განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-------------–ი
სტაჟიორ-პროკურორები - გ------- მ------–---–ი, კ------------ა, მ------ გ-------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ---------- რ--------ის ძე ა--------–---–ი; დაბადებული - 1----–-–----- ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვ--------–---------------ში.
ადვოკატი - ზ---- ბ------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
ბრალდებული - ი----- ს------ს ასული რ-------ე; დაბადებული - 1----–-–----- ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, უ---–--–--------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ი----- რ-------ემ და თ---------- ა--------–---–მა ერთად განიზრახეს სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითური გზით დაუფლება. ე------–-–---–ს სურდა ი-------ის ხელშეკრულების საფუძველზე 17 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაეგირავებინა საცხოვრებელი ბინა სარგებლობის უფლებით. ი----- რ-------ემ და თ---------- ა--------–---–მა, მას აჩვენეს ქ. თბილისში, კ------------------------ს ქუჩა №---–-------------------, რომელიც უნდა დატვირთულიყო ი-------ით და სადაც ხელშეკრულების საფუძველზე ორი წლის მანძილზე უნდა ეცხოვრა ე------–-–---–ს. რეალურად, 2----–-–-----------------ს ს--------------------------------------–---ის ხელშეკრულებით, ე------–-–---–ის სასარგებლოდ დატვირთეს ქ. თბილისში, კ------------------------ს ქუჩა №---–-------------------, რომელიც არის საცხოვრებლად უვარგისი და გააჩნია ბინა №--ზე ნაკლები საბაზრო ღირებულება. აღნიშნული ქმედებით ი----- რ-------ე და თ---------- ა--------–---–ი ერთად, თაღლითურად დაეუფლნენ ე------–-–---–ის კუთვნილ 17 000 აშშ დოლარის ექვივალენტ 40 721 ლარს და 80 თეთრს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
2.1. დაზარალებულ ე------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 20-5 წელს სურდა ბინის დაგირავება. მისმა დამ - მ-------–-–---–მა აცნობა, რომ მის მეზობლად, თბილისში, კ------------- ქუჩაზე გირავდებოდა ბინა. ისინი დაუკავშირდნენ ბრალდებულ ი----- რ-------ეს, რომელმაც მათ აჩვენა ქ. თბილისში კ------------- ქუჩა №---–-------------------. ი----- რ-------ემ მათ განუცხადა, რომ ეს იყო მისი მეუღლის საკუთრება. ბინა იყო გარემონტებული, სტუდიოს ტიპის, ერთი ოთახითა და ერთი საძინებლით. შეთანხმების შემდეგ, ე------–-–---–მა ბეს სახით დაუტოვა ი----- რ-------ეს 200 აშშ დოლარი. 2----–-–--------------ის თვეში, ე------–-–---–სა და თ---------- ა--------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაზარალებულმა ბრალდებულებს გადასცა 17 000 აშშ დოლარი ორი წლის ვადით და სანაცვლოდ ი-------ით დაიტვირთა თ---------- ა--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, დაზარალებულს ამ დროის განმავლობაში უნდა ეცხოვრა სწორედ ხსენებულ ბინაში. ორი წლის შემდეგ, როდესაც ე------–-–---–მა მოინდომა სესხის სახით გადაცემული 17 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, ბრალდებულებმა არა თუ არ დააბრუნეს ვალი, არამედ თ---------- ა--------–---–მა დაზარალებულს რამდენჯერმე აგრესიულად უპასუხა, ხოლო ი----- რ-------ესთან კომუნიკაციის დამყარება ვერ მოხერხდა, რადგან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში. დაზარალებულმა ნ-----------ისგან აიღო ს----------–-----------–--–ი და მიმართა აღ------–---------------–-------ოს. ს----------–-----–--------ის პროცესში მან შეიტყო, რომ რეალურად ი-------ით იყო დატვირთული არა ის ქონება, რომელშიც იგი ცხოვრობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, არამედ მის გვერდით მდებარე საცხოვრებლად უვარგისი ფართი, რომლის ღირებულებაც ბევრად ნაკლები იყო ვიდრე მის მიერ სესხად გაცემული თანხა და დაზარალებული არავითარ შემთხვევაში არ გადაიხდიდა 17 000 აშშ დოლარს მასში. ე------–-–---–მა ა----------–---–ისგან შეიტყო, რომ 2016 წლის მაისში, ის უძრავი ქონებაც დატვირთული იყო ი-------ით სხვა მოქალაქის სასარგებლოდ, რომელშიც თავად ცხოვრობდა. დაზარალებულმა ასევე ა----------–----– ი-----–- ხ----–--ისგან შეიტყო, რომ სწორედ ი----- რ-------ემ მიიყვანა აღნიშნული იპოთკარი იმ ბინაში, სადაც ე------–-–---–ი ცხოვრობდა. ი-------ართან ხელშეკრულება გაფორმდა თბილისში, კ------------------------ს ქუჩა №---–-------------- ბინის ი-------ით დატვირთვის თაობაზე. ამასთან, ი-------არს არ უნდა ეცხოვრა ხსენებულ ბინაში და მას ი----- რ-------ე და თ---------- ა--------–---–ი გადაუხდიდნენ სხვა ბინის საქირავებლად საჭირო თანხას. იმ ქონებაზე, რაზედაც გაფორმდა ი-------ა ე------–-–---–ის სასარგებლოდ, ასევე რეგისტრირებულია სხვა პირის უფლება, რომელიც სარგებლობს უპირატესი დაკმაყოფილების უფლებით.
2.2. მოწმე მ-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა დაზარალებულ ე------–-–---–ის ჩვენებაში გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებები და განაცხადა, რომ თავისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად ქ. თბილისში, კ------------------------ს ქუჩა №---–- მდებარე ბინის ფანჯარაზე შენიშნა განცხადება, რომ გირავდებოდა ბინა, დარეკა მითითებულ ტელეფონის ნომერზე და გაესაუბრა ი----- რ-------ეს. ადგილზე მისულებს დახვდათ ეს უკანასკნელი და მათ დაათვალიერეს ბინა, რომელიც იყო სტუდიოს ტიპის, ერთი საძინებელი ოთახით. ი----- რ-------ემ მათ უთხრა, რომ ბინა იყო მისი მეუღლის - თ---------- ა--------–---–ის საკუთრება. ბრალდებული და დაზარალებული იმავე საღამოს შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე და ი----- რ-------ეს ბე-ს სახით გადასცეს 200 აშშ დოლარი. ხელშეკრულება გაფორმდა თ---------- ა--------–---–სა და ე------–-–---–ს შორის, რასაც უშუალოდ მოწმე არ დასწრებია, თუმცა დაზარალებულისგან იცის, რომ მან გადაიხადა 17 000 აშშ დოლარი და ორი წლის განმავლობაში ხსენებულ ბინაში ცხოვრების უფლება მიიღო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებულებმა ე------–-–---–ს ვერ დაუბრუნეს სესხის სახით აღებული თანხა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულს ა--------–--ასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, კერძოდ, გაირკვა, რომ მის სასარგებლოდ ი-------ით იყო დატვირთული არა ის ბინა, რომელშიც ცხოვრობდა ე------–-–---–ი და რომელიც თავდაპირველად მათ ი----- რ-------ემ აჩვენა, არამედ მის გვერდით მდებარე საცხოვრებლად უვარგისი ფართი. ამასთან, იმ ფართზეც არის გარკვეული პრობლემები და მისი გასხვისების შემთხვევაში მხოლოდ თანხის ნაწილი ერგება დაზარალებულს.
2.3. თბილისში, ე--------ის ქუჩა №---–--------------------ში დაზარალებულ ე------–-–---–ის ცხოვრების ფაქტი დაადასტურა მოწმე თ----- მ-----–-–---–მა. აღნიშნულ ფაქტს არც ბრალდებულები ხდიან სადავოდ.
2.4. ლ----------------–ის სახელობის ს----------–----------------------------–----------ს / კ----------------ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა - ლ------- კ------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ დასკვნის გასაცემად შესწავლილი იქნა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (რაც ინახებოდა საჯარო რეესტრში) და ასევე უშუალოდ დათვალიერდა საცხოვრებელი ფართები, რაც შედარდა აზომვით ნახაზს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №-- ფართით - 24,12 კვ.მ. და №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №-- ფართით - 22,05 კვ.მ, მდებარეობს №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე; აღნიშნული ბინები ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენენ დამოუკიდებელ ფართებს (გამიჯნულები არიან სხვა ფართებისგან), ინდივიდუალური შესასვლელებით და ერთმანეთისგან გამიჯნულები არიან საერთო გამყოფი კედლით.
2.5. საქართველოს შ--------------------------–---------------------------ის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის მ-------მა ექსპერტმა - ზ------ ჯ---–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მან კონკრეტული ობიექტები შეაფასა ადგილზე. მოწმემ აღნიშნა, რომ ეზოში შესვლისას ხელმარჯვნივ პირველივე ბინა არის №- და შემდეგ არის ბინა №-- რომელსაც დაზიანებული აქვს ჭერი და კედლები; ეს უკანასკნელი არ იყო საცხოვრებლად ვარგისი, ხოლო ბინა №- იყო გარემონტებული.
2.6. მოწმე მ------ თ--------ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის მაისის თვეში, მის ოჯახს წარმოეშვა საჭიროება ბინის ი-------ით დატვირთვის. უ-----------------------ს მეშვეობით, მ------ თ--------ის დედა - ნ--- შ----ე დაუკავშირდა თ---------- ა--------–---–სა და ი----- რ-------ეს. მათი ბინა მდებარეობდა ქ. თბილისში, კ------------- ქუჩა №---–-. ნ--- შ----ე შეუთანხმდა ბრალდებულებს ბინის ი-------ით დატვირთვის თაობაზე. უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო გ------- ჭ---–---–ის სახელზე, თუმცა თ---------- ა--------–---–ს ჰქონდა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რის საფუძველზეც მ------ თ--------ესა და თ---------- ა--------–---–ს შორის დაიდო ს-------------------ის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ხოლო სესხის თანხა შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. ვინაიდან მოწმე და მისი ოჯახი დაინტერესებული იყო საცხოვრებელი ფართის მოძიებით, მათ სურდათ ი-------ით დატვირთულ ბინაში ცხოვრება, თუმცა ბრალდებულებმა უთხრეს, რომ ბინაში, რომელიც დაიტვირთა ი-------ით, ცხოვრობდნენ მათი შვილები, შესაბამისად, ი-------არებს გადაუხდიდნენ ყოველთვიურად 500 ლარს სხვა ბინის ქირავნობისთვის. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე თ---------- ა--------–---–მა ითხოვა დამატებით 4 000 აშშ დოლარის სესხება, რაზედაც ნ--- შ----ე დათანხმდა. ნ--- შ----ემ და მ------ თ--------ემ ხსენებული თანხა თ---------- ა--------–---–ს ასესხეს სამი თვის ვადით და იგი უნდა დაბრუნებულიყო ი-------ის თანხასთან - 10 000 დოლართან ერთად. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაახლოებით 13 თვის მანძილზე ბრალდებულები იხდიდნენ ბინის ქირავნობის თანხას - 500 ლარს ყოველთვიურად, თუმცა შემდეგ შეწყვიტეს ამ თანხის გადახდა. ვინაიდან ბრალდებულებს არ დაუბრუნებიათ მ------ თ--------ისა და ნ--- შ----ისათვის სესხად აღებული 14 000 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელებმა მიმართეს აღ------–---------------–-------ოს (ა--------–--ის პროცესი ჯერ არ არის დასრულებული).
2.7. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ნ--- შ----ემ და განმარტა, რომ ბინა, რომლის დატვირთვაც მოხდა ი-------ით, მდებარეობს ქ. თბილისში, კ------------- ქუჩა №---–- მდებარე ეზოში, შესასვლელიდან მარჯვნივ, პირველ სართულზე. ბინა იყო ახალგარემონტებული, სტუდიოს ტიპის, ერთი საძინებლით.
2.8. მოწმეების - მ------ თ--------ისა და ნ--- შ----ის ჩვენებებში გაჟღერებული ფაქტები დასტურდება მოწმე ე-–------- ც--–------ის ჩვენებით, რომლის თანახმად, იგი უ-----------------------ა და 2----–--–-----–---------–----–------ის ტერიტორიაზე, სადაც გაიცნო ბრალდებული ი----- რ-------ე. მას ბრალდებულებმა მიმართეს საკუთრებაში არსებული უ-----------------------ასა და ი-------ით დატვირთვაში დახმარების თხოვნით. მოწმემ შუამავლობა გაუწია ნ--- შ----ეს ი----- რ-------ესთან. შეთანხმების თანახმად, ნ--- შ----ეს უნდა ეგირავებინა ბინა, რომლის სანაცვლოდ ბრალდებულები გადაუხდიდნენ სხვა ბინის ქირის თანხას, ხოლო იმ ბინაში, რაზედაც ი-------ა ფორმდებოდა, იცხოვრებდნენ ი----- რ-------ის ნათესავები. ნ--- შ----ემ ბრალდებულებს სესხად გადასცა 10 000 დოლარი.
2.9. მოწმე გ------- ჭ---–---–ის ჩვენების თანახმად, ბრალდებულები - ი----- რ-------ე და თ---------- ა--------–---–ი არიან მისი კლასელები და მათთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. მან, ბრალდებულ თ---------- ა--------–---–ის თხოვნით, თავის სახელზე გადაიფორმა ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, კ------------- ქუჩა №---–-, რომელიც თავის მხრივ გაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად. ამასთან, გ------- ჭ---–---–მა გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თ---------- ა--------–---–ის სახელზე, რაც ამ უკანასკნელს აძლევდა აღნიშნული ქონების განკარგვის უფლებას. მოწმის ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა თ---------- ა--------–---–მა ი-------ით რამდენჯერმე დატვირთა ზემოხსენებული ქონების სხვადასხვა ნაწილი; უშუალოდ მოწმეს რამდენჯერმე მოუწია ნ-----------თან მისვლა ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, ვინაიდან ი-------არებს სურდათ უძრავი ქონების ოფიციალურ მესაკუთრესთან გაეფორმებინათ ხელშეკრულება. მოწმემ განმარტა, რომ მას არასდროს აუღია ი-------ის სანაცვლოდ გადახდილი თანხები. მოწმის ჩვენებით, რამდენიმე წელში თ---------- ა--------–---–ის ინიციატივით, მოწმეზე რეგისტრირებული უძრავი ქონება რეგისტრირებული იქნა ე---------------ის სახელზე.
2.10. მოწმე წ--–-- ჩ------ის ჩვენების თანახმად, იგი თ---------- ა--------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მობინადრეა (ე.წ. ,,ატსტუპნიკი“) და ფლობს აღნიშნული სახლით სარგებლობის უფლებას. 2010 წელს, თ---------- ა--------–---–ი და ი----- რ-------ე მივიდნენ წ--–-- ჩ------ის ეზოში და მობინადრეებს განუცხადეს, რომ იყვნენ მეპატრონეები და სურდათ ქონების დაბრუნება. მობინადრეებმა მიმართეს სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, მათ თ---------- ა--------–---–ისთვის უნდა გადაეხადათ კომპენსაცია, რათა დაერეგისტრირებინათ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება. ს-----–-–-ო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვალა პ------–---------–-ის სასამართლოს გადაწყვეტილება და თ---------- ა--------–---–ს დაევალა კომპენსაციის გადახდა მობინადრეებისთვის. თ----------მა ყველა მობინადრეს გადაუხადა კომპენსაცია, ხოლო წ--–-- ჩ------ისთვის არ გადაუხდია, ვინაიდან მისი დაკავებული ფართისთვის კომპენსაცია თ----------ისგან გადასახდელი იყო 30 000 აშშ დოლარი, ხოლო თუ თავად მობინადრე გადაუხდიდა მესაკუთრეს 16 000 დოლარს, იგი ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას დაირეგისტრირებდა. მოწმე 108 კვადრატული მეტრის ოდენობით ფართს ფლობს. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულმა გამიჯნა თითო ოთახად მთელი ბინა და ცალ-ცალკე დატვირთა ი-------ით. თ---------- ა--------–---–ს უძრავი ქონების ნაწილი გაუყიდეს ი-------არებმა.
2.11. მოწმე ე---------------ის ჩვენების თანახმად, მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თ----------თან ა--------–---–თან და ი----- რ-------ესთან. 2012 წელს იგი ლ---------ში მუშაობდა, როდესაც გაიცნო ი----- რ-------ე. ამ უკანასკნელს სურდა მანქანის დალ---------ება, თუმცა მან აღნიშნული ვერ შეძლო, რადგან შესაბამისი საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. მოგვიანებით ლ---------ში მივიდა თ---------- ა--------–---–იც. ე---------------ი, თ---------- ა--------–---–თან და ი----- რ-------ესთან გასაუბრების შემდეგ მათ მიმართ განეწყო სიმპათიით და მისცა მათ 1000 აშშ დოლარი, რაც ბრალდებულებმა დააბრუნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ბრალდებულებს მოწმესთან ხშირად ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა და მათთან ფორმდებოდა სესხის ხელშეკრულებები ლ---------ის მეპატრონესთან შეთანხმებით. ისინი სესხად სხვადასხვა თანხებს იღებდნენ, სარგებელსაც იხდიდნენ და ვალსაც აბრუნებდნენ დროულად. თ---------- ა--------–---–ისა და ი----- რ-------ის ვალი საერთო ჯამში შეადგენდა 70 000 დოლარს; მათ წარმოეშვათ ფინანსური პრობლემები და ვეღარ აბრუნებდნენ ამ თანხას. თ---------- ა--------–---–მა ვალის სანაცვლოდ მოწმეს შესთავაზა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, კ------------- ქუჩა №---–- მდებარე უძრავი ქონების გადაცემა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული უძრავი ქონება გადააფორმა გ------- ჭ---–---–ის სახელზე, რაც მოწმემ გააპროტესტა. თ---------- ა--------–---–მა და ი----- რ-------ემ ე---------------ს უთხრეს, რომ აღნიშნული გაკეთდა ინვესტორის მოძიების მიზნით. მოგვიანებით ხსენებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა მოწმის საკუთრებაში, თუმცა იგი მაინც ვერ ახერხებს ვალის სახით ბრალდებულისათვის გადაცემული თანხის მიღებას აღნიშნული ქონებიდან, ვინაიდან მის დიდ ნაწილზე რეგისტრირებულია ი-------ა.
2.12. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 25 იანვრის ოქმის თანახმად, მოწმე ე------–-–---–მა, ქ. თბილისში, კ------------------------ს ქუჩა №---–- მდებარე ორსართულიან, ე.წ. ი----–------------------ის სახლში მიუთითა სახლის პირველ სართულზე მდებარე იმ ბინაზე, რომელშიც იგი ცხოვრობდა ორი წლის მანძილზე და რომელიც მას ი----- რ-------ემ აჩვენა როგორც ი-------ის საგანი. მოწმემ ასევე მიუთითა ხსენებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ნახევრად სარდაფის ტიპის ფართზე, რომელიც მდებარეობს ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან პირდაპირ, აქვს ორი თეთრი ხის ფანჯარა და ერთი, ასევე თეთრი ხის კარი, რომელიც ჩაკეტილია ბოქლომით. ე------–-–---–ის განმარტებით, აღნიშნული სწორედ ის ფართია, რაც რეალურად დაიტვირთა ი-------ით, მის მიერ სესხის სახით გაცემული თანხის უზრუნველსაყოფად.
2.13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2----–-–----------------ით დათარიღებული ს--------------------------------------–---ის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №---------), რომლის თანახმად, ნ----------- ნ-------- ჯ---------–თან, ე------–-–---–სა და თ---------- ა--------–---–ს შორის გაფორმდა ს--------------------------------------–---ის ხელშეკრულება; აღნიშნული ხელშეკრულებით, ი-------არმა - ე------–-–---–მა, მესაკუთრეს - თ---------- ა--------–---–ს გადასცა სესხის თანხა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. თ---------- ა--------–---–მა სრულად მიიღო ეს თანხა. სესხი გაცემულია ორი წლის ვადით - 2----–-–----------------ის ჩათვლით. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი გამოიხატებოდა გამსესხებლის ცხოვრებით მესაკუთრის კუთვნილ ბინაში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ------------------------ს ქუჩა №-------------–------------ სესხისა და მისგან გამომდინარე უფლებების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრე თ---------- ა--------–---–მა ი-------ით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა, ფართით 22.05 კვ.მ. მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ------------------------ს ქუჩა №-------------–-----------, საკადასტრო კოდით -№0----------------------. ი-------ის საგანი დაიტვირთა მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
2.14. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2----–-–----------ით დათარიღებული ს--------------------------------------–---ის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------), რომლის თანახმად, ნ----------- ი-----------ესთან, მ------ თ--------ესა და თ---------- ა--------–---–ს შორის გაფორმდა ს--------------------------------------–---ის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი-------არმა - მ------ თ--------ემ, მესაკუთრეს - თ---------- ა--------–---–ს გადასცა სესხის თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. თავის მხრივ, თ---------- ა--------–---–მა სრულად მიიღო ეს თანხა. სესხი გაცემულია ერთი წლის ვადით - 2017 წლის 10 მაისამდე. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ი-------ით დატვირთული ქონებით სარგებლობის უფლების ი-------არისთვის გადაცემას, კერძოდ, ი-------არი უფლებამოსილი იყო ი-------ით დატვირთული უძრავი ქონება გამოეყენებინა მისი და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებლად. სესხის უზრუნველსაყოფად, ი-------ით დაიტვირთა გ------- ჭ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ------------------------ს ქუჩა №-------------–---, ბინა №-- ფართით - 24.12 კვ.მ, საკადასტრო კოდით - №0----------------------. აღნიშნულ შეთანხმებაში თ---------- ა--------–---–ი მონაწილეობდა როგორც გ------- ჭ---–---–ის მინდობილი პირი. 2017 წლის 5 მაისს, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება/დამატება შევიდა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------), რომლის თანახმად, ი-------ის თანხა გაიზარდა 4 000 აშშ დოლარით და ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2017 წლის 5 ა--------მდე.
2.15. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2----–-–------------ს №------ დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, კ------------- ქუჩის №---–- მდებარე საცხოვრებელი ბინების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ 2018 წლის მდგომარეობით შეადგინა :
- საცხოვრებელი ბინა №-- საკადასტრო კოდით - №0---------------------- – 12 000,00 (თორმეტი ათასი) ლარი
- საცხოვრებელი ბინა №-- საკადასტრო კოდით - №0---------------------- – 18 000,00 (თვრამეტი ათასი) ლარი.
2.16. საინჟინრო ექსპერტიზის 2----–-–------------–ის №0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, კ------------------------ს ქუჩა №---–- მდებარე №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №-- ფართით - 24,12 კვ.მ, შედგება, 2----–-–------------–ს, შპს „თ----------------“-ს მიერ მომზადებულ შენობა №-------------------- სართულის ნაწილის გეგმაზე შავი წერტილებით ნაჩვენები სამი ოთახისაგან, რომელიც მდებარეობს №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა №-------- სართულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში; №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №-- ფართით - 22,05 კვ.მ, შედგება, 2----–-–------------–ს, შპს „თ----------------“-ს მიერ მომზადებულ შენობა №-------------------- სართულის ნაწილის გეგმაზე ყვითელი ფერის შტრიხებით ნაჩვენები სამი ოთახისაგან, რომელიც მდებარეობს №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა №-------- სართულის სამხრეთ ნაწილში, ბინა №--ის გვერდით/მიჯნაზე ჩრდილოეთის მხარეს. აღნიშნული ბინები ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენენ დამოუკიდებელ ფართებს (გამიჯნულები არიან სხვა ფართებისგან), რომლებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური შესასვლელები და რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულები არიან საერთო გამყოფი კედლით. ექსპერტიზის აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის ფოტომასალა, რომელთა გამოკვლევით აშკარაა სხვაობა ე------–-–---–ის სასარგებლოდ ი-------ით დატვირთულ ფართსა და მისთვის ფაქტობრივად საცხოვრებლად გადაცემულ ფართს შორის.
2.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულების - თ---------- ა--------–---–ისა და ი----- რ-------ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ბრალდებულ თ---------- ა--------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე ი----- რ-------ესა და თ---------- ა--------–---–ს შორის ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------–- განყოფილებიდან წარმოდგენილი მასალები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.18. ბრალდებულმა ი----- რ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ე------–-–---–ს მართლაც შეუთანხმდა ქ. თბილისში, კ------------------------ს ქუჩა №----–---- სართულზე მდებარე ბ------ის ი-------ით დატვირთვის თაობაზე და აჩვენა მას აღნიშნული ბინა, თუმცა ხელშეკრულების დადებამდე შეიტყო, რომ რეალურად ი-------ით იტვირთებოდა არა ის ფართი, რაც მან დაზარალებულს უჩვენა, არამედ მის გვერდით მდებარე საცხოვრებლად უვარგისი ფართი, მაგრამ მეუღლის - თ---------- ა--------–---–ის მითითებით, არ აცნობა აღნიშული ე------–-–---–ს. ბრალდებულმა ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებული ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო ბინაში; მანვე დაადასტურა ისიც, რომ ე------–-–---–ის მიერ გადახდილი სესხის თანხა არ ყოფილა ანაზღაურებული ი-------არისთვის.
2.19. ბრალდებულმა თ---------- ა--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ იგი მართლაც გაურიგდა ე------–-–---–ს თავის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, კ------------------------ს ქუჩა №---–-, 1 სართულზე მდებარე ბ------ის ი-------ით დატვირთვის თაობაზე, თუმცა ხელშეკრულება გააფორმა აღნიშნული ბინის გვერდით მდებარე ბ------ზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში იგი მართლაც გეგმავდა დაზარალებულისგან სესხად აღებული თანხის დაბრუნებას სადავო ბინის განმეორებით ი-------ით დატვირთვის გზით, თუმცა დაზარალებული სავარაუდოდ დაინტერესებული იყო მისი უძრავი ქონების მისაკუთრებით და აქედან გამომდინარე დაიწყო ს----------–-----–--------ა, შემდეგ კი მიმართა სამართალდამცავებს.
2.20. გამოკვლეული იქნა რა ზემოხსენებული მტკიცებულებები, ასევე განხილულ იქნა ყველა არგუმენტი, რაზედაც აპელირებდა დაცვის მხარე, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის მტკიცება ბრალდებულების უდანაშაულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.20.1. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან საქმე გვაქვს სამოქალაქოსამართლებრივ დავასთან. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც ჯდება სამოქალაქო კოდექსით რეგულირებად საკითხთა ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს ნაკლის მქონე ნივთთან, რომლის გამოც დავა შესაძლოა წარმართულიყო სამოქალაქო სამართლის წესით. განსახილველ შემთხვევაში გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების, თაღლითობის მ-------ი ნიშანი - მოტყუება, როდესაც დაზარალებულს შეუთანხმდნენ ერთი კონკრეტული ნივთის გადაცემაზე, ხოლო ხელშეკრულება მოტყუებით გაუფორმეს სხვა, ბევრად ნაკლები ღირებულების საგანზე.
2.20.2. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს შორის არ არსებობდა წინასწარი შეთანხმება დაზარალებულ ე------–-–---–ის მოტყუების ფაქტთან მიმართებაში, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, თ---------- ა--------–---–მა და ი----- რ-------ემ ე------–-–---–თან, ს-------------------ის ხელშეკრულების დადებამდე იცოდნენ, რომ ი-------ით იტვირთებოდა არა ის ნივთი, რაზედაც შეუთანხმდნენ დაზარალებულს, არამედ სხვა, მასზე გაცილებით ნაკლები ღირებულების ნივთი; შესაბამისად, აშკარაა, რომ ორივე ბრალდებულმა ერთობლივად შეიყვანა შეცდომაში დაზარალებული და ორივე მათგანი დაეუფლა მის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. აღნიშნულ შემთხვევაში, ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმება, დაზარალებულ ე------–-–---–ის შეცდომაში შეყვანასა და შესაბამისად, მის მოტყუებასთან დაკავშირებით, წინ უძღვის უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას - ს-------------------ის ხელშეკრულების დადებას; სასამართლო განმარტავს, რომ პირებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობის ფაქტის დასადგენად არ არის სავალდებულო აღნიშნული შეთანხმება მიღწეული იყოს დიდი ხნით ადრე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე; მ-------ია შეთანხმება არსებობდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში.
2.21. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, ასევე მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და ყოველივე აღნიშნულის ურთიერთშეჯერების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ ბრალდებულებმა -ი----- რ-------ემ და თ---------- ა--------–---–მა, 2----–-–-----------------ს, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) სასამართლომ ასევე განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ი----- რ-------ისა და თ---------- ა--------–---–ის მიერ თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დაუფლების ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა - ი----- რ-------ემ და თ---------- ა--------–---–მა განიზრახეს რა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, შევიდნენ გარიგებაში დაზარალებულ ე------–-–---–თან, მოტყუების გზით დაეუფლნენ მის კუთვნილ ფულად თანხას 17 000 აშშ დოლარის ოდენობით და მიისაკუთრეს იგი.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი; დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მ-------ი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
3.9. რაც შეეხება ი----- რ-------ისა და თ---------- ა--------–---–ისათვის წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:
3.9.1. თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით: საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს ან/და გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობა; განსახილველ შემთხვევაში, თ---------- ა--------–---–მა და ი----- რ-------ემ, 2----–-–-----------------ს, დაზარალებულ ე------–-–---–თან გააფორმეს ს--------------------------------------–---ის ხელშეკრულება და ნაცვლად იმ უძრავი ქონებისა, რომლის ი-------ით დატვირთვაზეც მას შეუთანხმდნენ, ი-------ით დატვირთეს ბევრად ნაკლები ღირებულების უძრავი ქონება, მოტყუებით დაეუფლნენ ე------–-–---–ის კუთვნილ 17 000 აშშ დოლარს და მიისაკუთრეს იგი.
3.9.2. თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში - დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და თითოეული ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულები შეკავშირდნენ ს--------------------------------------–---ის ხელშეკრულების გაფორმებამდე და ორივე მათგანს გააზრებული ჰქონდა რა მათ მიერ განხორციელებული ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურდათ დაზარალებულის კუთვნილი ქონების დაუფლება, ი----- რ-------ე ე------–-–---–ს შეუთანხმდა ქ. თბილისში, კ------------- ქუჩა №---–--------------------ის ი-------ით დატვირთვაზე, თუმცა 2----–-–-----------------ს დაზარალებულსა და თ---------- ა--------–---–ს შორის ს--------------------------------------–---ის თაობაზე ხელშეკრულება დაიდო იმავე მისამართზე მდებარე ბინა №--ზე, რის შესახებაც დაზარალებული არ იყო ინფორმირებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, ორივე მათგანმა მოატყუა დაზარალებული და ერთობლივად დაეუფლნენ მის კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას; შესაბამისად, ი----- რ-------ე და თ---------- ა--------–---–ი წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს;
3.9.3. თაღლითობა დიდი ოდენობით: ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზარალი ჯამში შეადგენს 17 000 აშშ დოლარს, რაც ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი კურსით წარმოადგენს 40 721 ლარს და 80 თეთრს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.11. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების - ი----- რ-------ისა და თ---------- ა--------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ი----- რ-------ე და თ---------- ა--------–---–ი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი----- რ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. თ---------- ა--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ი----- რ-------ესა და თ---------- ა--------–---–ს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის ზომის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულთა ასაკს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისთვის მიყენებულია დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც არაა ანაზღაურებული და ბრალდებულებს აქვთ არაერთი შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება, სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია ჯარიმის აღუსრულებლობის პერსპექტივა.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი----- რ-------ისა და თ---------- ა--------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეთა წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მათი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათი ქცევის გათვალისწინებით, ი----- რ-------ისა და თ---------- ა--------–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში არსებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მიმიმალური ვადა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ს-------------------------------–--------------------იდან ამოღებული მასალა დედნების სახით 102 ფურცლად და ს-------------------------------–--------------------იდან ამოღებული მასალა დედნების სახით 53 ფურცლად, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------- ა--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
2. თ---------- ა--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 მარტის 18:21 საათიდან.
3. მსჯავრდებულ თ---------- ა--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ი----- რ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
5. ი----- რ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 მარტის 18:21 საათიდან.
6. მსჯავრდებულ ი----- რ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ს-------------------------------–--------------------იდან ამოღებული მასალა დედნების სახით 102 ფურცლად და ს-------------------------------–--------------------იდან ამოღებული მასალა დედნების სახით 53 ფურცლად, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის ს-----–-–-ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე