გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002522972
საქმე #2/2167-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.12.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - თ------------–---–ი;
წარმომადგენელი- რ---------------–--–--ა;
მოპასუხეები - სს ჯ-----------–-“;
წარმომადგენელი - ზ-------–----–--ე; ვ-–---------------ე;
მოპასუხე - ლ-------------–--ე;
დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 19 აპრილის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. შავი ფერის ტელევიზორი, 2. მუქი ფერის ნაჭრის სამეული 1 ცალი, 3. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი არისტონის ფირმის 1 ცალი, 4. რუხი ფერის სარეცხი მანქანა ელჯის ფირმის 1 ცალი, 5. რუხი ფერის გაზქურა მუქი ფერის მინით 1 ცალი, 6. მაგიდა მუქი მართკუთხა 1 ცალი, 7. ხის სკამები ღია ფერის რბილი ნაჭრით 6 ცალი, 8. ნაჭრის სამეული ღია ფერის 1 ცალი, 9. მუქი ფერის ზალის კარადა ე.წ. „სტენკა“ მინებით დახურული სათავსოებით 1 ცალი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: მოპასუხე ლ-------------–--ეს სს „ჯ-----------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, რაზეც დაწყებული იყო აღსრულება და თანხის ამოღების მიზნით ყადაღა დაედო არა მოვალის, არამედ მოსარჩელის - თ------------–---–ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ მოძრავ ქონებას. 1. შავი ფერის ტელევიზორი, 2. მუქი ფერის ნაჭრის სამეული 1 ცალი, 3. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი არისტონის ფირმის 1 ცალი, 4. რუხი ფერის სარეცხი მანქანა ელჯის ფირმის 1 ცალი, 5. რუხი ფერის გაზქურა მუქი ფერის მინით 1 ცალი, 6. მაგიდა მუქი მართკუთხა 1 ცალი, 7. ხის სკამები ღია ფერის რბილი ნაჭრით 6 ცალი, 8. ნაჭრის სამეული ღია ფერის 1 ცალი, 9. მუქი ფერის ზალის კარადა ე.წ. „სტენკა“ მინებით დახურული სათავსოებით 1 ცალი. ზემოთაღნიშნული მოძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ლ-------------–--ეს არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული მათ შეძენაში. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ-------------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
2.2. მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სს ჯ-----------–-ს სასარგებლოდ ლ-------------–--ეს დაეკისრა თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-19.04.2018 წლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
3.2.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
-2018 წლის 26 ივნისის აღმასრულებელ ნი-----–-------ის პასუხი;
3.2.3. სს „ჯ-----------–-“ არის კრედიტორი, ხოლო ლ-------------–--ე მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 19.04.2018 წ. აღიწრა და დაყადაღდა ქ. ქუთაისში, გი----------–------–--------–---------ში არსებული მოძრავი ნივთები: 1. შავი ფერის ტელევიზორი, 2. მუქი ფერის ნაჭრის სამეული 1 ცალი, 3. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი არისტონის ფირმის 1 ცალი, 4. რუხი ფერის სარეცხი მანქანა ელჯის ფირმის 1 ცალი, 5. რუხი ფერის გაზქურა მუქი ფერის მინით 1 ცალი, 6. მაგიდა მუქი მართკუთხა 1 ცალი, 7. ხის სკამები ღია ფერის რბილი ნაჭრით 6 ცალი, 8. ნაჭრის სამეული ღია ფერის 1 ცალი, 9. მუქი ფერის ზალის კარადა ე.წ. „სტენკა“ მინებით დახურული სათავსოებით 1 ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 19 აპრილის აქტი (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ).
3.2.4. თ------------–---–ი არის ლ-------------–--ის დედა, ისინი ერთად ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შავი ფერის ტელევიზორი, 2. მუქი ფერის ნაჭრის სამეული 1 ცალი, 3. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი არისტონის ფირმის 1 ცალი, 4. რუხი ფერის სარეცხი მანქანა ელჯის ფირმის 1 ცალი, 5. რუხი ფერის გაზქურა მუქი ფერის მინით 1 ცალი, 6. მაგიდა მუქი მართკუთხა 1 ცალი, 7. ხის სკამები ღია ფერის რბილი ნაჭრით 6 ცალი, 8. ნაჭრის სამეული ღია ფერის 1 ცალი, 9. მუქი ფერის ზალის კარადა ე.წ. „სტენკა“ მინებით დახურული სათავსოებით 1 ცალი. - ეკუთვნის თ------------–---–ს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- მოსარჩელის ახსნა განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება
- საგარანტიო ტალონი;
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
განსახილველ შემთხვევაში დაყადაღებული ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეიძლება წერილობითი მტკიცებულებით, მოწმის ჩვენებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, რომლითაც დადგინდება ნივთების კუთვნილების საკითხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
მოსარჩელემ აქტში მითითებული ნივთების მის კუთვნილებასთან დაკავშირებით, წარმოადგინა მოწმეები, რომლებმაც სასამართლო სსხდომაზე დაადასტურეს, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს თ------------–---–ის საკუთრებას, კერძოდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ--------------–---–მა განმარტა რომ, თ------------–---–ი არის მისი და, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მაგიდა მუქი მართკუთხა 1 ცალი, ხის სკამები ღია ფერის რბილი ნაჭრით 6 ცალი, ნაჭრის სამეული ღია ფერის 1 ცალი და მუქი ფერის ზალის კარადა ე.წ. „სტენკა“ მინებით დახურული სათავსოებით შეძენილია მშობლების მიერ, ზემოთაღნიშნული ნივთები წარმოადგენს მზითევს, მშობლებმა დაუტოვეს მოსარჩელე თ------------–---–ს. მოწმის განმარტებით მოპასუხე ლ-------------–--ეს არასოდეს უმუშავია იგი ცხოვრობს დედასთან - თ------------–---–თან ერთად.
მოწმე მ-------–----–---–---ის განმარტებით, შავი ფერის ტელევიზორი თავად აჩუქა მოსარჩელეს დაახლოებით 10 წლის წინ, ასევე მეზობლების მიერ დაბადების დღეზე ნაჩუქარია მუქი ფერის ნაჭრის სამეული 1 ცალი, რუხი ფერის სარეცხი მანქანა LG-ის ფირმის და რუხი ფერის გაზქურა მუქი ფერის მინით.
მოწმე ლ--–--------ას განმარტებით მოსარჩელე თ-------------–---–მა მასთან ერთად შეიძინა სარეცხი მანქანა ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში. სადავო ნივთების თ------------–---–ისადმი კუთნილების ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ჟ-------------ემ.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით სარეცხის მანქანის საგარანტიო ბარათით დასტურდება სარეცხი მანქანის თ------------–--–-სადმი კუთვნილების ფაქტი.
ზემოთ მითითებული მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ნივთები თ------------–--–-ს საკუთრებად უნდა იქნას მიჩნეული;
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საქმეზე დაკითხული მოწმეთა - ჩვენებებით დგინდება, რომ 19.04.2018 წლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები ეკუთვნის თ------------–---–ს;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარადგინა მოწმეთა ჩვენებები, მაშინ როდესაც მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა, მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-44, 45-ე, 40-ე, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 170-ე, 172-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
6.2. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ წარმომადგენელს უნდა დაემტკიცებინა ქ. ქუთაისში გ-----------–------–-----------–---------ში განთავსებულ ნივთებზე თ------------–---–ის არაუფლებამოსილების და ამ ნივთების მოვალე ლ-------------–--ის კუთვნილების ფაქტი, რაც არ განხორციელებულა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება ეკუთვნის თ------------–---–ის. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე სს „ჯ-----------–-ს“ განმარტებას, თითქოს აღნიშნული ნივთები წარმოადგენს ლ-------------–--ის საკუთრებას, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორია სს „ჯ-----------–-“ ხოლო მოვალეა ლ-------------–--ე;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადავო ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელე არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. ლ-------------–--ის ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალე ლ-------------–--ის ქონებიდან. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს თ------------–---–ის საკუთრებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე თ------------–---–ი არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ლ-------------–--ის ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით თ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 19 აპრილის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ლ-------------–--ის ვალდებულებების გამო, ქ. ქუთაისში, გი----------–------–------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ფიზიკური პირისთვის შეადგენს 50 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე თ------------–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 120 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ-------------–--ეს და სს „ჯ-----------–ს“ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 100 ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი). ხოლო ზედმეტად გადახდილი 70 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის და კ-------------------------ის მიერ 2018 წლის 19 აპრილის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. შავი ფერის ტელევიზორი 1ც; 2. მუქი ფერის ნაჭრის სამეული 1ც; 3. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი არისტონის ფირმის 1ც; 4. რუხი ფერის სარეცხი მანქანა ელჯის ფირმის 1ც; 5. რუხი ფერის გაზქურა მუქი ფერის მინით 1ც; 6. მაგიდა მუქი მართკუთხა 1ც. 7. ხის სკამები ღია რბილი ნაჭრით 6ც. 8. ნაჭრის სამეული ღია ფერის 1ც; 9. მუქი ფერის ზალის კარადა ე.წ. სტენკა მინებით დახურული სათავსოებით 1ც.;
3. სს ჯ-----------–ს და ლ-------------–--ეს - მოსარჩელე თ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (50 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის).
4. თ------------–---–ს პ/ნ 6----------, დაუბრუნდეს 2018 წლის 30 ივნისს სს „ს----------–--------–ი“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 70 ლარი (საგადახდო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300183150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე