განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1----18
N0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე-–---------------–-–---–ი, ირ---–------–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ---------–----------------------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ------–---------–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–---------------------------ში.
ადვოკატი - გ--------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
თაღლითობის მცდელობა, ესე იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მოქალაქე ე-–---------–--–---ის ნათესავი - ვ--–-------------ი ბრალდებული იყო ნარკოტიკული დანაშაულისათვის. ე-–---------–--–---მა, ვ--–-------------ისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევის მიზნით დახმარება სთხოვა თავის ნათესავს - ტ--–------–---ს, რომელმაც თავის მხრივ ე-–---------–--–---ი დააკავშირა ქ.თ---–----------–----–------ის სა--------–----–----თან - თ---------------ესთან.
შეხვედრისას თ---------------ემ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოტყუებით დაუფლებოდა ე-–---------–--–---ის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.
2018 წლის თებერვალში ტ--–------–---ი, ე-–---------–--–---ი და თ---------------ე რამოდენიმეჯერ შეხვდენენ ერთმანეთს, რა დროსაც თ---------------ემ მოატყუა ე-–---------–--–---ი, რომ მისთვის 7000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში შ-–---–-----------ია ვ--–-------------ს შეიწყალებდა.
ვინაიდან ე-–---------–--–---ს დასახელებული ოდენობის თანხა არ გააჩნდა და სრული მოცულობით თანხის მობილიზაციისთვის ესაჭიროებოდა გარკვეული დრო, თ---------------ეს შეუთანხმდა, რომ საწყის ეტაპზე ე----–--–---ი მას გადასცემდა 3500 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ ნაწილს - 20 დღის შემდგომ. თ---------------ემ ე-–---------–--–---ი მკაცრად გააფრთხილა, რომ არ დაერღვია მიცემული პირობა.
შეთანხმებისამებრ, 2018 წლის 28 თებერვალს, თ---------------ე ქ.თბილისში, კ--–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ შეხვდა ე-–---------–--–---ს და მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 3500 აშშ დოლარს, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ.
ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ე-–---------–--–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი დის - მ------------------ას მეუღლე ვ--–-------------ი იყო დაპატიმრებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ნათესავისგან - ტ--–------–---ისგან გაიგო, რომ მათი რაიონის დ---------ი - თ---------------ე იყო ტ--–------–---ის ახლობელი და მისულიყვნენ მასთან, როგორც დ---------თან, რომელიც დაეხმარებოდა მათ ვ--–-------------ის საქმის მოგვარებაში. ტ--–------–---თან ერთად შეხვდა თ---------------ეს, რომელიც შეპირდა, რომ მისი კონტაქტებიდან გამომდინარე, შეეკითხებოდა გარკვეულ პირებს, გაარკვევდა აღნიშნულ საკითხს და გააგებინებდა პასუხს. თ---------------ემ შეხვედრისას განუმარტა, რომ 8000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში ვ--–-------------ს შეეხებოდა შ-–---–--ა და იგი გამოვიდოდა ციხიდან. აღნიშნულის თაობაზე ესაუბრა მის დას, რომელმაც განუმარტა, რომ მხოლოდ 7000 აშშ დოლარის გადახდის საშუალება ჰქონდა. თ---------------ეს უთხრა, რომ მხოლოდ 7000 აშშ დოლარის გადახდა შეეძლოთ, რაზედაც თ---------------ე დათანხმდა და საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე. შემდგომ შეხვედრაზე თ---------------ემ განუმარტა, რომ 3500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა წინასწარ, ხოლო დანარჩენი თანხა მოგვიანებით. აღნიშნულის შემდეგ ტ--–------–---თან ერთად თ---------------ეს შეხვდა მის საცხოვრებელ სახლთან, რომელსაც ავტომანქანაში გადასცა წინასწარ შეთანხმებული თანხა 3 500 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ტ--–------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლიდან იცნობს კ--–-------------------–----------------------ს - თ---------------ეს. 2018 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში შეხვდა მის ნათესავს ე-–---------–--–---ს, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი სიძე - ვ--–-------------ი დაკავებული იყო ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტზე და სჭირდებოდა დახმარება. მან შესთავაზა ე-–---------–--–---ს, რომ მისულიყვნენ კ--–-------------------–---------------------- - თ---------------ესთან, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი გზები. ე-–---------–--–---ი დაეთანხმა მის შეთავაზებას და ერთად მივიდნენ თ---------------ესთან. ე-–---------–--–---მა თ---------------ეს მოუყვა, რომ მის სიძეს სჭირდებოდა დახმარება, რაზეც თ---------------ემ განუმარტა, რომ მას, როგორც მ-–----------------------ს, ბევრი ნაცნობი ჰყავდა და შეეძლო ვ--–-------------ის ციხიდან გამოყვანაში დახმარება, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 8000 აშშ დოლარის გადაცემა. ე-–---------–--–---ი დაეთანხმა თ---------------ის შეთავაზებას, თუმცა ვინაიდან მის დას სრულად არ ჰქონდა აღნიშნული თანხა, საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე. შეთანხმდნენ, რომ თანხის ნაწილს 3500 აშშ დოლარის ოდენობით გადასცემდა მალევე, ხოლო მეორე ნაწილს 20 დღის შემდეგ. აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ისევ შეხვდა თ---------------ეს, რა დროსაც თ---------------ემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მას, რომ 7000 აშშ დოლარად ის შ-–---–--ის გზით შეძლებდა პატიმრის გათავისუფლებას და რა მოიფიქრეს ამ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას და მიმართა ანტიკორუფციულ სააგენტოს. მან თანხმობა განაცხადა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მოხდა მისი შესაბამისი წესით აღჭურვა და ე-–---------–--–---თან ერთად წავიდა თ---------------ისთვის თანხის გადასაცემად. თ---------------ეს ე-–---------–--–---თან ერთად შეხვდა მის საცხოვრებელ სახლთან, რომელსაც ე-–---------–--–---მა ავტომანქანაში გადასცა ფულადი თანხა 3500 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადაცემის შემდეგ თ----------------ე გადავიდა ავტომანქანიდან. თავადაც გადავიდა ავტომანქანიდან და დაემშვიდობა თ---------------ეს, რომელიც წავიდა სახლში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს----–-–--------------------------------------------------–----–----------ოს თანამშრომლის ნ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს უფროსისგან მიიღო მითითება, რომ თვალყური ედევნებინათ ე-–---------–--–---ისთვის და ტ--–------–---ისთვის, რომლებსაც 3500 აშშ დოლარი უნდა გადაეცათ თ---------------ისთვის. ე-–---------–--–---ი და ტ--–------–---ი გადაადგილდებოდნენ ო--------–ის ტერიტორიაზე, რომლებსაც გზად ავტომანქანაში ჩაუჯდა თ---------------ე, მივიდნენ კ--–-------------ში მდებარე კორპუსის სადარბაზოსთან და გაჩერდნენ. ფეხით მიუახლოვდა ავტომანქანას 20-25 მეტრის რადიუსზე, რა დროსაც თ---------------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და აპირებდა სადარბაზოში შესვლას. სწორედ ამ დროს ტ--–------–---მა ანიშნა, რომ თანხა უკვე გადაცემული ჰქონდა. თ---------------ეს შეყვა სადარბაზოში, მიუახლოვდა და განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, რაზეც თ---------------ეს ჰქონდა მძაფრი რეაქცია, არ ემორჩილებოდა და უწევდა წინააღმდეგობას. მიხვდა, რომ თ---------------ეს უნდოდა ფულის მოშორება და ლიფტის შახტაში ჩაგდება, რის გამოც ცდილობდა მის შეჩერებას. ამ დროს ლიფტიდან გამოვიდა ქალბატონი, რომელიც მან გამოატარა. აღნიშნულით თ---------------ემ ისარგებლა და თანხა ჩააგდო ლიფტის შახტაში. ამის შემდეგ თ---------------ე ძიძგილაობით ჩამოიყვანა კიბეზე, რაც შენიშნეს თანამშრომლებმა: გ-------------–-–---–მა და ი-----–-----–-------მა, რომლებიც დაეხმარნენ თ---------------ის დაკავებაში. გამომძიებელმა - რ-------–--------ამ თ---------------ეს განუმარტა უფლება-მოვალეობები, რის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად თ---------------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა საფულე, მასში მოთავსებული 500 აშშ დოლარის და 1000 ლარის ოდენობით ფულადი თანხით და საკრედიტო ბარათებით. თანამშრომლებს განუმარტა, რომ თ---------------ემ ფულადი თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში, რის გამოც თანამშრომლებმა: პ-------------ემ და გ------------–--------–---–მა, მეტალის საგნის გამოყენებით მწყობრიდან გამოიყვანეს ლიფტი და გააჩერეს ლიფტის მოძრაობა. მათ მიერ დადგენილი იქნა კორპუსის თავმჯდომარის ვინაობა, რომელმაც გამოიძახა ლიფტის ხელოსანი, რომელმაც გახსნა ლიფტის შახტა. ლიფტის შახტიდან ამოღებული იქნა თ---------------ის მიერ ჩაყრილი ფულადი თანხა 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით, სულ 3500 აშშ დოლარი. ამოღებული ფულადი თანხა დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისი, კ--–------------------------------------------ში. თ---------------ე არის მისი მეზობელი. 2018 წლის 28 თებერვალს ლიფტით მგზავრობდა მისი სართულიდან ქვემოთ, რა დროსაც შემოესმა ხმაურის ხმა. როდესაც ლიფტი პირველ სართულზე ჩამოვიდა, მან დაინახა თ---------------ე და უცნობი მამაკაცი, რომელსაც ეჭირა იარაღი. ისინი ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და უცნობი პიროვნება თ---------------ეს ეუბნებოდა „ფული სად წაიღეო“. აღნიშნული ინციდენტის გამო მას შეეშინდა და სწრაფად გამოვიდა გარეთ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს დაახლოებით 15:00 საათიდან - 16:00 საათამდე დროის შუალედში თანამშრომლებთან ერთად ახორციელებდა თ---------------ის ფარულ თვალთვალს. სწორედ ამ დროს დაინახა, როგორ გამოიყვანა სადარბაზოდან თანამშრომელმა ნ---------ემ თ---------------ე. თანამშრომელ რ-------–--------ასთან ერთად მიუახლოვდა თ---------------ეს, რომელსაც გამომძიებელმა განუმარტა უფლებები და დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მათ მიერ თ---------------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა 1210 ლარის და 500 აშშ დოლარის ოდენობით.
ანალოგიური შეინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა რ-------–--------ამ და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მოსამართლის განჩინებები გადაგზავნილი იქნა სხვადასხვა უწყებებში, გამოკითხული იქნა შ-–---–-----------იის თავმჯდომარე, შ-–---–-----------იის წევრები და საქმესთან კავშირში მყოფი პირები, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცა დაცვის მხარეს, ხოლო შემდეგ საქმე გადაიგზავნა სასამართლოში.
მოწმე გ-------------–-–---–ის ჩვენების უტყუარობა და მის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–-----–-------მა და დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ლიფტის შახტიდან ფულის ამოღებაში, რომელსაც ესწრებოდა კორპუსის თავმჯდომარე, ლიფტის ხელოსანი, გამომძიებელი და გ------------–--------–---–ი. გ------------–--------–---–ის მიერ მოხდა ლიფტის შახტიდან ფულადი თანხის ამოღება, რომელიც იყო 35 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. ამოღებული ფულადი თანხა დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------–--------–---–ის და პ-------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს ბრალდებული დახვდათ დაკავებული, ხოლო ნ---------ისგან გაიგეს, რომ თ---------------ემ ფულადი თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში. გ------------–--------–---–ის მიერ ლითონის საგნის გამოყენებით მოხდა ლიფტის მოძრაობის გაჩერება, რათა არ დაზიანებულიყო ფულადი თანხა. მათ მიერ დადგენილი იქნა კორპუსის თავმჯდომარის ვინაობა, რომელმაც გამოიძახა ლიფტის ხელოსანი. ხელოსანმა ლიფტის კაბინა გააჩერა სიმაღლეზე, რის შემდეგ დაინახეს შახტაში არსებული ფულადი თანხა. გ------------–--------–---–ი ჩავიდა შახტაში, საიდანაც ამოღებული იქნა ფულადი თანხა 35 ცალი 100 აშშ დოლარი, ჯამში 3500 აშშ დოლარის ოდენობით. ამოღებული ფულადი თანხა დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შედგა შესაბამისი ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, კ--–----------------------------ში არის ამხანაგობის თავმჯდომარე. 2018 წლის 28 თებერვალს მეზობელმა განუმარტა, რომ ეძახდნენ პირველ სართულზე. როდესაც ჩავიდა, დახვდა გამომძიებელი, რომელმაც განუმარტა, რომ ლიფტის შახტაში იყო ფულადი თანხა და მონაწილეობა უნდა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში. მის მიერ გამოძახებული იქნა ლიფტის ხელოსანი, რომელმაც გახსნა ლიფტის კარები, ჩაიხედა და დაინახა ფულადი თანხა. გამომძიებლის მიერ ამოღებული იქნა ფულადი თანხა, რომელიც იყო 100 აშშ დოლარიანი კუპიურები, ჯამში 3500 აშშ დოლარის ოდენობით. გამომძიებლის მიერ ამოღებული ფულადი თანხა დაილუქა ადგილზე და შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ლიფტის შემკეთებელი. 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, დაუკავშირდა უფროსი, რომელმაც მიუთითა, რომ უნდა მისულიყო ქ.თბილისში, კ--–----------------------------ში. ადგილზე მისულს დახვდნენ კორპუსის თავმჯდომარე და პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ უნდოდათ ლიფტის შახტის კარების გახსნა. გახსნა შახტის კარები, საიდანაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა 100 აშშ დოლარიანი კუპიურები, ჯამში 3500 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შ-–---–------------თა კომისიის თავმჯდომარე. კომისია შეიქმნა პ------------ის მიერ შესაბამისი დებულებით, რომელიც განსაზღვრავს შ-–---–--ის წესს და კომისიის საქმიანობას. კომისიის წევრები არიან: გ----–---------ი, ნ----------------–---–ი, ლ--------–-----ა, ე-----------ი, ნ------–---------ა, კ------------------------ი, ვ----–--------–---–ი, ზ------------–-–---–ი, ე----------ი - თ----------------ე და რ------------ე. კონკრეტულ შემთხვევაში კომისია იკრიბება და განიხილავს ინდივიდუალურად განცხადებას შ-–---–--ის თხოვნაზე და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება პ------------ს. პ------------ი განიხილავს მხოლოდ კომისიის დადებით რეკომენდაციებს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ვინ შეიწყალოს და როგორ. ამის შემდეგ, პ------------ი გამოსცემს შ-–---–--ის აქტს. შ-–---–--ის აქტით მსჯავრებული შეიძლება განთავისუფლდეს საპატიმრო სასჯელისგან ან შეუმცირდეს სასჯელი. ზ-------------ის განმარტებით, იგი თ---------------ეს არ იცნობს, ხოლო ვ--–-------------------------ის საქმე არ განხილულა შ-–---–-----------იის მიერ და არც რაიმე სახის ინფორმაცია შესულა ამ პირის შესახებ კომისიაში. მოწმის განმარტებით, პირის შ-–---–--ა რომ მოხდეს, მას მოხდილი უნდა ჰქონდეს დანიშნული სასჯელის ნახევარი.
შ-–---–------------თა კომისიის წევრების: გ----–--–------------ის, ნ----------------–---–ის, ლ--------–-----ას, ე-----------ის, ნ------–---------ას, კ------------------------ის, ვ----–--------–---–ის, ზ------------–-–---–ის, დ---------------სა და რ------------ის ჩვენებებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შ-–---–------------თა კომისიას ვ--–-------------ის შ-–---–------------ი არ განუხილავს. მათივე განმარტებით, ისინი თ---------------ეს არ იცნობენ და არც თ---------------ეს და რაც სხვა პირს მათთვის თხოვნით არ მიუმართავთ, რომ შ-–---–------------თა კომისიას განეხილა მსჯავრდებულ ვ--–-------------ის შ-–---–------------ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იცავდა ვ--–-------------ის ინტერესებს, რომელიც დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას აპირებდა სააპელაციო სასამართლოში, რაც შეთანხმებული ჰქონდა ბრალდებულის ოჯახთან, თუმცა დაუკავშირდა ვ--–-------------ის ცოლის ძმა ე-–-----ი, რომელმაც უთხრა, რომ განაჩენი არ გაესაჩივრებინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--–-------------ი არის მისი მეუღლე, რომელიც დაკავებული იქნა ნარკოტიკული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. უნდოდათ ვ--–-------------ის დახმარება. მისი ძმისგან - ე-–---------–--–---ისგან გაიგო, რომ ნათესავმა - ტ--–---მა გააცნო პიროვნება, რომელიც უნდა დახმარებოდა ვ--–-------------ის შ-–---–--ის გზით ციხიდან გათავისუფლებაში. სანაცვლოდ კი მოსთხოვა 8000 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა აღნიშნული თანხა არ ჰქონდა და საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე. ვინაიდან გადასაცემი თანხა არ ჰქონდა მთლიანად, შეთანხმდნენ, რომ თანხის ნაწილს 3500 აშშ დოლარს გადასცემდა მაშინვე, ხოლო დარჩენილ თანხას 20 დღეში. ე-–---------–--–---ს გაატანა 3500 აშშ დოლარი, რომელიც მან გადასცა ბრალდებულს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ--–---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ დაცვის მხარეს გადაეცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.
2018 წლის 26 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგენილია, რომ ტ--–------–---ი, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და ე-–---------–--–---ი ქ. თბილისში, ო--------–------------ში შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს თ---------------ის სამუშაო ოთახში, სადაც თ------ი მიმართავს ე-–-----ს, რომ მათ საჩივარი უნდა შეიტანონ სააპელაციოში. ასევე, მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც მათ უკვე ისაუბრეს იმ ხალხთან აღარ ულაპარაკია და კითხულობს დაელაპარაკოს თუ არა, რაზეც ე-–-----ი აძლევს თანხმობას. ამის შემდეგ თ------ი განმარტავს, რომ ყველაფრის გაკეთება იყო შესაძლებელი და როგორც იმ ხალხმა უთხრა ამ ყველაფერს 3-4 თვე დასჭირდებოდა, რადგან იყო ბევრი ნიუანსი, მათ შორის უნდა ჩანიშნულიყო სასამართლო. ე-–-----ის შეკითხვაზე როდის დაიწყებდნენ საქმეს, თ------ი პასუხობს, რომ იმავე დღეს დაურეკავდა და დაელაპარაკებოდა, რა დროსაც ე-–-----ი ეუბნება, რომ მეორე დღეს მიცემდა თანხას 3500 აშშ დოლარს, რაზეც თ------ი პასუხობს, რომ ის ვიღაცას გაუშვებს იქ, ვინაიდან იმან იცის ვის და როგორ უნდა დაუკავშირდეს, ამავე დროს მიმართავს ტ--–---ს და ეუბნება, რომ მას მიეტანა. აღნიშნულზე ე-–-----ი ეუბნება, რომ ის თვითონ მიცემდა თანხას. ამასთან, ე-–-----ი ეკითხება თ------ს, რომ საქმე რომ არ გამოვიდეს, ფულს უკან ხომ მისცემდნენ, რაზეც თ------ი ეთანხმება, თუმცა განმარტავს, რომ ასეთი შემთხვევა მას არ ჰქონია. თ------ი ისევ ეუბნება მათ, რომ ის დაურეკავდა სხვა პირებს და გაიგებდა ყველაფერს, ვინაიდან მათ გარეშე ვერ ილაპარაკებდა, რის შემდეგაც დაურეკავდა ტ--–---ს და ყველაფერს აუხსნიდა. ამის შემდეგ ე-–-----ი ეუბნება თ------ს, რომ მას ჰქონდა მზად 3500 აშშ დოლარი და დანარჩენს მერე გადასცემდა, რაზეც თ------ი ეთანხმება, თუმცა კითხულობს დანარჩენი როდის იქნება, რაზეც ე-–-----ი პასუხობს, რომ 15-20 დღეში მისცემს. თ------ი მოუწოდებს ზუსტად უთხრას თარიღი, თორემ მერე ისინი ყველაფერს გააფუჭებდნენ. თ------ი კვლავ განმარტავს, რომ ე-–-----ს ზუსტად ეთქვა მეორე ნახევარი როდის იქნებოდა და ის მეორე დღეს უკვე დაიწყებდა საქმეს, დაელაპარაკებოდა შესაბამის პირებს და რასაც ეტყოდნენ გადასცემდა მათ.
2018 წლის 27 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგენილია, რომ ტ--–------–---ი, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და ე-–---------–--–---ი ქ. თბილისში, კ--–-----------------ის მიმდებარედ შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს ავტომანქანაში. თ------ი განმარტავს, რომ ის შეხვდა საჭირო ხალხს, რომლებსაც იცნობს წლებია და ეს ხალხი შეპირდა, რომ ორ თვეში გამოვიდოდა საქმე, თუმცა ის ერთ თვეს კიდევ უმატებდა, რამე რომ ყოფილიყო ხელის შემშლელი მაგალითად, სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ ე-–-----ი ეკითხება პატიმრის გამოშვება როგორ მოხდებოდა უდოთი თუ შ-–---–--ით, რაზეც თ------ი პასუხობს, რომ ჯერ მიუსჯიდნენ და მერე შ-–---–--ას გაუკეთებდნენ. მათ უნდა შეეტანათ სააპელაციო საჩივარი და როცა ბოლო ინსტანცია მორჩებოდა მერე გააკეთებდნენ ყველაფერს შ-–---–-----------იის მეშვეობით. ამის შემდეგ ე-–-----ი ეუბნება, რომ მეორე დღეს მიუტანს ფულს და მისცემს, რაზეც თ------ი ეთანხმება.
2018 წლის 28 თებერვლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თ---------------ე დაკავებული იქნა 2018 წლის 28 თებერვალს 16:22 საათზე ქ. თბილისი, კ--–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს მიმდებარედ. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის საფულე, მასში არსებული 500 აშშ დოლარით და 1210 ლარით. ასევე ამოღებული იქნა სს „ლ-------------ის“ და სს „თ-----“ ბანკის პლასტიკური ბარათები გაცემული თ---------------ის სახელზე. თ---------------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „honor“-ის ფირმის მობილური ტელეფონი. თ---------------ის განმარტებით, აღნიშნულ ტელეფონში მოთავსებულია 2 სიმ ბარათი, რომელთა ნომრებია 5----------- და 5-----------.
2018 წლის 28 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, კ--–----------------, კ-------------ის პირველი სართულის ლიფტის შახტიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 3500 აშშ დოლარის ოდენობით (35 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურები).
2018 წლის 28 თებერვალს ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგენილია, რომ ტ-------–---ი, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და ე-–---------–--–---ი ქ. თბილისში, კ--–-----------------ის მიმდებარედ შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს ავტომანქანაში, ე-–-----ი ეკითხება თ------ს, რომ შეეძლოთ თუ არა ამ საქმის დაწყება და იყო თუ არა ყველაფერი ნორმალურად, რაზეც თ------ი ეთანხმება. აქვე ე-–-----ი განმარტვას, რომ მან ფული მიუტანა, რა დროსაც თ------ი ეკითხება რამდენს აძლევს, ე-–-----ი პასუხობს, რომ როგორც მოილაპარაკეს 3500 ახლა აძლევს, ხოლო დანარჩენს 20 დღის შემდეგ, რასაც თ------იც ეთანხმება. ამის შემდეგ ე-–-----ი აძლევს თანხას თ------ს, რა დროსაც თ------ის ხელში ფიქსირდება 100 აშშ დოლარიანი კუპიურები.
2018 წლის 28 თებერვალს თ---------------ესა და ტ--–------–---ს შორის სატელეფონო საუბრების კრებსით დგინდება, რომ ტ--–------–---ი და თ---------------ე საუბრობენ მობილური ტელეფონით, რა დროსაც თანხმდებიან შეხვედრაზე.
2018 წლის 9 მარტის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონული გვერდის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს სა---–-–---------------------------------------------------–----–----------ოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ რ-------–--------ას მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ელექტრონული ინტერნეტ გვერდი - „www.matsne.gov.ge“. საიტის საძიებო სისტემის გამოყენებით, ელექტრონულ გვერდზე ნანახი იქნა: საქართველოს პ------------ის 2014 წლის 2---------- N--- ბრძანებულება „შ-–---–--ის წესის დამტკიცების შესახებ.“
2014 წლის 2---------- შ-–---–--ის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პ------------ის ბრძანებულებით დადგენილია, რომ შ-–---–--ის თხოვნის განხილვისა და მსჯავრდებულის შ-–---–--ის, ასევე სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნის თაობაზე საქართველოს პ------------ისათვის რეკომენდაციის წარდგენის მიზნით იქმნება შ-–---–------------თა კომისია. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. კომისიის რეკომენდაციას შ-–---–--ის თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პ------------ი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით
დაზარალებულ: ე-–---------–--–---ისა და მოწმე ტ--–------–---ის ჩვენებებით დადგინდა, რომ თ---------------ემ მოატყუა ე-–---------–--–---ი, რომ მისთვის 7000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში შ-–---–-----------ია ვ--–-------------ს შეიწყალებდა. ვინაიდან ე-–---------–--–---ს დასახელებული ოდენობის თანხა არ გააჩნდა და სრული მოცულობით თანხის მობილიზაციისთვის ესაჭიროებოდა გარკვეული დრო, თ---------------ეს შეუთანხმდა, რომ საწყის ეტაპზე ე----–--–---ი მას გადასცემდა 3500 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ ნაწილს - 20 დღის შემდგომ. შეთანხმებისამებრ, 2018 წლის 28 თებერვალს, თ---------------ე შეხვდა ე-–---------–--–---ს და მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს 3500 აშშ დოლარს, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ.
აღნიშნული ფაქტობროვი გარემოებები, მათ შორის მოთხოვნილი თანხის ნაწილში, დადასტურებულია ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერების ამსახველი დისკებით და კრებსითი ამონაწერებით.
2018 წლის 24 თებერვლის საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ გვერდის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს სა---–-–---------------------------------------------------–----–----------ოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ რ-------–--------ას მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდი „www.nbg.ge “, რის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.4641 ლარი. აღნიშნულზე დაყრდნობით 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 17248,7 ლარს.
2018 წლის 2 მარტის საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ გვერდის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს სა---–-–---------------------------------------------------–----–----------ოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ რ-------–--------ას მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდი „www.nbg.ge“. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.4795 ლარი. აღნიშნულზე დაყრდნობით, 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 17 356,5 ლარს, ხოლო 3500 (სამიათასხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 8678,25 ლარს.
შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ---------------ის მიერ ჩადენილია თაღლითობის მცდელობა, დიდი ოდენობით.
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ქ. თ---–----------–----–------ის ს---------–ოდან გადმოგზავნილი მასალებით დადგინდა, რომ 2----–-–-----------------ის არჩევნების შედეგად ქ.თ---–----------–----–------ის სა--------–----–----ად არჩეული იქნა თ---------------ე, რომლის უფლებამოსილება ცნობილი იქნა 20---–-–-------------რს.
2017 წლის 15 დეკემბრის განკარგულებით თ---------------ე დანიშნული იქნა ქ.თ---–----------–----–------ის ს---------–ოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად.
მოწმეების: ტ--–------–---ისა და ე-–---------–--–---ის ჩვენებების თანახმად დადგენილია, რომ ისინი ვ--–-------------ისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევის მიზნით დახმარების თხოვნის მიზნით დაუკავშირდნენ ქ.თ---–----------–----–------ის სა--------–----–----ს თ---------------ეს.
ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული - თ---------------ე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაუფლებოდა დაზარალებულის დიდი ოდენობით ფულად თანხას, რითაც ცდილობდა დაზარალებულისათვის მიაყენებინა დიდი ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი;
შესაბამისად, ზემოთგანხილული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ---------------ის მიერ ჩადენილია თაღლითობის მცდელობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოსაზრებას, რომ ბრალდებულ თ---------------ეს დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის ყველა მოწმე, რომლებიც თ---------------ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას. დაცვის მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო და ფაქტობრივი შესაძლებლობა დეტალურად/კრიტიკულად დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმები. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, თუმცა ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მოწმეების ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.
რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს: ზოგადად, იმ პირის ჩვენება/პოზიცია, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმეში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ, მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს სამართალდარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება/პოზიცია ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია არ არის სარწმუნო და აღნიშული წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის ერთ-ერთ ძირითად არგუმენტზე დანაშაულის სავარაუდო პროვოცირების თაობაზე და აღნიშნავს, რომ დანაშაულის წაქეზება/პროვოცირება არ დასტურდება საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლოსთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში. უფრო მეტიც, კორუფცია, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში, გადაიქცა უმნიშვნელოვანეს პრობლემად მრავალ ქვეყანაში, როგორც ამას მოწმობს ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კონვენცია ამ საკითხზე. ამ ინსტრუმენტით ნებადართულია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა საიდუმლო აგენტები, რომლებიც შეიძლება აუცილებლები იყვნენ ამ სფეროში ინფორმაციის შესაგროვებლად, იქიდან გამომდინარე, რომ უფლებები და ვალდებულებები, რაც მომდინარეობს საერთაშორისო, მრავალმხრივი კონვენციებიდან, რომლებიც უკავშირდება „სპეციალურ საკითხებს“, მაგალითად, ადამიანის უფლებებს, არ იყოს შელახული. სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საპროცესო ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზება შეიძლება მიჩნეული იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს სასამართლო განხილვის პროცესში საშუალება ჰქონდა განეცხადებინა შეპასუხების, ან სხვა ფორმით, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის წაქეზებას და მოცემული საკითხი სასამართლოს მიერ იქნა შესწავლილი. მხოლოდ ისეთი ზოგადი გარანტიების არსებობა, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა, ან დაცვის უფლებების პატივისცემა, არ არის საკმარისი დასაშვები. ამასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში შეისწავლის prima facie საჩივარი მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზების თაობაზე წარმოადგენს თუ არა არსებით არგუმენტს ბრალდებულის დასაცავად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმოადგენს თუ არა მოცემული არგუმენტი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველს.
როდესაც ბრალდებული ამტკიცებს, რომ მან წაქეზებით (მახის დაგებით) ჩაიდინა დანაშაული, სასამართლოებმა საქმის მასალები გულდასმით უნდა შეისწავლონ, რადგანაც იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანად იქნას მიჩნეული კონვენციის მუხლი 6 § 1-ის მნიშვნელობით, ყველა მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იქნა პოლიციის მიერ დანაშაულის წაქეზების გზით, ამორიცხული უნდა იქნას. იხილეთ, საქმე Khudobin v. Russia, სადაც ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეისწავლეს შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი ელემენტები, რათა განესხვავებინათ დანაშაულის წაქეზება კანონიერი საგამოძიებო მოქმედებებისგან; Shannon v. the United Kingdom, სადაც კერძო პირის მიერ გამოყენებული მახის დადების მეთოდი ეროვნული სასამართლოების მხრიდან დეტალურ შესწავლას დაექვემდებარა და საბოლოოდ მიჩნეული იქნა, რომ ბრალდებულის მტკიცება უსაფუძვლო იყო.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო გაიმეორებს, რომ მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლოს საქმეა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მტკიცებულების დასაშვებობა უპირველესად ეროვნული კანონმდებლობით რეგულირების საგანია და, როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების საქმეა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. სასამართლო, თავის მხრივ, დარწმუნებული უნდა იყოს, თუ მთლიანი პროცესი, იმის გათვალისწინებითაც, თუ რა ვითარებაში იქნა მოპოვებული მტკიცებულება, იყო სამართლიანი (იხ., მრავალ სხვა ცნობილ საქმეებს შორის, ვან მაკელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van Mechelen and Others v. the Netherlands), 23 აპრილი 1997, § 50; ზემოთდასახელებული ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინაღმდეგ (Teixeira de Castro), § 34; სეკეირა პორტუგალიის წინააღმდეგ (Sequeira v. Portugal) (განჩინება), № 73557/01, ECHR 2003-VI და შანონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ Shannon v. the United Kingdom (განჩინება), № 67537/01, ECHR 2004-IV). ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს ამოცანა არ არის, რამდენად იყო ცალკეული მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული, არამედ უფრო მეტად იმის შემოწმება, ასეთმა „უკანონობამ“ რამდენად გამოიწვია კონვენციით დაცული სხვა უფლების დარღვევა.
ამდენად, სასამართლო თავდაპირველად დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ არგუმენტთან დაკავშირებით მსჯელობს საპროცესო ტესტის კონტექსტში და მიაჩნია, რომ თ---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ედავა შესაძლო დანაშაულის პროვოკაციის თაობაზე, კერძოდ: აღნიშნულ საკითხზე დაცვის მხარე უთითებდა მის შესავალ და დასკვნით სიტყვაში. ასევე, დაცვის მხარე არ იყო შეზღუდული წარმოედგინა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ტესტი, ვინაიდან დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა ედავა შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. რაც შეეხება შეფასებას და მსჯელობას, თუ რატომ არ არის სახეზე მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის წაქეზება (პროვოკაცია), აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს მატერიალური ტესტის ფარგლებში.
მატერიალური ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების, ან უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
იმის დადგენისას, იყო თუ არა გამოძიება „ძირითადად პასიური“ ხასიათის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფარული ოპერაციის განმაპირობებელ მიზეზებს, და სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლების ქცევას შეისწავლის, კერძოდ: სასამართლო ადგენს ობიექტური ეჭვის არსებობას იმის თაობაზე, რომ მომჩივანი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე უნდა არსებობდეს ობიექტური ეჭვი და არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, თუმცა არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლის წინასწარგანწყობა შესაძლოა ასევე დაადასტუროს მისმა ქმედებებმა უშუალოდ საგამოძიებო ოპერაციის მსვლელობისას და არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენის წინასწარი განწყობის დადასტურების შესაძლებლობა ასეთი ფორმით.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მატერიალური ტესტის ფარგლებში თავდაპირველად უნდა შეფასდეს იყო თუ არა თ---------------ე დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული ან გააჩნდა თუ არა წინასწარგანწყობა დანაშაულის ჩასადენად, ვიდრე დაიწყებოდა ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ როდესაც მოხდა მოწმის ფარული აღჭურვა და ჩაწერა, თ---------------ის მხრიდან უკვე დაწყებული იყო დანაშაულებრივი ქმედება, ვ--–-------------ისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევის მიზნით მასთან მისულ ე-–---------–--–---სა და ტ--–------–---ს თ---------------ემ თავად შესთავაზა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბრალდებულ ვ--–-------------ის პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარება გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამასთან, მხარეები უკვე შეთანხმებული იყვნენ ფულის გადაცემის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, გამომდინარე იქედან, რომ მათ მიერ არ მომხდარა დანაშაულის პროვოცირება, რადგან პოლიციის თანამშრომლების მიერ აღნიშნულ საქმეში ჩართვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები უკვე შეთანხმებული იყვნენ ფულადი თანხის გადაცემაზე, რომლის მიღებასაც ბრალდებული თ---------------ე დათანხმდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ თ---------------ე აქტიურად ჩაერთო ამ საკითხის მოგვარებაში, თავადვე შესთავაზა, რომ დაკავებულ ბრალდებულს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაანთავისუფლებინებდა და თავადვე მიუთითა ის გზა, თუ რა ფორმით განხორციელდებოდა აღნიშნული. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ტ--–------–---ი ოპერატიულ სამსახურებთან იყო კავშირში, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამეთუ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. დაცვის მხარემ ისაუბრა გარკვეულ გარემოებებზე, რომ მათ ინფორმაცია ჰქონდათ ტ--–------–---ის ოპერატიულ სამსახურებთან თანამშრომლობის თაობაზე სხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებშიც, თუმცა ამ მიმართებით სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ გარემოებას ან ეჭვქვეშ მაინც დააყენებდა მოწმის ჩვენების უტყუარობას, იმ ვითარებაში, როდესაც დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა მხარეთა შეჯიბრებითბის პრინციპის დაცვით სასამართლოს წინაშე წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მათი არგუმენტების უტყუარობა. ბრალდებულის აქტიური როლი უტყუარად დასტურდება ფარული ჩანაწერების ამსახველი დისკებითა და კრებსითი ამონაწერებით, სადაც ბრალდებული თავად სთავაზობს დაზარალებულ მხარეს, თუ რა გზით და რა ხერხით შეძლებს ბრალდებულის პატიმრობიდან განთავსუფლებას, არის დაინტერესებული თანხის სრულად გადახდით, ასევე დაინტერესებულია იმ საკითხით, თანხის მეორე ნაწილს დაზარალებული როდის მიიტანს. უფრო მეტიც, თ---------------ემ ე-–---------–--–---ი მკაცრად გააფრთხილა, რომ არ დაერღვია მიცემული პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითა, რომ „ყველაფერს გააფუჭებდნენ“. თ---------------ის დანაშაულებრივი წინასწარგანწყობის დასადგენად, სასამართლო მოიხმობს ,,თორანისა და შიმიკის“, ასევე ,,შენონის“ საქმეებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დანაშაულებრივი წინასწარგანწყობა სწორედ ოპერაციის მსვლელობის დროს გამოვლენილი აქტივობებით დაადგინა, რაც რელევანტურია განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, ვიდეო-ჩანაწერებიდან ნათლად დასტურდება, რომ თ---------------ეზე რაიმე სახის ზეწოლა, იძულება გამოირიცხება. თ---------------ისგან განსხვავებით პასიური როლი აქვს ტ--–------–---ს. საუბარს ბრალდებულისათვის ბრალად შერაცხულ ქმედებასთან მიმართებაში წარმართავენ უშუალოდ თ---------------ე და ე-–---------–--–---ი, რომელმაც არაფერი იცოდა ტ--–------–---ის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის თაობაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უშუალოდ პროკურატურისა და სასამართლო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ფარული ჩანაწერებით აშკარად დასტურდება თ---------------ის წინასწარგანწყობა დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის მოვალეობაა, შესაძლო დანაშაულის ფაქტის გამოვლენის, ან აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიების ორგანოებთან. კონკრეტულ შემთხვევაში, ტ--–------–---მა, მას შემდეგ, რაც მიიჩნია, რომ თ---------------ის შეთავაზებიდან გამომდინარე, გარკვეული ფორმით, შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო კორუფციულ გარიგებაში, მიზანშეწონილად ჩათვალა, მიემართა კომპეტენტური ორგანოებისათვის და ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ოპერტიულ-საგამოძიებო მოქმედებებში. მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მოხდა საქმეში სამართალდამცველების ჩართვა და ისიც მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. შესაბამისად, დანაშაულის პროვოცირება ცალსახად არ არის სახეზე, მით უფრო, რომ ყველა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ფულის გადაცემასთან არის დაკავშირებული, უშუალოდ ბრალდებულ თ---------------ისაგან მომდინარეობს და ამ შემთხვევაში ტ--–------–---ის საქმეში მონაწილეობის ხარისხი ძალიან უმნიშვნელო და პასიურია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფარული ჩანაწერები და მისი ამსახველი კრებსითი ჩანაწერები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც დაუშვებელ მტიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არ საჭიროებდა დამატებით კონტროლს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება აღნიშნული ჩანაწერების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მტკიცებულებათა შეფასება და მათი დასაშვებად ცნობა (მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით) ხორციელდება წინასასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზევე ხდება იმ გარემოებების სამართლებრივი შეფასებაც, ჰქონდა თუ არა ადგილი კონკრეტული მტკიცებულების მოპოვებისას და მისი საპროცესო დამაგრებისას შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს და ასეთის არსებობის შემთხვევაში დგება საკითხი მათი დაუშვებლად ცნობის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩვეული ყველა მტკიცებულება დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზები. შესაბამისად, არ არის დადგენილი, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული და მოსაუბრე პიროვნება არის თუ არა თ---------------ე და ხომ არ არის აღნიშნული ჩანაწერი დამონტაჟებული. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს შეეძლო თავად დაენიშნა ექსპერტიზები და წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი დასკვნები, თუკი ფარული ჩანაწერების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა დაცვის მხარეს ეს არ გაუკეთებია. სასამართლო აქვე განმატავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ჩანაწერებში კარგად ჩანს ბრალდებული თ---------------ე და საუბარში მონაწილე პირები. თ---------------ის საუბრის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად ემთხვევა მის მიერ ჩანაწერში განხორციელებულ მოქმედებებს. შესაბამისად, მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ კადრებში არსებული პირი ნამდვილად არის თ---------------ე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარულ ჩანაწერებში თ---------------ის ხელში ჩანს მხოლოდ 100 აშშ დოლარიანი კუპიურა და დაუდგენელია იმის უკან რა დევს. სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც პიროვნებას ხელში უჭირავს ფულის შეკვრა, შეუძლებელია გამოჩნდეს ყველა კუპიურა. თ---------------ის მიერ ლიფტის შახტაში ფულადი თანხის ჩაყრისა და ამოღების ფაქტი დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით და ამოღების ოქმით. შესაბამისად, საეჭვო არ არის ის გარემოება, რომ თ---------------ეს ჰქონდა სწორედ ე-–---------–--–---ის მიერ გადაცემული ფულადი თანხა 3500 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც თავიდან მოშორების მიზნით ჩააყარა ლიფტის შახტაში და შემდგომ ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფარულ ვიდეო ჩანაწერში თ---------------ის ხელში დაფიქსირებული თანხა იყო სწორედ ის 3500 აშშ დოლარის ოდენობით თანხა, რომელიც მას გადასცა ე-–---------–--–---მა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების თარიღები არის გაყალბებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ფარული ჩაწერა ხდებოდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს თარიღებს და მათი შეცვლა შეუძლებელია. ფარული ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურებული იქნა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, ბრალდებულის აღნიშნული მოსაზრება საფუძველს მოკლებულია, არადამაჯერებელია და გაზიარებული ვერ იქნება. ამასთან, დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-------------ის და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობები და აღნიშნულის გათვალისწინებით პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. ნ-------------ის ჩვენებით, ლიფტით ჩადიოდა პირველ სართულზე, რა დროსაც გაიგონა ხმაურის ხმა, ხოლო როდესაც გაიღო ლიფტის კარი, დაინახა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთს ჰქონდა იარაღი და მეორეს ეუბნებოდა „ფული სად წაიღეო“. პოლიციის თანამშრომელმა - ნ---------ემ განმარტა, რომ თ---------------ეს ის შეყვა სადარბაზოში. მან განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, თუმცა თ---------------ე არ დაემორჩილა, ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და ფულადი თანხის ლიფტში ჩაგდებას, რის გამოც ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გამოვიდა ქალბატონი, რომელსაც შეეშინდა და იძულებული გახდა გაეტარებინა იგი. სწორედ აღნიშნული სიტუაციით ისარგებლა თ---------------ემ და მის ხელთ არსებული ფულადი თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში. ლიფტის შახტიდან ფულადი თანხის ამოღების ფაქტი დადასტურდა პოლიციის თანამშრომლების: ი-----–-----–-------ის, გ------------–--------–---–ის და პ-------------ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ლიფტის შახტიდან ამოღებული იქნა 3500 აშშ დოლარი, 35 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურის სახით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------------ის და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები თანხვედრაშია ერთმანეთთან და ზუსტად ასახავს თ---------------ის დაკავებისას განვითარებულ მოვლენებს.
დაცვის მხარემ დასკვნითი და საბოლოო სიტყვის ეტაპზე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე-–---------–--–---ი სისტემატიურად თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე და მის ინტერესს წარმოადგენდა ბრალდებულისათვის დანაშაულის დაბრალება, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. ამასთან, თავად დაცვის მხარემ ვერ ახსნა, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მოწმე ე-–---------–--–---ს, რომელმაც სასამართლოს მიუთითა იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლოს მოახსენა მოწმე ტ--–------–---მა და ბრალდებული ამხილა შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ არასრულფასოვნად იყო ნაწარმოები გამოძიება, ბრალდების მხარემ ისიც კი ვერ შეძლო, რომ თუნდაც აღეწერათ და ტექნიკური საშუალებებით დაემუშავებინათ ფულადი თანხა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის ჩადენის შესახებ აცნობა ტ--–------–---მა და მან მზადყოფნა გამოთქვა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის თაობაზე. საქმის მასალებით დადგინდა ის გარემოებაც, რომ მოწმე ე-–---------–--–---ისათვის ტ--–------–---ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის თაობაზე არ იყო ცნობილი, რაც დადასტურდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებთ. დადგენილია ის გარემოებაც, რომ თ---------------ეს თანხა გადასცა ე-–---------–--–---მა. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მოეხდინათ კერძო პირის კუთვნილი ფულადი თანხის ფიქსაცია ან ტექნიკური საშუალებებით დამუშავება, იმ ვითარებაში, როდესაც ეს პირი (ე-–---------–--–---ი) თავად არ იყო ინფორმირებული მიმდინარე ოპერაციის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ფულადი თანხა იქნებოდა აღწერილი და დამუშავებული, ეს გარემოება უფრო გააჩენდა ეჭვებს და არა პირიქით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
მოწმე ტ--–------–---ის ჩვენებით დადგინდა, რომ იცნობდა ქ.თ---–----------–----–------ის სა--------–----–----ს თ---------------ეს. ნათესავისგან - ე-–---------–--–---ისგან გაიგო, რომ მისი სიძე დაპატიმრებული იყო ნარკოტიკული დანაშაულისათვის და კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევის მიზნით სჭირდებოდა დახმარება. მან ე-–---------–--–---ს შესთავაზა, რომ შეახვედრებდა თ---------------ეს და სთხოვდა დახმარებას. შეხვდნენ თ---------------ეს, რომელმაც განუმარტა, რომ ჰყავდა გავლენიანი სანაცნობო წრე, რომელთა მეშვეობით შეძლებდა დახმარებას, თუმცა საჭირო იყო 8000 აშშ დოლარი. ვინაიდან ე-–---------–--–---ის დის ოჯახს არ ჰქონდა აღნიშნული თანხა, საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე, რომლის ნაწილი უნდა გადაეხადა მაშინვე, ხოლო მეორე ნაწილი 20 დღის შემდეგ. თ---------------ის მხრიდან ფულადი თანხის მოთხოვნამ მასში გამოიწვია ეჭვი, რის გამოც მიმართა საგამოძიებო ორგანოს და თანხმობა განაცხადა ფარულ საგამოძებო მოქმედებაში მონაწილეობაზე. ე-–---------–--–---თან ერთად გამოძიების კონტროლის ქვეშ, სამჯერ შეხვდა თ---------------ეს. პირველი შეხვედრაზე თ---------------ემ განუმარტა, რომ ის უკვე ელაპარაკა საჭირო ხალხს და პატიმრის გათავისუფლება პრობლემა არ იქნებოდა, ამავე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ე-–-----ი პირველ ეტაპზე გადასცემდა 3500 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენს რამდენიმე დღეში. მეორე შეხვედრის დროს თ---------------ემ ტ--–------–---სა და ე-–---------–--–---ს განუმარტა, რომ პატიმრის გათავისუფლება მოხდებოდა შ-–---–-----------იის მეშვეობით, ხოლო მესამე შეხვედრისას ე-–---------–--–---მა თ---------------ეს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3500 აშშ დოლარი.
ტ--–------–---ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შეხვედრების და თანხის გადაცემის ფაქტი დადასტურდა დაზარალებულ ე-–---------–--–---ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი სიძე - ვ--–-------------ი ნამდვილად იყო დაპატიმრებული ნარკოტიკული დანაშაულისათვის, რის გამოც კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევის მიზნით დახმარება სთხოვეს თ---------------ეს, რომელიც შეპირდა, რომ 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეძლებდა მისი სიძის პატიმრობიდან განთავისუფლებას შ-–---–-----------იის მეშვეობით. ტ--–------–---თან ერთად შეხვდნენ თ---------------ეს და გადასცეს მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 3500 აშშ დოლარი.
2018 წლის 26 თებერვლის შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგინდა, რომ ტ--–------–---ი და ე-–---------–--–---ი ქ.თბილისში, ო--------–ის ქუჩა #--–- შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს თ---------------ის სამუშაო ოთახში, სადაც თ------ი მიმართვს ე-–-----ს, რომ მათ საჩივარი უნდა შეიტანონ სააპელაციო სასამართლოში. ასევე, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც მათ უკვე ისაუბრეს, იმ ხალხთან აღარ ულაპარაკია და კითხულობს დაელაპარაკოს თუ არა, რაზეც ე-–-----ი აძლევს თანხმობას. ამის შემდეგ თ------ი განმარტავს, რომ ყველაფრის გაკეთება იყო შესაძლებელი და როგორც იმ ხალხმა უთხრა, ამ ყველაფერს 3-4 თვე დასჭირდებოდა, რადგან იყო ბევრი ნიუანსი, მათ შორის უნდა ჩანიშნულიყო სასამართლო. ე-–-----ის შეკითხვაზე როდის დაიწყებდნენ საქმეს, თ------ი პასუხობს, რომ იმავე დღეს დაურეკავდა და დაელაპარაკებოდა, რა დროსაც ე-–-----ი ეუბნება, რომ მეორე დღეს მისცემდა თანხას 3500 აშშ დოლარს, რა დროსაც თ------ი პასუხობს, რომ ის ვიღაცას გაუშვებს იქ, ვინაიდან იმან იცის ვის და როგორ უნდა დაუკავშირდეს, ამავე დროს მიმართავს ტ--–---ს და ეუბნება, რომ მას მიეტანა თანხა. აღნიშნულზე ე-–-----ი ეუბნება, რომ ის თვითონ მისცემდა თანხას. ამასთან, ე-–-----ი ეკითხება თ------ს, რომ საქმე რომ არ გამოვიდეს, ფულს უკან ხომ მისცემდნენ, რასაც თ------ი ეთანხმება, თუმცა განმარტავს, რომ ასეთი შემთხვევა მას არ ჰქონია. თ------ი ისევ ეუბნება მათ, რომ ის დაურეკავდა სხვა პირებს და გაიგებდა ყველაფერს, ვინაიდან მათ გარეშე ვერ ილაპარაკებდა, რის შემდეგ დაურეკავდა ტ--–---ს და ყველაფერს აუხსნიდა. ამის შემდეგ ე-–-----ი ეუბნება თ------ს, რომ მას ჰქონდა მზად 3500 და დანარჩენს მერე გადასცემდა, რასაც თ------ი ეთანხმება, თუმცა კითხულობს დანარჩენი როდის იქნება. აღნიშნულზე ე-–-----ი პასუხობს, რომ 15-20 დღეში მისცემდა. თ------ი მოუწოდებს ზუსტად თქვას თარიღი, თორემ მერე ისინი ყველაფერს გააფუჭებდნენ. თ------ი კვლავ განმარტავს, რომ ე-–-----ს ზუსტად ეთქვა მეორე ნახევარი როდის იქნებოდა და ის მეორე დღეს უკვე დაიწყებდა საქმეს, დაელაპარაკებოდა შესაბამის პირებს და რასაც ეტყოდნენ, გადასცემდა მათ.
2018 წლის 27 თებერვლის შეხვედრებისა და საუბრების ფარული ვიდეო ჩაწერით დადგინდა, რომ ტ--–------–---ი და ე-–---------–--–---ი ქ.თბილისში, კ--–-----------------ის მიმდებარედ შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს ავტომანქანაში, რა დროსაც თ------ი განმარტავს, რომ ის შეხვდა საჭირო ხალხს, რომლებსაც იცნობს წლებია და ეს ხალხი შეპირდა, რომ ორ თვეში გამოვიდოდა საქმე, თუმცა ის ერთ თვეს კიდევ უმატებდა, რამე რომ ყოფილიყო ხელის შემშლელი, მაგალითად, სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ ე-–-----ი ეკითხება პატიმრის გამოშვება როგორ მოხდებოდა „უდოთი“ თუ შ-–---–--ით, რაზეც თ------ი პასუხობს, რომ ჯერ მიუსჯიდნენ და მერე შ-–---–--ას გაუკეთებდნენ. მათ უნდა შეეტანათ სააპელაციო საჩივარი და როცა ბოლო ინსტანცია მორჩებოდა, მერე გააკეთებდნენ ყველაფერს შ-–---–-----------იის მეშვეობით. ამის შემდეგ ე-–-----ი ეუბნება, რომ მეორე დღეს მიუტანს ფულს და მისცემს, რასაც თ------ი ეთანხმება.
2018 წლის 28 თებერვლის შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგინდა, რომ ტ--–------–---ი და ე-–---------–--–---ი ქ.თბილისში, კ--–-----------------ის მიმდებარედ შეხვდნენ თ---------------ეს. საუბარი მიმდინარეობს ავტომანქანაში, სადაც ე-–-----ი ეკითხება თ------ს, რომ შეეძლოთ თუ არა ამ საქმის დაწყება და იყო თუ არა ყველაფერი ნორმალურად, რის თაობაზეც თ------ი ეთანხმება. აქვე ე-–-----ი განმარტვას, რომ მან ფული მიიტანა, თ------ი ეკითხება რამდენს აძლევდა, ე-–-----ი პასუხობს, რომ როგორც მოილაპარაკეს 3500 ახლა აძლევდა, ხოლო დანარჩენს 20 დღის შემდეგ, რასაც თ------იც ეთანხმება. ამის შემდეგ ე-–-----ი აძლევს თანხას თ------ს, რა დროსაც თ------ის ხელში ფიქსირდება 100 აშშ დოლარიანი კუპიურები.
სატელეფონო საუბრების ამსახველი კრებსებით დადგინდა, რომ ტ--–------–---ი და თ---------------ე საუბრობენ მობილური ტელეფონით, რა დროსაც თანხმდებიან შეხვედრაზე.
ვ--–-------------ის მეუღლის მ------------------ას ჩვენებით დადგინდა, რომ მისი მეუღლე დაკავებული იქნა ნარკოტიკული დანაშაულის გამო. მას მიუსაჯეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასთან მივიდა მისი ძმა ე-–---------–--–---ი, რომელმაც უთხრა, რომ მათმა ნათესავმა ტ--–---მა გააცნო პიროვნება, რომელიც უნდა დახმარებოდა პატიმრის გათავისუფლებაში 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თუმცა მას არ ჰქონდა აღნიშნული თანხა და საბოლოოდ შეთანხმდნენ 7000 აშშ დოლარის გადახდაზე, რომელიც უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ. თავდაპირველად 3500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ბრალდებულისათვის, ხოლო მოგვიანებით თანხის დარჩენილი ნაწილი.
ვ--–-------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და სასჯელის განსაზღვრის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი განაჩენითა და მისი ადვოკატის გ--–------–--–---–ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის გასაჩივრებასაც აპირებდა, თუმცა ვ--–-------------ის ცოლის ძმასთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ განაჩენი არ უნდა გაესაჩივრებინა.
მოწმე: ნ---------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ სადარბაზოში შეყვა თ---------------ეს, რომელსაც ხელი ისე ეჭირა, რომ მიხვდა ხელში ჰქონდა გადაცემული ფულადი თანხა. თ---------------ეს განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მოსთხოვა დამორჩილებოდა, თუმცა თ---------------ე ცდილობდა თანხის მოშორებას და უწევდა წინააღმდეგობას. ძიძგილაობისას დავარდნენ ძირს, რა დროსაც გაიღო ლიფტის კარი და გამოვიდა ქალბატონი, რომელსაც შეეშინდა და იძულებული გახდა გაეტარებინა. აღნიშნული მდგომარეობით ისარგებლა თ---------------ემ და მის ხელთ არსებული ფულადი თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში. ლიფტიდან გამოსვლისას ორი პირის ძიძგილაობის ფაქტი დადასტურდა მოწმე ნ-------------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ გაიგონა როგორ ეუბნებოდა ერთი პირი მეორეს „ფული სად წაიღეო.“
ნ---------ის ჩვენება დადასტურდა პოლიციის თანამშრომლების: გ-------------–-–---–ის, რ-------–--------ას და ი-----–-----–-------ის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ დაინახეს, როგორ გამოიყვანა ნ---------ემ თ---------------ე სადარბაზოდან. ამის შემდეგ მათ მონაწილეობა მიიღეს თ---------------ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. ნ---------ემ მათ განუმარტა, რომ თ---------------ემ მის ხელთ არსებული ფულადი თანხა ჩაყარა ლიფტის შახტაში.
მოწმეების: ი-----–-----–-------ის, გ------------–--------–---–ის და პ-------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ გ------------–--------–---–ის მიერ მათი თანდასწრებით ლიფტის შახტიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 35 ცალი 100 აშშ დოლარი კუპიურა, ჯამში 3500 აშშ დოლარის ოდენობით. ლიფტის შახტიდან ფულადი თანხის ამოღების ფაქტი დადასტურდა ამხანაგობის თავმჯდომარე ე-–---------–---–ის და ლიფტის ხელოსან ი----------–--ის ჩვენებებით.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ---------------ემ, იყო რა ქ.თ---–----------–----–------ის სა--------–----–----ი, 2018 წლის თებერვალში მოქალაქე ე-–---------–--–---ს პატიმრის შ-–---–--ის გზით გათავისუფლებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ფულადი თანხა, თუმცა რეალურად ბრალდებულის თანამდებობა არ იყო დაკავშირებული არც შ-–---–-----------იასთან და არც პ------------თან, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა და შესაბამისი კომპეტენცია, რომ რაიმე გავლენა მოეხდინა შ-–---–------------თა კომისიის წევრებზე. მიუხედავად იმისა, რომ თ---------------ეს გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა პატიმრის შ-–---–------------ის გადაწყვეტაზე, ის სარგებლის მიღების სანაცვლოდ ცდილობდა ე-–---------–--–---ის მოტყუებას, რომ ის მისი თანამდებობის გამოყენებით დაეხმარებოდა პატიმრის შ-–---–--აში, რის სანაცვლოდაც ითხოვდა 7000 აშშ დოლარს, რომლის ნაწილიც 3500 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო დაზარალებულისგან.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ---------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ---------------ე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ე-–---------–--–---ის მოტყუებით ცდილობდა დაუფლებოდა მის კუთვნილ თანხას 7000 დოლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს სახელმწოფო მოხელე, რომელიც ბოროტად იყენებს თავის სამსახურებრივ მდგომარეობას, რაც მას უადვილებს სხვისი ქონების დაუფლებას. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება არის მოტყუების გაადვილების ხერხი. დამნაშავე თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს სხვის მოსატყუებლად, რათა ადვილად დაეუფლოს სხვის ქონებას, რომელიც არ იმყოფება მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მოტყუება წინ უძღვის სხვისი ნივთის დაუფლებას, ოღონდ განსხვავებით თაღლითობის მარტივი შემადგენლობისგან, აქ იტყუება სახელმწიფო აპარატის პასუხისმგებელი პირი, რაც უფრო დამაჯერებელს ხდის მის ცრუ ინფორმაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულს ბრალდებულის ქმედების შედეგად შესაძლოა მისდგომოდა 10000 ლარზე მეტი ოდენობით ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და თ---------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ---------------ემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომლითაც თ---------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს თ---------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას ამახვილებს თ---------------ის პირად და ეკონომიკურ პირობებზე - ოჯახურ (ჰყავს მეუღლე და 3 შვილი) და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივზე, თ---------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე (ბრალდებულის მტკიცე სურვილზე, მისწრაფებაზე მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათზე (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე (თ---------------ე მოტყუებით, ე-–---------–--–---ზე მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობდა დაუფლებოდა 7 000 აშშ დოლარს), ასევე იმ გარემოებას, რომ თ---------------ე წარმოადგენდა ქ.თ---–----------–----–------ის სა--------–----–----ს და ჰქონდა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ადამიანებთან ურთიერთობებში ემოქმედა კეთილსინდისიერად. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თ---------------ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, ასევე თ---------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და თ---------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების - ვიდეო და აუდიოგადაღების ამსახველი მასალა 3 ცალ „DVD-R“ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ამსახველი მასალა 2 ცალი „CD-R“ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- თ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 500 აშშ დოლარი, 1210 ლარი და 2 ცალი საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ქ.თბილისი, კ--–-----------------ში მდებარე N- საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტიდან ამოღებული 3500 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ბრალდებულ თ---------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „honor“-ის ფირმის მობილური ტელეფონი 2 ცალ სიმბარათთან ერთად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება სუს ანტიკორუფციულ სააგენტოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
2. თ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან.
3. ბრალდებულ თ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების - ვიდეო და აუდიოგადაღების ამსახველი მასალა 3 ცალ „DVD-R“ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ამსახველი მასალა 2 ცალი „CD-R“ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- თ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 500 აშშ დოლარი, 1210 ლარი და 2 ცალი საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ქ.თბილისი, კ--–-----------------ში მდებარე N- საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტიდან ამოღებული 3500 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ბრალდებულ თ---------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „honor“-ის ფირმის მობილური ტელეფონი 2 ცალ სიმარათთან ერთად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება სუს ანტიკორუფციულ სააგენტოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი