გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
330210018002400200
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/10964-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „ჯ--------“

წარმომადგენელი გე-–---------- ხა------------–

მოპასუხე შპს „მ--------“

წარმომადგენელ კო---–----–---

მოპასუხეები კო---–----–---, ვ-–---------–----–---

დავის საგანი ნასყიდობისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეების შპს "მ--------ს", კო---–----–---სა და ვლ---------–----–---სათვის სოლიდარულად მოსარჩელე შპს "ჯ--------ს" სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის სახით 12 600 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.2. მოპასუხე შპს "მ--------სათვის" მოსარჩელე შპს "ჯ--------ს" სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 6048 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.3. მოპასუხეების შპს "მ--------სა" და ვლ---------–----–---სათვის სოლიდარულად მოსარჩელე შპს "ჯ--------ს" სასარგებლოდ 2017 წლის 24 ოქტომბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის სახით 12 600 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.4. მოპასუხე შპს "მ--------სათვის" მოსარჩელე შპს "ჯ--------ს" სასარგებლოდ 2017 წლის 24 ოქტომბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 6048 ლარის გადახდის დაკისრება.

 

შპს „ჯ--------სა“ და შპს „მ--------“ შორის 2017 წლის 17 ოქტომბერსა და 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისად, 2017 წლის 18 და 25 ოქტომბერს მოსარჩელემ შპს „მ--------“ მიაწოდა სამშენებლო მასალები საერთო ღირებულებით 25 200 ლარი.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებების მე-5 მუხლების 5.1. პუნქტების მიხედვით, ნასყიდობის ღირებულება უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს 2017 წლის 06 ნოემბრისა.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებების მე-7 მუხლების 7.2. პუნქტების მიხედვით, თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილია ერთჯერადი ჯარიმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 20%-ის ოდენობით, რაც თითოეული ხელშეკრულებისათვის შეადგენს 2520 ლარს, ჯამში, 5040 ლარს.

 

ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. 2017 წლის 06 ნოემბრიდან 2018 წლის 26 მარტამდე პერიოდში გადაცილებულ 140 დღეზე ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში დარიცხული პირგასამტეხლოა 7056 ლარს. (დღეში 50.4ლარი X140 დღეზე).

 

2017 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ამავე რიცხვში გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, კო---–----–---მ და ვ-–---------–----–---მ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა შპს „მ--------ს“ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, 12 600-12600 ლარის ფარგლებში.

 

2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ამავე რიცხვში გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ვ-–---------–----–---მ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „მ--------ს“ მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, 12600 ლარის ფარგლებში.

 

მოპასუხეებს დავალიანება არ დაუფარავთ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელის მოთხოვნები, ძირი თანხების დაკისრების ნაწილში, არ ცნობენ მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 17 ოქტომბერს შპს „ჯ--------სა“ და შპს „მ--------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ, რომლის თანახმად, მიმწოდებელი შპს „ჯ--------“ მყიდველს მიაწვდის- საკუთრებაში გადასცემს, ხოლო შპს „მ--------“ საკუთრებაში იღებს შველერს 24y-180მ. ხელშეკრულების სრული ღირებულება შეადგენს 12 600 ლარს.

ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ახორციელებს პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას არაუგვიანეს 2017 წლის 06 ნოემბრისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ.

 

3.1.2. 2017 წლის 18 ოქტომბერს შპს „ჯ--------მ“ მყიდველს შპს „მ--------“ მიაწოდა 12 600 ლარის ღირებულების საქონელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

 

3.1.3. 2017 წლის 24 ოქტომბერს შპს „ჯ--------სა“ და მყიდველს შპს „მ--------“ შორის გაფორმდა საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი შპს „ჯ--------“ მყიდველს მიაწვდის- საკუთრებაში გადასცემს, ხოლო შპს „მ--------“ საკუთრებაში იღებს შველერს 24y-180მ. ხელშეკრულების სრული ღირებულება შეადგენს 12 600 ლარს.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ახორციელებს პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას არაუგვიანეს 2017 წლის 06 ნოემბრისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ.

 

3.1.4. 2017 წლის 25 ოქტომბერს შპს „ჯ--------მ“ მყიდველს შპს „მ--------“ მიაწოდა 12 600 ლარის ღირებულების საქონელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 17 ოქტომბრის საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველი გადაიხდის დაგვიანების შემთხვევაში ერთჯერადად, ჯარიმის სახით იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 20%-ს და საურავის სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 17 ოქტომბრის საქონლის მიწოდების შესახებ

ხელშეკრულება.

 

3.2.2. 2017 წლის 17 ოქტომბრის საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე რიცხვში, შპს „ჯ--------სა“ და კო---–----–---ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებმა კო---–----–---მ იკისრა სოლიდარულის პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის შპს „მ--------ს“ მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, 12 600 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.2.3. 2017 წლის 17 ოქტომბრის საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე რიცხვში შპს „ჯ--------სა“ და ვ-–---------–----–---ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებმა ვ-–---------–----–---მ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის შპს „მ--------ს“ მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, 12 600 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

3.2.4. 2017 წლის 24 ოქტომბრის საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველი გადაიხდის დაგვიანების შემთხვევაში ერთჯერადად, ჯარიმის სახით იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 20%-ს და საურავის სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 24 ოქტომბრის საქონლის მიწოდების შესახებ

 

3.2.5. 2017 წლის 24 ოქტომბრის საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე რიცხვში შპს „ჯ--------სა“ და ვ-–---------–----–---ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებმა ვ-–---------–----–---მ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის შპს „მ--------ს“ მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, 12 600 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელის ცნობის გამო უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურებისა და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა.

 

5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, მე-400, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 427-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჯ--------სა“ და შპს

„მ--------“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამყიდველს შპს „ჯ--------ს“ ეკისრებოდა საქონლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, დადგენილია, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასური, ჯამში 25 200 ლარი. (12 600+12 600ლარი).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

შპს „ჯ--------სა“ და მოპასუხეებს კო---–----–---სა და ვ-–---------–----–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მყიდველის შპს „მ--------ს“ მიერ 2017 წლის 17 ოქტომბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, ხოლო ვ-–---------–----–---მ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 24 ოქტომბრის საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა ორივე შემთხვევაში განისაზღვრა 12 600 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი მათ მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, ნასყიდობის საფასურის დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა ნასყიდობის საფასურის დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ--------“ მოსარჩელე შპს „ჯ--------ს“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შპს „მ--------“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 2017 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 600 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს სოლიდარულად თავდებებთან ერთად, ასევე თავდებ ვ-–---------–----–---სთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს 2017 წლის 24 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 600 ლარის გადახდა.

 

მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია შპს "მ--------ს" მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 12 600 ლარის 20%-ის ოდენობით და ყოველდღიურად გადაუხდელი თანხის 0.2%, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ ჯარიმა თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში, განისაზღვროს 12 600 ლარის 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 630 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებული საურავი განისაზღვროს 0.05%-ით, შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლო - 882 ლარით. (12 600 ლარის 0.05% დღეში 6.3 ლარიX გადაცილებულ 140 დღეზე).

 

შესაბამისად, მოვალე შპს „მ--------” კრედიტორის წინაშე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 2017 წლის 17 ოქტომბრისა და 24 ოქტომბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს, თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში, 1512 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაიმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. წილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნიდან 25 200 ლარის ნაწილში, მოპასუხეებმა ცნეს მოთხოვნა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 756 ლარი. მოპასუხე შპს „მ--------“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 3024 ლარის 3%-ის - 90.72ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „ჯ--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. შპს „მ--------“, ვ-–---------–----–---სა და კო---–----–---ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე შპს „ჯ--------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 600 ლარის გადახდა.

1.2. დაეკისროს შპს „მ--------“ შპს „ჯ--------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1512 ლარის გადახდა.

1.3. შპს „მ--------“ და ვ-–---------–----–---ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე შპს „ჯ--------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 24 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 600 ლარის გადახდა.

1.4. დაეკისროს შპს „მ--------“ შპს „ჯ--------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 24 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1512 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს შპს „მ--------“ შპს „ჯ--------ს“ სასარგებლოდ 90.72ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ჯ--------ს“ 2018 წლის 21 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1118.88 ლარიდან 756 ლარი.

2.2. დაეკისროთ შპს „მ--------“, ვ-–---------–----–---სა და კო---–----–---ს შპს „ჯ--------ს“ სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია