გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
330210018002320826
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5840-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - სს „მი--------------ი“

წარმომადგენელი - ან----------–---–ი

მოპასუხე - ოთ----------–---–ი, გე-–----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ოთ----------–---–ს დაეკისროს სს "მი--------------ის" წინაშე არსებული დავალიანების გადახდა 4607,36 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის - 3100 აშშ დოლარი, პროცენტი - 1008,16 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 499,20 აშშ დოლარი; აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად სარეალიზაციოდ მიექცეს სს "მი--------------ის", სასარგებლოდ დატვირთული გე-–----------–---–ის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - მერსედეს-ბენც CLK 55 AMG COUPE, სახელმწიფო ნომერი - O--------, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2000, სარეგისტრაციო მოწმობა - O--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------; თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ დაფარავს დავალიანებას სრულად, მსესხებლის ოთ----------–---–ის მიმართ მოთხოვნა გაგრძელდეს და კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება შესრულდეს მის საკუთრებაში არსებული სხვა აქტივებიდან.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 28 მაისს სს "მი--------------სა" და ოთ----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №----. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხად განისაზღვრა 3100,00 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 12 თვე, პროცენტის მოცულობა სესხის თანხაზე - ყოველთვიური 5%, სესხის გაცემის საკომისიო - 2%, სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი გადაიხდიდა მიმდინარე თვის პროცენტს მთლიანად; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.25%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 28 მაისს სს "მი--------------სა" და ოთ----------–---–ს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება №----/-- რომლის თანახმად გირავნობით დაიტვირთა ოთ----------–---–ის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - მერსედეს-ბენც CLK 55 AMG COUPE, სახელმწიფო ნომერი - O--------, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2000, სარეგისტრაციო მოწმობა - O--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.

 

2015 წლის 6 თებერვალს გირავნობა გადავიდა საგნის შემძენზე, გე-–----------–---–ზე.

 

მსესხებლის მიერ სესხის თანხის ათვისება მოხდა ერთიანად, სს "მი--------------ის" სალაროდან. მსესხებელმა 2014 წლის 28 ივნისს პირველად დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი, რის შემდეგაც არაჯეროვნად, თუმცა პერიოდულად ასრულებდა ვალდებულებას.

 

სესხის ხელშეკრულების 4.1 და 4.2 პუნქტების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხისა და შესაბამისი გადასახდელის თანხის 0,25%-ის ოდენობით ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ოთ----------–---–ის დავალიანება სს "მი--------------ის" წინაშე შეადგენს 4607,36 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხა არის – 3100 აშშ დოლარი, პროცენტი - 1008,16 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 499,20 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ოთ----------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე შეცვალა პოზიცია, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანების გადახდის ვალდებულება მას არ გააჩნია.

 

მოპასუხე გე-–----------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-ე - 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 28 მაისს სს "მი--------------სა" და ოთ----------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №----, რომლის თანახმად სესხის თანხად განისაზღვრა 3100,00 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 12 თვე, პროცენტის მოცულობა სესხის თანხაზე - ყოველთვიური 5%, სესხის გაცემის საკომისიო - 2%, სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი გადაიხდიდა მიმდინარე თვის პროცენტს მთლიანად. შეთანხმდა სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

მხარეთა შორის არ არის სადავო მსესხებლის მიერ სესხის ათვისების გარემოება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

2014 წლის 28 მაისის სესხის ხელშეკრულება №---- (ს.ფ. 18-19).

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა ყოველთვიურად სესხის თანხაზე დარიცხული პროცენტი და სესხის თანხა ხელშეკრულების ვადის ბოლოს, მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად, წინამდებარე ხელშეკრულების №1 დანართში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხის ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, სესხის მთლიანი თანხა მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად გადახდილი უნდა იქნეს სესხის გაცემის დღიდან 12 თვის ვადაში.

 

სესხის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ყოველი თვისათვის არ გადაიხდიდა წინამდებარე ხელშეკრულების 2.4. პუნქტით გათვალისწინებულ მიმდინარე ვალდებულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.25%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის, თანახმად იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი გადააცილებდა ხელშეკრულების 2.6 მუხლით გათვალისწინებული სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0,25%-ის ოდენობით ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

2014 წლის 28 მაისის სესხის ხელშეკრულება №---- (ს.ფ. 18-19).

3.1.3. 2014 წლის 28 მაისს სს "მი--------------სა" და ოთ----------–---–ს შორის გაფორმებული №---- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 28 მაისს სს "მი--------------სა" და ოთ----------–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №----/-- რომლის თანახმად გირავნობით დაიტვირთა ოთ----------–---–ის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - მერსედეს-ბენც CLK 55 AMG COUPE, სახელმწიფო ნომერი - O--------, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2000, სარეგისტრაციო მოწმობა - O--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

2014 წლის 28 მაისის გირავნობის ხელშეკრულება №---- (ს.ფ. 20-23).

 

3.1.4. დაგირავებული ავტომანქანა 2015 წლის 6 თებერვალს გადავიდა გე-–----------–---–ის საკუთრებაში.

 

მხარეებს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ; ამასთან, არც მოპასუხე გე-–----------–---–ს გაუხდია შესაგებლით ეს გარემოება სადავოდ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

სს „მი--------------ის“ წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსადმი №6--------, 2015 წლის 6 თებერვალი (ს.ფ. 24).

 

3.1.5. გირავნობის ხელშეკრულების მე- 5 მუხლით განისაზღვრა მოგირავნის ინტერესის დაკმაყოფილების წესი.

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო დაკმაყოფილება გირავნობის საგნიდან საქართველოს კანონმდენლობის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნეს ექნებოდა უფლება საკუთარი არჩევანით გამოეყენებინა ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებათაგან ნებისმიერი; გირავნობის საგნის რეალიზება განეხორციელებინა აუქციონის მეშვეობით საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ამასთან დამგირავებელი ხელშეკრულებაზე ხელმოწერით წინასწარ აცხადებდა თანხმობას, აუქციონის ჩატარების მიზნით მოგირავნის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნაზე; სპეციალისტის ანაზღაურება განისაზღვრებოდა იმ ვალდებულების ღირებულებას არაწაკლებ 0.1 და არაუმეტეს 5%–ისა, რომლის შესასრულებლადაც (დასაფარადაც) ჩატარდებოდა აუქციონი (5.3 პუნქტი); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601-ე მუხლის შესაბამისად პირდაპირ მიეღო საკუთრებაში გირავნობის საგანი, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის გირავნობის საგნის ღირებულება იქნებოდა უზრუნველყოფის მოთხოვნაზე ნაკლები, უზრუნველყოფის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ გირავნობის საგნის ღირებულების ტოლი ოდენობით. გირავნობის საგნის საკუთრებაში პირდაპირ გადასვლის მიზნებისათვის ხელშეკრულება განიხილებოდა დამგირავებლისა და მოგირავნის პირდაპირ განცხადებად, გირავნობის საგანზე მოგირავნის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (5.4 პუნქტი); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად მოგირავნე უფლებამოსილი იყო გირავნოზის საგნის რეალიზაცია განეხორციელებინა პირდაპირი მიყიდვის გზით, იმ შემთხვევაში თუ მოგირავნეს,როგორც დამგირავებლის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება ექნებოდა დაედო მოძრავი ნივთის (არამატერიალური ქონების სიკეთის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოგირავნე დამგირავებლის (მესაკუთრის) სახელით გადასცემდა საკუთრების უფლებას გირავნობის საგანზე მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირს (5.5 პუნქტი); გირავნობის საგნის გაყიდვა მიენდო სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებისათვის (5.6 პუნქტი).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

2014 წლის 28 მაისის გირავნობის ხელშეკრულება №---- (ს.ფ. 20-23).

 

3.1.6. გირავნობის ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაღები თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა მოთხოვნის ოდენობას, მოგირავნე იტოვებდა უფლებას დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა დაგირავებლის სხვა ქონებით ან გადაეცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება მესამე პირისათვის (რეგრესის უფლება).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

2014 წლის 28 მაისის გირავნობის ხელშეკრულება №---- (ს.ფ. 20-23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ოთ----------–---–ის დავალიანება სს "მი--------------ის" წინაშე შეადგენს 4607,36 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხა არის – 3100 აშშ დოლარი, პროცენტი - 1008,16 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 499,20 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

ამონაწერი ანგარიშიდან თანხის მოძრაობის შესახებ (ს.ფ. 27-35).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „მი--------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს „მი--------------სა“ და ოთ----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა სესხის თანხა 3 100,00 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა აითვისა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაცემული სესხის ძირი თანხის 3 100,00 აშშ დოლარის დაბრუნება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხით სარგებლობისათვის, შეთანხმებული გრაფიკისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს ოთ----------–---–ს სს „მი--------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 1 008,16 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ ოთ----------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 499,20 აშშ დოლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 49,92 აშშ დოლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, კრედიტორი სს „მი--------------ი” და მოვალე ოთ----------–---–ი სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ გირავნობის ხელშეკრულების 5.7 პუნქტით.

 

განსახილველ შემთხევაში უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენს გე-–----------–---–ი. კრედიტორი სს „მი--------------ი“ უფლებამოსილია გამოიყენოს გირავნობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება გე-–----------–---–ის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ, მსესხებლის დავალიანების 4158,08 აშშ დოლარის დასაფარად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ სახელმწიფო ბაჟი 307,72 ლარის ოდენობით, ხოლო 33,25 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „მი--------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე ოთ----------–---–ს დაეკისროს სს „მი--------------ის“ წინაშე არსებული დავალიანების გადახდა 4158,08 აშშ დოლარის ოდენობით, სადაც სესხის ძირი თანხაა 3100,00 აშშ დოლარი, პროცენტი - 1008,16 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 49,92 აშშ დოლარი.

 

1.2. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „მი--------------ის“ სასარგებლოდ დატვირთული გე-–----------–---–ის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - მერსედეს-ბენც CLK 55 AMG COUPE, სახელმწიფო ნომერი - O--------, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2000, სარეგისტრაციო მოწმობა - O--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.

1.3. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ დაფარავს დავალიანებას სრულად, კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით აღსასრულებლად მიექცეს ოთ----------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ოთ----------–---–სა და გე-–----------–---–ს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 307,72 ლარის ანაზღაურება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე