გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
140210017002014321
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210017002014321

საქმე №2/1042-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წ. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორი რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი,მოსარჩელე - ს----------–-----------–-----------------

წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი

მოპასუხე - შ-------------–------------------“

წარმომადგენელი - ს----------–---–---–ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო (დაზუსტბეული) მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს 02.02.2015 წლის № 206; 09.02.2015 წლის № 213; 11.02.2015 წლის № 209; 14.02.2015 წლის №208; 13.02.2015 წლის №211;,10.02.2015 წლის №212 მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში დანაკლისის სახით მითითებული ფასგარეშე სამზარეულოს შემდეგი ინვენტარის: "დანა ბოსტნეულის" - 1 ცალის, "კათხა უ/ფ" - 88 ცალის, "კოვზი სუფრის" - 310 ცალის, "ლანგარი კონვექციური ღუმელის" - 1 ცალი, "ჟარონა დიდი უ/ფ" - 5 ცალის, საფერფლე - 7 ცალის, სამარილე ალ. - 5 ცალის, საწური უ/ფ - 2 ცალის, ფუჟერი ღვინის" - 8 ცალის, "ფუჟერი შამპანურის" -3 ცალის, "ქაფქირი №9 უ/ფ" - 2 ცალის, "ქვაბი მობილური უ/ფ" - 1 ცალის, "ჩამჩა №3 უ/ფ" - 2 ცალის, "ჩამჩა №7 უ/ფ" - 2 ცალის, "ჩამჩა №9 უ/ფ" - 1 ცალის, "ჭიქა არყის" - 38 ცალის, "ჭიქა და ლამბაქი (ჭიქა)" - 46 ცალის, "ჭიქა და ლამბაქი (ლამბაქი)" - 58 ცალის და "ჯამი საპურე უ/ფ" - 1 ცალის ს----------–-----------–-----------------სათვის გადაცემა/დაბრუნება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს 02.02.2015 წლის №206, 09.02.2015 წლის № 213, 14.02.2015 წლის № 205, 13.02.2015 წლის №211, 11.02.2015 წლის №212, 04.02.2015 წლის №214, 12.02.2015 წლის №207, 11.02.2015 წლის №209 მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში მითითებული დაზიანებული ინვენტარის, კერძოდ: 4 ცალი თევზის დასამუშავებელი დანის; 1 ცალი დანა მზარეულის სამეულის; 1 ცალი პურის დანის; 4 ცალი 20 კგ. ელექტრო სასწორის (TEM.TEKO020AKU); 1 ცალი 500 კგ. ელექტრო სასწორის (TEM.BTITA70*80-500); 510 ცალი 250 გრ. ფოლადის (DIZDAR) კათხის; 1 ცალი კარადა-მაცივარის (უ/ფ, 2 კარიანი, მოც. 1200 ლიტ. 6 ცალი თაროთი: -2/+8) EDESA ESC-27; 1 ცალი კარტოფილის სათლელი მანქანის (30 კგ. (EMPERO.P.10); 1 ცალი პლასტმასის ლანგარის ( გლუვი ზედაპირით 37*53 სმ); 1 ცალი პროდუქტების დასამუშავებელი დაფის (ხის) 50 სმ; 1 ცალი პროდუქტების დასამუშავებელი დაფის (პოლიეთილენის 50 სმ. (TURKAY); 2 ცალი საწური ბადის (27 სმ. (DIZDAR); 1 ცალი ურიკის (ბორბლების რაოდენობა 4, გათვალისწინებულია 300 კგ. ტვირთზე, ზომა 90X60); 1 ცალი ხელის მიქსერის 250 ვტ. (EDESA.MX 40); 1 ცალი ხორცის ამოსარები ბადის (22 სმ (DIZDAR); 1 ცალი ხორცის ამოსაღები ბადე-საწურის (მსხვილბადიანი) დიამ. 24 სმ.; 1 ცალი მაცივარ-კონტეინერის 40 ტ.; 1 ცალი საკონდიტრო კარდის გვაროვნული ნივთით ჩანაცვლება და ს----------–-----------–-----------------სათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემა.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

2.1. ს----------–-----------–-----------------სა და შპს "ქართული კვების კომპანიას" შორის 25.11.2015 წელს გაფორმდა №844 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში, მათ შორის უფლისციხის სამხედრო ნაწილში ს----------–-----------–-----------------ს სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფა. 25.11.2015 წლის №844 ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით; 25.11.2015 წლის № 844 ხელშეკრულების 8.2.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო გაფრთხილებოდა მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით დროებით გადაცემულ ქონებას; 8.2.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის დასრულების შემდეგ გადაეცა შემსყიდველისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მასზე დროებით გადაცემული ქონება გამართულ მდგომარეობაში; 8.2.3 პუქნტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრებოდა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების დაზიანებისა და და/ან განადგურებაზე. ქონების დაზიანებისა და/ან განადგურების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსყიდველს მიყენებული ზიანი. 25.11.2014 წლის № 844 ხელშეკრულების დანართი №5 (ტექნიკური დავალება) მიხედვით: სწორი ექსპლუატაცია გაუწიოს სამხედრო ნაწილების სასადილოებში არსებულ დროებით სარგებლობაში გადაცემულ ქონებას; საკუთარი სახსრებით აწარმოოს დროებით ხმარებაში გადაცემული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები; მატერიალურად აანაზღაუროს ექსპლუატაციის პერიოდში მატერიალური ქონების წარმოშობილი დანაკლისები; 25.11.2014 წლის №844 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების დასრულების შემდგომ მოპასუხემ განახორციელა №2 რეგიონალურ ბაზაზე (ს----------–-----------–-----------------ს სტრუქტურული დანაყოფი) მისთვის დროებით გადაცემული ქონების დაბრუნება, თუმცა არსებული მონაცემებით (რაოდენობით) და რიგ შემთხვევაში ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში. ქონების სამინისტროზე დაბრუნების აქტებს ხელს აწერს და მის შინაარსობრივ მხარეს ეთანხმება მოპასუხე მხარეც. მოპასუხე შპს "ქართული კვების კომპანიას" არ განუხორცელებია დროებით გადაცემული ქონების სამინისტროზე სრულყოფილად და გამართულ მდგომარეობაში დაბრუნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეებს შორის 2010 წლიდან დაიდო ვრცელი ხელშეკრულება, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რაც დასრულდა ბოლო №844 ხელშეკრულებით. ბოლოს მოხდა "ქართული კვების კომპანიისათვის" გადაცემული ინვენტარის უკან გადმობარება, რა დროსაც აღმოჩნდა დანაკლისები და დაზიანებები.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით ფასიან ღირებულების მქონე ინვენტარის ანაზღაურება მოპასუხე მხარის მიერ მოხდა, დავის საგანი ეხება ფასის გარეშე მითითებულ ანუ ფასგარეშე ინვენტარს, რომელიც ჩანაცვლებადი ნივთებია და მოპასუხე ვალდებულია ჩაანაცვლოს ისინი გვაროვნული ნივთებით.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა №844 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 8.2.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი გადასცემს შემსყიდველს ქონებას გამართულ მდგომარეობაში ცვეთის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს იმას, რომ სამზარეულო ინვენტარს წლების განმავლობაში დაერიცხა ცვეთა, რასაც თავდაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებს, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ინვენტარზე არასწორი ექსპლუატაციის გაწევის ფაქტს.

მოპასუხის მითითებით, შ-------------–------------------მ“ სრულად მოახდინა ფასიანი ინვენტარის დანაკლისებისა და დაზიანებული ინვენტარის დაბრუნება, რასაც თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. რაც შეეხება ფასგარეშე ინვენტარს, თავად თავდაცვის სამინისტრო ვერ ადგენს ვერც ამ ინვენტარის თავდაპირველ ფასს, ვერც ცვეთას, აღნიშნული ნივთების დღეის მდგომარეობით არსებობის ფაქტს. ასევე შეუძლებელია ინვენტარის იდენტიფიცირება სიძველის გამო, შეუძლებელია დადგინდეს ამ ინვენტარის შ-------------–-----------------ის“ მხრიდან წლების განმავლობაში მოხმარების ფაქტი.

იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების გაწევა წარმოადგენს უწყვეტ, დაძაბულ და დატვირთულ პროცესს, წლების განმავლობაში (2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით) მოძველებული, გამოუსადეგარი ინვენტარის კონტროლს კომპანია ვერ ახდენდა, არც თავდაცვის სამინისტრო ახდენდა ყოველი ახალი კონტრაქტის გაფორმებისათვის ინვენტარის გადაბარებას. ამდენად, ამ ინვენტარის ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია, ვერც ცვეთის დარიცხვაა შესაძლებელი, შესაბამისად, შეუძლებელია ასეთი ინვენტარის შევსება, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა ფასგარეშე ინვენტარის აუდიტორული შეფასება.

 

მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, ს----------–-----------–-----------------ს მიერ მოთხოვნილი ნივთები, კერძოდ, ფასგარეშე სამზრეულოს ინვენტარის დანაკლისების ნაწილში, მოთხოვნა დაყენებულია 21 პოზიციაზე, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ 21 პოზიციიდან 10 დასახელების ინვენტარი მათ კომპანიას საერთოდ არ აქვს გადაცემული დროებით სარგებლობაში, კერძოდ: კათხა უ/ფ - 88 ც; კოვზი სუფრის - 310 ც.; ლანგარი - კონვექციური ღუმელის - 1 ც; ჟარონა დიდი უ/ფ - 5 ც; საწური უ/ფ - 2 ც; ქაფქირი №9 უ/ფ -2 ც; ქვაბი მობილური უ/ფ - 1 ც; ჩამჩა №3 უ/ფ - 2 ც; ჩამჩა №7 უ/ფ - 2 ც; ჩამჩა №9 უ/ფ - 1 ც; ჯამი საპურე უ/ფ - 1 ც; შესაბამისად, რადგან ჩამოთვლილი ინვეტარი დროებით სარგებლობაში კომპანიას არ გადასცემია, მისი დაბრუნების ვალდებულებაც არ გააჩნია. რაც შეეხება დანარჩენ 11 პოზიციას, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ არცერთი დასახელეული ინვენტარიდან დროებით სარგებლობაში გადაცემა უკანასკნელი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არ მომხდარა და ინვენტარის გადაცემა განხორციელდა 2011 და 2012 წლებში. გარდა ამისა, გადაცემის მომენტში არ არის გაკეთებული ჩანაწერი ექსპლოატაციის ვადის შესახებ, შესაბამისად, აღნიშნული ინვენტარი ვერ ჩაითვლება დანაკლისად 7 წლის შემდეგ, რადგან სამზარეულოს დანები, ჩანგლები, ფუჟერები, საფერფლეები და .შ. წარმოადგენს ცვეთად ინვენტარს და მათი გამოყენება ამდენი წლის მანძილზე შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელე მხარეს აქვს დაყენებული, სასარჩელო მოთხოვნით დაყენებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მითითებული დანაკლისების განხილვა არასწორია, ვინაიდან მოპასუხე კომპანიას სარგებლობაში გადაეცა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რომელის საფუძველზეც მოთხოვნა ხანდაზმულია, მოსარჩელე მხარე კი ცდილობს უკანასკნელი ხელშეკრულების ფარგლებში მოაქციოს თავისი მოთხოვნა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 25.12.2014 წლის ს----------–-----------–-----------------სა და შპს "ქართული კვების კომპანიას" შორის გაფორმდა №844 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–-----------------ს სამხედრო მომსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურება.

 

მტკიცებულება:

 

- 25.12.2014 წ №844 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს ს----------–-----------–-----------------ს სამხედრო მომსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურება გაზრდილი კერძების რაოდენობით და საკვების მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას დღეში სამჯერ საკუთარი კვების პროდუქტებით (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით, მათ შორის საველე პირობებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31, 2007 წლის 26 სექტემბრის №560, 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებებისა და წინამდებარე ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 

ამავე ხელშეკრულებით (პუნქტი 6.1.) ხელშეკრულების კონტროლს ახორციელებს:

6.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ხოლო სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს სამხედრო ჰოსპიტლის და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული აკადემიის შემთხვევაში, მისი დირექტორის მიერ გამოყოფილი პირები - შეკვეთის მიცემის, შესრულების ვადების, მიღება-ჩაბარების (მათ შორის ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის) და მომსახურების ხარისხის რაოდენობის კონტროლის (მათ შორის კვების პროდუქტების ხარისხის შემოწმება) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკითხებზე.

 

ხელშეკრულების 8.1. პუნქტით შემსყიდველი ვალდებულია:

8.1.1. უზრუნველყოს მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებული სამხედრო მომსახურეთა კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, საველე პირობებში - კვების საჭიროების შემთხვევაში საველე სამზარეულოთი, საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით და საველე სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფით, რაზედაც მხარეები აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს. მიღება-ჩაბარების აქტში აღწერილი უნდა იყოს გადაცემული სასადილო სამზარეულო, სამზარეულო ინვენტარის და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარების ძირითადი კვანძების მდგომარეობა, კომპლექტაცია და არსებული დეფექტები.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტით მიმწოდებელი ვალდებულია

8.2.1. გაუფრთხილდეს მიღება-ჩაბარების აქტით მასზე დროებით გადაცემულ ქონებას.

8.2.2. ხეშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის დასრულების შემდეგ გადასცეს შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მასზე დროებით გადაცემული ქონება გამართულ მდგომარეობაში, ცვეთის გათვალისწინებით.

8.2.3. მიმწოდებელს ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების დაზიანებისა და/ან განადგურებაზე. ქონების დაზიანების და/ან განადგურების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსყიდველს მიყენებული ზიანი.

 

ხელშერულების დანართი №5-ის მიხედვით, შპს „ქართული ქვების კომპანია“ იღებს ვალდებულებას:

- სწორი ექსპლუატაცია გაუწიოს სამხედრო ნაწილების სასადილოებში არსებულ დროებით სარგებლობაში გადაცემულ ქონებას, რომელსაც ჩაიბარებს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიდან.

- ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დაუბრუნოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონება, ცვეთის გათვალისწინებით.

- მატერიალურად აანაზღაუროს ექსპლუატაციის პერიოდში მატერიალური ქონების წარმოშობილი დანაკლისები.

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 2015 წლის 2 თებერვლის №206 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის 16.01.2015 წლის MOD 8 15 00000008 ბრძანების საფუძველზე №2 რეგიონალური ბაზის დაქვემდებარებაში არსებული ქვედანაყოფების სასადილოებში ჩატარდა შ-------------–------------------ზე“ დროებით ხმარებაში გადაცემული ფასიანი და ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარის და დანადგარების უკან დაბრუნება ცვეთის გათვალისწინებით.

 

მტკიცებულება:

- 2015 წლის 2 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი.

- 2015 წლის 2 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის შემადგენელი ნაწილი - შ-------------–------------------ზე“ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ქონების ბაზის (უფლისციხე) სასადილოზე დროებით ხმარებაში გადაცემული სასადილო-სამზარეულო ინვენტარის და დანადგარების უწყისი (დანართი №5 – 3 ფურცელი).

 

აქტს ხელს აწერენ: №2 რეგიონალური ბაზის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის უფროი ს/პ უ. მიხანაშვილი, სურსათ-სანოვაგის ქონების ინსპექტორი ს/პ ზ. სამადალაშვილი; აღრიცხვის ინსპექტორი ს/პ თ. ქოჩლაძე და შ-------------–-----------------ის“ რეგიონული მენეჯერი გ. ასკილაშვილი.

 

4.2.2. შ-------------–------------------ს“ მიერ 09.02.2015 წ. №213 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულო ინვენტარისა და მანქანა-დანადგარების გაბრუნებისას გამოვლინდა ფასგარეშე ინვენტარის მეტობა-დანაკლისი, კერძოდ:

1. დანა ბოსტნეულის - 1 ც.

2. კათხა უ/ფ - 88 ც.

3. კოვზი სუფრის - 310 ც.

4. ლანგარი კონვექციური ღუმელის - 1 ც.

5. ჟარონა დიდი უ/ფ - 5 ც.

6. საფერფლე - 7ც.

7. სამარილე ალ. - 5 ც.

8. საწური უ/ფ. - 2 ც.

9. ფუჟერი ღვინის - 8 ც.

10. ფუჟერი შამპანურის - 3 ც.

11. ქაფქირი №10 უ/ფ - 1 ც.

12. ქაფქირი №7 უ/ფ - 1 ც.

13. ქაფქირი №9 უ/ფ - 2 ც.

14. ქვაბი მობილური უ/ფ - 1 ც.

15. ჩამჩა №3 უ/ფ - 2 ც.

16. ჩამჩა №7 უ/ფ - 2 ც.

17. ჩამჩა №9 უ/ფ - 1 ც.

18. ჭიქა არყის - 38 ც.

19. ჭიქა და ლამბაქი (ჭიქა) - 46 ც.

20. ჭიქა და ლამბაქი (ლამბაქი) - 58 ც.

21. ჯამი საპურე - 1 ც.

 

მტკიცებულება:

- 02.02.2015 წლის №206 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 09.02.2015 წლის №213 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 14.02.2015 წლის №208 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 13.02.2015 წლის №211 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 10.02.2015 წლის №212 მიღება-ჩაბარების აქტი.

 

შ-------------–-----------------იდან“ ყოფილ №2 რეგიონალურ ბაზაზე 25.12.2014 წლის №844 ხელშეკრულების საფუძველზე გადაბარებისას ფასგარეშე სასადილო სამზარეულოს ინვენტარის დანაკლისების ჩამონათვალი გადაბარების აქტის ნომრის და აქტში რიგითი ნორმის მითითებით:

 

1. დანა ბოსტნეულის 1 ც. - აქტი №213 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 5;

2. კათხა უ/ფ 88 ც. - აქტი №213 (10.03.2015წ. - რიგითი ნომერი 31);

3. კოვზი სუფრის 310 ც. - აქტი №208 (10.03.2015წ.); აქტი №209 (10.02.2015წ.);

4. ლანგარი კონვექციური ღუმელის 1ც. - აქტი №211 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 17;

5. ჟარონა დიდი 5ც. - აქტი №211 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 26;

6. საფერფლე 7ც. - აქტი №213 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 77;

7. სამარილე ალ. 5 ც. - აქტი №212 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 69;

8. საწური უ/ფ 2ც - აქტი №206 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 39;

9. ფუჟერი ღვინის 8ც. - აქტი №213 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 96;

10. ფუჟერი შამპანურის 3ც. - აქტი №213 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 97;

11. ქაფქირი №10 უ/ფ 1ც. - აქტი №208 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 81;

12. ქაფქირი №7 – აქტი №208 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 82;

13. ქაფქირი №9 უ/ფ 2ც. - აქტი №211 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 52;

14. ქვაბ მობილური უ/ფ 1ც. - აქტი №211 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 63;

15. ჩამჩა №3 უ/ფ 2ც. - აქტი №211 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 68;

16. ჩამჩა №7 უ/ფ 2ც. - აქტი №211 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 69;

17. ჩამჩა №9 უ/ფ 1ც. - აქტი №211 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 70;

18. ჭიქა არყის 38ც. - აქტი №213 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 127;

19. ჭიქა და ლამბაქი (ჭიქა) 46 ც. - აქტი №213 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 129;

20. ჭიქა და ლამბაქი (ლამბაქი) 58 ც. - აქტი №213 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 128;

21. ჯამი საპურე 1ც. -აქტი №206 (10.03.2015წ.) - რიგითი ნომერი 64;

 

4.2.3. ს----------–-----------–-----------------ს პირველი მოთხოვნა ემყარება 02.02.2015 წლის №206; 09.02.2015 წლის №213; 14.02.2015 წლის №208; 13.02.2015 წლის №211; 10.02.2015 წლის №212 მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებშიც აღწერილია ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის 16.01.2015 წ. MOD 8 1500000008 ბრძანების საფუძველზე №2 რეგიონალური ბაზის დაქვემდებარებაში არსებული ქვედანაყოფების სასადილოებში არსებული შ-------------–-----------------ისათვის“ დროებით ხმარებაში გადაცემული სამზარეულო ინვენტარი.

 

მტკიცებულება:

 

- 02.02.2015 წლის №206 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 09.02.2015 წლის №213 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 14.02.2015 წლის №208 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 13.02.2015 წლის №211 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 10.02.2015 წლის №212 მიღება-ჩაბარების აქტი.

 

02.02.2015 წლის №206 მიღება-ჩაბარების აქტის დანართის მიხედვით შ-------------–-----------------ის“ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის (უფლისციხე) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარის დანაკლისი - კერძოდ: 2 ც. საწური უ/ფ (№39, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 2ც.), 1 ც. ჯამი საპურე უ/ფ (№ 64, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 16 ც.);

 

09.02.2015 წლის №213 მიღება-ჩაბარების აქტის დანართის მიხედვით შ-------------–-----------------ის“ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის (საჩხერე) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე ფასგარეშე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დანაკლისი - კერძოდ: 1 ც. ბოსტნეულის დანა (№5, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც.), 88 ც. კათხა უ/ფ (№ 31, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 88 ც.); 7 ც. საფერფლე (№77, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 8 ც.); 8 ც. ფუჟერი ღვინის (№96, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 8 ც.); 3 ც. ფუჟერი შამპანურის (№97, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 18 ც.); 38 ც. ჭიქა არყის (№127, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 38 ც.); 46 ც. ჭიქა და ლამბაქი (ჭიქა) (№129, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 46 ც.); 58 ც. ჭიქა და ლამბაქი (ლამბაქი) (№128, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 58 ც.);

 

14.02.2015 წლის №208 მიღება-ჩაბარების აქტის დანართის მიხედვით შ-------------–-----------------ის“ მიერ მე-5 ქვ. ბრიგადის სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარის დანაკლისი - კერძოდ: 1 ც. ქაფქირი №10 უ/ფ (№81, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 3 ც.); 1 ც. ქაფქირი №7 უ/ფ (№82, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 3 ც.);

 

13.02.2015 წლის №211 მიღება-ჩაბარების აქტის დანართის მიხედვით შ-------------–-----------------ის“ მიერ თავდაცვის აკადემიის სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარის დანაკლისი - კერძოდ: 1 ც. ლანგარი კონვექციური ღუმელის (№17, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 6 ც.); 5 ც. ჟარონა დიდი უ/ფ (№26, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 9 ც.); 2 ც. ქაფქირი №9 უ/ფ (№52, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 4 ც.); 1 ც. ქვაბი მობილური უ/ფ (№63, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 3 ც.); 2 ც. ჩამჩა №3 უ/ფ (№68, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 2 ც.); 2 ც. ჩამჩა №7 უ/ფ (№69, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 3 ც.); 1 ც. ჩამჩა №9 უ/ფ (№70, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 2 ც.);

 

10.02.2015 წლის №212 მიღება-ჩაბარების აქტის დანართის მიხედვით შ-------------–-----------------ის“ მიერ ჯავშან სატანკე სასწავლო ცენტის ახალციხის სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარის დანაკლისი - კერძოდ: 5 ც. სამარილე ალ. (№69, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 5 ც.).

 

4.2.4. ს----------–-----------–-----------------ს მეორე მოთხოვნა ემყარება 02.02.2015 წლის №206; 09.02.2015 წლის №213; 14.02.2015 წლის №208; 13.02.2015 წლის №211; 10.02.2015 წლის №212; 04.02.2015 წლის №214; 12.02.2015 წლის №207; 11.02.2015 წლის №209 მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებშიც აღწერილია დაზიანებული ფასიანი და ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარი.

 

მტკიცებულება:

 

- 02.02.2015 წლის №206 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 09.02.2015 წლის №213 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 14.02.2015 წლის №208 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 13.02.2015 წლის №211 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 10.02.2015 წლის №212 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 04.02.2015 წლის №214 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 12.02.2015 წლის №207 მიღება-ჩაბარების აქტი;

- 11.02.2015 წლის №209 მიღება-ჩაბარების აქტი;

 

02.02.2015 წლის №206 მიღება-ჩაბარების აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის (უფლისციხე) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასიანი ინვენტარი, კერძოდ: 2 ც. დანა თევზის დასამუშავებელი (№7, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 3 ც - სულ 39,40 ლ.); 1 ც. დანა მზარეულის სამეული (№9, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც. - 50 ლარის ღირებულების); 1 ც. კარადა-მაცივარი (უ/ფ 2 კარიანი, მოც. 1200 ლ. 6 ცალი თაროთი -2/+8) EDESA ESC-27 (№20, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც. - ნარჩენი ღირებულება 2572.58ლარი), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 27.02.2014 წ. №210 და 12.08.2014წ. №1076 აქტებით.

 

09.02.2015 წლის №213 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ მიერ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის (საჩხერე) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასიანი ინვენტარი, კერძოდ: 2 ც. დანა პურის (№9, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 3 ც. - სულ 52.5 ლარის ღირებულების); 1 ც. ელექტრო სასწორი 20 კგ (TEM.TEKO020AKU) (№18, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 2 ც. სულ 271.18 ლარის ღირებულების); 1 ც. პროდუქტის დასამუშავებელი დაფა (ხის) 50 სმ (№65, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 2 ც. - სულ 339 ლარის ღირებულების), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 24.06.2014 წ. №2 ზედ. და 05.12.2013 წ. №228 აქტით.

 

14.02.2015 წლის №208 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ მიერ მე-5 ქვ. ბრიგადის სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასიანი ინვენტარი, კერძოდ: 1 ც. ელექტრო სასწორი 500 კგ (TEM.BTITA70*80-500 (№16, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 2 ც. - სულ 908.90 ლარის ღირებულების); 510 ც. კათხა 250 გრ. ფოლადის (DIZDAR) (№21, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1800 ც. სულ 3510 ლარის ღირებულების); 1 ც. პროდუქტის დასამუშავებელი დაფა პოლიეთილენის 50 სმ (TURKAY) (№55, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 4 ც. - სულ 145.76 ლარის ღირებულების); 2 ც. საწური ბადე 27 სმ (DIZDAR) (№71, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 4 ც.), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 20.11.2013 წ. №848 აქტით.

 

13.02.2015 წლის №211 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ მიერ თავდაცვის აკადემიის სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასიანი ინვენტარი, კერძოდ: 1 ც. ურიკა (ბორბლების რაოდენობა 4, გათვალისწინებულია 300 კგ ტვირთზე, ზომა 90X60) (№49, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც. - 188 ლარის ღირებულების), რომელიც კომპანიას გადაეცა - 27.05.2014 წ. №491 აქტით.

 

10.02.2015 წლის №212 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ მიერ ჯავშან სატანკო სასწავლო ცენტრის (ახალციხე) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასიანი ინვენტარი, კერძოდ: 1 ც. ხელის მიქსერი 250 ვტ. (EDESAMX40) (№127, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც. 813.57 ლარის ღირებულების); ხორცის ამოსაღები ბადე 22 სმ (DIZDAR) (№128, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც. – 9.32 ლარის ღირებულების), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 16.12.2013 წ. №310 აქტით.

 

04.02.2015 წლის №214 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ მიერ ს/ნ 44769 (სანებელი) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასიანი ინვენტარი, კერძოდ: 2 ც. დანა თევზის დასამუშავებელი (№2, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 2 ც. სულ 39.4 ლარის ღირებულების);), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 27.02.2014 წ. №212 აქტით.

 

12.02.2015 წლის №207 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ მიერ 52-ე ბატალიონი) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასიანი ინვენტარი, კერძოდ: 1 ც. პლასტმასის ლანგარი გლუვი ზედაპირით 37*53 სმ (№35, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 20 ც. - სულ 320 ლარის ღირებულების); ხორცის ამოსაღები ბადე-საწური (მსხვილბადიანი) 24 სმ (№66, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 4 ც. - სულ 100 ლარის ღირებულების), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 13.01.2014 წ. №70 აქტით.

 

11.02.2015 წლის №209 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის (ოსიაური) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასიანი ინვენტარი, კერძოდ: 1 ც. ელექტრო სასწორი 20 კგ (TEM.TEKO020AKU) (№16, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც. – 135.59 ლარის ღირებულების); კარტოფილის სათლელი მანქანა 30 კგ (EMPERO.PS.10) (№26, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც. – 1970.34 ლარის ღირებულების), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 27.02.2014 წ. №204 და №206 აქტებით.

 

14.02.2015 წლის №208 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის (მე-5 ქვ. ბრიგადა) სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასგარეშე ინვენტარი, კერძოდ: 1 ც. მაცივარ-კონტეინერი 40 ტ. (№49, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც.), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 08.10.2011 წ. №1040 აქტით.

 

13.02.2015 წლის №211 აქტის დანართის მიხედვით, შ-------------–-----------------ის“ მიერ თავდაცვის კადემიის სასადილოდან №2 რეგიონალურ ბაზაზე სასადილო-სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების გადაბარების უწყისის მიხედვით გამოვლინდა დაზიანებული ფასგარეშე ინვენტარი, კერძოდ: 1 ც. საკონდიტრო კარადა (№27, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით 1 ც.), რომლებიც კომპანიას გადაეცა - 29.09.2012 წ. №788 აქტით.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ქართული კვების“ სასადილოებიდან №რეგიონალურ ბაზაზე უკან დაბრნებული დაზიანებული ფასიანი სასადილო ინვენტარისა და დანადგარების საერთო ღირებულებამ შეადგინა 7813.47 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ-------------–------------------მ” დაარღვია თავდაცვის სამინისტროსთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მისთვის გადაცემული სამზარეულო ინვენტარის მოვლის და მოფრთხილების ასევე დაბრუნების შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაკლისი ნივთები უნდა განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული ნივთებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია დანაკლისი ნივთები, რაც არის ის ნივთები, რაც ფაქტობრივად გადაეცა შ-------------–------------------ს”, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ისინი სასადილოში არ აღმოჩნდა.

 

4.2.5. შ-------------–------------------“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მიმართ 2015 წლის 11 სექტემბერს გაგზავნილი წერილით აღიარა თავდაცვის სამინისტროს წინაშე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინვენტარის დაბრუნების ვალდებულება, კერძოდ, შ-------------–-----------------ის“ დირექტორი წერილში მიუთითებს, რომ 24.12.2014 წლის №844 ხელშეკრულების 8.2.2. პუნქტით მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის დასრულების შემდეგ გადასცეს შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მასზე დროებით გადაცემული ქონება გამართულ მდგომარეობაში, ცვეთის გათვალისწინებით. აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, მიმართავს თხოვნით, ნება დართოს შ-------------–------------------ს“ მოახდინოს მიღება-ჩაბარების აქტებით გამოვლენილი, სასადილოების სამზარეულო ინვენტარის და დანადგარების დანაკლისის 183 989.29 ლარის ღირებულების, ასევე ფასგარეშე ინვენტარის დანაკლისის სხვა სამზარეულო ინვენტარით ჩანაცვლება და თავდაცვის სამინისტროსათვის გადმოცემა, რაც შ-------------–-----------------ის“ მხრიდან ჩაითვლება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებად, რაზედაც ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა თანხმობა განაცხადა.

 

მტკიცებულება:

- შ-------------–------------------ს“ 2015 წლის 11 სექტემბრის წერილი;

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფი სარდლის 14.09.2015 წ. წერილი.

 

4.2.6. შ-------------–------------------მ“ 2015 წლის 19 სექტებერს დამატებით შესათანხმებლად გაუგზავნა ინვენტარის ზუსტი ჩამონათვალი (დანა ბოსტნეულის დასამუშავებელი - 100 ც; ბოსტნეულის საფცქვნელი - 140 ც; დანა თევზის დასამუშავებელი - 120 ც; დანა ხორცის დასსამუშავებეი - 120 ც; ჩანგალი უ/ფ; 15,000; კოვზი სადილის უ/ფ - 8,000; ჯამი ღრმა უ/ფ 500 გრ. – 10 000; პროდუქტის დასამუშავებელი დაფა - 500; საწური ბადე - 60; ხორცია ამოსაღები ბადე - საწური - 60; გასაცემი ხაზის კონტეინერი 1/1-65 – 50; გასაცემი ხაზის კონტეინერი 1/1-100 – 70; გასაცემი ხაზის კონტეინერი 1/1-150 – 100; გასაცემი ხაზის კონტეინერი 1/1/-200 - 100), რომლის შესყიდვაც უნდა განხორციელებულიყო პირველ ეტაზე, რაზედაც ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა თანხმობა განუცხადა. აღნიშნული ინვენტარი, სულ 108 000 ლარის ღირებულების, 2015 წლის 23 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით შ-------------–------------------მ“ გადასცა, ხოლო ს----------–-----------–-----------------ს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა მიიღო.

 

მტკიცებულება:

- შ-------------–------------------ს“ 2015 წლის 19 სექტებრის წერილი;

23.12.2015 წ. მიღება-ჩაბარების აქტი.

 

4.2.7. შ-------------–------------------მ“ 2015 წლის 24 სექტებერს დამატებით შესათანხმებლად გაუგზავნა ინვენტარის ზუსტი ჩამონათვალი (ჯამი ფაიფურის - 670; თეფში ფაიფურის - 200; ჭიქა ფაიფურის - 1050; წვენის ჭიქა შუშის - 1200), რომლის შესყიდვაც უნდა განხორციელებულიყო მომდევნო ეტაზე, რაზედაც ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა თანხმობა განუცხადა.

აღნიშნული ინვენტარი, სულ 5 850 ლარის ღირებულების, 2015 წლის 14 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით შ-------------–------------------მ“ გადასცა, ხოლო ს----------–-----------–-----------------ს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა მიიღო.

 

მტკიცებულება:

- შ-------------–-----------------ის“ 24.09.2015 წ. წერილი;

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფი სარდლის 12.10.2015 წ. წერილი;

- 2015 წლის 14 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

4.2.8. 2016 წლის 05 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით შ-------------–------------------მ“ გადასცა, ხოლო ს----------–-----------–-----------------ს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა მიიღო 39 375 ლარის ღირებულების კარადა მაცივრები ორკამერიანი და ასევე კარადა მაცივრები ერთკამერიანი.

 

მტკიცებულება:

- 2016 წლის 05 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

4.2.9. 2016 წლის 18 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით შ-------------–------------------მ“ გადასცა, ხოლო ს----------–-----------–-----------------ს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა მიიღო 30 870 ლარის ღირებულების ელექტრო სასწორი 300 კგ. 90 ც.

 

მტკიცებულება:

- 2016 წლის 18 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

4.2.10. 2016 წლის 29 თებერვლის წერილით ჯარების ლოგისტიკური უზრუნვეყოფის სარდალი შ-------------–------------------ს“ ატყობინებს, რომ 2015 წლის 7 სექტემბრის N726533 წერილით გადაგზავნილი იქნა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ყოფილი ინფრასტრუქტურის N1, N2, N3 რეგიონალური ბაზებიდან შ-------------–------------------ზე“ დროებით სარგებლობაში გადაცემული და გადაბარებისას მიღება-ჩაბარების აქტებით გამოვლენილი ფასიანი სასადილო სამზარეულო ინვენტარის დანაკლისები 183 989.26 ლარის ოდენობით ფასგარეშე ინვენტარის დანაკლისები. ფასიანი დაზიანებული ინვენტარი და ფასგარეშე დაზიანებული ინვეტარი და ფასგარეშე დაზიანებული ინვენტარის ჩამონათვალი ექსპლუატაციის ვადის გათვალისწინებით, რომელიც ხელმოწერილი და დადასტურებულია ბეჭდით შ-------------–-----------------ის“ წარმომადგენლის მიერ. დღევანდელი მდგომარეობით, სასადილო სამზარეულო ინვენტარის დანაკლისების შევსების მიზნით ანაზღაურებულია მხოლოდ ფასიანი სასადილო სამზარეულო ინვენტარი, ხოლო ფასგარეშე ინვენტარის დანაკლისებზე რეაგირება არ მომხდარა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამიინისტროსა და შ-------------–------------------ს“ შორის 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული N844 ხელშეკრულებით მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ვერ ჩაითვლება დასრულებულად.

 

აღნიშნული წერილის პასუხად, შ-------------–------------------მ“ 2016 წლის 14 მარტის წერილით საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ მოადგილეს მიმართა თხოვნით, რომ ფასგარეშე ინვენტარის შევსება მოხდეს შემდეგი ფორმით, მათ მიერ განხორციელდება ფასგარეშე ინვენტარის ჩამონათვალის (სულ 238 პოზიცია, სამივე რეგიონალური ბაზის გათვალისწინებით) დამოუკიდებელი ლიცენზირებული აუდიტორისათვის გადაგზავნა შედგომი გამფასების მიზნით და დასკვნის მიღების შემდეგ, სადაც ასახული იქნება საბაზრო ღირებულება, განხორციელდება არანაკლებ იგივე ღირებულების სხვა საქონლის შესყიდვა და შემდგომი გადაცემა, რაც წინასწარ იქნება შეთანხმებული. აღნიშნულ მიმართვას ერთვის ინვენტარის სია.

 

აღნიშნულ თხოვნაზე ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–----------------–მა 2016 წლის 31 მარტის წერილით თანხმობა განაცხადა.

 

4.2.11. 2016 წლის 31 მარტს შ-------------–-----------------ის“ დირექტორი ს----------–-----------–----------------ს მიმართავს, რომ კომპანიის მხრიდან დამოუკიდებელ აუდიტორთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ ფასგარეშე ინვენტარის შესაფასებლად საჭიროა შემდეგი სახის ინფორმაციის მოგროვება: ინვენტარის ზუსტი მახასიათებლები და აღწერილობა, ინვენტარის წარმოების და ექსპლუატაციაში ყოფნის თაობაზე ინფორმაცია, შესყიდვის პირველადი დოკუმენტი, ამორტიზაციის დარიცხვის პოლიტიკა, ექსპლუატაციის დაწყების თარიღი და სხვა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შ-------------–------------------ს“ აღნიშნული ინვნტარი ჰქონდა მხოლოდ სარგებლობაში, მათი მხრიდან ამ ინფორმაციის მოძიება და შემფასებელზე მიწოდება, რათა მოხდეს ფასგარეშე გადაცემული ინვენტარის დანაკლისის შეფასება, მათ მიერ ვერ მოხერხდება ს----------–-----------–-----------------ში შესაბამისი ინფორმაციის არსებობის ან ამ ინფორმაციის მიღების გარეშე. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს სთხოვს თვითონ განსაზღვროს ფასგარეშე ინვენტარის ასანაზღაურებელი ღირებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხე შ-------------–------------------მ” დაარღვია მისთვის გადაცემული გვაროვნული ნივთების მოვლისა და დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ ნივთების ღირებულების გადახდის და დაზიანებული და დანაკლისი ნივთების დაბრუნების ვალდებულება.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 317-ე, 361-ე, 380-382-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 615-ე, 618-621-ე, 639-ე, 655-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოსარჩელე მხარ, მისი უფლებების დარღვევად მიუთითებს, რომ მასა და მოპასუხე შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს უნდა გაეწია მომსახურება მოსარჩელის მიერ გადაცემული ნივთების გამოყენებით, აღნიშნული ნივთები კი ხელშეკრულების დასრულებისას უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის, თუმცა მოპასუხისათვის გადაცემული ნივთები (სამზარეულოს ინვენტარი) მას სრულად არ დაუბრუნდა, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი სამზარეულოს ინვენტარიდან ნაწილი საერთოდ არ გადასცემია, ნაწილი კი გადაეცა უფრო ადრე, სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, მათი დაბრუნების თუ გვაროვნული ნივთით ჩანაცვლების მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე, იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად და საბოლოოდ რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მხარეებმა საკუთარი არგუმენტები უნდა გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები დაირღვა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც შერეული ხელშეკრულების ტიპს განეკუთვნება, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინებს ს----------–-----------–-----------------ს დაკვეთით მომსახურების გაწევას – სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფას, რაც წარმოადგენს ნარდობას. გარდა მომსახურებისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება შ-------------–------------------ს” გადასცეს სამზარეულოს ინვენტარი, ხოლო შპს ”ქართული კვების კომპანიის” ვალდებულება, გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ სამინისტროს კუთვნილ სამზარეულო ინვენტარს და ხელშეკრულების დასრულების შემდეგ დაუბრუნოს თავდაცვის სამინისტროს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ნაწილში, ხელშეკრულება წარმოადგენს ნარდობას, რაც მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა. რაც შეეხება ხელშეკრულების მეორე, სამზარეულო ინვენტარის მოპასუხისათვის გადაცემის ნაწილს, ამ ნაწილში ხელშეკრულება წარმოადგენს თხოვებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად, თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.

 

6.4. ამავე კოდექსის 618-ე მუხლის მიხედვით, მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მას არა აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 619-ე მუხლის თანახმად, 1. მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები. 2. გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით.

 

ამდენად, ხელშეკრულების საფუძველზე შ-------------–------------------ს” დროებით სარგებლობისათვის გადაეცა კვებითი მომსახურებისათვის საჭირო სამზარეულო ინვენტარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულების დასრულების შემდეგ. ხელშეკრულების ეს ნაწილი, როგორც უკვე აღინიშნა თხოვების ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობაა, რაც ითვალისწინებს დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის ქონების გადაცემას და ამავე დროს განათხოვრებული ნივთის სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ასევე გათვალისწინებულია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის დადებული ხელშერულების კანონიერება, სადავოა მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთების მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულების არსებობა, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისე ხანდაზმულობის მოტივით.

 

სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს მოპასუხის პოზიციას მოსარჩელის მოთხოვნის ხანაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ იზიარებს შპს ”ქართული კვების კომპანიის” მითითებას თავდაცვის სამინისტროს სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან სადავო ხელშეკრულება შერეული ტიპის ხელშეკრულებას წარმოადგენს, სასამართლო ხანდაზმულობის საკითხს შეაფასებს სხვადასხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა_ექვს წელს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება _ ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. ამ ნორმით გათვალისწინებულია 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადისგან განსხვავებული, შემცირებული ვადა, რაც შეადგენს 1 წელს.

 

მითითებული ნორმით დადგენილია ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი იმ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეეხება შესრულების ნაკლის გამო წარმოშობილ უფლებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნა შეეხება მენარდის მიერ ნარდობის საგნის შესრულების ნაკლს, რადგან მენარდეს ევალება შემკვეთს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა ან გასწიოს ხარისხიანი მომსახურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნა გულისხმობს მენარდის მიერ 639-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების დარღვევას – უხარისხო ნაკეთობის დამზადებას ან უხარისხოდ მომსახურების გაწევას, რაც თავდაცვის სამინისტროს სარჩელის მოთხოვნის საფუძველს არ წარმოადგენს, დავის საგანია მენადრისათვის გადაცემული მოძრავი ქონების დაბრუნება. შესაბამისად, ს----------–-----------–-----------------ს სარჩელზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადა და უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი 3 წლიანი ვადა.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით და ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ შედგენილია სამზარეულო ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც გამოვლინდა დანაკლისი - შპს ”ქართული კვების კომპანიისათვის” გადაცემული ნივთების არასრულად ან დაზიანებულ მდგომარეობაში დაბრუნება. აქტები შედგენილია 2015 წლის, ასევე მოგვიანებით 2016 წლის თებერვლის თვეებში, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2015 წლის მარტიდან, რადგან ამ დროს დასრულდა შპს ”ქართული კვების კომპანიისათვის” გადაცემული სამზარეულო ინვენტარის აღწერა და მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა. თავდაცვის სამინისტროს სარჩელი აღძრულია 2017 წლის 18 ივლისს. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შ-------------–------------------ს“, 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმებისას არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად არ გადასცემია სამზარეულოს ინვენტარი, რასაც საფუძვლად უდებს მისი მხრიდან ნივთების დაბრუნების ვალდებულების არარსებობას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან თავად მოპასუხე მხარემ აღიარა, რომ მხარეებს შორის წლების განმავლობაში გრძელდება სახელშეკრულებო ურთიერთობა, თავადვე მიუთითა, რომ იმ ნივთების ნაწილი, რომლებსაც მოსარჩელე ითხოვს, მისთვის გადაცემულია 2011-2012 წლებში, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მხარეებს შორის 2014 წლის 25 დეკემბრამდე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული სამზარეულოს ინვენტარის დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტები, დასტურდება, რომ 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოპასუხე კომპანიამ თავდაცვის სამინისტროსათვის მომსახურება გააგრძელა მისთვის მოსარჩელე მხარის მიერ დროებით სარგებლობისათვის უკვე გადაცემული სამზარეულოს ინვენტარის გამოყენებით, ე.ი. გაგრძელდა თხოვების ხელშეკრულება, რომელიც დასრულდა 2015 წლის თებერვალში, რა დროსაც შ-------------–------------------მ“ სამზარეულოს ინვენტარის დაბრუნებისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით და ასევე შემდეგში, 2016 წლის თებერვალში შედგენილი არაერთი მიღება-ჩაბარების აქტით აღიარა დანაკლისის არსებობა.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას, დანაკლისი ნივთების მისთვის დაბრუნების თუ გვაროვნული ნივთით ჩანაცვლების შესახებ, საფუძვლიანად მიიჩნევს.

 

6.9. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლის თანახმად, 1. მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. 2. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით შ-------------–------------------ს” ეკისრება ვალდებულება ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ დააბრუნოს მისთვის გადაცემული სამზარეულო ინვენტარი და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარები გამართულ მდგომარეობაში ცვეთის გათვალისწინებით.

 

მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, სამხედრო ნაწილებში შპს ”ქართული კვების კომპანიისათვის” გადაცემული ინვენტარის და დანადგარების ნაწილი არ აღმოჩნდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 620-ე მუხლის მიხედვით, ნათხოვარი ნივთის ცვლილებებისა თუ გაუარესებისათვის მონათხოვრე პასუხს არ აგებს, თუკი ეს გამოწვეულია ხელშეკრულების შესატყვისი სარგებლობით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით ცალსახადაა განსაზღვრული ნივთების დაბრუნების ვალდებულება.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამ ნორმების მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. შ-------------–------------------ს“ ხელშეკრულებით ეკისრებოდა გადაცემული ინვენტარის და მოწყობილობა-დანადგარების მოვლის ვალდებულება, რაც არ შესრულდა.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიღებისას კრედიტორის მთავარი ინტერესია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც ნივთის დაზიანების შემთხვევაში გულისხმობს ზიანის მიყენებამდე არსებული ნივთის მდგომარეობის აღდგენას, მის შეკეთებას იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ზიანის დადგომამდე არსებული დანიშნულება და ღირებულება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით ზიანის ანაზღაურების პრინციპი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების საგანია მოძრავი ნივთები – სამზარეულო ინვენტარი და მოწყობილობა-დანადგარები, რაც არის გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთები.

 

გარდა ამისა, მოპასუხემ სადავო გახადა დანაკლისი ნივთების სახე, დასაბრუნებელი ნივთების ღირებულება, კერძოდ, მან მიუთითა, რომ გაუგებარია კონკრეტულად როგორი ხარისხის, რომელი ფირმის ნივთით უნდა ჩაანაცვლოს მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ნივთები, მაშინ, როცა არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრომ არ გადასცა სადავო (დასაბრუნებელი) ნივთებზე კონკრეტული ინფორმაცია, რომელთა მითითების გარეშეც ნივთების შესაძენად ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია.

 

6.13. სასამართლო მოპასუხე კომპანიის აღნიშნულ პოზიციას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 382-ე მუხლის თანახმად, თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს.

 

ამ ნორმის მიხედვით, გვაროვნულია ისეთი ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება ასეთივე დანიშნულების ნივთით. ამ შემთხვევაში, შ-------------–------------------ს” გადაეცა გვაროვნული ნივთები – სამზარეულო ინვენტარი და მოწყობილობა-დანადგარები, რის გამოც მას ეკისრება ზიანის ასანაზღაურებლად დაზიანებული ნივთების ნაცვლად ასეთივე დანიშნულების ნივთების დაბრუნების ვალდებულების შესრულება, რაც შესაძლებელია კრედიტორთან შეთანხმებით მითუმეტეს, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მზადყოფნა გამოთქვა მიიღონ მოპასუხე კომპანიის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება დანიშნულებისამებრ. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენს ინდივიდუალური ნივთი, რომელიც გამორიცხავს კრედიტორის მიერ სხვა ნივთის მიღების ვალდებულებას (სკ-ის 381 მუხლი), ამასთანავე იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებაში შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის განსაზღვრული, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს, სულ ცოტა საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი (სკ-ის 380 მუხლი).

 

ამდენად, ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია სადავო ვალდებულების მიმართ მოსარჩელის პატივსადები ინტერესი. თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებაა სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება, რის გამოც მისი განსაკუთრებული ინტერესია სამზარეულო ინვენტარისა და მოწყობილობა-დანადგარების სარგებლობისათვის ვარგისი მდგომარეობის შენარჩუნება. შესაბამისად, ამ ინტერესიდან გამომდინარე საფუძვლიანია მისი მოთხოვნა დაზიანებული გვაროვნული ნივთების შეცვლის, რომელთაგან დაზიანებული ფასიანი ნივთების ღირებულება განსაზღვრულია 7813.47 ლარით. რაც შეეხება ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარს, მხარეებს არ წარმოუდგენიათ მათი საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად, მათი დაუბრუნებლობის შემთხვევაში მათი საერთო ღირებულება (გარდა მაცივა-კონტეინერისა და საკონდიტრო კარადისა) უნდა განისაზღვროს 4000 ლარით.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სარჩელზე სახელმწიფო სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს შ-------------–------------------ს”, რადგან თავდაცვის სამინისტრო, ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 354.44 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი შპს „ქართული კვების კომპნიის“ მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ-------------–------------------ს” დაევალოს ს----------–-----------–-----------------ს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში დაუბრუნოს 02.02.2015 წლის №206, 09.02.2015 წლის №213, 14.02.2015 წლის №208, 13.02.2015 წლის №211, 10.02.2015 წლის №212 მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში დანაკლისის სახით მითითებული ფასგარეშე სამზარეულოს შემდეგი სახის ინვენტარის დაბრუნება:

2.1. 1 ცალი დანა ბოსტნეულის;

2.2. 88 ცალი კათხა უ/ფ;

2.3. 310 ცალი სუფრის კოვზი;

2.4. 1 ცალი ლანგარი კონვექციური ღუმელის;

2.5. 5 ცალი ჟარონა დიდი უ/ფ;

2.6. 7 ცალი საფერფლე;

2.7. 5 ცალი სამარილე ალ.

2.8. 2 ცალი საწური უ/ფ;

2.9. 8 ცალი ფუჟერი ღვინის;

2.10. 1 ცალი ფუჟერი შამპანურის;

2.11. 1 ცალი ქაფქირი №10 უ/ფ;

2.12. 1 ცალი ქაფქირი №7 უ/ფ;

2.13. 1 ცალი ქაფქირი №9 უ/ფ;

2.14. 1 ცალი ქვაბი მობილური უ/ფ;

2.15. 2 ცალი ჩამჩა №3 უ/ფ;

2.16. 2 ცალი ჩამჩა №7 უ/ფ;

2.17. 1 ცალი ჩამჩა №9 უ/ფ;

2.18. 38 ცალი ჭიქა არყის;

2.19. 58 ცალი ჭიქა და ლამბაქი (ლამბაქი);

2.20. 1 ცალი ჯამი საპურე უ/ფ.

 

3. ზემოაღნიშნული ნივთების დაუბრუნებლობის ან ჩანაცვლებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოპასუხე შ-------------–------------------ს” ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მათი საბაზრო ღირებულების, საერთო ჯამში 4000 (ოთხი ათასი) ლარის, გადახდა.

 

4. შ-------------–------------------ს” დაევალოს ს----------–-----------–-----------------სთან 02.02.2015 წლის №206, 09.02.2015 წლის №213, 14.02.2015 წლის №208, 13.02.2015 წლის №211, 10.02.2015 წლის №212, 04.02.2015 წლის №214, 12.02.2015 წლის №207 და 11.02.2015 წლის №209 გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში მითითებული შემდეგი სახის დაზიანებული ინვენტარის გვაროვნული ნივთით ჩანაცვლება და ს----------–-----------–-----------------სათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, დაბრუნება:

4.1. 4 ცალი დანა თევზის დასამუშავებელი;

4.2. 1 ცალი დანა მზარეულის სამეული;

4.3. 1 ცალი დანა პურის;

4.4. 4 ცალი 20 კგ. ელექტრო სასწორი (TEM.TEKO020AKU);

4.5. 1 ცალი 500 კგ. ელექტრო სასწორი (TEM.BTITA70*80-500);

4.6. 510 ცალი კათხა 250 გრ. ფოლადის (DIZDAR);

4.7. 1 ცალი კარადა-მაცივარი (უ/ფ, 2 კარიანი, მოც. 1200 ლიტ. 6 ცალი თაროთი: -2/+8) EDESA ESC-27;

4.8. 1 ცალი კარტოფილის სათლელი მანქანა 30 კგ. (EMPERO.P.10);

4.9. 1 ცალი პლასტმასის ლანგარი გლუვი ზედაპირით 37*53 სმ;

4.10. 1 ცალი პროდუქტების დასამუშავებელი დაფა (ხის) 50 სმ;

4.11. 1 ცალი პროდუქტების დასამუშავებელი დაფა პოლიეთილენის 50 სმ. (TURKAY);

4.12. 2 ცალი საწური ბადე 27 სმ. (DIZDAR);

4.13. 1 ცალი ურიკა (ბორბლების რაოდენობა 4, გათვალისწინებულია 300 კგ. ტვირთზე, ზომა 90X60);

4.14. 1 ცალი ხელის მიქსერი 250 ვტ. (EDESA.MX 40);

4.15. 1 ცალი ხორცის ამოსაღები ბადე 22 სმ (DIZDAR);

4.16. 1 ცალი ხორცის ამოსაღები ბადე-საწური (მსხვილბადიანი) დიამ. 24 სმ.;

4.17. 1 ცალი მაცივარ-კონტეინეტი 40 ტ.;

4.18. 1 ცალი საკონდიტრო კარადა.

 

5. ზემოაღნიშნული ნივთების ჩანაცვლებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოპასუხე შ-------------–------------------ს” ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მათი საბაზრო ღირებულების (გარდა მაცივარ კონტეინერისა და საკონდიტრო კარადის საბაზრო ფასისა) 7813. 47 ლარის გადახდა.

 

6. მოპასუხე შპს ”ქართული კვების კომპნიას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 354.44 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია კუთხაშვილი