გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0202100-8002345755 (2/465-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.12.2--8 წ. ქ. ზ---დიდი
შესავალი ნაწილი
ზ---დიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ვა-------------ა
წარმომადგენელი ხვ---------------ი
მოპასუხე შპს ,,აგ-------------ა“
წარმომადგენელი სე---–------------ა
დავის საგანი: გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე არდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვა-------------ასთან 0-.10.2--5 წ–დან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და მისი სამუშაოზე აღდგენა.
1.2. დამსაქმებლის ბრალით მოსარჩელის იძულებით მოცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის 36250 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
მოპასუხის მტკიცებით მოთხოვნა უსაფუძვლოა და ამავე დროს ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 0-.06.200- წ–დან ვა-------------ა შპს ,,აგ-------------ში“ მუშაობდა დაცვის დანაყოფში უფროსის მოადგილედ.
ამ თანამდებობაზე მისი დასაბეგრი ხელფასი შეადგენდა 1250 ლარს თვეში.
თანამშრომლის მოვალეობები აღწერილია, თუმცა არ შემოიფარგლება შრომის ხელშეკრულების დანართში – სამსახურებრივი მოვალეობების აღწერა, რომელიც ჩამოთვლილ ფუნქციებში ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ობიექტის ფიზიკურ დაცვაზე და მოიცავს აქტივების დაცვას, ინციდენტების დაკვირვებას, რეაგირებას, აგრეთვე გამოძიების ჩატარებას უსაფრთხოების წესის დარღვევაზე.
ხელშეკრულების მიხედვით დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო პირობები შეესაბამება საოფისე გარემოს. შპს ,,აგ-------------ს“ ზ---------------------–----------–---მ შესაძლოა მოითხოვოს მუშაობა საღამოს საათებში, შაბათ–კვირას და ასევე რეგიონში დროგამოშვებით გასვლა.
მუშაობის პერიოდში 07.04.2--4 წ მოსარჩელეს ადმინისტრაციისგან მიღებული აქვს მადლობა სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისთვის, გამოჩენილი ერთგულებისთვის და კომპანიის წინაშე დასახული მიზნების მისაღწევად გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–შრომის ხელშეკრულება
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–შპს ,,აგ-------------ს“ 07.04.2--4 წ წერილი
3.2. შპს ,,აგ-------------ს“ კუთვნილი ზ---------------------------------–----ში მდებარე თხილის პლანტაციებში 2--5 წლის სექტემბერში დაფიქსირდა ფიზიკური პირების მიერ კომპანიის კუთვნილი თხილის ქურდობის მცდელობა, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები 7 პირის მიმართ.
აღნიშნული ტერიტორია მოსარჩელის სამუშაო კონტროლის (დაცვის) ზონაში შედის. მოსარჩელის განმარტებით იგი შემთხვევის დღეს ადმინისტრაციის ნებართვით დროებით დათხოვნილი იყო სამუშაოდან ოჯახური პირობების გამო, ამასთან ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ბრძანებით მოხსნილი იყო დაცვა, რადგან მოსავალი აღებული იყო, თუმცა ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის საქმის მასალებში.
30.0-.2--5 წ. ვა-------------ას დამსაქმებელმა წერილობითი შეტყობინებით აცნობა, რომ 0-.10.2--5 წ–დან მასთან წყვეტს შრომის ხელშეკრულებას.
დამსაქმებელმა დასაქმებულს აცნობა, რომ იგი ვერ ასრულებს შრომის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა კომპანიის კუთვნილი ქონების დაკარგვაში, კომპანიის უსაფრთხოების წესების დარღვევის გზით, იმ რეგიონებიდან სადაც უსაფრთხოების დაცვა მოსარჩელის კომპეტენციას წარმოადგენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზ---დიდის რაიონული სამმართველოს 2-.03.2--8 წ წერილი M---------------7
– შეტყობინება 30.0-.2--5 წ (შპს ,,აგ-------------ს“ მენ----------------–ჩა)
– მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი
–სარჩელი
–შესაგებელი
3.3. მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრამდე – 12.03.2--8 წ–მდე პრეტენზია მოპასუხისთვის არ წარუდგენია.
27.12.2--7 წ მან მიმართა მოპასუხეს მოითხოვა მის სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რაც გამოუგზავნეს 08.0-.2--8 წ. ამავე დროს აცნობეს, რომ მის მიერ მოთხოვნილი პატაკი (იგულისხმება შემთხვევის დღეს ოჯახური პირობების გამო დროებით გათავისუფლების შესახებ) არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
– მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი
–შპს ,,აგ-------------ს“ გენ-----–-------------------------------------------------ის კოორდინატორის 08.0-.2--8 წ მიმართვა A----.0-.2--8/00-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ხანდაზმულია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128–ე, 129–ე, 130–ე, 1-4–ე, 1-5–ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის 38–ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128–ე მუხლების 1–ლი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
იმავე კოდექსის 129–ე მუხლის მე–3 ნაწილით ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას ადგენს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38–ე მუხლი.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38–ე მუხლის მე–4 – მე–7 ნაწილებით დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შეტყობინება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ მოსარჩელემ მიიღო 30.0-.2--5 წ და 0-.10.2--5 წ–დან მას სამსახურებრივი მოვალეობები არ შეუსრულებია.
მიღებული წერილობითი შეტყობინება შეიცავდა გათავისუფლების ფაქტობრივ დასაბუთებას. მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში რაიმე მოთხოვნა ან/და პრეტენზია მოპასუხისთვის მოსარჩელეს არ წარუდგენია.
მისი მიმართვა დაფიქსირდა მხოლოდ 27.12.2--7 წ, ხოლო სარჩელი აღიძრა 12.03.2--8 წ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 0-.10.2--5 წელს შესაბამისად სარჩელი აღძრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-4–ე მუხლის 1–ლი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
იმავე კოდექსის 1-5–ე მუხლით მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
მოცემულ სარჩელში მთავარი მოთხოვნაა გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, ხოლო დამატებითი – გათავისუფლების უკანონობის გამო დამსაქმებრის ბრალით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, რომლის მოთხოვნის უფლება ეფუძნება საქართველოს შრომის კოდექსის 32–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რომლის თანახმად თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ორივე მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1–ლი ნაწილის დანაწესებით უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ---დიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ---დიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირაკლი აბშილავა