გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.01.2019
საქმის ნომერი
140210017002144838
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017002144838

საქმე № 2/1682-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაიაკუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - სს „ტ--------ი“

წარმომადგენელი - ს--–-------–----–---–ი

მოპასუხეები - კ-------–-----ე

თ------------------–ი (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს: თ------------------–სა და კ-------–-----ეს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემცირებული დავალიანება 7201.12 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხეებს: თ------------------–სა და კ-------–-----ეს სს „ტ---- ბ---ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 13 სექტემბრიდან 4701.71 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე სოლიდარულად დაეკისროთ წლიური 13.50% სარგებლის გადახდა.

 

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

2015 წლის 12 აგვისტოს სს“კორ სტანდარტ ბ---სა“ და თ------------------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 6000 ლარი, წლიური სარეგელი -13.50%. შეთანხმებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული 10 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5%. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და კ-------–-----ეს შორის 2015 წლის 12 აგვისტოს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, ბ---ის წინაშე ძირითადი მოვალის ვალდებულებების შესახებ. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7341.54 ლარის ოდენობით. მოპასუხეები ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს პერიოდულად არღვევდნენ, 2016 წლის 01 ნოემბრიდან სესხზე გადახდა არ უწარმოებიათ, რის გამოც მოსარჩელეს ადგება ზიანი. ამასთან, მოსარჩელე მიუთიტებს, რომ 2008 წლის 26 ივნისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სს“ტ--------ი“ წარმოადგენს სს“კ----------------- ბ---ის“ უფლებამონაცვლეს.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

3.1. მოპასუხე კ-------–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარცელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოსა და ზიანის დაკისრების ნაწილში, ხოლო ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში მან ცნო სარჩელი.

 

3.2. მოასუხე თ------------------–ს არც შესაგბელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხე თ------------------–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 6000 ლარი, წლიური 13.50% სარგებლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ერთჯერადად 10 ლარის ოდებობით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული თანხის 0.5%.

 

მტკიცებულება:

- სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. მოსარჩელესა და მოპასუხე კ-------–-----ეს შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7341.54 ლარით.

 

მტკიცებულება:

- თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხეების მიერ ხელშეკრულოებებით ნაკისრი ვალდებულებები კრედიტორი წინაშედაირღვა, მათ 2016 წლის 01 ნოემბრიდან სესხზე გადახდა არ უწარმოებიათ, შესაბამისად მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

მტკიცებულება:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გადახდების ისტორია;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს თ------------------–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მხარეები მოექცნენ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ანუ ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ უფლებები და ვალდებულებები, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას,განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავო არ გაუხდიათ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერების საკითხი, ასევე დადგენილადაა მიჩნეული ის ფაქტი, რომ მოპასუხეები პერიოდულად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და 2016 წლის 01 ნოემბრიდან მათ სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები არ უწარმოებიათ, შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვის უფლება. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ერთჯერად ჯარიმა 10 ლარის ოდენობით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო არ არის გამდიდერების ანდა სარგებლის მიღების საშუალება, არამედ იგი წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას ვალდებულების დარღვევისათვის. სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლო 2000 ლარის ოდენობით, რასაც სასამართლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს დარღვევის ხასიათთან და ხარისხთან მიმართებით, იყენებს რა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, მიიჩნევს, რომ იგი უნდა შემცირდეს 0,022%-მდე.

 

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეთათვის ზიანის დაკისრების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას მიადგა ზიანი მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო, ვინაიდან მხარეს რომ თავისი ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა ბ---ს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე შეეძლებოდა მიეღო შემოსავალი. განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი ის ფაქტი რომ მოსარჩელე არის საბ---ო დაწესებულება, რომელიც ფულადი თანხის გასესხებით იღებს მოგებას, მოპასუხეებმა კი დაარღვიეს ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა ვეღარ მიიღო შემოსავალი. შესაბამისად, სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოპასუხეებისათვის 2017 წლის 13 სექტემბრიდან ძირი თანხის 4701.71 ლარზე წლიური 13.5% ის დაკისრებას.

 

6.7. გარდა ზმოთ მითითებულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში 2015 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხე კ-------–-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, ძირითადი მოვალის ვალდებულების შესასრულებლად, თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7341.54 ლარით. აქედან გამომდინარე თავდებს ძრითად მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება პასუხისმგებლობის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სარჩელი თ------------------–ის და კ-------–-----ის მიმართ საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 273.16 ლარი, ამასთან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 5202.12 ლარის ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 273.16 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 111.16 ლარი, ხოლო დარჩენილი 162 ლარიდან 66.12 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციონაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს: კ-------–-----ეს და თ------------------–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5401.12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 4701.71 ლარი, სარგებელი - 499.41 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი.

 

3. მოპასუხეებს: კ-------–-----ეს და თ------------------–ს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 13 სექტემბრიდან ძირითადი თანხის 4701.71 ლარის წლიური 13,50% გადახდა, ყოველთვიურად 52.89 ლარის ოდენობით, ამასთან თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვროს 7341.54 ლარით.

 

4. მოსარჩელე სს „ტ--------ს“, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან, 273.16 ლარიდან დაუბრუნდეს 111.16 ლარი, ხოლო 162 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. მოპასუხეებს: კ-------–-----ეს და თ------------------–ს ოსარჩელე სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 66.12 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი