გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/25--4-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3-----------ი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს „ი-----------“
წარმომადგენელი - ნ--------------–---–-------------------
მოპასუხე - სს „ს----------–-------------ა“
წარმომადგენელი - ლ------------–---
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „ს----------–-------------ა“-ს, შპს „ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს უკანონო დაჯარიმებით მიყენებული ზიანის 33 408.07 ლარის გადახდა;
1.2. სს „ს----------–-------------ა“-ს, შპს „ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ ექსპერტიზის დაგვიანებით ჩატარების, თანხის დაგვიანებითა და არასრულად გადახდის გამო, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - სს „ს----------–--------ში“ 201- წლის 1 მარტის შემდგომ გადახდილი პროცენტისა და (დამატებითი) საბანკო გარანტიისათვის გადახდილი - 30 441.38 ლარის გადახდა;
1.3. სს „ს----------–-------------ა“-ს შპს „ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ი-----------“-ის მიერ შესრულებული, ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი, მაგრამ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი და გარდაუვალი სამუშაოების (სამშენებლო ნაგვის შეგროვება და გატანა, ამწისქვეშა კოჭებზე რელსების მონტაჟისათვის საჭირო ლითონის ელემენტების მონტაჟი, შიდა კედლების და ჭერების სამღებრო სამუშაოებისათვის ინვენტარული ხარაჩოს მოწყობა, ადმინისტრაციული შენობის ლითონის კარკასის შესაღებად ინვენტარული ხარაჩოს მოწყობ) ღირებულების - 47 000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
201- წლის 1- მაისს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N–--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს აღმოჩნდა გარკვეული სახის დაბრკოლებები, რომელთა გამოსწორებას შპს „ი-----------“ ითოვდა მა მიმართა სს „ს----------–-------------ა“-ს 201- წლის 21 ივლისს N2 წერილით და ითხოვა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაუზრდელად, სხვადასხვა მოცულობების კორექტირების ხარჯზე. აღნიშნულზე პასუხის მიუღებლობის გამო 201- წლის 13 სექტემბერს მიმართა დამატებით და ითხოვა არსებული პრობლემების გადაჭრა უმცირეს დროში, ვინაიდან ხელი ეშლებოდა სამუშაოების სრულყოფილად და დროულად შესრულებაში. 201- წლის 26 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოპასუხეს ხის ფანჯრების ნაწილობრივ შეკეთების შეუძლებლობა, ფანჯრების მთლიანად დაზიანებისა და მასალის სიძველის გამო და მოსთხოვა გადაწყვეტილების მიღება. 201- წლის 9 იანვარს მოპასუხეს წერილით ეცნობა, სამუშაოების პრობლემების შესახებ, ამასთან რადგან ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულებამდე დარჩენილი იყო რვა დღე, კომპანია დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებდა აღნიშნულ ვადაში სამუშაოების დასრულებას, ითხოვა ყველა იმ გარემოების განხილვა რამაც შეუშალა და უშლიდა ხელს სამუშაოების დროულად შესრულებაში.
201- წლის 10 თებერვალს, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 201- წლის 1 მარტი. 201- წლის 1 მარტის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული იყო. 201- წლის 10 მაისის წერილით, შპს „ი-----------“-მა სს „ს----------–--------------“-ს წარუდგინა საავანსო და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 201- წლის 1- მაისის N1 წერილით, შპს „ი-----------“-მა სს „ს----------–-------------ა“-ს წარუდგინა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია და ინვოისი საავანსო თანხაზე.
სს „ს----------–-------------ის“ N2553 წერილის პასუხად, 201- წლის 1- მაისის წერილით, შპს „ი-----------“-მა მოპასუხეს აცნობა, რომ სხვა სამუშაოებთან ერთად, ხიბურა ამწის ქვეშა კოჭებისა და ლიანდაგების სამონტაჟო სამუშაოებიც დასრულებული იყო. რაც შეეხება საამქროს წიბოვანი ფილების გამაგრებას, მოსარჩელის მიერ აღინიშნა, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება ტექნიკურად შეუსრულებადია. ფილების ქვიშის ნაკადით გაწმენდის დროს შესაძლებელია ფილები ძლიერ დაზიანდეს, ასევე, ამ სამუშაოს შესრულების დროს, ვერ მოხერხდება მუშახელისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაქმებული მუშახელის სიცოცხლეს, ამასთანავე, აღნიშნული სამუშაო პროექტში დეტალურად არ არის მოცემული. არსებული წიბოვანი ფილები საჭიროებდა დემონტაჟს და სახურავის მსუბუქი კონსტრუქციით მოწყობას.
201- წლის 22 მაისს, შპს „ი-----------“-მა სს „ს----------–-------------ა“-ს წერილობით მოსთხოვა ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–---------–ი შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 -ს გადაგზავნა და ექსპერტიზის დაჩქარებული წესით ჩატარება და განუმარტა, რომ დაჩქარებული მომსახურების ღირებულებას გადაიხდიდა კომპანია.
201- წლის 8 ივნისს შპს „ი-----------“-მა მოპასუხეს აცნობა, რომ 201- წლის 1- მაისს გაფორმებული N–-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იქნა 92 % - ით, რომელიც განისაზღვრა ტექნიკური ზედამხედველის მიერ, დარჩენილ სამუშაოებზე მოპასუხემ ითხოვა ექსპერტიზის დასკვნა. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. დასკვნის წარდგენის შემდგომაც არ მოხდა შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 - ის ექსპერტიზაზე წარდგენა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად იქნა შესრულებული, თუმცა მაინც არ ხდება ანგარიშსწორება მოპასუხის მხრიდან.
201- წლის 12 ივნისს, შპს „ი-----------“-მა სს „ს----------–-------------ა“-ს წარუდგინა N–-------- ხელშეკრულების შესაბამისად საავანსო და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები.
201- წლის 12 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა წერილობით და მიუთითა, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობისა და მოცემულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენდა 234 954.96 აშშ დოლარს დ.ღ.გ. -ს გარეშე, რაც შეესაბამება შპს „ი-----------“-ის მიერ წარდგენილ ფორმა N2-ში ასახულ სამუშაოთა ჯამურ ღირებულებას. კომპანიას ანგარიშზე ჩაერიცხა 507 856.57 ლარი, ნაცვლად მიღება - ჩაბარების აქტით დაფიქსირებული 541 264.71 ლარისა. სხვაობამ შეადგინა 33 408.07 ლარი, შესაბამიასდ, მოპასუხეს ეთხოვა განმარტება თუ რის საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული თანხის დაკავება. ასევე ითხოვა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ზემოაღნიშნულ ობიექტზე შპს „მშენტექზედამხედველი ნ-----–--------------ა“-ს მიერ სამუშაოს მსვლელობის პარალელურად შედგენილი შუალედური შემოწმების აქტები და საბოლოო 201- წლის 19 მაისის N1-/05/-1-39 კრებსითი საექსპერტო დასკვნა.
მოსარჩელის განმარტებით, შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულება დღემდე შეადგენს 47 000 ლარს, რაც დასტურდება შპს „თ-----------------------------ი“-ის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, ხოლო 201- წლის 1- მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 201- წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის შპს „ი-----------“-ის მიერ სს „ს----------–--------ისათვის“ გადახდილი პროცენტი და საბანკო გარანტიის სახით გადახდილი თანხა, შეადგენს 30 441.38 ლარს. მოპასუხემ მოსარჩელეს 201- წლის 1- მაისის N4252 წერილის პასუხად 201- წლის 25 მაისს N2969 წერილით აცნობა, რომ ზედამხედველის 201- წლის 24 აპრილის N1-/04-1-31 წერილის თანახმად, მხოლოდ რელსების შეპირაპირება და ფილების გამაგრება არ არის შესრულებული, ანუ 201- წლის 24 აპრილის მდგომარეობით, სხვა ყველა სამუშაო შესრულებული იყო, რელსების შეპირაპირება და ფილების გამაგრება კი, მოპასუხის ბრალეულობით რომ არ შესრულდა ამ ნაწილში შესრულება შეუძლებელი იყო, დასტურდება სარჩელზე წარდგენილი დასკვნებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სპეციფიკური პირობები 8.1. პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა, რომ საბოლოო ვადების გადაცდენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1 % -ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულ იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი იქნება ქართულ ლარში, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების გარეშე 5 %-ს.
მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულება. 201- წლის 21 მარტს სს „ს----------–-------------ამ“ გამოაცხადა თბ--–--------–---------------------ს ელმავლების პერიოდული შეკეთების საამქროს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, რომლის პროექტი მოწოებული იყო ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ და აღნიშნული ბიუროს დასკვნებით მიეცა შპს „კა---------------ის“ მიერ მომზადებულ სარეაბილიტაციო პროექტს რეალიზაციის რეკომენდაცია.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე კომპანიამ წერილით მიმართა 201- წლის 10 იანვარს და ითხოვა ხელშეკრულების შესრულების ვადების გახანგრძლივება 201- წლის 1 მარტის ჩათვლით, სანაცვლოდ, კი იკისრა ვალდებულება საკუთარი ძალებითა და ფინანსებით ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი და პრობლემური საკითხების მოგვარებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულება. ამასთან, აღნიშნულ წერილში მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადა იწურებოდა 201- წლის 1- იანვარს და მას სურდა, რომ წამოჭრილი პრობლემების შესახებ შემსყიდველისათვის ეცნობებინა ვადის ამოწურვამდე, მაშინ როდესაც ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა არა 1- იანვარს არამედ 10 იანვარს, სწორედ იმ დღეს როცა მიმწოდებელმა კომპანიას პრობლემების შესახებ აცნობა. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელეს უკვე 6 დღით ჰქონდა გადაცილებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა. ამასთან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილება შესულიყო მხარეთა შორის სამუშაოების დასრულების ვადაში და განისაზღვრა 201- წლის 1 მარტი.
201- წლის 1 მარტს მოსარჩელემ წერილობით მიმართა კომპანიას და აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული იყო. ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაო ფასდება ექსპერტის მიერ ობიექტზე წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, მხარეებს შორის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტზე ხელმოწერის გზით. ტექნიკური ზედამხედველის შეფასებით სამუშაოები შესრულებული იყო 92 % -ით, შესაბამისად, შესასრულებელი იყო საამქროს გადახურვის წიბოვანი ფილების გამაგრებისა და ხიდურა ამწისქვეშა კოჭების და ლიანდაგის მონტაჟის სამუშაოები, რომელთა ღირებულება დღგ - ს გარეშე შეადგენდა 20 335.5 აშშ დოლარს. აღნიშნული ხარვეზების შესახებ კომპანიამ 201- წლის 5 მაისს წერილით აცნობა მოსარჩელეს და აქვე გააფრთხილა, რომ ამოქმედებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
სს „ს----------–-------------ის“ მოთხოვნათა შესაბამისად 201- წლის 08 ივნისს შპს „ი-----------“-მა წარადგინა სასამართლო ექ-----------------------–----------ს დასკვნა N---------, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ „საამქროს შენობის გადახურვის წიბოვანი ფილების არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული პროექტის შესაბამისად აღდგენილით სამუშაოების შესრულება შეუძლებელია“. ექ-----------------------–----------ს დასკვნის გათვალისწინებით მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, რომლითაც ორივე მხარემ დაადასტურა, რომ შპს „ი-----------“-ს ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდია: 201- წლის 1- მაისი - 201- წლის 5 მაისის ჩათვლით. შესაბამისად, უდავოდ დგინდება, რომ შპს „ი-----------“-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო ვადებს გადააცილა 65 კალენდარული დღით, კერძოდ, სამუშაოები უნდა დაესრულებინა 201- წლის 1 მარტისათვის, მაგრამ ფაქტობრივად დაასრულა 201- წლის 05 მაისს, რასაც თავადაც ადასტურებს ზემოაღნიშნულ მიღება - ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოთა დასრულების ვადების გადაცილება 65 კალენდარული დღით დავას აღარ უნდა იწვევდეს.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ნამდვილად დაუკავდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %, რაც განპირობებული იყო ხელშეკრულების 8.1 პუნქტით. კერძოდ, მხარის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებებმა შეადგინა 65 კალენდარული დღე, შესაბამისად გამოსაყენებელი პირგასამტეხლოს ოდენობაც იქნებოდა 6.5 %, რაც აღემატება ხელშეკრულებით დადგენილ პირგასამტეხლოს დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს. ორგანიზაციამ მიმწოდებელს დააკისრა და გადასარიცხი თანხიდან დაუკავა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %, რაც თანხობრივად შეადგენს 32 658.49 ლარს. ექ-----------------------–----------სათვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 13 526.07 ლარი, რომლის ნახევარი დაუკავდა შპს „ი-----------“-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაქვითულმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 39 421.53 ლარი (32 658.49 ლარი 5 %- იანი ჯარიმა, ხოლო, 6 763.04 ლარი დაჩქარებული მეთოდით ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულების 50 %). საბოლოო ჯამში კომპანიის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილმა თანხამ ავანსისა და კონსიგნაციით გადარიცხულის სახით შეადგინა 599 270.83 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ექსპერტიზის ჩატარების დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ კავშირში იყო მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა სრულად შესრულების ვადების დაცვაზე. ვინაიდან, არსებობდა დასკვნა სამუშაოების სრულად დაუსრულებლობაზე, დღის წესრიგში დადგა სამუშაოების სრულად დაუსრულებლობის მიზეზების გარკვევა. რაც შეეხება 201- წლის 1 მარტს, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ამ დროისათვის სამუშაოები არ იყო დასრულებული, რაც 201- წლის 02 აგვისტოს მიღება ჩაბარების აქტითაც დასტურდება, რომლითაც აღიარებული იქნა, რომ სამუშაოების დასრულების თარიღი იყო არა 201- წლის 1 მარტი, არამედ 201- წლის 5 მაისი და შესაბამისად, თუკი შპს „ი-----------“-ს რაიმე ხარჯის დამატებით გაღება მოუწია, რკინიგზას მასთან არანაირი შეხება გააჩნია.
მოსარჩელემ 201- წლის 10 იანვრის წერილით ითხოვა მშენებლობის ვადების გახანგრძლივება, რის სანაცვლოდაც იკისრა ვალდებულების დამატებითი სამუშაოების საკუთარი ხარჯებით შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „ს----------–-------------ა“ დათანხმდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გახანგრძლივებას 201- წლის 1 მარტამდე, რაც ასევე ვერ დაიცვა მოსარჩელე მხარემ. შესაბამისად, დამატებითი სამუშაოების შესრულების ღირებულებაზე აპელირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 1- მაისს შპს „ი-----------“-ს და სს „ს----------–-------------ა“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N–---------
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა, შპს "ი-----------"-მა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ფილიალ „მ--------------------ა“ს თბ--–--------–---------------------ს ელმავლების პერიოდული შეკეთების საამქროს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 201- წლის 10 იანვრამდე.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა დღგ - ს გარეშე 272 699.48 აშშ დოლარით.
ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 201- წლის 30 მაისის ჩათვლით.
ხელშეკრულების საერთო პირობების 7.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესყიდვის ობიექტის მიღების ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
ამავე ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებს, რომელთა გამოც ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება, შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამოწვევი მიზეზების შესახებ.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, როგორც სამუშაოების მიმდინარეობისას ასევე მათი დასრულების შემდგომ, ნებისმიერ დროს, განახორციელოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობების ხარისხისა და ვადების კონტროლი, გარკვეულ შემთხვევაში იმ მომსახურებათა და მოწყობილობების კონტროლი, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოთა შესრულებასთან.
ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტით ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. მუხლით გათვალისწინებული საბოლოო ვადის გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.1 % -ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულ იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნება ქართულ ლარში, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების დღის, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლით კურსის მიხედვით. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 5 %-ს.
თუ მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები, რაც გამოვლენილ იქნება შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ, შემსყიდველი უფლებამოსილია დამატებით განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა შეუსრულებელ სამუშაოთა დასრულებისათვის. თუ მიმწოდებლის მიერ ამ ვადაშიც არ იქნა დასრულებული სამუშაოები შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკირება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 5 % - ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ტომი II, ს.ფ.1-);
- ხელშეკრულების საერთო პირობები (ტომი II, ს.ფ. 1- - 19);
- ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (ტომი II, ს.ფ. 20 - 23)
3.1.2. 201- წლის 10 თებერვალს, შპს „ი-----------“-სა და სს „ს----------–-------------ა“-ს შორის, გაფორმდა შეთანხმება N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N–-------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 201- წლის 1 მარტისა.
ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 201- წლის 1- მაისს გაფორმებულ N–-------- ხელშეკრულების შესავალ ნაწილში და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმსაზღვრელი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 201- წლის 30 აგვისტოსი".
ამავე შეთანხმებით განისაზღვრა მიმწოდებელის ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოეყვანა წარდგენილი საბანკო გარანტიები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება N1 (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N–-------- ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 55 - 56)
3.1.3. 201- წლის 10 იანვარს, შპს "ი-----------"-მა მიმართა სს "ს----------–-------------ას" სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. ამასთანავე ის ვალდებულებას იღებდა საკუთარი ძალებით შეესრულებინა ყველა პრობლემური საკითხი. (ს.ფ. 259, ტომი 1, ს.ფ. 36 ტომი 2). სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 201- წლის 25 იანვრის N7/4 დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მხარეებს შორის 201- წლის 1- მაისს გაფორმებული Nშს1--084 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების ვადის 49 კალენდარული დღით გახანგრძლივება და სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 201- წლის 1 მარტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება (ტომი I, ს.ფ. 57)
3.1.4. 201- წლის 2 აგვისტოს, სს "ს----------–-------------ას" და შპს "ი-----------"-ს შორის, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი 201- წლის 1- მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. დადგინდა, რომ შპს "ი-----------"-ის მიერ ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდია 201- წლის 1- მაისი-201- წლის 5 მაისი. შესრულებული სამუსაოების ღირებულება განისაზღვრა 541264.71 ლარით. სს "ს----------–-------------ამ" ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შპს "ი-----------"-ს დააკისრა ჯარიმა ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულების ღირებულების 5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი I, ს.ფ 59-60 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ი-----------“-მა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
უდავოდაა დადგენილი, რომ 201- წლის 1- მაისს, შპს „ი-----------“-ს და სს „ს----------–-------------ა“-ს შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც შპს "ი-----------"-მა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა თბ--–--------–---------------------ს ელმავლების პერიოდული შეკეთების საამქროს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 201- წლის 10 იანვრამდე. აღნიშნული ვადა შემდგომ გაგრძელებული იქნა 201- წლის 1 მარტამდე. შპს "ი-----------"-ის მიერ სამუშაოები დასრულებული იქნა 201- წლის 5 მაისს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაღვეული იქნა სამუშააოების შესრულების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი I, ს.ფ 59-60 )
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ტომი II, ს.ფ.1-);
- ხელშეკრულების საერთო პირობები (ტომი II, ს.ფ. 1- - 19);
- ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (ტომი II, ს.ფ. 20 - 23)
- დადგენილება (ტომი I, ს.ფ. 57)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ზიანის მიყენების ფაქტი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 361-ე, 41--ე, 341-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა საფუძველს იცნობს. ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან სამართლებრივი მოწესრიგებით. კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს.
სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქო - სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები. ადგილი უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით. სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.
დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. ვალდებულების დარღვევის დროს, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა მოვალის ქმედების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საგულისხმოა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წანამძღვრის მტკიცების მოვალეობა მოსარჩელეს ეკისრება.
სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
ამასთან, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი კი ადგენს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 201- წლის 1- მაისს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის და ამ ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი სახის ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულისახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, შპს "ი-----------"-მა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა თბ--–--------–---------------------ს ელმავლების პერიოდული შეკეთების საამქროს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 201- წლის 10 იანვრამდე. აღნიშნული ვადა შემდგომ გაგრძელებული იქნა 201- წლის 1 მარტამდე. შპს "ი-----------"-ის მიერ სამუშაოები დასრულებული იქნა 201- წლის 5 მაისს. შესაბამისად, უდავოდ დგინდება, რომ შპს „ი-----------“-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შესრულების ვადა გადააცილა, კერძოდ, სამუშაოები უნდა დაესრულებინა 201- წლის 1 მარტისათვის, მაგრამ ფაქტობრივად დაასრულა 201- წლის 05 მაისს, რასაც თავადაც ადასტურებს ზემოაღნიშნულ მიღება - ჩაბარების აქტზე ხელმოწერით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო ამავე კოდექსის 41--ე მუხლით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო. ვინაიდან მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა, სს "ს----------–-------------ის" მიერ მისთვის ჯარიმის დაკისრება არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობებს და სამოქალაქო კანონმდებლობას.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისთვის პირგასამტეხლოს სახით დაქვითული თანხის ანაზღაურება მოკლებულია საფუძველს და დასაბუთებულობას.
6.2. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო გარანტიისათვის გადახდილი თანხის 30 441.38 ლარის ანაზღაურების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი 201- წლის 10 თებერვლის შეთანხმებით, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი მხარეთა შორის 201- წლის 1- მაისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს საბანკო გარანტიები. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რისთვისაც მას დაეკისრა პირგასამტეხლო. შესაბამისად, საბანკო გარანტიისათვის გადახდილი თანხების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
6.3. მოსარჩელე ასევე მოითხოვს სს "ს----------–-------------ისათვის" მის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოებიოს შესრულებისათვის 47 000 ლარის დაკისრებას.
სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია შპს "თ-----------------------------ის" საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 83-89), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, ვერ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნას.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 201- წლის 10 იანვრის წერილი, (ს.ფ. 36 ტომი2) რომლითაც შპს "ი-----------" რკინიგზას მიმართავდა თხოვნით ხელშეკრულების შესრულების ვადის გახანგრძლივების და ამისათვის ყველა გაუთვალისწინებელი სამუშაოს საკუთარი ძალებით შესრულებას, წარმოადგენს მოსარჩელის ვალდებულების აღებას გარკვეული სამუშოების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ჩათვალა და არ დააკმაყოფილა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და მისი ანაზღაურება მოპასუხეს ვერ დაეკისრება, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ი-----------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ი-----------“-ის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე