განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
25 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დ----- მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - დ----- კიკაჩეიშვილი
დაცვის მხარე
დამცველები - ნ-----–-----–-–--ლი, გ------- ქ------–---–ი, დ-------------–--–---–ი
ბრალდებული - გ--- ნ--------ს ძე ც-–--–--ე, დაბადებული - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ი---–--------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------, კ------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია);
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება).
ბრალდებული - გ------- თ------ს ძე კ----–--ე, დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ნ---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი---–--------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, გამოყენება და გასაღება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია).
ბრალდებული - დ----- ა-–----------ს ძე ტ-------–--ე, დაბადებული - 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ბ--–---------------, ბინა N---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი---–--------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, გამოყენება და გასაღება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებულმა გ--- ც-–--–--ემ ჩაიდინა: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ხოლო ბრალდებულებმა: გ------- კ----–--ემ და დ----- ტ-------–--ემ ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, გამოყენება და გასაღება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ,2008 წლის 16 აპრილს, თბილისში, გ--- ც-–--–--ემ გ------- კ----–--ისა და დ----- ტ-------–--ის დახმარებით დაამზადა ყალბი, 2008 წლის 16 აპრილით დათარიღებული ა---------- „----–--------ის“ წევრთა საერთო კრების ოქმი N--- რომლის მიხედვითაც ის ვითომდა გამოყვანილ იქნა ამხანაგობიდან და მის ნაცვლად ამხანაგობის წევრად მიღებულ იქნა ლ--------------ე. იმავე დღესვე, თბილისში, ა-------–--------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში, კრების ოქმზე დამოწმებულ იქნა გ------- კ----–--ისა და დ----- ტ-------–--ის ხელმოწერები, ხოლო გ--- ც-–--–--ემ სესხის აღების მიზნით, იგი წარუდგინა ლ--------------ეს.
2008 წლის 16 აპრილს, თბილისში, ა-------–--------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ა---------- „----–--------ის“ წევრთა საერთო კრების ყალბი ოქმის საფუძველზე, ვითომდა უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ხუთი თვის ვადით, გ--- ც-–--–--ემ ლ--------------ისაგან სესხის სახით მოტყუებით მიიღო 40 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ-------- კ--–---------აგან - 1- 000 აშშ დოლარი. მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებებისა, გ--- ც-–--–--ემ უზრუნველყოფის საგანი რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით და შემდეგ გაასხვისა. შედეგად, ლ--------------ეს მიადგა 27 000 აშშ დოლარის, ხოლო ნ-------- კ--–-------ს - 8 500 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ--- ც-–--–--ის, გ------- კ----–--ის და დ----- ტ-------–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
დაზარალებულ ლ--------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2008 წლის 16 აპრილს ახლობლისგან - ვ------- გ--–-–---–ისგან გაიცნო გ--- ც-–--–--ე. სწორედ ვ------- გ--–-–---–ისგან მისთვის გახდა ცნობილი, რომ გ--- ც-–--–--ეს სჭირდებოდა თანხა, რომლის უზრუნველსაყოფად ჩადებდა ბინას. ვ------- გ--–-–---–მა განუმარტა, რომ გ--- ც-–--–--ეს თვითონაც აძლევდა 1- 000 (ათი ათას) აშშ დოლარს, თან სესხის გაცემა მოხდებოდა ბინის უზრუნველყოფით და შესაბამისად, არ იყო სარისკო. მოეწონა შეთავაზებული პირობა, რის გამოც ვ------- გ--–-–---–თან ერთად მივიდა ქ. თბილისში, ი---–----ს ქუჩაზე მდებარე გ--- ც-–--–--ის ბინის დასათვალიერებლად. დაათვალიერა ბინა, რომელიც მოეწონათ და შეთანხმდნენ საბუთების გაფორმებაზე, თუმცა გ--- ც-–--–--ემ განუმარტა, რომ ბინა არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებას, რის გამოც გ--- ც-–--–--ე უნდა გასულიყო ამხანაგობიდან და მის ნაცვლად ა----------ში უნდა გაწევრიანებულიყო თავად. მან და გ--- ც-–--–--ემ დაწერეს განცხადებები, რომლითაც გ--- ც-–--–--ემ მოითხოვა ამხანაგობიდან გასვლა, ხოლო თავად ა----------ში გაწევრიანება. ასევე დაწერეს ხელწერილი, რის შემდეგ სამმა პი---- - დ----- ტ-------–--ემ, გ------- კ----–--ემ და კიდევ ერთმა პი----, რომლის ვინაობასაც ვერ იხსენებს მოაწერეს ხელი. შემდეგ მივიდნენ ქ. თბილისში, ა-------–ის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს - ნ-------------ესთან, რომელმაც ხელშეკრულება დაამოწმა ნოტარიულად. დ----- ტ-------–--ემ და გ------- კ----–--ემ ნოტარიუსთან წარადგინეს კრების ოქმი, რომელითაც დასტურდებოდა, რომ თავად გახდა ა---------- „----–-------“-ის წევრი. აღნიშნულის შემდეგ, გააფორმეს ხელშეკრულება, რომელსაც მოაწერეს ხელი და შეთანხმებისამებრ, გ--- ც-–--–--ეს ჯერ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი გადასცა, ხოლო სამი დღის შემდეგ - კიდევ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი. 2008 წლის შემდეგ, ბრალდებულმა თანხის გადახდა შეწყვიტა. საკმაო დროის გასვლის შემდეგ, გ--- ც-–--–--ეს მოსთხოვა თანხის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა საჩივრის შეტანით, რის გამოც გ--- ც-–--–--ეს შეეშინდა და გასაჩუმებლად გადასცა 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი. მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 20-- წლის 02 ოქტომბერს ჩატარდა ამხანაგობის სხდომა, რომლის საფუძველზე გ--- ც-–--–--ემ დაირეგისტრირა ბინა საჯარო რეესტრში, რომელიც გაუფორმა შვილს და 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ დატვირთა იპოთეკით. დაუკავშირდა მ----- ჯ-------ძეს და შეუთანხმდა შეხვედრაზე, რომელიც შეხვედრაზე მივიდა გ------- კ----–--ესთან და დ----- ტ-------–--ესთან ერთად. საუბრისას მ----- ჯ-------ძემ უსაყვედურა თუ რატომ არ გააფრთხილა მომხდარის თაობაზე და განუმარტა, რომ ბინა უკვე გაფორმებული იყო გ--- ც-–--–--ის შვილზე, რომელსაც მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე არაფერი უთქვამს და არც ხელშეკრულება უჩვენებია. დაზარალებულის განმარტებითვე, გ--- ც-–--–--ე ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით ექცეოდა აგდებულად და იგი წინააღმდეგია ბრალდებულის მიმართ 20-2 წლის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების.
დაზარალებულ ნ-------- კ--–--------- უფლებამონაცვლის - ნ---- ბ--–-------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა მეუღლემ - ნ-------- კ--–-------მა ვ------- გ--–-–---–ისგან გაიცნო გ--- ც-–--–--ე. მას და მის მეუღლეს ჰქონდათ თანხა და უნდოდათ პროცენტით გაცემა. ვ------- გ--–-–---–მა შესთავაზა, რომ გადაეცათ გ--- ც-–--–--ისთვის. 2008 წლის აპრილის თვეში მისმა მეუღლემ 1- 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი 5%-ის სარგებლით მისცა ვ------- გ--–-–---–ს, რომელმაც გადასცა გ--- ც-–--–--ეს, თუმცა ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული იქნა ქ. თბილისში, ი---–----ს ქ---------ში მდებარე ბინა. გ--- ც-–--–--ე ერთი წლის განმავლობაში უხდიდა პროცენტის თანხას 1-0-150 ლარის ოდენობით, თუმცა შემდეგ შეწყვიტა გადახდა და არც აღებული თანხა დაუბრუნა უკან. იგი ვ------- გ--–-–---–თან ერთად შეხვდა გ--- ც-–--–--ეს და მოსთხოვა თანხის დაბრუნება, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა რომ ფული არ ჰქონდა და ვერ დაუბრუნებდა. დაზარალებულის ჩვენებითვე, ბრალდებულ გ--- ც-–--–--ეს ვალი დღემდე არ გადაუხდია.
მოწმე ვ------- გ--–-–---–მა დაადასტურა დაზარალებულთა ჩვენებები და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ. თბილისში, ხ----------------ში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ლ--------------ეს და ნ---- ბ--–-------ეს ჰქონდათ თანხა, რომლის გაცემაც უნდოდათ პროცენტით. სწორედ აღნიშნულ პერიოდში მასთან ოფისში მივიდა გ--- ც-–--–--ე, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა სესხის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის აღება, რომლის უზრუნველსაყოფად ჩადებდა მის საკუთრებაში არსებულ ბინას, თუმცა ბინა არ იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რადგან არ იყო ექსპლუატაციაში შესული. ჰკითხა გ--- ც-–--–--ეს, როგორ მოხდებოდა თანხის უზრუნველყოფა, რაზეც ბრალდებულმა განუმარტა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ შესაძლებელი იყო წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზე გავიდოდა ამხანაგობიდან და ა----------ში გაწევრიანდებოდა სესხის გამცემი პირი, ხოლო განშლის გაკეთების შემდეგ შეძლებდა ბინის დარეგისტრირებას. აღნიშნული პირობები განუმარტა ლ--------------ეს, რომელმაც სთხოვა დაეთვალიერებინათ ბინა. ლ---------------ესთან ერთად მივიდა ქ. თბილისში, ი---–----ს ქ---------ში, სადაც დახვდა გ--- ც-–--–--ე მეუღლესთან ერთად. ბინა მოეწონათ და სესხის გაცემაზე ბინის უზრუნველყოფით შეთანხმდენენ. იგივე მოხდა მეორე დაზარალებულთან მიმართებაშიც. ოფისში დაბრუნებიდან დაახლოებით 2-3 საათში, მივიდნენ გ--- ც-–--–--ე, დ----- ტ-------–--ე და გ------- კ----–--ე, რომლებმაც განუმარტეს, რომ კრება ჩაატარეს, განიხილეს საკითხი და საჭირო იყო დოკუმენტის გაფორმება, რომლის საფუძველზე ამხანაგობიდან გავიდოდა გ--- ც-–--–--ე და მის ნაცვლად გაწევრიანდებოდა ლ--------------ე. ყველანი ერთად მივიდნენ სანოტარო ბიუროში, სადაც ნოტარიუს - ნ-------------ის მიერ გაფორმდა საბუთები, რომელზეც მხარეებმა მოაწერეს ხელი. გ--- ც-–--–--ემ მოითხოვა ხელწერილის გაფორმება, რომლითაც თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში ლ--------------ე უკან დაუბრუნებდა მის კუთვნილ ბინას. აღნიშნულის თაობაზე შეადგინეს ხელწერილი, რომელშიც მიეთითა, რომ გ--- ც-–--–--ემ ლ--------------ისგან ისესხა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, 5%-ის სარგებლით, რომლის გადახდის შემთხვევაში ბინის მფლობელი გახდებოდა კვლავ გ--- ც-–--–--ე. გ--- ც-–--–--ე თავდაპირველად იხდიდა პროცენტის თანხას, ხოლო შემდეგ შეწყვიტა გადაიხადა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, საჯარო რეესტრში გადამოწმების საფუძველზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ--- ც-–--–--ემ დაირეგისტრირა ბინა, რომელიც დატვირთა იპოთეკით. მოწმის განმარტებითვე, ბრალდებულებს კრების ოქმი რომ არ წარედგინათ და სესხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით რომ არ მომხდარიყო, ხელშეკრულება არ გააფორმდებოდა, ვინაიდან საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი.
მოწმე ნ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ნოტარიუსის პოზიციაზე. შემთხვევის დროს მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა ქ. თბილისში, ა-------–ის ქუჩაზე. 2008 წლის 16 აპრილის სანოტარო ბიუროში მივიდნენ გ------- კ----–--ე და დ----- ტ-------–--ე, რომლებმაც წარუდგინეს ა---------- „----–-------“-ის კრების ოქმი და მოითხოვეს ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება. წარუდგინეს პირადობის მოწმობები, რის საფუძველზე მოახდინა პირების იდენტიფიცირება და სანოტარო N1----- აქტით დაამოწმა გ------- კ----–--ის და დ----- ტ-------–--ის ხელმოწერების ნამდვილობა. აღნიშნულმა პირებმა მისი თანდასწრებით მოაწერეს ხელი როგორც კრების ოქმზე, ისე რეესტრის ჩანაწერებზე. ასევე, მის მიერ 20-1 წლის 1- მარტს შედგენილი იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი---- ც-–--–--ემ მ------ გ-----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა ქ. თბილისში, ი---–----ს ქ---------ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ბინა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ.
მოწმე კ---------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008-20-- წლებში მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „-------–---–-,“ რომელიც გასცემდა კრედიტებს. 20-- წლის დასაწყისში მისი ორგანიზაციის მიერ გ--- ც-–--–--ეზე სესხის სახით გაიქცა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, რის სანაცვლოდ გ--- ც-–--–--ემ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე - ქ. თბილისი, ი---–----ს ქ---------ში.
მოწმე მ------ გ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-- წელს ი---- ც-–--–--ეს ასესხა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ი---–--------------------------ში მდებარე ბინა. ი---- ც-–--–--ემ ვერ გადაიხადა სესხის სახით აღებული თანხა, რის გამოც მისი კუთვნილი ბინა გაიყიდა.
მოწმე მ----- ჯ-------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ი---–----ს ქ---------ში, სადაც ჩამოყალიბებულია ა---------- „----–-------,“ რომლის თავმჯდომარე 2005 წლიდან არის თავად. 2008 წლის 16 აპრილის ა---------- „----–-------“-ის სხდომის თაობაზე არ იყო მისთვის ცნობილი და შესაბამისად, არ დასწრებია. ამასთან, იმ დღეს პირად საქმეზე იმყოფებოდა რ---–- და კრებას ფიზიკურად ვერც დაესწრებოდა. ა---------- „----–-------“-ის ბეჭედი ინახებოდა ხან მასთან, ხან მის მოადგილესთან - დ----- ტ-------–--ესთან. გ--- ც-–--–--ის მიერ ლ--------------ისგან სესხის აღების შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი და აღნიშნულის შესახებ გაიგო დაახლოებით წლინახევრის წინ, როდესაც დაუკავშირდა ლ--------------ე. მოგვიანებით შეხვდა დაზარალებულს, რომელმაც აცნობა, რომ გ--- ც-–--–--ეზე, ბინის უზრუნველყოფით, გადაცემული ჰქონდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, საიდანაც 40 000 (ორმოცი ათასი) ეკუთვნოდა მას, ხოლო 1- 000 (ათი ათასი) სხვა პირს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: ზ---------------–---მა, ლ--------------–---–მა, ნ-----–--–----ემ, ეთ----------–--ემ, ც-–-----------–---–მა, ე------------–----–---–მა, ბ-------------–--ემ, გ------- გ-----–--ემ, ვ----–--–----–---–მა, და გ------- თ--------–---–მა დაადასტურეს, რომ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ---------ში, თუმცა არ ესწრებოდნენ 2008 წლის 16 აპრილის სხდომას, სადაც განიხილებოდა გ--- ც-–--–--ის მიერ ლ--------------ის სასარგებლოდ წილის დათმობის საკითხი.
მოწმეთა: ი-------------ის, კ-----------–-–---–ის, ლ-–----------ის, ლ--------–-–---–ის, თ-----------------–-ძის და ა----------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ---------ში, თუმცა არ ახსოვთ ესწრებოდნენ თუ არა 2008 წლის 16 აპრილის სხდომას, სადაც განიხილებოდა გ--- ც-–--–--ის მიერ ლ--------------ის სასარგებლოდ წილის დათმობის საკითხი.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე თ---------------------ის 20-3 წლის 07 სექტემბრისა და 20-4 წლის 09 იანვრის დაკითხვის ოქმები, ვინაიდან იგი არის გარდაცვლილი. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ 2004 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისი, ი---–----ს ქ. N------------ში, ოჯახთან ერთად. მის სახელზე აღნიშნული ბინა (საკადასტრო კოდით 0-------------------------) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დაახლოებით 20-- წლიდან, რომლის საფუძველიც იყო ა---------- ,,ი---–---- 2-“-ის დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი რეესტრის N---------- დამოწმების თარიღი 3---------, ნოტარიუსი ქ. ო----–-----. რაც შეეხება კონკრეტულად აღნიშნულ კორპუსს 1990 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა ა---------- ,,ი---–---- 2-“. ამ ა----------ს უნდა ეწარმოებინა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ი---–----ს ქ. N---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ეკუთვნოდა თ--------–---–ებს. კორპუსი უნდა ასენებულიყო ამხანაგობის წევრების მიერ შეტანილი თანხებით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა მ------------------ი. ამხანაგობის თავჯდომარე იყო ნ. ბ-------. მშენებლობა მიმდინარეობდა ნელი ტემპებით. ამ პერიოდში როგორც ახსოვს იცვლებოდნენ ამხანაგობის წევრებიც და ამხანაგობის თავჯდომარეებიც. თავად ამხანაგობის თავჯდომარედ არჩეული იყო რამდენიმე თვე, დაახლოებით 2004 წლიდან 2005 წლის შუალედში. დაახლოებით 2005 წლის ბოლოს, ვინაიდან დაიწყო მუშაობა და დრო არ ჰქონდა ეხელმძღვანელა ამხანაგობისთვის, მოიხსნა თავჯდომარეობის მოვალეობა და ამხანაგობის თავჯდომარედ არჩეულ იქნა მისი მოადგილე მ----- ჯ-------ძე, რომელიც დღემდე არის ა---------- ,,ი---–---- 2-“-ის თავჯდომარე. მისი თავჯდომარეობის პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ იყო კორპუსი ექსპლუატაციაში შესული, თუმცა უკვე კორპუსში არსებობდა ბინები და ბინის მესაკუთეები. ამასთან, გ--- ც-–--–--ე იყო მისი მეზობელი და ამხანაგობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო კრებას რომელზეც გ--- ც-–--–--ემ თავისი კუთვნილი წილი დათმო ლ--------------ის სასარგებლოდ, არ დასწრებია.
2008 წლის 16 აპრილის გ--- ც-–--–--ის განცხადებით დასტურდება, რომ მოითხოვა ა---------- „ი---–-----2-“-ის წევრობიდან გასვლა და მის ნაცვლად ლ--------------ის გაწევრიანება. განცხადებაში მითითებულია, რომ მის სახელზე რიცხული ბ----------------------------------------–ი, საცხოვრებელი ფართი 190 კვ.მ, სარდაფი 1- კვ.მ და ინდივიდუალური ავტოსადგომი, აღირიცხოს ლ--------------ის საკუთრებაში.
2008 წლის 16 აპრილის ლ--------------ის განცხადებით დასტურდება, რომ მოითხოვა ა---------- „ი---–-----2-“-ის წევრად მიღება გ--- ც-–--–--ის ნაცვლად და გ--- ც-–--–--ის საკუთრებაში არსებული ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა.
2008 წლის 16 აპრილის ა---------- „ი---–-----2-“-ის წევრთა საერთო კრების ოქმი N-- დასტურდება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს დაევალა ბინა N---ის საჯარო რეესტრში აღრიცხვისას, ის აღერიცხა ლ--------------ის საკუთრებაში. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე გ------- კ----–--ე და მდივანი დ----- ტ-------–--ე.
2008 წლის 16 აპრილის N1 ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ლ---------------ეს გადაეცა ხუთოთახიანი იზოლირებული ბინა N--, (ძველი ნუმერაციით N--) I-------------------- სართული, ბინის საცხოვრებელი ფართი 212 კვ.მ სარდაფი 1- კვ.მ, ინდივიდუალური ავტოსადგომით. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ამხანაგობის წევრი - ლ--------------ე და ამხანაგობის თავმჯდომარე მ----- ჯ-------ძის ნაცვლად - დ----- ტ-------–--ე.
2008 წლის 16 აპრილის ხელწერილით დასტურდება, რომ ლ--------------ემ გ--- ც-–--–--ეს ასესხა 50 000 აშშ დოლარი, ხუთი თვის ვადით, ყოველთვიურად 5%-ის გადახდით. ამასთან, ფულის დაბრუნებისთანავე ლ. ნ--------ე უარს იტყოდა ამხანაგობის წევრობაზე და მას ჩაენაცვლება კვავ გ--- ც-–--–--ე, ხოლო ფულის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, გ--- ც-–--–--ე უპირობოდ ცლიდა ბინას.
20-- წლის 30 დეკემბრის ა---------- „----–-------“-ის დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმით დასტურდება, რომ ბინა N-- საერთო ფართით - 215.2------., საკუთრებაში გადაეცა გ--- ც-–--–--ეს.
20-- წლის 11 დეკემბრის ერთობლივი საქმიანობის ა---------- „----–-------“-ის დამფუძნებელთა კრების N5 ოქმით დადგენილია, რომ გ--- ც-–--–--ეს ნება დაერთო რათა ერთობლივი საქმიანობის ა---------- „----–-------“-ის საკუთრებაში არსებული წილიდან დაურეგისტრირდეს ფართი - 215.2------.
20-- წლის 31 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ მესაკუთრეა - გ--- ც-–--–--ე. ამონაწერით დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება არ არის დატვირთული იპოთეკით.
20-- წლის 13 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ მესაკუთრეა - გ--- ც-–--–--ე. ამონაწერით დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება დატვირთულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით.
20-- წლის 19 თებერვლის სესხისა და იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გაუქმდა გ--- ც-–--–--ესა და კ---------------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამო.
20-- წლის 23 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ მესაკუთრეა - გ--- ც-–--–--ე. ამონაწერით დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება არ არის დატვირთული იპოთეკით.
20-- წლის 19 თებერვლის იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გ--- ც-–--–--ემ ისესხა ც-------------–---–-სგან 90 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარი, 3 (სამი) თვის ვადით, 5%-ის სარგებლით.
20-- წლის 24 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ მესაკუთრეა - გ--- ც-–--–--ე. ამონაწერით დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება დატვირთულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით.
20-- წლის 14 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ მესაკუთრეა - გ--- ც-–--–--ე. ამონაწერით დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება დატვირთულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით.
20-- წლის 20 მაისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გ--- ც-–--–--ემ მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე - ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ აჩუქა შვილს - ი---- ც-–--–--ეს.
20-- წლის 22 სექტემბრის ვალის გაქვითვის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით გამოსყიდვის უფლებით დადგენილია, რომ ი---- ც-–--–--ემ ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ უძრავი ქონება იპოთეკარს - ც---- დ-----აშვილს გამოსყიდვის უფლებით.
20-- წლის 28 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ მესაკუთრეა - ც-------------–---–-.
20-- წლის 06 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ლ--–--------–---–მა ი---- ც-–--–--ეს სესხის სახით გადასცა 125 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------ მდებარე ბინა.
20-1 წლის 29 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, 215,2------ მესაკუთრეა - ი---- ც-–--–--ე.
20-1 წლის 19 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ი---- ც-–--–--ემ ლ--–--------–---–ს გამოსყიდვის უფლებით საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ი---–----ს ქ--------, მ--- სართული, ბინა N--, ფარით 215,2------.
20-4 წლის 14 იანვრის გრაფიკული ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აპრილის ა---------- „----–-------“-ის წევრთა საერთო კ---------- ოქმზე გრაფაში: „კრების თავმჯდომარე“ გ------- კ----–--ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია გ------- კ----–--ის მიერ. 2008 წლის 16 აპრილის ა---------- „----–-------“-ის წევრთა საერთო კ---------- ოქმზე გრაფაში: „მდივანი“ დ----- ტ-------–--ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია დ----- ტ-------–--ის მიერ. 2008 წლის 16 აპრილის N1 ხელშეკრულებაზე ლ--------------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ--------------ის მიერ. 2008 წლის 16 აპრილის N1 ხელშეკრულებაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში დ----- ტ-------–--ის სახელით არსებული მოკლე ხელმოწერა შესრულებულია დ----- ტ-------–--ის მიერ. 2008 წლის 16 აპრილის გ--- ც-–--–--ის განცხადების ხელნაწერი ტექსტი და მასზე გ. ც-–--–--ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია გ--- ც-–--–--ის მიერ. 2008 წლის 16 აპრილის ლ. ნ--------ის განცხადების ხელნაწერი ტექსტი და მასზე ლ. ნ--------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ--------------ის მიერ. ხელწერილზე ლ. ნ--------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ--------------ის მიერ. ხელწერილზე გ. ც-–--–--ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია გ--- ც-–--–--ის მიერ. ხელწერილზე დ----- ტ-------–--ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია დ----- ტ-------–--ის მიერ. ხელწერილზე გ------- კ----–--ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია გ------- კ----–--ის მიერ. ხელწერილზე ვ------- გ--–-–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ვ------- გ--–-–---–ის მიერ.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ---------------.
1990 წლის 19 სექტემბრის ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დებუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ჩამოყალიბდა ინდივიდუალური მენაშენეთა ა----------, რომელსაც ეწოდა „----–-------.“
2005 წლის 15 დეკემბრის საერთო კრების N- ოქმით დადგენილია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს მ----- ჯ-------ძე, მოადგილედ დ----- ტ-------–---, ხოლო გამგეობის წევრებად - გ------- კ----–--ე, მ---------------–--ე და ზ---------------–---ი.
ერთობლივი საქმიანობის ა---------- „----–-------“-ის დებულებით დადგენილია, რომ „დამფუძნებელ წევრთა" საერთო კრებაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყველა დამფუძნებელი წევრის 2/3-ის თანხმობა. ამხანაგობის თავმჯდომარეს და თანათავმჯდომარეს უფლება აქვთ წარმოადგინოს ა---------- სახელმწიფო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში. ამხანაგობის სახელით დადებული გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა გამგეობის თავმჯდომარის და თანათავმჯდომარის ერთობლივი ხელმოწერა. „ამხანაგობის თანასაკუთრების ტაბულაში" ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება, „დამფუძნებელ წევრთა“ კრების გადაწყვეტილებით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით და რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ნებისმიერ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს "ამხანაგობიდან" რაც არ იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ამხანაგობიდან გასვლის მსურველმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს გამგეობას. გამგეობა მოცემულ საკითხს განსახილველად გადასცემს "დამფუძნებელ წევრთა“ კრებას, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, წევრის „ამხანაგობიდან" გასვლის შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება წევრის „ამხანაგობიდან" გასვლის შესახებ მიღებული უნდა იყოს განცხადების წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში.“
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულებმა - გ--- ც-–--–--ემ, გ------- კ----–--ემ და დ----- ტ-------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, ხოლო გ--- ც-–--–--ემ დამატებით განმარტა, რომ მას არ ჰქონია თაღლითობის განზრახვა და აპირებდა დაზარალებულებისთვის მათი კუთვნილი თანხის გადახდას, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ გ--- ც-–--–--ესთან, გ------- კ----–--ესთან და დ----- ტ-------–--ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--- ც-–--–--ემ ჩაიდინა - 1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია და 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ხოლო ბრალდებულებმა: გ------- კ----–--ემ და დ----- ტ-------–--ემ ჩაიდინეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, გამოყენება და გასაღება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან გ--- ც-–--–--ე, გ------- კ----–--ე და დ----- ტ-------–--ე თავს არ სცნობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოება და გ--- ც-–--–--ის, გ------- კ----–--ის და დ----- ტ-------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება და 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ გ--- ც-–--–--ე მოტყუებით დაეუფლა ლ--------------ის კუთვნილ 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) აშშ დოლარს და ნ-------- კ--–--------- კუთვნილ ფულად თანხას 8500 (რვა ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 1- 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 35 500 (ოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაში ოფიცილურ დოკუმენტში იგულისხმება რაიმე უფლების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. მაშასადამე, ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. ოფიციალურ დოკუმენტს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობით თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რაიმე ალტერნატიულ მოქმედებაში: ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით, გამოყენებასა და გასაღებაში.
ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანი ფაქტიური დოკუმენტის დამზადება, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება. ყალბი დოკუმენტის დამზადება თავისთავად უკვე დამთავრებული დანაშაულია. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასა და გასაღებაში. მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავსებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე, იქნება ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენება თუ გასაღება. ქმედების ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენება და გასაღება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. პასუხისმგებლობის დამდამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს იგივე ქმედების ჩადენა რამაც, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც შეფასებითი ნიშანია.
ასევე, გასაღების მიზანში იგულისხმება გაყალბებული დოკუმენტის გაყიდვისა და სხვაგვარად გასხვისების მიზანი. დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და პირს გაცნობიერებული აქვს, რომ გასაღების და გამოყენების მიზნით ამზადებს, ან იყენებს ყალბ დოკუმენტს და სურს ეს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა იმავე ქმედების ჩადენა, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია. ზიანი შეფასებითი ნიშანია და სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დამტკიცებულად მიიჩნია, რომ 2008 წლის დასაწყისში, სესხის აღების მიზნით, გ--- ც-–--–--ე დაუკავშირდა ვ------- გ--–-–---–ს. ვინაიდან ბიზნესის საწარმოებლად ც-–--–--ეს სჭირდებოდა დიდი ოდენობით თანხა. ვ------- გ--–-–---–მა თავის მხრივ ის დააკავშირა ლ--------------ესა და ნ-------- კ--–-------ს. ლ--------------ემ 40 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ-------- კ--–-------მა 1- 000 აშშ დოლარი გადასცეს გ--- ც-–--–--ეს, თუმცა სესხის გაცემას წინ უსწრებდა მხარეთა შორის არსებული მოლაპარაკება ა---------- „----–--------ში“ წილის დათმობისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. კერძოდ, გ--- ც-–--–--ეს, სესხის მიღების სანაცვლოდ, ლ--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეთმო თავისი წილი ა---------- „----–--------ში,“, ხოლო თანხის დაბრუნების შემდეგ, ლ--------------ეს უკან უნდა დაებრუნებინდა მის სასარგებლოდ დათმობილი წილი.
2008 წლის 16 აპრილს, გ--- ც-–--–--ემ გ------- კ----–--ისა და დ----- ტ-------–--ის მონაწილეობით შეადგინა ამავე რიცხვით დათარიღებული ამხანაგობის საერთო კრების ყალბი ოქმი N--- რომლის თანახმადაც გ--- ც-–--–--ე გაყვანილ იქნა ა---------- „----–--------ის“ შემადგენლობიდან და მის ნაცვლად ა----------ში მიღებულ იქნა ლ--------------ე. ამასთან, ამ უკანაკნელს თითქოს დაუმტკიცდა გ--- ც-–--–--ის სახელზე რიცხული 190 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი. საუბარია ხუთოთახიან იზოლირებულ ბინა N---ზე (ძველი ნუმერაციით N---ზე), სარდაფზე და 1- კვადრატულ მეტრ ინდივიდუალურ ავტოსადგომზე. აღნიშნული ოქმით ირკვევა, რომ კრებაში მონაწილეობდა ამხანაგობის თავმჯდომარე მ----- ჯ-------ძე, თ------ კ-----–--ე, ბ---------–----–---–ი, გ------- მ--–--ძე და სხვები. კრებას თავმჯდომარეობდა გ------- კ----–--ე, ხოლო მდივანი იყო დ----- ტ-------–--ე. კრების ოქმს ხელს აწერს გ------- კ----–--ე და დ----- ტ-------–--ე, რომლის ნამდვილობაც იმავე დღეს დამოწმებულ იქნა ქ. თბილისში, ა-------–--------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში.
ლ--------------ე ენდო რა გ--- ც-–--–--ის მიერ წარდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ ამხანაგობის საერთო კრების ოქმს, ხუთი თვის ვადით, ყოველთვიური ხუთი პროცენტის სარგებლით, ამ უკანასკნელს სესხის სახით გადასცა 40 000 აშშ დოლარი.
იმავე დღეს დაიდო ხელწერილი, რომელშიც დაფიქსირდა, რომ გ--- ც-–--–--ემ ა---------- „----–--------ში“ თავისი წილის დათმობის სანაცვლოდ ლ--------------ისგან ისესხა 50 000 აშშ დოლარი, ხოლო ვალის დაბრუნების შემთხვევაში, ლ--------------ე უარს იტყოდა ა----------ში მიღებულ წილზე და მესაკუთრედ კვლავ აღდგებოდა გ--- ც-–--–--ე.
აღნიშნულ 50 000 აშშ დოლარში იგულისხმებოდა როგორც ლ--------------ის კუთვნილი 40 000 აშშ დოლარი, ასევე ნ-------- კ--–--------- კუთვნილი 1- 000 აშშ დოლარი.
ხელწერილს ხელი მოაწერეს: ლ--------------ემ, გ--- ც-–--–--ემ, დ----- ტ-------–--ემ, გ------- კ----–--ემ და შუამავალმა - ვ------- გ--–-–---–მა. იმავე დღეს ლ--------------ესა და ა---------- „----–--------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება N1, რომლის თანახმადაც, ლ--------------ე მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრად და მას დაუმტკიცდა ხუთოთახიანი იზოლირებული ბინა N--, სარდაფი და ავტოსადგომი. ხელშეკრულებას ამხანაგობის თავმჯდომარის - მ----- ჯ-------ძის ნაცვლად ხელი მოაწერა დ----- ტ-------–--ემ და თავის მხრივ ლ--------------ემ, ამასთან დაესვა ამხანაგობის ბეჭედი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ შედგენილი დოკუმენტებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესახებ როგორც გ--- ც-–--–--ეს, ასევე გ------- კ----–--ესა და დ----- ტ-------–--ეს არ უცნობებიათ ამხანაგობის თავმჯდომარისა და სხვა წევრებისათვის, რის გამოც, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გ--- ც-–--–--ემ მიიღო ფართი საცხოვრებელი კორპუსის განშლის დროს. კერძოდ, 20-- წლის 02 ოქტომბერს ისე, რომ ლ--------------ე საქმის კურსში არ იყო, შედგა ა---------- „----–--------ის“ წევრთა საერთო კრება. კრების მიმდინარეობის დროს შედგა ოქმი N-, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის წევრების ხელახალი აღრიცხვის დროს, დამფუძნებელ წევრად მიღებული იქნა გ--- ც-–--–--ე. ამხანაგობის დამფუძნებლ წევრთა 20-- წლის 30 დეკემბრით დათარიღებული კრების ოქმით კი მოხდა საცხოვრებელ სახლში არსებული ბინების განშლა. შედეგად, გ--- ც-–--–--ეს საკუთრებაში გადაეცა ი---–----ს N---ში არსებული ბინა N-- და სარდაფი, რაც დაირეგისტრირა კიდეც საჯარო რეესტრში. გ--- ც-–--–--ემ ი---–----ს N---ში მიღებული საცხოვრებელი ფართი რამდენჯერმე დატვირთა იპოთეკით, თუმცა ლ--------------ისთვის დავალიანება არ აუნაზღაურებია. საბოლოოდ, ბინა გადააფორმა შვილის - ი---- ც-–--–--ის სახელზე, რომელმაც მალევე გაასხვისა.
20-- წლის 02 ოქტომბერს შედგენილი ა---------- „----–--------ის“ კრების N--ის ოქმის საფუძველზე დადგინდა, რომ საბურთალოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 19 სექტემბერს N--.29.8-- გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულ ა----------ს სახელი დარჩა იგივე - ერთობლივი საქმიანობის ა---------- „----–-------“ და მისი საქმიანობა უნდა წარმართულიყო საქართველოს 1997 წლის 25 ნოემბრის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. ამასთან, არჩეულ იქნა გამგეობა, თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე. დამფუძნებელ წევრებად კი მიღებულ იქნა 21 წევრი, მათ შორის: მ----- ჯ-------ძე, ა----------–---ე, გ------- კ----–--ე, დ----- ტ-------–--ე და გ--- ც-–--–--ე. აღნიშნული დოკუმენტიდან დგინდება, რომ ა---------- „----–-------“ 1990 წლიდან არსებობდა და 20-- წლის 2 ოქტომბერს ის მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისობაში მოვიდა სამოქალაქო კოდექსის მოქმედ რედაქციასთან.
ა---------- „----–--------ის“ წევრებმა სასამართლოზე დაკითხვისას მიუთითეს, რომ აღნიშნულ დროს მათ რაიმე კრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-8 წლის 29 ივნისის განჩინებით აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ირკვევა შემდეგი: „პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თვალთმაქცური შეთანხმება. კერძოდ, ხსენებული „ხელწერილით“ უზრუნველყოფილ იქნა გ. ც-–--–--ის ფულადი ვალდებულება ლ. ნ--------ის მიმართ, ამასთანავე, თვალთმაქცური გარიგების თაობაზე ცნობილი არ იყო ამხანაგობისთვის, რადგან მხარეებთან ერთად ხელწერილს ხელს ამხანაგობის არაუფლებამოსილი პირები: დ. ტ-------–--ე და გ. კ----–--ე აწერენ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეფასება უნდა მიეცეს ასევე დაფარული გარიგების შინაარს, რომელიც უფლების გირავნობაზე მიუთითებს და შეთანხმების თანახმად, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამსესხებელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა გადასცემოდა უფლების ნაყოფი“.
დაზარალებულ ლ--------------ის და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ---- ბ--–-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ნდობის ბოროტად გამოყენებით მოატყუა გ--- ც-–--–--ემ და ამ გზით დაეუფლა მათ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას.
ა---------- „----–--------ის“ თავმჯდომარე მ----- ჯ-------ძის ჩვენებით დადგინდა, რომ 2008 წლის 16 აპრილით დათარიღებული კ---------- ოქმისა და იმავე დღეს დადებული N1 ხელშეკრულების შედგენის დროს ის თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა. შესაბამისად, მას არც საერთო კრებაში მიუღია მონაწილეობა და არც ხელშეკრულების შედგენაში. ბუნებრივია, რეალობას მოკლებულია ბრალდებულთა განმარტება, რომ კრება ნამდვილად ჩატარდა და მას სხვა ხელმომწერ პირებთან ერთად მ----- ჯ-------ძეც ესწრებოდა.
საქმეზე გამოკვლეული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ 2008 წლის 16 აპრილით დათარიღებულ ა---------- „----–--------ის“ წევრთა საერთო კ---------- ოქმზე, N1 ხელშეკრულებაზე, ხელწერილზე და განცხადებებზე ხელმოწერები ნამდვილად შესრულებულია ხელმომწერი პირების მიერ.
სასამართლო ასევე უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 1-862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- ც-–--–--ემ ჩაიდინა: 1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია და 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ხოლო გ------- კ----–--ემ და დ----- ტ-------–--ემ ჩაიდინეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, გამოყენება და გასაღება, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--- ც-–--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მას დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს.
გ------- კ----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
დ----- ტ-------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-2-0-ე, 2-9-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- ც-–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით, რაც 20-2 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1- 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ--- ც-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. გ--- ც-–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. გ--- ც-–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 20-8 წლის 25 დეკემბრიდან.
5. გ------- კ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც 20-2 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. გ------- კ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
7. გ------- კ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 20-8 წლის 25 დეკემბრიდან.
8. დ----- ტ-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც 20-2 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
9. დ----- ტ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
1-. დ----- ტ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 20-8 წლის 25 დეკემბრიდან.
11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დ----- მგელიაშვილი