განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2019
საქმის ნომერი
190100118002754926
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი 2019 წელი ქ------------

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - გაგა გელაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა---–----------ი, დაბადებული 1975 წლის 15 იანვარს, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–-------------------------–ო.

 

ადვოკატები - ბესიკ მინდიაშვილი, ეკატერინე ხუციშვილი

 

თარჯიმანი - ნურანა გაჯიევა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილი - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 ოქტომბერს ღამის საათებში, თბილისის წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრზე, ქ------------ს შემოსასვლელთან, ა---–----------ი თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომერით- O--------, საბარგულში, ინახავდა აქციზური მარკის გარეშე - 3900 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ, 1500 კოლოფ „KING“-ის დასახელების სიგარეტს, რომელიც ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ-------------–-ს სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 26 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას (მოწმეების: წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-ს სამმართველოდან, შეტყობინება, ავტომობილის ჩხრეკის ოქმი, ავტომობილის ამოღების ოქმი, მოწმე ა---–----------ის გამოკითხვის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ს---–---------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ---------------–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ-----------–---–-----ის გამოკითხვის ოქმი, საქმეზე ამოღებული 1500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი “KING”-ი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა), სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, დაადგინა მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის პირელი ნაწილით - (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა.) გათვალისწინებული ქმედება.

 

ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა---–----------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს ა---–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა---–----------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას.

 

დანაშაულის ობიექტია ქვეყნის საფინანსო ინტერესები.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებაში, შენახვაში, რეალიზაციასა ან გადაზიდვაში.

 

აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება 2000 (ორიათას) ლარს აღემატება.

 

სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახვას გულისხმობს. განზრახვა როგორც წესი პირდაპირია, ხოლო მოტივი - ანგარებითი. თუმცა მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ ააქვს.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულ ა---–----------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.

4.2. ბრალდებულ ა---–----------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (მოქმედი რედაქცია) - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ა---–----------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 3900 ლარის ღირებულების 1500 კოლოფი აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ,,KING”-ის დასახელების სიგარეტი.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

- ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი, სახ ნომრით O--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

ა---–----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---–----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 3900 ლარის ღირებულების 1500 კოლოფი აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ,,KING”-ის დასახელების სიგარეტი.

 

2. ა---–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი, სახ ნომრით O--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი