გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 2/254-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ს-----------
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - ლ------------–--ე;
წარმომადგენელი - ა-- ჩ------;
მოპასუხე - შპს ,,ს---------–-----–-------–-------“;
მოპასუხე - შპს „ს---------–-----–-------–-------ს“ ფ--–---–-------------–--–ი;
წარმომადგენელი - ბ---- ს--–---–---–-;
დავის საგანი - ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად ცნობა, სახელფასო დავალიანების გადახდევინება, კომპენსაციის ა--ზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 აღიარებული იქნას შპს „ს---------–-----–-------–-------“ ფილიალს საქართველოში და ლ------------–--ეს შორის 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად;
1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ სახელფასო დავალიანების 5500.25 ლარის ა--ზღაურება;
1.3. მოპასუხეებს დაეკისროთ 2018 წლის 15 მარტის მდგომარეობით, ხელფასის დაგვიანებით გაცემის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული 0.07%-ის სახით 1811.42 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხეებს დაეკისროთ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 4000 ლარის გადახდა.
1.5. მოპასუხებს დაეკისროთ 2018 წლის 10 მარტის შემდგომ დავალიანების თანხების დაგვიანებით გაცემის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული 0.07%-ის 6.75 ლარის გადახდა ვალდებულების სრულ დაფარვამდე.
მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 24 ნოემბერს მასსა და შპს „ს---------–-----–-------–-------ს ფ--–---–-------------–--–ი” შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 3 თვის საგამოცდო ვადით, ხელშეკრულების შესაბამისად ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 2500 ლარით (დარიცხული). ხელშეკრულება მხარეებს შორის გაგრძელდა 3 თვის შემდეგაც. ხშირად რამდენიმე თვის დაგვიანებით, თუმცა სრული ოდენობით იღებდა ხელფასს 2017 წლის ივნისამდე. ფილიალის დირექტორის მიერ ივნისის თვეში გამოცემული იქნა ბრძანება შემცირებული სამუშაო გრაფიკის შემოღებასთან დაკავშირებით, რითაც ცალმხრივად შეცვლილი იქნა ხელშეკრულების არსებითი პირობები, რაც მისთვის ცნობილი გახდა მიმდინარე წლის იანვრის თვეში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 02 ოქტომბერს ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება მოპასუხესთან, რომლის შესახებაც ლ------------–--ისთვის ცნობილი გახდა იანვრის შუა რიცხვებში, ამის შემდეგ მომრიგებელი პროცედურები დაიწყო მოპასუხესთან და 2018 წლის 17 იანვრიდან არ ახორციელებს საქმიანობას, გამოიყენა გაფიცვის უფლება. მიაჩნია, რომ მოპასუხემ ცალმხრივად შეუწყვიტა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება, შეუცვალა ხელშეკრულების არსებითი პირობები, დაგვიანებით ურიცხავდა ხელფასს, რის გამოც დარღვეულია მისი უფლებები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება არ წარმოადგენს განუსაზღვრელი ვადით დადებულს, 2017 წლის ივლისიდან საწარმო იმყოფებოდა იძულებითი მოცდენის პირობებში, შესაბამისად შემცირებული იქნა როგორც სამუშაო დროის გრაფიკი, ისე ასა--ზღაურებელი ხელფასის ოდენობა. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხელშეკრულება დადებული იყო საავტომობილო გზის ს------------გ-------–----- მშენებლობის მთელ პერიოდზე და იგი შეწყდა 2017 წლის 02 ოქტომბერს შპს „ს---------–-----–-------–-------“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ს----------- გ-------–----- 11,5 კმ საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების დამკვეთის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ. მიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 24 ნოემბერს შპს „ს---------–-----–-------–-------ს ფ--–---–-------------–--–ი და ლ------------–--ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 3 თვის საგამოცდო ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. 2015 წლის 24 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება. ( ს.ფ 22-34)
2. მხარეთა ახნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 13 ნოემბრის მთავარი სხდომის ოქმი);
3.1.2. შრომითი ხელშეკრულების 1.6 პუნქტის თა--ხმად, იმ შემთხვევაში თუ კი საგამოცდო ვადის დასრულებამდე არცერთმა მხარემ არ გამოთქვა ხელშეკრულების გაუქმების ან ხელშეკრულებაში ცვლილების სურვილი, ხელშეკრულება ჩაითვლება გაგრძელებულად საავტომობილო გზის ს------------გ-------–----- მშენებლობის მთელ პერიოდზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. 2015 წლის 24 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება. ( ს.ფ. 22-34)
3.1.3. ლ------------–--ესთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდა საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. მხარეთა ახნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 13 ნოემბრის მთავარი სხდომის ოქმი);
3.1.4.შპს „ს---------–-----–-------–-------“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ს----------- გ-------–----- 11,5 კმ საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ, შეწყვეტილი იქნა დამკვეთის მიერ 2017 წლის 02 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 13 ნოემბრის მთავარი სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ------------–--ესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 24 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს განუსაზღვრელი ვადით დადებულს.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თა--ხმად, საგამოცდო ვადით დადებული ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ვადის დასრულებამდე არცერთმა მხარემ არ გამოთქვა ხელშეკრულების გაუქმების ან ხელშეკრულებაში ცვლილების სურვილი, ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად საავტომობილო გზის ს------------გ-------–----- მშენებლობის მთელ პერიოდზე.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის 12 პუნქტი ითვალისწინებს იმ გამონაკლისებს, როცა შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადება, სხვა შემთხვევაში თუ ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლ------------–--ე მოპასუხესთან შრომით ურთიერთობისას მოქმედებდა, როგორც იურისტი უფლებამისილი პირის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, რაც დასტურდება ასევე ფილიალის დირექტორის მიერ სხვადასხვა დროს გაცემული რწმუნებულებებით (ს.ფ. 55-56).
მხარეთა შორის 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 1.6. პუნქტით ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა საავტომობილო გზის ს------------გ-------–----- მშენებლობის პერიოდით, გარდა ამისა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის 13 პუნქტის თა--ხმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთა--ვე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
3.2.2 ლ------------–--ე მოპასუხესთან 2015 წლის 24 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში იმყოფებოდა 2017 წლის 02 ოქტომბრამდე, ვიდრე ამავე თარიღით შპს “ს---------–-----–-------–-------“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ცალმხრივად შეუწყვეტდა 2013 წლის 12 დეკემბერს ს------------გ-------–----- საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას. 2017 წლის 02 ოქტომბრის შემდეგ ლ------------–--ე აგრძელებდა საქმიანობას ფილიალში, ისე რომ მისთვის ინფორმაცია 2017 წლის 02 ოქტომბერს კონტრაქტორთან - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელს მისთვის არ მიუწოდებია. დამკვეთის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ლ------------–--ის ინფორმირებულობის შესახებ რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ხოლო ის გარემოება, რომ ლ------------–--ე 2017 წლის 02 ოქტომბრის შემდეგაც 2018 წლის 17 იანვრამდე აგრძელებდა შრომით ურთიერთობას მოპასუხესთან დასტურდება საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებებით და ფილილის დირექტორის ა-–--------------–-------- წერილით, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით. (ს.ფ. 46-47; 53-54)
3.2.3 ლ------------–--ესა და შპს „ს---------–-----–-------–-------ს ფილიალს“ შორის შეთანხმება 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 იანვრამდე ლ------------–--ის მიერ გაწეული შრომის ა--ზღაურების შესახებ არ დადებულა.
3.2.4. 2017 წლის ივლისიდან საწარმოს იძულებითი მოცდენის პირობებში ყოფნის ფაქტს ადგილი არ ქონია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის გა--წილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ა--ზღაურების სა--ცვლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის გა--წილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი გა--პირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის გა--წილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათა--ბარი შესაძლებლობები გა--პირობებს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლ------------–--ესა და შპს „ს---------–-----–-------–-------ს ფილიალს“ შორის 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 იანვრამდე ლ------------–--ის მიერ გაწეული შრომის ა--ზღაურების შესახებ შეთანხმების არსებობის და საწარმოს იძულებითი მოცდენის პირობებში ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
3.2.5 ლ------------–--ის ყოველთვიური ა--ზღაურება (დარიხცული ხელფასი) შეადგენს 2500 ლარს, რაც დასტურდება როგორც მხარეთა შორის 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ასევე შპს „ს---------–-----–-------–-------ს“ ფილიალის დირექტორის ა----–-------- მიერ გაცემული N15/11-2017 ცნობით ხელფასის შესახებ. (ს.ფ. 336) აღნიშნულის საწინააღმდეგო მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
3.3.6 ლ------------–--ემ დამსაქმებელს თანხმობა განუცხადა შემცირებული ხელფასი მიეღო მხოლოდ 2017 წლის ოქტომბრის თვის, შეთანხმებული ხელფასის 70%-ის ოდენობით, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
3.2.7. მოსარჩელე ლ------------–--ეს არ ერიცხებოდა ხელფასი შეთანხმებული ოდენობით და კანონით დადგენილ ვადაში. კერძოდ:
2015 წლის ნოემბრის თვის ხელფასი 500 ლარის ოდენობით ჩაერიცხა 23 დღის დაგვიანებით, დაყოვნებული თანხის პროცენტმა შეადგინა შეადგინა 8.05 ლარი;
2015 წლის დეკემბრის თვეში უნდა ა--ზღაურებოდა 2000 ლარი, ჩაერიცხა 1913.04 ლარი, დეკემბრის თვის სახელფასი დავალიანება შეადგენს 86.96 ლარს + ნოემბრის თვის დაყოვნებული თანხის პროცენტი 8.05 ლარი = 95.01 ლარს.
2016 წლის იანვრის თვეში უნდა ა--ზღაურებოდა 2095.01 ლარი, მაგრამ 17 დღის დაგვიანებით 2016 წლის 17 თებერვალს ჩაერიცხა 1555.56. ლარი. იანვრის თვის ხელფასის დაყოვნების პროცენტმა ფაქტიურად შეადგინა 23.80 ლარი, მოსარჩელის მოთხოვნაა 18.51 ლარი. ასა--ზრაურებელი თანხა შეადგენს 2095.01 ლარს მინუს 1555.56 ლარი = 539.45 ლარს,რასაც უნდა დაემატოს იანვრის თვის დაყოვნების მოთხოვნილი თანხა 18.51 ლარი, ჯამში დავალიანება შეადგენს 557.96 ლარს.
2016 წლის თებერვლის თვეში უნდა ა--ზღაურებოდა 2557.96 ლარი, მაგრამ 15 დღის დაგვიანებით 2016 წლის 15 მარტს ჩაერიცხა 2000 ლარი. ჩასარიცხ 2557.96 ლარს უნდა გამოვაკლოთ ჩარიცხული 2000 ლარი = 557.96 ლარს, რასაც უნდა დაემატოს თებერვლის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 21 ლარი. ასა--ზღაურებელი თანხა ჯამში შეადგენს 578.96 ლარს.
2016 წლის მარტის თვეში უნდა ა--ზღაურებოდა 2578.96 ლარი, მაგრამ 14 დღის დაგვიანებით 2016 წლის 14 აპრილს ჩაერიცხა 2138.10 ლარი. მარტის თვის დაყოვნების თანხა 19.60 ლარს უნდა დაემატოს ასა--ზრაურებელ 2578.96 ლარს - ა--ზღაურებელი 2138.10 ლარი = 345.85 ლარს, ჯამში მარტის თვის დავალიანება შეადგენს 365.45 ლარს.
2016 წლის აპრილის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2365.45 ლარი, მაგრამ 20 დღის დაგვიანებით 2016 წლის 20 მაისს ჩაერიცხა 2290 ლარი. აპრილის თვის დაყოვნების თანხას 28 ლარს (მოთხოვნა 32.06 ლარი) დაემატოს ასა--ზრაურებელ 2365.45 ლარს - ა--ზღაურებელი 2290 ლარი = 75.45 ლარი, ჯამში აპრილის თვის დავალიანება შეადგენს 103.45 ლარს.
2016 წლის მაისის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2103.45 ლარი. 27დღის დაგვიანებით 2016 წლის 27 ივნისს ჩაურიცხეს 2322.22 ლარი. ჩარიცხულ თანხას 2322 ლარს უნდა გამოაკლდეს ასა--ზღაურებელი 2103.45 ლარი= 218.77, რასაც უნდა გამოაკლდეს მაისის თვის ხელფასის დაყოვნებული თანხა 27 დღეზე 37.80 ლარი (მოთხოვნა 43.88 )= ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს 180.77 ლარს.
2016 წლის ივნისის თვეში ჩაერიცხა 2000 ლარი 31 დღის დაგვიანებით 2016 წლის 01 აგვისტოს, ივნისის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა შეადგენს 43.40 ლარს.
ზედმეტად ჩარიცხულ 180.77 ლარს უნდა გამოვაკლოთ დაყოვნების თანხა 43.40 ლარი =137.37 ლარს, რაც წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულს.
2016 წლის ივლისის თვეში ჩაერიცხა 2000 ლარი 23 დღის დაგვიანებით 2016 წლის 23 აგვისტოს. ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა შეადგენს 32.20 ლარს. ზედმეტად ჩარიცხულ 137.37 ლარს უნდა გამოვაკლოთ დაყოვნების თანხა 32.20 ლარი =105.17 ლარს, რაც წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულს.
2016 წლის აგვისტოს თვეში ჩაერიცხა 2173.91 ლარის ოდენობით. ზედმეტად ჩარიცხული თანხა შეადგენს 105.17 + 173.91 ლარი = 279.08 ლარს.
2016 წლის სექტემბრის თვეში ჩაერიცხა 2000 ლარი. ზედემტად ჩარიცხული თანხა შეადგენს 279.08 ლარს.
2016 წლის ოქტომბრის თვეში უნდა ჩარიცხვოდა 2000 ლარი, ჩაერიცხა 1963.18 ლარი.ზედმეტად ჩარიცხულ 279.08 ლარს უნდა გამოვაკლოთ 2000 ლარს - 1963.18 ლარის სხვაობა 36.82 ლარი = 242.26 ლარს, რაც წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულს.
2016 წლის ნოემბრის თვეში ჩაერიცხა 2138.08 ლარი 2016 წლის 01 დეკემბერს, ზედმეტად ჩარიცხული თანხა შეადგენს 138.08 ლარს + 242.26 ლარი = 380.34 ლარს.
2016 წლის დეკემბრის თვის ხელფასი ჩაერიცხა 2000 ლარი. ზედმეტად ჩარიცხული თანხა შეადგენს 380.34 ლარს.
2017 წლის იანვრის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 1619.66 ლარს = იანვრის თვის დაყოვნების თანხა 50.40 = 1670.06 ლარი. ჩაერიცხა 2545 ლარი 2017 წლის 9 მარტს 36 დღის დაგვიანებით, დაყოვნებულმა თანხამ შეადგინა 50.40 ლარი, (მოსარჩელის მოთხოვნაა 64.13 ლარი). იანვრის თვეში ჩარიცხულ 2545 ლარს უნდა გამოაკლდეს 1670.06 ლარი = 874.94 ლარს,რაც წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულ თანხას.
2017 წლის თებერვლის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2000 ლარს - 874.94 ლარი + თებერვლის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 12.60 ლარი = 1137.66 ლარი ჩაერიცხა 2000 ლარი 09 დღის დაგვიანებით 2017 წლის 09 მარტს. 2000 ლარს - 1137,66 ლარის სხვაობა შეადგენს 862.34 ლარს, რაც წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულ თანხას.
2017 წლის მარტის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2000 ლარს - 862.34 ლარი + მარტის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 124.60 (მოთხოვნა 127.27) ლარი = 1262.26 ლარი, ჩაერიცხა 2042.86 ლარი 89 დღის დაგვიანებით 2017 წლის 28 ივნისს. 2042.86 ლარს მინუს 1262.26 ლარის სხვაობა = 780.60 ლარს, რაც წარმოადგენს ზედემტად ჩარიცხულ თანხას.
2017 წლის აპრილის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2000 ლარს მინუს 780.60 ლარი + აპრილის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 119 ლარი (მოთხოვნა 128.58 ლარი)= 1338.4 ლარი, ჩაერიცხა 2161.11 ლარის ოდენობით 85 დღის დაგვიანებით 2017 წლის 24 ივლისს. 2161.11 ლარს უნდა გამოაკლდეს 1338.4 ლარი = 822.71 ლარს, , რაც წარმოადგენს ზედემტად ჩარიცხული თანხას.
2017 წლის მაისის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2000 ლარს მინუს 822.71 ლარი + მაისის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 95.20 ლარი = 1272.49 ლარს, ჩაერიცხა 2000 ლარი 68 დღის დაგვიანებით 2017 წლის 07 აგვისტოს. 2000 ლარს უნდა გამოაკლდეს 1272.49 ლარი = 727.51 ლარს, რაც წარმოადგენს ზედემტად ჩარიცხულ თანხას.
2017 წლის ივნისის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2000 ლარს მინუს 727.51 ლარი + ივნისის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 116.20 (მოთხოვნა 132.97 ლარი) =, 1388.69 ლარი. ჩაერიცხა 1863.64 ლარის ოდენობით, 68 დღის დაგვიანებით 2017 წლის 22 სექტემბერს. 1863.64 ლარს უნდა გამოვაკლოთ 1388.69 ლარი = 474.95 ლარს, რაც წარმოადგენს ზედემტად ჩარიცხულ თანხას.
2017 წლის ივლისის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2000 ლარს მინუს 474.95 ლარი + ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 79.80 ლარი = 1525.05 ლარი, ჩაერიცხა 2000 ლარი 57 დღის დაგვიანებით 2017 წლის 26 სექტემბერს. 2000 ლარს უნდა გამოაკლდეს 1525.05 ლარი = 474.95 ლარს, რომელიც წარმოადგენს ზედემტად ჩარიცხულ თანხას.
2017 წლის აგვისტოს თვეში უნდა აენაზღაურებინათ 2000 ლარს მინუს 474.95 ლარი + აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 65.80 (მოთხოვნა 177.76 ლარი)= 1590.85 ლარი, ჩაერიცხა 954.55 ლარის ოდენობით 47 დღის დაგვიანებით 2017 წლის 17 ოქტომბერს. 1590 ლარს უნდა გამოაკლდეს 954.55 ლარი = 636.3, რაც წარმოადგენს ასა--ზღაურებელ თანხას.
2017 წლის სექტემბრის თვეში უნდა ჩარიცხვოდა 2636.3 ლარს + სექტემბრის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა ფაქტობრივად 112 ლარი (მოთხოვნა 158.72 ლარი) = 2748.3 ლარი, ჩაერიცხა 1250 ლარი 80 დღის დაგვიანებით 2017 წლის 19 დეკემბერს. 2748.3 ლარს უნდა გამოაკლდეს 1250 ლარი = 1498.3 ლარს, რაც წარმოადგენს ასა--ზღაურებელ თანხას.
2017 წლის ოქტომბრის თვეში უნდა აენაზღაურებინათ შეთანხმებული 1400 ლარი, რასაც უნდა დაემატოს დავალიანება 1498.3 ლარი და ოქტომბრის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 117.60 ლარი (მოთხოვნა 144.55 ლარი), = 3015.9 ლარი. მოსარჩელეს ჩაერიცხა 1336 ლარი 84 დღის დაგვიანებით 2017 წლის 23 იანვარს. 3015.9 ლარს უნდა გამოვაკლოთ 1336 ლარი = 1679.90 ლარს, რაც წარმოადგენს ასა--ზღაურებელ თანხას.
2017 წლის ნოემბრის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 3679.90 ლარს + ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა 75.60. (მოთხოვნა 94.05 ლარი) = 3755.50 ლარი, ჩაერიცხა 1560 ლარი 54 დღის დაგვიანებით 2018 წლის 23 იანვარს. 3755.50 ლარს უნდა გამოვაკლოთ 1560 ლარი = 2195.90 ლარს, რაც წარმოადგენს ასა--ზღაურებელ თანხას.
2017 წლის დეკემბრის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 4195.50 ლარს + დეკემბრის თვის ხელფასის დაყოვნების თანხა, რაც ფაქტობრივად შეადგენს 103.60 ლარს (მოთხოვნა 106.40 ლარი) = 4299.10 ლარი. ჩაერიცხა 1000 ლარი 74 დღის დაგვიანებით 2018 წლის 15 მარტს. 4299.10 უნდა გამოაკლდეს 1000 ლარი = 3299.10 ლარი, რაც წარმოადგენს ასა--ზღაურებელი თანხას.
2018 წლის იანვრის თვეში უნდა აენაზღაურებინათ 4299.10 ლარს + იანვრის თვის დაყოვნების თანხა სარჩელის შემოტა--მდე ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა 47 დღეზე, ფაქტობრივად 65.80 ლარი (მოთხოვნა 32.90 ლარი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თა--ხმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დაყოვნების თანხა 32.90 ლარი უნდა დაემატოს უკვე არსებულ დავალიანებას, რაც შეადგენს 4332 ლარს, ანუ ასა--ზღაურებელ თანხას. საიდა--ც სახელფასო დავალიანება შეადგენს 3018.86 ლარს, დაყოვნების 0.07% შეადგენს 1313.86 ლარს. სახელფასო დავალიანების 3018.86 ლარის 0.07% შეადგენს 2.11 ლარს, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს ყოველთვიურად დაწყებული 2018 წლის 19 მარტიდან ვალდებულების სრულად დაფარვამდე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კონსტიტუცია, ევროპის სოციალური ქარტია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით, შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ა--ზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
6.2 სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ა--ზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
6.3. ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.
სასამართლოს მოსაზრებით, ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს.
6.4. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ა--ზღაურების სა--ცვლოდ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თა--სწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
6.5 საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, შრომის ა--ზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, შრომის ა--ზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
6.6. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ა--ზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
6.7 საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თა--ხმად შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
გ) სამუშაო ადგილი; დ) თა--მდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ა--ზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგა--კვეთური სამუშაოს ა--ზღაურების წესი; ზ) ა--ზღაურებადი და ა--ზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.
6.8. საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისათვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის ხელშეკრულების არსებით პირობებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლაზე არ შეთანხმებულან გარდა ოქტომბრის თვის ა--ზღაურებისა. კერძოდ, ლ------------–--ემ მოპასუხეს თანხმობა განუცხადა მხოლოდ 2017 წლის ოქტომბრის თვის ხელფასი გაცემულიყო მასზე შეთანხმებული ხელფასდის 70%-ის ოდენობით.
6.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულებები არ სრულდებოდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
დადგენილია, რომ ლ------------–--ეს არ ერიცხებოდა ხელფასი დათქმული ოდენობით, ხელშეკრულებით არ იყო კონკრეტულად განსაზღვრული შრომის ა--ზღაურების წესი, ხელშეკრულების 3.4.4 პუნქტი ითვალისწინებს ზოგადად დამსაქმებლის ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებულის შრომის დროული ა--ზღაურება. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თა--ხმად, შრომის ა--ზღაურება უნდა მომხდარიყო თვეში ერთხელ და არა მომდევნო თვის ბოლო რიცხვებში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს, როგორც სახელფასო დავალიანება, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
6.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თა--ხმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის არგუმენტაცია, რომ მას არ ქონდა არა--ირი ვალდებულება ეცნობებინა დასაქმებულისთვის სამუშაოს დასრულება საფუძველს მოკლებულია ხელშეკრულების დათქმული პირობიდან (ხელშეკრულების 1.6. პუნქტი) გამომდინარე და ეწინააღმდეგება ვალდებულების შესრულებისა და კონტრაქტორ მხარესთან ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა კეთილსინდისიერება.
ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 იანვრამდე, ლ------------–--ე ისე აგრძელებდა საქმიანობას ფილიალში, რომ მას ინფორმაცია 2017 წლის 02 ოქტომბერს კონტრაქტორთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელმა არ მიაწოდა. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 იანვრამდე გაწეული სამუშაოს ღირებულება 2017 წლის 02 ოქტომბრამდე მოქმედი ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით, ანუ დარიცხული 2500 ლარის ოდენობით.
6.11 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თა--ხმად, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. შესაბამისად მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საწარმო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხედ მითითებული შპს „ს---------–-----–-------–-------ს ფ--–---–-------------–--–ი“ წარმოადგენს უცხოური კომპანია შპს „ს---------–-----–-------–-------ს“ მიერ დაარსებულ ფილიალს, რომელიც არ არის იურიდიული პირი. შესაბამისად, მოსარჩელესთან მიმართებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფილიალის დამაარსებელ შპს „ს---------–-----–-------–-------“.
6.12 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოსარჩელე ლ------------–--ე უფლებამოსილია მოსთხოვოს შპს „ს---------–-----–-------–-------“ სახელფასო დავალიანების სახით 3018.86 ლარის, ხელფასის დაყოვნების 0.07% -ის სახით 1313.86 ლარის ა--ზღაურება.
სახელფასო დავალიანების 3018.86 ლარის 0.07% შეადგენს 2.11 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს ყოველთვიურად დაწყებული 2018 წლის 19 მარტიდან ვალდებულების სრულად დაფარვამდე.
6.13 საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ------------–--ესა და შპს „ს---------–-----–-------–-------“ შორის 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მასსა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.14 საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არა--კლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არა--კლებ 2 თვის შრომის ა--ზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ------------–--ესა და შპს „ს---------–-----–-------–-------“ შორის 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით. მხარეთა შორის 2015 წლის 24 ნოემბერს დადებული წერილობითი ხელშეკრულების თა--ხმად, ამ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2017 წლის 02 ოქტომბერს. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსარჩელე აგრძელებდა საქმიანობას 2018 წლის 17 იანვრამდე, თავისი განმარტებით, ვიდრე არ გამოიყენა გაფიცვის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტს ადგილი არ აქვს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ამ საფუძვლით მისთვის 2 თვის კომპენსაციის ა--ზღაურების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უარი ეთქვა ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარებაზე შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, მოპასუხე შპს „ს---------–-----–-------–-------“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 129.98 ლარის გადახდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591 -ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 მოპასუხე შპს „ს---------–-----–-------–-------“ ლ------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელფასო დავალიანების 3018.86 ლარის ა--ზღაურება;
1.2. მოპასუხე შპს „ს---------–-----–-------–-------“ ლ------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 15 მარტის მდგომარეობით, ხელფასის დაგვიანებით გაცემის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული 0.07%-ის სახით 1313.86 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე შპს „ს---------–-----–-------–-------“ ლ------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 19 მარტის შემდგომ დავალიანების თანხების დაგვიანებით გაცემის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული 0.07%-ის 2.11 ლარის გადახდა ვალდებულების სრულ დაფარვამდე;
1.4. უარი ეთქვას მოსარჩელეს შპს „ს---------–-----–-------–-------“ ფილიალს საქართველოსთან 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარებაზე.
1.5. უარი ეთქვას მოსარჩელეს კომპენსაციის სახით 4000 ლარის ა--ზღაურებაზე.
2. მოპასუხე შპს „ს---------–-----–-------–-------“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 129 ლარის და 98 თეთრის გადახდა.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა