გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2911-18
(საქმე N190210018002697003)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - შპს ,,ს---–--’’
წარმომადგენელი - ვ------- ბ-----–-
მოპასუხე - თ-------- მ---–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - თ------- მ---–---ს შპს ,,ს---–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3500,00 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2129.31 ლარს,პროცენტი 350,70 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო - 1019.99 ლარი .
1.2. მოპასუხე - თ------- მ---–---ს შპს ,,ს---–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 52,50 ლარის გადახდა.
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ს---–--სა’’ და თ-------- მ---–---ს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N 19310_1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, თ-------- მ---–---ზე გაიცა სესხი 3000.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 358 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 98.55%, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) – 397.26 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - ერთჯერადი ჯარიმა ოთხ დრემდე 50.00 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა ოცდაათ დღემდე 100.00 ლარი და გადასახდელი თანხის 2.00% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 16 მაისს, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი აღარ იქნა, ხოლო ბოლო გადახდა სესხზე დაფიქსირდა 2017 წლის 16 მარტს, რის შემდეგაც, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი მაინც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აღნიშნულის გამო 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით ,გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი დავალიანება შეადგენს 6958,57 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა 2129.31 ლარი, პროცენტი- წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა - 350.70 ლარი, პირგასამტეხლო - 4478,57 ლარი, რაც, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობისა, შეადგენს ნარჩენი ძირითადი თანხის დღიურ 0,41 %-ს ხელშეკრულების დარღვევის მომდევნო დღიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულ დღეებზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე თ-------- მ---–---მ აღნიშნულ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი და სარჩელი სცნო ნაწილობრივ.
მოპასუხის განმარტებით, იგი ეთანხმება მოსარჩელისათვის ძირითადი თანხის 2129.31 ლარის, ასევე პროცენტის 350,70 ლარის გადახდას. არ ეთანხმება პირგასამტეხლოს 1019,99 ლარს, რადგან შეუსაბამოდ მაღალია და მისი შემოსავლებით შეუძლებლად მიაჩნია აღნიშნული თანხის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 შპს ,,ს---–--სა’’ და თ-------- მ---–---ს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N 19310_1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, თ-------- მ---–---ზე გაიცა სესხი 3000.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 358 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 98.55%, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) – 397.26 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - ერთჯერადი ჯარიმა ოთხ დრემდე 50.00 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა ოცდაათ დრემდე 100.00 ლარი და გადასახდელი თანხის 2.00% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულება: 23.12.2016 -ის N19310_1 ხელშეკრულება
3.1.2. მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 16 მაისს, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი აღარ იქნა, ხოლო ბოლო გადახდა სესხზე დაფიქსირდა 2017 წლის 16 მარტს,რის შემდეგაც, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი მაინც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აღნიშნულის გამო 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი დავალიანება შეადგენს 6958,57 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა 2129.31 ლარი, პროცენტი- წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა - 350.70 ლარი, პირგასამტეხლო - 4478,57 ლარი, რაც, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობისა, შეადგენს ნარჩენი ძირითადი თანხის დღიურ 0,41 %-ს ხელშეკრულების დარღვევის მომდევნო დღიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულ დღეებზე.
მტკიცებულება: საგადახდო ისტორია 11.10.2018-ის მდგომარეობით, 11.10.2018 ცნობა დავალიანებისშესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რადგან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.მოპასუხე არ დაეთანხმა სრულად და სასამართლოსაც მიაჩნია რომ , მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. გადაწყვეტილების ნაწილში - "სამართლებრივი შეფასება" - სასამართლო მსჯელობს პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ,,ს---–--სა’’ და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს შპს ,,ს---–--სა’’ და თ-------- მ---–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N 19310_1 სესხის ხელშეკრულება ,რომლის საფუძველზე, თ-------- მ---–---ზე გაიცა სესხი 3000.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს შპს ,,ს---–--ს’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. ამასთან, მოპასუხემ სარჩელი სცნო სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხისა და სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პროცენტის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ვადაგადაცილების ჯარიმა (პირგასამტეხლო) განისაზღვრა ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის 2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე ერთჯერადი ჯარიმები . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. ვადაგადაცილებული დღეებისთვის განსაზღვრული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული პირგასამტეხლოს თანხა -1019,99ლარი - უნდა შემცირდეს განისაზღვროს 509,99 ლარის ოდენობით. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე თ-------- მ---–---ს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 1019,99 ლარისა უნდა დაეკისროს 509,99 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან მოპასუხემ სარჩელი სცნო 2480.01 ლარის ნაწილში, ამიტომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 52,50 ლარიდან 7,64 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე თ-------- მ---–---ს, ხოლო გადახდილი ბაჟის დანარჩენი ნაწილი - 7,64 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად და მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს’’ უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 37,22 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი
მოსარჩელე ითხოვდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 17.2 პუნქტი ითვალისწინებს ამ საკითხს.
სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.
ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს‘’ სარჩელი თ-------- მ---–---- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე თ-------- მ---–---ს მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2990 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2129,31 ლარი, პროცენტი - 350,70 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 509,99 ლარი;
3. მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს’’ უარი ეთქვას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს ნაწილის 510 ლარის დაკისრებაზე.
4. მოპასუხე თინთინი მ---–---ს მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 7,64 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 52,50 ლარიდან შპს ,,ს---–--ს" უკან დაუბრუნდეს 37.22 ლარი, ხოლო 7,64 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. შპს ,,ს---–--ს’’ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი