გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210117001945455
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/------17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - ხ------ა დ------–--ლი

წარმომადგენლები - მ---–---- ჩ-----–---ი, ხ------ა მ---ა

 

მოპასუხე - რ----– ლ--–-–---–ი, ნ-----–- მუ-------ი

წარმომადგენლები - მ--- გ--–--ე, დ----- ბ------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ----–ი ლ--–-–---–ს მოსარჩელე ხ------ა დ------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 18 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების №--------- საფუძველზე 15 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 04 ნოემბერს ნოტარიუსის ა------ ჯ---------ის მიერ, გაცემული სამკვიდრო მოწმობა №--------- მოპასუხე რ----– ლ--–-–---–ის სასარგებლოდ, კერძოდ, ცნობილ იქნეს რ----– ლ--–-–---–ი თანამესაკუთრედ კ----–-- ლ--–-–---–ის დანაშთი ქონებისა მდებარე ქ. ქ-------ი ი--. ა--–---- გამზ. №---, ბინა №-, ფართი 1----8 კვ.მ-დან 6---9 კვ.მ.ზე და ასევე საზაფხულო ფართის 1---- კვ.მ-დან 5.17 კვ.ზე;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 18 ოქტომბერს ნოტარიუსის ნ---- ს--–--ის სანოტარო ბიუროში მოსარჩელე ხ------ა დ------–--ლსა და მოპასუხე რ----– ლ--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №---------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ რ----– ლ--–-–---–ს ასესხა 15 000 აშშ დოლარი, 2 წლის ვადით, 2016 წლის 18 ოქტომბრამდე. სესხის სარგებელს მხარეთა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წარმოადგენდა მოპასუხე რ----– ლ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე თბილისი კ----–---ის ქ. №--ში, სარდაფით 41.93 კვ.მ-ით სარგებლობა. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე მოსარჩელემ სრულად გადასცა მოპასუხეს სესხის თანხა 1-------0 აშშ დოლარი, რის შემდგომაც იმავე დღეს გამსესხებელი ხ------ა დ------–--ლი მოპასუხემ შეუშვა საცხოვრებლად მის საკუთრებაში არსებულ, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში. მაშ შემდეგ მოსარჩელე ამ ფართში ცხოვრობს.

 

2016 წლის ოქტომბრის ბოლოს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე რ----– ლ--–-–---–ს და მოსთხოვა მათ შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო მისი კუთვნილი სესხის თანხის დაბრუნება და შესაბამისად, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ფართის ჩაბარება.

 

რ----–ი ლ--–-–---–ი არის ნ-----–- მუ-------ის და კ----–-- ლ--–-–---–ის შვილი. კ----–-- ლ--–-–---–ის გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ იგი გარდაიცვალა 2010 წლის 07 ნოემბერს, რომელსაც გააჩნდა საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ-------ი ი. ა--–---- გამზ. №-7ბ/1. აღნიშნულ უძრავი ქონებას რ----–ი ლ--–-–---–ი თავის ოჯახთან ერთად ფლობს.

 

2012 წლის 4 ნოემბერს მოპასუხის რ----–ი ლ--–-–---–ის დედამ ნ-----–- მუ-------მა მიმართა ქ. ქ-------ში ნოტარიუს ა------ ჯ---------ეს და მიიღო სამკვიდრო მოწმობა №---------, რომლის თანახმად, მემკვიდრის ნ-----–- მუ-------ის განცხადებით სხვა მემკვიდრეები არ არსებობდნენ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან გარდაცვლილი მამკვიდრებლის კ----–-- ლ--–-–---–ის პი--ველი რიგის მემკვიდრეს, გარდა მისი მეუღლისა ნ-----–- მუ-------ისა, წარმოადგენს ასევე რ----–ი ლ--–-–---–ი. ამდენად ნ-----–- მუ-------ის მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი ნოტარიუსი, შეგნებულად იცოდა რა მან მისი შვილის ვალების შესახებ, მარტომ მიიღო სამკვიდრო მდებარე ქ. ქ-------ი ი. ა--–---- გამზ. №-7ბ/1, ბინა №-, ფართი 1----8 კვ.მ. და საზაფხულო ფართი 10,35 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0------------------

 

2011 წლის 11 ნოემბერს საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ნ-----–- მუ-------ი გახდა ერთადერთი მესაკუთრე მთლიანი ქონებისა მდებარე ქ. ქ-------ი ი. ა--–---- გამზ. №-7ბ/1., ბინა №- ფართი 1----8 კვ.მ. და საზაფხულო ფართი 10,35კვ.მ. კანონის შესაბამისად კი, აღნიშნული ქონების 1/2 ნაწილის კანონიერი პი--ველი რიგის მემკვიდრე იყო რ----–ი ლ--–-–---–ი, რომელზედაც უნდა იყოს დარეგისტრი--ებული მისი კუთვნილი წილი. სამკვიდრო მოწმობის ბათილობისა და შესაბამის ნაწილში მოპასუხე რ----–ი ლ--–-–---–ის მესაკუთრედ ცნობის იურიდიული ინტერესი არის ის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ დარჩება აღუსრულებელი და შესაბამისად მოსარჩელეს აღუდგება მისი დარღვეული უფლებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ-----–- მუ-------მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ რ----– ლ--–-–---–ს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია ქონებას, ამიტომ ის მემკვიდრე ვერ იქნება გარდაცვლილი მამის დანაშთ ქონებაზე.

 

მოპასუხე რ----–ი ლ--–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ რ----– ლ--–-–---–ს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია ქონებას, ამიტომ ის მემკვიდრე ვერ იქნება გარდაცვლილი მამის დანაშთ ქონებაზე, მესამე პი--ს არ აქვს უფლება მოითხოვოს მემკვიდრეობის მიღება. მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის (2010 წელი) რ----–ი ლ--–-–---–ს სასესხო ვალდებულება არც გააჩნდა, რადგან სესხი მან 2--- წელს აიღო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 18 ოქტომბერს ხ------ა დ------–--ლსა და რ----–ი ლ--–-–---–ს შორის გაფორმა სესხის ხელშეკრულება №--------- (დამოწმებული ნოტარიუსის ნ---- ს--–--ის მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის საფუძველზე მოსარჩელემ რ----– ლ--–-–---–ს ასესხა 15 000 აშშ დოლარი, 2 წლის ვადით, 2016 წლის 18 ოქტომბრამდე.

 

ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა სარგებლის გადახდის გარეშე.

 

მხარეთა შორის არ არის სადავო გარემოება, რომ სესხის სარგებელს, მხარეთა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, წარმოადგენდა მოპასუხე რ----– ლ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე თბილისი კ----–---ის ქ. №--ში, სარდაფით 41. 93 კმ.მ-ით სარგებლობა.

 

ხელშეკრულების გაფორმების დღესვე მოსარჩელემ სრულად გადასცა მოპასუხეს სესხის თანხა 1-------0 აშშ დოლარი, რის შემდგომაც იმავე დღეს გამსესხებელი ხ------ა დ------–--ლი მოპასუხემ შეუშვა საცხოვრებლად მის საკუთრებაში არსებულ, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში.

 

მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ ხ------ა დ------–--ლმა მიიღო სარგებელი შეთანხმებული პი--ობებით, უძრავი ქონებით 2 წლით სარგებლობით.

 

სადავო არ არის, რომ მსესხებელს სესხის თანხა (თუნდაც ნაწილობრივ) არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-7).

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21).

- მოპასუხის რ----–ი ლ--–-–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ.130-132).

- 2--- წლის 05 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-23).

 

3.1.2. 2016 წლის 6 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრი--ებული უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, ქუჩა კ----–---ი, №-, აღი--იცხა დ----- შ-------–---–ის საკუთრებაში, მათ შორის სარდაფი 41,93 კვ.მ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-7).

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25).

- 2015 წლის 11 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27).

 

3.1.3. კ----–-- ლ--–-–---–ი გარდაიცვალა 2010 წლის 7 ნოემბერს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 59).

 

3.1.4. 2011 წლის 04 ნოემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ნ-----–- მუ-------ი არის გარდაცვლილი კ----–-- ლ--–-–---–ის პი--ველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, მათ შორის სამკვიდრო ქონება, რომელზედაც გაიცა აღნიშნული მოწმობა არის უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქ-------ი, გამზი--ი ი--. ა--–--ე, №---.

 

კ----–-- ლ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე ქალაქი ქ-------ი, გამზი--ი ორ. ა--–--ე, №---. (ყოფ. ი--. ა--–---- გამზ. №-7ბ), რეგისტრი--ებული 0----------------- საკადასტრო კოდით, ბინა №-, 135,78 კვ.მ, საზაფხულო ფართი 10,35 კვ.მ, აღი--იცხა ნ-----–- მუ-------ის სახელზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 47-49).

- 2010 წლის 10 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 50-51).

- 2011 წლის 11 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 52-53).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება რ----– ლ--–-–---–ის მიერ კ----–-- ლ--–-–---–ის სამკვიდროს მიღების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

სადავო არ არის გარემოება, რომ რ----– ლ--–-–---–ს კ----–-- ლ--–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ (მათ შორის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში) სანოტარო ბიუროში განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ არ შეუტანია. კ----–-- ლ--–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ნ-----–- მუ-------მა, გარდაცვლილის მეუღლემ, რომლის სასარგებლოდაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა (3.1.4. ფაქტობრივი გარემობა).

 

ასევე არ დასტურდება მოპასუხე რაული ლ--–-–---–ის მიერ სამკვიდრო მიღება ფაქტობრივი ფლობით, რაც ასევე უნდა განხორციელდეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის, 1424-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–- მუ-------მა განმარტა, რომ მისი შვილი, რ----– ლ--–-–---–ი ცხოვრობს თბილისში და მამის გარდაცვალების შემდეგ რაიმე ქონება მას არ მიუღია და არც დაუფლებია. თავად რ----– ლ--–-–---–ის წარმომადგენელმა, მ--- გ--–--ემ, რომელიც, არ არის სადავო, რომ ამავე დროს არის მოპასუხის მეუღლე, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კ----–-- ლ--–-–---–ის გარდაცვალების დროს ის და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ თბილსში.

 

მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანით ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებით რ----– ლ--–-–---–ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს რ----– ლ--–-–---–ის მიერ სამკვიდროს, უძრავი ქონების (მდებარე ქალაქი ქ-------ი, გამზი--ი ორ. ა--–--ე, №---. (ყოფ. ი--. ა--–---- გამზ. №-7ბ), რეგისტრი--ებული 0----------------- საკადასტრო კოდით, ბინა №-, 135,78 კვ.მ, საზაფხულო ფართი 10,35 კვ.მ) მიღების ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 18 ოქტომბერს ხ------ა დ------–--ლსა და რ----–ი ლ--–-–---–ს შორის გაფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ რ----– ლ--–-–---–ს ასესხა 15 000 აშშ დოლარი, 2 წლის ვადით, 2016 წლის 18 ოქტომბრამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხის თანხის გადაცემა მხარეებს შორის არ არის სადავო. გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა სესხის თანხა 1-------0 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაცემული სესხის ძი--ი თანხის 1-------0 აშშ დოლარის დაბრუნება.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობის ბათილობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად საჭი--ოა შემოწმდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა სსსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპი--ობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგნისადმი, რაც დასაბუთებული და ასახული უნდა იქნეს სარჩელში. ამასთან, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღების და განხილვის წინაპი--ობას, აუცილებელია: 1) არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ ანუ მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; 2) ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას.

 

ამასთან, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პი--ის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ამგვარი დანაწესი უპი--ობოდ უკავში--დება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელთა მიხედვითაც ყველასათვის გარანტი--ებულია საკუთარი დარღვეული, წართმეული თუ სადაოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც ასევე იმპლემენტი--ებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში, კერძოდ, როდესაც საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პი--ის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სწორედ ამგვარი უფლების ან ინტერესის დაცვა უნდა მოიპოვოს მხარემ აღიარებითი სარჩელის განხილვის შედეგად. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ იურიდიული ინტერესის ცნებაში მოიაზრება არა თეორიული ინტერესი, შორსმიმავალი მიზანი თუ სურვილი, არამედ კონკრეტული და ეფექტური მიზანი (სამართლებრივი შედეგი), რომლის მიღწევა აღიარებით სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებით შემდგომში უკვე გარდაუვალია. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პი--ის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით რ----– ლ--–-–---–ის მიერ კ----–-- ლ--–-–---–ის სამკვიდროს მიღების ფაქტი. შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პი--ველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღი--ებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სი--თულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე რ----– ლ--–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1087,74 ლარის ანაზღაურება; მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯი 1195,75 ლარის ოდენობით სსსკ-ის 53-ე მუხლის პი--ველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავში--ებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავში--ებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ნ-----–- მუ-------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ------ა დ------–--ლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე რ----–ი ლ--–-–---–ს მოსარჩელე ხ------ა დ------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 1-------0 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე რ----–ი ლ--–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1087,74 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხე რ----–ი ლ--–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 1195,75 ლარის ანაზღაურება.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე