გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
190210118002681246
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-2842-18

(საქმე N190210118002681246)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი”

წარმომადგენელი - გ------- ლ------

 

მოპასუხეები: გ------- თ----ე, ტ------–- დ-------–---–ი,ი-–-- ჯ-------–---–ი,გ------- მ----–---–ი,მ----- თ----ე

 

დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გ------- თ----ეს , ი-–-- ჯ-------–---–ს, გ------- მ----–---–ს, ტ------–- დ-------–---–ს და მ----- თ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,, ლ-------------ის’’ მიმართ შემცირებული დავალიანების 13915,78 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 8774,3 ლარი, პროცენტი - 2241,48 ლარი და შემცირებული ჯარიმა 2900 ლარი) გადახდა.

თავდებების- ი-–-- ჯ-------–---–ის, გ------- მ----–---–ის, ტ------–- დარუბაშვილის და მ----- თ----ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 15450 ლარით.

1.2. გ------- თ----ეს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს N11647862 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 ლარის (აღნიშნული მოთხოვნა დარჩა განუხილველი).

1.3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 426,47 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟების 50-50 ლარის სრულად გადახდა .

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 25 თებერვალს , სს ლ-------- ბ-----’’ და გ------- თ----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N401/0002/2016/32835 , რლომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო ,საბანკო კრედიტი 15000 ლარის ოდენობით. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 28 %. ვადად განისაზღვრა 36 თვე . ყოველთვიური შესატანის ოდენობა 620,45 ლარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 1 %- ის ოდენობით .

ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 25 თებერვალსვე , გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/32835-1 , სს ,, ლ-------------სა’’ და ი-–-- ჯ-------–---–ს შორის , ასევე თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/32835-2 სს ,,ლ-------------სა’’ და გ------- მ----–---–ს შორის, ასევე თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/32835-3 სს ,, ლ-------------სა’’ და ტ------–- დ-------–---–ს შორის, ასევე თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/32835-4 სს ,,ლ-------------სა’’ და მ----- თ----ეს შორის ,რომლის საფუძველზეც, მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა , ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა ,მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი .

სს ,,ლ-------------მა’’ შესარულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება.მოპასუხეებმა კი დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 06 ნოემბერს და დღემდე არ ასრულებს მას. აქედან გამომდინარე 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ ,სესხზე N401/0002/2016/32835 ერიცხება დავალიანება 19448,77 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა-8774,3 ლარი, პროცენტი - 2241,48 ლარი , ჯარიმა - 8432,99 ლარი ) ოდენობით, თუმცა სს ,,ლ-------------ი’’ თანახმაა ამ ეტაპზე დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე მოვალეს მოსთხოვოს შემცირებული დავალიანების გადახდა 13915,78 ლარის ( საიდანაც ძირი თანხაა- 8774,3 ლარი, პროცენტი- 2241,48 ლარი, შემცირებული ჯრიმა - 2900ლარი) ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა გ------- თ----ემ, ტ------– დ-------–---–მა,ი-–-- ჯ-------–---–მა, გ------- მ----–---–მა და მ----- თ----ემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 25 თებერვალს , სს ლ-------- ბ-----’’ და გ------- თ----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N401/0002/2016/32835 , რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო ,საბანკო კრედიტი 15000 ლარის ოდენობით. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 28 %. ვადად განისაზღვრა 36 თვე . ყოველთვიური შესატანის ოდენობა 620,45 ლარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 1 %- ის ოდენობით .

 

3.1.2. 2016 წლის 25 თებერვალსვე , გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/32835-1 , სს ,, ლ-------------სა’’ და ი-–-- ჯ-------–---–ს შორის,რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა , ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა , მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი .

 

3.1.3. 2016 წლის 25 თებერვალსვე , გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/32835-2 , სს ,, ლ-------------სა’’ და გ------- მ----–---–ს შორის,რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა , ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა ,მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი .

 

3.1.4. 2016 წლის 25 თებერვალსვე , გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/32835-3 , სს ,, ლ-------------სა’’ და ტ------–- დ-------–---–ს შორის,რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა , ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა ,მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი .

 

3.1.5. 2016 წლის 25 თებერვალსვე , გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/32835-4 , სს ,, ლ-------------სა’’ და მ----- თ----ეს შორის,რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა , ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა ,მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი .

 

3.1.6. სს ,,ლ-------------მა’’ შესარულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება.მოპასუხეებმა კი დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 06 ნოემბერს და დღემდე არ ასრულებს მას.

 

3.1.7 მოპასუხეს, 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ ,სესხზე N401/0002/2016/32835 ერიცხება დავალიანება 19448,77 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა-8774,3 ლარი, პროცენტი - 2241,48 ლარი , ჯარიმა - 8432,99 ლარი ) ოდენობით, თუმცა სს ,,ლ-------------ი’’ თანახმაა ამ ეტაპზე დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე მოვალეს მოსთხოვოს შემცირებული დავალიანების გადახდა 13915,78 ლარის ( საიდანაც ძირი თანხაა- 8774,3 ლარი, პროცენტი- 2241,48 ლარი, შემცირებული ჯრიმა - 2900ლარი) ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ასლი 07 ფურცელზე)

- 2016 წლის 25 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება 0002/2016/32835-1 (ასლი 04 ფურცელზე)

- 2016 წლის 25 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება 0002/2016/32835-2 (ასლი 04 ფურცელზე)

- 2016 წლის 25 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება 0002/2016/32835-3 (ასლი 04 ფურცელზე)

- 2016 წლის 25 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება 0002/2016/32835-4 (ასლი 04 ფურცელზე)

- გაფრთხილების წერილები (ასლი 11 ფრუცელზე)

- საფოსტო გზავნილები ( ასლი 10 ფურცელზე)

- ამონაწერი მოპასუხის ანგარიშიდან (დედანი 03 ფურცელზე)

- ცნობა დავალიანების შესახებ ( ასლი 02 ფურცელზე).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------------ის” სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 405-ე, 418-420-ე, 427-ე-429-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა გ------- თ----ემ, ტ------– დ-------–---–მა, ი-–-- ჯ-------–---–მა, გ------- მ----–---–მა და მ----- თ----ემ ცნეს სარჩელი სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ლ-------------ის” სარჩელი განსახილველ მოპასუხესთან მიმართებით უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლ-------------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალეს მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარჩელი ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო (2900 ლარი) მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სრულად, შესაბამისად, გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 პრიმა მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ ძალაში უნდა დარჩეს მოპასუხეების ტ------–- დ-------–---–ისა და მ----- თ----ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ტ------– დ-------–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის მდებარე ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №41, ს/კ 02.04.02.092.01.046 გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

ასევე მოპასუხე მ----- თ----ეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. რუსთავი, მესხიშვილის გას. I, №3, ს/კ 02.03.02.051.01.072 გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ ითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.

ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,ლ-------------ის" სარჩელი გ------- თ----ის, ტ------–- დ-------–---–ის, ი-–-- ჯ-------–---–ის, გ------- მ----–---–ისა და მ----- თ----ის მიმართ.

 

2. მოპასუხეებს გ------- თ----ეს, ტ------–- დ-------–---–ს, ი-–-- ჯ-------–---–ს, გ------- მ----–---–სა და მ----- თ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის” სასარგებლოდ - 13 915,78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს - 8774,3 ლარს, პროცენტი - 2241,48 ლარს და შემცირებული ჯარიმა - 2900 ლარს.

- თავდებების - ი-–-- ჯ-------–---–ის, გ------- მ----–---–ის, ტ------–- დ-------–---–ის და მ----- თ----ის , თითოეულის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 15450 ლარით.

 

3. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს" დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 16 ოქტომბერს (საგადახდო დავალება #5148418238) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 426.47 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა 16.10.2018 წ. სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 300063150.

მოსარჩელის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს სარჩელის უზრუნველოყოფის ღონისძიებისთვის (საგადახდო დავალება #5148418199) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და ასევე 16.11.2018წ. საგადახდო დავალება # 1 გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოსარჩელე სს ,, ლ-------------ის’’ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

 

5. ძალაში დარჩეს მოპასუხეების ტ------–- დ-------–---–ისა და მ----- თ----ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ტ------– დ-------–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის მდებარე ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №41, ს/კ 02.04.02.092.01.046 გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

ასევე მოპასუხე მ----- თ----ეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. რუსთავი, მესხიშვილის გას. I, №3, ს/კ 02.03.02.051.01.072 გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი