განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100115001102609
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გამოძიების №0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ნ-----–------–---

ადვოკატის - ბ--------–--------

ბრალდებულის – ვ------- ე-–--------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე:

ვ------- გ----- ძე ე-–--------–---–ის, დაბადებულის - 1--- წლის 3------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, ნ----------- ქუჩა №---–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ – ვ------- ე-–--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----- დეკემბრის განაჩენით ვ------- ე-–--------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2015 წლის 27 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ვ---------–-- ზ-------–-----, მ------------------ი, მ--------------ი, ბინა №--–- ვ------- ე-–--------–---–მა უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ფარულად დაეუფლა თ-- პ----–---–ის კუთვნილ სამსუნგის ფირმის ტელევიზორს, რომელიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად თ-- პ----–---–ს მიადგა 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.

როგორც წარმოდგენილი შუამდგომლობიდან და თანდართული მასალებიდან გაირკვა, მ/წლის 2------------- ადვოკატის მონაწილეობითა და ბრალდებულ ვ------- ე-–--------–---–ის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლსაწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხის, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სახელმწიფო რესურსებისა და საჯარო ინტერესების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების მიზნით, თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელს და ბრალდებულ ვ------- ე-–--------–---–ს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე დანაშაულის აღიარებისა და სასჯელზე შეთანხმების ფორმით.

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.

2018 წლის 2-------------, სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - ნინო ციხისელმა, ბრალდებულმა ვ------- ე-–--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ბ--- გ---–-----მა.

საქართველოს სსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები: ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----- დეკემბრის განაჩენი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------1 და საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის №1----- დასკვნები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სალომბარდე ხელშეკრულების დათვალიერების ოქმი, ტელევიზორის და ყუთის დათვალიერების ოქმები, უტყუარად ადასტურებენ ვ------- ე-–--------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. ბრალდებული ვ------- ე-–--------–---–ი აცნობიერებს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება და თუ სასამართლო არ დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ და გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და შეესაბამება როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ვ------- ე-–--------–---–ს შორის 2018 წლის 2------------- დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. ვ------- ე-–--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი მოიხადოს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----- დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------- ე-–--------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი მოიხადოს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში, დარჩენილი 05 (ხუთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, დახმარება დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს ვ------- ე-–--------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ.თბილისი, ნ----------- ქუჩა №-- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

6. ვ------- ე-–--------–---–ს რეალურად მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2------------დან.

7. ვ------- ე-–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2015 წლის 29 აგვისტოდან 2015 წლის 3------------ ჩათვლით.

8. ვ------- ე-–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

9. ნივთმტკიცება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ ,,CD“ დისკზე და სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი ერთ ცალ ,,DVD” დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

11. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

- მსჯავრდებულის მიერ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით თუ: ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.

- პროკურორის მიერ თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი