გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №-/923-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - სს ,,მ---–-----------“
წარმომადგენლები - ნ-------------–--ე, თ----------------ე
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენლები - ლ---------–---, თ----------–------ი
მესამე პირი (16.2.) - ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული - ქ. თბილისის მერია
წარმომადგენლები - შ--–--------–-–---–ი, ნ---------------–---–ი
მესამე პირი (16.2.) - შპს ,,ს----------–-------------ა’’
წარმომადგენელი - ს------------–---–--–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- მიმართვა №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 08 დეკემბრის №1------- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 10 მაისის №0------ მიმართვა;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 21 ივნისის №0------- მიმართვა;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 03 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.9. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.10. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.11. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;
1.12. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;
1.13. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;
1.14. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
1.15. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2018 წლის 17 იანვრის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.16. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ--–----------–---–-- ზონის №1 სახლმშენებელი კ----------------------------- მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის და 10705 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე;
1.17. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ--–----------–---–-- ზონის მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის და 6448 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე;
1.18. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, კ------------------ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის და 46621 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთიდან სახელმწიფო საკუთრებად რიცხული 34420 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე.
1.19. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, კ------------------ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის და 1285 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. ტომი 3, ს.ფ. 230-245).
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.1.2. მოპასუხემ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.1.3. მოპასუხემ - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1.1. მესამე პირმა - ქ. თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა - ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1.2. მესამე პირს - შპს ,,ს----------–-------------ას’’ წერილობითი ფორმით შესაგებელი სს ,,მ---–----------ის’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2000 წლის 22 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სს ,,მ---–----------ის’’ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6448.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 4.
ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კ----------------------------- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2000 წლის 04 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სს ,,მ---–----------ის’’ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 10705.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 4.
ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0--------------, 2003 წლის 01 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სს ,,მ---–----------ის’’ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 47906.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - შენობა-ნაგებობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 17.11.2009 (ტომი 1, ს.ფ. 253);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 17.11.2009 (ტომი 1, ს.ფ. 264);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 01.07.2008 (ტომი 1, ს.ფ. 259);
4.2. საქმეში წარმოდგენილი სს ,,მ---–----------ის’’ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №- სხდომის ოქმით დგინდება, რომ საზოგადოების საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე: ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე 47906 კვ.მ მიწის ნაკვეთის, შესაბამისად, ამავე მიწის ნაკვეთზე მდგომი შენობა-ნაგებობების (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: №0--------------) ნაწილზე, კერძოდ აღნიშნული უძრავი ნივთიდან 35705 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე, ასევე ლ--–----------–---–-- ზონაში №1 სმკ ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------, მიწის ნაკვეთის ფართობი - 10705 კვ.მ) და ლ--–----------–---–-- ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------, ფართობი 6448 კვ.მ) განხორციელდა ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვება. აღნიშნული უძრავი ნივთები უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში. ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: №0--------------) ნაწილზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთის 35705 კვ.მ ნაწილზე სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვების შედეგად, ამავე საზოგადოებას საკუთრებაში დარჩა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ნაწილი - 12201 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებთან ერთად.
4.3. 2011 წლის 23 მაისს სს ,,მ---–----------ის’’ დირექტორმა ჯ--------–-----–--მ №8-----------, №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა №0---------------, №0--------------- და №0-------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ასევე ერთვოდა სს ,,მ---–----------ის’’ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №- სხდომის ოქმი და განცხადება.
4.4. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა №8--------------, №8-------------- და №8-------------- გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ, რომლებითაც დაკმაყოფილდა განცხადებლის მოთხოვნა და განხორციელდა №0---------------, №0--------------- და №0-------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებზე სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,მ---–----------ის’’ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №- სხდომის ოქმი და განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 250-252);
- სს ,,მ---–----------ის’’ დირექტორის ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 23 მაისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 247-248);
- სს ,,მ---–----------ის’’ დირექტორის ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 23 მაისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 262-263);
- სს ,,მ---–----------ის’’ დირექტორის ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 23 მაისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 257-258);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 254);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 265);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 260);
№0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
4.5. 2011 წლის 02 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მასზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- მიმართვა და დანართი №1, რომლითაც სამინისტრო ითხოვდა საჯარო რეესტრის ამონაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, კერძოდ, №1 დანართში წარდგენილი 6 (ექვსი) ერთეული მიტოვებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას, რომელთა შორის იყო №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი.
4.6. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 05 დეკემბერს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე, დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
შესაბამისად, ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 05 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6448.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4.
4.7. 2011 წლის 26 დეკემბერს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის თვითმმართველ ერთეულზე გადაცემა.
აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2011 წლის 8 დეკემბრის №1------- ბრძანება და დანართი №1, რომლის თანახმად, თვითმმართველ ქალაქ თბილისს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა დანართი №1-ში მითითებული №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება.
4.8. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე, დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.
შესაბამისად, ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 29 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6448.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის 2011 წლის 02 დეკემბრის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 267-268);
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- მიმართვა და დანართი № 1 (ტომი 1, ს.ფ. 272-273);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 269);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 05.12.2011 (ტომი 1, ს.ფ. 270-271);
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის 2011 წლის 26 დეკემბრის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 276-277);
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის №1------- ბრძანება და დანართი №1 (ტომი 1, ს.ფ. 286-293);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 278);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 29.12.2011 (ტომი 1, ს.ფ. 279-280).
№0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
4.9. 2011 წლის 02 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მასზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- მიმართვა და დანართი №1, რომლითაც სამინისტრო ითხოვდა საჯარო რეესტრის ამონაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, კერძოდ, №1 დანართში წარდგენილი 6 (ექვსი) ერთეული მიტოვებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას, რომელთა შორის იყო №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი.
4.10. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 05 დეკემბერს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კ----------------------------- მდებარე უძრავ ნივთზე, დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
შესაბამისად, ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კ----------------------------- მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 05 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 10705.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის 2011 წლის 02 დეკემბრის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 295-296);
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- მიმართვა და დანართი № 1 (ტომი 1, ს.ფ. 298-299);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 297);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 05.12.2011 (ტომი 1, ს.ფ. 300-301).
№0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
4.11. 2011 წლის 03 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 10 მაისის №0------ მიმართვა, რომლითაც სამინისტრო ითხოვდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიტოვებული უძრავი ქონებების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას, რომელთა შორის იყო №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი.
4.12. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 03 ივნისს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე, 47906 კვ.მ ფართობის, №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ნაწილზე, კერძოდ, 35705 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
შესაბამისად, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 03 ივნისიდან თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა სს ,,მ---–----------ის’’ (12201 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) და სახელმწიფოს (35705 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 47906.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - შენობა-ნაგებობები.
4.13. საქმეში წარმოდგენილია სს ,,მ---–----------ის’’ დირექტორის - ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 16 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლის მიხედვითაც ჯ--------–-----–-- თანახმა იყო, რომ ქ. თბილისში, კ---------------ში (საკადასტრო კოდი: №0---------------) მდებარე, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან, რომელიც შეადგენდა 47906 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, გამოჰყოფოდა თანასაკუთრებიდან მიწის ნაკვეთი, ფართით 1285კვ.მ და განსაზღვრულიყო სახელმწიფო საკუთრებად. ვინაიდან 35705 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე განხორციელდა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, აღნიშნული პირი თანახმა იყო, რომ სახელმწიფოს წილი თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, რომელიც შეადგენდა 47906 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, გამოყოფის შემდეგ დარჩენილ 46621კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში სახელმწიფოს წილი განსაზღვრულიყო ქონების მიმტოვებლის წილის პროპორციულად.
4.14. საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 21 ივნისის №0------- მიმართვა, რომლის თანახმად, სამინისტრო ითხოვდა ქ. თბილისში, კ-------------- ში მდებარე, თანასაკუთრებაში არსებული 47906 კვ.მ ფართობის, №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის გამიჯვნას ორ უძრავ ნივთად: 1) 46621 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთად (რომლიდანაც სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას ექვემდებარებოდა 34420 კვ ფართობის უძრავი ნივთი, 12201 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთი კი ექვემდებარებოდა სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციას) და 2) 1285 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთად.
4.15. 2011 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა ორი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესაბამისი ელექტრონული ვერსიებით, სს ,,მ---–----------ის’’ დირექტორის - ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 16 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 21 ივნისის №0------- მიმართვა.
4.16. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 22 ივნისს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი დაიყო №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებად.
შესაბამისად, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა სს ,,მ---–----------ის’’ (12201 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) და სახელმწიფოს (34420 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 46621.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 0---------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - შენობა-ნაგებობები.
ხოლო, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0--------------- 2011 წლის 22 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1285.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 0---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის 2011 წლის 03 ივნისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 303-304);
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 10 მაისის №0------ მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 305);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 03 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 307);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 03.06.2011 (ტომი 1, ს.ფ. 308-309);
- სს ,,მ---–----------ის’’ დირექტორის - ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 16 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა (ტომი 1, ს.ფ. 323-324);
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 21 ივნისის №0------- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 320);
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის 2011 წლის 21 ივნისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 318-319);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 22 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 314);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.06.2011 (ტომი 1, ს.ფ. 315-316);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.06.2011 (ტომი 1, ს.ფ. 333-334);
№0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
4.17. 2011 წლის 01 ივლისს შპს ,,ს----------–-------------ამ’’ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე, №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №1------ ბრძანება, რომლის თანახმად დგინდება, რომ ქ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის განხორციელებასთან დაკავშირებით, შეტანილ იქნა შპს ,,ს----------–-------------ის’’ კაპიტალში, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული დანართი №1-ში ჩამოთვლილი ოცდაათი ერთეული, მათ შორის №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.
4.18. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 01 ივლისს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,ს----------–-------------ის’’ განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე უძრავ ნივთზე, დარეგისტრირდა შპს ,,ს----------–-------------ის’’ საკუთრების უფლება.
შესაბამისად, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 01 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ს----------–-------------ის’’ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1285.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - №0---------------.
4.19. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 25 ოქტომბერს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,ს----------–-------------ის’’ განცხადება დაკმაყოფილდა და იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------, ფართობი: 1285.00კვ.მ.) დარეგისტრირდა შპს ,,ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენის’’ საკუთრების უფლება, ხოლო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე შპს ,,ს----------–-------------აზე’’ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
შესაბამისად, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 01 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ს----------–-------------ის’’ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1285.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - №0---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს----------–-------------ის’’ 2011 წლის 01 ივლისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 389-390);
- სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №1------ ბრძანება და დანართი № 1 (ტომი 2, ს.ფ. 6-7);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 1);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 01.07.2011 (ტომი 2, ს.ფ. 2);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 57);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25.10.2011 (ტომი 2, ს.ფ. 58);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 133);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 01.12.2011 (ტომი 2, ს.ფ. 134-135);
4.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №2--------) თანახმად, სს ,,მ---–----------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს ,,მ---–-----------ს” სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №- სხდომის ოქმი სს ,,მ---–-----------ს” საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) მდებარე - თბილისი, კ--------------, მიწის ნაკვეთის ფართობი - 35 705 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------; 2) მდებარე - თბილისი, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 10 705 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------; 3) მდებარე - თბილისი, ლ--–----------–---–-- ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 6 448 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------, სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სს ,,მ---–-----------ს’’ დირექტორის ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 23 მაისის განცხადებები სს ,,მ---–-----------ს” საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) მდებარე - თბილისი, კ--------------, მიწის ნაკვეთის ფართობი - 35 705 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------; 2) მდებარე - თბილისი, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს #1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 10 705 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------; 3) მდებარე - თბილისი, ლ--–----------–---–-- ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 6 448 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------, სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ; მოსარჩელეს უარის ეთქვა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, კ--------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------, გამიჯვნის შესახებ სს ,,მ---–-----------ს” სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის №- სხდომის ოქმის ბათილად ცნობაზე; მოსარჩელეს უარის ეთქვა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, კ--------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------, გამიჯვნის შესახებ სს ,,მ---–-----------ს” დირექტორის ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 15 ივნისის თანხმობის ბათილად ცნობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №2--------) (ტომი 1, ს.ფ. 365-384).
4.21. 2017 წლის 14 აგვისტოს სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენელმა ნ-------------–--ემ №-3------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №2--------) საფუძველზე მოითხოვა №0---------------, №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე ცვლილებების განხორციელება.
4.22. ზემოხსენებული განცხადების საფუძველზე 2017 წლის 22 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №8-----------, №8----------- და №8----------- პირობითი სარეგისტრაციო განცხადებები №0---------------, №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
4.23. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით 2017 წლის 25 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №0---------------, თუმცა, აღნიშნული საკადასტრო კოდი იყო დაყოფილი. თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება №2--------, რომელიც არ შეიცავდა ინფორმაციას გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების შესახებ, რადგანაც გადაწყვეტილების მიხედვით მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია და არ დაკმაყოფილდა დაყოფის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის შესახებ და მის თანმდევ შედეგებზე.
4.24. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით 2017 წლის 25 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №0---------------, თუმცა, თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება №2--------, რომელიც არ შეიცავდა ინფორმაციას გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების შესახებ, რადგანაც გადაწყვეტილების მიხედვით მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის შესახებ და მის თანმდევ შედეგებზე, რადგან საკუთრების მიტოვების შემდეგ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განკარგულ იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ.
4.25. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით 2017 წლის 25 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №0---------------, თუმცა, თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება №2--------, რომელიც არ შეიცავდა ინფორმაციას გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების შესახებ, რადგანაც გადაწყვეტილების მიხედვით მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის შესახებ და მის თანმდევ შედეგებზე, რადგან საკუთრების მიტოვების შემდეგ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განკარგულ იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლის ნ-------------–--ის 2017 წლის 14 აგვისტოს №-3------- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 364);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 სექტემბრის №8----------- პირობითი სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 355);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 სექტემბრის №8----------- პირობითი სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 345);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 სექტემბრის №8----------- პირობითი სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 335);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 356-357);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 347-348);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 337-338);
4.26. 2017 წლის 04 ოქტომბერს სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლებმა თ----------------ემ და ნ-------------–--ემ №5-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- და 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლების თ----------------ის და ნ-------------–--ის 2017 წლის 04 ოქტომბრის №5-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 10-12).
4.27. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4.28. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4.29. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 358);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 349);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 339);
4.30. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილებით სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლების თ----------------ის და ნ-------------–--ის 2017 წლის 04 ოქტომბრის №5-------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბრის №8--------------, 2017 წლის 27 ოქტომბრის №8-------------- და 2017 წლის 31 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №8-----------, №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების განახლება და წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.13 პუნქტის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილებებ მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 20-30).
4.31. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 29 ნოემბერს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ და №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №0---------------, თუმცა, თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება №2--------, რომელიც არ შეიცავდა ინფორმაციას გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების შესახებ, რადგანაც გადაწყვეტილების მიხედვით მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების მიტოვების შემდეგ, სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განკარგულ იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლთაც ბათილად ან ძალადაკარგულად იქნებოდა ცნობილი №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შემდეგ განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 340);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 341).
4.32. 2017 წლის 27 დეკემბერს სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლებმა თ----------------ემ და ნ-------------–--ემ №7-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლების თ----------------ის და ნ-------------–--ის 2017 წლის 27 დეკემბრის №7-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 37-41).
4.33. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 343);
4.34. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №----- გადაწყვეტილებით სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლების თ----------------ის და ნ-------------–--ის 2017 წლის 27 დეკემბრის №7-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2018 წლის 17 იანვრის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 43-50).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,მ---–----------ის’’ მიერ აღძრული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- მიმართვა, 2011 წლის 08 დეკემბრის №1------- ბრძანება, 2011 წლის 10 მაისის №0------ მიმართვა, 2011 წლის 21 ივნისის №0------- მიმართვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 05 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 29 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 05 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 03 ივნისის №8--------------, 2011 წლის 22 ივნისის №8--------------, 2011 წლის 01 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- და 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებები, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2018 წლის 17 იანვრის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
7.2. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 10 მაისის №0------, 2011 წლის 21 ივნისის №0-------, 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- (№0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების ნაწილში) მიმართვებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2011 წლის 08 დეკემბრის №1------- ბრძანების (№0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების ნაწილში) ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ - ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა ნიშნავს სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №-91 დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებაზე, რომლის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ამავე მუხლის ,,ღ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტო ახორციელებს თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სს ,,მ---–----------ის’’ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №- სხდომის ოქმით დგინდება, რომ საზოგადოების საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე: ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე 47906 კვ.მ მიწის ნაკვეთის, შესაბამისად, ამავე მიწის ნაკვეთზე მდგომი შენობა-ნაგებობების (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: №0--------------) ნაწილზე, კერძოდ აღნიშნული უძრავი ნივთიდან 35705 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე, ასევე ლ--–----------–---–-- ზონაში №1 სმკ ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------, მიწის ნაკვეთის ფართობი - 10705 კვ.მ) და ლ--–----------–---–-- ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------, ფართობი 6448 კვ.მ) განხორციელდა ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვება. აღნიშნული უძრავი ნივთები უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში. ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: №0--------------) ნაწილზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთის 35705 კვ.მ ნაწილზე სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვების შედეგად, ამავე საზოგადოებას საკუთრებაში დარჩა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ნაწილი - 12201 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებთან ერთად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის №8--------------, №8-------------- და №8-------------- გადაწყვეტილებებით კი განხორციელდა №0---------------, №0--------------- და №0-------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებზე სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია.
შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონით დადგენილ ფარგლებში, 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- მიმართვით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს მოსთხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, №1 დანართში წარდგენილი 6 (ექვსი) ერთეული მიტოვებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რომელთა შორის იყო №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 დეკემბრის №8-------------- და №8-------------- გადაწყვეტილებებით კი ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კ----------------------------- მდებარე უძრავ ნივთებზე, დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 113-ე მუხლი ითვალისწინებს ?????????? ??????????? ???????? ??????? ??????????????????? ??????????? ?????????? ??????? ას. ამავე კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის 113-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2011 წლის 8 დეკემბრის №1------- ბრძანებით თვითმმართველ ქალაქ თბილისს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა დანართი №1-ში მითითებული №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ლ--–----------–---–-- ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე, დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, 2011 წლის 10 მაისის №0------ მიმართვით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს მოსთხოვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიტოვებული უძრავი ქონებების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რომელთა შორის იყო №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 03 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილებით კი ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე, 47906 კვ.მ ფართობის, №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ნაწილზე, კერძოდ, 35705 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სს ,,მ---–----------ის’’ დირექტორის - ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 16 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობაზე, რომლის მიხედვითაც ჯ--------–-----–-- თანახმა იყო, რომ ქ. თბილისში, კ---------------ში (საკადასტრო კოდი: №0---------------) მდებარე, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან, რომელიც შეადგენდა 47906 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, გამოჰყოფოდა თანასაკუთრებიდან მიწის ნაკვეთი, ფართით 1285კვ.მ და განსაზღვრულიყო სახელმწიფო საკუთრებად. ვინაიდან 35705 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე განხორციელდა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, აღნიშნული პირი თანახმა იყო, რომ სახელმწიფოს წილი თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, რომელიც შეადგენდა 47906 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, გამოყოფის შემდეგ დარჩენილ 46621კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში სახელმწიფოს წილი განსაზღვრულიყო ქონების მიმტოვებლის წილის პროპორციულად.
აღნშნული თანხმობის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 21 ივნისის №0------- მიმართვით მოითხოვა ქ. თბილისში, კ-------------- ში მდებარე, თანასაკუთრებაში არსებული 47906 კვ.მ ფართობის, №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის გამიჯვნა ორ უძრავ ნივთად: 1) 46621 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთად (რომლიდანაც სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას ექვემდებარებოდა 34420 კვ ფართობის უძრავი ნივთი, 12201 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთი კი ექვემდებარებოდა სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციას) და 2) 1285 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთად. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი დაიყო №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებად.
შესაბამისად, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა სს ,,მ---–----------ის’’ (12201 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) და სახელმწიფოს (34420 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) სახელზე. ხოლო, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0--------------- 2011 წლის 22 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო 2011 წლის 10 მაისის №0------, 2011 წლის 21 ივნისის №0-------, 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- (№0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების ნაწილში) მიმართვები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2011 წლის 08 დეკემბრის №1------- ბრძანება (№0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების ნაწილში), რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული სადავო ბრძანებისა და მიმართვების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი უსაფუძვლოა და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 05 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 29 დეკემბრის №8-------------- და 2011 წლის 05 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილებები უძრავი ქონებებზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შესახებ გაბათილებული არ არის და ძალადაკარგულია მომდევნო სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების საფუძველზე.
7.3. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 05 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 29 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 05 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 03 ივნისის №8--------------, 2011 წლის 22 ივნისის №8--------------, 2011 წლის 01 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად კი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლი ასევე ითვალისწინებს უძრავი ნივთის დაყოფისა და გაერთიანების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 05 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 29 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 05 დეკემბრის №8--------------, 2011 წლის 03 ივნისის №8--------------, 2011 წლის 22 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილებები მიღებულია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 10 მაისის №0------, 2011 წლის 21 ივნისის №0-------, 2011 წლის 02 დეკემბრის №0------- მიმართვებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2011 წლის 08 დეკემბრის №1------- ბრძანების) საფუძველზე, რომლებიც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 ივლისის №8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №1------ ბრძანების თანახმად, ქ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის განხორციელებასთან დაკავშირებით, შეტანილ იქნა შპს ,,ს----------–-------------ის’’ კაპიტალში, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული დანართი №1-ში ჩამოთვლილი ოცდაათი ერთეული, მათ შორის №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 01 ივლისს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, კ---------------ში მდებარე 1285.00კვ.მ. უძრავ ნივთზე (ს/კ:№0---------------) დარეგისტრირდა შპს ,,ს----------–-------------ის“ საკუთრების უფლება.
მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 ივლისის №8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, თუმცა თავის მხრივ, აღნიშნული სადავო გადაწყვეტილება, როგორც უკვე აღინიშნა, განხორციელდა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №1------ ბრძანების საფუძველზე, რომლის კანონიერებასაც ადმინისტრაციული სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს. შესაბამისად, ვინაიდან სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ზემოაღნიშნული საფუძველი დღეის მდგომარეობით ძალაშია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოსა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე სწორად მოახდინა №0--------------- და №0--------------- და №0--------------- (რომელიც შემდგომ დაიყო №0---------------, და №0--------------- კოდებად) საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთების რეგისტრაცია, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული რეგისტრაციის შესახებ გადაწვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- და 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება: ლ--–----------–---–-- ზონის №1 სახლმშენებელი კ----------------------------- მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის და 10705 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე; ლ--–----------–---–-- ზონის მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის და 6448 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე; ქ. თბილისში, კ------------------ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის და 46621 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთიდან სახელმწიფო საკუთრებად რიცხული 34420 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და ქ. თბილისში, კ------------------ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდის და 1285 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენელმა ნ-------------–--ემ №-3------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №2--------) საფუძველზე მოითხოვა №0---------------, №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე ცვლილებების განხორციელება. მითითებული განცხადების საფუძველზე კი 2017 წლის 22 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №8-----------, №8----------- და №8----------- პირობითი სარეგისტრაციო განცხადებები №0---------------, №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
შესაბამისად, №8-----------, №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით 2017 წლის 25 სექტემბერს და 26 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №8--------------, №8-------------- და №8-------------- გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება №0---------------, №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთების შესახებ და მათ თანმდევ შედეგებზე.
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 04 ოქტომბერს სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლებმა თ----------------ემ და ნ-------------–--ემ №5-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- და 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილებით სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლების თ----------------ის და ნ-------------–--ის 2017 წლის 04 ოქტომბრის №5-------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბრის №8--------------, 2017 წლის 27 ოქტომბრის №8-------------- და 2017 წლის 31 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №8-----------, №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8-------------- და 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებები, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილშიც, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლების თ----------------ის და ნ-------------–--ის 2017 წლის 04 ოქტომბრის №5-------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც უკვე აღინიშნა სადავო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილებით სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლების თ----------------ის და ნ-------------–--ის 2017 წლის 04 ოქტომბრის №5-------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბრის №8--------------, 2017 წლის 27 ოქტომბრის №8-------------- და 2017 წლის 31 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №8-----------, №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სრულად იზიარებს საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტში გაკეთებულ განმარტებას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, კერძოდ: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე №2--------, რომლის თანახმადაც, ბათილად იქნა ცნობილი სს ,,მ---–----------ის’’ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №- სხდომის ოქმი, რომელიც წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 25 მაისის №8--------------, №8-------------- და №8-------------- გადაწყვეტილებების სამართლებრივ საფუძველს, რაც საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ ზემოხსენებული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი იყო, თუმცა, აღნიშნული რეგისტრაციების შემდეგ №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთები დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო შემდეგ განიკარგა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ, ხოლო №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი დაიყო №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებად, რომელთაგანაც №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ნაწილი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, №0--------------- კოდის მქონე უძრავი ნივთი კი ჯერ დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, შემდეგ კი შევიდა შპს ,,ს----------–-------------ის’’ კაპიტალში და დარეგისტრირდა მის საკუთრებად. წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით კი არ იყო განსაზღვრული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შემდეგ განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმების საკითხი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 25 სექტემბრის №8--------------, 2017 წლის 26 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს მოეთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტების წარდგენა, თუმცა, საჩივრის განხილვის ეტაპზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს მისთვის უნდა მოეთხოვა სასამართლო გადაწყვეტილების წარდგენა, რომლითაც ბათილად ან ძალადაკარგულად იქნებოდა ცნობილი №0---------------, №0--------------- და №0--------------- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შემდეგ განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილშიც, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლებს - თ----------------ეს და ნ-------------–--ეს, უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 29 ნოემბერს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ და №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №0---------------, თუმცა, თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება №2--------, რომელიც არ შეიცავდა ინფორმაციას გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების შესახებ, რადგანაც გადაწყვეტილების მიხედვით მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების მიტოვების შემდეგ, სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განკარგულ იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად ან ძალადაკარგულად იქნებოდა ცნობილი №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე სს ,,მ---–----------ის’’ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შემდეგ განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები.
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლებმა თ----------------ემ და ნ-------------–--ემ №7-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №----- გადაწყვეტილებით სს ,,მ---–----------ის’’ წარმომადგენლების თ----------------ის და ნ-------------–--ის 2017 წლის 27 დეკემბრის №7-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანოიერად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო გასაჩივრებული - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიღებულ იქნა სწორედ 2017 წლის 28 ნოემბრის №5----- გადაწყვეტილების საფუძველზე.
7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს სს „მ---–-----------“-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით. აქედან, სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის №8--------------, №8-------------- და №8-------------- გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მოთხოვნისთვის, რაზეც სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება და მითითებული 300 ლარიდან 150 ლარი დაუბრუნდა მოსარჩელეს, ხოლო 150 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი ასევე გადახდილ იქნა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნისთვის. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოცემული დავის ფარგლებში იმსჯელოს წინამდებარე მოთხოვნაზე გადახდილი ბაჟის საკითხზე. ხოლო დარჩენილი 1900 ლარიდან, 700 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (300 ლარი - სამი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე განხორციელებული რეგისტრაციებისთვის, 300 ლარი - ამავე ქონებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისთვის, ხოლო 100 ლარი სსიპ საჯარო რეესტრის მიერ 17.11.2018წ. N3---- მიღებული გადაწყვეტილებისთვის), 1200 ლარი კი, როგორც ზედმეტად გადახდილი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „მ---–----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სს „მ---–----------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 700 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
3. სს „მ---–-----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 1200 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი