გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
180210117002140064
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/627-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.12.2018 წ. ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივა-- ბელა ოჩიაური

მოსარჩელე - გი-----ი ზა-----ე

წარმომადგენელი - თე---ა თუ--------ე

მოპასუხე - ზე----ი პა---–---–ი

წარმომადგენელი - გი-----ი ჟა------–---–ი

მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხეს დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნის ღირებულების 2000 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

დავის საგა-- - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე იპოთეკის მოხსნის ღირებულების 2000 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 13 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე საადვოკატო მომსახურებას უწევდა მოპასუხეს. აღნიშნული მომსახურება გულისხმობდა ნებისმიერ საადვოკატო თუ იურიდიულ მომსახურების გაწევას, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 4000 ლარს. რადგან მოპასუხეს არ გააჩნდა ფულადი სახსრები, მან მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება გადასცა, დ--–-თის რაიონში მდებარე თავის უძრავ ქონებაზე (ს/კ 7-.5--23.021). ვია--დან, აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, ხოლო მომსახურების თანხა იყო ქონების ღირებულებაზე უფრო ნაკლები, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 2000 ლარი უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოსახსნელად, რაც შესრულდა კიდეც. აღნიშნულის შემდგომ, მხარეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება, კერძოდ მოპასუხისგან მის მიმართ ხორციელდებოდა შეურაცხმყოფელი შინაარსის სატელეფონო ზარები, ასევე განაცხადეს პოლიციაში, მოსარჩელე იძულებული გახდა გაეუქმებინა ზემოხსენებული ჩუქების ხელშეკრულება და მოპასუხისათვის უკან დაებრუნებინა საკუთრების უფლება ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე. ამასთან, მოპასუხეს თავის მხრივ მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა მისთვის ზემოხსენებული იპოთეკის მოხსნისთვის გადაცემული თანხა 2000 ლარის ოდენობით, რაზეც მოპასუხე აცხადებს კატეგორიულ უარს.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ზე----ი პა---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან საადვოკატო მომსახურებისთვის გაწევისთვის გი-----ი ზა-----ესთან დადო ხელშეკრულება და მისცა მინდობილობა, რაც შეეხებოდა მხოლოდ თი---ა გვ-------–--ესთან არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის მოგვარებას და არა სხვა მომსახურებას. თუმცა ამ უკანასკნელს მისთვის არც დასახელებულ და არც სხვა საქმეზე საადვოკატო თუ იურიდიული მომსახურება პრაქტიკულად არ გაუწევია. ასევე, გი-----ი ზა-----ეს მისთვის არც იპოთეკის მოხნისთვის გადაუცია 2000 ლარი. შესაბამისად, მას არ გააჩნია ვალდებულება, რომ მოსარჩელეს აუნაზღაუროს საადვოკატო მომსაურების 500 ლარი და უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნის თანხა 2000 ლარის ოდენობით.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 13 ივნისს ად-----ტ გი-----ი ზა-----ესა და ზე----ი პა---–---–ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რაზეც გაიცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 13 ივნისის მინდობილობა;

3.1.2. 2017 წლის 19 ივნისის დადებული ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ზე----ი პა---–---–მა გი-----ი ზა-----ეს აჩუქა და მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა ნა-- კი-----–--ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი, მდებარე: რაიონი დ--–-თი, საშაბუროს მე---------ის კომპლექსი, ფართი 504 კვ/მ. ს/კ 7-.5--23.021, რომლის ღირებულება, აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენდა 7560 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 2017 წლის 19 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება;

- 2017 წლის 10 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნა;

- 2018 წლის 22 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

3.1.3. 2017 წლის 23 ივნისს იპოთეკარ ნა-- კი-----–--ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე ზემოხსნებულ უძრავ ქონებაზე მოიხსნა იპოთეკა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 23 ივნისის სანოტარო აქტი იპოთეკაზე უარის თქმის შესახებ;

- 2017 წლის 28 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

3.1.4. 2017 წლის 17 ოქტომბრის გი-----ი ზა-----ისა და ზე----ი პა---–---–ის ერთობლივი განცხადების საფუძველზე გაუქმდა ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე ს/კ 7-.5--23.021 და ის კვლავ აღირიცხა ზე----ი პა---–---–ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 17 ოქტომბრის ერთობლივი განცხადება საჯარო რეეტრს 2017 წლის 19 ივნისს მხარეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ;

- 2017 წლის 20 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

3.1.5. 2016 წლის 28 ოქტომბერს მოპასუხე ზე----ი პა---–---–სა და თი---ა გვ-------–--ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო სარგებლია-- სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდ თი---ა გვ-------–--ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზე----ი პა---–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება(მასზედ არსებული სახლით), მდებარე: ქალაქი დ--–-თი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 28 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

3.1.6. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 8 ივნისიდან 2017 წლის 17 ოქტომბრის პერიოდში 24-ჯერ შედგა სატელეფონი კომუნიკაცია, მათ კუთვნილ სააბონენტო ნომერზე. კერძოდ, მოსარჩელის 59------8 სააბონენტო ნომერს და მოპასუხის სააბონენტი ნომრებს - 59------4, 591-----7 შორის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გი-----ი ზა-----ის სააბონეტო ნომრის დეტალური ამონაწერი შპს ,,მა-----------ან“.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოსარჩელე განამრტავს, რომ 2017 წლის 13 ივნისიდან ის ზე----ი პა---–---–ს უწევდა იურიდიულ მომსახურებას.

საქმეში წარმოდგენილი გამაფრთხილებელი წერილის საფუძველზე დადგენილია, რომ გი-----ი ზა-----ემ 2017 წლის 17 ოქტომბერს წერილობით გააფრთხილა ზე----ი პა---–---–ი, რომ ვალდებული ხუთი დღის ვადაში აუნაზრაუროს მისთვის სხვადასხვა იურიდიული მომსახურების გაწეული თანხა, რაც შეადგენს 500 ლარს.

მოპასუხე არ დაეთანხმა არ გარემოებას და განმარტა, მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და ისიც მხოლოდ თი---ა გვ-------–--ესთან დაკავშირებული დავის ფარგლებში. თუმცა, გი-----ი ზა-----ე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ამ უკანასკნელს მისთვის არ გაუწევია არანაირი საადვოკატო თუ იურიდიული მომსახურება.

საქმეში წარმოდგენილი ზე----ი პა---–---–ის 2017 წლის 17 ოქტომბრის განცხადებით დგინდება, რომ გი-----ი ზა-----ემ საადვოკატო მომსახურების ფარგლებში ერთი საქმეც კი არ გააუკეთა მას. მას ევალებოდა მხოლოდ, თი---ა გვ-------–--ის სასარგებლოდ იპოთეკაში ჩადებული მისი სახლის დაბრუნების საკითხის მოგვარება, რაც მან არაჯეროვნად შეასრულა. ასევე, მას არ ექნება პრეტენზია გი-----ი ზა-----ესთან, თუკი ეს უკანსკნელი მას დაუბრუნებს ჩუქების ხელსეკრულების შედეგად გადაცემულ მიწის ნაკვეთს.

3.2.2. მოსარჩელე განმარტავს, რადგან მოპასუხის მიერ მისთვის ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის ღირებულება აღემატებოდა იურიდიული მომსახურების მხარეთა მიერ შეთანხმებულ საფასურს (4000 ლარს), მან მოპასუხეს გადასცა 2000 ლარის ოდენობით, რათა ეწარმეობინა იპოთეკართან მოლაპარაკება და გაეთავისუფლებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვალდებულებისგან.

მოპასუხე ზე---- პა---–---–ი აცხადებს, რომ გი-----ი ზა-----ის მხრიდან თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია და არც თანხის დაბრუნების ვალდებულება გააჩნია.

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 17 ოქტომბრის გამაფრთხილებელი წერილის საფუძველზე მოსარჩელე მოპასუხეს ითხოვს მხოლოდ იურიდიული მომსახურების თანხას 500 ლარს და არ უთითებს მოპასუხის მხრიდან კიდევ სხვა ვალდებულების არსებობის შესახებ.

 

3.2.3. მოპასუხე განმარტავს, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიზა-- იყო ის, რომ გი-----ი ზა-----ე ზემოხსნებულ მიწის ნაკვეთს გამოიყენებდა მოპასუხის კრედიტორის თი---ა გვარჯალძის სასარგებლოდ იპოთეკით დასატვირთად, რათა ამ უკანასკნელს დამატებით სამი თვე მეცა მისთვის და არ გამოესახლებინა კრედიტორთან იპოთეკაში ჩადებული საცხოვრებელი სახლიდან. მოსმოპასუხემ შესაგებელში ასევე, მიუთითა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზეზზეც და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა არა მოსარჩელის მიერ გამოჩენილი კეთილი ნების საფუძველზე, არამედ მას შემდეგ, რაც მან მიმართა პოლიციას გი-----ი ზა-----ის წინააღმდეგ.

აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელემ განმარტა, რომ მასზე მოპასუხის მხრიდან ხორციელდებოდა სატელეფონო შანტაჟი და ზეწოლა, რის გამოც ის გახდა იძულებული მოპასუხისთვის დაებრუნებინა მისგან ნაჩუქარი უძრავი ნივთი.

მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნებს მისი უსაფუძვლობის მოტივით და განმარტავს, რომ მოსარჩელემ საქმეში ვერ წარმოადგინა დაყენებული მოთხოვნების დამადასტურებელი წონადი, უტყუარი და სანდო მტკიცებულებები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2.4. სადავო ფაქტებთან მიმართებაში მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით უტყუარად და სარწმუნოდ დაასაბუთებს თავის არგუმენტებს.

3.2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება--, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილი განმარტავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსის თანახმად დადგენილია წესი, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგა-- რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

3.2.6. მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. კერძოდ, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი და შესაბამისად, საამისოდ საჭირო, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენაც.

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლია-- და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა გა--საზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლია-- განაწილებაა.

3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

3.2.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის და ასევე, უძრავ ნივთზე იპოთეკის მოხსნის მიზნით მოპასუხისათვის 2000 ლარის გადაცემის ფაქტი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა დასკვნამდე, რომ გი-----ი ზა-----ემ არ შეასრულა 2017 წლის 13 ივნისს მოპასუხე ზე----ი პა---–---–თან დადებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხეს არ გაუწია სათანადო საადვოკატო მომსახურება. ასევე, მას მოპასუხისათვის არ გადაუცია უძრავ ნივთზე (ს/კ 7-.5--23.021) იპოთეკის მოხსნისთვის საჭირო თანხა - 2000 ლარის ოდენობით.

 

მხარეთა ახსნა განმარტებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების პირობებში გამოკვლევის შედეგად უტყუარად/სარწმუნოდ არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ სარჩელში და სასამართლოში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას და, შესაბამისად, მოპასუხის ვალდებულებას აღნიშნული თანხების მოსარჩელისათვის ანაზღაურებასთან მიმართებით.

 

ამდენად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე მათი უსაფუძვლობის მოტივით.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-69.1-ე, 3-6-ე, 3-7-ე, 3-9-ე, 361-ე, 327-ე, 709-ე, 7-0-ე, 976-ე, 986-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამია--ს უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ხოლო ამავე კოდექსის 3-7-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზია--ს მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ საქმეში გი-----ი ზა-----ეს და ზე----ი პა---–---–ს შორის ერთ-ერთი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია, საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხოლო, მეორე მოთხოვნის ნაწილში, დაუდგენელი რჩება თუ სამართლებრივი ურთიერთობის რომელი სფეროს ფარგლებში მოქმედბდნენ მხარები, რაც განპირობებული იმით, რომ საქმის გამოკვლევისას არ დადგინდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისადმი 2000 ლარი გადაცემის ფაქტი ანუ დაუდგენელი დარჩა თუ რა შეიძლება გამხდარიყო მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლია--ა თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელინორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში, სამოქალაქო წესით განსახილველი დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ გასამრჯელოს (ჰონორარის) მიღებაზე, გამომდინარეობს სსკ-ის 709-ე და მომდევნო მუხლებიდან, რაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობებს ასახავს.

 

6.4. თავის მხრივ, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოშობია ჰონორარის მოთხოვნის უფლება და ამ კონტექსტში რამდენიმე საფუძველზე უთითებს: 1) მართალია მხარეთა შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ იგი ეხებოდა მხოლოდ იმას, რომ გი-----ი ზა-----ეს სამართლებრივი დავა ეწარმოებინა მოპასუხის სახელით ამ უკანასკნელის კრედიტორ თი---ა გვ-------–--ესთან არსებული დავის ფარგლებში, ხოლო სხვა რაიმე დამატებით შეთანხმება მათ შორის ანაზღუარებაზე არ ყოფილა. 2) მოსარჩელეს პრაქტიკულად არანაირი იურიდიული მომსახურება გაუწევია მისთვის.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 69.1-ე მუხლის საფუძველზე გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით, ხოლო, რადგან განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ მისაღებ ანაზღაურებაზეა საუბარი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო სამართალურთიერთობა საადვოკატო ხელშეკრულებიდან (რომელიც მოცემულ შემთხვევაში ზოგჯერ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებადაც არის მოხსენიებული, ალტერნატივის სახით, რადგან ამჟამად არ არის საადვოკატო და იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების ცნების გამიჯვნის საჭიროება) გამომდინარეობს და ამიტომ, დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების გარდა, “ად-----ტთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-19.1 მუხლსაც მოიხმობს, რომელიც არ ადგენს საადვოკატო მომსახურებისათვის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების სავალდებულობას, თუმცა, დასახელებული სპეციალური კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ად-----ტს ავალდებულებს, კლიენტს დროულად მიაწოდოს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი (ანუ კლიენტის) საქმის წარმოებასთან. უდავოა, რომ საქმეზე შორის დაიდო საადვოკატო ხელშეკრულება, თუმცა მოსარჩელე ვერ ადასტურებს იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტს.

 

6.6. საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო. სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. pro bono ანუ უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგა--ზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, წერილობითი თუ ზეპირი ფორმით ად-----ტი და კლიენტი შეთანხმდნენ საადვოკატო მომსახურებაზე, იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კლიენტს დაეკისრებოდა ად-----ტის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ად-----ტთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ად-----ტთა პროფესიული ეთიკის კოდექსი (დამტკიცებულია საქართველოს ად-----ტთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს) არ შეიცავს. ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ად-----ტთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ად-----ტთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ად-----ტის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლია-- და ზომიერი. 3.4.2. ად-----ტსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ად-----ტის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ად-----ტურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ად-----ტი მიეკუთვნება. სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ად-----ტთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ად-----ტს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ად-----ტსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ად-----ტს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. 3.3.3 Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ად-----ტის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ად-----ტზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვა-- ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტა--თ იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზა-- - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). განსახილველ დავაში, მართალია, უდავოდ არის დადგენილი მხარეთა შორის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, თუმცა, მოპასუხე მხარის მითითებით მას იურიდიული მომსახურება არ მიუღია. შესაბამისად, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელიც მან ვერ დასძლია. შესაბამისად, მხოლოდ ხელშეკრულების დადების ფაქტი ვერ ჩაითვლება სარწმუნო მტკიცებულებად და სასამართლოს ვერ შეუქმნის შინაგან რწმენას, რომ მომსახურება განხორციელდა.

 

აქვე დამატებით უნდა ითქვას მასზედ, ად-----ტს და კლიენტს შორის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას, კეთილსინდისიერებას. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ად-----ტი გასამრჯელოს იღებს მის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისად. თუ კლიენტს საადვოკატო მომსახურება არ მიუღია, მას არ ეკისრება გასამრჯელოს ანაზღაურება, ხოლო თუ უკვე გადახდილი აქვს თანხა, ად-----ტს თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება ეკისრება.

 

6.8. ამასთანავე, მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგა--ა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).

 

6.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

6.10. მეორე სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველად მოსარჩელე მხარე მიუთითებს უსაფუძვლად მოსარჩელე უსაფუძვლო გამდიდრებაზე. კერძოდ, ის უთითებს 986-ე, 987-ე, 976-ე, 991-ე, 980-ე მუხლებზე და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნებას ითხოვს.

 

მეტი სიცხადისათვის, სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვა--ა დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

6.11. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზა-- არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. სასამართლო მიუთითებს უსაფუძვლო გამდიდრებაში არსებულ კონდიქციებზე, კერძოდ, შესრულების, ხელყოფის, დანახარჯებისა და რეგრესის კონდიქციებზე. ერთ-ერთი კონდიქციის არსებობა გამორიცხავს მეორეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა შემოწმდეს 986-ე მუხლის წინაპირობები ე.ი. მოცემული მუხლის დანაწესების არსებობა გამოიწვევს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის არ აქვს მნიშვნელობა პირის განზრახვას, მთავარია მეორე პირის ქონება გაიზარდოს უსაფუძვლოდ (ქონების გაზრდაში იგულისხმება ასევე ქონების დაზოგვა).

 

განსახილველ საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება. მოსარჩელის განმარტებით, რადგან მოპასუხეს არ გააჩნდა ფულადი სახსრები იურიდიული მომსახურების საფასურის გადასახდელად, 2017 წლის 22 ივნისს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ზე---- პა---–---–მა გი-----ი ზა-----ეს საკუთრებაში გადასცა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი დატვირთული იყო იპოთეკით, რომლის მოსახსნელადაც მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გადასცა 2000 ლარი.

 

სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის დასახელებული არგუმენტი, სათანადო მტკიდებულებების არარსებობის პირობებში, ვერ აკმაყოფილებს სარწმუნოობის და უტყუარობის სტანდარტს, რადგან მხოლოდ ის გარემოება, რომ ქონების მისთვის ჩუქებიდან მომდევნო დღეს იპოთეკარმა მოხსნა შეზღუდვა, ვერ იქნება მიჩნეული იმ გარემოების უდავო მტიცებულებად, რომ ამ მიზნით მან მოპასუხეს რაიმე თანხა გადასცა და რომ სწორედ მისი კუთვნილი თანხის იპოთეკარზე გადაცემის შედეგად მოხდა იპოთეკის მოხსნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელეს, სურვილის შემთხვევაში, სრული შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლიში მოწმედ მოეწვია იპოთეკარი ნა-- კი-----–--ე და მისი გამოკითხვით დაედგინა, თუ რატომ და რა თანხაში მოხსნა მან იპოთეკა, ვინ და როდის გადასცა მას თანხა აღნიშნული ქმედებისთვის. ასევე, დაუდგენელი დარჩა საკუთარი ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით რატომ არ შექმნა იურისტმა გი-----ი ზა-----ემ იურიდიული ძალის მქონე რაიმე დოკუმენტი(თუნდაც ხელწერილი) მაშინ, როდესაც გაუქმდა მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 19 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, სადაც იქნებოდა აღნიშნული ზე----ი პა---–---–ის მხრიდან მის წინაშე 2000 ლარია-- დავალიანების არსებობის შესახებ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობა ჩუქების გაუქმების მომენტისათვის იყო უკიდურესად დაძაბული.

 

6.12. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის არგუმენტებს და განმარტავს, სადავოობისას, თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. კერძოდ, იმისათის რათა ვიმსჯელოთ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს ასეთი სამართალურთიერთობის წარმოშობის ფაქტი. რამეთუ უსაფუძვლო გამდიდრებიდან აღმოცენებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არსებობის დადასტურება უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ერთი პირის მიერ მეორისთვის გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტის დადგენაზე.

 

6.13. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური და ზოგადი წესები. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესები ჩამოყალიბებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებში და გამოხატულია იმპერატიული ფორმით. მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ საგამონაკლისო შემთხვევებში, ფაქტების მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს.

 

6.14. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული დაემტკიცებინა მოპასუხისთვის თანხის გადაცემის ფაქტი, რის შემდგომაც სასამართლო შეძლებდა, ჯერ ემსჯელა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაზე და შემდგომ დადგენილი ფაქტებისათვის მიესადაგებინა ამ თავით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კონკრეტული ნორმა, რაც ობიექტურად შეუძლებელი გახდა, რამეთუ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და არგუმეტტების ანაზლიზით უტყუარად არ დადასტურდა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება - ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხისათვის 2000 ლარის გადაცემის ფაქტი.

 

აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ 2017 წელის 17 ოქტომბერს მოპასუხისადმი გაგზავნილ გამაფრთხილებელი წერილის შინაარსზე, სადაც მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს და ამისთვის გარკვეულ ვადასაც აძლევს მოპასუხეს, რომ მან აუნაზღაუროს საადვოკატო მომსახურების 500 ლარი, თუმცა ამავე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი 2000 ლარის მოცულობის თანხის ანაზღაურებაზე, რაც სასამართლოს უჩენს გონივრულ ეჭვს თუ რამდენად საფუძვლია--ა მოსარჩელის არგუმენტები მისი მხრიდან მოპასუხისადმი ზემოხსენებული თანხის გადაცემის მტკიცების შესახებ.

 

ამდენად, თანხის გადაცემის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოუდგენლობა, უნდა შეფასდეს გი-----ი ზა-----ის მიერ პროცესუალური ვალდებულების სათანადოდ შეუსრულებლობად, რაც საბოლოოდ მის მიმართ არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის დადგომას განაპირობებს.

 

6.15 მოსარჩელემ ამავე სარჩელით იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზე----ი პა---–---–ის უძრავ ქონებაზე (მდებარე: რაიონი დ--–-თი, საშაბუროს მე---------ის კომპლექსი, ს/კ: 7-.5--23.021.) ყადაღის დადება.

 

2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზე---- პა---–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას დაედო ყადაღა.

 

2018 წლის 28 მარტს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა.

 

2018 წლის 29 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და ზე----ი პა---–---–ის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2950 ლარი ჩაითვალა შეტა--ლად სარჩელის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული განჩინებით გაუქმდა 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო ზე----ი პა---–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ზე----ი პა---–---–ს დაუბრუნდეს 2950 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტა--ლი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარი, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გი-----ი ზა-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ზე----ი პა---–---–ს დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 2950 ლარი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი