განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
330100118002345775
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/9---18

N0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მი----–----------------------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პ--------–----–-------------–--ი (დასწრების გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–--------------–---------------------------------ში.

 

ადვოკატი - ი-----–-------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის ივლისის თვეში რ----------------–---–მა გაიცნო პ--------–---------–--ი, რომელიც მოტყუებით დახმარებას დაჰპირდა 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ კანადის ვიზის მიღებაში, შემდეგ გამგზავრებაში და კანადაში დასაქმებაში. 2017 წლის 30 ივლისს რ----------------–---–მა პ--------–---------–--ს ქ. თბილისში, მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრ გლდანი მოლში გადასცა მისი და მისი მეგობრის ლ---–-------–-–---–ის კანადაში გასამგზავრებლად თავდაპირველად საჭირო თანხა 7240 ლარი. 2017 წლის სექტემბრის თვეში, ქ. თბილისში გ-–----------- მიკრორაიონში მდებარე სს „ს----------–--------თან“ რ----------------–---–მა და ლ---–-------–-–---–მა პ--------–---------–--ს კანადაში გამგზავრების მიზნით დამატებით გადასცეს 8000 აშშ დოლარი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ქ.თბილისში, გ-–----------- მიკრორაიონში მდებარე სს „ს----------–--------თან“ რ----------------–---–მა და ლ---–-------–-–---–მა ი----------ეს პ--------–---------–--ისთვის გადასაცემად მისცეს 4000 აშშ დოლარი. 2017 წლის 6 ოქტომბერს, ქ. თბილისში, გ-–----------- მიკრორაიონში მდებარე სს „ს----------–--------თან“ რ----------------–---–მა და ლ---–-------–-–---–მა ე-–------------–-კს პ--------–---------–--ისთვის გადასაცემად მისცეს 4000 აშშ დოლარი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ქ.თბილისში, გ-–----------- მიკრორაიონში მდებარე სს „ს----------–--------თან“ რ----------------–---–მა და ლ---–-------–-–---–მა მ-----–---------ეს პ--------–---------–--ისთვის გადასაცემად მისცეს 4000 აშშ დოლარი. პ--------–---------–--მა რ----------------–---–ს და ლ---–-------–-–---–ს დაუმზადა კანადის ყალბი ვიზები, მათი ფულადი თანხები მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, 2017 წლის 21 სექტემბერს დატოვა საქართველოს ტერიტორია და მიიმალა.

 

აღნიშნული ქმედებებით რ----------------–---–ს და ლ---–-------–-–---–ს თითოეულს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული რ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ინტერნეტ საიტზე ნახა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ პ--------–---------–--ი ამზადებდა ვიზებს. დაუკავშირდა საიტზე მითითებულ ნომერზე მას და შეუთანხმდა შეხვედრაზე. პ--------–---------–--თან შესახვედრად მივიდა ქ.თბილისში, აღ--–-----–--------------ში, მაგრამ იგი არ დახვდა ოფისში. საღამოს დაუკავშირდა მას და შეთანხმდნენ მეორე დღეს შეხვედრაზე. მეორე დღეს კვლავ მივიდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდა „--------, რომელმაც განუმარტა, რომ პირადობის მოწმობის შესაბამისად, ერქვა პ--------–---------–--ი. პ--------–---------–--მა არ შეიყვანა ოფისში, ხოლო მიზეზად დაასახელა, რომ ოფისში შესვლის შემთხვევაში დამატებით უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარი. პ--------–---------–--მა განუმარტა, რომ 10 კაციანი ჯგუფები მიჰყავდა საზღვარგარეთ და მასაც პრობლემა არ შეექმნებოდა წასვლაზე. პ--------–---------–--ს განუმარტა, რომ იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი და ყველაფერი კანონის დაცვით გაეკეთებინა, რაზეც პ--------–---------–--მა განუმარტა, რომ „დედის ტოლი“ ქალი იყო და ტყუილს როგორ ეტყოდა, თან აჩვენა მისი პირადობის მოწმობა. პ--------–---------–--ის განმარტებით, 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუმზადებდა კანადის ვიზას, ჩააცილებდა კანადაში და დაეხმარებოდა სამსახურში მოწყობაში. პ--------–---------–--მა განუცხადა, რომ უკვე შექმნილი ჰქონდა ჯგუფი და თუკი სწრაფად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, მოახვედრებდა აღნიშნულ ჯგუფში, სანაცვლოდ კი პირველ ეტაპზე მოსთხოვა 3620 ლარი. პ--------–---------–--ს განუმარტა, რომ მის მეგობარს - ლ---–-------–-–---–საც უნდოდა კანადაში გამგზავრება, რომელსაც დაუკავშირდებოდა და გააგებინებდა პასუხს. აღნიშნული საუბრიდან ორი დღის შემდეგ დაუკავშირდა პ--------–---------–--ი, რომელიც დაინტერესდა რა გადაწყვიტა. პ--------–---------–--ს განუმარტა, რომ უკვე ესაუბრა ლეილას და თუკი მალე დაუმზადებდა ვიზებს, დათანხმდებოდნენ მის შემოთავაზებას. აღნიშნულზე პ--------–---------–--მა განუცხადა, რომ შექმნილი ჰქონდა ჯგუფი, რომელსაც ორი წევრიღა აკლდა და თუკი თანხის საკითხს სწრაფად მოაგვარებდნენ, მოახვედრებდა აღნიშნულ ჯგუფში. ლ---–-------–-–---–მა მიუტანა პასპორტი. აღნიშნული გადასცა პ--------–---------–--ს, რომელსაც ახლდა მეუღლე და შვილები. მეორე დღეს დაუკავშირდა პ--------–---------–--ი, რომელმაც უთხრა, რომ ლ---–-------–-–---–ის პასპორტი არ იყო ბიომეტრიული და აღნიშნული პასპორტით ვერ შეძლებდა ვიზის დამზადებას. შეხვდა პ--------–---------–--ს და გამოართვა ლ---–-------–-–---–ის პასპორტი, დაუკავშირდა ლ---–-------–-–---–ს და აცნობა აღნიშნულის თაობაზე. ლ---–-------–-–---–მა დაამზადებინა ახალი პასპორტი, რომელიც მის პასპორტთან ერთად მიუტანა პ--------–---------–--ს. პ--------–---------–--მა განუმარტა, რომ ჩასვა ჯგუფში და ორ კვირაში შეძლებდნენ გამგზავრებას. ორ კვირაში დაუკავშირდა პ--------–---------–--ი, რომელმაც განუმარტა, რომ მათი კუთვნილი ვიზები დაამზადებინა მოსკოვში. მოწმის ჩვენებით, მან ჰკითხა რატომ არ დაამზადებინა ანკარაში, რაზეც პ--------–---------–--მა განუმარტა, რომ მას მოსკოვში ამზადებინებდა ვიზას. პ--------–---------–--ის განმარტებით, მთლიანი ჯგუფისთვის უნდა დაეჯავშნა ბილეთები წინაწარ, რის გამოც მოსთხოვა თითოეულზე 3620 ლარის გადახდა. ასევე, პ--------–---------–--ი მათ დაპირდა, რომ მათ აუცილებლად ჩაიყვანდა კანადაში და მიეხმარებოდა კანადაში დასაქმებაში. პ--------–---------–--ს ლ---–------ ერთად შეხვდა „გლდანი მოლთან“, რომელსაც გადასცეს 7240 ლარი. 2017 წლის 28 აგვისტოს კვლავ შეხვდნენ პ--------–---------–--ს, რომელმაც მათ ანახა ვიზები, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 10000 აშშ დოლარის გადაცემა. მოწმის ჩვენებით, მან მისი კუთვნილი ბინა დატვირთა იპოთეკით, გამოიტანა 15000 აშშ დოლარი, რომლის ნაწილი 8000 აშშ დოლარი გადასცა პ--------–---------–--ს, ხოლო გადასახდელი დარჩა 2000 აშშ დოლარი. ლ---–-------–-–---–ს არ ჰქონადა თანხა და ცდილობდა მოძიებას, რის გამოც პ--------–---------–--ი უკავშირდებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ დღეს პ--------–---------–--მა განუცხადა, რომ ჯგუფი მიჰყავდა საზღვარგარეთ და სჭირდებოდა თანხა, რაზეც განუმარტეს, რომ არ ჰქონდათ თანხა, მოიძიებდნენ და გადასცემდნენ მის მეუღლეს. პ--------–---------–--მა წაართვა პასპორტები და განუმარტა, რომ მხოლოდ თანხის მთლიანად გადახდის შემთხვევაში დაუბუნებდა უკან პასპორტებს. ლ---–-------–-–---–მა მოიძია თანხა 4000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემაც უნდოდა, დაუკავშირდნენ პორფილეს მეუღლეს - მა-----ს და სთხოვეს შეხვედრა. მა-----მა განუმარტა, რომ ბავშვი ჰყავდა ცუდად, ვერ შეძლებდა შეხვედრას და თანხა გადაეცათ ბავშვის ნათლიისათვის - ინ--------- ლ---–-------–-–---–თან ერთად შეხვდა ი----, რომელსაც გადასცეს 4000 აშშ დოლარი. ერთ კვირაში კვლავ დაუკავშირდა პ--------–---------–--ი, რომელმაც განუმარტა, რომ თავად საფრანგეთში იყო და დარჩენილი თანხა გადაეცათ მისი ოჯახის წევრებისთვის ან/და მეგობარისათვის - მ-----–---------ისთვის. მ-----–---------ე დაუკავშირდა ღამის საათებში და სთხოვა შეხვედრა, რომელსაც განუმარტა, რომ შეხვდებოდა მეორე დღეს. მეორე დღეს 13:00 საათისათვის დაუკავშირდა მ-----–---------ე, რომელსაც შეხვდა ლ---–-------–-–---–თან ერთად და გადასცეს 4000 აშშ დოლარი, ხოლო მ-----–---------ემ დაუბრუნა პასპორტი. პ--------–---------–--ისთვის გადასახდელად დარჩენილი ჰქონდათ 4000 აშშ დოლარი, რომელიც პ--------–---------–--ის მითითებით გადასცეს მის დედას, რომელმაც თავის მხრივ ლ---–-------–-–---–ს დაუბრუნა პასპორტი. დაათვალიერეს და აღმოჩნდა, რომ ორივე პასპორტზე იყო ერთნაირი ვიზები. თანხის გადახდის დასრულების შემდეგ დაუკავშირდა პ--------–---------–--ს და ჰკითხა როდის ჩამოვიდოდა მათ წასაყვანად. პ--------–---------–--მა განუმარტა, რომ ვერ ახერხებდა ჩამოსვლას, თავად ჩასულიყვნენ იტალიაში და იქიდან ჩაიყვანდა კანადაში. შეიძინეს ბილეთები იტალიის მიმართულებით და აპირებდნენ გამგზავრებას. აეროპორტში გაიარეს რეგისტრაცია, რის შემდეგ შეაჩერა მებაჟე-კონტროლიორმა, რომელმაც გადაამოწმა ვიზები და განუმარტა, რომ ვიზები იყო ყალბი, რის გამოც ვერ შეძლებდნენ გამგზავრებას. მისი შვილი დაუკავშირდა პ--------–---------–--ს, რომელმაც განუმარტა, რომ ვიზები ნამდვილი იყო და გაარკვევდა რა ხდებოდა, თუმცა არ დაკავშირებია. მოწმის განმარტებით, პ--------–---------–--ის ქმედების შედეგად მიადგა 10000 აშშ დოლარის და 3620 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ლ---–-------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში დაუკავშირდა რ----------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ გაიცნო პიროვნება პ--------–---------–--ი, რომელიც აკეთებდა კანადის ვიზებს და შესთავაზა სამუშაოდ წასვლა. უნდოდა პ--------–---------–--თან შეხვედრა, თუმცა პორფილემ შეხვედრაზე უარი განაცხადა და მათ კომუნიკაცია ჰქონდათ რ----------------–---–ის მეშვეობით. მან რ----------------–---–ის მეშვეობით გადასცა პასპორტი პ--------–---------–--ს. პასპორტის გადაცემიდან რამდენიმე დღეში დაუკავშირდა რ----------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მისი პასპორტი არ იყო ბიომეტრიული, რის გამოც საჭირო იყო ახალი პასპორტის დამზადება. დაამზადებინა ახალი პასპორტი, რომელიც გადასცა რ----------------–---–ს. ოთხი დღის შემდეგ დაუკავშირდა რ----------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ბილეთების დასაჯავშნად პ--------–---------–--ისთვის უნდა გადაეცა 3220 ლარი. აღნიშნულმა მასში ეჭვი გამოიწვია და ჰკითხა რა საჭირო იყო თანხის წინასწარ გადაცემა, თუმცა რ----------------–---–ი იმდენად ენდობოდა პ--------–---------–--ს, რომ დათანხმდა და გადასცა აღნიშნული თანხა. აღნიშნულის შემდეგ დაუკაშირდა რ----------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ბილეთები დაჯავშნილი იყო 21 აგვისტოსთვის, ხოლო მანამდე პასპორტებსაც გადასცემდა. 2017 წლის 27 აგვისტოს დაუკავშირდა რ----------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მეორე დღეს უნდა შეხვედროდნენ პ--------–---------–--ს, რომელიც გადასცემდა მათ კუთვნილ პასპორტებს და უნდა შეთანხმებულიყვნენ ფულთან დაკავშირებით. მეორე დღეს „გლდანი მოლთან“ შეხვდნენ პ--------–---------–--ს, რომელმაც მაგიდაზე დადო სამი პასპორტი, რომელთაგან ერთ-ერთი ეკუთვნოდა პ--------–---------–--ს, შეხედა სახეზე და დარწმუნდა, რომ ნამდვილად პ--------–---------–--ი იყო. პ--------–---------–--მა რ----------------–---–ს დაუბრუნდა პასპორტი, ხოლო მისი კუთვნილი პასპორტი დაიტოვა. დაახლოებით 7 სექტემბერს დაუკაშირდა რ----------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მისი ძმის კუთვნილი ბინა დატვირთა იპოთეკით და 8000 აშშ დოლარი გადასცა პ--------–---------–--ს. დაუკავშირდა პ--------–---------–--ს და უთხრა, რომ მის მიერ გადაცემული თანხა დაეტოვებინა, გადაეცა რ----------------–---–ისთვის თავისი კუთვნილი პასპორტი და მისთვის თავი დაენებებინა, რაზეც პ--------–---------–--ი ძალიან გაბრაზდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ იძულებული გახდა, რომ მოეძიებინა თანხა და გადაეცა პ--------–---------–--ისთვის. 2017 წლის 21 ოქტომბერს დაუკავშირდა პ--------–---------–--ი, რომელმაც განუმარტა, რომ ჯგუფი მიჰყავდა და სჭირდებოდა თანხა, რომელსაც განუმარტა, რომ თვის ბოლომდე თანხას ვერ იშოვიდა. აღნიშნულის შემდეგ 2017 წლის 26 ოქტომბერს პ--------–---------–--ის მეუღლისთვის უნდა გადაეცა 4000 აშშ დოლარი, თუმცა მა-----ი თანხის წასაღებად არ მივიდა და მივიდა ვინმე „ინგა“, რომლის განმარტებით, იგი იყო პორფილეს ბავშვის ნათლია. ი---- გადასცეს 4 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 17 ოქტომბერს პ--------–---------–--ის მითითებით თანხის ნაწილი გადასცეს მ-----–---------ეს, რომელმაც გადასცა მისი კუთვნილი პასპორტი. 2017 წლის 5 ნოემბერს დარჩენილი თანხა გადასცეს პ--------–---------–--ის დედას სს „ს----------–--------ის“ ფილიალის წინ, რომელმაც გადასცა პასპორტი. თანხის გადახდის დასრულების შემდეგ პ--------–---------–--მა განუმარტა, რომ უნდა ჩასულიყვნენ იტალიაში, საიდანაც ჩაიყვანდა კანადაში. შეიძინეს ბილეთები, მივიდნენ აეროპორტში და გაიარეს რეგისტრაცია. როდესაც მოგვიანებით პასპორტი მიაწოდეს მებაჟეს, მან გადაიშალა ვიზის გვერდზე და ჰკითხა ვიზა რატომ ჰქონდა მოსკოვში აღებული, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა და ალბათ საელჩოდან გააგზავნეს. რ----------------–---–ი დაუკავშირდა პ--------–---------–--ს, რომელმაც განუმარტა, რომ გაფრინდებოდა რუსეთში და მოაგვარებდა აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან ვიზა არ იყო ყალბი. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით მიადგა 30000 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ პ--------–---------–--ი გაიცნო მისი მეუღლის - მ-------- მხრიდან. მოწმის ჩვენებით, იგი მუშაობს კომპიუტერების შეკეთებაზე და პ--------–---------–--ს რამდენჯერმე შეუკეთა კომპიუტერი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში „Viber“-ის მეშვეობით დაუკავშირდა პ--------–---------–--ი, რომელმაც სთხოვა, რომ მისულიყო მის მეუღლესთან - მა-----თან, რომელიც გადასცემდა კონვერტს და გადაეცა ქალბატონისთვის, როგორც გამოძიებით დადგინდა რ----------------–---–ისთვის. იგი პ--------–---------–--ს დათანხმდა, მივიდა მის მეუღლესთან - მა-----თან, გამოართვა კონვერტი და რ----------------–---–ის ტელეფონის ნომერი, რომელსაც დაუკავშირდა და ჰკითხა სად შეიძლებოდა შეხვედრა. რ----------------–---–მა განუმარტა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და შეხვდებოდა მეორე დღეს. მეორე დღეს დილის 10:00 საათიდან 11:00 საათამდე დროის შუალედში რ----------------–---–ს შეხვდა ვარდების რევოლუციის პარკთან მდებარე სს „ს----------–--------ის“ წინ, რომელსაც გადასცა კონვერტი. რ----------------–---–მა დაათვალიერა კონვერტი, რომელიც ჩაიდო ჩანთაში, მან მეორე კონვერტი გადასცა მას, რომელიც მიუტანა მა-----ს. დაახლოებით ერთ თვეში თუ თვენახევარში რ----------------–---–ი და ლ---–-------–-–---–ი მივიდნენ მასთან, რომლებმაც განუმარტეს, რომ მათ მიერ გადაცემულ კონვერტში იდო პასპორტები, რის სანაცვლოდაც გადასცეს თანხა და სთხოვეს, რომ დაკავშირებოდა პ--------–---------–--ს და ეთხოვა თანხის უკან დაბრუნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს გლდანის რაიონში. მის მეზობლად ცხოვრობდა პ--------–---------–--ი მეუღლესთან - მა-----თან ერთად, რომლებთანაც აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა და არის მათი შვილის ნათლია. 2017 წელს, რიცხვი არ ახსოვს, დაუკავშირდა მა-----ი, რომელმაც უთხრა, რომ ქალბატონს, სახელად რ----------------–---–ს, ჰქონდა მისი მეუღლის - პ--------–---------–--ის ვალი 4000 აშშ დოლარი, სთხოვა გამოერთვა და მიეტანა მისთვის. მა-----ს შეპირდა, რომ საღამოს შეხვდებოდა რ----------------–---–ს და გამოართმევდა თანხას. რ----------------–---–ი დაუკავშირდა თავად, რომელმაც უთხრა, რომ ბინის ჩადებას აპირებდა იპოთეკაში, ვინაიდან უნდოდა გამგზავრება და სჭირდებოდა თანხა. მოწმის ჩვენებით, რ----------------–---–მა მას გადასცა 4000 აშშ დოლარი, რომელიც მიუტანა და გადასცა პ--------–---------–--ის მეუღლეს - მა-----ს. 2017 წლის 7 ნოემბერს მა-----ი დაპატიჟა სტუმრად, რომელმაც უთხრა, რომ ბილეთები შეძენილი ჰქონდა, მიემგზავრებოდა და ვერ მივიდოდა. დაახლოებით თანხის გამორთმევიდან ერთ თვეში დაუკავშირდა რ----------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ პ--------–---------–--ის მიერ დამზადებული ვიზით ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რის გამოც უნდოდა თანხის უკან დაბრუნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20---–-–------------რს მუშაობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მესაზღვრე კონტროლიორის თანამდებობაზე. 20---–-–------------რს დაახლოებით 05:30 საათზე მივიდა ორი მგზავრი - ლ---–-------–-–---–ი და რ----------------–---–ი, რომელთაც სურდათ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით გამგზავრება. ლ---–-------–-–---–ს და რ----------------–---–ს მოსთხოვა ბილეთების წარდგენა. მათ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, გარდა ვიზისა, რომლის ნამდვილობაში, კერძოდ სავიზო ბლანკის დამცავ ნიშნებში ეჭვი შეეპარა. მოწმის ჩვენებით, მას, როგორც მესაზღვრე კონტროლიორს, გავლილი აქვს სპეციალიზირებული კურსები და მისთვის ცნობილია, თუ რა სახის დამცავი ნიშნები უნდა გააჩნდეს პასპორტში ჩაკრულ ვიზას. მის მიერ შემოწმებულ იქნა შესაბამის აპარატში რ----------------–---–ის და ლ---–-------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი პასპორტები და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიზები იყო ყალბი. ამის შემდგომ ამ ქალბატონებს ჩამოერთვათ პასპორტები, ჩასხდომის ბარათები და ბილეთები და აღნიშნული დაილუქა მათი თანდასწრებით. დალუქული ნივთები ინახებოდა მასთან ნივთმტკიცების სახით, ხოლო შემდეგ ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ-------------–იას ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ლ---–-------–-–---–ს და რ----------------–---–ს გაეცნო დაზარალებულის უფლებები, რის შემდეგ გამოკითხა მოწმის სახით. მოწმის სახით დაკითხა პ--------–---------–--ის დედა - ე-–------------–-კი, რომელსაც განესაზღვრა ვადა ადვოკატის აყვანის თაობაზე. მან განაცხადა, რომ იყო სოციალურად დაუცველი და ვერ შეძლებდა ადვოკატის აყვანას. აღნიშნულის გამო პ--------–---------–--ს სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა ადვოკატი. დაზარალებულებმა: ლ---–-------–-–---–მა და რ----------------–---–მა განცხადებით მიმართეს პოლიციის განყოფილებას, რომ აპირებდნენ ქვეყნის დატოვებას, რის გამოც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა მათი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვა. მის მიერ დათვალიერებული იქნა სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20---–-–------------რს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ აეროპორტში ორმა მოქალაქემ - ლ---–-------–-–---–მა და რ----------------–---–მა წარუდგინეს პასპორტები, რომლებშიც აღმოჩნდა ყალბი კანადის ვიზები. ადგილზე მისულს პასპორტები ამოღებული დახვდა, რომელიც ინახებოდა მესაზღვრე-კონტროლიორთან, რომელიც მის მიერ გამოკითხული იქნა. მის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა პასპორტები, ჩასხდომის ბარათები და სამგზავრო ბილეთები. გამოკითხული იქნენ ლ---–-------–-–---–ი და რ----------------–---–ი, რომლებიც მიუთითებდნენ მ-----------------–----------–--ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. მათი ჩვენების თანახმად, მ--------------–--მა მათ დაუმზადა კანადის ვიზები კანონის დაცვით, რის სანაცვლოდ თითოეულმა გადაიხადა 10000-10000 აშშ დოლარი. შემდგომ დაადგინა, რომ მ---------------–--ი სინამდვილეში იყო - პ--------–---------–--ი, რომელსაც გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ ასევე ი----------ე და მ-----–---------ე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ------------------------–----–-–---–-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული ტექნიკური ექსპერტიზის N1-------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები გაცემული: ლ---–-------–-–---–ის სახელზე, ნომრით - 1--------- და რ----------------–---–ის სახელზე, ნომრით - 1-------7 დამზადებულია სტამბური წესით და შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტების ბლანკებს; მათში ცვლილებები შეტანილი არ არის; საქართველოს მოქალაქის N 1--------- პასპორტში არსებული კანადის ვიზა, ნომრით - C--------- და საქართველოს მოქალაქის N1-------7 პასპორტში არსებული კანადის ვიზა, ნომრით - C--------- დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა არ აქვს ნამდვილი დოკუმენტებისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები. მათში ცვლილებები შეტანილი არ არის.

 

2017 წლის 3 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–--------------------------–--- კონტროლის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ (მესაზღვრე კონტროლიორ) ა---------–---–ისგან ამოღებული იქნა რ----------------–---–ის და ლ---–-------–-–---–ის პასპორტები, რომელიც დაილუქა ერთად პოლიეთილენის პარკში N1 ლუქით; ჩასხდომის ბარათები დალუქული N1 ლუქით და ბილეთები თბილისი-სტამბული, სტამბული-ბარის რეისზე დალუქული ერთად N1 ლუქით.

 

2017 წლის 8 ნოემბრის ტექნიკური ექსპერტიზის N1-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები გაცემული: ლ---–-------–-–---–ის სახელზე, ნომრით - 1--------- და რ----------------–---–ის სახელზე, ნომრით - 1-------7 დამზადებულია სტამბური წესით და შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტების ბლანკებს; მათში ცვლილებები შეტანილი არ არის; საქართველოს მოქალაქის N 1--------- პასპორტში არსებული კანადის ვიზა, ნომრით - C--------- და საქართველოს მოქალაქის N1-------7 პასპორტში არსებული კანადის ვიზა, ნომრით - C--------- დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა არ აქვს ნამდვილი დოკუმენტებისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები. მათში ცვლილებები შეტანილი არ არის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულ რ----------------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას სურდა კანადაში გამგზავრება. ინტერნეტ საიტზე მოიძია განცხადება, რომ პ--------–---------–--ი ამზადებდა კანადის ვიზებს. შეხვდა პ--------–---------–--ს, რომელიც 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეპირდა ვიზის დამზადებას, კანადაში ჩაყვანას და სამსახურის დაწყებაში დახმარებას. მის მიერ მითითებული თანხა გადახდილი იქნა სრულად. პ--------–---------–--მა დაუმზადა კანადის ვიზა, თუმცა აეროპორტში შეჩერებული იქნა მესაზღვრე კონტროლიორის მიერ, რომელმაც განუმარტა, რომ ვიზა იყო ყალბი. რ----------------–---–ის ჩვენებით, მის მიერ მოხდა ლ---–-------–-–---–ის პ--------–---------–--თან დაკავშირება, რომლისთვის პ--------–---------–--ს ანალოგიურად უნდა დაემზადებინა კანადის ვიზა. ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა დაზარალებულ ლ---–-------–-–---–ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ პ--------–---------–--ს კანადის ვიზის დასამზადებლად გადასცა 10000 აშშ დოლარის ოდენობით თანხა, თუმცა მის მიერ დამზადებული ვიზა აღმოჩნდა ყალბი. დაზარალებულების განმარტებით, პ--------–---------–--ის ქმედებით თითოეულს მიადგა 30000 ლარის ოდენობით ზიანი.

 

მოწმეების: მ-----–---------ის და ი----------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ პ--------–---------–--ის თხოვნით გამოართვეს ფულადი თანხა რ----------------–---–ს და ლ---–-------–-–---–ს, რომელიც გადასცეს პ--------–---------–--ის მეუღლეს - მა-----ს, პ--------–---------–--ზე გადასაცემად.

 

მოწმე ა---------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მის მიერ მოხდა დაზარალებულების კუთვნილი ვიზების შემოწმება, რომლის ნამდვილობაში ეჭვი შეეპარა, გადაამოწმა და დადგინდა, რომ ვიზები იყო ყალბი. მოგვიანებით გამომძიებლის მიერ მისგან ამოღებული იქნა დაზარალებულების კუთვნილი პასპორტები, ჩასხდომის ბარათები და ბილეთები.

 

2017 წლის 8 ნოემბრის ტექნიკური ექსპერტიზის N1-------- დასკვნით დადგინდა, რომ ლ---–-------–-–---–ის და რ----------------–---–ის საქართველოს მოქალაქის პასპორტებში არსებული კანადის ვიზები დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა არ აქვს ნამდვილი დოკუმენტებისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ პ--------–---------–--ს განზრახული ჰქონდა სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლება. აღნიშნული მიზნით შეხვდა და შეუთანხმდა დაზარალებულს რ----------------–---–ს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა დაზარალებულ ლ---–-------–-–---–ს და შეპირდა, რომ თითოეულს 10000-10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუმზადებდა კანადის ვიზას, ჩააცილებდა კანადაში და დაეხმარებოდა კანადაში დასაქმებაში. დაზარალებულებმა ნაწილ-ნაწილ გადაუხადეს ბრალდებულს ვიზის ღირებულების თანხა, რის სანაცვლოდ პ--------–---------–--მა მათ დაუმზადა ყალბი ვიზები, რის გამოც მათ ვერ შეძლეს კანადაში გამგზავრება, კერძოდ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დაზარალებულები შეჩერებული იქნენ მესაზღვრე-კონტროლიორის მიერ, რომელმაც მათ განუმარტა, რომ ვიზები იყო ყალბი და ისინი ვერ დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას. პ--------–---------–--ის მიერ დამზადებული ვიზის სიყალბის ფაქტი დადასტურდა საქმეზე ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პ--------–---------–--მა რ----------------–---–ს და ლ---–-------–-–---–ს დაუმზადა კანადის ყალბი ვიზები, მათი ფულადი თანხები მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო 2017 წლის 21 სექტემბერს დატოვა საქართველოს ტერიტორია.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება პ--------–---------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პ--------–---------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ პ--------–---------–--ი მოტყუებით დაეუფლა რ----------------–---–ის და ლ---–-------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 30 000- 30000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და პ--------–---------–--ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ პ--------–---------–--მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

პ--------–---------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ პ--------–---------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან პ--------–---------–--ის მიერ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ ხელახლა პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პ--------–---------–--ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- საქმეზე ამოღებული ლ---–-------–-–---–ის და რ----------------–---–ის პასპორტები, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–--------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- საქმეზე ამოღებული ჩასხდომის ბარათები, სამგზავრო ბარათებთან ერთად, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–--------------------–-----------– განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- კომპიუტერული დისკები 2 პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ--------–---------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ----------------------–-------------–---------–-–--------------–ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - გ----------------------–-------------–---------–-–--------------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ--------–---------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

4.პ--------–---------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

5.პ--------–---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- საქმეზე ამოღებული ლ---–-------–-–---–ის და რ----------------–---–ის პასპორტები, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–--------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- საქმეზე ამოღებული ჩასხდომის ბარათები, სამგზავრო ბარათებთან ერთად, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–--------------------–-----------– განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- კომპიუტერული დისკები 2 პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენი გასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი