განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2019
საქმის ნომერი
010100118002458458
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100118002458458

საქმეN1-458/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27.12.2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - თ---------------–---–ი

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ო----ს ვ------------ნ

მამის სახელი: ა-–-------

დაბადებული: 3-.09.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ა---------–- საშუალო

ნასამართლობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ფაქტობრივი მისამართი: ს------------–----–----------------------–--------------------

 

ბრალდებულის ადვოკატები - ხ-------------–--–-----------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N17113-418003

 

აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი

 

1.1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ. ბათუმში, ვ------------------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ო----ს ვ------------ნმა თანნაქონი დანის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბ--- ფ---------ეს მუცლის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ბ--- ფ---------ე გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

1.2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 13 აპრილს დაახლოებით 06:00 საათზე ქ. ბათუმში, ვ------------------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ო----ს ვ------------ნმა თანნაქონი დანის გამოყენებით, ბ--- ფ---------ეს დანის ერთხელ მოქნევით მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ო----ს ვ------------ნის მიერ ბ--- ფ---------ის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2.სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელ----ტურობისა და საკმ----სობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.3.სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 13 აპრილს ო----ს ვ------------ნის მიერ ბ--- ფ---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულის ბ--- ფ---------ის გამოკითხვის ოქმი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღებები და სასამართლოს განჩინებები მათი კანონიერად ცნობის შესახებ, ამოღებული ნივთები, ბრალდებულის ო----ს ვ------------ნის ჩვენება, მოწმეების: ჰ---–---------–--ის, ნ--------------ის, ზ-----------–--ის, ვ-------------------ის, მ-----------------ს, გ---------------–--ის, დ---------–--–---–ის, კ-------------------ის გამოკითხვის ოქმები; ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები; ფარული საგამოძიებო მოქმედების, ბ--- ფ---------ის პალატაში განხორციელებული ვიდეო აუდიო ჩაწერის მასალები ; ექსპერტიზის დასკვნები;

 

2.4.დაზარალებული, ბ--- ფ---------ე, მიუხედავად მცდელობისა ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქმის განხილვისას; დაცვის მხარემ წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომ ბრალდებულის მიმართ მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია; ბრალდების მხარემ იშუამდგომლა ჩვენების გამოქვეყნება;

 

დაზარალებულის ბ--- ფ---------ის გამოძიების მიმდინარეობისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს ბათუმში იმყოფებოდა, ძირითადად ცხოვრობს თბილისში და იმ დროს სტუმრად იყო ბიძასთან; მეგობრები მოინახულა და მიიღო ალკოჰოლური სასმელებიც, არაყიც, ღვინოც, საღამოს მიიღო ლუდი; ალკოჰოლური სასმელი მოერია და აღარ ახსოვს, სად და ვისთან იყო ღამის საათებში; როცა გონს მოვიდა, იმყოფებოდა საავადმყოფოში; როგორც ექიმმა აუხსნა აქვს ერთი ჭრილობა მუცლის არეში და ჩაუტარდა ოპერაცია; გადის სტაციონალურ მკურნალობას; არ ახსოვს სად, როდის და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები; (იხ ტ-1, ს.ფ. 115-116);

 

2.5. ჰ---–---------–--ემ განაცხადა, რომ ნ--------------ესთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, ხანდახან მიდიოდა მასთან ბე-------------------ს ქუჩების კვეთაში ჰქონდა ქირით ბინა; ნ---- ცხოვრობდა მეგობარ გოგონასთან - მ----სთან ერთად; ბ--- ფ---------ეს იცნობს მისი მეგობარია; 2018 წლის 13 აპრილს , ნ----სთან იყვნენ ბინაში, იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს; მ----ამმა თქვა, რომ მისი „ბიჭი“ ჩამოდიოდა და შესახვედრად წავიდა; ცოტა ხანში მოვიდნენ და გააგრძელეს დალევა; იქ გაიცნო და შეხვდა პირველად ო----სს; რამდენიმე ხნის შემდეგ ო----სი და მ----ამი წავიდნენ, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ, თავად მ----მ დაურეკა ნ----ს როგორც ახსოვს; გაგრძელეს დალევა, იმ დღეს მთელი დღე სვამდა, თუმცა არ იცის ზუსტად რამდენი დალია; ალბათ 24:00 საათის შემდეგ იქნებოდა, როცა გავიდნენ გარეთ გასასეირნებლად, ო----სის თხოვნით, რომ ქალაქი დაეთვალიერებინათ; წავიდნენ პუ–---ის ქუჩით, გადაკვეთეს ყოფილი ცხაკაიას ქუჩა, სეირნოებდნენ; გზაში ო----სი და ბ--- კამათობდნენ, რამდენჯერმე მოუხდათ შელაპარაკება და ქუჩაში ჩერდებოდნენ დრო და დრო; თავად ყოველთვის აშველებდა ხან ერთს და ხან მეორეს მოუწოდებდა სიმშვიდისკენ; თუმცა ისეთი დაძაბული კამათი არ ყოფილა, ხელითაც ჰქონდა ადგილი შეხებას;

ერთ ადგილზე შეჩერდნენ ბ--- და ო----სი საუბრობდნენ, თავად მის ძმას ესაუბრებოდა ტელეფონზე და ამ დროს მოხდა დარტყმა მუცლის არეში ერთხელ; მივიდა და ცდილობდა, რომ განემუხტა ეს ყველაფერი, თავად გაიკაწრა ხელი გაშველებისას;

ო----ს ვ------------ნს ჰქონდა დანა, სხვას არავის; იქ მოხდა ხელით შეხება, დაჭრის შემდეგ და დაჭრამდეც მოხდა შეხება მათ შორის; კამათობდნენ, ჩხუბობდნენ, კამათი მიდიოდა თავიდან ხელის დარტყმა არ ყოფილა; კამათის მიზეზი იყო უწმაწური სიტყვების გამოყენება; უწმაწურ სიტყვებს იყენებდა ო----სი და თავიდან ამაზე ბ---მ გაამახვილა ყურადღება და შენიშვნას აძლევდა, რომ მაგიდასთან თავი შეეკავებინა; შემდეგ ეს გზაშიც გაგრძელდა ისევ;

ტელეფონზე დასრულებული ჰქონდა საუბარი, მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, სიგარეტს მოუკიდა და ამ დროს დაინახა ო----ს ვ------------ნის ხელში დანა და დარტყმის პროცესი; თან დაიძახა ბ---მ დამჭრესო; კამათის მიმდინარეობისას ბ--- გამობრუნდა და ამ ჩანდა, რომ დანა ო----ს ვ------------ნს ეჭირა, სწრაფად მივარდა მის შესაჩერებლად; როცა მივიდა და დანის ხელით წართმევას ცდილობდა, წაიქცნენ ძირს იყვნენ და ამ დროს მოხდა ბ---ს მხრიდან დარტყმაც შესაძლებელია ო----სზე თავის არეში;

დაჭრის შემდეგ იქ ერთი პირი იყო, ტაქსი მოიყვანა და ჩასვეს; ბ---ს საავადმყოფოში წასვლა არ უნდოდა და თავდაპირველად ისევ იმავე ბინაში დაბრუნდნენ; ეზოში ჩამოვიდნენ გოგონებიც, და რომ დაინახეს ბ---ს მდგომარეობა დამძიმდა, მ----მ, გამოიძახა სასწრაფო; თავად ბ---მ უთხრა გოგონებს რაც მოხდა;

კამათი დაჭრამდე დაახლოებით 10 წუთი იქნებოდა, რომ გაგრძელდა; დანა რომელი ხელით დაარტყა არ იცის; დანის დარტყმის დროს იქვე იყო და დაინახა; ერთხელ მოხდა დარტყმა; შემდეგ, როცა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, თავად მიუთითა განვითარებულ მოქმედებებზე; თავად მხედველობა აქვს გაძნელებული, ცალი თვალით ვერ იხედება, თუმცა ამ ყველაფერს, რაზეც საუბრობს, ხედავდა;

 

სავადმყოფოში მიაკითხა ბ---ს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდა მხოლოდ და სხვა საუბარი არ ყოფილა;

 

ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები აჩვენეს, თუმცა არ ახსოვს მეორე დღე იყო თუ შემდგომი პერიოდი; იქ ისედაც ყველაფერი ჩანს;

ადასტურებს, რომ დაჭრის მომენტამდე ხელით შეხება იყო, იყო მოქაჩვები, თავად ო----სისთვის მას არ დაურტყამს, სულ აშველებდა და არ ახსოვს, რომ დაერტყა ო----სისთვის; ორივეს ეუბნებოდა გაჩერებულიყვნენ; შეიძლება ხელითაც შეეხო „მოაჟანჟღალა“, მაგრამ ცემა არ ყოფილა, მას არ დაურტყამს; ბ--- ფ---------ემ სახეში დაარტყა თუ არა, მას არ დაუნახავს, თუმცა შეიძლება იყო შეხება, არ გამორიცხავს;

საქმის განხილვისას ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რომლის სისწორეც ასევე დაადასტურა ჰ---–---------–--ემ; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 28.09.2018წ, 12:54:12სთ-13:58:05სთ)

 

2.6.მოწმის სახით დაკითხვისას დ---------–--–---–მა განაცხადა, რომ 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიმღები ექიმის თანამდებობაზე;

ბ--- ფ---------ე, როგორც ახსოვს, შემოიყვანა სასწრაფოს ბრიგადამ; მარცხენა მხარეს მუცლის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა; მისი გადმოცემით დაზიანება მიიღო სადარბაზოში დაცემით, შემოყვანისას იყო კონტაქტური, ჩვეულებრივად საუბრობდა და პასუხობდა შეკითხვებს; ჭრილობა იყო ღრმა გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში; ამის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ჰქონია, მალევე აიყვანეს საოპერაციოში; პოლიციის განყოფილებას ატყობინებენ ზოგადად როცა ჭრილობაა და დაზიანებებია აქვს შემოსულ მოქალაქეს; ჩანაწერი რაც არის ის ზუსტია, თავად ვერ იხსენებს ყველაფერს, როგორც ახსოვს ჰქონდა ერთი ჭრილობა (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 28.09.2018წ, 12 :17: 09სთ -12:23:38სთ) ;

 

2.7. მოწმის სახით დაკითხვისას ი-----–---------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში 2016 წლიდან არის აღნიშნულ თანამდებობაზე; 2018 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, კონკრეტულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში; მოქ. ო----ს ვ------------ნმა დაჭრა ბ--- ფ---------ე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა გამომძიებელი ექსპერტები, ექსპერიმენტი დაიწყო სამმართველოდან გამომძიებელი ზ-------–---–---–ი; განემარტათ მონაწილეებს უფლებები; ჰ---–---------–--ე მონაწილეობდა, აუხსნა გამომძიებელმა უფლებები, მის მიერ მიცემული ინფორმაცია წაიკითხა, აუხსნა, რომ რაც ინფორმაცია მიაწოდა უნდა ეჩვენებინა პრაქტიკულად; ჰ---–---------–--ემ აჩვენა მისი და მისი თანმხლები პირების გადაადგილება საცხოვრებელი ბინა სადაც იმყოფებოდნენ; თან აკეთებდა ახსნას, თუ რას მოქმედებდნენ, ჰ---–---------–--ის ჩვენების მიხედვით მოუვიდათ წაკამათება ვ------------ნსა და ბ--- ფ---------ეს შორის და დაინახა, რომ დანით დაჭრა ვ------------ნმა; ამის შედეგ აღმოუჩინეს დახმარება, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა; ჰ---–---------–--ემ რაც განმარტა და აჩვენა ზუსტად აღნიშნული აისახა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში; ოქმი დადასტურეს მონაწილეებმა ხელის მოწერით; საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დღის მეორე ნახევარში; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 28.09.2018წ, 12:26:16სთ-12:39:41სთ) ;

 

2.8.კ-------------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 13 აპრილს დილით გამოვიდა სახლიდან მანქანით მეუღლესთან ერთად, ის მოძრაობდა გორკის ქუჩაზე მა------ის ქუჩამდე არ მისული ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა გზაზე და თხოვა, რომ მიეყვანა საავადმყოფოში; ჩაჯდა, მეუღლე მიიყვანა და დატოვა მალევე; გააგრძელა გზა და ლერმონტოვის ქუჩით ავიდა პუ–---ის ქუჩაზე და მგზავრი ჩამოსვა საავადმყოფოსთან; შეამჩნია, რომ თავი ჰქონდა გატეხილი; ერთხელ ყავს ნანახი და არ ახსოვს და გაუჭირდება არის თუ არი ის პირი ბრალდებული; იმ დღესვე შეეძლო ამოეცნო, უკვე გარკვეული პერიოდი გასულია, შავი ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა; უკან, რომ დაჯდა მოხრილი იყო და არც დაკვირვებია, მხოლოდ აკვირდებოდა მის მოძრაობას და მას, რომ გონება არ დაეკარგა; არ უკითხავს თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა დაზიანება; თავად არ გადმოსულა მანქანიდან თვითონ გადმოვიდა და შევიდა; დაელოდა მანამ, სანამ არ შევიდა შენობაში და წამოვიდა; (იხ ოქმი 27.09.2018წ; 14:08:04სთ- 14:14:32სთ);

 

2.9. თ-----------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე მოძრაობდა ჭა------ის ქუჩაზე გააჩერა მისთვის უცნობმა პირმა, უთხრა, რომ ორი ადამიანი ყავდა წასაყვანი ჩაისვა მანქანაში, თავად ვინაც გააჩერა ის წინ დაჯდა; დანარჩენი ორი უკან, ერთერთი მოხრილი იყო და მეტაქსას ქუჩაზე შევიდა, კიროვისა და ბე----ს ქუჩების კვეთაში დატოვა; ისინი არ საუბრობდნენ, თავადაც არ შეუმჩნევია რაიმე საეჭვო გარემოება; ის ვინც წინ იჯდა ცოტა მანძილით გასცდა ამ ადგილს და ჯა-------ის ქუჩაზე მისივე თხოვნით დატოვა, მისივე განმარტებით მიდიოდა სამსახურში, გადაუხადა 5 ლარი მომსახურებისთვის; (იხ ოქმი 27.09.2018წ; 14:19:01სთ-14:25:3-სთ)

 

2.10.მოწმის სახით დაკითხვისას ზ-----------–--ემ განაცხადა, რომ იყო ოპერაციის ოპერატორი, ოპერაციული ჩარევა დაჭირდა ბ--- ფ---------ეს, მოყვანილი იყო სასწრაფოს ბრიგადით ნახა 09:00 საათზე შემავალი ჭრილობა იყო მარცხენა თეძოს ფოსოში, დაზიანებული ოყო ჯორჯალი, ასევე მსხვილი ნაწლავის; 2018 წლის 13 აპრილს შემოიყვანეს 07:26 საათზე 10:00 საათზე უკვე დაიწყო ოპერაცია; ჭრილობა საშიში იყო სიცოცხლისთვის ოპერაცია; დროულად ჩატარდა და შედეგიც დადგა, ოპერაცია რაც უფრო დაგვიანდებოდა, მით უფრო უარესი იქნებოდა შედეგი; ბ--- ფ---------ე საავადმყოფოში გაჩერდა 6 დღე; ის შემოსვლის დროისათვის იყო ნასვამ მდგომარეობაში და განაცხადა რომ მოაჯირზე მიიღო დაზიანება; ჭრილობა იყო ბასრი საგნით მიყენებული, ჯორჯალიდან შემავალი ჭრილობა იყო მსხვილი ნაწლავი იყო არასრულად დაზიანებული, პირველმა ჭრილობამ გამოწვია ჯორჯალის დაზიანება დაახლოებით 14 სმ ამოიკვეთა და წვრილი ნაწლავის დაზიანება მოიკერა; შემავალი ჭრილობა იყო დაახლოებით 1.5 სმ; დაზარალებული რა პოზაში, მდგომარეობაში იმყოფებოდა დაჭრის მომენტისთვის, მისთვის უცნობია და რამდენ სმ-ზე იყო შემავალი ჭრილობა, ამაზე ზუსტ პასუხს ვერ იძლევა, რადგან ნაწლავი არის მოძრავი და ის სად იმყოფებოდა დაზიანებისას, ვერ ადგენს; პაციენტი იყო ნასვამი და კონტაქტისთვის განწყობილი არ ყოფილა; მან განაცხადა, რომ წაიქცა სადარბაზოში; (იხ ოქმი 19.10.2018წ; 13:34:10სთ-13:39:27სთ);

 

2.11.მოწმის სახით დაკითხვისას ა-–------ ვ------------ნმა განაცხადა, რომ არის ბრალდებულის მამა, როდის წამოვიდა ვერ გაიხსენებს იმ დღეს თანხა თხოვა 50 ლარი, მეგობართან წასვლა სურდა; იშოვა ეს თანხა და მისცა; არ უთქვამს სად მიდიოდა, მეორე დღეს დაბრუნდა; ცოტა ნერვიულია და ზედმეტ კითხვებს არ უსვამდა; შუადღე არ იქნებოდა, განერვიულებული იყო, როცა აფორიაქებულია ვერაფერს ვერ ეკითხება, რადგან უფრო ანერვიულდება და იკეტება და თავის თავსაც იზიანებს; ცოტა ხნის შემდეგ ყავა უყვარს და ყავა მიუტანა; დასხდნენ და ნელ ნელა დაუწყო საუბარი; ხელი ჰქონდა დაზიანებული; რა მოუვიდა შეეკითხა; ტანსაცმელზეც სისხლი ჰქონდა; გაკაწრული ჰქონდა, უთხრა, რომ დაეცა; შემდეგ კანკალებდა, სიგარეტს ეწეოდა, ცოტა ხნის შემდეგ ჭამა მოინდომა, ერთი პერიოდი გარეთ გავარდა და ღებინება დაიწყო; შეამჩნია რომ არანორმირებულად ჭამა; შევიდა თავის ოთახში, თავად ბაზარში, სამუშაო ადგილზე წავიდა, რომ დაბრუნდა ბაზრიდან ისევ თავის ოთახში იყო; იმ დღეს არ გასულა სადმე; ისევ ყავა მოადუღა და ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები, მის მეუღლეს უნახავს რომ სისხლი თავზეც ჰქონდა; პოლიციელებმა უთხრეს, რომ კაცი დაუჭრია; თავად არაფერი არ უთქვამს, მასთან საუბარი არ ჰქონია; როცა ყავას სვამდა, თქვა მხოლოდ რუსულად არაფრის გამოო; დაზარალებული ნახა საავადმყოფოში, მას შეეკითხა რაიმე სახის პრეტენზია თუ ჰქონდა; მაგრამ შემდეგ არ მისულა, უთხრეს, რომ არ შეიძლებოდა მასთან კონტაქტი, თუ საჭირო გახდება ნახავს;

ზოგადად, როცა გარკვეულ პერიოდში აგრესიული იყო, ჩაიკეტებოდა ოთახში; მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ბავშვობიდან; 2006 წელში მეზობლის ბავშვმა რაღაც საგანი ესროლა, თავში მოხვდა და ამის შემდეგ უფრო დამძიმდა; იმ დროს წოლითი რეჟიმი ჰქონდა; დაყავდა მკურნალ ექიმთან; მას თავისი მოძღვარიც ყავს და იქ ტაძარშიც წაიყვანა; შეალოცვინა მოძღვარს; ღუდუშაურში მკურნალობდა, გარკვეული პერიოდი იწვა, დანიშნულებაც გამოატანეს; ბოლოს წამლების სმა მიატოვა; იმ დროს როცა აგრესიული იყო, შეეძლო ვენა გადაეჭრა, მინა ჩაემტვრია; თუმცა იმ დროს, როცა წავიდა ბათუმში, ნორმალურად იყო; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 19.10.2018წ 13:44:51სთ-14:03:23სთ);

 

2.12.საქმის განხილვისას ბრალდების მხარის შუამდგომლობით საჯაროდ გამოქვეყნდა ასევე მოწმეების - მ----ამ ი--------ს და ნ--------------ის ჩვენებები;

 

ნ--------------ის გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხვით დადგენილია, რომ მ----ამ ი--------სთან ერთად ქირით ცხოვრობდა ქ. ბათუმში ბ-------------------------------------–-------------------------–-----------ში ;

2018 წლის 12 აპრილს მათთან ერთად ბინაში იყო მისი მეგობარი ჰ---–---------–--ე; დაახლოებით 15:00 საათი იქნებოდა, როცა გაიღვიძეს, მ----ამმა უთხრა მათ რომ მისი მეგობრული მამაკაცი ჩამოდიოდა სენაკიდან და მისდიოდა მის დასახვედრად; და მოიყვანდა ბინაში; წასვლიდან დაახლოებით ერთ საათში მ----ამი დაბრუნდა გააცნო მათ ო----ს ვ------------ნი; დაიწყეს დალევა, მამაკაცები სვამდნენ არაყს, ის და მ----ამი სვამდა ცოტ ცოტას; მაგიდასთან ო----ს ვ------------ნმა დაიწყო აგრესიული საუბარი; იგინებოდა ხშირად, რაზეც ჰ---–---მა მას შენიშვნა მისცა, რომ იმყოფებოდა ოჯახში და გინება შეეწყვიტა; ამის შემდეგ ო----სმა მოიხადა ბოდიში, განაცხადა, რომ უნდოდა დაძინება და მ----ამთან ერთად წავიდნენ ნაქირავებ ბინაში, რომელიც მდებარეობდა სასტუმრო რედისონთან ახლოს; იქნებოდა დაახლოებით 18:3- საათი; ისინი გააცილეს და თავადაც დაიძინეს; იქნებოდა დაახლოებით 01:00 საათი, გააღვიძა ტელეფონის ზარმა; ჰ---–---------–--ეს ურეკავდა მისი მეგობარი გი--------------ე; დაახლოებით ნახევარ საათში ამოვიდა ბინაში და დაიწყეს ლუდის დალევა; ტელეფონზე ამის შემდეგ დაუკავშირდა მ----ამ ი--------, რომელიც იმ დროს ქუჩაში სეირნობდა ო----სთან ერთად და დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ ისინიც ამოვიდნენ ბინაში; ჰ---–---------–--ემ ო----სს გააცნო ბ--- ფ---------ე და განაგრძეს დალევა; ო----სმა თქვა რომ წასულიყვნენ ქალაქი დაეთვალიერებინათ და თან კიდე ლუდი დაელიათ; მ----ამს უნდოდა წასვლა და მასაც, თუმცა ო----ს ვ------------ნმა უარი განაცხადა მ----ამის გაყოლაზე და ჰ---–---საც ეუბნებოდა, რომ გაეჩერებინა ის; ჰ---–---მა შენიშვნა მისცა, რომ როგორც უნდოდა ისე მოექცეოდა ის თავის გოგოს, ო----სი გაღიზიანებული იყო ხმამაღლა საუბრობდა და იგინებოდა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, რაზედაც ბ--- ფ---------ემ მას რამოდენიმეჯერ შენიშვნა მისცა ; დაახლოებით იქნებოდა დილის 05:00 საათი, წავიდნენ მამაკაცები ქალაქის დასათვალიერებლად; ცოტა ხნის გასვლის შემდეგ შეეხმიანა ჰ---–---------–--ეს და მან უპასუხა, რომ მალე დაბრუნდებოდნენ უკან; ამის შემდეგ დაურეკა და თხოვა კარები გაეღო, რახან არ გამოჩნდა მალე, გავიდა აივანზე, ბე----ს ქუჩის მხარეს დაინახა, ეზოში გაჩერებული მერსედესის მარკის ტაქსი, მანქანიდან გადმოვიდა ჰ---–---ი და ხელის დახმარებით გადმოიყვანა ბ--- ფ---------ე, ამით დაინტერესდა და მ----ამთან ერთად ჩავიდა ეზოში; მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა; დაინახეს, რომ ბ--- ფ---------ეს მუცელზე ორივე ხელი ჰქონდა მიჭერილი და იყო ჩამუხლული; ბ--- ფ---------ემ თქვა, რომ დაჭრეს, მაგრამ მას არ სურდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ ამ დროს პირიდან დაიწყო სისხლის ღებინება, გამოართვა ჰ---–---------–--ეს ტელეფონი და დარეკა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად; მ----ამი კი ამ დროს ტაქსით გავიდა აფთიაქში ბამბის სპირტის და ბინტის მოსატანად; მ----ამი დაბრუნდა, თან სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში; გაიგო რომ ბ---ს და ო----ს ვ------------ნს უჩხუბიათ; (იხ. ტ-1, ს.ფ. 68-71);

 

2.13. მ-----------------ს მიერ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ნ--------------ესთან ერთდა ცხოვრობს ბათუმში ბე----ს ქუჩის დასაწყისში, თან მუშაობს კაფე ბარში მიმტანის პოზიციაზე; 2018 წლის 12 აპრილს სამსახური დან დაბრუნებულს სახლში დახვდა ნ---- თავის მეგობარ ბიჭთან ჰ---–---------–--ესთან ერთად; დაახლოებით 13:00 საათზე დაუკავშირდა მის მეგობარი ბიჭი ო----ს ვ------------ნი, აცნობა, რომ გეგმავდა ბათუმში ჩასვლას; იქნებოდა 16:00 საათი, როცა დაუკავშირდა ბინის მისამართის დასადგენად; ო----სს დახვდა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც მიიყვანა მასაჟისტი ქალი, რომელმაც მასაჟი გაუკეთა ჰ---–---ს მათთან; შეიძინეს მზა საკვები, ასევე ლუდი და სიგარეტი და ავიდნენ ბინაში; ნ----სა და ჰ---–---ს გააცნო ო----სი; გაშალეს სუფრა და ივახშმეს თან დალიეს; შემდეგ ო----სმა თხოვა რომ გაყოლოდა, მას დღიურად ჰქონდა ნაქირავები ბინა სასტუმრო რედისონის მიმდაბარედ; იქ ცოტა ხანი ისაუბრეს ყავა დალიეს და ო----სი ამის შემდეგ წაიყვანა „ლ---------ში“, გოგებაშვილის ქუჩაზე; ცოტა ხანში დატოვეს კარაოკე-ბარი, რადგან არ მოეწონათ იქ სიტუაცია; გაისეირნეს სანაპიროზე სეირნობისას ჰ---–---ს დაუკავშირდა ო----სი და შეთავაზა კვლავ გაეგრძელებინათ დალევა; კვლავ შეიძინეს საკვები და ლუდი და დაბრუნდნენ ბინაში; იქ დახვდათ მისული ბ--- ფ---------ე; საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე; ო----სმა მოისურვა ქალაქში გასეირნება; ამაზე თანხმობა განუცხადა ჰ---–---მა, მაგრამ უარი თქვეს მისი და ნ----ს გაყოლაზე; რის შემდეგაც ბ--- ფ---------ე, ო----სი და ჰ---–---ი წავიდნენ ბინიდან; ჩაეძინა და რამოდენიმე ხნის შემდეგ გააღვიძა ნ----მ - ჰ---–---ი მოდისო უთხრა; რამდენიმე წუთში კი აცნობა, რომ ჰ---–---მა ხელით გადმოიყვანა ბ--- და ეზოში მანქანიდან და ჩასულიყვნენ; ეზოში დაინახა, რომ წელში მოხრილი იდგა ბ---, რომელმაც უთხრა მათ, რომ იყო დაჭრილი, ჰ---–---ი ღელავდა; ბ---მ სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა, მაგრამ მას აუტყდა ღებინება და სისხლი ამოიღო; ნ----მ გამოიძახა სასწრაფო, ხოლო თავად ტაქსით წავიდა ბინტის, ბამბის და სპირტის მოსატანად; სასწრაფო დახმარება მალევე მოვიდა; ამ დროს თავადაც მივიდა უკვე აფთიაქიდან. ბ--- ფ---------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში; გადაწყვიტა დაერეკა ო----სთან , ის გაურკვევლად საუბრობდა , იგინებოდა; კიდე მოსინჯა დაკავშირება, და ყვირილით პასუხობდა, საყვედურობდა, რომ იმათში გაცვალა, და რომ დატრუპა და კვლავ გათიშა; შემდეგ კავშირისას შეთავაზა, რომ მისულიყო მასთან სახლში და მშვიდად ესაუბრათ, თავიდან დათანხმდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და უთხრა, რომ მიდიოდა სამეგრელოში; ო----სს იცნობს დაახლოებით ერთ წელზე მეტი; ის ამ შემთხვევის შემდეგ აღარ უნახავს; ( იხ ტ-1 ს.ფ. 72-75);

 

2.14. საქმეში არსებული 2018 წლის 13 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ა-–---------------------ის მიერ, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსის დ. გოგიტიძისგან ამოღებული იქნა ბ--- ფ---------ის ტანისამოსი. წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დღისით, შენობაში, ხელოვნური განათების პირობებში. ამოღებული იქნა ერთი წყვილი შავი ფერის ნაჭრის წინდა; ერთი ცალი შავი ფერის სანთებელა, ერთი ცალი შავი ფერის ჯინსის შარვალი შავი ფერის ტყავის ქამრით, ერთი ცალი წითელი და თეთრი ნაჭრის მამაკაცის საცვალი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება წითელი ლაქები, ლურჯი ფერის ნაჭრის პულოვერი, რომელსაც წინა მხრიდან აღენიშნება მოწითალო ლაქა და დაზიანება, თეთრი ფერის ნაჭრის მოკლესახელოებიანი მაისური, რომელსაც ასევე წინა მხრიდან აღენიშნება ლაქა წითელი ფერის და დაზიანება, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი. აღნიშნული ტანსაცმელი დაილუქა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაესვა ბეჭედი. საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები და დასურათდა. (იხ. ტომი 1, ს/ფ 10-14).

 

2.15.საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ან---------------ის მიერ, ჰ---–---------–--ის (მოწმე), ე-----------------ის (ექსპერტი) და არ---–-----–---ის (ექსპერტი) მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 13 აპრილს, 10:28 საათზე და დასრულდა 2018 წლის 13 აპრილს, 11:00 საათზე. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში, ღრუბლიან ამინდში. დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმში, 2-------ს და ბე----ს ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ,,ა’’ და ,,ბ’’ კორპუსების ეზო და მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებაში მონაწილეობდა ჰ---–---------–--ე;....... დათვალიერებულ ტერიტორიაზე რაიმე საეჭვო კვლები ვერ იქნა აღმოჩენილი. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ,,ა’’ და ,,ბ’’ კორპუსებს გარე ფასადზე დამონტაჟებული აქვს ვიდეო სათვალთვალო კამერები. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგრაფირება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე არ ამოღებულა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები და დასურათდა. (იხ. ტომი 1, ს/ფ 15-3-).

 

2.16.საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ან---------------ის მიერ, ე-----------------ის (ექსპერტი) და არ---–-----–---ის (ექსპერტი) მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 13 აპრილს, 14:42 საათზე და დასრულდა 2018 წლის 13 აპრილს, 15:00 საათზე. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში, ღრუბლიან ამინდში. დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმში, ვ------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, სადაც აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ლაქებიდან ექსპერტების მიერ აღებული იქნა აფხეკით ნიმუში. ასევე აღნიშნულ ლაქებთან არსებული პატარა ქვის კენჭებზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ლაქების ანაფხეკი და პატარა ქვის კენჭები, რომლებზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რაც ამოღებული იქნა და მოთავსდა ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა. აღნიშნულ ტერიტორიაზე და მიმდებარედ სხვა რაიმე საეჭვო კვლები ვერ იქნა ნანახი. აღნიშნული ტერიტორიის მარჯვენა მხარეს ვ------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე განთავსებულია შპს ,,შეი–---------------–--ს’’ ოფისი, რომლის გარე ფასადზე დამონტაჟებულია ორი ცალი ვიდეო სათვალთვალო კამერა. ასევე, აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ ქ. ბათუმში, ვა-----------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე გათავსებულია ,,ბა----------ი’’ რესტორანი, რომლის გარე ფასადზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგრაფირება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები და დასურათდა. (იხ. ტომი 1, ს/ფ 34-45).

 

2.17. 2018 წლის 13 აპრილის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის მ--–-----–-–--–--ის მიერ, ქ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, მედდა მ----ნა ს---------ის მონაწილეობით, ქიმიური კვლევის ჩატარების მიზნით აღებული იქნა ბ--- ფ---------ის სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში, დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ ს.ფ.51-54, ტ-1);

 

2.18. საქმეში არსებული 2018 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის უ--------ის მიერ, ო----ს ვ------------ნს მიეცა წინადადება წარმოედგინა ტანსაცმელი, რაც ტანთ ემოსა 2018 წლის 13 აპრილს, ქ. ბათუმში, ვ. გო-------–-ს ქუჩაზე მომხდარი ფაქტის დროს, რაც მის მიერ წარმოდგენილი იქნა ნებაყოფლობით: 1. შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომელსაც სარჩულზე გააჩნია ლათინურენოვანი წარწერა ,,D-----’’ . ქურთუკი მარჯვენა მხარის იღლიის არეში არის გარღვეული და დაზიანებული. ქურთუკზე მარჯვენა მხარის საყელოდან მარჯვენა მხრის წინა ჯიბემდე ემჩნევა მოყავისფრო - მოწითალო ლაქები. 2. მუქი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით ,,D--------’’, რომელსაც მარჯვენა ტოტზე ჯიბეს ქვემოთ და შესაკრავთან აღენიშნება დაზიანება ნახევ-ნაგლეჯ მდგომარეობაში. მარჯვენა და მარცხენა წინა ჯიბეებთან აღენიშნება მოყავისფრო ლაქები. 3. მოკლესახელოიანი თეთრ ზოლებში გაწყობილი მოლურჯო ფერის მაისური, წარწერით ,,S---’’, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოყავისფრო ლაქები, დაზიანება არ აღენიშნება. ამოღების და დათვალიერების შემდეგ, ო----ს ვ------------ნის ტანსაცმელი მოთავსებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში, დაილუქა ლუქით, გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ. ტომი 1, ს/ფ 99-101).

 

2.19. 2018 წლის 14 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის ზ-------–---–---–ის მიერ, ქ. ბათუმში, ვ. გო-------–-სა და მეტაქსას ქუჩების კვეთა, ვ. გო-------–------------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ყოველგვარი იძულების და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ე-------------–--ის (ექსპერტი), ნ--------------–--ის (ექსპერტი), ი-----–---------–--ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი), ბ---–----------–--ს (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი), მოწმე ჰ---–---------–--ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც ჰ---–---------–--ემ აჩვენა, რომ ქ. ბათუმში 2-------სა და ბე----ს ქუჩების კვეთასთან მიმდებარედ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის აივანი და ფანჯრები, სადაც ქირით ცხოვრობს თავისი მეგობარი ნ--------------ე, ასვე აჩვენა ის ადგილი, საიდანაც 2018 წლის ღამის საათებში, მისი თანხმლები პირების ბ--- ფ---------ის და ო----ს ვ------------ნის ერთად წავიდნენ ქალაქ ბათუმის დასათვალიერებლად. ისინი წავიდნენ ფეხით 2-------ს ქუჩით და მივიდნენ 2-------სა და ვ. გო-------–-ს ქუჩების კვეთაში, აჩვენა აღნიშნული ქუჩების გადაკვეთა და მიუთითა მიმართულება, კერძოდ ვ. გო-------–-ს და 2-------ს ქუჩების გადაკვეთიდან, ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმართულებით, სადაც ისინი წავიდნენ ფეხით. ასევე აჩვენა ის ადგილი, სადაც ბ--- ფ---------ემ და ო----ს ვ------------ნმა დაიწყეს ერთმანეთში კამათი, სადაც გაგრძელდა კამათი და სადაც ო----ს ვ------------ნმა დაარტყა დანა ბ--- ფ---------ეს მუცლის არეში. ასევე, ჰ---–---------–--ემ აჩვენა ის ადგილი, კერძოდ ვ. გო-------–-------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც ის ცდილობდა ო----ს ვ------------ნზე, იგივე ოთოზე დანის წართმევას, რა დროსაც მან დაიზიანა მარჯვენა ხელის ცერა თითი, ჭრილობა. ასევე, აჩვენა ის ადგილი საიდანაც გაიქცა ო----ს ვ------------ნი, კერძოდ ვ. გო-------–-ს ქუჩა გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით და მეტაქსას ქუჩის მიმართულება, საითკენაც გაიქცა თვითონ ბ--- ფ---------ესთან ერთად. აღნიშნულის შემდეგ აჩვენა ადგილი მე------------------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც ჩასხდნენ ტაქსში და დაჭრილი ბ--- ფ---------ე წაიყვანა ქ. ბათუმში, 2-------სა და ბე----ს ქუჩების კვეთაში მდებარე ნ--------------ის დროებით საცხოვრებელ სახლთან, სადაც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც დაჭრილი ბ--- ფ---------ე გადაიყვანა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე ნივთი, კვალი ან მტკიცებულება არ აღმოჩენილა და არ ამოღებულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ექსპერტის მიერ მოხდა ყველა მოქმედების გადაღება და დასურათება. (იხ ს.ფ.117-126; ტ-1).

 

2.20. 2018 წლის 14 აპრილის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის ტ------–----------ის მიერ, ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ლაბორანტ ი------------–--ის მონაწილეობით, ქიმიური კვლევის ჩატარების მიზნით აღებული იქნა ო----ს ვ------------ნის სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა სპეციალურ კონვერტში, დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ ს.ფ.129-132, ტ-1);

 

2.21. 2018 წლის 17 აპრილის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის არ---–-----------ის მიერ, ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ლაბორანტ ლე-–-------ის მონაწილეობით, ქიმიური კვლევის ჩატარების მიზნით აღებული იქნა ჰ---–---------–--ის სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა სპეციალურ კონვერტში, დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ ს.ფ.129-132, ტ-1);

 

2.22. 2018 წლის 14 აპრილის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ო----ს ვ------------ნის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2018 წლის 14 აპრილს, 16:36 საათზე და დასრულდა 2018 წლის 14 აპრილის 07:12 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2018 წლის 14 აპრილი, 16:35 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, ტბელ აბუსელიძის N11, აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ-------–-------–--ემ.

 

2.23. 2018 წლის 19 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმების თანახმად - საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ-------–-------–--ის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ქ. ბათუმი, პუშ------------ შპს ,,ლ----ის’’, ქ. ბათუმი, 2-------ს ქუჩისა და ბე----ს ქუჩების კვეთაში მდებარე ,,შპს პ---------ს’’, ქ. ბათუმი, ვ. გო-------–---------ში მდებარე შპს ,,შეი–---------------–--ს’’, ქ. ბათუმში, ვ. გორ-----–---------ში მდებარე ქ. ბათუმის N-----------------–ის, ქ. ბათუმში, ჭა--------------ში მდებარე შპს ,,ი----ი’’ - კომპიუტერული სისტემიდან 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში ჩაწერილი და დაფიქსირებული ინფორმაცია. გამოთხოვილი დისკები მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დალუქული იქნა, რომელზეც გაკეთებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ ს.ფ. 213-232, ტ-1);

 

2.24. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით #0--------, 06.06.2018წ დადგენილია, რომ სეროლოგიური , გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით

- პაკეტში წარწერით: ... მოწითალო ფერის ლაქებიდან ნიმუში...“ , მოთავსებულ კენჭებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო----ს ვ------------ნს (ობიექტი#20; პაკეტი წარწერით:“...ო----ს ვ------------ნისაგან აღებული 0.5 მლგრ. სისხლის ნიმუში....“);

- პაკეტში, წარწერით: „ბ--- ფ---------ის ტანსაცმელი“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ 23, ,სვიტერზე (ობ #4-6, 6ა), მოკლესახელოებიან მაისურსა (ობ #7,8) და ქვედა საცვალზე (ობ.#9) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს; (ობ.2,4,6ა,7-9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ--- ფ---------ეს (ობ #19; პაკეტი წარწერით: „ბ--- ფ---------ის სისხლის ნიმუში...“). ობ #-,5,6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჰ---–---------–--ეს (ობ.#18; პაკეტი, წარწერით:“...მოწმე ჰ---–--- ჯამბულის ძე მიქელაძისაგან აღებული 5 გრამი სისხლის ნიმუში....“). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდაზე, წყვილ ფეხსაცმელსა და სანთებელაზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება;

- -პაკეტში, წარწერით: „ო----ს ვ------------ნისაგან ამოღებული ტანსაცმელი“, მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.#10-12), ჯინსისი შარვალსა (ობ.#13,14) და მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. #15-17) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს ; ობ. #10,11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო----ს ვ------------ნს (ობ.#20) (იხ დასკვნა);

 

2.25.ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #003715318 06.06.2018წ დასკვნით დადგენილია, რომ ო----ს ვ------------ნის მაისურზე აღმოჩენილ მოთეთრო-მოჩალისფრო ბამბის ბოჭკოებს და ბ--- ფ---------ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები;

- ბ--- ფ---------ის სვიტერზე აღმოჩენილ მოყავისფრო-მომწვანო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ო----ს ვ------------ნის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება;

- ბ--- ფ---------ის და ო----ს ვ------------ნის დანარჩენ ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა; (იხ დასკვნა);

 

2.26.ამოღების ოქმით 23.04.2018 წ დადგენილია, რომ შპს უ-------------ა, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ამოღებული იქნა ბ--- ფ---------ის - სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის სათანადოდ დამოწმებული ასლები 31 ფურცელზე , რაც დაერთო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს; (იხ ტ-2, ს.ფ.19-55);

 

2.27. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 25.04.2018 წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ლ----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების თაობაზე 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 2018 წლის 08:00 საათამდე პერიოდში;

დათვალიერებისას 06:24:59 სთ ვიდეო ჩანაწერში გამოჩნდა ქუჩა ,სადაც მოძრაობს ავტომანქანები და ქუჩის მეორე მხარეს გაჩერებულია ავტომანქანები. 06:26:04 საათზე ეკრანზე გამოჩნდა ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომობილი , რომელსაც შუქები აქვს ჩართული. აღნიშნული ავტომანქანა 06:26:10 საათზე უხვევს მარცხნივ და შედის, რომელიც აღარ ჩანს /.06:26:28 საათზე ავტომანქანა აღნიშნული ადგილიდან სადაც შეუხვია უკუსვლით გამოდის, რომელიც აგრძელებს მოძრაობას და არ ჩერდება. აღნიშნულის შემდეგ სადაც ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომობილი შევიდა და უკუსვლით გამოვიდა იქედან 06:28:03 საათზე გამოდის ერთი პიროვნება, რომელიც ქუჩაზე გამოსვლის შემდეგ ფეხით მოძრაობას აგრძელებს მარცხნივ და აღარ ჩანს. 06.28.03 საათზე გამოდის ერთი პიროვნება რომელიც ფეხით მოძრაობას აგრძელებს მარცხნივ და აღარ ჩანს; 06.3-.36 საათზე ეკრანზე გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელიც მიდის ქუჩაზე ფეხით, მას აცვია შავი ქურთუკი ხსენებული პიროვნება მიდის გაჩერებულ ვერცხლისფერ მანქანასთან, რომელსაც აქვს ტაქსის აბრა, აღებს ავტომობილის წინა მარჯვენა კარს და ჯდება ავტომანქანაში. რის შემდეგაც ავტომანქანა 06:32:13სთ ადგილიდან და წავიდა და გააგრძელა მოძრაობა აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება , მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო არ აღმოჩენილა. ვიდეო ჩანაწერი სრულდება 06:33:48 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის სულ 08 წუთ 59 წამი;

 

ფაილის ch--------------- გახსნისას ეკრანზე მარცხენა ზედა ნაწილში გამოჩნდა წარწერა ..2018 06:24:58 ეკრანზე გამოჩნდა ქუჩა სადაც მოძრაობს ავტომანქანები და ქუჩის ორივე მხარეს გაჩერებულია ავტომანქანები ქუჩა კი განათებულია შუქებით. 06:24:04 საათზე ეკრანზე გამოჩნდა ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომობილი ჩართული შუქებით, მანქანა აგრძელებს მოძრაობას და ეკრანზე აღარ ჩანს. 06:26:41 საათზე ეკრანზე ისევ მოჩანს ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც აგრძელებს მოძრაობას და არ ჩერდება. კვლავ ეკრანზე ჩნდება ვერცხლისფერი ავტომობილი, რომელსაც აქვს ტაქსის აბრა; ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობას და არ ჩერდება . აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერები არ აღმოჩენილა , ვიდეო ჩანაწერი სრულდება 06:34:07 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 09:10 წამი.

ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ DVD-R დისკი დაილუქა. (იხ ს.ფ.66-68, ტ-2)

 

2.28. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 25.04.2018 წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ი----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების თაობაზე 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 2018 წლის 08:00 საათამდე პერიოდში;

დათვალიერებისას ფაილის ზედა ნაწილში გამოჩნდა წარწერა 1-------- 06:05:00 06:06:24 საათზე ეკრანზე გამოჩნდა სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ფეხით მიდიან ქვეითად გადასაადგილებელ ე.წ ტროტუარზე. აღნიშნული პიროვნებებიდან შუაში მყოფი პიროვნება არის ო----ს ვ------------ნი, მარჯვნივ არის ბ--- ფ---------ე, ხოლო მარცხნივ ჰ---–---------–--ე. ბ--- ფ---------ეს სახეზე აქვს მოზრდილი წვერი , ბ--- ფ---------ე და ო----ს ვ------------ნი ფეხით მოძრაობისას ჩერდებიან და სიგარეტს უკიდებენ ცეცხლს, რის შემდეგაც ისინი ერთად აგრძელებენ ფეხით მოძრაობას და არ ჩერდებიან. 06:06:47 საათის შემდეგ ეკრანზე არ ჩანან. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერები არ აღმოჩენილა , ვიდეო ჩანაწერი სრულდება 06:09:59 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 04:59 წამი.

ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ DVD-R დისკი დაილუქა. (იხ ტ-2, ს.ფ.69-70)

 

2.29. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 25.04.2018 წ დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „შეი–---------------–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების თაობაზე 2018 წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 2018 წლის 08:00 საათამდე პერიოდში;

ფაილი 1_03R_20-------------ის გახსნისას ეკრანზე მარჯვენა ზედა ნაწილში გამოჩნდა წარწერა 13-04-2018 და 06:12:06. 06:17:31საათზე ეკრანზე გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელიც ტელეფონზე საუბრით მოძრაობს ქუჩაში, აღნიშნული პიროვნების უკან გამოჩნდა ორი პიროვნება რომლებიც ერთად გაჩერდნენ, ხოლო პიროვნება რომელიც ტელეფონზე საუბრობს, ბრუნდება უკან და დადის ტელეფონზე საუბრით, როცა ტელეფონზე საუბარს ამთავრებს მიდის ორ პიროვნებასთნ, რომლებიც ერთად არიან გაჩერებული. ორი პიროვნება რომლებიც ერთდ არიან გაჩერებული, ერთს ტანთ აცვია მოშავო ფერის ტანისამოსი, ხოლო მეორეს კი მონაცისფრო ტანისამოსი, ისინი ერთმანეთში ხელებს იქნევენ და ხელებით ეხებიან ერთმანეთს. 06:20:15 საათზე პიროვნებას, რომელსაც აცვია მოშავო ფერის ტანისამოსი მარჯვენა ხელით ურტყამს მეორე პიროვნებას წელის არეში, რომელსაც აცვია მონაცისფრო ტანისამოსი, რის შედეგადაც ისინი ერთმანეთში იწყებენ შეხლაშემოხლას, რა დროსაც ერთმანეთს ხელის დაქაჩვით ორივე პიროვნება წაიქცევა ქუჩაში ასფალტზე, მათთან მივიდა მესამე პიროვნება, რომელიც საუბრობდა ტელეფონზე, იგი წაქცეულ პიროვნებაზე ხელებით რაღაცას ცდილობს, ხოლო პიროვნება რომელსაც აცვია მონაცისფრო ტანისამოსი დგება ფეხზე და ფეხებს ურტყამს წაქცეულ პიროვნებას, შემდგომ მანქანას მიეყრდნობა ზურგით და ჩაიკეცება, ანუ მოიხრება წელში. 06:20:53 საათზე წაქცეული პიროვნება და მასთნ ერთად მყოფი პიროვნება დგებიან, რისი შემდეგაც პიროვნება რომელიც იყო წაქცეული, გარბის ქუჩის ერთ მხარეს მარტო, ხოლო პიროვნება რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და პიროვნე ბა რომელსაც აცვია მონაცრისფრო ტანისამოსი მიდიან ერთად ქუჩის მეორე მხარეს, პიროვნება რომელიც მარტო წავიდა აცვია შავი ქურთუკი, სიარულის დროს თავზე ხელს ისმევს. აღნიშნული შემდეგ გაგრძელდა ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი არ აღმოჩენილა. ვიდეოჩანაწერი სრულდება 06:29:59 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 17წუთი და 54 წამი.

 

ფაილი 1_04R_20-------------ის გახსნისას ეკრანზე მარჯვენა ზედა ნაწილში გამოჩნდა წარწერა 13-04-2018 და 06:12:06. ვიდეო ჩანაწერში 06:21:07 საათზე გამოჩნდა პიროვნება, რომელიც ფეხით გარბის ქვეითთა გადასაადგილებელ ტროტუარზე, მას აცვია შავი ფერის ქურთუკი, იგი გარბის და აღარ ჩერდება. ვიდეო ჩანაწერში კი 06:21:18 საათის შემდეგ აღარ ჩანს. აღნიშნული შემდეგ გრძელდება ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, მაგრამ გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი არ აღმოჩენილა. ვიდეოჩანაწერი სრულდება 06:29:59 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 17წუთი და 54 წამი.

ვიდეოჩანაწერი სრულდება 06:29:59 საათზე. ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 17წუთი და 54 წამი.(იხ. ს. ფ.71-72)

 

2.3-. #- საჯარო სკოლიდან 2018წლის 13 აპრილის 03:00 საათიდან 08:00 საათამდე გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დადგენილია, რომ 06:19:56სთ ქუჩის ორივე მხარეს გაჩერებულია ავტომანქანები; ...06:23:17საათზე გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელსაც ხელი აქვს თავზე და გადაადგილდება ქვეითთა

გადასაადგილებელ ტროტუარზე; იგი გადადის ქუჩის მეორე მხარეს და ჩერდება; 06:23:50 საათზე გამოჩნდა ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელსაც შუქები აქვს ჩართული და მიდის ქუჩაზე; აღნიშნულ ავტომანქანას პიროვნებას ხელს უქნევს და ავტომანქანა აჩერებს; პიროვნება მიდის ავტომანქანის წინა მხარეს, ავტომანქანაში მჯდომს ესაუბრება, რის შემდეგაც მანქანაში ჯდება უკანა მარჯვენა კარებიდან და ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობს პირდაპირ და არ ჩერდება; ჩანაწერში 06:24:29სთ-დან ავტომანქანა აღარ ჩანს;(ს.ფ.73-74)

 

2.31.საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით ასევე დათვალიერებული იქნა ზემოთაღნიშნული ჩანაწერები(იხ ოქმი);

 

2.32. 2018 წლის 14 აპრილის განჩინებით ნება დაერთო აჭარის არ უფროს პროკურორს ფარულის საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად; კერძოდ, 2018 წლის 14 აპრილიდან 2018 წლის 24 აპრილამდე განახორციელდა , შპს „უ-------------ას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების #--6 პალატაში ბ--- ფ---------ის და მასთან მოსანახულებლად მისული პირების შეხვედრის დროს განხორციელებული საუბრების ფარული ვიდეო აუდიო ჩაწერა; განჩინების საფუძველზე განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება და წარმოდგენილი იქნა შესაბამის ოქმები (იხ განჩინება მასთან დაკავშირებული მასალები , ოქმები ს.ფ.111-13-;

 

2.33. საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით დათვალიერდა ნაწილი წარმოდგენილი დისკების; დათვალიერებით მოცემული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება არ დადგენილა; (იხ ოქმი)

 

2.34.ამოღების ოქმით 26.04.2018 წ დადგენილია, რომ ქ. თბილისში ლუბლიანას ქ #--------------------ში მდებარე აკადემიკოს ო. ღუ----–------ს სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან ამოღებული იქნა მოქ. ო----ს ვ------------ნის, სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის #---- დამოწმებული ქსეროასლები 10 ფურცელზე (იხ ს.ფ.77-92. ტ-2);

 

2.35.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- 07.05.2018 დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად 14.04.2018წ, 18:05სთ) ო----ს ვ------------ნს აღენიშნებოდა ჭრილობა თხემის არეში და ნაჭდევები მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე , რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვის საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება, ხანდაზმულობით აღნიშნული არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს და თარიღს (2018 წლის 13 აპრილს); (იხ ტ-2 ს.ფ. 134-137)

 

2.36.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- 07.05.2018 დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ბ--- ფ---------ე მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შპს „უ-------------ა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2018 წლის 13 აპრილიდან 19 აპრილამდე ; აღენიშნებოდა: მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანება, ნაკაწრები მუცლის მარჯვენა გვერდით და მუცლის წინა კედელზე;

დაზიანებები - მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა,შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო;, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს

ხოლო დაზიანებები - ნაკაწრები მუცლის მარჯვენა გვერდით და მუცლის წინა კედელზე;

- განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია; ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან სამედიცინო ჩანაწერებში არ არის აღწერილი დაზიანებათა ზუსტი მორფოლოგიური სურათი; (იხ დასკვნა ს.ფ. 133-140, ტ-2)

 

2.37.ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით #0--------, 10.05 2018წ , (შემოსვლის თარიღი 14.04.2018წ) დადგენილია, რომ ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბ--- ფ---------ის და ო----ს ვ------------ნის სისხლის ნიმუშებში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი;

ო----ს ვ------------ნის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის ორგანიზმში გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერება: 11-ნორ-დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლ -9- კარბოქსი მჟავა;

ბექს ფ---------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები; (იხ ს.ფ.145-155, ტ-2)

 

2.38.სტაციონალური ფსიქოლოგო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით #0-------- 17.05.2018წ დადგენილია, რომ ო----ს ვ------------ნს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა; ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა - ფ 60.3: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ; ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა მკვეთრად გამოხატული ფსიქიკის მხრივ და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში; მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი; იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარება სარ საჭიროებს; (იხ. ტ-2, ს.ფ.169-177);

 

საქმის განხილვისას ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე (იხ სხდომის ოქმი)

 

2.39.სასამართლო ზემოთმითითებული მტკიცებულებების ანალიზით და შესწავლით ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რელ----ტური მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბათუმში გო-------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ--- ფ---------ე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით დაჭრეს მუცლის არეში.

 

დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფი ჰ---–---------–--ე საქმის განხილვისას სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ო----ს ვ------------ნის მიერ დანის გამოყენების თაობაზე და დარწმუნებით მიუთითებს, რომ ო----სმა დანის ერთჯერადი დარტყმით დაჭრა ბ--- ფ---------ე; მანამდე გზაში კამათობდნენ და რამდენჯერმე ე.წ. „შეჟანჟღალებაც“ მოხდა; ის ყოველთვის აშველებდა; ო----სს რომ შენიშვნა მისცეს მაგიდასთან, აღნიშნულს ადასტურებს მოწმე ნ--------------ეც; ის, რომ კამათი და შენიშვნა იყო, თავად ბრალდებულმაც დაადასტურა მოწმეზე შეკითხვების დასმისას, მხოლოდ განმარტა, რომ კამათის დაწყება მათთვის გაურკვეველი შინაარსის სიტყვებმა გამოიწვია, და ის არ იყენებდა უწმაწურ სიტყვებს; სხვა საფუძველი ო----სსა და ბ--- ფ---------ეს შორის კონფლიქტისა, არ დადასტურებულა; უტყუარად დადგენილი ფაქტია ისიც, რომ ისინი პირველად იმ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს და მანამდე არცერთი სახით ურთიერთობა არ ჰქონიათ;

 

მოწმე ჰ---–---------–--ე მონაწილეობას იღებს საგამოძიებო ექსპერიმენტში და დეტალურად აჩვენებს მათ გადაადგილებას, მათ ქმედებებს; მოწმის ჩვენებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არის, ფაქტების ჩვენება თანმიმდევრულია, მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ის სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებულ ჩანაწერებთან; სპერიმენტში

 

2.40. სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, უნდა შეფასდეს: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ü კონფლიქტის დაწყება: დადასტურებულია, რომ კონფლიქტი არსებობდა; დაიწყო სუფრასთან; (მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის ჩვენება);

ü კონფლიქტის განვითარება: ქუჩაში გადაადგილებისას კონფლიქტი გაგრძელდა, თვითმხილველი მოწმის ჰ---–---------–--ის ჩვენებით იყო ხელით შეხებაც, ძიძგილავი, იმ სახით, რომ ჩარევა და გაშველება ჭირდებოდათ; იგი მათ მიყვებოდა; კამათის დროს დაარტყა ო----სმა დანა ბ--- ფ---------ეს. ბრალდებული ამ ფაქტს ვერ იხსენებს; თუმცა არ უარყოფს, მას არ ახსოვს დაჭრა თუ არა საერთოდ ვინმე; მიუხედავად ამისა გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობები არ არის და ბ--- ფ---------ის დაჭრის ფაქტის დადასტურებლად სრულიად საკმარისია;

 

გარდა მოწმის ჩვენებისა კამარების ჩანაწერებით ნათლად ჩანს არსებული კონფლიქტური სიტუაცია, ხელების მკვეთრი მოძრაობები, ძირს დაცემა;

ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა დაჭრა ბ--- ფ---------ე და ამის შემდეგ მოხდა მათი დაცილება დასტურდება ასევე საქმეში არსებული ბიოლოგიური (სეროლოგიური) და ნივთიერებათა , მასალათა და ნაკეთობათა ექსპერტიზის დასკვნებით; გამოკვლეულ მტკიცებულებებს ო----სის მიერ ბ--- ფ---------ის დაჭრის ფაქტის დასადასტურებლად სანდოობას და დამაჯერებლობას ვერ უკარგავს დაზარალებულის ჩვენება და პოზიცია; ასევე თვითმხილველი მოწმის ჰ---–--- მიქელაძის მხედველობა, რადგან მისივე განმარტებით ყველაფერს ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ცალ თვალში არ აქვს მხედველობა, მეორე თვალში ის 100 % -ითაა;

 

2.41.სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90) და განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, სწორედ ასეთ წონად მტკიცებულებად მიაჩნია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელთანაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მოწმე ჰ---–---------–--ის ჩვენება;

ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 13 აპრილს ო----ს ვ------------ნმა მიაყენა მჭრელი საგნის გამოყენებით ჭრილობა

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ბ--- ფ---------ე მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შპს „უ-------------ა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2018 წლის 13 აპრილიდან 19 აპრილამდე ; აღენიშნებოდა: მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანება, ნაკაწრები მუცლის მარჯვენა გვერდით და მუცლის წინა კედელზე;

დაზიანებები - მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა,შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ზემოთმითითებულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).

 

3.3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

 

3.5.სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).

 

3.6.სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).

 

3.7.სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა ო----ს ვ------------ნის განზრახვა ბ--- ფ---------ის სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.

 

3.8.ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის, დაზარალებულის ქცევასა და მათ ურთიერთობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად იქნა დადასტურებული ო----ს ვ------------ნის მიერ ბ--- ფ---------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს ო----ს ვ------------ნის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

 

3.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენში განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირად ძალიან რთულია ამ ორი დანაშაულის გამიჯვნა, რის გამოც პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის ყველა დეტალს. ლ. მ-ს საქმეზე (იხ. სუსგ №227აპ-16) პალატამ აღნიშნა, რომ ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გაანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ - ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. ზემოაღნიშნული საქმეზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 2011 წლის 25 ივლისის 252აპ-11 და 2016 წლის 29 სექტემბრის #227აპ-16 განაჩენებში, რომელიც შეეხება მოცემული საქმის მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა 117-ე მუხლზე.

 

3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, რომ ო----ს ვ------------ნს ჰქონდა ბ--- ფ---------ის მოკვლის განზრახვა, კერძოდ: დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს ღამის საათებში ო----ს ვ------------ნსა და ბ--- ფ---------ეს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს (კონფლიქტის ზუსტი განვითარება ვერ დგინდება: ბ--- ფ---------ე ვერ იხსენებს, მ----ამ ი-------- და ნ--------------ე სხვადასხვაგვარად განმარტავენ, რომელთა ჩვენებები საჯაროდ გამოქვეყნდა და სასამართლოში მათი გამოცხადება ბრალდების მხარის მხრიდან ვერ მოხერხდა) თუმცა კონფლიქტი არსებობდა, (რაც გამორიცხავს ხულიგნურ ქვენაგრძნობას) უტყუარად დადგენილია, რომ კონფლიქტი დაიწყო ბინაში და გაგრძელდა ქუჩაში, ქალაქში სეირნობისას;

 

მოწმის ჩვენებით, ჩანაწერების გამოკვლევით დასტურდება, რომ კონფლიქტის არსებობას, განვითარებას, მათ გადაადგილებას ყავს ერთი შემსწრე პირი - ჰ---–---------–--ე, რომელიც ბოლოს კონფლიქტის გამწვავებისას იქვე იყო, საუბრობდა ტელეფონზე და საუბრის დასრულების შემდეგ მობრუნებულმა დაინახა ო----სის ხელში დანა და დანის დარტყმა, ის გასაშველებლად მაშინვე მივარდა მათთან ; სამივენი აღმოჩნდენ ძირს, გრძელდება შეხლა შემოხლა, ო----სი სხვა მხარეს მიდის , დანარჩენი ორი, - სხვა მხარეს;

 

მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ო----ს ვ------------ნს ვინაიდან შემსწრე პირი ჰ---–---------–--ე იყო მოშორებით მათგან, ობიექტურად შეეძლო განეხორციელებინა დანით არაერთი დარტყმა, ბ--- ფ---------ისათვის მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები (მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ან მსუბუქი ხარისხის), რაც დაადასტურებდა მის აშკარა მისწრაფებასა და სურვილს მოკვლის განზრახვა მოეყვანა სისრულეში. საწინააღმდეგოდ სახეზე გვაქვს ერთი შემავალი ჭრილობა, რომელიც მართალია ხარისხობრივად მიაკუთვნება მძიმე ხარისხს, მაგრამ მისი ლოკალიზაციიდან და ზომიდან და ფორმიდან გამომდინარე, რადგან სპეციალისტის განმარტებით ნაწლავი არის მოძრავი და გააჩნია იმ დროს, რა ადგილზე იყო განთავსებული, თავად ჭრილობა კი იყო მცირე ზომის, სავარაუდოა, რომ ჭრილობის მიყენების პროცესში ნაწლავი იყო ახლოს და იმიტომ მოხდა მისი დაზიანება;

 

3.10.ამდენად გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად არ მიუთითებს ო----ს ვ------------ნის განზრახვაზე მოეკლა ბ--- ფ---------ე, მით უფრო, რომ ისინი მხოლოდ იმ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს, ნ--------------ის და მ----ამ ი--------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში გაიცნო იქ მისულმა ბ--- ფ---------ემ ო----სი, მხოლოდ მაგიდასთან ალკოჰოლური სასმელის მიღებისას დაიწყო კონფლიქტი და რაც დასტურდება საქმის განხილვით, - ის უკავშირდებოდა ო----სის მიერ უწმაწური სიტყვების გამოყენებას; შემდეგ ამ საფუძვლით კონფლიქტი გაგრძელდა ქუჩაში; სხეულის დაზიანების შემდეგ ჰ---–---------–--ე ჩაერია გასაშველებლად და ო----ს ვ------------ნმა თავად დატოვა კონფლიქტის ადგილი;

ჰ---–---------–--ის ჩართვამდე ო----ს ვ------------ნს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა ასეთის არსებობის შემთხვევაში და არაერთხელ დაერტყა დანა ბ--- ფ---------ისათვის, რაც ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია.

 

3.11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.

 

3.12.გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 13 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, გო-------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, ო----ს ვ------------ნის მიერ დანის ერთხელ დარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ბ--- ფ---------ეს შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა (ო----ს ვ------------ნის მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმა) და დამდგარ შედეგს (ბ--- ფ---------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----ს ვ------------ნის მიმართ წარდგენილ ბრალდება დაკვალიფიცირებული 19,108-ე მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ო----ს ვ------------ნს, სასჯელის სახით ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დანაშაული ჩადენილია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით), ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) წარმოადგენს ერთ-ერთი მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, ასევე ო----ს ვ------------ნის ქმედებაში გამოვლენილ საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობის მიყენება, რასაც შედეგად მოყვა დაზარალებულისთვის ოპერაციის ჩატარება; სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს ო----ს ვ------------ნის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----ს ვ------------ნს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 3 წლით და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს ო----ს ვ------------ნის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ო----ს ვ------------ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილზე (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

ბრალდებული ო----ს ვ------------ნ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ო----ს ვ------------ნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ო----ს ვ------------ნს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ქვის კენჭები და ანაფხეკი, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბ--- ფ---------ის ტანსაცმელი, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბ--- ფ---------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ო----ს ვ------------ნის ტანსაცმელი, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ო----ს ვ------------ნისგან აღებული სისხლის ნიმუში, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ჰ---–---------–--ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან საექსპერტო კვლევის შემდეგ გადმოგზავნილია აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,პ---------დან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ი----იდან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,შეი–---------------–--დან’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ქალაქ ბათუმის N-----------------–იდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ლ----იდან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები ერთ ცალ TDK დისკზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოები ერთ ცალ TDK დისკზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,უ-------------ას’’ რეფერალური საავადმყოფოს N3-6 პალატაში, ბ--- ფ---------ისა და მასთან მოსანახულებლად მისული პირების აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 40 (ორმოც) ცალ DVD-R დიკსზე, ერთ პაკეტად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე