გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/2842-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - ვ-–-----------------–-–---–ი
წარმომადგენელი - კ---------------ი
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ს----------–-------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელე ვ-–-----------------–-–---–ის სასარგებლოდ 3--------–---ის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის N---------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სპს ,,ი-----------–-------------------------–-----ე და ვ-–-----------------–-–---–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; K--------------ს სპს ,,ი-----------–-------------------------–-----ე და ვ-–-----------------–-–---–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4----------–---ი; K--------------ს დაეკისრა სპს ,,ი-----------–-------------------------–-----ე და ვ-–-----------------–-–---–ის“ სასარგებლოდ ყოველდღიურად 4----------–---ის წლიური 7%-ის გადახდა 2014 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; K--------------ს სპს ,,ი-----------–-------------------------–-----ე და ვ-–-----------------–-–---–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის N---------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-20).
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით (საქმე N----------) ვ-–-----------------–-–---–ის განცხადება (შუამდგომლობა) დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე N----------) დასახელებული კრედიტორის სპს ,,ი-----------–-------------------------–-----ე და ვ-–-----------------–-–---–ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ (ცნობილ) იქნა ვ-–-----------------–-–---–ი და აღნიშნული განჩინების საფუძველზე კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის - ვ-–-----------------–-–---–ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N----------) აღსრულების მიზნით განისაზღვრა სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება (საქმე N----------) (ს.ფ. 21-24).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაცემულ იქნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებასა და 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე, სააღსრულებო ფურცელი (N----------) კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის - ვ-–-----------------–-–---–ის სახელზე, რომლის თანახმად: K--------------ს სპს ,,ი-----------–-------------------------–-----ე და ვ-–-----------------–-–---–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4----------–---ი; K--------------ს დაეკისრა სპს ,,ი-----------–-------------------------–-----ე და ვ-–-----------------–-–---–ის“ სასარგებლოდ ყოველდღიურად 4----------–---ის წლიური 7%-ის გადახდა 2014 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; K--------------ს სპს ,,ი-----------–-------------------------–-----ე და ვ-–-----------------–-–---–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი (N----------) (ს.ფ. 129).
3.1.4. 2017 წლის 12 დეკემბერს ვ-–-----------------–-–---–მა (კრედიტორმა) განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოვალე - K--------------ის მიმართ, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაცემული N---------- ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა, აღსასრულებელ მოთხოვნად მიუთითა: 4----------–---ი, 5-----–---------------------–---ი. კრედიტორის მიერ გადახდილი საფასურის ოდენობამ კი შეადგინა - 5-----–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ და 2017 წლის 11 დეკემბრის N---------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 128-129).
3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურის მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - ვ-–-----------------–-–---–ის იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება, მოვალე - K--------------ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-13.12.2017წ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ NA---------005/001 (ს.ფ. 130-135).
3.1.6. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 13 დეკემბერს, N---------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე - K--------------ს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა NA---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად მოვალეს მიეცა წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. აქვე განემარტა, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, მოვალეს გადასახდელი ექნებოდა მხოლოდ დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2% (არანაკლებ 50 ლარისა). მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. განემარტა ასევე უფლება-მოვალეობები და ეცნობა, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული NA---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჩაბარდა მოვალე K--------------ის წარმომადგენელს გ--------–--ეს - 2017 წლის 18 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-13.12.2017წ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ NA---------005/001 (ს.ფ. 130-135);
-ჩაბარების ხელწერილი (ს.ფ. 137);
3.1.7. 2017 წლის 18 დეკემბერს K--------------ის წარმომადგენელმა გ--------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და მიუთითა, რომ დაკისრებული თანხის ჩამოჭრა მომხდარიყო სრულად, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლამდე, საინკასო დავალებით სს ,,კ-------–-----ში“ არსებული კომპანიის ანგარიშიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-18.12.2017წ. განცხადება და განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 138-139);
-სპეციალური მინდობილობა (ს.ფ. 140-149).
3.1.8. 2017 წლის 20 დეკემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა NA---------007/001 წერილით მიმართა სს ,,კ-------–-----ს“ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული საინკასო დავალების კონტროლზე აყვანა მოითხოვა 6------.2---–---ის ფარგლებში. ამასთან, საინკასო დავალების შესრულების ინტერესიდან გამომდინარე, ბანკს ეთხოვა გაუქმებულად ჩაეთვალა მითითებული NA-------- სააღსრულებო საქმის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოყენებული ყადაღა და გაეთვალისწინებინა მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა K--------------ის (F------.3--.1-----------------) ანგარიშებზე მათ ბანკში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20.12.2017 NA---------007/001 მიმართვა (ს.ფ. 150).
3.1.9. სს ,,კ-------–-----ის“ ლიკვიდატორის რ-----–-–--–---–ის 2017 წლის 22 დეკემბრის N------ წერილით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, NA---------007/001 წერილის პასუხად ეცნობა, რომ სს ,,კ-------–-----ში“ 20.12.2017 წლის მდგომარეობით K--------------ის (F------.3--.114-9) ანგარიშებზე ყადაღა მოხსნილი იყო და წარდგენილი იყო წერილის დანართში მითითებული 20.12.2017 წლის N0------- საინკასო დავალება (განკარგულება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სს ,,კ-------–-----ის“ ლიკვიდატორის რ-----–-–--–---–ის 2017 წლის 22 დეკემბრის N------ წერილი (ს.ფ. 151).
3.1.10. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს NA---------007/002 წერილით მიმართა სს ,,კ-------–-----ს“ და ვინაიდან, NA---------007/001 წერილით წარდგენილი საინკასო დავალება არ იყო შესრულებული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბანკს ეთხოვა წარდგენილი საინკასო დავალების შეუსრულებლობის მიზეზის/საფუძვლის ცნობება და შესაძლებლობის შემთხვევაში დოკუმენტის ასლის მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 27 დეკემბრის NA---------007/002 წერილი (ს.ფ. 152).
3.1.11. სს ,,კ-------–-----ის“ ლიკვიდატორის რ-----–-–--–---–ის 2017 წლის 28 დეკემბრის N6----- წერილით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს, NA---------007/002 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ბიუროს მიერ 20.12.2017 წელს წარდგენილ საინკასო დავალებაში N0------- მითითებული გადამხდელის საბანკო ანგარიშებს ედო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N1------ განჩინების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,კ-------–-----ი“ ვერ ახორციელებდა ბიუროს 20.12.2017 წლის NA---------007/001 წერილით წარდგენილი საინკასო დავალების N0------- შესრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სს ,,კ-------–-----ის“ ლიკვიდატორის რ-----–-–--–---–ის 2017 წლის 28 დეკემბრის N6----- წერილი (ს.ფ. 153).
3.1.12. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2018 წლის 4 იანვარს NA---------007/003 წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მიუთითა, რომ სააღსრულებო საქმის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მოვალის K--------------ის (F------.3--.1-----------------) საბანკო ანგარიშებზე სს ,,კ-------–-----ში“ გავრცელებული იყო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N1------ განჩინების საფუძველზე. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლოს ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებდა პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. ამდენად, საქართველოს მთავარ პროკურატურას ეთხოვა, წერილობით ეცნობებინა მისი პოზიცია, აღსრულების გაგრძელების მიზნაშეწონილობის თაობაზე მოვალის ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშების (ანგარიშებზე განთავსებული თანხის) მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 4 იანვრის NA---------007/003 წერილი (ს.ფ. 154-155).
3.1.13. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 10 იანვრის N1------ წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, 2018 წლის 4 იანვრის NA---------007/003 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის N------------ საქმე, რომლის ფარგლებშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 მაისის განჩინებით დაყადაღებული იქნა ,,K-------------“-ის საბანკო ანგარიშები. სააღსრულებო წარმოების გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, მოთხოვნილ იქნა დეტალური ინფორმაცია წერილში აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ირგვლივ და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული ასლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 10 იანვრის N1------ წერილი (ს.ფ. 156).
3.1.14. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 15 იანვრის N---- წერილით საქართველოს მთავარ პროკურატურას, 2018 წლის 10 იანვრის N1------ წერილის პასუხად ეცნობა NA-------- სააღსრულებო საქმის დეტალები და გაეგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 იანვრის N---- წერილი (ს.ფ. 157-158).
3.1.15. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 22 იანვრის N------- წერილით თბილისის სააღსრულებო ბუროს აღმასრულებლის 2018 წლის 4 წერილის პასუხად, რომლითაც ბიურო ითხოვდა პროკურატურის წერილობით პოზიციას აღსრულების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე მოვალის საბანკო ანგარიშების (ანგარიშებზე განთავსებული თანხის) მიმართ, აღმასრულებელს ეცნობა, რომ აღსრულების გაგრძელებაზე თანხმობის გაცემა სცილდებოდა პროკურატურის კომპეტენციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 22 იანვრის N------- წერილი (ს.ფ. 159).
3.1.16. დადგენილია, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4----------–---ი. მითითებული თანხიდან კრედიტორს - ვ-–-----------------–-–---–ს გადაერიცხა 4-------------–---ი, ხოლო აღსრულების საფასური - 3-----------–---ი მიექცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ (ს.ფ. 160).
3.1.17. 2018 წლის 9 მარტს ვ-–-----------------–-–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის N-----) მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, რომელშიც მიუთითა, რომ მოვალემ ნებაყოფლობით შეასრულა აღსრულების მოთხოვნა და შესაბამისად, მას უნდა დაკისრებოდა მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილი - 5-----–---ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–-----------------–-–---–მა მიუთითა, რომ აღსრულების საფასურის ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური - 5-----–---ი, ნაცვლად 3--------–---ისა. ამასთან, მიუთითა, რადგან ამოღებული თანხა არ იყო საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მოითხოვა აღუსრულებელ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ვ-–-----------------–-–---–ის 09.03.2018წ. N----- განცხადება (ს.ფ. 161-163).
3.1.18. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 11 აპრილის NA---------008/001 მიმართვით დასტურდება, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, N---------- სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელ ნაწილში/ნაწილობრივ შესრულებული სახით დაუბრუნდა ვ-–-----------------–-–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 11 აპრილის NA---------008/001 მიმართვა (ს.ფ. 164-165).
3.1.19. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის N----- წერილით ვ-–-----------------–-–---–ს, 2018 წლის 9 მარტის N----- განცხადების პასუხად განემარტა, რომ აღმასრულებლის მიერ თანხის განაწილება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან, მართალია მოვალემ გამოთქვა მზადყოფნა განხორციელებულიყო მისი ანგარიშიდან საინკასო დავალების საფუძველზე ამოსაღები თანხის სრულად ჩამოჭრა, თუმცა თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდა მოვალისათვის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის N----- წერილი (ს.ფ. 166-168).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ-–-----------------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცებული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სარჩელის საგანი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი მოქმედების განხორციელების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის კანონიერება, რაც ზიანს აყენებს პირის ინტერესს და შესაბამისად, მოთხოვნილ იქნეს ამ მოქმედების განხორციელება ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იძულებითი აღსრულების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც ვალდებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად მოახდინოს აღსრულება. სააღსრულებო ორგანოების მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს სააღსრულებო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან. ამასთან, თუ სააღსრულებო წარმოების მხარე არ ეთანხმება წარმოების დროს განხორციელებულ რაიმე მოქმედებას, მას უფლება აქვს სადავოდ გახადოს ეს მოქმედება (უმოქმედება) და მოითხოვოს მისი უკანონოდ ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მოვალე - ,,K-------------“-ისაგან ამოღებული თანხის განაწილებას და უთითებს, რომ აღსრულების საფასურის ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური - 5-----–---ი, ნაცვლად 3-----------–---ისა, ვინაიდან მოვალემ შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით აცნობა აღსრულების ბიუროს, რომ თანახმა იყო ნებაყოფლობით განეხორციელებინა აღსრულება და მომხდარიყო გადახდა ინკასოს საფუძველზე მის ანგარიშზე არსებული თანხიდან. ამდენად, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მოცემულ შემთხვევაში მოვალის მხრიდან ადგილი ჰქონდა აღსრულების მოთხოვნის ნებაყოფლობით თუ იძულებით აღსრულებას.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.
საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, ვ-–-----------------–-–---–მა (კრედიტორმა) განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მოვალე - K--------------ის მიმართ, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაცემული N---------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა, აღსასრულებელ მოთხოვნად მიუთითა: 4----------–---ი, 5-----–---------------------–---ი. კრედიტორის მიერ გადახდილი საფასურის ოდენობამ კი შეადგინა - 5-----–---ი. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურის მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - ვ-–-----------------–-–---–ის იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება, მოვალე - K--------------ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.
სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 13 დეკემბერს, N---------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე - K--------------ს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა NA---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად მოვალეს მიეცა წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. აქვე განემარტა, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, მოვალეს გადასახდელი ექნებოდა მხოლოდ დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2% (არანაკლებ 50 ლარისა). მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. განემარტა ასევე უფლება-მოვალეობები და ეცნობა, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული NA---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჩაბარდა მოვალე K--------------ის წარმომადგენელს გ--------–--ეს - 2017 წლის 18 დეკემბერს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს K--------------ის წარმომადგენელმა გ--------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მიუთითა, რომ დაკისრებული თანხის ჩამოჭრა მომხდარიყო სრულად, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლამდე, საინკასო დავალებით სს ,,კ-------–-----ში“ არსებული კომპანიის ანგარიშიდან.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს, მოვალის ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე სს ,,კ-------–-----ში“ წარდგენილი იქნა საინკასო დავალება მოთხოვნის ფარგლებში, რომლის მიღებაც ბანკმა დაადასტურა და მიუთითა, რომ ანგარიშებს მოეხსნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ყადაღა, იგი ჩანაცვლდა საინკასო დავალებით და აყვანილ იქნა კონტროლზე, თუმცა ვერ შესრულდა, რამდენადაც სს ,,კ-------–-----ის“ 2017 წლის 28 დეკემბრის წერილით დგინდებოდა მოვალის - K--------------ის (F------.3--.1-----------------) საბანკო ანგარიშებზე სს ,,კ-------–-----ში“ გავრცელებული იყო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N1------ განჩინების საფუძველზე.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომლითაც პროკურატურას ეთხოვა, წერილობით ეცნობებინა პოზიცია აღსრულების გაგრძელების მიზნაშეწონილობის თაობაზე მოვალის ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშების (ანგარიშებზე განთავსებული თანხის) მიმართ. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 10 იანვრის N1------ წერილით, სააღსრულებო წარმოების გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, მოთხოვნილ იქნა დეტალური ინფორმაცია წერილში აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ირგვლივ და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლები. აღნიშნულის წარდგენის შემდეგ კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 22 იანვრის N------- წერილით თბილისის სააღსრულებო ბუროს ეცნობა, რომ აღსრულების გაგრძელებაზე თანხმობის გაცემა სცილდებოდა პროკურატურის კომპეტენციას.
საქმეში წარმოდგენილი ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4----------–---ი. მითითებული თანხიდან კრედიტორს - ვ-–-----------------–-–---–ს გადაერიცხა 4-------------–---ი, ხოლო აღსრულების საფასური - 3-----------–---ი მიექცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში მოვალის - K--------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა აღსრულების მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებას, ვინაიდან თანხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდა, მოვალისათვის სააღსრულოებო ფურცლით გათვალისწქინებული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
6.3. სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. მე-6 პუნქტის შესაბამისად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცებული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, აღსრულების საფასური, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე აღსრულების საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოვალისათვის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის მიცემული ვადის არსი მდგომარეობს მხარეებისათვის იძულების ღონისძიებებით გამოწვეული სიძნელეების აცილებაში, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების დაზოგვაში. სწორედ ამის გამო აცნობებს ადმინისტრაციული ორგანო მოვალეს, რომ თანხის ნებით გადახდის შემთხვევაში, მოვალეს დაეკისრება აღსრულების საფასურის შეღავათიანი განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოვალის - K--------------ის წარმომადგენელმა გ--------–--ემ, 2017 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა სს ,,კ-------–-----ში“ არსებული მოვალის ანგარიშიდან საინკასო დავალების საფუძველზე, ამოსაღები თანხის სრულად ჩამოჭრა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლამდე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4----------–---ი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოვალემ შეტყობინების მიღებიდან დადგენილ - 7 დღის ვადაში აცნობა წერილობით აღსრულების ბიუროს, რომ თანახმა იყო ნებაყოფლობით განეხორციელებინა აღსრულება და მიუთითა, რომ გადახდა მომხდარიყო ინკასოს საფუძველზე მის ანგარიშზე არსებული თანხიდან, რაც აღნიშნულ ვადაში ვერ განხორციელდა. ამდენად, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია აღსრულების მოთხოვნის 7-დღიან ვადაში შეუსრულებლობის მიზეზის გარკვევა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოვალის - K--------------ის ანგარიშებს სს ,,კ-------–-----ში“ ედო ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მაისის N1------ განჩინების საფუძველზე, რის გამოც ბანკი ვერ ახორციელებდა ბიუროს მიერ წარდგენილი საინკასო დავალების შესრულებას.
სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულები წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროა (მისი ტერიტორიული ორგანო) უფლებამოსილი მოითხოვოს საქართველოს მთავარი პროკურატურის პოზიცია აღსრულების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე, რისი შესაძლებლობაც მოვალეს არ გააჩნია.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ, ვინაიდან მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ნების გამოხატვა და ინკასოს გამოყენებით საკუთარი ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის თაობაზე განცხადების წარდგენა თავისთავად არ ნიშნავდა მოთხოვნის შესრულებას, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოვალის მიერ მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის მხრიდან, განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში, მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ნების გამოხატვა და ინკასოს გამოყენებით საკუთარი ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის თაობაზე განცხადების წარდგენა, დამდგარი შედეგის - აღსრულებული მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმოადგენდა მოვალის მხრიდან შესრულებულ ყველა იმ ღონისძიებას, რისი შესაძლებლობაც მას გააჩნდა. ამდენად, მოვალე მოკლებული იყო შესაძლებლობას სხვა გზით განეხორციელებინა სააღსრულებო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულება.
6.5. ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–-----------------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 2 მარტს, საინკასო დავალების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 4----------–---ი. მითითებული თანხიდან კრედიტორს - ვ-–-----------------–-–---–ს გადაერიცხა 4-------------–---ი, ხოლო აღსრულების საფასური - 3-----------–---ი მიექცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. მოსარჩელე კი სარჩელით ითხოვს მოპასუხისთვის 3--------–---ის დაკისრებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–-----------------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იმ თანხის - 3-----------–---ის გადახდა, რაც გადაირიცხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე აღსრულების საფასურის სახით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომელის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს ვ-–-----------------–-–---–ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–-----------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელის ვ-–-----------------–-–---–ის სასარგებლოდ - 3-----------–---ის გადახდა;
3. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე