გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/01-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.12.2018 წ. ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური
მოსარჩელე - შპს „სო--------------------ი“
წარმომადგენელი - მი----–--------ე
მოპასუხე - შპს „სა-------–-------------------ა“
წარმომადგენელი - გი-- გა-----–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს - მოხმარებული ბუ--------------ს ღირებულების გადახდა 3038.12 ლარის ოდენობით; ასევე, ზიანი - მიუღებელი შემოსავალი 2017 წლის ივლისიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე - 2018 წლის მარტამდე (დავალიანების თანხის 3038.12 ლარის 1%, ყოველთვიურად 30.38 ლარი), რაც ჯამში შეადგენს 273,42 ლარს;
1.2. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს 2017 წლის ივნისამდე მიეწოდებოდა ბუ-------------ი, რომელსაც ეს უკანასკნელი მოიხმარდა საკუთარი სამეწარმეო მიზნით ბიზნეს საქმიანობისათვის. მიწოდებული გა---ს ღირებულებას მოპასუხე იხდიდა პერიოდული დაგვიანებებით და არასრულად, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ღირებულებამ 2017 წლის ივნისისათვის შეადგინა 3038.12 ლარი. 2017 წლის მარტის შემდგომ მოპასუხეს მოხმარებული ბუ--------------ს ღირებულება საერთოდ აღარ გადაუხდია, რისი გათვალისწინებითაც შეუწყდა გა---ს მიწოდება და დამატებით დაერიცხა შესაბამისი თანხები, ჩაჭრა-აღდგენის საფასური.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „სა-------–-------------------ამ“ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ სცნო, კერძოდ, ძი---თადი თანხის ნაწილში.
3. ფაქტობრი-- გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრი-- გარემოებები
3.1.1. შპს „სა-------–-------------------ა“ წარმოადგენს ბუ-------------ის მომხმარებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიატისაგან მიეწოდებოდა ბუ-------------ი. მოპასუხე მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, აბონენტთა სიაში ი---ცხება აბონენტის ნომრით 31-------9 ზეპი--- სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში და 2017 წლის ივნისის ჩათვლით მიეწოდებოდა ბუ-------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ამონაწერი აბონენტის ბარათიდან
- საწარმოდან გაცემული ცნობა O-SGG-AS-N-2017-10-7/06
3.1.2. 2015 წლიდან მიწოდებული, მოხმარებული გა---ს ღირებულების თანხის დაგვიანებით და არასრულად გადახდის გამო მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება, რომელმაც 2017 წლის ივნისის მდგომარეობით შეადგინა 3038.12 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ამონაწერი აბონენტის ბარათიდან
3.1.3. მოპასუხეს დავალიანება არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- აბონენტის ბარათი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრი-- გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მიუთითებს მიურებელი შემოსავლის სახით წარმოშობილი ზიანის არსებობის ფაქტზე. მისი განმარტებით, მოპასუხეს ვალდებულება დროულად რომ შეესრულებინა, საშუალება ექნებოდა ამონაგები თანხა განეთავსებინა ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულებაში სს „ლიბერთი ბანკში“ და მიეღო სარგებელი წლიური 12%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს დავალიანების 1% - 30.38 ლარს.
3.2.2. საქართველოს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილი განმარტავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსის თანახმად დადგენილია წესი, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
3.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებმითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრი-- გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრი-- გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტი-- და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრი-- გარემოების სადავოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრი-- გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბუ--------------ს ნასყიდობის ფასის დროულად აუნაზღაურებლობით გამოწვეული ზიანი - მიუღებელი შემოსავალი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
2018 წლის 27 დეკემბერს, მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ გაიხმო პირველი სარჩელო მოთხოვნა 3038.12 ლარის დაკისრების ნაწილში იმ მოტი--თ, რომ მოპასუხემ 2018 წლის მარტის თვეში სრულად დაფარა ხსენებული დავალიანება. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლო აღარ იქონიებს მსჯელობას.
დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრი-- შეფასება და მი--და იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 400-ე, 411-ე, 414-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრი-- შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში, სამოქალაქო წესით განსახილველი დავის ძირითად საგანს წარმოადგენდა ბუ--------------ს აბონენტზე დარიცხული დავალიანების თანხის დაკისრება და ამ თანხის დროულად გადაუხდელობის შედეგად მიმწოდებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად ცხადია, რომ მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია პირველი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრი-- გარემოებების საფუძველზე ერთმნიშვნელოვანია დასკვნა, რომ მხარეებს შორის წარმოშობილია ბუ--------------ს მიწოდებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრი-- ურთიერთობა, რაც ორივე მხარეს აკისრებს შემხვედრ ვალდებულებებს. ერთის მხრივ მიმწოდებლის ვალდებულებაა მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი ბუ--------------, რაც თავის მხრივ, მომხმარებელს წარმოუშობს მოხმარებული აი---ს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას, იქნება ეს სტანდარტული ქვითრის საფუძველზე დარიცხული პერიოდული თანხა თუ სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმის საფუძველზე დარიცხული დავალიანება.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრი-- საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრი-- საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.
6.4. სასამართლო განმარტავს, სამოქალაქო კოდექსში არ არის მოცემული მოძრავი ნივთის ცნება. 149-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. შესაბამისად, მოქმედებს იურიდიული ფიქცია - ნივთი, რომელიც არ არის უძრავი, ითვლება მოძრავ ნივთად. იმისათვის, რომ საგანი მიჩნეულ იყოს ნივთად, არ არის აუცილებელი, რომ იგი მყარი მატერიისაგან შედგებოდეს. ნივთი შეიძლება იყოს თხევადი ან აეროვანი საგანი, რამდენადაც მისი ფლობა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია. მაგალითად, მილებში არსებული ბუ-------------ის ან წყლის გაზომვა შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენების გზით. ამ შემთხვევაში, ბუ-------------ი და წყალი წარმოადგენს ნივთს. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ნივთების ერთმანეთისგან განცალკევება და შემოსაზღვრა.
უდავოა, რომ სასამართლოში სამოქალაქო წესით განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მიწოდებული ბუ--------------ს ღირებულების და ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრი-- საფუძველი გამომდინარეობს სსკ-ის 477-ე მუხლიდან, რაც გამყიდველს ავალდებულებს გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
6.5. სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უნდა მი--ჩნიოთ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, რომლის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის დანაწესით, ბუ-------------ის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუ-------------ი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუ-------------ის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
6.6. სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც გულისხმობს, კონტრაჰენტის არჩევის, გარიგების შინაარსის და ფორმის განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე, პი---ს უფლებას არ დადოს ხელშეკრულება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. განსახილველ დავაში მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი განსხვავებულ წინაპიროებებს ადგენს უძრავი და მოძრავი ნივთის ნასყიდობის დროს. პირველ შემთხვევაში გარიგების წერილობითი ფორმის დაცვა სავალდებულოა, მაშინ როცა, მოძრავი ნივთის შემთხვევაში თავად მხარეებს აქვთ უფლება განსაზღვრონ გარიგების ფორმა. განსახილველ დავაში უდავოდ არის დადგენილი, რომ მხარეთა შორის ზეპი--- ფორმით დაიდო ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის არსებობის ფაქტს.
6.7. განსახილველ დავაში უდავოდ არის დადგენილი, რომ მხარეთა შორის ზეპი--- ფორმით დაიდო ბუ-------------ის მიწოდების(ნასყიდობის) ხელშეკრულება. მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი ძი---თადი დავალიანების ნაწილში იმ მოტი--თ, რომ მართალი საქმის განხილვის დროისათვის მოპასუხეს გადახდილი აქვს დავალიანება, რასაც ის მოითხოვდა სარჩელის წარდგენისას, თუმცა მან ეს უზრუნველყო ცხრა თვის დაგვიანებით. მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით. კერძოდ, 273,42 ლარის ოდენობით, რასაც ის მიიღებდა ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში რომ შესრულებულიყო.
6.8. სასამართლო განმარტავს, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრი-- თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
6.9. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრი-- გარემოებების სამართლებრი-- შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრი-- გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავში--- აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
6.11. ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრი-- პასუხისმგებლობის ჩვეულებრი-- პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრი-- და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
6.12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტს - ვალდებულების შესრულების შემთხვევაში თანხას განათავსებდა სს „ლიბერთი ბანკი“-ში და მიიღებდა სარგებელს, სასამართლო ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
6.13. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპი--- და უშუალო კავში--- უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
ამდენად, მიუღებელი შემოსავალი არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (სუსგ 20.07.2001წ. საქმე №3კ/629-01). მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული (30.03.2007წ. საქმე №№ას-509-893-06).
6.14. მოცემული საქმის მასალებით არ დგინდება, გამყიდველის ინტერესის, კერძოდ, საბანკო ანაბარზე თანხის განთავსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში კი კონტრაჰენტს უნდა სცოდნოდა ინტერესესის თაობაზე), ამასთან, ზიანის ანაზღაურების არც ის მთავარი წინაპირობაა დადასტურებელი, რასაც სსკ-ის 412-ე მუხლი ადგენს (მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო შედეგი). მიუღებელი შემოსავლის ოდენობის გამოთვლასთან დაკავშირებით მოსარჩელეს არ შეუსრულებია საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ის ვალდებულებები, რაც საპროცესო კოდექსითაა გათვალისწინებული, როგორც თითოეული მხარის შესაძლებლობა, მოიპოვოს და სასამართლოს წარუდგინოს კანონიერი მტკიცებულებები შესაბამის საპროცესო ეტაპზე. მოსარჩელე მხოლოდ თეორიულ მსჯელობას ავითარებს, თუ რას მიიღებდა თანხის ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, რასაც სასამართლო ვერ დაეყრდნობა და ვერ მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2-ე მუხლის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსახილველ დავაში მოსარჩელემ გაიხმო სასარჩელო მოთხოვოვნა ძი---თადი თანხის 3038,12 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 91.14 ლარი დაუბრუნდება მას, ხოლო დანარჩენი დარცება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „სო--------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „სო--------------------ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 91.14 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი