გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
330310018002495192
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3657-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - დ----------------–---–ი

წარმომადგენელი - მ---------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ---------------------ე

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ე--------ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №------- ბრძანება, დ----------------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ----------------–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----------------–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის მაისის თვიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მხარეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

2.1. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა არ არის დასაბუთებული, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დ------------------------------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2005 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 12 აპრილამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის M---------------- ცნობა (ს.ფ. 30).

 

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 4 მარტის №------ სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დ----------------–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 3 მაისის M---------------- დასკვნა, დანართით (ს.ფ. 52-54).

 

3.3. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს------–---------- განყოფილების უფროსი - რ------------------–---–ი, ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ს------------–--------------–----------------------------- - ნ--------–--ე და ინსპექტორი ი-----------–--ე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მ----------------–------------------------–----–----------რი კ----------------------–---–ი, კრწანისის რაიონის საპატრულო პოლიციის ო–---------- რ--------–---ე და ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის პ------–--------ო ს-----------–---------–----------–----------–--------------–----–-- პატრულ-ინსპექტორი დ----------------–---–ი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2018 წლის 18 აპრილს გამოკითხულმა რ------------------–---–მა განმარტა, რომ პატრულ-ინსპექტორს - დ----------------–---–ს არ შეუდგენია პატაკი 2017 წლის 6 ივნისს, 11 და 17 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2018 წლის 12 აპრილს გამოკითხულმა ნ--------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის თებერვლის თვემდე იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---–----------–---------------–----------–- და მის ფუნქციას წარმოადგენდა განწესის ფურცლის მომზადება, კონტროლი. მათ ოცეულში ირიცხებოდა დ----------------–---–ი, რომელიც 2017 წლის 3-8, 11-28 აპრილს, 9-30 მაისს, 2-7 ივნისს, 04-29 ივლისს, 02-21 აგვისტოს, 26-30 სექტემბერს, 01-21 ოქტომბერს, 01-25 ნოემბერს სამსახურში არ გამოცხადდა. მიუხედავად ზეპირი განმარტებისა, რომ იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, მას საავადმყოფო ფურცელი არ წარუდგენია. ამასთან, ნ--------–--ის განმატებით, ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო ოცმეთაურებისთვის: კ----------------------–---–ისა და რ--------–---ისათვის.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2018 წლის 12 აპრილს გამოკითხულმა ი-----------–--ემ განაცხადა, რომ დ----------------–---–ი 2018 წლის 2 აპრილიდან 12 აპრილამდე განწესში ირიცხება არ გამოცხადებაში. ამასთან, მას საავადმყოფო ფურცელი არ წარუდგენია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2018 წლის 13 აპრილს გამოკითხულმა კ----------------------–---–მა განაცხადა, რომ პატრულ-ინსპექტორი დ----------------–---–ის რამდენჯერმე არ გამოცხადდა სამსახურში, რაც დაფიქსირდა განწესის ფურცელზე. მისი ინფორმაციით, იგი ავადმყოფობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კ----------------------–---–მა დ----------------–---–ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი გამოუცხადებლობა დაფიქსირებული იყო განწესში, რისთვისაც ამ უკანასკნელს უნდა წარედგინა შესაბამისი დოკუმენტი. კ----------------------–---–ის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო საავადმყოფო ფურცელი წარადგინა თუ არა დ----------------–---–მა. მისი განმარტებით, ვინაიდან პატრულ-ინსპექტორის გამოუცხადებლობის აღნიშვნა ხდება განწესის ფურცელზე, დამატებით პატაკის წარდგენის საჭიროება არ არსებობს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2018 წლის 14 აპრილს გამოკითხული რ--------–---ის განმარტებით, მის დაქვემდებარებაშია პატრულ-ინსპექტორი დ----------------–---–ი, რომელიც 01-21 ოქტომბერს, 01-25 ნოემბერს და 2018 წლის 2 აპრილიდან 14 აპრილამდე არ გამოცხადდა სამსახურში, თვითნებურად. აღნიშნული დაფიქსირდა შესაბამის განწესის ფურცლებში. რ--------–---ემ განმარტა, რომ ტელეფონის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დ----------------–---–ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და წარადგენდა მას, თუმცა მას საავადმყოფო ფურცელი არ წარუდგენია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2018 წლის 16 აპრილს გამოკითხულმა დ----------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 03-08 აპრილს, 11-28 აპრილს, 09-30 მაისს, 02-07 ივნისს, 04-29 ივლისს, 02-21 აგვისტოს, 26-30 სექტემბერს, 01-21 ოქტომბერს, 01-25 ნოემბერს ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად აცდენდა სამსახურს, ოჯახური პირობების გამო. მისივე განმარტებით, 2018 წლის აპრილის თვეში სამსახურში გამოუცხადებლობა დაკავშირებული იყო სამედიცინო დაწესებულება „ე----ში“ მკურნალობასთან. ამასთან, 2017 წელს მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, რის გამოც არ შეეძლო საავადმყოფო ფურცლის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ------------------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 128);

- ნ--------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 129);

- ი-----------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 130);

- კ----------------------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 131-132);

- რ--------–---ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 133);

- დ----------------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 134-135).

 

3.4. დ----------------–---–ი 2017 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში პერიოდულად, ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში.

 

დ----------------–---–ი 2018 წლის 01 მაისის თვეში სამსახურში ცხადდებოდა პერიოდულად. მასზე 2018 წლის მაისის თვეში შრომის ანაზღაურება არ გაცემულა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის აპრილისა და მაისის თვეებში დ----------------–---–ი ავადმყოფობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს №--------–------–------------------–-------–----–-- განწესების ფურცლები (ს.ფ. 58-124, 208-222);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის - საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის 2018 წლის 15 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 223);

- დ----------------–---–ის 2018 წლის 2 აპრილის მუცლის ღრუს ორგანოების კვლევა დოპლეროგრაფიით (ს.ფ. 27);

- სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2018 წლის 1 მაისის პაციენტის სამედიცინო ბარათი №---- (ს.ფ. 168);

- 2018 წლის 2 აპრილის საავადმყოფო ფურცელი (ს.ფ. 169);

- 2018 წლის 7 აპრილის ნევროლოგის კონსულტაცია (ს.ფ. 170);

- 2018 წლის 2 აპრილის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----------- (ს.ფ. 171);

- 2018 წლის 3 მაისის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----------- (ს.ფ. 172);

- ექიმის დანიშნულება (ს.ფ. 173);

- 2018 წლის 11 მაისის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----------- (ს.ფ. 177).

3.5. დადგენილია, რომ დ----------------–---–მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა თბილისის აეროპორტის გზით, 2017 წლის 6 ივნისს (გასვლა), 2017 წლის 9 ივნისს (შემოსვლა), 2017 წლის 11 ოქტომბერს (გასვლა), 2017 წლის 14 ოქტომბერს (შემოსვლა), 2017 წლის 17 ოქტომბერს (გასვლა), 2017 წლის 18 ოქტომბერს (შემოსვლა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 125-127).

 

3.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ი------------- პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ო-–------–------------იძე 2018 წლის 23 მარტს ტელეფონის საშუალებით ესაუბრა პატრულ-ინსპექტორს დ----------------–---–ს, რომელსაც განუმარტა, რომ სამსახურში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო, მას 2018 წლის 27 მარტამდე უნდა წარედგინა სამსახურის საპატიო მიზეზით გაცდენის დოკუმენტები (საავადმყოფო ფურცლები), რაზეც მან განუცხადა, რომ წარადგენდა შესაბამის დოკუმენტებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „სატელეფონო გასაუბრების შესახებ“ 2018 წლის 28 მარტის ოქმი (ს.ფ. 56);

 

3.7. „შს სამინისტროს მოსამსახურის დ----------------–---–ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის/დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2018 წლის 3 მაისს დამტკიცებული M---------------- დასკვნის თანახმად, პოლიციის კაპიტანმა დ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა) და „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდულობით სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაში, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 სექტემბრის №686 ბრძანების დარღვევაში.

 

მითითებული დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 41-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე დ----------------–---–ის მიმართ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის „სამსახურიდან დათხოვნის“ გამოყენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „შს სამინისტროს მოსამსახურის დ----------------–---–ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის/დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2018 წლის 3 მაისს დამტკიცებული M---------------- დასკვნა (ს.ფ. 52-54).

3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №M---------------- ბრძანებით, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 3 მაისის №------- დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს I---------------------–---------------–---------–----------–------ პატრულ-ი------------- (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყ------–----------------------–-------–-–----------------–-------------–-------------ი) პოლიციის კაპიტანი დ------------------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2017 წლის 12 აპრილიდან.

 

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის 1------ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 3 მაისის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს I---------------------–---------------–---------–----------–------ პატრულ-ი------------- (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყ------–----------------------–-------–-–----------------–-------------–-------------ი) პოლიციის კაპიტანი დ------------------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2017 წლის 6 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 50-51);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის N1------ ბრძანებიდან ამონაწერი.

 

3.9. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების უცხო ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 სექტემბრის №686 ბრძანება და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eFlow-ს) მეშვეობით გაეცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ს-------------------–---------------–------–----–----------------

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ნორმატიული აქტები და სხვა სიახლეები დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ეცნობებათ ო–----–--------------ს, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ მათ გაცნობას დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის და მასთან დაკავშირებული მითითებების ზეპირსიტყვიერად მიცემას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 15 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 225).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს დ----------------–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №------- ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №------- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე დ----------------–---–ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა), ხოლო თავის მხრივ, სახელმწიფო სამსახური განმარტებულია როგორც საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ დ----------------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს I---------------------–---------------–---------–----------–------ პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესითა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით; კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

სასამართლო, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს I---------------------–---------------–---------–----------–------ პატრულ-ინსპექტორის დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ----------------–---–ი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს I---------------------–---------------–---------–----------–------ პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №------- ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

 

ამასთან, ხსენებული ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა) და „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

 

მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.

 

ამასთან, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების უცხო ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 სექტემბრის №686 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მოსამსახურეებს დაევალათ უცხო ქვეყანაში კერძო მიწვევით, ტურისტული საგზურით, სამკურნალოდ, დასასვენებლად ან სხვა მიზნით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სავიზო განცხადება-ანკეტის წარდგენამდე და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე პატაკის (განცხადება) სახით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (e-flow) მეშვეობით გამგზავრების საკითხის შეთანხმება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელთან ან/და მის მოადგილესთან. თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული პატაკი (განცხადება) გადაგზავნილი იქნება სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 4 მარტის №------ სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ამავე სამინისტროს მოსამსახურე დ----------------–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ დ----------------–---–ი 2017 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში ხშირად თვითნებურად, არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სამსახურში. ამასთან, მან 2017 წლის 6 ივნისს, 2017 წლის 11 და 17 ოქტომბერს, ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

დადგენილია, რომ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გამოიკითხნენ ის პირები, ვისაც ინფორმაცია შეიძლებოდა ჰქონოდათ მითითებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს------–---------- განყოფილების უფროსი - რ------------------–---–ი, ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ს------------–--------------–----------------------------- - ნ--------–--ე და ინსპექტორი ი-----------–--ე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მ----------------–------------------------–----–----------რი კ----------------------–---–ი, კრწანისის რაიონის საპატრულო პოლიციის ო–---------- რ--------–---ე და ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის პ------–--------ო ს-----------–---------–----------–----------–--------------–----–-- პატრულ-ინსპექტორი დ----------------–---–ი. მათი განმარტებების თანახმად, დ----------------–---–ი 2017 წლის 3-8, 11-28 აპრილს, 9-30 მაისს, 2-7 ივნისს, 04-29 ივლისს, 02-21 აგვისტოს, 26-30 სექტემბერს, 01-21 ოქტომბერს, 01-25 ნოემბერს, ასევე, 2018 წლის 02-14 აპრილს სამსახურში არ გამოცხადდა. მიუხედავად მისი ზეპირი განმარტებისა, რომ იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, მას არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო ოცმეთაურებისთვის: კ----------------------–---–ისთვის და რ--------–---ისთვის, რომელთაც განმარტეს, რომ შესაბამის თარიღებში განწესის ფურცლებში დ----------------–---–ი არ ფიქსირდებოდა და მათი ინფორმაციით, მოგვიანებით მას უნდა წარედგინა საავადმყოფო ფურცელი. კ----------------------–---–მა განაცხადა, რომ ვინაიდან პატრულ-ინსპექტორის გამოუცხადებლობის აღნიშვნა ხდებოდა განწესის ფურცელზე, დამატებით პატაკის წარდგენის საჭიროება არ არსებობდა.

 

ამასთან, 2018 წლის 24 აპრილს გაცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ დ----------------–---–მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა თბილისის აეროპორტის გზით, 2017 წლის 6 ივნისს (გასვლა), 2017 წლის 9 ივნისს (შემოსვლა), 2017 წლის 11 ოქტომბერს (გასვლა), 2017 წლის 14 ოქტომბერს (შემოსვლა), 2017 წლის 17 ოქტომბერს (გასვლა), 2017 წლის 18 ოქტომბერს (შემოსვლა), იმ პირობებში, როდესაც როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2018 წლის 18 აპრილს გამოკითხულმა რ------------------–---–მა განმარტა, რომ პატრულ-ინსპექტორს დ----------------–---–ს არ შეუდგენია პატაკი 2017 წლის 6 ივნისს, 11 და 12 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2018 წლის 16 აპრილს გამოკითხული დ----------------–---–ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმადაც 2017 წლის 03-08 აპრილს, 11-28 აპრილს, 09-30 მაისს, 02-07 ივნისს, 04-29 ივლისს, 02-21 აგვისტოს, 26-30 სექტემბერს, 01-21 ოქტომბერს, 01-25 ნოემბერს ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად აცდენდა სამსახურს, ოჯახური პირობების გამო. მისივე განმარტებით, 2018 წლის აპრილის თვეში სამსახურში გამოუცხადებლობა დაკავშირებული იყო სამედიცინო დაწესებულება „ე----ში“ მკურნალობასთან. ამასთან, 2017 წელს მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, რის გამოც არ შეეძლო საავადმყოფო ფურცლის წარდგენა.

 

სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 59-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 70-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს, კერძოდ, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე, კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმებისას გამოავლინა დ----------------–---–ის მიერ 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდულობით სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 სექტემბრის №686 ბრძანების დარღვევა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 41-ე მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია დ----------------–---–ისათვის დისციპლინური სახდელის - „სამსახურიდან დათხოვნის“ შეფარდება. ამასთან, მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის N1------ ბრძანებით, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 3 მაისის დასკვნის საფუძველზე, დ----------------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნილ იქნა 2017 წლის 12 აპრილიდან, ხოლო ამავე უწყების მიერ მოსარჩელის მიმართ გაცემული 2018 წლის 22 მაისის N1------ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, დ----------------–---–ი სამსახურიდან დაითხოვეს 2017 წლის 6 ივლისიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 41-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად მიატოვებს სამსახურს 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით, სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვლება თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან.

 

ამდენად, მართალია საქმის მასალებით დადგენილია დ----------------–---–ის მიერ არაერთგზის, თვითნებურად სამსახურის მიტოვების (სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის) ფაქტები და ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დადგენილია სამინისტროს მოსამსახურის მიერ სამსახურის 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში მისი სამსახურიდან დათხოვნა თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს 2018 წლის 22 მაისის ბრძანებებზე, რომლითაც მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა ერთ შემთხვევაში 2017 წლის 12 აპრილიდან, მეორე შემთხვევაში 2017 წლის 6 ივლისიდან. ამასთან, სადავო აქტებში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა დ----------------–---–ი გათავისუფლებული ბრძანების გამოცემის წინა თარიღიდან, როდესაც მოსარჩელე 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ეს სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ამდენად, დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება, თუ რა პერიოდიდან იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან მოსარჩელე და ამასთან, არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე გათავისუფლების თარიღებად მითითებული პერიოდის შემდეგ ცხადდებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს მითითებულ გარემოებებს და აღნიშნულის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დადასტურება, ავტომატურად არ გულისხმობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №------- ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დ----------------–---–ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი დ----------------–---–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №------- ბრძანების სახით და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

ამდენად, დ----------------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 14 ივნისს სს „თ---------კში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №------- ბრძანება; დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში;

 

3. დ----------------–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. მოსარჩელე დ----------------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 14 ივნისს სს ,,თ---------კში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე