გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5436-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 20-- წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - შპს ,-------------------------------–---------–-----
წარმომადგენელი - რ----–----------–---
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - თ-------------–---–----
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სარჩელის მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13მარტის №4----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს,,--------’ 16.01.2013 წლის №------- და 20.02.2013 წლის №------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 184-200).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20--წლის 03 აპრილის №-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,--------’ 201- წლის 12 დეკემბრის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 184-200).
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13 ნოემბრის №------- ბრძანება ,,შპს,,--------’ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 184-200).
1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს შპს ,,--------’ 16.01.2013წლის №------- და 20.02.2013 წლის №------- განცხადების, ასევე 201-წლის 12დეკემბრის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,--------’ მიერ შეძენილ, ქ.თბილისში, ს--------------------–- მდებარე №-1.1--1-.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 1---კვ.მეტრი საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის მისაკუთვნებელი მიწის ფართობის განსაზღვრისა და აღნიშნულის სანაცვლოდ გადასახდელი თანხის დადგენის შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-12; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 184-200).
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,--------’ წინამორბედის სპს ,,--------’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №-------- მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის შესახებ(ქ.თბილისი, ს------------------–- არსებულ 6---კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მასზე მდგომი შენობა-ნაგებობებით) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაავალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 15 ივლისის №------- ბრძანება ,,შპს ,,--------’ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ’’, რომლითაც მოთხოვნილი იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- წერილის ბათილად ცნობა, ხოლო მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ,,--------’ მოთხოვნა თვით 2013 წლის 13მარტის №4----- წერილის ბათილად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ იმ დროისთვის ზემდგომ ორგანოს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში არ ქონდა მასზე ნამსჯელი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამავე გადაწყვეტილებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთად, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შპს ,,--------’(მისი უფლებრივი წინამორბედი) უფლება ქ.თბილისი, ს------------------–-(ამჟამად ს-------------------- მდებარე 6--- კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №-------------------------, №---------- და №-- შენობა-ნაგებობებზე(მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-1.1--1-.0--.0----
მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 27 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით გაუქმდა №-1.1--1-.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლება. შესაბამისად, 201-წლის 12 დეკემბერს(სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2.5თვის შემდეგ), შპს ,,ი----მა’’ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მის მიერ შეძენილ, ქ.თბილისში, ს--------------------–- მდებარე 6--- კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 1--- კვ.მერტი საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობისა და შესაბამისი საზღაურის განსაზღვრა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილით შპს ,,ი----ს’’ ეცნობა, რომ მის განცხადებაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი მას ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013წლის 13 მარტის №4----- წერილით. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,ი----მა’’ 20-- წლის 30 აპრილს გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13 ნოემბრის №------- ბრძანებით შპს ,,--------’ 2013 წლის 1- მაისის №-------- და 20-- წლის 30 აპრილის №------- ადმინისტრაციული საჩივრები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013წლის 13 მარტის №4----- და 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილების ბათილად ცნობისა და სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხეს- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,,--------’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით(საქმე №---------) დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 26ოქტომბრის №-------- წერილით მოითხოვა ქ.თბილისში, ს------------------–- არსებული 6--- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასზე მდგომი №-------------------------, №---------- და №-- შენობა-ნაგებობებით სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 28 ოქტომბერს მიღებული იქნა №--------------- გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის საფუძველზეც მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ს------------------–- არსებული 6--- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №-------------------------, №---------- და №-- შენობა-ნაგებობებზე(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-1.1-.1--0--.0--) რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26 ოქტომბრის №-------- წერილის საფუძველზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 01ნოემბერს №-------- წერილით მოითხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერში შესაბამისი ცვლილების განხორციელება(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-1.1-.1--0--.0--) და უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, ქ.თბილისში, ს-------------------–- არსებული 6---კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების(№--დან №---ის) ჩათვლით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 07 ნოემბერს მიღებული იქნა №---------------- გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის საფუძველზეც მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ს------------------–- მდებარე 6--- კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №-------------------------, №---------- და №-- შენობა-ნაგებობებზე(მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-1.1-.1--0--.0--) რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 01 ნოემბერს №-------- წერილის საფუძველზე.
დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21თებერვლის №------ წერილის საფუძველზე, თბილისის გარნიზონის სსნ-სა და ასოციაცია ,,ი----ის“ შორის, 1992 წლის 21 თებერვალს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ასოციაცია ი----მა მიიღო ს--------------------–- მდებარე ,,ს---------–---------------------–-------- შენობები და ნაგებობები და აიღო ვალდებულება სანაცვლოდ თბილისის რაიონის სსნ-თვის გადაეხადა ერთი მილიონი მანეთი და დაეფარა დავალიანების მთელი თანხა, რომელიც გააჩნდა იმჟამად ,,ს---------–---------------------–-------- ტერიტორიაზე მომუშავე კოოპერატივ ,,------.
ს---------- დასახელების სამგორის ქუჩაზე მდებარე ,,სმ“ სახელობის 1992 წლის 22თებერვლის მიღება/ჩაბარების აქტით, რომელიც შედგენილი იქნა თბილისის გარნიზონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსსა და ასოციაცია ,,ი----ის“ პრეზიდენტს შორის, დგინდება, რომ თბილისის გარნიზონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილმა ასოციაცია ,,ი----ს“ გადასცა სმ სახელობის ტერიტორიაზე, სამგორის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა და ყველა ძირითადი სახსრები, ხოლო ასოციაცია ,,ი----მა“ აიღო ვალდებულება გადაცემული ქონების სანაცვლოდ, გადაეხადა თბილისის გარნიზონის სსნ-თვის დავალიანების თანხა სრულად, რომელიც გააჩნდა იმჟამად სმ სახელობის ტერიტორიაზე მომუშავე კოოპერატივ ,,------. ამავე აქტის შენიშვნაში მითითებულია, რომ შენობა-ნაგებობა მწვანე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ცვეთა შეადგენდა 100 %-ს. ამავე აქტით დადგინდა მისი ძალაში შესვლის დრო, კონკრეტულად იგი ძალაში შევიდოდა მას შემდეგ, რაც გადახდილი იქნებოდა კოოპერატივ ,,------ დავალიანების თანხა.
მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ასოციაცია ,,ი----ის“ მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულება.
სახელმწიფი ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 24 მარტის №------- ბრძანებით ცნობად იქნა მიღებული უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველოს მოხსებითი ბარათი ასოციაცია ,,ი----ის“ მიერ ქონების შესყიდვის უფლების შესახებ. ასოციაცია ,,ი----ის“ მიერ ქონების შესყიდვა ჩაითვალა არაკანონიერად. შესაბამის სამმართველოს დაევალა საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის აღძვრა ასოციაცია ,,ი----სა“ და ყოფილი ა-------------- ს---------- ოლქის საბინა-საექსპლუატაციო ნაწილის შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 18 აპრილის №---------- წერილით დადასტურებული იქნა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 20მარტის №--- და 1990 წლის №--- დადგენილებების, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 20 მარტის №--- დადგენილების, ა-------------- რუსეთის ს---------- დაჯგუფების საბინაო საექსპლუატაციო სამმართველოს 1990 წლის 6 აპრილის №-- ბრძანების, 1992 წლის 22 თებერვლის ქვითრით განხორციელებული ა-------------- რუსეთის ს---------- ოლქისაგან ქ.თბილისში, ს--------------------–- მდებარე ძირითადი საშუალებებისა და მასალების ასოციაცია ,,ი----ისათვის“ გადაცემა, რასაც ასევე ადასტურებდა და სადავოდ არ ხდიდა წარდგენილი 24.03.1997წ. საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტი. თუმცა ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა საკუთრება ხსენებულ ქონებაზე და გაეცა შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი იმის გათვალისწინებით, რომ მითითებულ გარიგებაში სამინისტრო არ მონაწილეობდა მხარედ და შესაბამისად, არც სს,,--------’ მიერ გადახდილი თანხები არ ჩარიცხულა სამინისტროს ანგარიშზე.
სპს ,,ი----ი’’ წარმოადგენს სადურგლო-მექანიკური სახელოსნოს - ასოციაცია ,,--------’ უფლებამონაცვლეს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, 2013 წლის 16 იანვარს №------- და 2013 წლის 20 თებერვალს №------- განცხადებებით მიმართა სპს ,,--------’ დირექტორმა ჯ----–---------–---ემ და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №------- წერილით გაცემული ნებართვის საფუძველზე, 1992 წლის 22 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით ა-------------- რუსეთის ჯარების წითელდროშიანი ჯგუფის თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ მის ბალანსზე რიცხული ს--------------------–- მდებარე №--- ობიექტის - ს---------–--------------- სახელოსნოს- ასოციაცია ,,ი----ისათვის“(უფლებამონაცვლე: სპს,,ი----ი’’) გადაცემა.
ხსენებულ განცხადებაზე, სპს ,,--------’ დირექტორს ჯ----–---------–---ეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- წერილით ეცნობა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 -ლი პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელი ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდა საკუთრების უფლების აღიარება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვერ დგინდებოდა, რომ ქ.თბილისში, ს------------------–- მდებარე ,,სადურგლო-მექანიკური სახელოსნოს’’ შენობა-ნაგებობების საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგვა, სააგენტოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა შესაბამისი მიწის ნაკვეთის სპს ,,ი----ისათვის’’ მიკუთვნების თაობაზე. ამასთან, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 04 აპრილის №------- წერილით ეცნობა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.
განმცხადებელს, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით ამავე წერილით ეცნობა, რომ 2011წლის 07 ნოემბერს, ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ქ.თბილისში, ს--------------------–- მდებარე უძრავი ქონების(საკადასტრო კოდი: №-1.1-.1--0--.0--) სპს,,ი----ის“ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2013 წლის 1-მაისს წარედგინა სპს ,,ი----ის“ დირექტორის ჯ----–---------–----- №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ქ.თბილისში, ს---------------------–- მდებარე უძრავი ქონების სპს ,,ი----ის“ საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 15ივლისის №------- ბრძანებით სპს ,,ი----ის“ დირექტორის ჯ----–---------–----- ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილი ვადის გასვლის საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე №---------(ს.ფ. 61-87)
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით(საქმე №---------) სპს ,,ი----ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011წლის 26 ოქტომბრის №-------- მიმართვა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ(ქ.თბილისი, ს------------------–- არსებულ 6--- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მასზე მდგომი შენობა-ნაგებობით); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 15 ივლისის №------- ბრძანება ,,სპს ,,--------’ დირექტორის ჯ----–---------–----- ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ’’ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა განეხილა და სპს ,,--------’ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიეღო არსებითი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016წლის 21 დეკემბრის განჩინებით(საქმე №3--------) აპელანტების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 201-წლის 28 სექტემბრის განჩინებით(საქმე №ბ---------(2კ-1-) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება(საქმე №---------) დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე №--------- (ს.ფ. 61-87)
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინება, საქმე №3-------- (ს.ფ. 88-128)
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 201- წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქმე №ბ---------(2კ-1-) (ს.ფ. 129-131)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201-წლის 27 ოქტომბრის №8----------- გადაწყვეტილებით №-1.1--1-.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლება გაუქმებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27/10/201-(ს.ფ. 47-48)
3.1.4. 201- წლის 12 დეკემბერს, შპს ,,--------’ დირექტორმა ჯ----–---------–---ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა შპს ,,--------’ კუთვნილ- ქ.თბილისში, ს--------------------–- მდებარე 6--- კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 1--- კვ.მეტრი საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და შესაბამისი საზღაურის განსაზღვრა.
აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილით შპს ,,--------’ დირექტორს ეცნობა, რომ მის კორესპონდენციაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი მას ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- წერილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,--------’ დირექტორის ჯ----–---------–----- 201- წლის 12დეკემბერს განცხადება(ს.ფ. 14-18)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03აპრილის №-------- წერილი (ს.ფ. 52)
3.1.5. 20-- წლის 30 აპრილს, შპს ,,--------’ დირექტორმა ჯ----–---------–---ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ს--------------------–- განთავსებულ 1--- კვ.მეტრი საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და შესაბამისი საზღაურის განსაზღვრის შესახებ შპს ,,--------’ 201- წლის 12 დეკემბრის №--------- განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13ნოემბრის №------- ბრძანებით შპს ,,--------’ 2013 წლის 1- მაისის №-------- და 20--წლის 30 აპრილის №------- ადმინისტრაციული საჩივრები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- და 20-- წლის 03აპრილის №-------- წერილების ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ქმედების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,--------’ დირექტორის ჯ----–---------–----- 20-- წლის 30აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 55-58)
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13 ნოემბრის №------- ბრძანება ,,შპს ,,--------’ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 1-9-182)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ,,ი----ის” მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,--------’ მიერ წარდგენილ განცხადებებთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო გასაჩივრებული- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13 ნოემბრის №------- ბრძანება ,,შპს,,--------’ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2004წლის 10 სექტემბერის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულება’’; ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე, 33-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- წერილი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13ნოემბრის №------- ბრძანება ,,შპს ,,--------’ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- და 20-- წლის 03 აპრილის №-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 2004წლის 10 სექტემბერის №77 დადგენილებით დამტკიცებული იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულება(სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო(შემდგომში - სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. მითითებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანები. ხსენებული პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. მითითებული კანონის მე-31 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
6.3. სასამართლო დავის განხილვა-გადაწყვეტისათვის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 თებერვლის №------ წერილის საფუძველზე, თბილისის გარნიზონის სსნ-სა და ასოციაცია ,,ი----ის“ შორის 1992 წლის 21 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასა და ასევე, მათ შორის 1992წლის 22 თებერვალს გაფორმებულ მიღება/ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად, ასოციაცია ,,ი----მა“ მიიღო ს--------------------–- მდებარე ,,ს---------–---------------------–-------- შენობები და ნაგებობები და აიღო ვალდებულება სანაცვლოდ თბილისის რაიონის სსნ-თვის გადაეხადა ერთი მილიონის მანეთი და დაეფარა დავალიანების მთელი თანხა, რომელიც გააჩნდა იმჟამად ,,ს---------–---------------------–-------- ტერიტორიაზე მომუშავე კოოპერატივ ,,------. ამავე აქტით დადგინდა მისი ძალაში შესვლის დრო, კონკრეტულად იგი ძალაში შევიდოდა მას შემდეგ, რაც გადახდილი იქნებოდა კოოპერატივ ,,------ დავალიანების თანხა. მხართა შორის სადავოდ არ არის გამხდარი ასოციაცია ,,ი----ის“ მხრიდან ზემოხსენებული ვალდებულების შესრულება. სასამართლო ასევე მიუთითებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 24 მარტის №------- ბრძანებაზე, რომელიც ეხება ასოციაცია ,,ი----ის“ მიერ ქონების შესყიდვის კანონიერებას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, 2013 წლის 16 იანვარს №------- და 2013 წლის 20 თებერვალს №------- განცხადებებით მიმართა სპს ,,--------’ დირექტორმა ჯ----–---------–---ემ და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №------- წერილით გაცემული ნებართვის საფუძველზე, 1992 წლის 22 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით ა-------------- რუსეთის ჯარების წითელდროშიანი ჯგუფის თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ მის ბალანსზე რიცხული სამგორის ქ. №-0-ში მდებარე №--- ობიექტის - ს---------–--------------- სახელოსნოს - ასოციაცია ,,ი----ისათვის“(უფლებამონაცვლე: სპს ,,ი----ი’’) გადაცემა, ხოლო ხსენებულ განცხადებაზე, სპს ,,ი----ის“ დირექტორს ჯ----–---------–---ეს, გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- წერილით ეცნობა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 -ლი პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელი ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდა საკუთრების უფლების აღიარება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვერ დგინდებოდა, რომ ქ.თბილისში, ს-------------------–- მდებარე ,,ს---------–---------------------–-------- შენობა-ნაგებობების საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგვა, სააგენტოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა შესაბამისი მიწის ნაკვეთის სპს ,,ი----ისათვის“ მიკუთვნების თაობაზე. ამასთან, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 04 აპრილის №------- წერილით ეცნობა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოდგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სპს ,,ი----ის“ დირექტორის ჯ----–---------–----- მიერ 2013 წლის 1- მაისს №-------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მოთხოვნილი იქნა ქ.თბილისში, ს---------------------–- მდებარე უძრავი ქონების სპს,,ი----ის“ საკუთრებაში გადაცემა, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №------- ბრძანებით სპს ,,ი----ის“ დირექტორის ჯ----–---------–----- ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილი ვადის გასვლის საფუძვლით.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით(საქმე №---------) სპს ,,ი----ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26ოქტომბრის №-------- მიმართვა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ(ქ.თბილისი, ს------------------–- არსებულ 6--- კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მასზე მდგომი შენობა-ნაგებობით); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 15 ივლისის №------- ბრძანება ,,სპს ,,--------’ დირექტორის ჯ----–---------–----- ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ’’ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა განეხილა და სპს ,,--------’ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიეღო არსებითი გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების(საქმე №---------) კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, 201- წლის 12დეკემბერს შპს ,,--------’ დირექტორმა ჯ----–---------–---ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა შპს ,,--------’ კუთვნილ- ქ.თბილისში, ს--------------------–- მდებარე 6---კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 1--- კვ.მეტრი საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და შესაბამისი საზღაურის განსაზღვრა, თუმცა აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილით შპს ,,--------’ დირექტორს ეცნობა, რომ მის კორესპონდენციაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი მას ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- წერილით.
მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ 1992 წლის 21 თებერვლის №------ წერილის გაცემითა და თბილისის გარნიზონის სსნ-სა და ასოციაცია ,,ი----ის“ შორის 1992 წლის 21თებერვლის ხელშეკრულების დადებით ადგილი ჰქონდა არა ქონების კანონიერი მესაკუთრის - სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ნების გამოვლენას სახელმწიფოს ქონების განკარგვის თაობაზე, არამედ არაუფლებამოსილი პირის მიერ ისეთი გარიგების დადებას, რომელსაც არ შეიძლება მოჰყვეს შემდგომი სამართლებრივი შედეგები იმიტომ, რომ ქონება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ერთადერთი ორგანო იყო ,,საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი’’ და არა ,,საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო’’. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს 2013 წლის 13 მარტის №4----- და 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ- გასაჩივრებულ 2013წლის 13 მარტის №4----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ ვინაიდან ვერ დგინდებოდა ქ.თბილისში, ს-------------------–- მდებარე ,,სადურგლო-მექანიკური სახელოსნოს’’ შენობა-ნაგებობების საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგვა, სააგენტოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა შესაბამისი მიწის ნაკვეთის სპს,,ი----ისათვის’’ მიკუთვნების თაობაზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით(საქმე №---------), ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ქ.თბილისში, ს------------------–- მდებარე 6---კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №-------------------------, №---------- და №-- შენობა- ნაგებობებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-1.1-.1--0--.0--) მოსარჩელის უფლება, რაც ასევე სრულად იქნა გაზიარებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის მიერაც და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 27ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით გაუქმდა №-1.1--1-.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრების უფლება. მიუხედავად ამისა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ გაიზიარა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები, რომელთა გათვალისწინებაც სავალდებულო იყო და აღნიშნული ქმედებით, გარდა იმისა, რომ არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე უგულვებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები(განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. უფრო მეტიც, სადავო- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილით შპს ,,--------’ დირექტორს ეცნობა, რომ მის კორესპონდენციაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი მას ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- წერილით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში დაუსაბუთებელია კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძველსა და არგუმენტებს ემყარება სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არსებულ საკითხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა რიგი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე, თუმცა სადავო აქტები არ შეიცავს არანაირ მითითებას წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევასა და მათ შინაარსზე სათანადო მსჯელობის შესახებ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- და 20-- წლის 03 აპრილის №-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- წერილები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013წლის 13 მარტის №4----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,--------’ მიერ წარდგენილ განცხადებებთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13 ნოემბრის №------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,--------’ ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13მარტის №4----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად გასაჩივრებული- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13 ნოემბრის №------- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე- შპს ,,--------’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,--------’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 20-- წლის 13 ნოემბრის №------- ბრძანება ,,შპს ,,--------’ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 მარტის №4----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 03 აპრილის №-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,--------’ მიერ წარდგენილ განცხადებებთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. მოპასუხეებს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე- შპს ,,--------’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი