურთიერთშედარების და დემარკაციის აქტებს, ამ ნაკვეთთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შეჩერდებოდა სიტუაციის გარკვევამდე და არც კომპენსაცია ჩაერიცხებოდა ბ----–--ეს. ამდენად, ბრალდების მხარის აპელირება იმაზე, რომ მ-------ე დამნაშავეა, რადგან არ შეხვდა და არ მოისმინა ჯ-----ეების, გ-----ის და ბ-----ის განმარტებები და პრეტენზიები მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, საფუძველშივე მცდარია, რადგან ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც მოსახლეობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მ-------ემ ხელი მოაწერა ოფიციალურ დოკუმენტებს, ცნობილი იყო მისთვის ამ მიწაზე მოდავე სხვა პირების შესახებ. მ-------ე განმარტავს, რომ საერთოდ არ იცნობდა და ურთიერთობა არ ჰქონია სოფ. ციხისძირში მცხოვრებ ჯ-----ეებთან, გ-----ესა და ბ-----ესთან და არც გააჩნდა ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე ამ პირების პრეტენზიასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯ-----ეებმა, გ-----ემ და ბ-----ემ მთელი ამ პროცესის დასრულების და კომპენსაციის გაცემის შემდეგ გამოთქვეს პრეტენზია მიწის თაობაზე. შესაბამისად, გაურკვეველია ბრალდების მხარის მითითება მ-------ის უპირობო ვალდებულებაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერამდე შეხვედროდა და გაეთვალისწინებინა ამ პირთა პრეტენზიები.

 

72. ბრალდების მხარის კიდევ ერთი არგუმენტი, რომლის მ-------ის საწინააღმდეგოდ გამოყენებასაც ცდილობდა, ესაა თუ რატომ მოხდა ბობოყვათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ სოფ. ციხისძირში მდებარე ნაკვეთებზე სარგებლობის ფაქტის დადასტურება. ბრალდების მხარე უპირობოდ დადგენილად მიიჩნევს სადავო ნაკვეთების ციხისძირში მდებარეობას მაშინ, როდესაც არ გააჩნია ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. დაცვის მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილები, რომლებითაც დასტურდება დაცვის მხარის განმარტება, რომ არ არსებობს ინფორმაცია სოფ. ბობოყვათსა და სოფ. ციხისძირს შორის არსებულ საზღვრებთან დაკავშირებით. ამდენად, საზღვარი ამ ორ სოფელს შორის ოფიციალურად დადგენილი არ არის და ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია მუნიციპალიტეტის გამგეობას. დაკითხული მოწმეები სოფლებს შორის არსებულ საზღვრებთან დაკავშირებით, ანალოგიურ განმარტებებს აკეთებდნენ და მიუთითებდნენ, რომ მხოლოდ პირობითი საზღვრები იციან, ოფიციალური საზღვარი არ არსებობს. ამდენად, სახეზეა ბრალდების მხარის გაჟღერებული, მაგრამ შესაბამისი მტკიცებულებებით არგამყარებული კიდევ ერთი პოზიცია ბრალდებულების საწინააღმდეგოდ.

 

73. რაც შეეხებათ ბრალდებულებს რ---–---- ბ----–--ეს და ს---–----- კ---–--–--ეს, ორივე მათგანი ჩვენებებში ცალსახადა მიუთითებს, რომ მათთვის კარგად იყო ცნობილი სადავო ტერიტორიით ბ------ ბ----–--ის ოჯახის სარგებლობის შესახებ, ამიტომ დაადასტურეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან აღნიშნული გარემოება დოკუმენტებზე ხელმოწერით, რომ რაიმე სახით ინფორმაციის დამახიჯებას, მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. კ---–--–--ემ მხოლოდ დახმარება გაუწია საზღვაგარეთ მყოფ ნათესავს კანონით მასზე მიკუთვნებული საკომპენსაციო თანხის მიღებაში და სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, ბ------ ბ----–--ის სახელით მოაწერა ხელი შესაბამის აქტებს.

 

74. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

75. სასამართლო განმარტავს, რომ მას არ შეუძლია დადგენილად მიიჩნოს 17195 კვ. მ. მიწის ნაკვეთით ჯ-----ეების, გ-----ის და ბ-----ის, ან ბ------ ბ----–--ის მიერ ფლობის და სარგებლობის ფაქტი. სასამართლო მოვალეა მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, მიიღოს გადაწყვეტილება დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარის ვერსიის საპირისპიროდ, ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის თვალში გააჩინა ეჭვი ბრალდების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ნამდვილად ის პირი სარგებლობდა მითითებული მიწით, რომელმა მიიღო კიდეც კომპენსაცია სახელმწიფოსგან და მოტყუებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენას ადგილი არ ჰქონია და არა ის პირები, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდება მიუთითებს ასეთებად. ცალსახად და დამაჯერებად რაიმე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ მიეცა. სისხლის სამართლის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

76. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

77. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

78. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

79. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

80. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

81. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

82. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ------ ბ----–--ის, რ---–---- ბასილაზის, ს---–----- კონცალიზის, ი-–----------ის ბრალდების დადასტურება.

 

83. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

84. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ------ ბ----–--ის, რ---–---- ბ----–--ის, ს---–----- კონცალიძის, ი-–----------ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში, რის გამოც ბ------ ბ----–--ე, რ---–---- ბ----–--ე, ს---–----- კონცალიძე, ი-–----------ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული: ბ------ ა---------–ის ძე ბ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბ------ ბ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

2. ბრალდებული: ს---–----- თ------- ძე კ---–--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს---–----- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას თ----- ო-----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ------–----------------------------------------------------–--------------------------------–------------------–--------------------------------------------------------------------------------------- – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. ბრალდებული: რ---–---- ა-–-- ძე ბ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

რ---–---- ბ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ი---- ბ----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ------–------------–------------------------------------------–--------------------------------–------------------–--------------------------------------------------------------------------------------- - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. ბრალდებული: ი-–- მ-----–ის ძე მ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ი-–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანებს (ი-–----------ეს - 2500 ლარის და დ----- ბ----–--ეს - 2500 ლარის ოდენობით), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულებს ი-–----------ეს, რ---–---- ბ----–--ეს, ს---–----- კ---–--–--ეს და ბ------ ბ----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნივთმტკიცებად ცნობილი - ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხის მე-5 პუნქტში მითითებული დოკუმენტები, რომლებიც ერთვის საქმეს - დარჩეს საქმესთან, მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი