გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34137-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - გი-- ჩე------–---–ი
მოპასუხე - მზ-- არ----ა
წარმომადგენელი - ლე-–- წი--–-----ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ირ--------–---–--ას მიერ 2017 წლის 02 ოქტომბერს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, ნაცვლად 10 500 აშშ დოლარისა, განისაზღვროს - 3000 აშშ დოლარით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნოტარიუს ირ--------–---–--ას მიერ, კრედიტორის - მზ-- არ----ას სასარგებლოდ, 2017 წლის 02 ოქტომბერს გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც კერძო აღმასრულებლის ზა--–------–---–-–---–ის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე №1-------.
აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, გი-- ჩე------–---–ს ჯამში დაეკისრა 10 500 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, ხოლო 500 აშშ დოლარი სარგებელი.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: თბ--–-----------–------------- №--, ს/კ 01.12.20.0--.0--- შესაბამისად, დავალიანების ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს აღნიშნული უძრავი ქონება, რაც მოსარჩელისა და მისი ოჯახის ძირითად საცხოვრებელს წარმოადგენს.
კერძო აღმასრულებლის 2017 წლის 03 ოქტომბრის წერილით, გი-- ჩე------–---–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით გადაეხადა ზემოთ აღნიშნული დავალიანება.
მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა არ წარმოადგენს ვალის იმ ოდენობას, რისი მოთხოვნის უფლებაც გააჩნია კრედიტორს. აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს შემდეგს: 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გი-- ჩე------–---–მა სესხად აიღო 50 000 აშშ დოლარი გი-- ჩა-------ასაგან, ხოლო 10 000 აშშ დოლარი მზ-- არ----ასაგან. მოგვიანებით, 2017 წლის 14 ივნისს, აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და გი-- ჩა-------ასაგან აღებულ 50 000 აშშ დოლარს დაემატა 2000 აშშ დოლარი. შესაბამისად, საერთო ჯამში მისგან სესხად აღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 52 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება მზ-- არ----ას, იგი არის გი-- ჩა-------ას ცოლი და მის მიმართ არსებული მოსარჩელის დავალიანებიდან 7000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სწორედ გი-- ჩა-------ას დავალიანებაზე დარიცხულ პირგასამტეხლოს. 10 000 აშშ დოლარიდან მოსარჩელემ მხოლოდ 3000 აშშ დოლარი მიიღო. დარჩენილი თანხა, კი მას არ მიუღია. შესაბამისად, 7000 აშშ დოლარის გი-- ჩე------–---–ისათვის ზედმეტად დარიცხვა უკანონოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არ ეთანხმება სააღსრულებო ფურცლით მისთვის დაკისრებული ძირი თანხის ოდენობას და მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს 3000 აშშ დოლარამდე, ხოლო სარგებელი სრულად უნდა გაუქმდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისაგან ადგილი აქვს ვალდებულების შესრულების გაჭიანურებას. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონისა და 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას, აღნიშნული არ ყოფილა მოთხოვნილი მოპასუხის მიერ. ამდენად, სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა არ ექვემდებარება შემცირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 13 ოქტომბერს გი-- ჩე------–---–ს, მზ-- არ----ასა და გი-- ჩა-------ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №1-------5, რომლის თანახმადაც მზ-- არ----ამ გი-- ჩა-------ას ასესხა - 10 000 აშშ დოლარი, ხოლო გი-- ჩა-------ამ - 50 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის ოდენობა ყოველთვიურად 2.5%-ის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი დაებრუნებინა 6 თვის ვადაში - 2017 წლის 13 აპრილის ჩათვლით.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა უძრავ ქონებაში, მდებარე: თბ--–-----------–------------- №--, ს/კ 01.12.20.0--.0--- გი-- ჩე------–---–ის კუთვნილი წილი. დღეის მდგომარეობით, იპოთეკის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს თა---- დი--------ა.
2017 წლის 14 ივნისს გი-- ჩე------–---–ს, მზ-- არ----ასა და გი-- ჩა-------ას შორის დაიდო შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც 13.10.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა - 2017 წლის 14 სექტემბერი, ხოლო გი-- ჩა-------ას მიერ გაცემული სესხის თანხა გაიზარდა 2000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 13.10.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 30-34);
-14.06.2017წ. შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 35-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 2017 წლის 02 ოქტომბერს ნოტარიუს ირ--------–---–--ას მიერ, 13.10.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 14.06.2017წ. შეთანხმების საფუძველზე, კრედიტორის - მზ-- არ----ას სასარგებლოდ, გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი; სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული ორი თვის სარგებელი 500 აშშ დოლარი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე: თბ--–-----------–------------- №--, ს/კ 01.12.20.0--.0--- აუქციონზე რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 26-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. გი-- ჩე------–---–ს კერძო აღმასრულებლის - ზა--–------–---–-–---–ის 2017 წლის 03 ოქტომბრის A1--------004/001 წერილით ეცნობა 02.10.2017წ. სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული დავალიანების შესახებ და მიეცა წინადადება აღნიშნული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.10.2017წ. წერილი (იხ. ს.ფ. 17-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრი-- გარემოებები
3.2.1. სასა----თლო ვერ გაიზ--რებს მოსარჩელის მტკიცებას მასზედ, რომ გი-- ჩე------–---–მა მასსა და მზ-- არ----ას შორის 13.10.2016წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის სახით მიიღო მხოლოდ - 3000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 7000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, გი-- ჩა-------ს მიერ გი-- ჩე------–---–ისათვის გადაცემულ სესხზე - 50 000 აშშ დოლარზე დარიცხულ პირგასამტეხლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრი-- საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასა----თლოს წარუდგენენ მხარეები. სასა----თლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სა----თალსა და საპროცესო სა----თალში არსებობს მტკიცების ტვირთის სა----თლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტი-- და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არა----ტო საპროცესო-სა----თლებრი-- მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სა----თლებრი-- მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მზ-- არ----ამ გი-- ჩე------–---–ს სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, თუმცა მას რეალურად ამ თანხიდან მიღებული აქვს მხოლოდ 3000 აშშ დოლარი, დარჩენილი 7000 აშშ დოლარი, კი წარმოადგენდა ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, გი-- ჩა-------ას მიერ გი-- ჩე------–---–ის სასარგებლოდ გაცემულ სესხზე - 50 000 აშშ დოლარზე დარიცხულ პირგასამტეხლოს. თუმცა, მოსარჩელეს აღნიშნული ფაქტობრი-- გარემოების დასადასტურებლად, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, ხოლო საქმეში წარმოდგენილ 13.10.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ნათლად და გარკვევითაა მითითებული, რომ მზ-- არ----ამ გი-- ჩე------–---–ისს ასესხა - 10 000 აშშ დოლარი, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა განმარტება, ვერ იქნება მიჩნეული სასაჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრი-- გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-- ჩე------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი;
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს მზ-- არ----ასა და გი-- ჩე------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №1-------5, რომლის თანახმადაც მზ-- არ----ამ გი-- ჩე------–---–ს ასესხა - 10 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის ოდენობა ყოველთვიურად 2.5%-ის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი დაებრუნებინა 6 თვის ვადაში - 2017 წლის 13 აპრილის ჩათვლით. ასევე, 2017 წლის 14 ივნისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც 13.10.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა - 2017 წლის 14 სექტემბერი.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
როგორც ზემოთ აღინიშნა მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელემ დაარღვია რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დანაწესი, კრედიტორმა შეთანხმებისამებრ, გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
6.2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.
2017 წლის 02 ოქტომბერს ნოტარიუს ირ--------–---–--ას მიერ, 13.10.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 14.06.2017წ. შეთანხმების საფუძველზე, კრედიტორის - მზ-- არ----ას სასარგებლოდ, გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი; სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული ორი თვის სარგებელი 500 აშშ დოლარი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე: თბ--–-----------–------------- №--, ს/კ 01.12.20.0--.0--- აუქციონზე რეალიზაცია.
მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი 13.10.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა იგი სადავოდ ხდის, სააღსრულებო ფურცლით მისთვის დაკისრებული სესხის ძირი თანხის ნაწილს - 7000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე სარგებელს - 500 აშშ დოლარის ოდენობით. მისი განმარტებით, მას რეალურად, ზემოთ მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიღებული აქვს 3000 აშშ დოლარი და არა 10 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან 7000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, გი-- ჩა-------ას მიერ გი-- ჩე------–---–ისათვის გადაცემულ სესხზე დარიცხულ პირგასამტეხლოს და შესაბამისად ეს თანხა მოსარჩელეს არ მიუღია. თუმცა მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაადასტურა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული (იხ. 3.2.1. პუნქტი). მოსარჩელის მიერ, ასევე არ არის დასაბუთებული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული სარგებლის გაუქმების საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილია 13.10.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მზ-- არ----ამ გი-- ჩე------–---–ს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე გარემოება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუსის მიერ 02.10.2017წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა გი-- ჩე------–---–ის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით, გი-- ჩე------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა ნოტარიუს ირ--------–---–--ას მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაცემულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №1-------- სააღსრულებო ფურცელზე წარმოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი-- ჩე------–---–ის სარჩელი მზ-- არ----ას მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ირ--------–---–--ას მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაცემულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №1-------- სააღსრულებო ფურცელზე წარმოება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე